ჰორსტ კეხელე
უკუგადატანა განსაკუთრებით მაშინ იძენს უმნიშვნელოვანეს დატვირთვას, როდესაც პაციენტის პიროვნული სტრუქტურა რთულად იძლევა საშუალებას, რომ საკუთარ თავთან ადრე წარმოებული დიალოგი ანალიტიკოსთან დიალოგში გადმოიტანოს . ქვემოთ აღწერილ პაციენტთან უკუგადატანა მჭიდროდაა დაკავშირებული სპეციფიურ ინტერაქტიულ ქცევასთან, რომელიც გამოცადა ორმა სხვადასხვა თერაპევტმა. ისინი სხვადასხვა დროს მკურნალობდნენ მას. მეტაფორულად რომ ვთქვათ, პაციენტს უნდოდა ხელში ჩაეგდო თერაპიის სადავეები და გამხდარიყო მმართველი, ან აეძულებინა თერაპევტები მარიონეტებივით ეცეკვათ.
ჯონ Y 1957 წელს დაიბადა, ის ოჯახში უფროსი შვილი იყო. ბავშვობაში მამა მისთვის ხშირად მიუწვდომელი, დედა კი მუდმივად არადამაყოფილებელი იყო.
პირველ სესიაზე ჯონმა თავის დღიური მომიტანა, საიდანაც გავიგე, რომ მას უკვე დიდი ხანია აწუხებს გაუკუღმართება (პერვერსია) . შვიდი წლის ასაკში ჯონმა მოიპარა ორი წლის დის რეზინის შარვალი, შეიტანა საპირფარეშოში, ჩაიცვა და შიგ მოისაქმა . ჩვენ შევძელით აღგვედგინა ის ფაქტი, რომ პ-ტი ძალზე განიცდიდა უმცროსი დის დაბადების შედეგად ყურადღების მოკლებას . დედა ხშირად შეაგდებდა ხოლმე სხვა ოთახში და თოკით ცემდა , რათა საშუალება ჰქონოდა ახალშობილისთვის მიეხედა .
თერაპიის განმავლობაში მან გაიხსენა, რომ იმ პერიოდში მისმა ოჯახმა საცხოვრებელი შეიცვალა; ისინი გადავიდნენ პატარა ქალაქში, სადაც მას ახალ სკოლასთან შეგუება და თანატოლებთან ურთიერთობა გაუჭირდა. ჯონმა აღმოაჩინა, რომ მარტოობა ძალზე სასიამოვნოა, რადგან თანაკლასელები ცუდად ეპყრობოდნენ. მარტოობა და კითხვით მიღებული სიამოვნება მისთვის ბუნებრივად მისაღები მდგომარეობა გახდა.
“მე ვკითხულობ ყველაფერს, რაზეც ხელი მიმიწვდება, კითხვამ ჩამოაყალიბა ჩემი ლექსიკონი, ჩემი ენა, სამყაროს ჩემეული კონცეპცია”.
მამის სამსახურის გამო ოჯახის ახალ ქალაქში გადასვლამ გაზარდა პ-ის იზოლაციის გრძნობა, რამაც დააჩქარა მისი დამალვა ნაცნობ უსულო საგნების სამყაროში. მას ისევ სცემდნენ თანატოლები და ჯოანი ის გრძნობდა, რომ თავის დაცვა არ შეეძლო. მოზარდობის ასაკში ჯოანმა პლასტიკური ჩანთებისგან რეზინის შარვლებს იკეთებდა. ამავე წელს მან ორჯერ გადაიტანა ვირუსული მენინგიტი, რამაც გაამყარა მისი არასრულფასოვნებისა და არაეფექტურობის განცდა სკოლისა და სხვა სახის მოღვაწეობაში.
ძლიერი სოციალური იზოლაციიის შედეგად ჯოანი აღარ დადიოდა სკოლაში, რისთვისაც დაისაჯა. მან მოზარდობის ასაკის ბოლო პერიოდი აღწერა, როგორც გამოფიტული; ამან თვითმკვლელობის რამდენიმე მცდელობისკენ უბიძგა. ადრეული მოზრდილობის პერიოდში რეგულარული შემბოჭავი რიტუალები გამო ჯონი ვერ აკონტროლებდა მწვავე უსუსურობის და შფოთვის განცდას. სიმპტომატური აქტის მხრივ ეს შესაძლოა ჩათვლილიყო ძლიერი კავშირად მასტურბაციულ ფანტაზიებთან, ამ კავშირმა თავი იჩინა თერაპიის განვითარების ფაზაში.
მოგვიანებით მან წერილი მისწერა თავის თერაპევტს:
“ამ დროის დარტყმამ ჩემს ცხოვრებაში ჩემში თანატოლებთან ერთიანობის ძლიერი სურვილი გააღვიძა, მაგრამ სოციალური ჩვევების უკმარისობის გამო არ ვიცოდი, რა გზით უნდა განმეხორციელებინა ეს, მე უბრალოდ არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა! მე მაქვს უნდობლობის ძლიერი განცდა, რათა არ დავმარცხდე; ამიტომ ერთი, რაც ვისწავლე, არის ის, რომ მარტოობა კარგი თანამგზავრია” (წერილი 19.1.94)
სკოლის შემდეგ ჯარში მსახურობის პერიოდი მძიმე იყო, იქ მასზე მბრძანებლობდნენ და ყველა დასცინოდა.
ჯონმა უნივერსიტეტში ჩააბარა და მათემატიკა აირჩია. მან განავითარა რამდენიმე შესაძლებლობა ზედაპირული კონტაქტის დასამყარებლად; მაგალითად, ის იყო ეფექტური იმ სახის სამუშაოზე, რომლითაც სტუდენტური კავშირიდან განსაკუთრებით არავინ ინტერესდებოდა. მიუხედავად ამისა, მისი შესაძლებლობები მათემატიკური დავალებების შესრულებისას იზღუდებოდა კონცენტრაციის უკმარისობის გამო; მოკლე ხანში ის გადავიდა ელექტრონიკის კურსზე. იქ თავს კარგად გრძნობდა მანამ, სანამ დაკავებული იყო პრაქტიკული დავალებებით. ჰობის სახით სისტემატიურად იწერდა რადიოდან პოპ მუსიკას; ამგვარად, მუსიკის უზომო მოსმენით ის გრძნობდა სამყაროსთან კავშირს. ყოველ შემთხვევაში, ამგვარად ის ითვლებოდა დისკ ჯოკეიდ, რომელიც უზრუნველყოფდა ყველაზე თანამედროვე მუსიკას.
ჯოანმა თერაპევტს დახმარებისათვის მიმართა მას შემდეგ , რაც საკუთარი თავი მეტად სერიოზულ საფრთხეში ჩაიგდო: ის თავის დასაბმელად იყენებდა ელექტროგაყვანილობას, რის შედეგადაც მიიღო დროებითი პარალიზება. ამან მასში პანიკა გამოიწვია, რადგან რამდენიმე საათის განმავლობაში ვერ თავისუფლდებოდა.
თვითონ პაციენტი თავის ავადმყოფობას უკავშირებს მარტოდ ყოფნასთან დაკავშირებულ შფოთვასა და დეზინტეგრაციას, რომელიც ადრეული ბავშვობიდან იღებს სათავეს და რომელიც საგრძნობლად გაძლიერდა გარდატეხის ასაკის შემდეგ; ასევე ნაწილობრივად უკავშირებს უმცროსი დის მტანჯველ ფსიქოტურ დაავადებას .
დამოკიდებულების ჩამოყალიბების საფრთხის მიუხედავად, პაციენტს არ უნდოდა მკურნალობის დაწყება, სანამ მას არ მისცემდნენ ისეთი პირობების წაყენების თავისუფლებას, როგორიცაა შეხვედრების სიხშირე და პარამეტრები (წოლა თუ ჯდომა) ; ადრე სხვა თერაპევტთან მკურნალობის მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგან თერაპევტმა დაჟინებით მოითხოვა სტანდარტული ტექნიკის დაცვა.
გავუგე რა პაციენტს , მე დავთანხმდი “მოქნილ” შეხვედრებზე , რაც რთულ მდგომარეობაში მაყენებდა. მე შევასრულე პაციენტის ბევრი სურვილი. მკურნალობის დროს არსებობდა რამდენიმე კრიტიკული – გაწყვეტის მომენტი, რომელთა გამომწვევი უფრო ხშირად იყო ჩემი დაჟინებული მოთხოვნა მეტად მივახლოებოდით გარკვეული სახის დეტალებს. პაციენტი სამჯერ იქნა ჰოსპიტალიზირებული, ყოველ ჯერზე რამდენიმე კვირით. იქ მან გაიგო, რომ ჰალდოლ -ის გამოყენება მას კარგად ეხმარება შინაგანი დაძაბულობის მოხსნაში. მან შემდეგაც განაგრძო ჰალდოლის მიღება და მიხვდა, რომ მისთვის ეს ნეიროლეპტიკი გახდა ფარი შინაგანი დაძაბულობის წინააღმდეგ. მკურნალობის კურსის შემდეგ მისი საჭიროება ამ ფსიქოფარმაკოლოგიური დახმარების მიმართ შემცირდა, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მისი აღმოჩენა გახდა იმის დადგენა, რომ მძიმე დარტყმით მუსიკას შეეძლო ჩაენაცვლა აბები.
პაციენტის მოთხოვნისადმი სეტინგის დაქვემდებარება ძალზედ მნიშვნელოვანია. არ არის ეს გამოძალვა?
არა, მე არ ვთვლი თავს გამოძალვის მსხვერპლად იმის გამო, რომ საკმაოდ მძიმე პაციენტს მივეცი მისთვის მისაღები თერაპიული პირობების განესაზღვრის საშუალება. იქიდან გამომდინარე, რომ შეცვლილი პირობები მაძლევდნენ ფსიქოანალიტიკური ცოდნის მიღების და თერაპევტული გავლენის მოხდენის საშუალებას, ეს არ იყო ცალმხრივი აქტი, უფრო ზუსტად, ჩვენი ეს შეთანხმება გულისხმობდა ჩემს შესაძლებლობას მემუშავა მოცემულ ჩარჩოში, მიუხედავად იმისა, რომ მყარი თერაპიული კავშირის დამყარების ხარისხი მინიმალური იყო. ბოლოს და ბოლოს, ამ შეთანხმების შედეგად ჩვენ მივაღწიეთ ორივე მხარისთვის ასე თუ ისე დამაკმაყოფილებელ შეთანხმებას, რის ხარჯზეც თერაპია სტაბილურად გრძელდებოდა რამდენიმე წლის განმავლობაში. ამის შემდეგ პაციენტი დროდადრო მოდიოდა სესიებზე ძირითადად მის ძალზედ რთულ კარიერასთან დაკავშირებული ახალი პრობლემებით; ეს ძირითადად ეხებოდა გათხოვილ, ქმრებისგან მიტოვებულ დედებს, რომელთათვისაც ის იყო დამხმარე ადამიანი.
მდედრობითი სქესის წარმომადგენლებთან ამ სახის ურთიერთობას არც ერთხელ არ მიუღწევია სქესობრივ ინტიმურობამდე; პაციენტი დამხმარე აგენტის თანამდებობაზე თავს საკმაოდ კომფორტულად გრძნობდა დამოუკიდებელი დამხმარე პიროვნების როლში.
რომ გადავხედოთ ამ მკურნალობის განმავლობაში ტექნიკურ გადახვევებს, გაგვიჩნდება კითხვა, თუ რატომ სჭირდებოდა პაციენტს თავისი ავტონომიურობის იმდენად როგიდულად დაცვა, რომ ყოველ ჩარევაზე (ინტერვენცია) ის რეაგირებდა მისი შეწყვეტით, ქრონიკული დადანაშაულებით და კრიტიკით. პაციენტი მისაზღვრავდა იმას, თუ რა შემეძლო მეთქვა და როდის უნდა გავჩუმებულიყავი, თავი მეგრძნო უსუსურად და დამონებულად ჩემს უკუგადატანაში. ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ მე საკუთარ სახლში აღარ ვიყავი პატრონი, მაგრამ მე მივეცი ჩემს თავს მის მიერ მართულ მდგომარეობაში მოხვედრის საშუალება და მე იმედი მქონდა დროთა განმავლობაში თავი დამეღწია ამისთვის ჩემი ინტერპრეტაციული მუშაობით.
საყურადღებოა, რომ ჩემი ძალისხმევა, მეჩვენებინა პაციენტისთვის, თუ რას მიკეთებდა, წარუმატებელი აღმოჩნდა. ყოველი სესიისთვის მას გააჩნდა საკუთარი გეგმა და თუ მე მას ვერ ავყევი, ეს იყო ჩემი პრობლემა. ამ მკურნალობის განმავლობაში მე მივხვდი, თუ რას ნიშნავდა, იყო პაციენტის თვით-ობიექტი. პაციენტის დიქტატურით გამოწვეულ მორჩილებას უპირობოდ მივყავართ ემოციურ პრობლემებამდე, ანუ პაციენტის მიერ ურთიერთობის რიგიდულობა ქმნის ანალოგიურად რიგიდულ “პროექციულ უკუიდენტიფიკაცია”-ში (გრინბერგის მიხედვით 1962, 1979) მოხვედრის საფრთხეს. ყოველთვის მახსენდება მაკდუგალის და ლებოვიჩის შემთხვევა (1969, გვ 1), რომელიც აღწერს 9 წლის სემის, რომელიც ხანრძლივი დროის განმავლობაში ლაპარაკობდა მხოლოდ მაშინ, როდესაც თერაპეტთი თითოეულ სიტყვას წერდა. ბიჭი ხშირად წამოიძახებდა, “ახლა დაწერე ის, რასაც მე გიკარნახებ; მე ვარ შენი მბრძანებელი.”
მისი აფექტური პრობლემა იყო ბრაზის ან აპათიის უქონლობა . ამ პაციენტთან, რომლის პოტენციალი ცვლილებისა ძალზედ მცირეა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო შემძლებოდა შემენარჩუნებინა ინტერესი ფსიქოდინამიკური კავშირების “ინსაიტების” მიღებით, ანუ ცოდნის მოპოვებით. ეს იყო ჩემთვის ამ რთულ ფსიქოთერაპიაში დაკმაყოფილების წყარო, რომლის გარეშეც იზოლაციის პერიოდს ძალზედ რთულად გადავიტანდი. ჩემი აზრით, ძალზედ მნიშვნელოვანია ყოველი ანალიტიკოსისთვის იმის გაგება, თუ როგორ უნდა იქნეს შენარჩუნებული დადებითი დამოკიდებულება რთულ სიტუაციებში და როგორ იქონიონ მინიმალური კმაყოფილების განცდა მაინც მნიშვნელოვანი სირთულეების დროს.
მოცემული სესია ჩატარდა თერაპიის მესამე წლის დასასრულს.
ჩვეულებრივ პუნქტუალურმა პაციენტმა დააგვიანა და შემოსვლისთანავე აღნიშნა, რომ დაგვიანება იყო მისი შინაგანი კონფლიქტის გამოხატულება; მას არ გააჩნდა რუკა და გეგმა დღეისთვის. მან განაცხადა, რომ მისი ჩემთან მუშაობის ადრეული მანერა კარგად ვეღარ ფუნქციონირებდა.
თავისი მდგოგმარეობის აღწერისას ჯოანი იყენებდა ექსპრესიულ და მეტაფორულ აღწერას, რომლის მიხედვითაც ახდენდა ის ორიენტირებას. მე არ მქონდა ნებართვა ეს მეტაფორული მნიშვნელობები გამეანალიზებინა.
პ: მე მგონია, რომ უნდა მოგიყვეთ იმ აზრების შესახებ, რომლებიც მქონდა, იმის შესახებ, თუ რას ვფიქრობ თერაპიის და შესაბამისად, ჩემი ცხოვრების ფუნქციონირების შესახებ. არსებობს ორი პროცესი- ერთი კომპენსაციის და ერთი განვითარების. ბავშვობაში მრავალი სირთულის გამო ჩემი განვითარების პროცესი შეფერხდა და მე გავერიე კომპენსატორულ პროცესებში, რომლებშიც ქალები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. წუხელ ღამით ან სიზმარში, ან ცხადად, ვნახე ჩემთვის გაურკვეველი სურათი.
ასეთI აღწერა მისთვის დამახასიათებელი იყო, რადგან უჭირდა გარე და შიდა სამყაროებს შორის მკვეთრი ზღვარის გავლება. მას ძალიან უჭირდა შინაგანი წარმოდგენების, როგორც ასეთის, განესაზღვრა.
პ: მოგონებათა ხეობაში მე შემხვდა ოთხი ქალბატონი, რომლებმაც ბრალი დამდეს მათი ნივთების მოპარვაში, და ითხოვდნენ მათ დაბრუნებას. მე არ შემეძლო მათი დაბრუნება, რადგან ისინი უბრალოდ ბოლომდე ნახმარი იყვო. ასეთი იყო სურათი; მე ვფიქრობ, ეს ოთხი ქალი იყო პირველი ოთხი გოგო მარიამდე.
პაციენტს ჯერ არასდროს ჰქონია ნამდვილი ჰეტეროსექსუალური ურთიერთობა, მაგრამ მას ყოველთვის შეეძლო ეპოვა ქალი, რომლისთვისაც ის იყო პლატონური მეგობარი შეხების გარეშე. უფრო ხშირად ეს იყვნენ ქალები, რომლებსაც სხვა ურთიერთობებში ჰქონდათ კონფლიქტი და რომლებიც ნუგეშს და დახმარებას ჩემს პაციენტთან საუბრით პოულობდნენ. პაციენტი იღებდა დაკმაყოფილებას ყოველი ამ ურთიერთობის სახეშეცვლილი ფანტაზიით და რეგულარულად განიცდიდა იმედგაცრუებას, როდესაც ქალი ტოვებდა მას და ბრუნდებოდა თავის “ნამდვილ მეგობართან”. ნაცნობობა მარიასთან განსხვავდებოდა სხვა ყველა ურთიერთობისგან , რადგან ის გრძელდებოდა რამდენიმე წლის განმავლობაში. ის ფაქტი, რომ მარია არ იყო მისი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი, დიდ როლს ასრულებდა. ის ცხოვრობდა რამდენიმე ასეული კილომეტრის დაშორებით და ამიტომ მხოლოდ შემთხვევითი შეხვედრები იყო შესაძლებელი. ამ დისტანციაზე კი პაციენტმა შეძლო მასთან საკმაოდ სტაბილური ურთიერთობის დამყარება სადაც მარია ფუნქციონირებდა როგორც ხორცშესხმული ეგო იდეალი.
პ: მე მგონია, რომ მარიას გამოჩენით ახალი ერა დაიწყო, ამიტომ არ შემიძლია ჯერ მოგონებების ხეობაში სეირნობა, უფრო კარგად უნდა შევისწავლო; მაგრამ ამჯერად მე ისევ უდაბნოში ვარ.
მისი განცხადებების ძირითადი მიზანი იყო შინაგანი დაძაბულობის მოხსნა; ზედაპირულად ისინი უბრალოდ ინტელექტუალურ თამაშს წარმოადგენდნენ. თუმცა მაინც ეს იყო მისთვის წონასწორობის შემანარჩუნებელი ხერხი. მე ხშირად მქონდა სირთულეები მის გაგებასთან დაკავშირბით, თვალსაჩინო დონეზეც კი; არ მესმოდა სად უნდოდა ჩემი მოთავსება თავისი იდეების რთულ ქსელში. პაციენტმა ახსენა მოგონებათა ხეობამდე გასავლელი ფაზა, როგორც მარში უდაბნოში. ამიტომაც მე ვცადე დამეკავშირებინა მისი არა ტახტზე წოლის, არამედ სავარძელში უსაფრთხო ადგილის პოვნის გადაწყვეტილება.
ა: სავარაუდოდ ამიტომაც ორივე მეტად უსაფრთხო და მისაღებია; არ დაწვეთ ტახტზე, რადგან თქვენ ჯერ კიდევ უდაბნოში ხართ, უდაბნოში კი არავინ მიდის მარშრუტის გარეშე.
მე ავითვისე პაციენტის ენა, თუმცა ვიცოდი, რომ ეს შეანარჩუნებიებდა მას ამავე ენით შექმნილ დისტანციას.
პ: სად ვარ? პროცესის რომელ ნაწილში? მე მგონია, რომ ვარ კომპენსატორულ სამყაროში, მაგრამ მოგონებათა ხეობა თავიდან გამიღებს განვითარების სამყაროს კარს. მე ვისურვებდი ჯერ თქვენ გაგეარათ ამ გზაზე ისე, რომ მე შორი დისტანციიდან თვალის დევნება შემეძლოს.
ა: ჩვენს წინა ექსკურსიებს მოგონებათა ხეობაში ყოველთვის თან ახლდა მრავალი მტკივნეული მოგონება, რაც თქვენთვის მძიმე იყო, და თუ მე პირველი წავალ, მაშინ მე გადავწყვეტ სად, და არა თქვენ. აი სად ვხედავ რისკს.
პაციენტმა დაადასტურა ეს; მან თქვა, რომ ახლა მას უნდა ესწავლა ადგილის ჩემთან ერთად დანიშნვა. ეს იყო აბსოლუტური სიმართლე და ამავდროულად ეს მისცემდა მას იმის რწმენას, რომ შეეძლო მუშაობის რეგულირება. (ანალიზის დაწყებისას მე ხშირად მიწევდა სხვადასხვა მცდელობებით პაციენტისგან შორს გასვლა, რათა მიმეღწია მასთან მის შიზოიდურ იზოლაციაში.)
შემდეგ სესიაზე მან მომიტანა დაწერილი განცხადება და მომთხოვა მისი წაკითხვა. ამ ნაწერის არ წაკითხვა და პაციენტისთვის პირდაპირ იმის თხოვნა, რომ თითონ აეხსნა შინაარსი, ჩემი გამოცდილების მიხედვით, იქნებოდა მის მიერ სესიის გაწყვეტის მაპროვოცირებელი. ამიტომაც მა წავიკითხე წერილი:
“წინა შეხვედრაზე ჩვენ გადავდგით გადამწყვეტი ნაბიჯი იმის გარკვევაში, თუ რისი მიღწევა მინდა თქვენგან, მა ვიცი, რომ შემიძლია გენდოთ და მოგაწოდოთ აღწერა, რაც თქვენთვის რაღაცას ნიშნავს.
საკითხი მდგომარეობს იმაში, რომ “ლურსმნებს თავები არ აქვთ”. რომ დავაზუსტოთ -უთავო ლურსმნები არის ანალიტიკური (ანუ კატეგორიზების თეორიული თვალსაზრისით) მიდგომა პრომლემის რეალური შესრულების გარეშე გადაჭრის მიმართ. (თავი იქნებოდა ნებისმიერ გარკვეულ მომენტში შესაძლო მიდგომის განვითარების რეალიზების ფორმა).
ჩემი ჩანაფიქრია ამ ქცევის პატერნის შეცვლა. პრინციპში, არსებობს სამი ძირითადი მიზანი:
1. მე მარტო ვაკეთებ “უთავო ლურსმნებს” და ამაზე არ ვსაუბრობ.
2. შენ აკეთებ “უთავო ლურსმნებს” და შემდეგ ისინი უკვე შენი ლურსმნებია და მე მათ ვერ გამოვიყენებ.
3. შენ აქ მეხმარები “ლურსმნების” პოვნაში და “თავების” გაკეთებას მე მანდობ.
ამ წერილის წაკითხვის შემდეგ მე არშევხებივარ წერილის ფორმალურ ბუნებას, მაგრამ გამოვიყენე ის მეტაფორა, რომელსაც ჯოანი მთავაზობდა.
ა: დავალება, რომელიც წაგვიყენეთ, ,არ არის მარტივი, მაგრამ ალბათ ძალზედ მნიშვნელოვანი:ა ის, რომ თქვენ აქ გაქვთ ლურსმნების კეთების საშუალება – იდეები, რომელიც მე შემიძლია მოგაწოდოთ – და რომ თქვენ სამაგიეროდ გაქვთ დაზღვევა, რომ ამის რეალიზება არის მხოლოდ თქვენი საქმე.
თავიდან პაციენტი კმაყოფილი იყო და მომიყვა იმ უამრავ საქმიანობაზე, სადაც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში შექმნა ისეთი არეები, სადაც შეეძლო შედარებით უსაფრთხოდ ემოძრავა.
პ: მჯერა, რომ ვეძებ თვით განსაზღვრების თავისუფლებას. ჩემი სახის თავისუფლებას. შარშან თქვენი დიდი შეცდომა მდგომარეობდა იმაში, რომ თქვენ ძალიან ახლოს მომყვებოდით ჩემს პოზიტიურ აქტიურ განვითარებაში, და მეტიც, თქვენ ტემპსაც აძლიერებდით. ამიტომაც შევამცირე შეხვედრების რაოდენობა. ახლა კი თქვენ მე უბრალოდ თან მახლავხართ.
პაციენტი იხსენებდა ეპიზოდს, როდესაც მე ვცადე ინტერპრეტაციულად დამემსხვრია მისი აკრძალვები, ხოლო ამის შედეგად ის გადაეშვა სუიციდალურ გუნება-განწყობაში და რამდენიმე დღით მოხვდა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. იმ კონკრეტულ პერიოდში მე გამიჩნდა მის მიერ ჩემი დამონების, შეზღუდვის და შებოჭვის განცდები. მაგრამ არა “მოჯადოებული”- რამაც მომცა იმის ინტერპრეტაციის საშუალება, რომ ის არ მაღებინებდა მონაწილეობას თავის განვითარებაში ჩემთვის სასურველი გზით. ჩვენი ინტერაქციის ინტერპრეტაციის მცდელობებმა მისთვის ჩვენი ურთიერთობის მართვის პერსპექტივის მისაცემად, სავარაუდოდ გაუაქტიურეს ის განცდა, სადაც მისი დედა იყო ჩარეული.
პაციენტის ღელვის შიზოიდურ კომპონენტს შეეძლო გაეკვალა გზა უკან, მისი ბავშვობის ტრავმატული გამოცდილებისკენ. თავის მოგონებებში პაციენტი საკუთარ თავს ხედავდა საათობით მტირალ, დედის მიერ მიტოვებულ ბავშვად. მისი დის დაბადების შემდეგ, 5 წლის ასაკშI ის უფრო და უფრო რთული გახდა და დედას ეშინოდა მისი მარტო დატოვება პატარა დასთან. ამიტომ ის ფარდით აბამდა ჯოანს სხვა ოთახში. პაციენტს შეძლო ამოეტანა მეხსიერებაში,თU რამდენად შერცხვენილად გრძნობდა თავს შარვალში განმეორებითი დეფეკაციის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ის ადრეული ბავშვობისას სუფთა იყო.
ჩემი ინტერპრეტაციების უკან მდგომი სტრატეგია მიმართული იყო უარყოფის, ტკივილის განცდისა და ქალების ცდუნებას შორის კავშირის მიმდინარე გენეზისზე, რასაც ის შფოთვამდე მიყავდა, ყოველივე ამან წარმოშვა მისთვის ნარცისული თავშესაფარი. ამ სიტუაციების გაზრდილმა მართვამ შესაბამისად გამოიწვია მისი პერვერსიული ქცევების სიხშირის შემცირება.
3 წლის თერაპიის შემდეგ პაციენტმა თავისი შებოჭვის შესახებ შესძლო დაეწერა შემდეგი:
ეხლა ჩემთვის უკვე გასაგებია ჩემს სიმბოლოთა არსი. ჩემი თვით განცდა არის პირველადი მნიშვნელობის მატარებელი. მართალია, როდესაც მასზე ვამახვილებ ყურადღებას, მე გაქცევით ვშველი თავს,, ხოლო ისეთ ასპექტებს, როგორიცაა ტკივილი და შფოთვა, უკუვაგდებ. იმ შემთხვევაში, თუ შფოთვა დომინირებს, მე არავითარი შანსი არ მაქვს. ეს ზუსტად ასახავს ჩემს მდგომარეობას; თუ შფოთვა მაღალია, მე კი არ მრჩება თავისუფალი ფიქრისა და მოქმედების ადგილი, ჩემი ავადმყოფობა მწვავდება. ჩემი შებოჭვა იმდენადვე საშიშია, რამდენადაც საფრთხე კონკრეტული სიტუაციიდან. მარტივი ბორკილები ყველანაირი დამატების გარეშე მიტოვებენ მეტ დროს, უფრო ზუსტად სანამ არ მოვკვდები გაუწყლოვნებით , დაახლოებით 3 დღეს. მე არასოდეს დამჭირვებია ერთ საათზე მეტი ამ პირობებში. როდესაც როლს ასრულებს ელექტრობა ან ჰაერის უკმარისობა, ან თუნდაც გადახურებული გარემო, მე შესაბამისად მრჩება ნაკლები დრო და ჩემი კონცენტრაცია პროპორციული ხარისხით იზრდება. ამ გაზრდაში მდგომარეობს “თვით-განცდის” ღირებულება. “კომბინაციიდან გამომდინარე, მე მჭიდრებოდა 3 საათი, მაგრამ მოცემული გამართლების ხარჯზე გასათავისუფლებლად მე მყოფნიდა 2 წუთი. ამგვარად დაბმულად ყოფნის მნიშვნელობა მდგომარეობს ავადმყოფობის მწვავე მდგომარეობის შეფერხებაში, ის არის ჩემი გამოცდილების და ჩემი იდენტურობის ნაწილი; ის, რაც არის საჭირო დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში და ვერ იქნება უზრუნველყოფილი რომელიმე სხვა გზით.
ის , რაც პაციენტმა აღწერა როგორც მწვავე დაავადება, შესდგება მასიური შფოთვებისგან, რომლებიც ჩნდება მეტისმეტად პირდაპირი ინტერაქციის შედეგად. თავის დაბმის აქტში ის დაეუფლა წარმოსახულ საფრთხეებს, თავის შეგნებულად დამცირებით და, ამავე დროს, საკუთარი დესტრუქციულობის კონტროლით. შფოთვით კონტროლის დაკარგვა დეფეკაციაზე, მისი თქმით იყო კუჭის დაგეგმილი მოქმედება და გარკვეული გზით უკავშირდებოდა ეაკულაციას. ეს იყო დედასთან და მის მერე ყველა ქალთან, ვინც მას სიამოვნების ტრიუმფის დასასრულთან დაკავშირებული ტკივილი მიაყენა. ქალის დამცირება – რომელიც ასევე შეიცავს მამასთან იდენტიფიკაციას, ასევე შეიძლება განიხილებოდეს, როგორც არაპერვერტირებული და ამასთან ტრანფორმაცია კომპენსაციაში, აღფრთოვანებასა და იდეალიზებაში. ამავდროულად პაციენტი იძულებული იყო შეენარჩუნებინა დისტანცია, რათა დაეცვა ქალები თავისი თავდასხმებისგან, და შეენახა დედის წარმოსახვითი სიყვარული. (სტოლერი 1968, გვ 4)
პერვერსია არის სიძულვილის ეროტიული ფორმა, ის ითვლება ფანტაზიად, უფრო მეტად გადადის მოქმედებაში, თუმცა ზოგჯერ შემოიფარგლება მხოლოდ სურვილით. . . . ის არის პირველადი მტრობით მოტივირებული, სრული დაკმაყოფილებისთვის საჭირო ნორმიდან გადახრა. . . .მტრობა პერვერსიაში იღებს წარმოსახვითი შურისძიების შეფარულ ფორმას. ეს ქცევები შეადგენენ პერვერსიას და ემსახურებიან ბავშვობის დროინდელი ტრავმის ტრანსფორმაციას მოზრდილობის ტრიუმფად.
არაცნობიერ როლთა გაცვლაში, პაციენტი თვითონ იყო საკუთარი დედა, კიდევ უფრო მეტად ძლიერი და ყველაფრის მაკონტროლირებელი, ვიდრე თავად დედა. პაციენტმა დააკავშირა თავისი ზედაპირული კონტროლის მოტივაცია – განსაზღვრული ანალური ავტონომიით – და იმ ფაქტით, რომ ის ხშირად იცვლიდა საცხოვრებელს, რაც განაპირობებდა მის უუნარობას განევითარებინა უსაფრთხოების განცდა სახლში.
თარგმნა მაია მაზანიშვილმა