ფსიქოანალიტიკური სკოლა 2025
დესტრუქციულ პროცესებთან გამკლავება
ფსიქოანალიტიკურ სეანსზე და საზოგადოებაში
2–5 ოქტომბერი, 2025 — ქუთაისი, საქართველო



“შექმნა და განადგურება, სიყვარული და სიძულვილი ორი დამოუკიდებელი ინსტინქტი არ არის; ისინი საკუთარი ზღვარის გადალახვის ერთსა და იმავე სულიერ მოთხოვნილებაზე პასუხობენ, როდესაც შექმნის წყურვილი ვერ კმაყოფილდება, მაშინ განადგურების ნება იღვიძებს.”
„ადამიანისთვის, რამდენადაც მას ძალუძს საკუთარი თავის გადალახვა, საბოლოო არჩევანი დგას: ქმნა თუ განადგურება, სიყვარული თუ სიძულვილი.“
„როცა სიცოცხლისკენ სწრაფვა ჩახშობილია, განადგურებისკენ მიდრეკილება ძლიერდება; რაც უფრო სრულია სიცოცხლე, მით უფრო მცირდება დესტრუქციულობა. დესტრუქცია — განუხორციელებელი ცხოვრების შედეგია.“
სკოლის შესახებ
საქართველოს ფსიქოანალიტიკური საზოგადოება საქართველოს ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის საზოგადოება ჰოლანდიისა და იტალიის ფსიქოანალიტიკური საზოგადოების წევრებთან ერთობლივად ატარებს ფსიქოანალიტიკურ სკოლას - დესტრუქციულ პროცესებთან გამკლავება ფსიქოანალიტიკურ სეანსზე და საზოგადოებაში და გეპატიჟებათ ქუთაისში
ქუთაისი ისე მიყვარს, რომ იქ არც მიცხოვრია. ერთ ღამეზე მეტი, გადაბმულად არც არასდროს გამითევია.
დღემდე ვერ ავუღე ალღო ქალაქის გეოგრაფიას. ანუ, მარტო რომ შევიდე, ეგებ გასასვლელს ვეღარც ვუწიო.
შესასვლელი ვიცი, მარცხნივ კვახჭირი დარჩება. ძველი შესასვლელიც ვიცი, ურიცკის ქუჩით.
არსებობს ახლა ძველი შესასვლელი? ეგ სამწუხაროდ აღარ ვიცი.
ანდა რა მნიშვნელობა აქვს? ქუთაისში არ მიდიხარ ხოლმე გეოგრაფიის დასამახსოვრებლად. არასდროს. ქუთაისში მიდიხარ და მორჩა.
როგორ ვუმკლავდებით აგრესიას, შფოთვასა და დესტრუქციულ იმპულსებს ფსიქოთერაპიულ სეანსზე? როგორ აისახება ეს პროცესი იმ საზოგადოებაში, სადაც წარსული ტრავმები დაუმუშავებელია, პოლარიზაცია კი — ყოველდღიური რეალობა? სემინარი ეძღვნება იმ გზებს, რომლებსაც ფსიქოანალიზი მიმართავს როგორც ინდივიდუალურ, ისე კოლექტიურ დესტრუქციასთან სამუშაოდ. ჩვენ განვიხილავთ დესტრუქციის კონტეინირების მნიშვნელობას სეანსსა და სოციალურ დინამიკაში. ფსიქოანალიზი არა მხოლოდ ინდივიდის შინაგანი სამყაროს შეცნობასა და მკურნალობას არამედ მეტად მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმ სოციალური პროცესების გააზრებაში, რომლებიც ხშირად გაუცნობიერებლად მოქმედებენ სოციალურ ჯგუფებსა და საზოგადოებაზე. არაცნობიერი მექანიზმები განსაზღვრავენ არა მხოლოდ პიროვნულ ტკივილებს, არამედ ასევე კოლექტიურ ქცევას; ფსიქოანალიზი არის ენა, რომელიც საშუალებას გვაძლევს გავიგოთ იმ მოტივების სიმბოლური ლოგიკა, რომლებიც ადამიანს უბიძგებს აგრესიისა და სისასტიკისკენ — ისევე როგორც იმ მოტივების სიმბოლური ლოგიკა, რომლებიც თითქოს რაციონალურ არჩევანზე მიუთითებენ, მაგრამ სინამდვილეში უგუნური და უაზრო ძალადობისკენ მიდიან. ფსიქოთერაპევტები, რომლებიც სიღრმისეულად ესმით თავიანთი პროფესია, კარგად აცნობიერებენ, რომ ინტეგრაციისკენ მოძრაობა — როგორც სუბიექტის შიდა სამყაროში, ისე ანალიტიკური წყვილის ურთიერთობაში — მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, თუ შევდივართ გაურკვევლობის, წინააღმდეგობებისა და პარადოქსების სივრცეში. ეს პროცესი ვერ მიიღწევა მათი გაკონტროლებით — პირიქით, საჭიროა მათში გარკვევა და ფსიქიკური „ჩაღრმავება“. პიროვნების იმ მიუღებელ ნაწილებთან დამეგობრების მცდელობა, რომელთა მიმართაც თავდაპირველად შიში ან უარყოფა გვაქვს — როგორც ჯოზეფ სენდლერი აღნიშნავდა — წარმოადგენს ფსიქიკური ცვლილების ფუნდამენტურ წინაპირობას. ასეთი ტიპის ცვლილება მხოლოდ ინდივიდუალურ დონეზე არ რჩება — ის ზეგავლენას ახდენს პიროვნების მიერ შენარჩუნებულ და განუწყვეტლივ ხელახლა აშენებულ სოციალურ ურთიერთობებზე.
სკოლის პროგრამა მოიცავს:
- ლექციებს
- კლინიკური შემთხვევების პრეზენტაციას
- დისკუსიებს
- მუშაობას ეთიკის საკითხებზე
- კლინიკურ სემინარებსა და ჯგუფურ სუპერვიზიებს
- კულტურულ ექსკურსიასა და ცეკვითთერაპიის საღამოს, რომელსაც ავსტრალიელი ცეკვის თერაპევტი გაუძღვება
დამსწრეები მიიღებენ მონაწილეობის დამადასტურებელ სერტიფიკატებს, სადაც აღნიშნული იქნება ტრენინგის საათების რაოდენობა.
სემინარის ენა: ინგლისური, ქართული, პარალელური თარგმანით
მომხსენებლები

იაპ უბელსი
ბავშვთა და ზრდასრულთა ფსიქიატრი; ჰოლანდიის ფსიქოანალიტიკური საზოგადოების ტრენინგ-ანალიტიკოსი და სუპერვიზორი

ლეონტინ ბრამეიერი
ტრენინგ ანალიტიკოსი და სუპერვიოზრი, ჰოლანდიური ფსიქოანალიტიკური საზოგადოება

ვოუტერ გომპერტსი:
ჰოლანდიელი ფსიქოანალიტიკოსი და კლინიკური ფსიქოლოგი

ხათუნა ივანიშვილი
ფსიქოანალიტიკოსი და ფსიქოთერაპევტი, საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური ასოციაციის (IPA) პირდაპირი წევრი

ნინო სესიაშვილი
საერთაშორისი ფსიქოანალიტიკური ასოციაციის (IPA) პირდაპირი წევრი,

ნონა ნაკაშიძე
ფსიქიატრი და ფსიქოანაილიტიკოსი

ემანუელა კაგლიატა
ტრენინგ ანალიტიკოსი, Cowap-ის ევორპის კომიტეტის პრეზიდენტი
დეტალური პროგრამა
პროგრამა
„დესტრუქციული პროცესების დაჭერა ფსიქოანალიზში და საზოგადოებაში“
📍 2–5 ოქტომბერი, 2025 • ქუთაისი, საქართველო
📅 2 ოქტომბერი, ხუთშაბათი
დრო | ღონისძიება |
---|---|
14:00 | ჩასვლა ქუთაისში, სასტუმრო სოლომონში განთავსება |
––– | დასვენება, თავისუფალი დრო (ზუსტდება) |
20:00 | პროგრამის პრეზენტაცია ოფისში „ღია სახლი“ ღვინო, ცეკვის თერაპია |
📅 3 ოქტომბერი, პარასკევი
დრო | ღონისძიება |
---|---|
08:30–09:00 | მონაწილეთა რეგისტრაცია |
09:00–09:30 | მისასალმებელი სიტყვები |
09:30–11:00 | ლექცია: პერვერსიული პროცესები ფსიქოანალიზში სპიკერი: იაპ უბელსი • დისკუსანტი: დიანა პიპინაშვილი • თავმჯდომარე: თამარ აზმაიფარაშვილი |
11:00–11:30 | ყავის შესვენება |
11:30–13:30 | დისკუსია აუდიტორიასთან ლექციის ირგვლივ |
13:30–14:30 | ლანჩი |
14:30–16:00 | ვორქშოპი ფსიქოთერაპიული ეთიკის საკითებზე ნინო სესიაშვილი, ნონა ნაკაშიძე |
16:00–18:00 | ექსკურსია ქუთაისში (წინასწარ რეგისტრაციით) |
20:00–21:00 | სუპერვიზიები მცირე ჯგუფებში |
📅 4 ოქტომბერი, შაბათი
დრო | ღონისძიება |
---|---|
09:00–10:30 | მოხსენება: სიძულვილის განდიდება მომხსენებელი: ვაუტერ გომპერტსი • თავმჯდომარე: ნინო სესიაშვილი |
10:30–11:30 | დისკუსია აუდიტორიასთან |
11:00–12:30 | ყავის შესვენება |
12:30–14:00 | სუპერვიზიები მცირე ჯგუფებში |
14:00–15:00 | ლანჩი |
15:30–17:00 | კლინიკური შემთხვევის პრეზენტაცია — ლეონტინე ბრამეიერი დისკუსანტი: (ზუსტდება) |
20:00–21:30 | ხათუნა ივანიშვილის პრეზენტაცია: “თავისუფლებისაკენ სწრაფვის კომპულსიური განმეორება” |
📅 5 ოქტომბერი, კვირა
დრო | ღონისძიება |
---|---|
09:00–10:30 | მოხსენება — მოსაზრდის კლინიკური შემთხვევა ემანუელა კვალიატა • თავმჯდომარე: ხათუნა ივანიშვილი • დისკუსანტი: (დინა ანთელავა?) |
10:30–11:30 | დისკუსია აუდიტორიასთან |
11:30–12:00 | ყავის შესვენება |
12:00–13:30 | სუპერვიზიები მცირე ჯგუფებში |
13:30–14:30 | გამოსამშვიდობებელი ლანჩი და დასრულება |
––– | ექსკურსია მოწამეთას მონასტერში (წინასწარ რეგისტრაციით) |
ორგანიზატორი, კონტაქტი, საფასური
ორგანიზატორები
- საქართველოს ფსიქოანალიტიკური საზოგადოება, საქართველოს ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის საზოგადოება
- კუთაისის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი "ღია სახლი"
საორგანიზაციო კომიტეტი: თამარ აზმაიფარაშვილი, ლალი ცერცვაძე, ნინო სესიაშვილი, ლევან გოგუაძე, ხათუნა ივანიშვილი, ლილე ყაზაიშვილი, ნინო კილაძე
საკონტაქტო ინფორმაცია
თამარ აზმაიფარაშვილი: tamar.azmik@yahoo.com
ნინო სესიაშვილი: ninosesiashvili@yahoo.com
მონაწილეობის საფასური
- I კალათა - 380 ლარი. ( გადახდა 15 სექტემბრამდე)
- II კალათა - 450 ლარი (გადახდა 15 სექტემბიდან - I ოქტომრამდე)
- ონლაინ დასწრება: 180 ლარი
ფასი მოიცავს:
- სასტუმრო სოლომონში, ორადგილიან ნომერში განთავსება
- საუზმე, ლანჩი, ყავის შესვენებები
- თბილისიდან ტრანსპორტირება ქუთაისში და უკან
- კლინიკური მასალების თარგმანი
- თარჯიმნის მომსახურეობა
სასტუმრო "სოლომონი"-ს ადგილმდებარეობა
სკოლას უმასპინძლებს სასტუმრო სოლომონი, ხახანაშვილის ქუჩა 10, ქუთაისი .
გალერეა