მელანი კლაინი, მოკლე ვიდეორგოლი

One thought on “მელანი კლაინი, მოკლე ვიდეორგოლი

  • 2018-04-04 at 5:00 pm
    Permalink

    მელანი კლაინი, წარმოშობით ვენელი ებრაელი, გახლდათ ძალიან კრეატიული და ორიგინალური ფსიქოანალიტიკოსი, რომელმაც ფროიდის ნაშრომების შესწავლა დაიწყო 32 წლის ასაკში და თავისი ცხოვრება მიუძღვნა მათ გამდიდრებას და ნიუანსირებას(მე ვფიქრობ, აქ დეტალიზირება უფრო იქნება) დამაინტრიგებელი და ამავდროულად ძვირფასი(დასაფასებელი) გზებით. იგი დაიბადა 1882 წელს. მას თავიდან სურდა ექიმობა, მაგრამ მამა შეეცადა ჩაეხშო მისი სურვილი და ოჯახის დახმარებით გაათხოვეს უსიყვარულოდ, უხეშ და არასასიამოვნო კაცზე, რომელთანაც მელანის საერთო არაფერი ჰქონდა. ამ ყველაფერმა ხელი შეუწყო მის მოწყენილობას(უფრო მობეზრებას), სექსუალურ ფრუსტრაციასა და ფსიქიკურ ავადობას(ცუდად ყოფნას). ფსიქოანალიზმა გადაარჩინა იგი, მან მიატოვა ქმარი, წაიკითხა რაც კი შეეძლო, ესწრებოდა ლექციებს და დაიწყო საკუთარი ნაშრომების გამოქვეყნება. მალე ის განუდგა ფროიდს ზუსტად იმ სფეროსკენ, რომელიც სხვა ანალიტიკოსებმა ყურადღების მიღმა დატოვეს, ეს იყო ბავშვთა ფსიქოანალიზი. თავად ფროიდი საკმაოდ სკეპტიკურად უდგებოდა ბავშვა ანალიზის საკითხს, რადგან მისი აზრით ბავშვა ფსიქიკა/გონება გარკვეულ ასაკამდე წარმოადგენს ჩამოუყალიბებელ სტრუქტურას, რაც არ იძლევა არაცნობიერის კვლევის საშუალებას. კლაინი ამას შეეწინააღმდეგა იმით, რომ ანალიტიკოსს შეუძლია მიიღოს გამოსადეგი მასალა ბავშვის შინაგან სამყაროს შესახებ, ნახატებისა და სათამაშოებთან ურთიერთობის, თამაშის მეშვეობით. მან საკუთარი საკონსულტაციო ოთახი აღჭურვა პატარა ცხენებით, ფიგურებით, მატარებლებით და თავი დაიმკვიდა, როგორც ბავშვთა ფსიქოანალიტიკოსმა. პირველად ეს მოხდა ბერლინში, ხოლო შემდეგ ლონდონში, სადაც იგი 1826 წელს დასახლდა და ცხოვრების დარჩენილი წლები იქ გაატარა. პატარა პაციენტებთან მუშაობისას კლაინი შეეცადა გაეგო, თუ როგორ ვითარდებიან ადამიანები პრიმიტიული, სიამოვნებას მოწყურებული იმპულსებიდან, ანუ ინფანტილურობიდან, ბევრად უფრო ზრდასრულ ასაკზე ადაპტირებულ ინდივიდებად. კონკრეტულად კი, მას სურდა გაეგო, თუ რა შეიძლება მომხდარიყო არასწორად ამ გზაზე, რაც განაპირობებდა ზრდასრულების ნევროტულ პაციენტებად ჩამოყალიბებას. 1932 წელს გამოცემულ წიგნში „ბავშვა ფსიქოანალიზი“ მან აღწერა ბავშვების ინფანტილური მდგომარეობის პრობლემები. მისი აზრით, ბავშვი, რომელიც დაბადებიდან არის სუსტი, ზრდასრულებზე დამოკიდებული, ვერ ესმის რა ხდება – ამავე დროის, ვერ იაზრებს, რომ მის გარშემო არსებული ინდივიდები არიან ხალხი, რომელთაც შეიძლება გააჩნდეთ საკუთარი აზრი და ალტერნატიული რეალობა. პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში დედა ბავშვისთვის არც არის დედა, მელანი კლაინის თეორიის მიხედვით, იგი წარმოადგენს მხოლოდ მკერდის სახეს, რომელიც ქრება ან ჩნდება მტკივნეული და დაუგეგმავი შემთხვევითობით. მსგავს დედასთან ურთიერთობისას, ინფანტილური გამოცდილების ყველა მომენტი წარმოადგენს მძაფრ ტკივილს და შემდეგ ექვივალენტურად მძაფრ სიამოვნებას. როდესაც მკერდი არის ბავშვთან და რძე მოდის, ბავშვი ეძლევა პირველად სიმშვიდესა და დაკმაყოფილებას; ეს არის კმაყოფილდება კარგად ყოფნის განცდით, მადლიერებითა და სინაზით[რომელი განცდებიც ზრდასრულობის პერიოდში, მჭიდროდ იქნება ასოცირებული შეყვარებულობასთან, რა დროსაც, ბევრის ცხოვრებაში მკერდი განაგრძობს შესამჩნევი როლის თამაშს]. მაგრამ როდესაც მკერდი, რაიმე მიზეზით, ქრება/არ ჩანს, ბავშვი განიცდის შიმშილს, სიბრაზეს, შიშს და შურისძიების სურვილს. ეს ყველაფერი, ფიქრობდა კლაინი, წინ უძღვის ბავშვთა პირველადი დაცვითი მექანიზმების აუტანელი განგაშის წინააღმდეგ ჩამოყალიბებას. ეს პროცესი ბავშვისთვის დედას ორ, სრულიად განსხვავებულ მკერდად ხლეჩს. კარგი მკერდი და ცუდი მკერდი. ცუდი მკერდი წარმოადგენს ძლიერი სიძულვილის საგანს. ბავშვს უნდა რომ უკბინოს, დააზიანოს და გაანადგუროს ეს მაფრუსტრირებელი ობიექტი, ამის საპირისპიროდ, კარგი მკერდი აღიქმება, როგორც ბევრად უფრო რბილი და ხარისხობრივი. გარკვეული დროის შემდეგ, ნორმალური ჩამოყალიბების დროს ეს „გახლეჩა“ განკურნებადია. ბავშვი ეტაპობრივად გაიშინაგნებს ფაქტს, რომ არ არსებობს ბოლომდე ცუდი ან კარგი მკერდი, რომ ორივე ეკუთვნის დედას, რომელიც წარმოადგენს დადებითი და უარყოფითი ძალებისგან შემდგარ ნაერთს; წარმოადგენს სიამოვნებისა და ფრუსტრაციის, დაკმაყოფილებისა და ტკივილის წყაროს. ბავშვი აღმოაჩენს კლაინიანური ანალიზის მთავარ იდეას: ამბივალენტურობის კონცეპტს. ის ფაქტი, რომ ვინმეს მიმართ ინდივიდმა იგრძნოს ანბივალენტურობა, კლაინიანური ანალიტიკოსებისთვის, წარმოადგენს პირველ ნაბიჯს ნამდვილი ზრდასრულობისკენ, თუმცა ეს არ არის ზრდასრულობის გარანტი. ჯანმრთელ ბავშვს მხოლოდ ნელა შეუძლია შეეგუოს(მოეჭიდოს) განსხვავებას ლტოლვასა და აფექტს შორის(აქ მგონი უფრო ლტოლვასა და შეიძლებას შორის იქნება სწორი), ანუ რაც შეიძლება უნდოდეს დედას და რაც შეიძლება უნდოდეს თავად ბავშვს. ეს რთული ფსიქოლოგიური რეაქციები, კლაინის აზრით, ეკუთვნის ფაზას, რომელსაც მან დეპრესიული პოზიცია უწოდა – სიფხიზლისა და მელანქოლიის მომენტი, როდესაც ზრდის პერიოდში მყოფი ბავშვი იწყებს ცხოვრებასთან ჭიდილს(არაცნობიერად) რეალობისა იდეაზე დაყრდნობით, რომელიც მანამდე არსებული წარმოსახვისგან განსხვავებით, ბევრად უფრო რთული და მორალური კუთხით ნაკლებად დალაგებულია(neat – რუსულად аккуратный არის ეს სიტყვა, მაგრამ ქართული შესატყვისი არ ვიცი): დედა(პირველადი ობიექტები) ვერ იქნება ყველა წარუმატებლობაში დამნაშავე; თითქმის არაფერია ბოლომდე ბოროტი ან ბოლომდე კეთილი, ეს ყველაფერი ფაზლის პრინციპს ატარებს და წარმოადგენს ცუდისა და კარგის გარკვეულ ნაერთს. ეს ძნელად აღსაქმელია და კლაინის აზრით, ხსნის სერიოზულ, ბევრად სამომავლო საკითხებს, რომლების ხანდახან ბავშვის თვალებით, ოცნებების სახით გადმოიცემა. ასეთ დროს, ეს პატარა არსებები უცნაური სიბრძნითა და დარდიანი გამომეტყველებით გამოირჩევიან; ისინი არიან სადღაც ღრმად, საკუთარ თავში, ცდილობენ გაუგონ ზრდასრული ცხოვრების მორალურ ორაზროვნებას. სამწუხაროდ, კლაინიანურ ანალიზში ყველა ვერ აღწევს დეპრესიულ პოზიციამდე, რადგან ზოგი იჭედება(უფრო ფიქსირდებაა აქ სწორი) იქ, სადაც ჯერ კიდევ მხოლოდ პრიმიტიული გახლეჩა არსებობს, რასაც მელანი კლაინმა პარანოიდულ-შიზოიდური პოზიცია უწოდა. დიდი ხნის განმავლობაში, თუნდაც ზრდასრულობის პერიოდში, ეს უიღბლო ინდივიდები ვერ იტანენ, თუნდაც მცირე ამბივალენტურ ცვლილებას: უდანაშაულობის განცდის შესანარჩუნებლად მათ ან უნდა უყვარდეთ ან სძულდეთ. მათ უნდა სდიონ განტევების ვაცებს ან საპირისპიროდ, გააიდეალონ. ურთიერთობებში თავიდან ეფლობიან ძალიან ძლიერი ვნებით, ხოლო შემდეგ, გარკვეული მომენტში, როდესაც საყვარელი ადამიანი აწბილებთ – საპირისპიროდ იცვლებიან და გრძნობებისთვის შეუვალნი ხდებიან. ეს უიღბლო ინდივიდები ერთი პარტნიორიდან მეორეზე ერთვებიან, იმის ცდით, რომ სრულ დამაკმაყოფილებელ ობიექტს მიიღებენ, რაც ყოველთვის მათი ნების საწინააღმდეგოდ, მათი აზრით, პარტნიორის მხრიდან დაშვებული შეცდომის გამო, განმეორებითად რღვევადი პროცესია. ხანდახან არ არის საჭირო პირდაპირ გავიგოთ და გვჯეროდეს მელანი კლაინის თეორიების, იმის დასანახად, რომ გავიგოთ მისი მნიშვნელობის ფასი, ანუ იმის, თუ რას ნიშნავს ჩამოყალიბებული ზრდასრულობის რეპრეზენტაცია. იმპულსი, რომ ვაიძულოთ ხალხს, გააკეთონ რაც გვინდა[მოგვცენ რძე, ფული და გაგვახარონ], იმის მაგივრად, რომ აკეთონ ის, რაც უნდათ და არიან[მრავალმხრივი ინდივიდები], შეიძლება მტკივნეულად იქნას გადატანილი ემოციურ ცხოვრებაში. მელანი კლაინის დახმარებით, ჩვენ ვიგებთ რომ ამბივალენტურ კომპლექსთან შეგუება, რაც თავისთავად არსებობს ყველა ურთიერთობაში, ეკუთვნის ზრდასრულობის პროცესს[ამოცანა, რომელსაც თითქმის ვერასდროს ვასრულებთ ბოლომდე კარგად] და მარტივად რომ ვთქვათ, დეპრესიულს თუ არა, ცოტათი იმედგაცრუებულს მაინც გვტოვებს

Comments are closed.