მარიანე ლეიზინგერ-ბოჰლებერის შესახებ

 

მარიანე ლეიზინგერ-ბოჰლებერის შესახებ

მარიანე ლეიზინგერ-ბოჰლებერი გერმანიის ფსიქოანალიტიკური ასოციაციის ტრეინინგ ანალიტიკოსი, ზიგმუნდ ფროიდის სახელობის ინსიტუტის დირექტორი ფრანკფურტ/მაინზე,  კონცეპტუალური კვლევების სუბკომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, შვეიცარიის ფსიქოანალიტიკური საზოგადოების წევრი, საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური ასოციაციის კვლევების კომიტეტის ვიცე თაბმჯდომარე,  ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მოწვეული პროფესორი, კასელის უნივერსიტეტის სრული პროფესორი და  ნეირო ფსიქოანალიზის საზოგადოების  „ქმედითი ჯგუფის“   წევრია.    მისი ინტერესების  სფეროს  წარმოადგენს კლინიკური და ემპირიული კვლევა  ფსიქოანალიზში, ფსიქოანალიტიკური განვითარების კვლევა, პრევენციის კვლევები,  ინტერდისციპლინარული დიალოგი ფსიქოანალიზსა და ლიტერატურას შორის.   მარიანე ლეიზინგერ-ბოჰლებერი ბრწყინვალე სპიკერია;  მას ხშირად იწვევენ ლექციების წასაკითხად ევროპის მასშტაბით.

2016 წელს მარიანე ლეიზინგერ -ბოჰლებერს  მიენიჭა სიგურნის პრემია.  მას გამოცემული აქვს 340 სტატია, 16 მონოგრაფია  და   35 წიგნის რედაქტორია.  მარიანე ლეიზინგერ-ბოჰლებერის    წიგნებს შორის არის:  „მედეა, მითი და არაცნობიერი ფანტაზია“ (2015) მისი  მოხსენება მედეას ფანტაზიის შესახებ თბილისში 2018 წელს მოვისმინეთ COWAP-ის საერთაშორისო სემინარიზე.   სწორედ ამ სტუმრობის დროს გამოხატა მარიანემ  კიდევ ერთხელ ჩამოსვლის  სურვილი  მეუღლესთან ერთად.

მარიანე ლეიზინგერ -ბოჰლებერის მოხსენების თემა  ეხმიანება მის წიგნს:  „სხეულის  აღმოჩენა გონებაში: განხორციელებული/განსხეულებული მოგონებები, ტრავმა, და დეპრესია,“ (2015).    ფსიქოანალიტიკოსი  და ნეიროფსიქოლოგი მარკ სოლმსი, ასე წერს ავტორის შესახებ: ფსიქოანალიზი – ფროიდის პირველი სექსუალური თეორიებიდან მოყოლებული და  პარიზის ფსიქოსომატიკის სკოლით დამთავრებული –  ყოველთვის აღიარებდა, რომ გონება განსხეულებულია, თუმცა, ამ სფეროში    ყველაზე გავლენიანი  ნაშრომები  არა ფსიქოანალიზის წიაღიდან, არამედ იმ  დისციპლინებიდან გამოვიდა, რომელთა საერთო სახელწოდებაა “განსახიერებული/განსხეულებული კოგნიტური მეცნიერება”.  მარიანე ლეიზინგერ-ბოჰლებერი ფეხდაფეხ მიყვება ამ  დინამიკას და ამ თვალსაზრისით,  თითქმის უნიკალური ფსიქოანალიტიკოსია.

 

 

 

 

 

მარიანე ლეიზინგერ-ბოჰლებერის შესახებ