ჟილბერ დიატკინი, ფსიქოანალიტიკური გადატანა და ეთიკა   

ერთი სესია

პაციენტი , 45 წლის მამაკაცი,   უკვე რამოდენიმე წელია  იტარებს  ანალიზს. რამდენიმე კვირის წინ მან მითხრა, რომ მხოლოდ კვირაში ორჯერ  ივლიდა. მას მოკრძალებული ხეფასი აქვს,  ამასწინათ   მოუწია მხზე ოპერაცია გაკეთება და შესაბამისი   მკურნალობა, რაზეც    ბევრი ფული  დახარჯა.  ამასთანავე,    მისი პარტნიორი  უმუშევარი დარჩა და ახლა ისიც მისი საზრუნავია. მატერიალური პრობლემების გარდა, იყო კიდე რაღაც მიზეზი, რის გამოც პაციენტს უნდოდა თავიდან აეშორებინა თუნდაც კვირაში ერთი სეანსი, მაგრამ მე ეს მიზეზი ვერ ამოვხსენი. სეანსი  დანიშნუი გვქონდდილის 08:30-ზე. იგი ამ სეანსზე მოვიდა ოპერაციის შემდეგ  შეხვეუი მხრით.

 პაციენტი  ყვება თავის  სიზმარს: ის იყო თავის რამოდენიმე მეგობარ კაცთან ერთად  << და მათ ჩაატარეს პენისების კონკურსი>>. პაციენტმა მათ აჩვენა, რომ მას   ნამდვილი ერექცია თუ არა,       კაცობის დასაწყისი მაინც ჰქონდა. სიზმარში ფიგურირებს ორი მამაკაცი: ერთი პოლიტიკურად მემარცხენე, მაგრამ ძალიან მსუბუქად მემარცხენე.  რაც მან შეიძლება გააკეთოს,  მაქსიმუმსოციალისტებისთვის ხმის მიცემაა. თავად პაციენტმა ხმა მისცა ექსტრემისტ მემარცხენეთა კანდიდატს პირველ ტურში, მეორეში თავი შეიკავა. მეორე მამაკაცი სოზმარში მას ახსენებდა ყოფილ ბოიფრენდს, რომელიც ნამდვილი მემარჯვენე იყო.

 სანამ ამ მონათხრობს ვუსმენდი, გამახსენდა, რომ წინა ღამით სოციალისტების კანდიდატმა საპრეზიდენტო არჩევნები მოიგო.  ამ პაციენტს წაკითხული ჰქონდა ჩემს მიერ დიდი ხნის წინ დაწერილი წიგნი, სადაც მე მხარი დავუჭირე ექსტრემისტ მემარცხენეთა პოზიცი    პოლიტიკსა და ფსიქიკს ჯამრთელობის  კავშირის გამო. ის საკუთარ თავს ცნობს  ამ პოზიციში,   რაც უკიდურესობამდე  მიჰყავს საკუთარ პრაქტიკაში.

   პაციენტმა გააგრძელა სიზმარზე საუბარი. მან გაიხსენა <<პენისების კონკურსი>> 5 წლის ასაკში  თავის 6 წლის ბიძაშვილთან (მამაკაცი) ერთად, რომელსაც  ერექცია ჰქონდა. პაცენტს ეს არასდროს  ენახა.  ბიძაშვილმა უთხრა, რომ ეს 6 წლამდე არ  დაემართებოდა და მანაც დაუჯერა.

   პაციენტმა, რომელსაც ჰყავდა ცოლი და ჰქონდა მდიდარი სექსუალური გამოცდილება, დაასკვნა, რომ აღარ შეეძლო ჰქონოდა სრულყოფილი სექსუალური ურთიერთობა ქალთან. ასეთი ურთიერთობა სინამდვილეში მას არც  იმ ქალთან აქვს, რომელიც უყვარს და რომელთანაც ცხოვრობს და არც იმ სხვა მრავალ ქალთან, რომელთაც ადვილად აცდუნებს და შემდეგ ტოვებს, როგორც კი ეროტიული ურთიერთობა  პრელუდიას გადასცდება.

  პაციენტი დაუბრუნდა დედამისის ისტორიას, კერძოდ, დედის ტყუპისცალი დის გარდაცვალების ფაქტს 6 თვის ასაკში. დედას არასდროს სურდა ჰყოლოდა სხვა შვილები პაციენტის გარდა.       რამოდენიმე წლის შემდეგ მან მიატოვა პაციენტის  მამა    და   ქალებთან  დაიწყო ცხოვრება. პაციენტი ფიქრობს, რომ დედა მასში რეინკარნირებულ ტყუპისცალ დას ხედავდა.

   მე ვამბობ, რომ ეს რეინკარნაცია მისთვის იყო როგორც წყევლა, რომელმაც მიუსჯა მას ერექციის არქონა. ეს ხსნის, თუ რატომ გაიზიარა მან  ასე ადვილად ფანტაზია, თითქოს 5 წლის ბავშვებს არ აქვთ ერექცია, თითქოს  ეს უფრო გვიან ხდება.

   როგორც ყოველთვის, ის პირდაპირ არ პასუხობს ამ განმარტებას, მაგრამ უჩნდება მოზარდობის პერიოდის მოგონებებთან დაკავშირებული ასოციაციები. პერიოდის, როცა იგი იყენებდა ნარკოტიკებს და ცხოვრობდა არალეგალურად. მისი მომავალი მეუღლე, რომელმაც მასზე დიდი ზეგავლენა იქონია და ეროინომანიისგან  იხსნა (რაც თავიდან ვერ აირიდა ვერ ერთმა მისმა მეგობარმა), მივიდა მის არალეგალურ საცხოვრებელში. მის მოგონებებში ეს ქალი იმყოფება მის წინ ტუალეტში, რომლის კარიც ღიაა. ის გრძნობს ზიზღს, მაგრამ მაინც რჩება მასთან და ცოლად მოჰყავს. იმ დროს ეს ქალი ძალიან ძლიერი იყო.  მას ჰქონდა ისეთივე დასიებული სახე, როგორიც იმ კაცებს, რომლთა წინააღმდეგაც იბრძოდა პაციენტი რინგზე. ბიძაშვილიც ცხოვრებაში ძლიერ მამაკაცად ჩამოყალიბდა და ყვეაფერს მიაღწია.

   მე ერთმანეთთან ვაკავშირებ ორ  მოგონებას: ის – მისი ბიძაშვილის წინაშე და ის – მისი ყოფილი ცოლის წინაშე. მე ვამბობ, რომ ბრძოლა ძლიერ მამკაცთან ასრულებს ფეტიშის ფუნქციას, რათა არ დაბრუნდეს ტუალეტში მჯდომი ყოფილი ცოლის ხატი (სურათი).

   პაციენტი ადასტურებს ჩემს განმარტებას, რომელიც ზუსტად შეესაბამება ყოფილი ცოლის ნათქვამს: მისთვის პაციენტი წარმოადგენდა ფეტიშს, რომლის საშუალებითაც იგი ცდილობდა მამის ხატის დაჩრდილვას (მამის სურათის დავიწყებას).

   პაციენტი კითხულობს ბუხნერის ლენ. „ ქვების სული“[1]ბრძოლა ძლიერ მამაკაცებთან. რატომ ვერ შეძლო ფიზიკურად დაპირისპირებოდა მამას  და რატომ გაანადგურა დედამ მამის მამაკაცობა.

   მე ვსაუბრობ სარაზე, რომლის დემონმაც მოკლა ყველა ქმარი ქორწინების პირველ ღამეს.

   მან არ იცის ეს ისტორია.

   მე ვეუბნები, რომ ეს არის ბიბლიაში, ტობის წიგნში( მთარგმნ.: ტობის წიგნი, თავები 2- 3).

   სესიის ბოლოს მან მითხრა, რომ ვერ მოვიდოდა შემდეგ შეხვედრაზე იმის გამო, რომ მისმა ქირურგმა შეცვალა მათი შეხვედრის დრო. მე ვუთხარი, რომ სამწუხაროდ, ეს შეუძებელი იყო.

ამ სესიის განმავლობაში გამოვლენილი გადატანა:

მუშაობისას ფსიქოანალიტიკოსებს ჭირდებათ ამოიცნონ პაციენტთა მონათხრობის  ფარული აზრი (მნიშვნელობა). გადატანა ამ ფარული შინაარსის ერთ–ერთი ასპექტია.

რასაც პაციენტი სესიაზე ამბობს, მე ნამდვილად არ მეხება. ამასთანავე, როგორც კი ის იწყებს სიზმრის მოყოლას, მე ვიხსენებ სხვა სესიებს, როდესაც იგი საუბრობდა კმაყოფილების გრძნობაზე, რომელსაც განიცდის ხოლმე ჩემთან მოსვლისას, იმაზე თუ როგორ ვუყვარვარ   და იმედზე, რომ დაიბრუნებს თავის მამაკაცობას  ანალიზის მეშვეობით. ასე რომ  მე, ვფიქრობ, განვასახიერებ მის პარტნიორს <<პენისების კონკურსში>> და მის ბიძაშვილს, რომელიც მოგონებებში ფიგურირებს.

   პაციენტის ასოციაციებში პენისების შედარების ელემენტს ცვლის პოლიტიკურ შეხედულებათა  შედარება (დაპირისპირება). გამახსენდა, თუ როგორ მიამბობდა იგი, რომ აღმოაჩინა ჩემ ოცდაათი წლის წინ გამოქვეყნებულ წიგნი , სადაც დაინახა  პოლიტიკური მსგავსების თემა. მე ვფიქრობ, რომ იგი საკუთარ თავს ეკითხება, მქონდა თუ არა მე ოცდაათი წლის წინ იგივე რევოლუციური და სექსუალური ძალა. დავუბრუნებ მას მამაკაცობას თუ საუკუნოვანი გახდება წყევლა, რომლის გამოც ის იმპოტენტია?

   ჩატარებული სამკურნალო სამუშაოების საფუძველზე ის თვითონ მთავაზობს კონსტრუქციას, რომლის სიზუსტეც მე ძალზე საინტერესოდ მეჩვენება;   აქამდე იგი არასოდეს ყოფილა ასეთი ზუსტი. იგი თვლის, რომ მისი იმპოტენცია დაკავშირებულია დედის მიერ მის საკუთარ  დაღუპულ ტყუპისცალ დად აღქმასთან (პროექცია). შესაბამისად, თუ ის მოიქცეოდა როგორც მამაკაცი და ექნებოდა სრულყოფილი სექსუაური ურთიერთობები ქალებთან, ის დაკარგავდა დედის ტყუპისცალ დასთან იდენტიფიკაციას, რაც მისი იდენტობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა. მე ვეუბნები,  რომ ეს კონსტრუქცია ხსნის,  თუ რატომ დაიჯერა მან ბიძაშვილის ნათქვამი, რომ ხუთი წლის ბავშვებს არ აქვთ ერექცია.

   შემდეგ ის საუბრობს თავის უუნარობაზე დაუპირიპირდეს მამას, დაუპირისპირდეს ფიზიკურად. მე ვფიქრობ, რომ მე ვარ ერთერთი ოპონენტი, რომლის წინააღმდეგაც ის იბრძვის (სიზმარში).

   შემდეგ ჩვენ ერთმანეთს ვეჯახებით, მაგრამ არა რინგზე, არამედ კულტურულ ასპექტში  (მთარგმ.  იგულისხმება საზოგადოებრივი, პოლიტიკური შეხედულებები): ის კითხულობს ბუხნერს, მე ვკითხულობ ბიბლიას, რაც ასახავს ასაკის მომატებასთან  ერთად ჩემს პოლიტიკურად დასუსტებას !

ძირითადად პოზიტიური გადატანა:

   ამ ანალიზის ზოგადი კლიმტი პოზიტიური. პაციენტი ჩქარობს მოვიდეს  სესიებზე და გარემოება რომ საშუალებას  აძლევდეს, ძალდაუტანებლად მოვიდოდა კვირაში ოთხჯერაც. ის  მენდობა, შეუძლია თავისუფლად მესაუბროს ყველაფერზე, რაც თავში მოუვა, თუნდაც ერთი შეხედვით ეს იყოს უმნიშვნელო,  სამარცხვინო ან შეურაცხმყოფელი. ის ძალდაუტანებლად ეთანხმება ჩემს ინტერპრეტაციებს, შესაძლოა, გამონაკლისს წარმოადგენს ის შემთხვევები, როცა მე ვეხები მის ქვეცნობიერ მტრულ დამოკიდებულებას.

ასეთი <<ძირითადად პოზიტიური გადატანა>> აუცილებელია კლასიკური ანალიზის პროგრესისათვის. ეს არის გადატანა, რადგანაც მკურნალობაში რეპროდუცირებულია ადრეული ბავშობისათვის დამახასიათებელი კეთილგანწყობილი ურთიერთობები  მშობლებთან. ეს ურთიერთობები სავარაუდოდ რეალურად არსებობდა მის შემთხვევაში, მიუხედავად იმისა,  რომ  შემდეგ, მოზარდობის პერიოდში ,მისი ურთიერთობა მშობლებთან  დესტრუქციული  გახდა,   ასე,  რომ, მოზარდობის პერიოდში იგი   გაიქცა და არალეგალურად ცხოვრობდა.

იმ პაციენტებს, რომლებიც ემოციური უყურადღებობით დაზარალდნენ ადრეულ ასაკში, არა აქვთ ასეთი ძირითადად პოზიტიური გადატანა და მის ადგილს  აგრესიული ქცევები იკავებს. მკურნალობის ადაპტაცია აუცილებელია;  ის დამოკიდებულია ფსიქიკურ აშლილობაზე, რომელიც გარდაქმნის ძირითად პოზიტიურ ტრანსფერს აგრესიულ ეროტიულ ქმედებად.

გადატანა, როგორც წინააღმდეგობა:

გადატანა დღეს გაგებულია, როგორც მკურნალობის აუცილებელი პირობა, მაგრამ ფსიქოანალიზის განვითარების დასაწყისში ფროიდმა და  ბრეიერმა იგი წინააღმდეგობის საეჭვო გამოვლინებად ჩათვალეს (მთარგმნ.: გარკვეული პერიოდის განმავლობაში გადატანა განიხილებოდა, როგორც წინააღმდეგობის ერთგვარი გამოვლინება, რომლის ხასიათი და მნიშვნელობა მკურნალობის პროცესისათვის სადაო საკითხს წარმოადგენდა). მათმა პირველმა პაციენტმა ანა ო…მ, გამოავლინა პოზიტიური, მაგრამ იმდენად  ინტენსიური გადატანა ბროიერის მიმართ, რომ გაუჩნდა წარმოდგენები მისგან ფეხმძიმობის შესახებ. შეშინებულმა ბროიერმა მკურნალობა შეწყვიტა და პაციენტი ფროიდს მიანდო.

   ამ სესიაში გადატანის წინააღმდეგობა (მთარგმნ.: ტრანსტფერული წარმოშობის წინააღმდეგობა) გამოვლინდა, მაგალითად, როდესაც პაციენტმა შეცვალა საუბრის თემა, როგორც კი მე დავასაბუთე მის მიერ შემოთავაზებული კონსტრუქცია და ვთქვი, რომ ახლა გასაგებია, რატომაც დაიჯერა მან ბიძაშვილის  ყველანაირ სიცხადეს მოკლებული მოსაზრება, თითქოს 6 წლამდე ბავშებში ერექცია არ ვლინდება. შესაძლოა გასაკვირია, რომ მე ვეთანხმები პაციენტის იდეას დედის ტყუპისცალ დასთან იდენტიფიკაციის შესახებ, რომელსაც იგი თავად დედას მიაწერს, მაგრამ ჩემი ინტერვენცია ადასტურებს ამ იდენტიფიკაციის არსებობას მის წარმოდგენებში ისევე, როგორც დედის მონაწილეობას მისი იდენტობის ჩამოყალიბებაში.  იგი ცვლის თემას და საუბრობს (მთარგმნ: ერთი შეხედვით) სრულიად განსხვავებულ ასოციაციაზე, რომელიც აღწერს მის ყოფილ მეუღლეს ტუალეტში. ჩემთვის ეს ასოციაცია ამავდროულად აღნიშნავს  გადატანის გადასვლას მამობრივიდან დედობრივზე და პოზიტიურიდან ნეგატიურზე. იმის ნაცვლად, რომ მე წარმოვადგენდე მამაკაცს, მასკულინურს და რევოლუციურს, რომელიც უზრუნველყობს მის ფალოსურ ძალაუფლებას, მე (მთარგმნ: ახლა უკვე) განვასახიერებ ამ ქალს სამარცხვინო პოზაში, რომელიც ძალიან ჰგავს დედამისს. სხვა სესიებზე საუბრის თემის ამგვარი ბრუტალური შეცვლა პროცესის (მთარგმნ: ანალიზის) გაგრძლელებას შეუძლებელს ხდიდა, მაგრამ ამ სესიაზე  გადატანის წინააღმდეგობამ  წარმოქმნა ახალი მასალა ანალიტიკური პროცესის შეუწყვეტლად.

 

გადატანის განმარტება და  გადატანაში/ გადატანის განმარტება:

რამდენიმე წლის შემდეგ ფროიდი მიხვდა, რომ შესაძლებელი იყო  გადატანის, როგორც  იარაღის გამოყენება ანალიტიკური მუშაობისათვის. გადამეტებული ქება, ისევე როგორც უსამართლო საყვედურები პირდაპირ ანალიტიკოსისთვის  კი არ არის განკუთვნილი , არამედ  დავიწყებულ, წარსულ იმაგოს  ეხება. ეს არის  გადატანის განმარტება.

მას შემდეგ რაც პაციენტს ვაჩვენე, რომ მე მოვიაზრებოდი მის პარტნიორად მეგობართა შორის “პენისების კონკურსზე” (მთარგმნ: ანუ მის სიზმარში წარმოვადგენდი ერთერთი მეგობრის იმპლიციტურ ხატს), შესაძლებელი გახდა მისთის მეთქვა, რომ ის ეძებდა ჩემში სექსუალურ ძალაუფლებას, რომლის პოვნასაც მამამისში ვარაუდობდა. მისი საოცნებო მეგობრების ჩემთან დაკავშირებით, ხოლო შემდეგ უკვე ჩემი დაკავშირებით მამის ხატთან, მე ავაგე ასოციაციური ჯაჭვი, რომელმაც გააფართოვა პაციენტის ასოციაციური უნარი.    ცალკეულ   ტრანსფერულ რეპრეზანტაციათა ამგვარად დაკავშირებას ეწოდება განმარტება გადატანაში.  აქ მე  ვირჩევ  რომ  დავაკავშირო დედამისის პროექციასთან დაკავშირებული მისეული კონსტრუქცია  და მისი მოგონება დაიჯროს მისი ბიძაშვილის ერექციის არსებობა 6 წლის ასაკში.    

   აქაა  მისი მოგნება ყოფილი ცოლის ტუალეტში; რთულია ლოგიკური კავშირების აგება ასოციაციათა ამ გაუგებარ ნაკადში, რომელიც ზოგჯერ აღენიშნება პაციენტს,  თუმცა, ამავე დროს, სწორედ   ინტენსიური  ასოციაციური პროცესი ამდიდრებს ტრანსფორმაციულ მასალას : ახლა ჩემთვის ანალიზის საგანი ხდება პაციენტის   ლოიალობა, ერთგულება ჩემს მიმართ  სიბერისა და პოლიტიკურ შეხედულებათა  შესაძლო ლიბერალიზაციის მიუხედავად; ამას    ასოციაციურად ასახავს მისი დარჩენა პირველ ცოლთან ამ უკანასკნელის  დასიებული სახის  მიუხედავად.

პოზიტიური და ნეგატიური გადატანა:

«პოზიტიური გადატანა» გულისხმობს  გადატანის იმ ასპექტებს, რომლებიც ხელს უწყობს ანალიტიკური პროცესის განვითარებას.  იგი არ განისაზღვრება და არც აუცილებლად მოიცავს ანალიტიკოსის მიმართ სიყვარულის ან/და სხვა პოზიტიური აფექტების გამოვლენას. მაგალითად, „ბაზისური ნდობის“ გამოხატვა გადატანაში, ანუ ნდობის ფაქტორი და სიმპატია ანალიტიკოსის პიროვნების მიმართ ხელს უწყობს ანალიტიკურ პროცესს.    სასიყვარულო გატაცების, ეროტიული  გადატანის ინვერსია შესაძლოა კვალიფიცირდეს ნეგატიურ გადატანად, რადგან ამ შემთხვევაში იქმნება ანალიტიკური პროცესის ბლოკირების    ან შეფერხების  საფრთხე.  ანალოგიურად,  გარკვეული ნეგატიური, მტრული განცდებიც შესაძლოა ჩავთვალოთ პოზიტიური გადატანის ასპექტებად, თუ  ისინი ანალიტიკური პროცესის გაღრმავებას უწყობს ხელს. ასეთ ასპექტებს განხილული სესიის ანგარიშში წარმოადგენს პაციენტის ფიზიკური დაპირისპირება მამაკაცებთან, ასევე ყოფილი ცოლის მიმართ გამოხატული ზიზღი, თუმცა შეფერილია სიძულვილითა და  ტერორით, მაგრამ, ამისდა  მიუხედავად,  ეს გადატანის ელემენტები „პოზიტიურად“ კვალიფიცირდება, რადგან მოცემულ შემთხვევაში ხელს უწყობს ანალიტიკური პროცესის გაღრმავებას.

 სიყვარული და სიძულვილი გადატანაში:  

   ყრმობის ასაკიდან გამოსვლის შემდეგ პაციენტ ჩატარდა ფსიქოთერაპიის პირველი კურსი, რამაც   პოზიტიური ძვრები  გამოიწვია. მან თავი დაანება ხეტიალსა და ნარკოტიკებს, დაქორწინდა და შეწყვეტილი სწავლა განაგრძ მაგრამ  მკურნალობის კურსის ჩატარებისას მას გატაცებით შეუყვარდა თავის ფსიქოთერაპევტი. აღელვებულმა ექიმმა თავის მხრივ აუხსნა, რომ არ გააჩნდა  საპასუხო გრძნობა . ეს არ არის ყველაზე ცუდი რეაგირება თერაპევტის მხრიდან  სიყვარულის ახსნის  საპასუხოდ. მკურნალობის კურსი გაგრძელდა გარკვეულ ხანს, შემდეგ შეწყდა. მიმდინარე კურსის განმავლობაში ჰომოსექსუალური ეროტიკის გარკვეული გავლენის მიუხედავად, რომელიც ზოგჯერ  სიტყვიერად გამოიხატებოდა, მსგავსი არაფერი ხდება.

უფრო რთულ შემთხვევებში, როცა პაციენტის სასიყვარული აღზევება გაცილებით მძაფრად არის გამოხატული, პაციენტს, როგორც ჩანს, თითქოს ავიწყდება კიდეც ანალიზის არსი. იგი შეპყრობილია მხოლოდ ანალიტიკოსის სიყვარულით და სხვა არაფერი აინტერესებს. მისი ქმედებები ემსახურება საპასუხო სიყვარულის მიღწევის მიზანს ანუ მთელი მისი ქცევა სიყვარულის მიღწევის საშუალებად იქცევა.

მართალი,  ანალიტიკოსს ძალუძს აჩვენოს პაციენტს, რომ ეს სიყვარული ბავშვობის დროინდელ საყვარელ ობიექტთა მიმართ აღძრული გრძნობის მხოლოდ განმეორებაა, მაგრამ პაციენტს    არ  გააჩნია უნარი დააკავშიროს წარსულში მშობლების მიმართ დამოკიდებულება აწმყოში ანალიტიკოსის მიმართ აღძრულ გრძნობასთან. ფროიდის მიხედვით, ნებისმიერი სიყვარული ბავშვობაში განცდილი სიყვარულის განმეორებაა და ყოველთვის უფრო გადაჭარბებულად აღიქმება, ვიდრე სინამდვილეშია.    გაზიარების შედეგად განცდილი სიყვარული არის ჭეშმარიტი სიყვარული, მაგრამ, შეიძლება ითქვას, რომ ეს არ არის ნამდვილი გადატანა იმ თვალსაზრისით, რომ ამ შემთხვევაში ურთიერთობა რეალურია და შეუძლებელია სხვა ინტერპრეტაციები ამ გადატანაში.

მსგავს სიტუაციაში  ანალიტიკოსის ყველაზე დიდ შეცდომას წარმოადგენს უპასუხოს პაციენტს იგივე გრძნობით. ეს იქნებოდა ეთიკური შეცდომა და ასევე ტექნიკურიც, რადგანაც ამით საბოლოოდ დასრულდებოდა ანალიტოკოსის მუშაობა.  პაციენტის სიყვარულზე უარით რეაგირება ჩემი პაციენტის პირველი თერაპევტის მსგავსად, არ არის ერთადერთი გამოსავალი  : და, როგორც ჩანს არც საუკეთესო , რადგან ასეთმა ცივმა მოპყრობამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას მკურნალობის გაგრძელებას და პაციენტმა შესაძლოა შეწყვიტოს მკურნალობის კურსი. მხოლოდ ისღა რჩება, შეიქმნას  კეთილგანწყობილი   ანალიტიკური გარემო, რომელშიც შესაძლებელი გახდება ამ  გადატანის გამოკვლევა.

არქაული გადატანა და ოიდიპური გადატანა:

ამ სესიის დროს პაციენტი სწრაფად გადადის ოიდიპური გადატანის სტადიიდან, როცა იგი ადარებს  მამისეულ სურათს დედისეულისას  და, შესაბამისად, ფალიკურ პრეგენიტალური სტადიიდან პრეგენიტალური ანალურ სტადიაზე  რეგრესირებს. მე უპირატესობას სხვა სტადიას ვანიჭებ, კიდევ უფრო არქაულს, რაც  იმ ტრანსმემკვიდრეობით  მანდატს ეხება, რომლის არსსაც საკუთარ თავში დედის ტყუპისცალი დის რეინკარნაცია წარმოადგენს. ჩემი მოსაზრება, რომელიც არ გამიზიარებია პაციენტისათვის  იმაში მდგომარეობს, რომ მის ფანტაზიებში გარდაცვლილი ტყუპისცალი და წარმოადგენილია რამოდენიმე საზარელი სურათის  სახით, რომელიც შთამბეჭდავია და მას აღაფრთოვანებს. ერთის მხრივ, ეს სურათები   იზიდავს მას, რასაც ადასტურებს მისი მაზოხისტური ქცევები, რომლებიც მე მაწუხებს (მაგალითად, მან ახლახან უცნაურად მოიტეხა ხელი  და გაირთულა ჭრილობა; მეორე მხრივ, ვფიქრობ, ის ამ ხატებს თავს არიდებს, როცა  ისინი გადატანაში ვლინდება და სწორედ ეს არის, ჩემი აზრით, მესამე სესიის გაცდენის ძირითადი მიზეზი. ჩემს საუბრებში მე ხაზს ვუსვამ ამ მსგავსების მნიშვნელობას (მთარგმნ: იგულისხმება აღნიშნული ქცევების, როგორც დედის დასთან იდენტიფიკაციის გამოვლინებათა შეფასება) და ვეძებ კულტურულ კონტექსტს, რომელიც საშუალებას მომცემს ვაჩვენო ეს იდენტურობა და მისი კავშირი პაციენტის მიერ  ნ საკუთარ უძლურების განცდასთან. სწორედ ამ მიზნით არ დავთანხმდი ამ გამოტოვებული სესიის აღდგენაზეც.

არანაირი განმარტება ამ თემაზე    გადატანს მიღმა/გარეთ  

თუ    მევცდილობ გამოვიყენო კულტურა   გადატანის განვითარებისათვის კეთილსასურველი გარემოს შესაქმნელად  სარასა და ტობიასის ისტორის გამოყენებით,  მაშინ ჩვენ  უნდა განვსაზღვროთ გადატანა  როგორც    სათამაშო  სივრცე   და ვერაფერს ვიღონებ  გადატანის ძალის გამოყენების გარეშე ანუ ანალიტიკური სივრცის გარეშე. უაზრობაა ვეცადოთ გამოვიყენოთ ოიდიპური  სამკუთხედი//განლაგებალაგება  ან არქაული ფანტაზიები, რადგანაც ისინი არ არის წარმოდგენილი  გადატანის სცენაზე.

 უკუგადატანა

   იმისთვის, რომ  პაციენტისთვის მეჩვენებინა კავშირი მისი უძლურების ნივთიერ მტკიცებულებასა და წყევლას შორის, რომელიც მას ავალებს დედის გარდაცვლილი ტყუპი დის განსახიერებას (მთარგმნ: მისი მაგივრობის გაწევას), მე ვიყენებ სარას ისტორიას, რომლის ქმრებიც ერთმანეთის მიყოლებით მოკლა სარას დემონმა ქორწინების ღამეს. ამავე დროს, ეს ამბავი ჩემზე მოქმედებს ისე, თითქოს ხელში მაქვს შესაბამისი ტექსტი, რომელიც ახლახან გადავიკითხე.

ამის შემდეგ ვიგრძენი,  რომ, მოქმედებაზე გადასვლისას ინსტინქტურად ვუპასუხე პაციენტის მხრიდან ჩემზე ზეწოლას;  ჩვენ  ვადარებთ ერთმანეთს არა ჩვენს სასქესო ასოებს – პენისებს, არამედ ჩვენს კულტურას! ბუხნერი ბიბლიის წინააღმდეგ! და ამით მე ვპასუხობ კითხვას, რომელსაც ბადებს ჩემი სიბერე და ჩემი სიშორე რევოლუციისგან, ჩემი გადახრა რელიგიისკენ.

   კონტრ-გადატანა //უკუგადატანა) არ გულისხმობს მხოლოდ   ცნობიერ   რეაქციათა ერთობლიობას, რომელსაც ანალიტიკოსი გადასცემს პაციენტს.

ეს არის შეხედულებებისა და გაუცნობიერებელი აფექტების  ერთობლიობა, ხოლო მის მობილიზებას ანალიტიკოსის პიროვნებაში იწვევს პაციენტის მხრიდან ვერბალური და/ან არავერბალური ინსტინქტური ზეწოლა, რომელიც ამ უკანასკნელს თავად აწუხებს. ამ თვალსაზრისით, როგორც გადატანა, ასევე უკუგადატანა, რომელიც თავდაპირველად განიხილებოდა, როგორც წინააღმდეგობა, გადაიქცა თერაპიულ ინსტრუმენტად,

უკუგადატანის რეაქცია პირველად ბროიერმა აღწერა, რომელმაც თავი აარიდა ანა ო-ს სიყვარულს და მის  შესაძლო ფეხმძიმობას.

გადატანის (მთარგმნ: შიში) და მისგან გაქცევა უკუგადატანის წინააღმდეგობის ბევრად უფრო ბანალურ გამოვლინებას წარმოადგენს, ვიდრე, პირიქით _ მისი  ბოროტად  გამოყენების მცდელობა ანალიტიკოსის მიერ და არ წარმოადგენს ეთიკურ პრობლემას, თუმცა შესაძლოა მნიშვნელოვნად შეუშალოს ხელი ანალიტიკურ მუშაობას. სწორედ ამიტომ იქმნება უკუ გადატანის გაანალიზების აუცილებლობა და, შესაბამისად,  ფსიქოანალიტიკოსებს მოეთხოვებათ, რომ  თითონაც  ჰქონდეთ ჩატარებული   ანალიზი.

ეთიკა

მიუხედავად იმისა, რომ ანალიტიკოსების ტრენინგი მოითხოვს პირად ანალიზს,   ზოგჯერ ხდება ხოლმე, რომ ანალიტიკოსები არღვევენ ეთიკას.    ნაცვლად    გადატანის ინტერპრეტირებისა ისინი  გადატანის  ექსპლოატაციას ახდენენ.  (მთარგმნ: იგულისხმება  გადატანის, არა როგორც ფსიქოანალიტიკური ინსტრუმენტის გამოყენება ანალიტიკური პროცესის გასაღრმავებლად, არამედ მისით სარგებლობა ანალიტიკური პროცესის მიმართ ირელევანტური მიზნების მისაღწევად). სასიყვარულის  გადატანის ექსპლუატაცია არის დარღვევის ყველაზე შთამბეჭდავი და ცნობილი ფორმა: ანალიტიკოსი პასუხობს პაციენტის სასიყვარულო გატაცებას სექსუალურ აქტზე გადასვლით, რასაც ხშირად მძიმე შედეგები მოაქვს პაციენტისთვის.

ექსპლუატაციის ყველაზე ფართოდ გავრცელებულ ფორმას, განსაკუთრებით ანალიტიკოსთა მცირე ჯგუფებში, წარმოადგენს ანალიტიკოსის მიერ საკუთარი  პაციენტებით მანიპულირება, რაც გულისხმობს ცალკეული პოლიტიკური ჯგუფების შექმნას ფსიქოანალიტიკური საზოგადოებების შიგნით.  გადატანის გამოყენების სხვა ვარიანტს წარმოადგენს გაუმართლებლად მაღალი ჰონორარების მოთხოვნა ან პაციენტით სხვაგვარად სარგებლობა მაღალი ფინანსური ანაზღაურების მისაღებად.

გადატანის ექსპლუატაციის შემთხვევებში ყველაზე ხშირად დაშვეულ ეთიკურ შეცდომას კონფედენციალობის დარღვევა წარმოადგენს. ანალიზი მოითხოვს პაციენტისგან სრულ გულახდილობას, რაც წარმოუდგენელია, თუ ანალიტიკოსი  თავისმხრივ  არ დაიცავს საიდუმლოს შენახვის პირობას. ფსიქოანალიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის ეთიკის კოდექსი დეტალურად აღწერს დღემდე არსებულ დარღვევებს. მასში ასევე აღწერილია ის პროცედურები, რომელიც უნდა გაიაროს   მსხვერპლმა, რომ  მისი  ჩივილები  მოისმონონ და, შესაბამისად, ანალიტიკოსების საქმეთა განხილვაცაა შესაძლებელი, რათა მათ მიეცეთ თავის მართლების (მთარგმნ: საკუთარ ქმედებათა თერაპიული მიზანშეწონილების დამტკიცების) შესაძლებლობა. დამსჯელ სანქციებს წარმოადგენს დროებით ფუნქციების შეჩერება ან ასოციაციიდან გარიცხვა.

 

 

[1] გიორგ ბუხნერი (1813-1837)  ” ლენცში” ბუხნერი   მესამე პირში   აღწერს  პიროვნების ფსიქიკურ აშლილობას დაავადების “შიგნიდან”.

   2012, თბილისი

ჟილბერ დიატკინი, ფსიქოანალიტიკური გადატანა და ეთიკა