ადამიანებს, რომლებიც იტანჯებიან ფსიქიკური ტკივილისა და ფსიქიატრიული პათოლოგიებისაგან, უნდა ჰქონდეთ კვალიფიციური ფსიქოანალიზისა და ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის არჩევის საშუალება. სწავლება მოიცავს თერაპიულ სემინარებს, ინდივიდიუალურ და ჯგუფურ სუპერვიზიებს და პირად ფსიქოთერაპიას. სფფს პასუხისმგებელია მის მიერ ჩატარებიულ სწავლების ხარისხზე. სწავლის დასრულების შემდეგ გამუდმებით ხდება პროფესიული დახვეწა მაღალი სტანდარტების შენარჩუნების მიზნით. ასეთი მაღალი სტანდარტი აუცილებელია იმისათვის, რომ ფსიქოთერაპევტმა არ დააზიანოს პაციენტთა ფაქიზი სულიერი ჯანმრთელობა.
ევროპის ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის ფედერაციის (ეფფფ) დირექტივა