2011 წლიდან საქართველოს ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის საზოგადოების წევრები ატარებენ კვალიფიციურ ფსიქოანალიტიკურ ფსიქოთერაპიას და ფსიქოანალიზს ზრდასრულთათვის, მოზარდებისა და ბავშვებისთვის, რაც მანამდე არ იყო ხელმისაწვდომი საქართველოს მოსახლეობისათვის. ტარდება ასევე ასევე წყვილების კონსულტირება. დღეს შეგვიძლია ასევე შემოგთავახოთ ფსიქოანალიტიკური კონსულტირება მათთვის, ვისაც სურს გაარკვიოს, აქვს თუ არა ფსიქოანალიზის ჩატარების შესაძლებლობა, ანუ ს მიზანშეწონილია თუ არა მისთვის ფსიქოანლაიზი, როგორც მკურნალობის მეთოდი.
ჩვენი ორგანიზაციის წევრები მუშაობენ როგორც სახელმწიფო დაწესებულებაში ასევე კერძო კლინიკებში და აწარმოებენ კერძო პრაქტიკას თბილისსა და ბათუმში. სხვა ქალაქებში ამ ეპტაპზე ჩვენი მომსახურება არ ხორცილედება.
მომსახურების საფასურს იხდის თავად ფსიქოთერაპიის მსურველი ან მისი ოჯახის წევრი. ასევე შესაძლებელია მოკლევადიანი ფსიქოთერაპიის დაფინანსების მოპოვება ქალაქის მერიაში.