ვერნერ ბოჰლებერის შესახებ

 

ვერნერ ბოჰლებერის შესახებ

ვერნერ ბოჰლებერი ფილოსოფიის დოქტორი, სუპერვიზორი და ტრენინგ ანალიტიკოსი და გერმანიის ფსიქოანალიტიკური ასოციაციის ექს- პრეზიდენტია. იგი გახლდათ საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური ასოციაციის წარმომადგენელთა საბჭოს წევრი (2003–2007) და საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური ასოციაციის სამეცნიერო მრჩეველთა საბჭოს ევროპის   განყოფილების   თავმჯდომარე (2000–2008),   საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური ასოციაციის კვლევების კონცეპტუალური ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე (2009-2013),   გერმანული ფსიქოანალიტიკური ჟურნალის, „ფსიქეს“ რედაქტორი.

მისი კვლევის საგანია ფსიქოანალიზის თეორია და ისტორია, მოზარდობა და იდენტობა, ნაციონალ სოციალისტური წარსული, ქსენოფობია და ანტისემიტიზმი, ტრავმა, ტერორიზმი.  ვერნერ ბოჰლებერი  რამდენიმე წიგნის ავტორი  და რედაქტორია, მისი წიგნში:    „დესტრუქციულობა, ინტერსუბიექტივიზმი და ტრავმა. თანამედროვე ფსიქოანალიზის იდენტობის კრიაზისი “ ( 2010)  იგი წერს ტრავმის  ტრანსგენერაციულ   გადაცემაზე  ომის დროს დაბადებულ ბავშვებში; გვიჩვენებს, თუ როგორ რეაგირებს ფსიქოანალიზი   ინდივიდუალიზაციის და დემოკრატიზაციის პროცესებზე დასავლურ საზოგადოებებში. იგი ხაზს უსვამს მის უნარს,  ახსნას ანტისემიტიზმი, ნაციონალიზმი, რელიგიური ფუნდამენტალიზმი, თუ    საიდან ჩნდება სამყაროში ძალადობა, ქსენოფობია და ტერორიზმი.

წიგნში “რას აკეთებს ფსიქოანალიზი დღეს?” (2015)  ვერნერ ბოჰლებერი   გვიჩვენებს, თუ როგორ შეიცვალა  ტრადიციული ფროიდიანული დებულებები  და როგორ ზემოქმედებას  ახდენს ფსიქოანალიზის თეორიასა  და პრაქტიკაზე  სოციალური ვითარება და მიმდინარე  მოვლენები.

2007 წელს ვერნერ ბოჰლებერი დაჯილდოვდა   სიგურნის პრემიით.

 

 

 

 

 

ვერნერ ბოჰლებერის შესახებ