წესდება

საქართველოს ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის საზოგადოების

 

წესდება

ნაწილი 1 ძირითადი დებულებანი
ნაწილი 2 სფფს მიზნები
ნაწილი 3 სფფს-ში გაწევრიანება; წევრთა უფლებანი და მოვალეობანი
ნაწილი 4 სფფს-ს სტრუქტურა
ნაწილი 5 სფფს ნამდვილ წევრთა კრება
ნაწილი 6 გენერალური კრება
ნაწილი 7 ეკონომიური მართვა
ნაწილი 8 დასკვნითი დებულება

ნაწილი 1 . ძირითადი დებულებანი

1. ორგანიზაცის სახელწოდებაა საქართველოს ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის საზოგადოება.
2. ორგანიზაცია მოქმედებს საქართველოში.
3. საქართველოს ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის საზოგადოება (ქვემოთ მოხსენებულია როგორც სფფს) წარმოადგენს ევროპის ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის ფედერაციის ასოცირებულ წევრს.
4. სფფს გამოხატავს მოქალაქეთა ინტერესს და წარმოადგენს განმანათლებელ საზოგადოებას, რომელიც დაარსდა 2007 წლის 6 მარტს არასამეწარმეო საზოგადოების უფლებით.
5. ამ სტატუსიდან გამომდინარე, ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპია წარმოადგენს ფსიქოანალიტიკურ ფსიქოთერაპიას ზრდასრულებთან, ბავშვებთან და მოზარდებთან, ჯგუფებთან და წყვილებთან.
6. ამ მიზნებისა და სტატუსის შესაბამისად, ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპია გაგებულია, როგორც ფსიქოთერაპიის გარკვეული სახეობა, დაფუძნებული იმ ფსიქოანალიტიკურ სკოლებზე, რომლებიც აღიარებენ არაცნობიერს, გადატანასა და და უკუგადატანას და განმარტებებს მიიჩნევენ მკურნალობის მნიშვნელოვან ფაქტორად.
7. ამ სტატუსის შესაბამისად, ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპია გაგებულია, როგორც ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის გარკვეული სახეობა, რომლის ღირებულებას ფარავს თავად პაციენტი ან მესამე პირი.

 

ნაწილი 2. სფფს დანიშნულება და მიზნები

თავი 1

1. საქართველოს ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის საზოგადოების მიზანია, ხელი შეუწყოს ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის განვითარებას, და, ამ მიზნით, ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის სწავლებას, აგრეთვე ფსიქოთერაპიულ პრაქტიკას და კვლევას;
2. საზოგადოების მიზანია, დაამყაროს და განავითაროს ურთიერთობა ქართულ და უცხოურ საზოგადოებებთან, რომელთაც ამოძრავებთ მსგავსი მიზნები და მსგავსი ორიენტაცია აქვთ
3. საზოგადოების მიზანია, შეიმუშაოს:

ა) ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის სწავლების წესები და კრიტერიუმები, რომლების შეესაბამება საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს, როგორც ეს ჩამოყალიბებულია 1991 წლის 10 მარტს ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის ევროპის ფედერაციის მიერ
ბ) სწავლების ის წესები და კრიტერიუმები, რომლებიც საქართველოს შეესაბამება

4 . მისი მიზანია დაიცვას ევროპის ფედერაციის მიერ დაწესებული ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის სწავლების წესები და კრიტერიუმები, როგორც ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის ჩატარებისათვის საჭირო მინიმუმი
5. მისი მიზანია, განსაზღვროს ეთიკური პრინციპები და წესები, როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო სექტორში

6. მისი მიზანია, ინფორმაციის შემდგომი გავრცელება ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის შესახებ პროფესიონალებში, ჯანმრთელობის სფეროს ადმინისტრაციასა და მოსახლეობას შორის
7.. მისი მიზანია, სფფს საფუძველზე საქართველოში ჩამოყალიბდეს საქართველოს ფსიქოანალიტიკური ორგანიზაცია
8. მისი მიზანია, გახდეს საქართველოში ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიული განათლების გარანტი და ამ მიზნით იურთიერთოს საქ. ჯანდაცვის სამინისტროსა და ამ სისტემაში შემავალ სასწავლო-განმანათლებელ დაწესებულებებთან და სხვა პროფესიონალურ ორგანიზაციებთან საჭიროებოს მიხედვით.

თავი 2

1. ზემოთ ჩამოთვლილ მიზანთა მისაღწევად და შესასრულებლად საქართველოს ფსიქოანალიტიკურ ფსიქოთერაპევტთა საზოგადოებამ უნდა:

ა) გაავრცელოს ინფორმაცია და ცოდნა ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიისა და ფსიქოანალიზის შესახებ, ასევე ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის სწავლების შესახებ
ბ) დაამკვიდროს, მოახდინოს, მხარი დაუჭიროს სწავლების ორგანიზებასა და დაფინანსებას, შექმნას პერიოდული და საინფორმაციო გამოცემები, გამოსცეს წიგნები, სტატიები, ხელი შეუწყოს კვლევით საქმიანობას ფსიქოანალიზის სფეროში
გ) მოაწყოს, ორგანიზება გაუკეთოს, გაუძღვეს კონფერენციებს, შეკრებებს, ლექციებს, სემინარებს, საზაფხულო სკოლებსა და ა.შ.
დ) შეიძინოს, იქირავოს, იჩუქოს ან სხვაგვარად შეიძინოს უძრავ-მოძრავი ქონება.
ე) იქონიოს შემოსავალი საწევრო გადასახადების, საგანმანათლებლო, სალექციო და სხვა სახის აქტივობის შედეგად.

 

ნაწილი 3. სფფს წევრობა, წევრთა უფლება-მოვალეობანი

1) საქართველოს ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის საზოგადოების სრული წევრობა შეუძლია მხოლოდ იმ პიროვნებას, რომელმაც დაასრულა თავისი ფსიქოანალიტიკურ ფსიქოთერაპიული განათლება, ანუ შეასრულა სავალდებულო კრიტერიუმები, დაიცვა საკონტროლო ფსიქოანალიტიკურ ფსიქოთერაპიული შემთხვევა და აქვს ფსიქოანალიტიკურ ფსიქოთერაპიის პრაქტიკის არანაკლებ 4 წლის სტაჟი.
2) სფფს კანდიდატი წევრი შეიძლება იყოს პიროვნება, რომელმაც ორი წლის განმავლობაში გაიარა პირადი თერაპია და ორგანიზაციის მიერ მიეცა ფსიქოთერაპიული მუშაობის უფლება სუპერვიზიით, ანუ პროფესიონალური ზედამხედველობის ქვეშ.
3) ასპირანტი წევრი შეიძლება იყოს პიროვნება, რომლის განაცხადიც დააკმაყოფილა საზოგადოებამ და რომელმაც მაქსიმუმ ერთი წლის განმავლობაში უნდა დაიწყოს სასწავლო ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპია, რომელიც ასრულებს სფფს წესებსა და უფლება მოვალეობებს
4) ყველა სახის წევრობას წყვეტს სფფს ნამდვილ წევრთა კრება ყველა წევრს აქვს ხმის უფლება.

თითოეული წევრის მოვალეობაა:

ა) პატივი სცეს სფფს წესებს და ძირეულ პრინციპებს
ბ) დროულად იხადოს საწევრო გადასახადი, რომლის ოდენობის დადგენა ხდება სფფს გენერალურ შეკრებაზე
გ) სრულად შეასრულოს ის ფუნქცია, რაც სფფს-ში ავალია
დ) განავრცოს სფფს მიზნები და ინტერესები და თავისი წვლილი შეიტანოს საზოგადოების სახელისათვის საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ
ე) აქტიური მონაწილეობა მიიღოს სფფს-ს სხვა წევრთა პროფესიული სტანდარტების განვითარებაში.

 

ნაწილი 4: სფფს სტრუქტურა

სფფს დაყოფილია 2 სექციად:

1. ზრდასრულთა ინდივიდუალური ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპია,
2. ბავშვთა და არასრულწლოვანთა ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპია.

სექცია ავტონომიურია საკუთარი სასწავლო პროგრამის შემუშავებაში, რომელიც ხორციელდება სფფს-ს ჩარჩოებში მისი მიზნებისა და სტატუსის შესაბამისად. სექციებს არ აქვთ უფლება შეცვალონ სწავლების წესები და მოთხოვნები ინდივიდუალურ სექციაში, თუმცა შეუძლიათ გენერალურ შეკრებაზე წარმოადგინონ წინადადებები სწავლების წესების შეცვლის მოთხოვნის შესახებ.

თითოეულ სექციას ჰყავს საკუთარი მაკოორდინირებელი კომიტეტი, შემდგარი სამი წევრისაგან.
თითოეულ სექციას ჰყავს არჩეული ორი დელეგატი ევროპის ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის ფედერაციაში. დელეგატი უზრუნველყოფს სფფს და ეფფფ-ს კოორდინირებას.
სფფს ყავს არჩეული სასწავლო (ტრენინგ) კომიტეტი, და ეთიკური კომიტეტი.

3. სფფს-ს სტრუქტურაში მომავალში შესაძლებელია ჩამოყალიბდეს ჯგუფური და წყვილთა თერაპიის სექციები
4. სფფს აღმასრულებელი კომიტეტი შედგება ხუთიFწევრისაგან; ყველა სექციას თითო არჩეული წევრი მაინც უნდა წარმოადგენდეს. აღმასრულებელი კომიტეტი ირჩევა ორი წლის ვადით სფფს ნამდვილ წევრთა კრებაზე. აღმასრულებელი კომიტეტი განუსაზღვრავს საკუთარ წევრებს სფფს მართვასთან დაკავშირებულ ფუნქციებს. მასში შედის კოორდინატორისა და მისი მოადგილის, მდივანისა და მოლარის ფუქციები.
5.აღმასრულებელი კომიტეტი თავის წევრთა შორის ირჩევს კოორდინატორს ორი წლის ვადით. სექტორთა წარმომადგენლები შესაძლოა ითავსებდნენ კოორდინატორის როლს.

 

ნაწილი 5. სფფს ნამდვილ წევრთა კრება

1. სფფს-ში უმაღლესი ავტორიტეტით სარგებლობს მის ნამდვილ წევრთა კრება. აღმასრულებელი კომიტეტი საჭიროების მიხედვით იწვევს კრებას, სულ მცირე, წელიწადში ერთხელ. განსაკუთრებულ შემთხვევებში კრება შეიძლება მოწვეულ იქნას ნამდვილ წევრთა უმრევლესობის მოთხოვნით. ნამდვილ წევრთა უმრავლესობა საჭიროა მაშინაც, როცა წესის მიხედვით ირჩევენ აღმასრულებელი კომიტეტის ფუნქციონერებს, Aასევე წესდების შესაცვლელად ან მისი განახლებისათვის, ან რაიმე გადაწყვეტილების მისაღებად.
2. სფფს ნამდვილ წევრთა კრება ირჩევს აღმასრულებელ კომიტეტს, ორ-ორი წლის ვადით.
3. სფფს ნამდვილ წევრთა კრება განიხილავს წევრობის საკითხს, ასევე სხვა საკითხებს, მაგალითად, გენერალური კრების მოწვევის საკითხს, სასწავლო პროგრამების შექმნის საკითხს.
4. სფფს ნამდვილ წევრთა კრება ირჩევს ეთიკურ კომიტეტს, რომელიც პასუხისმგებელია რეაგირება მოახდინოს თერაპიული ეთიკის პრინციპების დარღვევაზე.
5. სფფს ნამდვილ წევრთა კრება შეიძლება ჩატარდეს დამოუკიდებლად, ან როგორც გენერალური კრების ცალკე ნაწილი.
6. სფფს ცალკეულ სექციათა კრებისათვის სფფს ნამდვილ წევრთა კრება უმაღლესი ავტორიტეტია.

 

ნაწილი 6. გენერალური კრება

სფფს ყველა წევრის გენერალურ კრებას იწვევს სფფს აღმასრულებელი კომიტეტი, ძირითადად, 2 წელიწადში ერთხელ. გენერალურ კრება განიხილავს სფფს მოქმედებების პროგრამას, მიმართულებებს, აფასებს სფფს განვლილ მოქმედებებს; განიხილება აგრათვე სხვა საკითხებიც- მათ შორის ეკონომიურიც.

 

ნაწილი 7. ეკონომიური მართვა

სფფს ეკონომიური მენეჯმენტი
1. სფფს საკუთრება შედგება უძრავი ქონებისა და ფინანსური რესურსებისაგან. სფფს განკარგავს ამ საკუთრებას სავალდებულო წესების მიხედვით.
2. სფფს შემოსავალს წარმოადგენს:

ა) ინდივიდუალური საწევროები
ბ) შემოსავლი პროფესიული მოღვაწეობიდან
გ) შემოსავალი საქმიანი აქტივობისაგან
დ) გრანტები, სუბსიდიები და საჩუქრები გარეშე პირებისა და ორგანიზაციებისაგან

 

სფფს -ს წევრობის გადასახადი.

საწევრო გადასახადის ოდენობასა და გადახდის სახეს აწესებს სფფს გენერალური კრება.

 

ნაწილი 8. დასკვნითი დებულება

1. სფფს-ს გააჩნია ლეგალური სტატუსი; სფფს ნამდვილ წევრთა კრებას შეუძლია მიანიჭოს ან ჩამოართვას ლეგალური სტატუსი სფფს-ს სხვა ორგანოს.
2. სფფს-ს ხელმძღვანელობს აღმასრულებელი კომიტეტი, რომელიც წარმოადგენს უზენაეს ხელისუფლებას. აღმასრულებელი კომიტეტი ხელმძღვენელობს სფფს-ს ნამდვილ წევრთა რეზოლუციების შესაბამისად.
3. აღმასრულებელი კომიტეტის კოორდინატორი, მისი მოადგილე, მდივანი და აღმასრულებელი კომიტეტის სხვა წევრები უფლებამოსილნი არიან სფფს-ს სახელით მოქმედებისა.
4. ეს წესდება შეიძლება შეიცვალოს სფფს ნამდვილ წევრთა კრების დადგენილებით. ამ ცვლილებებისათვის საჭირო არის ხმათა ორი მესამედი.
5. ეს წესდება ძალაში შედის შესაბამის ორგანოში სფფს-ს დარეგისტრირების დღიდან.
6. სფფს-ს ნამდვილ წევრთა კრების ორ მესამედს შეუძლია გადაწყვიტოს სფფს-ს დაშლა.

 

თბილისი, 2018