ჩვენი მოღვაწეობის სფერო

საქართველოს ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპის საზოგადოება წარმოადგენს ფსიქოთერაპევტთა გაერთიანებას, რომლის მიზანია, მოამზადოს საქართველოში ევროპული კვალიფიკაციის მქონე ფსიქოანალიტიკოსი ფსიქოთერაპევტები, რათა საქართველოს მოსახლეობას ჰქონდეს კვალიფიციური ფსიქოთერაპიული დახმარების მიღების შესაძლებლობა. სფფს მოღვაწეობის სფეროა ფსიქოთერაპიული პრაქტიკა, ფსიქოანალიზისა და ფსიქოთერაპიის განვითარება უნივერსიტეტებში და საჯარო სექტორში, ანალიტიკური აზროვნებისა და კულტურის განვითარება, მთარგმნელობითი საქმიანობა, ინტერდისციპლინარული კვლევების წარმოება, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ფსიქოანალიზის, როგორც გამოყენებითი სოციალურ მეცნიერებისა და კულტურის თეორიის შემდგომ განვითარებას. ამ მიზნით, საქართველოს ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის საზოგადოების წევრები ატარებენ საერთაშორისო და რეგიონალურ ფსიქოანალიტიკურ სემინარებს, საზაფხულო სკოლებს, კონფერენციებს, რადიო პროგრამებს, ფილმების ფსიქოანალიტიკურ განხილვას, საჯარო ლექციებს, სასწავლო კურსებს და ასე შემდეგ.

საქართველოს ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის საზოგადოება უფლებამოსილია ევროპის ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის ფედერაცის მიერ, რათა მოამზადოს ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპევტები ევროპის ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის ფედერაციის სასწავლო კრიტერიუმების მიხედვით და მიანიჭოს მათ ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპევტის კვალიფიკაცია იმ მინიმალური კრიტერიუმებით, რაც შეესაბამება ევროპის ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის ფედერაციის მიერ მიღებულ სტანდარტებს.

სწრაფი ბმული: ფსიქოთერაპევტთა მომზადების სტანდარტები