Psychoanalytic Autumn School Psychoanalytic School – Kutaisi 2025 Containing Destructive Processes (in Psychoanalysis and in Society)

ფსიქოანალიტიკური სკოლა 2025

დესტრუქციულ პროცესებთან გამკლავება

ფსიქოანალიტიკურ სეანსზე და საზოგადოებაში

2–5 ოქტომბერი, 2025 — ქუთაისი, საქართველო

The Georgian Psychoanalytic Society Logo The Georgian Society for Psychoanalytic Psychotherapy Logo The Kutaisi Psychological Service Center Open House Logo

“შექმნა და განადგურება, სიყვარული და სიძულვილი ორი დამოუკიდებელი ინსტინქტი არ არის; ისინი საკუთარი ზღვარის გადალახვის ერთსა და იმავე სულიერ მოთხოვნილებაზე პასუხობენ, როდესაც შექმნის წყურვილი ვერ კმაყოფილდება, მაშინ განადგურების ნება იღვიძებს.”

„ადამიანისთვის, რამდენადაც მას ძალუძს საკუთარი თავის გადალახვა, საბოლოო არჩევანი დგას: ქმნა თუ განადგურება, სიყვარული თუ სიძულვილი.“

„როცა სიცოცხლისკენ სწრაფვა ჩახშობილია, განადგურებისკენ მიდრეკილება ძლიერდება; რაც უფრო სრულია სიცოცხლე, მით უფრო მცირდება დესტრუქციულობა. დესტრუქცია — განუხორციელებელი ცხოვრების შედეგია.“

— ერიხ ფრომი, გაქცევა თავისუფლებიდან

სკოლის შესახებ

საქართველოს ფსიქოანალიტიკური საზოგადოება საქართველოს ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის საზოგადოება ჰოლანდიისა და იტალიის ფსიქოანალიტიკური საზოგადოების წევრებთან ერთობლივად ატარებს ფსიქოანალიტიკურ სკოლას - დესტრუქციულ პროცესებთან გამკლავება ფსიქოანალიტიკურ სეანსზე და საზოგადოებაში და გეპატიჟებათ ქუთაისში

ქუთაისი ისე მიყვარს, რომ იქ არც მიცხოვრია. ერთ ღამეზე მეტი, გადაბმულად არც არასდროს გამითევია. დღემდე ვერ ავუღე ალღო ქალაქის გეოგრაფიას. ანუ, მარტო რომ შევიდე, ეგებ გასასვლელს ვეღარც ვუწიო. შესასვლელი ვიცი, მარცხნივ კვახჭირი დარჩება. ძველი შესასვლელიც ვიცი, ურიცკის ქუჩით. არსებობს ახლა ძველი შესასვლელი? ეგ სამწუხაროდ აღარ ვიცი.

ანდა რა მნიშვნელობა აქვს? ქუთაისში არ მიდიხარ ხოლმე გეოგრაფიის დასამახსოვრებლად. არასდროს. ქუთაისში მიდიხარ და მორჩა.

— აკა მორჩილაძე

როგორ ვუმკლავდებით აგრესიას, შფოთვასა და დესტრუქციულ იმპულსებს ფსიქოთერაპიულ სეანსზე? როგორ აისახება ეს პროცესი იმ საზოგადოებაში, სადაც წარსული ტრავმები დაუმუშავებელია, პოლარიზაცია კი — ყოველდღიური რეალობა? სემინარი ეძღვნება იმ გზებს, რომლებსაც ფსიქოანალიზი მიმართავს როგორც ინდივიდუალურ, ისე კოლექტიურ დესტრუქციასთან სამუშაოდ. ჩვენ განვიხილავთ დესტრუქციის კონტეინირების მნიშვნელობას სეანსსა და სოციალურ დინამიკაში. ფსიქოანალიზი არა მხოლოდ ინდივიდის შინაგანი სამყაროს შეცნობასა და მკურნალობას არამედ მეტად მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმ სოციალური პროცესების გააზრებაში, რომლებიც ხშირად გაუცნობიერებლად მოქმედებენ სოციალურ ჯგუფებსა და საზოგადოებაზე. არაცნობიერი მექანიზმები განსაზღვრავენ არა მხოლოდ პიროვნულ ტკივილებს, არამედ ასევე კოლექტიურ ქცევას; ფსიქოანალიზი არის ენა, რომელიც საშუალებას გვაძლევს გავიგოთ იმ მოტივების სიმბოლური ლოგიკა, რომლებიც ადამიანს უბიძგებს აგრესიისა და სისასტიკისკენ — ისევე როგორც იმ მოტივების სიმბოლური ლოგიკა, რომლებიც თითქოს რაციონალურ არჩევანზე მიუთითებენ, მაგრამ სინამდვილეში უგუნური და უაზრო ძალადობისკენ მიდიან. ფსიქოთერაპევტები, რომლებიც სიღრმისეულად ესმით თავიანთი პროფესია, კარგად აცნობიერებენ, რომ ინტეგრაციისკენ მოძრაობა — როგორც სუბიექტის შიდა სამყაროში, ისე ანალიტიკური წყვილის ურთიერთობაში — მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, თუ შევდივართ გაურკვევლობის, წინააღმდეგობებისა და პარადოქსების სივრცეში. ეს პროცესი ვერ მიიღწევა მათი გაკონტროლებით — პირიქით, საჭიროა მათში გარკვევა და ფსიქიკური „ჩაღრმავება“. პიროვნების იმ მიუღებელ ნაწილებთან დამეგობრების მცდელობა, რომელთა მიმართაც თავდაპირველად შიში ან უარყოფა გვაქვს — როგორც ჯოზეფ სენდლერი აღნიშნავდა — წარმოადგენს ფსიქიკური ცვლილების ფუნდამენტურ წინაპირობას. ასეთი ტიპის ცვლილება მხოლოდ ინდივიდუალურ დონეზე არ რჩება — ის ზეგავლენას ახდენს პიროვნების მიერ შენარჩუნებულ და განუწყვეტლივ ხელახლა აშენებულ სოციალურ ურთიერთობებზე.

სკოლის პროგრამა მოიცავს:

  • ლექციებს
  • კლინიკური შემთხვევების პრეზენტაციას
  • დისკუსიებს
  • მუშაობას ეთიკის საკითხებზე
  • კლინიკურ სემინარებსა და ჯგუფურ სუპერვიზიებს
  • კულტურულ ექსკურსიასა და ცეკვითთერაპიის საღამოს, რომელსაც ავსტრალიელი ცეკვის თერაპევტი გაუძღვება

დამსწრეები მიიღებენ მონაწილეობის დამადასტურებელ სერტიფიკატებს, სადაც აღნიშნული იქნება ტრენინგის საათების რაოდენობა.

სემინარის ენა: ინგლისური, ქართული, პარალელური თარგმანით

მომხსენებლები

Jacob Ubbels

იაპ უბელსი

ბავშვთა და ზრდასრულთა ფსიქიატრი; ჰოლანდიის ფსიქოანალიტიკური საზოგადოების ტრენინგ-ანალიტიკოსი და სუპერვიზორი

ჰოლანდიის ფსიქოანალიტიკური საზოგადოების ექსპრეზიდენტი.~, აღმოსავლური ევროპის ფსიქოანალიტიკური ინსტიტუტის წევრი; თეირანის ჰამ ავა ინსტიტუტის და ჩინურ-ამერიკული ალიანსის (CAPA) წევრი; არაერთი ფსიქოანალიტიკური ნაშრომის ავტორი. აღმოსავლეთ ევროპის ფსიქოანალიზის ინსტიტუტის წევრი და მასწავლებელი; დიდი წვლილი მიუძღვის ფსიქოანალიზის გავრცელებასა და განვითარებაში აღმოსავლეთ ქვეყნებში.
Leontine Brameijer

ლეონტინ ბრამეიერი

ტრენინგ ანალიტიკოსი და სუპერვიოზრი, ჰოლანდიური ფსიქოანალიტიკური საზოგადოება

საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური ასოციაციის (IPA) ტრენინგ-ანალიტიკოს და სუპერვიზორი; ჰოლანდიის ფსიქოანალიტიკური საზოგადოების წევრი. მისი კლინიკური მუშაობა ეფუძნება ზიგმუნდ ფროიდის, მელანი კლაინისა და ბრიტანული კლაინური სკოლის თეორიებს.ბოლო წლების განმავლობაში ის დიდ დროს უთმობს ახალგაზრდა ოჯახებთან მუშაობას და ჩვილზე დაკვირვებას. ის არის ჰოლანდიელი კლაინური ანალიტიკოსების ნაშრომების კრებულის ერთ-ერთი რედაქტორი და ავტორი.
Wouter Gomperts

ვოუტერ გომპერტსი:

ჰოლანდიელი ფსიქოანალიტიკოსი და კლინიკური ფსიქოლოგი

ჰოლანდიელი ფსიქოანალიტიკოსი და კლინიკური ფსიქოლოგი; საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური ასოციაციის (IPA) ტრენინგ-ანალიტიკოსი და ჰოლანდიის ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის საზოგადოების სუპერვიზორი. იგი ასწავლის ამსტერდამის უნივერსიტეტში და პრაქტიკას ეწევა ნიდერლანდების ფსიქოანალიზის ინსტიტუტში. ამჟამად მუშაობს ფსიქოანალიზისა და ეთნიკური/კულტურული გამოცდილების გადაკვეთაზე ფოკუსირებულ კვლევით პროექტებზე
Khatuna Ivanishvili

ხათუნა ივანიშვილი

ფსიქოანალიტიკოსი და ფსიქოთერაპევტი, საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური ასოციაციის (IPA) პირდაპირი წევრი

საქართველოს ფსიქოანალიტიკური საზოგადოების პრეზიდენტი, საქართველოს ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის საზოგადოების თანადამფუძნებელი და სასწავლო ჯგუფის ხელმძღვანელი, მისი პრაქტიკა და კვლევა ფოკუსირებულია ტრავმაზე, აგრესიასა და სოციალურ-კულტურულ ფენომენებზე. მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებში როგორც სპიკერი, აქვს პუბლიკაციები ფსიქოანალიტიკურ გამოცემებში, უძღვება ტრენინგ-კურსებს.
Nino Sesiashvili

ნინო სესიაშვილი

საერთაშორისი ფსიქოანალიტიკური ასოციაციის (IPA) პირდაპირი წევრი,

საქართველოს ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის საზოგადოების ზრდასრულთა სექციის კოორდინატორი, საქართველოს ფსიქოანალიტიკური საზოგადოებისა და საქართველოს ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის საზოგადოების თანადამფუძნებელი და სასწავლო ჯგუფის წევრი, უძღვება ვინიკოტის სემინარებს.
Nona Nakashidze

ნონა ნაკაშიძე

ფსიქიატრი და ფსიქოანაილიტიკოსი

საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური ასოციაციის (IPA) კანდიდატი, საქართველოს ფსიქოანალიტიკური საზოგადოებისა და საქართველოს ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის საზოგადოების წევრი.
Emanuela Quagliata

ემანუელა კაგლიატა

ტრენინგ ანალიტიკოსი, Cowap-ის ევორპის კომიტეტის პრეზიდენტი

იტალიის ფსიქოანალიტიკური ასოციაციის ტრენინგ ანალიტიკოსი, თავისტოკის ინსტიტუტის მასწავლებელი, ფსიქოანალიტიკური ნაშრომების რედაქტორი. ბავშვთა ფსიქოთერაპიისა და კვებითი აშლილობების ექსპერტი. (ფსიქოანალიზი და ქალები COWAP) ევროპის კომიტეტის პრეზიდენტი

დეტალური პროგრამა

ლექციები და პრეზენტაციები:

  • პერვერსიული პროცესები ფსიქოანალიზში. – იაპ უბელსი (ამსტერდამი)
  • „სიძულვილის განდიდება: გაუკუღმართებული პოლიტიკური სტილი და გახლეჩის დინამიკა პიროვნებაში და პიროვნებებს შორის“ – ვოუტერ გომპერტსი (ამსტერდამი)
  • თავისუფლებისაკენ სწრაფვის კომპულსიური განმეორება. – ხათუნა ივანიშვილი (თბილისი)
  • კლინიკური შემთხვევის განხილვა – ლეონტინ ბრამეიერი (ჰოლანდიის ფსიქოანალიტიკური საზოგადოება)
  • კლინიკური შემთხვევის განხილვა – ემანუელა კაგლიატა (იტალიის ფსიქოანალიტიკური საზოგადოება)
  • ვორკშოპი: ეთიკის საკითხები თერაპიული მუშაობისას, თერაპიული ეთიკის საკითხები - ნინო სესიაშვილი, ნონა ნაკაშიძე (საქართველოს ფსიქოანალიტიკური საზოგადოება)

პროგრამა

„დესტრუქციული პროცესების დაჭერა ფსიქოანალიზში და საზოგადოებაში“
📍 2–5 ოქტომბერი, 2025 • ქუთაისი, საქართველო

📅 2 ოქტომბერი, ხუთშაბათი

დროღონისძიება
14:00ჩასვლა ქუთაისში, სასტუმრო სოლომონში განთავსება
–––დასვენება, თავისუფალი დრო (ზუსტდება)
20:00პროგრამის პრეზენტაცია ოფისში „ღია სახლი“
ღვინო, ცეკვის თერაპია

📅 3 ოქტომბერი, პარასკევი

დროღონისძიება
08:30–09:00მონაწილეთა რეგისტრაცია
09:00–09:30მისასალმებელი სიტყვები
09:30–11:00ლექცია: პერვერსიული პროცესები ფსიქოანალიზში
სპიკერი: იაპ უბელსი • დისკუსანტი: დიანა პიპინაშვილი • თავმჯდომარე: თამარ აზმაიფარაშვილი
11:00–11:30ყავის შესვენება
11:30–13:30დისკუსია აუდიტორიასთან ლექციის ირგვლივ
13:30–14:30ლანჩი
14:30–16:00ვორქშოპი ფსიქოთერაპიული ეთიკის საკითებზე
ნინო სესიაშვილი, ნონა ნაკაშიძე
16:00–18:00ექსკურსია ქუთაისში (წინასწარ რეგისტრაციით)
20:00–21:00სუპერვიზიები მცირე ჯგუფებში

📅 4 ოქტომბერი, შაბათი

დროღონისძიება
09:00–10:30მოხსენება: სიძულვილის განდიდება
მომხსენებელი: ვაუტერ გომპერტსი • თავმჯდომარე: ნინო სესიაშვილი
10:30–11:30დისკუსია აუდიტორიასთან
11:00–12:30ყავის შესვენება
12:30–14:00სუპერვიზიები მცირე ჯგუფებში
14:00–15:00ლანჩი
15:30–17:00კლინიკური შემთხვევის პრეზენტაცია — ლეონტინე ბრამეიერი
დისკუსანტი: (ზუსტდება)
20:00–21:30ხათუნა ივანიშვილის პრეზენტაცია:
“თავისუფლებისაკენ სწრაფვის კომპულსიური განმეორება”

📅 5 ოქტომბერი, კვირა

დროღონისძიება
09:00–10:30მოხსენება — მოსაზრდის კლინიკური შემთხვევა
ემანუელა კვალიატა • თავმჯდომარე: ხათუნა ივანიშვილი • დისკუსანტი: (დინა ანთელავა?)
10:30–11:30დისკუსია აუდიტორიასთან
11:30–12:00ყავის შესვენება
12:00–13:30სუპერვიზიები მცირე ჯგუფებში
13:30–14:30გამოსამშვიდობებელი ლანჩი და დასრულება
–––ექსკურსია მოწამეთას მონასტერში (წინასწარ რეგისტრაციით)

ორგანიზატორი, კონტაქტი, საფასური

ორგანიზატორები

  • საქართველოს ფსიქოანალიტიკური საზოგადოება, საქართველოს ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის საზოგადოება
  • კუთაისის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი "ღია სახლი"

საორგანიზაციო კომიტეტი: თამარ აზმაიფარაშვილი, ლალი ცერცვაძე, ნინო სესიაშვილი, ლევან გოგუაძე, ხათუნა ივანიშვილი, ლილე ყაზაიშვილი, ნინო კილაძე

საკონტაქტო ინფორმაცია

თამარ აზმაიფარაშვილი: tamar.azmik@yahoo.com
ნინო სესიაშვილი: ninosesiashvili@yahoo.com

მონაწილეობის საფასური

  • I კალათა - 380 ლარი. ( გადახდა 15 სექტემბრამდე)
  • II კალათა - 450 ლარი (გადახდა 15 სექტემბიდან - I ოქტომრამდე)
  • ონლაინ დასწრება: 180 ლარი

ფასი მოიცავს:

  • სასტუმრო სოლომონში, ორადგილიან ნომერში განთავსება
  • საუზმე, ლანჩი, ყავის შესვენებები
  • თბილისიდან ტრანსპორტირება ქუთაისში და უკან
  • კლინიკური მასალების თარგმანი
  • თარჯიმნის მომსახურეობა
რეგისტრაცია 

სასტუმრო "სოლომონი"-ს ადგილმდებარეობა

სკოლას უმასპინძლებს სასტუმრო სოლომონი, ხახანაშვილის ქუჩა 10, ქუთაისი .

© 2025 Georgian Psychoanalytic Society. All rights reserved.