ზ.ფროიდი
იმ დროში, რომელსაც შეიძლება წინარესამეცნიერო ვუწოდოთ, ხალხი არ იწუხებდა თავს სიზმრების ახსნით. ისინი სიზმარს აღიქვამდნენ კარგ, ან ავისმომასწავლებელ წინასწარმეტყველებად, რომელიც მოვლენილი იყო უმაღლესი ღვთიური, ან დემონური ძალებისგან. სამეცნიერო აზროვნების განვითარებასთან ერთად მთელი ეს მახვილგონივრული მითოლოგია ფსიქოლოგიად იქცა და ჩვენს დროში, განათლებული ადამიანების მხოლოდ მცირე რიცხვს თუ ეპარება ეჭვი, იმაში, რომ სიზმარი ადამიანის ფსიქიკური აქტივობის პროდუქტია.
მითოლოგიური ჰიპოთეზის უარყოფის გამო, წარმოიშვა სიზმრების ახსნის საჭიროება. სიზმრების წარმოშობის პირობები, ამ უკანასკნელთა კავშირი სულიერ ცხოვრებასთან ღვიძილის დროს, მათი დამოკიდებულება გარე გამღიზიანებლებზე ძილის დროს, მრავალი უცხო გამღიზიანებელი, რომლებიც ცნობიერებას უცნაური შინაარსის სიზმრებს უღვიძებენ, შეუსაბამობა მის ხატებსა და მათთან დაკავშირებულ აფექტებს შორის, და ბოლოს, სიზმარში სურათების სწრაფი ცვალებადობა და მათი შერევის, დამახინჯებისა და დავიწყების მექანიზმი – ყველა ეს და სხვა პრობლემა უკვე მრავალი ასწლეულის განმავლობაში ელოდება დამაკმაყოფილებელ ახსნას. წინა პლანაზე დგას სიზმრის მნიშვნელობის საკითხი – რომელსაც ორმაგი დატვირთვა აქვს: პირველ რიგში, საკითხი ეხება სიზმრის ფსიქიკურ მნიშვნელობას, მის კავშირს სხვა სულიერ პროცესებთან და მის ბიოლოგიურ ფუნქციას, ხოლო, მეორე მხრივ, სასურველია იმის ცოდნა, შესაძლებელია თუ არა სიზმრის ახსნა და აქვს თუ არა მის თითოეულ ელემენტს რაიმე დატვირთვა, როგორსაც სხვა ფსიქიკურ აქტებში ვპოულობთ ხოლმე.
სიზმრის შეფასებისას შესაძლებელია 3 მიმართულების შემჩნევა. ერთ-ერთი მათგანი , რომელიც თითქოს ადრე გაბატონებულ სიზმრის გადაფასების გამოძახილს ჰგავს, გამოხატულებას ჰპოულობს ზოგიერთ ფილოსოფოსთან, რომლებიც სიზმრების საფუძვლად სულიერი ქმედითობის განსაკუთრებულ მდგომარეობას მიიჩნევენ, განიხილავენ მათ (სიზმრებს) როგორც სულის განვითარების უფრო მაღალ საფეხურს.
ასე, მაგალითად, შუბერტის მტკიცებით, სიზმარი წარმოადგენს სულის გათავისუფლებას გარემოს ზეწოლისგან, გათავისუფლებას გრძნობადი სამყაროს მარწუხებიდან. სხვა მოაზროვნეები არ მიდიან ასე შორს, მაგრამ მტკიცედ დგანან იმ აზრზე, რომ სიზმრები თავიანთი არსით მომდინარეობენ ფსიქიკური აგზნებისა და იმ სულიერი ძალებისგან, რომლთა გამოვლენაც მთელი დღის განმავლობაში ვერ მოხერხდა. (ფანტაზია ძილის დროს – Шернер, Фолькельт). მრავალი მკვლევარი სიზმარს მიაწერს განსაკუთრებულად გაძლიერებულ ქმედითობის უნარს – გარკვეულ სფეროებში მაინც, მაგალითად მეხსიერების სფეროში.
ამ მოსაზრების საპირისპიროდ, ავტორ-ექიმების უმრავლესობა იმ თვალსაზრისს იზიარებს, რომლის მიხედვითაც სიზმარი ძნელად თუ იმსახურებს ფსიქიკური გამოვლინების სახელის წოდებას. მათი აზრით, სიზმრის მასტიმულირებელი არის მხოლოდ სენსორული და სხეულებრივი გაღიზიანება, რომლებიც, ან გარედან ახდენენ ზემოქმედებას, ან სიზმარშივე წარმოიქმნებიან. შესაბამისად, სიზმრის შემადგენლობას არ აქვს იმაზე მეტი აზრი და მნიშვნელობა, ვიდრე, მაგალითად ხმებს, რომლებიც წარმოიშობა მუსიკის არამცოდნე ადამიანის მიერ ინსტრუმენტის კლავიშებზე თითების დაჭერისას.ამ თვალსაზრისის თანახმად, სიზმარი ყოველთვის უნდა განვიხილოთ , როგორც „უსარგებლო, და ბევრ შემთხვევაში მტკივნეული, სხეულებრივი მოვლენა“ (Винц). სიზმრების ყველა მახასიათებელი აიხსნება როგორც ერთმანეთისგან დამოუკიდებელი და გამოწვეული ცალკეული ორგანოების, ან ტვინის იმ ცალკეული უჯრედების ჯგუფის გაღიზიანებით, რომლებიც ჩართულნი არიან ძილის პროცესში.
არ იზიარებს რა ამ მეცნიერულ მოსაზრებებს და არ ინტერესდება სიზმრის წარმოშობის წყაროებით, ხალხურ გადმოცემებს, როგორც ჩანს მტკიცედ სჯერა,რომ სიზმარს აქვს წინასწარმეტყველური შინაარსი, არსი, რომელიც შეიძლება ამოვიცნოთ მცირედი ინტერპრეტაციის საშუალებით. ამ მიზნით, ინტერპრეტაციის მეთოდის შინაარსი მდგომარეობს იმაში, რომ სიზმრის გახსენებადი შინაარსი ერევა სხვა შინაარსებს – ან ნაწილ-ნაწილ მკაცრად განსაზღვრული გასაღების საშუალებით, ან მთლიანად იცვლება სხვა რაიმე ერთიანი შინაარსით, რომელთან მიმართებაშიც სიზმარი სიმბოლოდ გვევლინება. სერიოზულ ხალხს, როგორც წესი, სასაცილოდ არ ჰყოფნით ეს ძალისხმევა : „სიზმარი – ეს არის ზღვის ქაფი“.
II
ჩემდა გასაკვირად, ერთხელ აღმოვაჩინე, რომ ჭეშმარიტებასთან ახლოს არის არა ექიმების, არამედ ერისკაცების თვალსაზრისი, რომელიც სანახევროდ ცრურწმენებითაა მოცული. საქმე ისაა, რომ სიზმართან დაკავშირებით ახალ დასკვნებმდე მივედი, მას შემდეგ რაც, ამ უკანასკნელის საკვლევად გამოვიყენე ფსიქოლოგიის ის ახალი მეთოდი, რომელიც მანამდე დიდად დამეხმარა სხვადასხვა ფობიების, აკვიატებული და დელუზიურ იდეების და სხვათა გადაწყვეტისას. ბევრი მკვლევარ-ექიმი სამართლიანად მიუთითებს მრავალმხრივ მსგავსებაზე ძილის დროს სულიერი ცხოვრების სხვადასხვა გამოვლინებასა და ფსიქიკური დაავადებისას ცხადში გამოვლენილ სხვადასხვა მდგომარეობებს შორის. ამიტომ, ურიგო არ მეჩვენა სიზმრის ახსნისთვისაც გამომეყენებინა კვლევის ის მეთოდი, რომელმაც დიდი სამსახური გამიწია ფსიქოპათოლოგიური მოვლენების ანალიზისას. აკვიატებული იდეები და შიშის ფიქრები ისევე უცხოა ნორმალური ცნობიერებისთვის, როგორც სიზმარი – ფხიზელი ადამიანისთვის; თითოეული მათგანის წარმოშობის მიზეზები ჩვენი ცნობიერებისთვის ერთნაირად გაუგებარია. რაც შეეხება წარმოდგენებს, მათი წარმოშობის გარკვევა აღვიძებდა ჩვენში პრაქტიკულ ინტერესს. ჩატარებულმა ცდამ გვიჩვენა, რომ ცნობიერებისგან დამალული გზების აღმოჩენამ, რომლებიც აკავშირებენ ავადმყოფურ იდეებსა და ცნობიერების დანარჩენ ნაწილს, გვაძლევს საშუალებას დავეუფლოთ აკვიატებულ იდეებს და აღმოვფხვრათ ისინი. აკვიატებული აზრების და მათი თანაბრად აღმოფხვრის დაუფლებს საშუალებას. ასე რომ, ჩემ მიერ გამოყენებული სიზმრების ახსნის მეთოდი სათავეს ფსიქოთერაპიაში იღებს.
მისი აღწერა ადვილია, მაგრამ გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ გარკვეული უნარების შეძენის შემდეგ. როდესაც ამ მეთოდის გამოყენება სურთ უცხო პირზე, მაგალითად შიშებით შეპყრობილ ავადმყოფზე, მას, როგორც წესი, სთავაზობენ მთელი ყურადღება მიმართოს საკუთარ ავადმყოფურ იდეაზე, მაგრამ კი არ იფიქროს მასზე, როგორც ამას ხშირად აკეთებს ამას, არამედ, ეცადოს გაერკვეს საკუთარი თავში და მაშინვე ყველაფერი უკლებლივ შეატყობინოს ექიმს, ყველა ის ფიქრი, რაც მას ამ იდეასთან დაკავშირებით მოსდის. თუ პაციენტი დაიწყებს იმის მტკიცებას, რომ იგი ვერაფერზე ფიქრობს, მაშინ აუცილებელია მკაცრად განვუცხადოთ, რომ ეს სრულიად წარმოუდგენელია. მართლაც, მალე პაციენტს გონებაში ამოუტივტივდება მთელი რიგი იდეები, რომლებსაც ახლები მოჰყვებიან; თუმცაღა, თვითდამკვირვებელი პაციენტი, როგორც წესი, აცხადებს, რომ მის გონებაში ამოტვტივებული იდეები უაზრო ან უმნიშვნელოა, არაა დაკავშირებული საქმესთან და მის გონებაში სრულიად შემთხვევით აღმოჩნდნენ, მოცემულ დავალებასთან ყოველგვარი კავშირის გარეშე. ახლა უკვე შეგვიძლია იმის შემჩნევა, რომ სწორედ პაციენტის მხრიდან წამოსული ეს კრიტიკა იყო იმის მიზეზი, რომ აღნიშნული იდეები გამოუთქმელნი და უარყოფილნი რჩებოდნენ. ამიტომაც, თუ ავადმყოფს ვაიძულებთ მის გონებაში მოსული ყველა აზრის კრიტიკის უარყოფას და ყურადღების დაძაბვისას წარმოქმნილი აზრთა რიგის აღნიშვნის გაგრძელებას, მაშინ შეგვეძლება მივიღოთ საკმარისი ფსიქიკური მასალა, რომელიც აშკარა კავშირშია ჩვენ მიერ პრობლემად აღებულ აკვიატებულ იდეასთან, და ავლენს ამ უკანასკნელის კავშირს სხვა იდეებთან, რაც შემდგომი კვლევებისას გვაძლევს საშუალებას მტიკვნეული იდეა ჩავანაცვლოთ სხვა, რომელიმე ახალი, ფსიქიკასთან ჰარმონიაში მყოფი, იდეით.
აქ არ შემიძლია დეტალურად გავჩერდე ამ ცდაზე, რომლის საფუძველსაც წარმოადგენენ ვარაუდები და დასკვნები, რომლთა გაკეთებაც შეიძლება მისი მუდმივი წარმატებით. შეიძლება მხოლოდ აღვნიშნოთ, რომ ყოველთვის შესაძლებელია აკვიატებული იდეის გაქრობისათვის საკმარისი მასალის მიღება იმ შემთხვევაში, თუ ყურადღებას გავამახვილებთ „არასასურველ“ ასოციაციებზე, „ხელისშემშლელ ფიქრზე“ და პაციენტის მიერ თვითკრიტიკის თავიდან მოცილება, როგორც უსარგებლო ნივთის. როდესაც ადამიანს ამ მეთოდის საკუთარ თავზე გამოყენება სურს, პროცესის მიმდინარეობისას აუცილებელია გონებაში მოსული ყველა შემთხვევითი იდეის და თავიდან გაუგებარი აზრების დაუყონებლივ ჩაწერა.
ახლა ვნახოთ, რა შედეგებამდე მივყავართ მოცემული მეთოდის გამოყენებას სიზმრების კვლევისას. ამისთვის ნებისმიერი მაგალითი გამოდგება. თუმცა, გარკვეული მიზეზების გამო, მე ავიღებ საკუთარ სიზმარს, რომელიც მოკლე და ჩემთვის გაუგებარი და უაზროა. ჩემს მიერ გამოღვიძებისთანავე ჩაწერილი მისი შინაარსი ასეთია:
საზოგადოება ზის მაგიდასთან ან ტაბლდოტთან* … მიირთმევს ისპანახს… ქ.ნ. ე.ლ. ჩემს გვერდით ზის, მთლიანად ჩემკენ შემოტრიალებული და მეგობრულად მადებს ხელს მუხლზე. მე ვიშორებ მის ხელს. მაშინ ის ამბობს: „თქვენ ყოველთვის ისეთი ლამაზი თვალები გქონდათ“ … ამის შემდეგ მე ბუნდოვნად ვარჩევ, ნახატზე გამოსახული ორ თვალს ან თითქოს სათვალის შუშის კონტურს… “ ეს – არის მთელი სიზმარი, ყოველ შემთხვევაში ის, რისი გახსენებაც შემიძლია. მე მას ბუნდოვანად და უაზროდ მივიჩნევ, უფრო მეტად კი უცნაურად. ქ.ნ. – ე.ლ. არის ქალბატონი, რომელსაც მე უბრალოდ ვიცნობ და რამდენადაც ვაცნობიერებ, მასთან ახლო ურთიერთობა არასდროს მდომებია. მე ის დიდი ხანია არ მინახავს და არ მგონია, რომ ბოლო დღეების განმავლობაში მასზე ყოფილიყო ლაპარაკი. ჩემს სიზმრს არ ახლდა თან რაიმე ემოცია. მასზე ფიქრი არ ხდის მას ჩემთვის უფრო მეტად გასაგებს.
ახლა მე ყოველგვარი განზრახვისა და კრიტიკის გარეშე, ავღნიშნავ ჩემს გონებაში თვითდაკვირვებისას ატივტივებულ აზრებს; ამისთვის სასარგებლოა სიზმრის ელემენტებად დაყოფა და თითოეულ მათგანისთვის შესაბამისი აზრების ძებნა.
საზოგადოება მაგიდასთან ან ტაბლდოტთან. ამასთან კავშირშია მცირე განცდასთან დაკავშირებული მოგონება, რომელსაც ადგილი ჰქონდა გუშინ საღამოს. პატარა საზოგადოებიდან მეგობრის თანხლებით წამოვედი, რომელმაც ეტლის გაჩერება და სახლში წაყვანა შემომთავაზა. „მე – თქვა მან – უპირატესობას ტაქსომეტრიან ეტლს ვანიჭებ; ეს ისეთი გასართობია: შენს თვალწინ ყოველთვის არის რაღაც, რისი დათვალიერებაც შეგიძლია“. როდესაც ეტლში ჩავსხედით და მეეტლემ ტაქსომეტრი ისე დააყენა, რომ პირველი სამოცი გელერი გამოჩნდა მე გავაგრძელე მისი ხუმრობა: „ჩვენ ახლახანს ჩავსხედით, თუმცა უკვე გვმართებს მისი სამოცი გელერი“. ტაქსომერიანი ეტლი ყოველთვის დაბლდოტს მაგონებს; იგი მე ყოველთვის ძუნწსა და ეგოისტურს მხდის, თითქოს გაუჩერებლად საუბრობს ჩემს ვალზე; მე სულ მგონია, რომ ვალი ძალიან სწრაფად იზრდება, და მეშინია, რომ შესაძლოა ფული არ მეყოს, იმის მსგავსად, რომ ტაბლდოტთან ჯდომისას ვერ ვიცილებ სასაცილო შიშს, თითქოს მივიღებ ძალიან ცოტას, თუ საკუთარ სარგებელზე არ ვიზრუნე. ამასთან არანაირ კავშირში მე ვიმჭერვმეტყველე: „თქვენ თვითონ გვაძლევთ სიცოცხლეს; საბრალოს თქვენ აქცევთ მოვალედ“.
(*) ტაბლდოტი== პანსიონატებში, სასტუმროებსა და კურორტებზე საერთო სასადილო მაგიდა ზოგადი მენიუთი.
ტაბლდოტთან დაკავშირებული სხვა აღმოცენებული აზრი: რამდენიმე კვირის წინ, ტიროლის მთის კურორტის ერთ-ერთი სასტუმროს საერთო მაგიდასთან მე გაბრაზებული ვიყავი ჩემს მეუღლეზე იმის გამო, რომ ჩემი აზრით, იგი არასაკმარისად ოფიციალური იყო ზოგიერთ მეზობელთან, რომლებთანაც მე არ მინდოდა რაიმე საერთო მქონოდა. მე ვთხოვე მას, რომ ჩემით უფრო მეტად დაინტერესებულიყო, ვიდრე გარეშე პირებით. ეს – იგივეა, თითქოს ტაბლდოტთან გვერდი ამიარეს. ახლა მე გონებაში მომდის წინააღმდეგობა ჩემი მეუღლის მაგიდასთან განხორციელებული საქციელიასა და ჩემს სიზმარში ქ.ნ. ე.ლ. ს საქციელის შორის, რომელიც მთლიანად ჩემკენ შემობრუნდა.
შემდეგ: მე ვამჩნევ, რომ სიზმარი წარმოადგენს პატარა სცენის რეპროდუქციას, რომელიც დაქორწინებამდე მოხდა ჩემსა და ჩემს მეუღლეს შორის, როდესაც მე მისი კეთილგანწყობის მოპოვებას ვცდილობდი. სუფრის ქვემოდან ხელის ნაზად ჩამორთმევა იყო მისი პასუხი ჩემს წერილზე, რომელიც სერიოზული ხასიათის შეთავაზებაზე იყო. მაგრამ სიზმარში ჩემი მეუღლე შეიცვალა ჩემთვის უცხო ქ.ნ. ე.ლ.-ით.
ქ-ნი ე.ლ. – ერთი ბატონის ქალიშვილია, რომლის ვალიც მმართებდა. არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ აქ აღმოჩნდება სრულიად მოულოდნელი კავშირი სიზმრის ელემენტებსა და ჩემს ფიქრებს შორის. თუ ასოციაციების ჯაჭვს მივყვებით, რომლებიც სიზმრის რომელიმე ელემენტებიდან მოედინებიან, შეიძლება შეგვხვდეს იგივე შემცველობის მქონე სხვა ელემენტი. ფიქრები, რომლებიც სიზმრებთანაა კავშირში, აღადგენენ იმ კავშირებს, რომლებიც თვითონ სიზმარში არ ჩანან.
როდესაც ვინმე თვლის, რომ ვინმე იზრუნებს მასზე საკუათარი თავისთვის სარგებლის მოტანის გარეშე, ჩვეულებისამებრ, ხომ აუცილებლად უვამენ ამ გულუბრყვილო ადამიანს ასეთ ირონიულ კითხვას: „რა გგონიათ, რომ რაღაც მხოლოდ თქვენი ლამაზი თვალების გამო კეთდება ?“ ამ გადმოსახედიდან, ქ.ნ. ე.ლ.ს სიტყვები სიზმარში – „თქვენ ყოველთვის ისეთი შესანიშნავი თვალები გქონდათ“- აღნიშნავს არც მეტი არც ნაკლები იმას, რომ „ხალხი თქვენ ყოველთვის გიწევდათ სამსახურს; თქვენ ყველაფერს ზედმეტი ძალისხმევის გარეშე იღებდით.“ რაღა თქმა უნდა, რეალურად, ყველაფერი პირიქით ხდებოდა: ყველაფერ იმ კარგისთვის, რასაც სხვები მიკეთებდნენ, მე ძვირად ვიხდიდი. მაგრამ, როგორც ჩანს, ჩემზე იმ გარემოებამ მოახდინა გავლენა, რომ გუშინ ის ეტლი, რომლითაც მეგობარმა მიმიყვანა სახლში, არაფერი დამიჯდა.
გარდა ამისა, ჩემი მეგობარი, რომელთანაც გუშინ საღამოს ვიყავით, ხშირად მაიძულებდა მასთან ვალში დარჩენას; სულ ცოტა ხნის წინ მე არ გამოვიყენე საშუალება, რომ მისთვის ვალი დამებრუნებინა. სხვათა შორის, მას ჩემგან ნაჩუქარი ერთადერთი ნივთი აქვს: ანტიკური თასი, რომლის კიდეებზეც გამოსახულია თვალები „ბოროტი თვალისგან „დასაცავად. სხვათა შორის, ეს მეგობარი – თვალის ექიმია; იმავე საღამოს, მე ვეკითხებოდი მას იმ პაციენტის შესახებ, რომელიც მასთან სათვალს შესარჩევად გავგზავნე.
მე ვამჩნევ, რომ სიზმრის თითქმის ყველა ფრაგმენტი ახალი კავშირისკენ მიდის. თუმცა, სრულიად ბუნებრივი იქნებოდა იმის კითხვა, თუ რატომ ფიგურირებს სიზმარში, მაგიდაზე მაინც და მაინც ისპანახი? საქმე ისაა, რომ ისპანახი მახსენებს მცირე სცენას, რომელიც ცოტა ხნის წინ მოხდა ჩვენს ოჯახურ სუფრასთან, როდესაც ჩემმა შვილმა – რომელსაც, სხვათაშორის, მართლაც ლამაზი თვალები აქვს, – უარი განაცხადა ისპანახის ჭამაზე. ბავშვობაში მეც ზუსტად ასე ვიქცეოდი: ისპანახი დიდი ხნის განმავლობაში მეზიზღებოდა, მანამდე, სანამ ჩემი გემოვნება არ შეიცვალა და ეს მწვანილი ჩემს საყვარელ კერძად არ იქცა; შესაბამისად, ამ უკანასკნელის გახსენება აახლოვებს ჩემს ბავშვობის გემოვნებასა და ჩემი შვილის გემოვნებას. „იყავი კმაყოფილი იმით, რომ გაქვს ისპანახი – უთხრა დედამ პატარა გურმანს, – არიან ბევშვები, რომლებიც ძალიან ბედნიერები იქნებოდნენ ამ საკვების ქონით.“ აზრთა ეს მიმდევრობა მახსენებს მშობლების მოვალეობებს მათი შვილების მიმართ და ამ კავშირით გოეთეს სიტყვებს: „თქვენ თვითონ გვაძლევთ ცხოვრებას; საბრალოს თქვენ აქცევთ მოვალედ“ – რომლებიც იძენენ ახალ მნიშვნელობას.
აქ მე გავჩერდები, რათა განვიხილო აქამდე მიღებული სიზმრის ანალიზის შედეგები. იმ ასოციაციების კვალდაკვალ მიყოლის შედეგად, რომლებიც უშუალოდ მოსდევენ მთლიანი სიზმრისგან ნაწყვეტ-ნაწყვეტ ამოგლეჯილ ელემენტებს, მე მივედი ფიქრებისა და მოგონებების მთელ რიგთან, რომლებიც ჩემი სულიერი ცხოვრების მნიშვნელოვან განცდების აღმოჩენაში დამეხმარება. სიზმრის ანალიზის მეშვეობით მიღებული მასალა მჭიდრო კავშირშია სიზმრის შინაარსთან,მაგრამ ეს კავშირი მაინც ისეთია, რომ მე ვერასდროს მივიღებდი მას თავად სიზმრის შინაარსიდან. სიზმარს არ სდევდა თან რაიმე ემოცია, იყო ერთმანეთისგან დამოუკიდებელი და გაუგებარი; თუმცა, როდესაც სიზმარში დაფარული აზრები ამოტივტივდებიან, მე განვიცდი ძლიერ და სრულიად საფუძვლიან ემოციებს. ფიქრები თვითონ ერთიანდებიან ლოგიკურად დალაგებულ რიგებში, რომლის ცენტრებშიც განმეორებით ჩნდება რაღაც წარმოდგენები; ჩვენს მაგალითში ასეთი ფარული წარმოდგენები არის: ურთიერთსაპირისპირო ანგარებიანი – უანგარო და ვალში ყოფნა – უანგაროდ გაკეთება. ამ ანალიზისგან მიღებულ ქსოვილში შემეძლო უფრო მაგრად მომექაჩა ძაფები და მეჩვენებინა, რომ ეს უკანასკნელნი ერთი კვანძიდან მოდიან. მაგრამ არა მეცნიერის, არამედ პიროვნების გადმოსახედიდან, საკუთარი თავი არ მაძლევს უფლებას გამოვცე ეს ნაშრომი სახალხოდ, რადგან ამ შემთხვევაში იძულებული ვიქნებოდი ფარდა ამეხადა იმ დეტალებისთვის რაც საიდუმლოდ უნდა დარჩენილიყო, იმდენად რამდენადაც, ჩემი სიზმრის ანალიზისას აღმოვაჩინე ისეთი ფაქტები რომელთა აღიარებაც საკუთარ თავთანაც კი არ მსიამოვნებს. მაშინ რატომ არ ვირჩევ ისეთ სიზმარს, რომლის ანალიზის შედეგად მიღებული ინფორმაცია მალევე დამარწმუნებს მისი აზრის სიზუსტესა და სისწორეში? ამაზე შეიძლება ასეთი პასუხი გავცეთ: ნებისმიერი სიზმარი, რომელიც არ უნდა ავირჩიო აუცილებლად მიმიყვანს იმ არასასურველ ფაქტთან, რომლის დამალვაც აუცილებლად მომინდება. ასეთივე დაბნეული ვიქნებოდი იმ შემთხვევაშიც, თუკი სხვა პირის სიზმრის ანალიზს შევუდგებოდი; რაღაც გარემოებები თუ მაიძულებდნენ დამერღვია სიჩუმე, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ეს ჩემი ნდობით აღჭურვლ პირს არ მიაყენებდა რაიმე ზიანს.
უკვე ახლა ვფიქრობ, რომ სიზმარი ერთგვარი შუამავალია იმ გრძნობებითა და შინაარსით მდიდარი ფიქრებისა, რომლებთანაც ანალიზის შემდეგ მივედით. მე ჯერ არ ვიცი ის პროცესი, რომლის მეშვეობითაც ამ ფიქრებიდან წარმოიშვა კონკრეტული სიზმარი, მაგრამ ვხედავ, რომ არასწორია სიზმრის განხილვა, როგორც სუფთა სხეულებრივის, ფსიქიკურად უმნიშვნელო მოვლენის, რომელიც თითქოს მძინარე ტვინის კონკრეტული უჯრედების ჯგუფის მოქმედების შედეგად წარმოიშვა.
გარდა ამისა, მე კიდევ ორი რამ შევამჩნიე: პირველი, სიზმარის შემადგენლობა იმაზე გაცილებით მოკლეა, ვიდრე ფიქრები რომელთა შემცვლელადაც მას ვთვლი, და მეორე, ანალიზმა აჩვენა, რომ სიზმრის მასტიმულირებელი უმნიშვნელო შემთხვევებში შეიძლება აღმოჩნდეს იმ ღამით მომხდარი მოვლენები.
რა თქმა უნდა, არ გავაკეთებდი ასეთ ღმა დასკვნებს, მხოლოდ ერთი სიზმრის ანალიზის მონაცემი რომ მქონოდა.
მაგრამ ცდამ მაჩვენა, რომ თუ კრიტიკის გარეშე მივყვები ასოციაციებს, ნებისმიერი სიზმრის ანალიზისას მივდივარ ფიქრების იგივე წყებასთან, რომელიც დაკავშირებულია შინაარსით და სწორი მაგალითით. აი რატომ არ უნდა ვიფიქროთ, რომ პირველი ანალიზისას მიღებული აღმოჩენები შეიძლება უბრალო დამთხვევა აღმოჩნდეს. ახლა, ვფიქრობ, სრული უფლება მაქვს დავაფიქსირო საკუთარი თვალსაზრისი გარკვეული ტერმინების განსაზღვრისას. სიზმარს, როგორც მახსენდება, შევუპირისპირებ ანალიზის შედეგად მიღებულ მატერიალს და დავარქმევ პირველს (ე. ი. სიზმარს) სიზმრის ხილულ შინაარსს , ხოლო მეორეს, (ე. ი. მატერიალს) – ჯერჯერობით დროებითი დიფერენცირებისთვის – სიზმრის ფარულ შინაარს. ახლა მოგვიწევს გადავწყვიტოთ ორი ახალი პრობლემა: 1) რომელია ის ფსიქიკური მექანიზმი, რომელმაც სიზმრის ფარული შინაარსი გარდაქმნა ხილულად, ჩემთვის ნაცნობად, მეხსიერებაში დატოვებული კვალის წყალობით, და 2) რა მოტივმა, ან მოტივებმა გამოიწვია ეს გარდაქმნა? სიზმრის ფარული შინაარსის ხილულ შინაარსად გარდაქმნის პროცესს მე ვუწოდებ სიზმრის მუშაობას. ამის საპირისპირო პროცესი, რომელიც პირიქით მოქმედებს, ჩვენთვის ნაცნობია, როგორც ანალიზის მუშაობა. სიზმრის დანარჩენ პრობლემებზე – სიზმრის სტიმულების საკითხზე, მათი წარმოშობის წყაროზე, სიზმრის აზრსა და ფუნქციაზე, მათი დავიწყების მიზეზებზე – ვისაუბრებ არა სიზმრის ხილული, არამედ მისი ფარულის შინაარსის ანალიზის საფუძველზე.
ამდენად, ყველა ის შეუსაბამო და არასწორი შეხედულება სიზმრის შესახებ, რომლებიც გვხდება სხვადასხვა ლიტერატურაში, შეიძლება ავხსნათ ავტორების უცოდინრობით სიზმრის ფარული შინაარსისა, რომლის აღმოჩენაც, მხოლოდ ანალიზის გზითაა შესაძლებელი, ამიტომ ყველანაირად ვეცდები თავი ავარიდო სიზმრის ფარული და ხილული შინაარსების შერევას.
III
სიზმრის ფარული შინაარსის ცხადად გადაქცევა იმსახურებს უდიდეს ყურადღებას, როგორც პირველი მაგალითი ერთი ფსიქიკური მატერიალის გამოხატვის საშუალების მეორედ გადაქცევისა: გამოხატვის საშუალებიდან, რომელიც ცნობილია ჩვენთვის ყოველგვარი ახსნის გარეშე, ისეთ საშუალებად, რომელიც ძნელად გასაგებია ჩვენთვის და მოითხოვს გარკვეული მოთხოვნების ხელმისწავდომობას. თუკი მხედველობაში მივიღებთ სიზმრის ფარულ და ხილულ შინაარსს შორის დამოკიდებულებას, შეგვიძლია სიზმარი სამ კატეგორიად დავყოთ. პირველ რიგში, სიზმარი რომელიც წარმოადგენს აზრიან, სრულიად გასაგებ, შინაარს, რომელიც რომელიც გასაგებია ჩვენთვის, ყოველგვარი ახსნის გარეშე. ასეთი სიზმრები ბევრია; უმეტეს შემთხვევაში ისინი მოკლეა და როგორც წესი გვეჩვენება, რომ არ იმსახურებენ განსაკუთრებულ ყურადღებას, რადგანაც მათში არ არის ის, რაც გამოიწვევდა ჩვენს გაკვირვებას და მოგვეჩვენებოდა უცნაურად. სხვათა შორის, ასეთი სიზმრების არსებობა გვევლინება ძლიერ საპირისპირო არგუმენტად იმ თვალსაზრისისა, რომლის მიხედვითაც სიზმარი წარმოადგენს ტვინის ცალკეულ უჯრედთა აქტივობის შედეგს: ასეთ სიზმრებში არ არის არანაირი ნიშანი დაწეული ან გაღიზიანებული ფსიქიკური აქტივობისა. ამასთან, არასდროს გვეპარება ეჭვი იმაში, რომ საქმე გვაქვს სიზმართან არ ვურევთ მას ფხიზელი ცნობიერების პროდუქტებში. მეორე ჯგუფში შედის სიზმრები, რომლებიც თუმცა აზრობრივად გასაგებია, მაინც უცნაურად გვეჩვენებიან, რადგან არ შეგვიძლია მათი შინაარსის დაკავშირება ჩვენს სულიერ ცხოვრებასთან. ამ შემთხვევასთან მაშინ გვაქვს საქმე, როცა, მაგალითად, რომელიმე ჩვენი ახლო ნათესავი გარდაიცვალა ჭირით, მაშინ, როცა ჩვენ არ გვაქვს ამის არანაირი საფუძველი; ამ დროს ჩვენ ვეკითხებით ჩვენს თავს გაოცებულნი, საიდან მოგვივიდა თავში ეს იდეა? და ბოლოს, მესამე ჯგუფი ეხება ისეთ სიზმრებს, რომლებიც ყოველგვარ აზრს მოკლებული და გაუგებარია, ანუ სრულიად არათანმიმდევრულად, ჩახლართულად და უაზროდ გვეჩვენება. ჩვენი სიზმრების უმეტესობა სწორედ ასეთი ხასიათისაა, რომლითაც აიხსნება სიზმრისადმი არასერიოზული, აგდებული დამოკიდებულება და ექიმების თეორია, რომ სიზმარი ძილის დროს სულის აქტივობას წარმოადგენს; მითუმეტეს, რომ გრძელ და რთულ სიზმრებში ყოველთვის ფიგურირებს არათანდიმდევრულობის ნიშნები.
სიზმრის ხილული და ფარული შინაარსის შეპირისპირებას, როგორც ჩანს მხოლოდ მეორე და უფრო მეტად მესამე ჯგუფის სიზმრებისთვის აქვს აზრი; აქ ვხვდებით თავსატეხებს, რომლებიც მხოლოდ მას შემდეგ ქრებიან, როდესაც სიზმრის ხილულ შინაარს ფარული შინაარსით შევცვლით, სწორედ ამიტომ მოვიყვანეთ ზემოთ მოცემული ჩახლართული და გაუგებარი სიზმრის ანალიზი მაგალითად. თუმცაღა, სრულიად მოულოდნელად, ჩვენ წავაწყდით მოტივებს, რომლებმაც ხელი შეგვიშალა ბოლომდე გაგვეცნობიერებინა ფარული სიზმრის შინაარსი; მსგავსი ინცინდენტების გამეორების შემდეგ, ჩვენ მივედით დასკვნამდე, რომ ერთის მხრივ, გაუგებარი და ჩახლართული ხასიათის სიზმრებსა და მეორეს მხრივ, სიზმრის ფარული შინაარსის ახსნის გართულებებს შორის, არსებობს რაღაც ინტიმური და კანონზომიერი კავშირი.სანამ ამ კავშირის არსის კვლევას დავიწყებდეთ, სასარგებლო იქნება გავეცნოთ უფრო გასაგებ სიზმრებს პირველი კატეგორიიდან, რომელშიც ხილული და ფარული შინაარსი ემთხვევა ერთმანეთს, ე. ი. რომელიც არ საჭიროებს სიზმრის მუშაობას.
ამ სიზმრების გამოკვლევა სხვა თვალსაზრისითაც სასარგებლოა. ბავშვის სიზმრები ზუსტად მსგავსი ხასიათისაა, ე. ი. აზრიანი და არაუცნაური; სხვათა შორის, ეს გარემოება წარმოადგენს ახალ არგუმენტს იმ მოსაზრების წინააღმდეგ, რომლის თანახმადაც სიზმარი წარმოადგეს ტვინის ქმედითობის გაღიზიანებას ძილის დროს, თუ ასეა – რატომ უნდა ჩავთვალოთ რომ ზრდასრულის ასეთი დადაბლებული ფსიქიკური აქტივობა დამახასიათებელია ძილის მდგომარეობისთვის, ხოლო ბავშვების არა? და ჩვენ სრული უფლება გვაქვს ველოდოთ, რომ ბავშვის ფსიქიკური პროცესების კვლევისას, რომელსაც ისინი მნიშვნელოვნად გამარტივებული აქვს, აღმოჩნდება რომ აუცილებელია მათი ცოდნა, სანამ ზრდასრულის ფსიქოლოგიას გავეცნობოდეთ. ასე რომ , მოვიყვან რამდენიმე მაგალითს ბავშვების სიზმრებიდან.
19 თვის გოგონა მთელი დღის განმავლობაში დიეტაზე ჰყავთ, რადგან დილით გული აერია, და ძიძის თქმით, იგი მოიწამლა მარწყვით. ღამით ამ შიმშილობის დღის შემდეგ, ძიძამ გაიგონა, როგორ ამბობდა გოგონა საკუთარ სახელს და ამასთან აყოლებდა: „მარწყვი, მალინა, კვერცხი, ფაფა“. მას, როგორც ჩანს, ესიზმრება, თითქოს ის ჭამს, და საკუთარი მენიუდან ზუსტად იმაზე მიუთითებს, რასაც, მისი აზრით უახლოეს მომავალში არ აჭმევენ. ზუსტად ამის მსგავსად, 22 თვის ბიჭუნას, რომელმაც წინა დღით თავის ბიძას აჩუქა ერთი კალათა მწიფე ალუბლები, და მათგან მხოლოდ რამდენიმე შეჭამა, ესიზმრება აკრძალული ნაყოფი; ის იღვიძებს სასიხარულო ამბით: „გერმანმა ყველა ალუბალი შეჭამა“. 3 ¼ წლის გოგონამ დილით ტბასთან გაისეირნა, რომელიც მას საკმაოდ ხანმოკლე ეჩვენა, და ამიტომ გადაყენებისას ტიროდა. მეორე დილით მან თქვა, რომ ღამით ტბის პირას სეირნობდა, ანუ სიზმარში გააგრძელა შეწყვეტილი სეირნობა. 5 ¼ წლის უკმაყოფილო დარჩა დახშტეინის მთების მიდამოებში სეირნობით; როგორც კი ახალი მთა გამოჩნდა, დაინტერესდა იყო თუ არა ეს დახშტეინი, შემდეგ კი უარი განაცხადა ჩანჩქერისკენ გაეგრძელებინა გზა. მისი ამგვარი ქცევა დაღლას მიაწერეს, მაგრამ უკეთესი ახსნა მაშინ გამოინაახა, როდესაც ბიჭუნამ მეორე დილით თავისი სიზმარი მოყვა, თითქოს დახშტეინის მთაზე ავიდა. როგორც სჩანს, იგი ვარაუდობდა რომ გასეირნების მიზანს ამ მთაზე ასვლა წარმოადგენდა, და გაბრაზდა, როდესაც ვერ მოახერხა სასურველი მთის ნახვა. სიზმარში მან მიიღო ის რისი მიღებაც ცხადში ვერ შეძლო. მსგავსი სიზმარი ნახა 6 წლის გოგონამაც, რომლის მამამაც დროზე ადრე შეწყვიტა მისი გასეირნება. უკან დაბრუნებისას გოგონამ შენიშნა საგზაო ნიშანი, რომლიც სხვა სასეირნო ადგილზე მიუთითებდა, მამა მას დაპირდა, რომ სხვა დროს მოიყვანდა აქ. მეორე დილით გოგონამ მამას უთხრა რომ დაესიზმრა, თითქოს ისინი იმ ადგილას სეირნობდნენ.
ყველა ამ ბავშვების სიზმრებში თვალშისაცემია ერთი გარემოება: ისინი ისრულებენ იმ სურვილებს, რომლებიც ვერ შეისრულეს დღისით; ეს სიზმრები სურვილების უბრალო და არაშენიღბული შესრულების საშუალებას წარმოადგენენ.
სხვა არაფერს წარმოადგენს, თუ არა უბრალოდ სურვილის შესრულების საშუალებას, შემდეგი, ერთი შეხედვით, გაუგებარი საბავშვო სიზმარი. 4 წლის გოგონა, რომელსაც ბავშვების პარალიჩი სჭირდა, სოფლიდან ქალაქში ჩამოიყვანეს; მან ღამე დეიდის უზარმაზარ (მისთვის) ლოგინში გაათია. მეორე დილით მან თავისი სიზმარი მოყვა, თითქოს ლოგინი მისთვის იმდენად პატარა იყო, რომ ადგილი არ ჰყოფნიდა. ეს სიზმარი თავისუფლად აიხსნება სურვილის შესრულების თვალსაზრისით, თუ გავიხსენებთ, რომ ბავშვები ხშირად ამბობენ, რომ მათ სურთ „იყვნენ დიდები“. ლოგინის სიდიდე ზედმეტად უსვამდა ხაზს პატარა სტუმრის ზომას; ამიტომ სიზმარში მან გამოასწორა მისთვის არასასურველი მდგომარეობა, და ისეთი დიდი გახდა, რომ ეს უზარმაზარი ლოგინიც კი პატარა ჰქონდა.
თუმცა ბავშვების სიზმრებიც რთულდება და იხვეწება, მაინც ადვილია მათში სურვილის შესრულების ამოცნობა. რვა წლის ბიჭუნას დაესიზმრა, თითქოს აქილევსთან ერთად ეტლით, რომელსაც დიომედე მართავდა. როგორც აღმოჩნდა, წინა დღით იგი კითხულობდა ძველბერძნული ზღაპრის გმირებზე: მარტივი მისახვედრია, რომ მას მისაბაძ მაგალითად დაესახა ეს გმირები, გული დაწყდა რომ მათ დოს არ ცოცხლობდა.
იმ რამდენიმე სიზმრის მიხედვით, გამოიყოფა მეორე დამახასიათებელი თავისებურება საბავშვო სიზმრებისა: მათი კავშირი ცხოვრებასთან დღის განმავლობაში, ამასთან ღვიზილში მათ თან სდევდათ ძლიერი ემოციები. არაარსებითი და უმნიშვნელო, ან ის, რაც ასეთებად ეჩვენებათ ბავშვებს, სიზმარში ვერ პოვებს გამოხატულებას.
ზრდასრულთა შორისაც შეიძლება მრავალი სიზმრის მოყვანა, რომლებიც გვანან ბავშვის სიზმრებს, რომლებიც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, უმეტეს შემთხვევაში ძალიან მოკლეა. ასე მაგალითად, ბევრს სიცხისას ღამით ესიზმრება, თითქოს სვამენ რამეს; აქ სიზმარი მიიღწვის მოიშოროს გაღიზიანება და გაახანგრძლივოს ძილი. ზოგიერთს ხშირად გაღვიძების წინ ესიზმრება „კომფორტული“ სიზმრები, როდესაც ადგომის დრო ახლოვდება; მათ ესიზმრებათ თითქოს უკვე ადგნენ, უკვე ხელპირს იბანენ ან წავიდნენ სასწავლებელში, ან იქ, სადაც აპირებენ წასვლას. გამგზავრების წინა ღამეს, არც თუ იშვიათია სიზმრები, რომლებშიც უკვე ჩავფრინდით დაიშნულების ადგილას. თეატრში წასვლის წინ სიზმარი უსწრებს მოვლენებს, მოსალოდნელი სიხარულის მოუთმენლობის გამო.
სხვა შემთხვევებში სიზმარში სურვილის ასრულების გამოხატულება არაა ასეთი პირდაპირი ფორმიტ; ამიტომ, ფარული სურვილების ამოსაცნობად, აუცილებელია დავამყაროთ რაიმე კავშირი, ან გამოვიტანოთ რაიმე სახის დასკვნა, ე. ი. აუცილებელია დავიწყოთ მისი ინტერპრეტაცია. ასე, მაგალითად, როდესაც ქმარი მატყობინებს მერე თავისი ახალგაზრდა მეუღლის სიზმრის შესახებ, რომელში მას მენსტრუაციული ციკლი არ მოუვიდა, მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს, ყველა ახალგაზრდა ქალი, ციკლის გადაცილების შემთხვევაში ეჭობს, რომ ორსულადაა. ამის გათვალისწინებით სიზმარი შეიცავს მინიშნებას ორსულობის შესახებ და მისი არსი იმაში მდგომარეობს, რომ ის ასრულებს არდაორსულების სურვილს. უჩვეულო და ექსპერიმენტულ გარემოში მსგავსი ინფანტილური სიზმრები ხშირია. ერთი პოლარული ექსპედიციის ხელმძღვანელი აცხადებს, მაგალითად, რომ ჯგუფის წევრებს, გამოზამთრებისას, ყინულებში, ერთგვაროვანი და მწირი საკვები რაციონის გამო რეგულარულად ესიზმრებათ, გრანდიოზული სადილები, უამრავი თამბაქო და და თითქოს სახლში არიან.
არც თუ იშვიათად გვხვდება გრძელ, რთულ და ძირითადად ჩახლართულ სიზმრებს შორის განსაკუთრებით ნათელი ნაწყვეტი, რომელშიც მარტივად შეიძლება დავინახოთ სურვილის ასრულება, და რომელიც ამავე დროს დაკავშირებულია, სხვა გაუგებარ მატერიალთან. უფროსების ყველაზე, ერთი შეხედვით, გამჭვირვალე სიზმრების გაანალიზების მცდელობისას, ხშირად მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ ისინი იშვიათად არიან ისეთი მარტივნი, როგორც ბავშთა სიზმრები, და რომ სურვილის შესრულებასთან ერთად იქ იმალება სხვა აზრიც.
სიზმრების თავსატეხების ამოხსნა მარტივი და დამაკმაყოფილებელი იქნებოდა , ანალიზის მუშაობა რომ გვაძლევდეს საშუალებას,ზრდასრულთა უაზრო და ჩახლართული და ინფანტილური ხასიათის მქონე სურვილების ასრულების ამსახველი სიზმრების გაერთიანებისა. გარე ნიშნები, რა თქმა უნდა, არ მიგვანიშნებენ მსგავს შესაძლებლობაზე: ზრდასრულთა სიზმრების დიდი ნაწილი სავსეა გულგრილი და უცხო მატერიალით, რომელიც არ მიუთითებენ სურვილების ასრულებაზე.
სანამ ბავშვთა სიზმრებზე შევწყვეტდეთ საუბარს, ვისურვებდით აღგვენიშნა კიდევ ერთ მნიშვნელოვან გარემოებაზე, რომელიც სწორედ ამ ჯგუფში არიან ყველაზე სუფთა სახით. საქმე იმაშია, რომ თითოეული ამ სიზმრებიდან, შეიძება შევცვალოთ ერთი სურვილით: „ეჰ, ნეტავ გასეირნება ტბის პირას გაგრძელდეს“, „ნეტავ უკვე დაბანილი და ჩაცმული ვიყო“, „ჯობდა დამემალა ალუბლები, ვიდრე ბიძაჩემისთვის მიმეცა“. მაგრამ სიზმარი, თავის თავში მოიცავს უფრო მეტს, ვიდრე უბრალოდ სურვილია: ეს უკანასკნელი სიზმარში უკვე შესრულებულია, ამასთან, ეს შესრულება წარმოჩინდება როგორც რეალური და თვალწინ მომხდარი; სიზმრის მატერიალი შედგება უმეტესად, თუმცა არა მხოლოდ, სიტუაციისგან და დიდწილად ვიზუალური გამოსახულებებისგან. აქედან გამომდინარე, ამ ჯგუფში შეიძლება აღმოვაჩინოთ ნაწილობრივი გადამუშავება, რომელიც უნდა მიყვებოდეს სიზმრის მუშაობას. ფიქრები, რომლებიც მომავალში გამოხატავენ სურვილებს, რომლებიც ერევა აწმყოს სურათებს.
IV
ჩვენ ვუშვებთ, რომ ჩახლართულ სიზმრებშიც არის ადგილი სიტუაციის ამგვარი გარდასახვისა, თუმცა შეუძლებელია ვიცოდეთ, შეიცავს თუ არა ის სურვილებს.პირველად მოწოდებული სიზმრის მაგალითი, რომლის ანალიზსაც რამდენადმე ჩავუღრმავდით, გვაძლევს, ორ შემთხვევაში მაინც, იმის საშუალებას, რომ ვივარაუდოთ მსგავსი რამ. ანალიზისას ვხვდები იმ ფაქტს, რომ ჩემი ცოლი , სუფრის ქვეშ სხვებით ინტერესდება, რის გამოც უსიამოვნებას განვიცდი; სიზმარშივე ფიგურირებს სრულიად საწინააღმდეგო სურათი: ქალი, ჩემი ცოლის შემცვლელი, მთლიანად ჩემკენაა მობრუნებული. არის თუ არა არასასურველი განცდა იმის სურვილის მიზეზი, რომ საქმე პირიქით იყოს? ზუსტად ეს ხდება სიზმარში. ზუსტად მსგავს კავშირში იმყოფება ანალიზისას ამოტივტივებული არასასიამოვნო ფიქრი, რომ მე უფასოდ არაფერი მერგება, ქალის სიტყვებთან, რომელიც სიზმარში მითხრა: „ თქვენ ხომ ყოველთვის ასეთი ლამაზი თვალები გქონდათ“. ამგვარად, წინააღმდეგობრიობა სიზმრის ფარულ და ხილულ შინაარს შორის შეიძლება სურვილის ასრულების ნაწილი იყოს.
ანალიზისთვის არჩეული სიტუაცი აღძრავს ჩემში რამოდენიმე მოგონებას, რომელთაგან თითოეულმა შეიტანა წვლილი სიზმრის შინაარსში. პირველ რიგში ეს არის პატარა სცენა იმ პერიოდიდან, რომელზეც მე უკვე მოგითხრობდით. მაშინ ადგილი ქონდა ხელის ჩამორთმევას მაგიდის ქვეშ, რომელზეც შემდგომ მე გიამბეთ. ჩემკენ მობრუნებაზე ლაპარაკი არც იყო, მაგრამ ანალიზიდან მე ვიცოდი, რომ ეს ელემენტი იყო სურვილების შესრულების ძალა. რამოდენიმე ხნის წინ მოგონებაში იყო არანაკლებ მნიშვნელოვანი სცენა ჩვენი ნიშნობიდან, ამ ყველაფერმა მიგვიყვანა კამათამდე, რომელმაც მთელ დღეს გასტანა. ნდობა და ხელის დაშვება მუხლზე, მიეკუთვნება მოგონებების მთელ ციკლს და საერთოდ უცხო ადამიანებს. სიზმრის ეს ელემენტი ეკუთვნოდა ორ ახალ რიგ მოგონებას და ა.შ.
სიზმრის ფარული აზრები, რომლებსაც ვაერთიანებთ სიტუაციის სრულად წარმოდგენისთვის, იმთავითვე უნდა იყვნენ ვარგისიანები ამა თუ იმ მიზნისთვის: ყველა შემადგენელ ნაწილში უნდა იყოს ერთი ან რამოდენიმე საერთო ელემენტი. სიზმარი აწარმოებს ისეთივე სამუშაოს, როგორც ფრენსის გალტონი თავის საგვარეულო ფოტოგრაფიების წარმოების დროს. სიზმარი თითქოს ერთმანეთზე აფენს მის შემადგენელ ნაწილებს, ამიტომ საერთო სურათში პირველ პლანზე იკვეთება საერთო ელემენტები, უკანა პლანზე კი ის დეტალები, რომლებიც ურთიერთქმედების შემდეგ ნადგურდება. ასეთი პროცესი თავისთავად ხსნის მრავალი ელემეტის შერწყმას სიზმარში. აქედან გამომდინარე აუცილებელია სიზმრის გაშიფვრის დროს დავეყრდნოთ შემდეგ წესს: ანალიზის დროს რაიმე გაურკვევლობა შეგვიზლია გადავჭრათ ამა თუ იმ მიზეზით, ან ეს მიზეზი ჩავანაცვლოთ რაიმე ალტერნატივით. ეს შესაძლებელია თითოეული მონაწილე გავხადოთ საწყის პუნქტად რაიმე ახალი ანალიზისთვის.
თუ სიზმრის ფარულ აზრებში არ არის საერთო ნაწილები, ქვეცნობიერი ისწრაფვის შექმნას ის. საუკეთესო მეთოდი, შეერთდეს ორი ფარული აზრი, რომლებსაც არ გააჩნიათ არაფერი საერთო, მდგომარეობს იმაში, რომ სიტყვიერად შეიცვალოს ერთერთი მათგანი. ეს ისეთივე პროცესია, როგორიც ლექსის რითმი. ზუსტად ასევე, ანალიზისთვიას აღებულ სიზმარში ჩვენ ვხვდებით ანალოგიურ სიტუაციას, როდესაც ქვეცნობიერი ცვლის ერთ აზრს, მეორეს სასარგებლოდ. ამ ანალიზის გაგრძელების დროს მივდივართ ერთ აზრამდე: მაგალითად, ჩვენ შეგვიძლია ფრაზა „მე მინდა ერთხელ მაინც მივიღო რაღაც უფასოდ“, მაგრამ ეს აზრი ჩვენ შეგვიძლია გამოვთქვათ სხვანაირად „მე მინდა მივიღო ესა თუ ის ნაკლები დანახარჯებით“. მეორე წინადადებაში ბოლო სიტყვა თავისი მნიშვნელობით გამოყენებადია რამოდენიმე იდეასათვის. როდესაც დედას მაგიდასთან შემოაქვს ისეთი საჭმელი, რომელიც შვილებს არ მოსწონთ, დედა ცდილობს თავდაპირველად მშვიდი ტონით შეაცვლევინოს ბავშვებს აზრი. რათქმაუნდა ჩვენ შეიძლება მოგვეჩვენოს უცნაურად, რომ სიზმრი(ქვეცნობიერი) სარგებლობს სიტყვის ორმაგი მნიშვნელობით, მაგრამ გამოცდილებამ დაგვანახა, რომ ეს ყველაფერი ჩვეულებრივი მოვლენაა.
ოცნების კონდენსაციის დროს სიზმარში გამოიყოფა რამოდენიმე ელემენტი, რომელიც არ არის დამახასიათებელი ჩვენს ქვეცნობიერში, რეალობაში. ასეთია შემადგენელი და შერეული სახეები, რომელიც შეგვიძლია შევადაროთ ხალხური ფანტაზიით შექმნილ უცნაურ ცხოველებს. სიზმარი ყოველთვის ახალ, რთულ სახეებს ქმნის.
ასევე მრავალავი გზით და მრავალი მიზეზის გამო, იქმნება შინაარსით მდიდარი სიზმრის კომპოზიციეები, რომლის მაგალითების მოყვანაც ძალიან შორს წაგვიყვანს. ისინი აღარ მოგვეჩვენებიან უცნაურად, თუ მათ შევუსაბამებთ რეალობაში მსგავს ობიექტებს და მათ აღვიქვამთ, როგორც ოცნების კონდენსაციის შედეგს. ქვეცნობიერი ამით გვეუბნება, რომ ყველა ამ მოვლენას აქვს ერთი საერთო X(იქსი). ამ კომპოზიციების განლაგებამ, იმისათვის რომ გავაკეთოთ ანალიზი, მივყავართ ერთ დასკვნამდე, რომ გაიშიფროს სიზმარი.
რაც ჩვენ გავიგეთ სიზმარში მოყოფი სახეების წარმომავლობის შესახებ, შეიძლება ჩამოვაყალიბოთ შემდეგი ფორმულა: სიზმრის თითოეული ელემენტი გამოიკვეთება ჩვენი ფარული აზრების გამო, რომელიც შეიძლება წარმოიქმნას რამოდენიმე აზრის გაერთიანებით. სიზმრის შინაარსში, თითოეული ელემენტი თავისი არსებით არის მრავალმხრივი მასალის ერთობლიური გამოხატულება.
5
ძნელ და აბნეულ სიზმრებში, რომლებითაც ჩვენ ეხლა ვართ დაკავებულები, არ შეიძლება აიხსნას შეუთავსებლობა სიზმრის შინაარსსა და მისი ფარული აზრეის დრამატიზირებაში. არსებობს მტკიცებულებები, რომ არის მესამე ფაქტორი, რომელიც ახდენს გავლენას და იმსახურებს იდაწვრილებიტ გამოკვლევას.
როდესაც მე ანალიზის გზით გამომდის სიზმრის ფარულ აზრებში ჩაწვდომა, პირველ რიგში ვამჩნევ, რომ სიზმრის მთავარი შინაარსი შედგება სულ სხვა მასალისგან, ვიდრე ფარული. რათქმაუნდა ეს არის გარეგნული განსხვავება, რომელიც ქრება სიღრმისეული გამოკვლევის დროს. მაგრამ ამ განსხვავების მიუხედავად, გამოკივლევის შემდგომ კიდევ რჩება რაღაც…ის, რომ სიზმრაში პირველ პლანზე მკვეთრად იყო გამოკვეთილი არსებითი, ანალიზის შემდეგ ის ერევა სხვა ფარულ აზრებს. ეს მოვლენა მე კიდევ შემიძლია ავხსნა სხვა ფურმულით: სიზმარზე მუშაობის დროს ფსიქიკური აქცენტი ერევა ფიქრში და წარმოსახვაში, რომლებსაც არ აქვთ წინა პლანზე წამოსვლის უფლება. ამ პროცესის დროს, რომელსაც მე დავარქმევდი შერეულ სიზმარს, აღინიშნება აგრეთვე ფსიქიკური დაძბულობის შეცვლა.
იმას რასაც მე დავარქვი სიზმარში „შერევა“ შეიძლება აგრეთვე დაერქვას ფსიქიკური ფასეულობების გადაფასება. მოცემული მოვლენის სრულად შეფასებისთვის უნდა მივუთითოთ აგრეთვე, რომ შერევის პროცესი, ან გადაფასება, სხვადასხვა სიტუაციაში სხვადასხვანაირია. არსებობს სიზმარი, რომელიც ჩამოყალიბდა ყოველგვარი შერევის გარეშე და ისინი გასაგები და გააზრებულია. სხვა სიზმრებში პირიქით, არცერთმა ფარულმა აზრმა არ შეინარჩუნა საკუთარი ფსიქოლოგიური ფასეულობა და მთავარი ფარული აზრები შეცვალა მეორეხარისხოვანმა. ამ ორ ფორმას შორის იკვეთება მთელი რიგი პერიოდული გადასვლებისა: რაც უფრონ ბნელი და ჩახლართულია სიზმარი, შერევის პროცესიც უფრო ღრმაა.
ჩვენს მიერ ანალიზისთვის არჩეული მაგალითი, აღმოაჩენს გადანაცვლებას, რომლის ძალითაც სიზმრის შინაარსი და მისი ფარული აზრები ხდება სხვადასხვა პუნქტის ცენტრები. სიზმარში პირველ პლანზე გამოდის სიტუაცია, თითქოს, ვიღაც ქალბატონი მიხდის მე ავანსებს. ფარულ ფიქრებშიც კი სიმძის ძალა იმალება სურვილში, გავსინჯო უანგარო სიყვარული, რომელიც „არაფერი ღირს“. ბოლო ფიქრი, იმალება მხოლოდ ლამაზ თვაბეზე ლაპარაკის უკან და შორეულ მინიშნებაზე სიტყვა „შპინატში“.
ანალიზის გზით სიზმარში ჩანაცვლების გამოსწორებით, ჩვენ მივდივართ უდაო დასკვნამდე, სიზმრის ორი პრობლემის შესახებ: არსებობს სიზმარი, რომელიც თავიდანვე აღმოაჩენს კავშირს დღის ემოციებთან. სხვა სიტუაციებში არ მოიძებნება ეს კავშირი. მიუხედავად ყველაფრისა ანალიზი ამტკიცებს, რომ თითოეული სიზმარი გამონაკლისის გარეშე დაკავშირებულია ამა თუ იმ დღის შთაბეჭდილებებთან.
მაგრამ ანალიზი ამსხვრევს შინაგან ხედვას, რომელთანაც დაკავშირებულია სიზმრის დაბალი შეფასება. იქ სადაც სიზმარს გამოაქვს წინა პლანზე გამღიზიანებლის როლში ნაკლებად მნიშვნელოვანი შთაბეჭდილებები, ანალიზი აღმოაჩენს, რომ უფრო მნიშვნელოვანი განცდები, რომლებიც სიზმარში შედიან განცდის განურჩევლად ერევიან ერთმანეთში.
ჩვენს მიერ ანალიზისთვის არჩეულ მაგალითში, ასეთივე სიზმრის გამღიზიანებელია უმნიშვნელო განცდა-ეტლით უფასო გასეირნება.
როდესაც ვსაუბრობთ შერეულ სიზმარზე, არშეიძლებ არ შევეხოთ გასაოცარ მოვლენას, რომელიც აღინიშნება არევისა და კონდენსაციის დროს. კონდენსაციის განხილვის დროს, ჩვენ გვქონდა საშუალება გავცნობოდით სიტუაციას, როცა ორი ფარული ფიქრი, რომელთაც ქონდათ რაღაც საერთო, ერევა შერეულ სიზმარში. თუ ამ კონდენსაციას ემატება შერევაც, ყალიბდება არაშერეული წარმოსახვა, არამედ რაღაც საშუალო, რომელიც მიეკუთვნება ერთეულ ელემენტებს.
ანალიზის დროს, მე პირვლერიგში ვპოულობ გამღიზიანებლის სახით სიზმარში უმნიშვნელო განცდას, რომელშიც რაღაც როლს ასრულებს ამელინი(ქიმიური პრეპარატი). ჯერჯერობით მე არ შემიძლია ავხსნა ამილენისა და პროპილენის შერევა, მაგრამ იგივე სიზმრის იდეების წრეს მიეკუთვნება პირველი მოგონება მიუხენში ვიზიტის, სადაც ჩემზე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა პროპილენმა. შემდგომი ანალიზი მაძლევს უფლებას ვივარაუდო, რომ ამილენისა და პროპილენის შერევა იყო განპირობებული იდეების მეორე წრის გავლენით პირველ წრეზე. პროპილენი წარმოადგენს, ასე ვთქვათ შუალედურ ამილენსა და პროპილეამს და ეს სიტყვა ხვდება სიზმრის შინაარსში, კონდენსაციისა და შერევის კომპრომისის გზით.
6
როდესაც ჩვენ სიზმრის შინაარსში ვერ აღმოვაჩენთ ან ვერ ვხვდებით ფარულ აზრებს და ვერც გამოვიცნნობთ მიზეზების უხეშ დამახინჯებას, მაშინ მიდის ფარული აზრების უფრო ადვილი გადამუშავება, რომელსაც მივყავართ, ახალ უფრო გასაგებ ფარული აზრების მუშაობაზე. უახლოესი ფარული აზრები, რომლებიც აღმოჩენილია ანალიზის გზით, ხშირად გვაოცებენ თავისი უცნაურობით: ისინი გვევლინებიან არარაციონალური სიტყვების ფორმით, რომელითაც ჩვენი აზროვნება სარგებლობს. ფარული აზრების გამოხატვის დროს არ არის ძნელი იპოვო პირობითი მიზეზი ასეთი სიტყვების წარმომავლობისა. სიზმარი დიდი დოზით შედგება აღქმითი სურათებით(სიტუაციებით), ამიტომ ფარული აზრები სანამ განიცდიან რაიმე ცვლილებას, მანამდე უნდა მოხდეს მათი კლასიფიკაცია.
ფარული აზრების ფსიქოლოგიურ მასალებს შორის გვხვდება მოგონებები შორეულ განცდებზე, რომელიც ხშირ შემთხვევაში დაკავშირებულია ბავშვობასთან. ფარული ფიქრის ეს ელემენტი, მოქმედებს რა, კრისტალური ცენტრის კონცენტრაციაზე და ფარული აზრების მასალების გადანაწილებაზე განსაზღვრას სიზმრის ფორმირებას. სიტუაცია სიზმარში ხშირად არის ღრმა განცდის სახეშეცვლილი და გართულებული განმეორება. სიზმარი ძალიან იშვიათად გვაძლევს ღრმა განცდის ზუსტ განმეორებას ყოველგვარი სცენების რეპროდუქციის გარეშე.
მაგრამ სიზმარი არ შედგება მხოლოდ სიტუაციებით, არამედ იგი შეიცავს სხვადასხვა მხედველობით ფრაგმენტებს. ანალიზის მეშვეობით აღმოჩენილი ფარული აზრები წარმოადგენს ფსიქიკურ კომლექსს თვით ჩახლართული აგებულების.მისი შემადგენელი ნაწილები ყველაზე მრავალფეროვნად და ლოგიკურად ურთიერთქმედებენ ერთმანეთში. მათ შეუძლიათ იყვნენ როგორც პირველ, ასევე უკანა პლანზე. ასევე შეუძლიათ იყვნენ პირობითები, მაგრამ რომ მივიღოს ამ ფსიქიკური მასალიდან სიზმარი აუცილებელია შეექმნას საფრთხე კონდენსაციას, რომელიც ამავდროულად შექმნის ახალ მხედველობით ემოციებს. ამ მასალის გენეზისის გათვალისწინებით, ეს პორცესი იმსახურებს სახელწოდებას „რეგრესიას“ გადამუშავების დროს ფსიქოლოგიური მასალა კარგავს მასში არსებულ ლოგიკურ მასალებს. სიზმრის მუშაობა თავის თავზე იღებს ფარული აზრების ფაქტიური შინაარსის გადამუშავებას.
სიზმარი თავდააპირველად აღმოაჩენს კავშირს ფარული აზრების ყველა იმ შემადგენელ ნაიწლთან, ქმნის ამ მასალას, ანუ სიტუაციას. ეს გამოხატავს ლოგიკურ კავშირს დროსა და სივრცეში, ისევე როგორც მხატვარი ასრულებს ამ ყველაფერს სურათზე. სიზმარი მუშაობისთვის იყენებს გამოხატულების ამ მეთოდს, ასე რომ თუ სიზმარში ორი ელემენტი აღმოჩნდება ერთად, ეს მეტყველებს მჭიდრო კავშირზე, ფარულ და მის უკან მდგომ ფიქრებს შორის. აქ უნდა აღინიშნოს, რომ ერთი ღამის სიზმარი აღმოაჩენს თავის წარმომავლობას ერთი და იმავე იდეების წრისაგან.
მიზეზობრივი დამოკიდებულება, სიზმარში ან საერთოდ არ გამოიხატება ან ერევა სხვადასხვა დროში არსებულ ორ მსგავს სიზმრის ნაწილს. ხშირად ეს შერევა არის შემდეგნაირი: სიზმრის დასაწყისი შეესაბამება შედეგს, ხოლო დასასრული-წინაპირობას. სიზმარი არასოდეს გამოხატავს ალტერნატივას „ან-ან“, არამედ შეიცავს მის ორივე წევრს. მე ავღნიშნე რომ სიზმრის აღდგენის ალტერნატივა „ან-ან“ უნდა გადმოიცეს სიტყვით „ი“.
ურთიერთგამომრიცხავი წარმოდგენა გამოიხატება სიზმარში, პრივილეგირებული ერთიდაიგივე ელემენტებით. სიტყვა „არა“, როგორც ჩანს სიზმრისთვის არ არსებობს. ურთიერთსაწინააღმდეგობა ორ აზრს შორის და ინვერსია გამოიხატება სიზმარში საკაომ უცნაურად, მაგალითად: სიზმრის ერთი ნაწილი თითქოს თანმიმდევრულად გარდაიქმნება თავისივე შებრუნებულ ფორმაში.ქვემოთ ჩვენ კიდევ გავეცნობით ურთიერთწინააღმდეგობის სხვა ფორმას. ძალიან ხშირია სიზმარში გაძნელებული მოძრაობის შეგრძნება, რომელიც გამოიხატება იმპულსებს შორის ურთიერთწინააღმდეგობით.
სიზმრის მუშაობა ხელმძღვანელობს ამ მოვლენებით, როგორც საყრდენ პუნქტებად გამოიყენებს სიზმრის კონდენსაციის დროს და აერთებს მათ ახალ ერთობაში.
ჩვენს მიერ ყველა გამოთქმული შენიშვნა არ არის საკმარი, რომ სწორად შეფასდეს სიზმრის მუშაობა, რათა სწორად წარმოგვიდგინოს ლოგიკური კავშირი ფარულ აზრებსა და სიზმარს შორის. ამ ურთიერთობაში სხვადასხვა სიზმარი არიან დამუშავებულები უფრო ფაქიზად ან უფრო უხეშად: არაერთგვაროვანი მონდომებით ეყრდნობიან არსებულ ტექსტს და არაერთგვაროვნად სარგებლობენ დამხმარე საშუალებებით. ამ შემთხვევაში სიზმრები არიან ბნელი, არეული და ერთმანეთთან არ აქვთ კავშირი. როდესაც სიზმარი აფსურდულია, ეს ხდება წინასწარ განზრახვით, ჩვენი უპასუხისმგებლო ურთიერთობით ყველა ლოგიკურ მოთხოვნაზე სიზმარი მიგვანიშნებს რაღაც დაფარულ აზრისკენ. ეს ახსნა ყველაზე მძაფრი გამოხატულებაა სიზმრის იმ განმარტების წინააღმდეგ, რომელსაც მიაწერდნენ დისოცირებულ და კრიტიკის არ მქონე სულიერ მოღვაწეობასთან, რომელიც მინდა გავამყარო მაგალითით.
მე დამესიზმრა: ერთი ჩემი ახლობელი „მ“ გახდა ერთ-ერთი სტატიის მსხვერპლი. ჩვენის აზრით ეს თავდასხმები იყო დაუმსახურებელი. „მ“ რათქმაუნდა განადგურებული ამ მოვლენით. იგი ძალიან მტკივნეულად ყვებოდა ამ ამბვს ერთ-ერთ საზოგადოებაში, მაგრამ იქვე აღნიშნავდა, რომ მისი პატივისცემა ამ სტატიის ავტორის მიმართ არანაირად არ შეცვლილა. მე მინდა გამოვარკვიო რამოდენიმე დეტალი, რომლებიც ჩემთვის ცოტა შეუსაბამოა დროში. სტატიის ავტორი გარდაიცვალა 1832 წელს. მისი თავდასხმა „მ“-ზე უნდა განხორციელებულიყო უფრო ადრე. იმ პერიოდისთვის ჩემი აზრით, სტატიის ავტორი უნდა ყოფილიყო თვრამეტი წლის, მაგრამ მე არ ვიცი ზუსტად ეხლა რომელი წელია და ამიტომ არანაირ გამოთვლას აზრი არ აქვს, მაგრამ ეს სტატია ინახება ერთ-ერთ გამომცემლობაში.
ამ სიზმრის უაზრობა გამოიკვათება უფრო მკაფიოდ, თუ მე გეტყვით, რომ „მ“ ახალგაზრდა მოხელეა, რომლისთვისაც სულერთია ლიტერატურული და პოეტური ინტერესები, მაგრამ თუ გავაანალიზებთ ამ სიზმარს, მე დავამტკიცებ, რომ ამ უზარობის მიღმა იმალება გარკვეული სისტემა. სიზმარი ისრუტავს გარკვეულ მასალას სამი წყაროსგან
1.“მ“ რომელიც მე გავიცანი ერთ-ერთ საზოგადოებაში მაგიდასთან, მომმართა თხოვნით რომ გამომერკვია მისი ძმა, რომელსაც ჰქონდა სულიერი დარღვევები. პაციენტთან საუბრის დროს განვითარდა არასასიამოვნო სცენა, რომელიც მდგომაობს შემდეგში: იგი ყოველგვარი მიზეზის გარეშე თავს დაესხა ძმას და მას ამხელდა ახალგაზრდობის ცოდვებში. მე ვკითხე ავადმყოფს დაბადების თარიღი (სიზმარში სიკვდილის თარიღი) და ვაიძულე მას გაეკეთებინა სხვადასხვა გამოთვლები, რომ გამომრკვია მისი მეხსიერების დაქვეითება.
2.ერთი სამედიცინო გაზეთი, რომლის ყდაზეც ეწერა ასევე ჩემი სახელი, გამოაქვეყვნა ასე ვთქვათ გამანადგურებელი კრიტიკა ერთი ახალგაზრდას რეფერენტის შესახებ(რეფერენტი ეხებოდა ჩემი მეგობარი „ფ“-ს წიგნს). ამ თემასთან დაკავშირებით მე ვესაუბრე რედაქტორს, იმ იმედით, რომ ამით ჩვენი პირადი ურთიერთობები არ დაზარალდებოდა. აღნიშნული შემთხვევა არის სიზმრის წყაროს. უარყოფითმა მიღებამ, რომელიც აისახა ჩემი მეგობრის მუშაობაზე, მოახდინა ჩემზე ღრმა გავლენა. ეს სამუშაო, ჩემი აზრით, შეიცავდა ფუნდამენტალურ, ბიოლოგიურ აღმოჩენას, რომელიც მხოლოდ ახლა-4 წლის შემდეგ- დააფასეს სპეციალისტებმა.
3.ერთმა ავადმყოფმა მე მომიყვა თავისი ძმის ავადმყოფობის ისტორია, რომელიც შეიშალა და ისტერიულად ყვიროდა „Natur, natur”(ბუნება). ექიმები ფიქრობდნენ, რომ ეს დაკავშირებული იყო იმ სტატიის წაკითხვასთან, რომელიც ეხებოდა ჩემ მეგობარ „მ“-ს და თითქოს ეს ყველაფერი მიუთითებს ავადმყოფის გადაღლაზე. მე ვქვი, რომ ჩემთვის უფრო დამაჯერებელია ავადმყოფის ყვირილი „ბუნება“, უნდა აღვიქვათ ყველაზე მარტივი და ყველასთვის გასაგები ფორმით და ის ფაქტი, რომ უბედურმა პაციენტმა შემდგომში დაისახიჩრა საკუთარი სასქესო ორგანოები, სამუდამოს გაამყარა ჩემი ვარაუდი. როდესაც პაციენტს პირველი შეტევა დაემართა, იგი იყო 18 წლის.
სიზმარში პირველრიგში ჩემი „მე“-ს უკან იმალება კრიტიკით გაღიზიანებული ჩემი მეგობარი. ჩემი მეგობრის წინგი მიეძღვნა ცხოვრების ხანგრძლივობის გამოკვლევის საკითხს. სხვათაშორის ავტორი წერს შეურაწმყოფელი სტატიის ავტორის ცხოვრების გაგრძელებაზეც(გეტე), რომელიც ტოლი იყო ბიოლოგიაში ძალიან მნიშვნელოვანი დღეების რიცხვის.
მე შემიძლია ვთქვა, რომ თითოეული სიზმარი გამომდინარეობს მხოლოდ ეგოისტური გამოღვიძებებისგან. ჩემი „მე“ არამარტო ერევა ჩემს მეგობარს, არამედ გამოხატავს, თვითონ პირადად ჩემს „მე“-ს. მე ვმოქმედებ მასთან ერთად: მისი გამოგონების ბედი, ჩემთის არის იმის მაგალითი, თუ როგორ მიიღებენ ჩემს გამოგონებას, როდესაც წარვსდგები ჩემი თეორიით. ჩემი ფარული აზრების გახსნისას, მე ყოველთვის ვხვდები დაცინვის ობიექტი სიზმარში.
VII
ჩვენ ჯერ არ დაგვიმთავრებია სიზმრებთან მუშაობის შეფასება,გარდა შესქელებისა,გადანაცვლებისა და ფსიქიკური მასალების გადამუშავებისა,აუცილებელია მიეწეროს სიზმრის ნახვის მუშაობას სხვა სახის ფუნქცია,რომელიც არ არის შემჩნეული ყველა სახის ხილვაში.მე ატრ დავიწყებ კონკრეტულად ამ სიზმრის აღწერას,მაგრამ მინდა მივუთითო,რომ შესაძლებელია ჩამოვაყალიბოთ მისი არსებობის წარმოდგენა,თუ დავუშვებთ(რომელიც შეიძლება იყოს მცდარი)რომ სიზმრის ნახვის პროცესი მოქმედებს უკვე ჩმოყალიბებულ სიზმარზე.ის მდგომარეობს შემადგენელი ელემენტების ისეთ განლაგებაში,რომლის ქვეშ ისინი იქნებიან ერთმანეთთან დაკავშირებული და შერწყმული ერთ მთლიან სიზმარში.აქედან გამომდინარე,როდესაც ჩვენ ვაანალიზებთ სიზმარს,ჩვენ პირველ რიგში უნდა შვწყვიტოთ სიზმრის ახსნის ყველა მცდელობა.
სიზმრის მუშაობის მიზანი ამ ნაწილში ხდება გამჭვირვალე.ეს არის მისწრაფება,რომ სიზმარი გახდეს უფრო გასაგები.
სიზმრები,რომლებიც ესეთი ფორმით არის დამუშავებული შეიძლება ითქვას,რომ კარგადაა შექმნილი.სხვა სიზმრებში ესეთი მოქმედება საერთოდ არ არსებობს.მათში არ არის გამოყენებული ახსნისა და თანმიმდევრულად ჩამოყალიბების მცდელობა.გამოღვიძებისას ჩვენ ვგრძნობთ რომ ვიხილეთ ასოლიტურად არეული სიზმარი.აქედან გამომდინარე არეულსა და თანმიმდევრულ სიზმრებს შსაძლოა მოეძებნოს ჩამოყალიბებული ახსნა,პირველ რიგში ჩვენ არ გვჭირდება ძალისხმევა ბოლო შექმნილი სიზმრის მუშაობის ფუნქციის გასანადგურებლად.ანალიზი,რომელიც ხსნის ღამის სიზმრის სურვილებს და ფანტაზიას ხშირად გვევლინება,როგორც ბავშვობის სცენების განმეორება.სიზმრის მუსაობის პროცესში გამორიცხულია სხვა ტიპის მოქმედების ახსნა,გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ოთხისა.
სიზმარში გვხვდება სიმართლე და ისეთი ელემენტები,რომლებიც შეიძლება მივიღოთ,როგორც უმაღლესი ფსიქიკური პროდუქტის წარმოება,მაგრამ ანალიზი ყოველთვის გვიჩვენებს,რომ ამ ინტელექტუალურ ოპერაციებს ქონდა ადგილი დამალულ ფიქრებში,საიდანაც სიზმარი მათ მხოლოდ დაესესხება.
შემიძლია მოვიყვანო რამოდენიმე მაგალითი:განვიხილოთ ასეთი მაგალითი:” ახალგაზრდა ქალბატონი,რომელიც რამოდენიმე წელი იმყოფება ქორწინებაში,იგებს,რომ მისი თანატოლი ნაცნობი ქალი ელიზა დანიშნულია,მას ამის თაობაზე ესიზმრება ასეთი სიზმარი:ის თავის მეუღლესთან ერთად იმყოფება თეატრში,პარტერის ერთი ნაწილი არის სრულიად ცარიელი.ამ დროს ქმარი უყვება მას რომ,ელიზას და მის საქმროსაც უნდოდათ წამოსვლა,მაგრამ იყო მხოლოდ ცუდი ადგილება დარჩენილი,თანაც მხოლოდ სამი,ისიც თითო 1 ლ და 50 თ და ესეთი ბილეთები არ უნდოდათ,თუმცა ქალი ფიქრობდა,რომ ამაში არაფერი ცუდი არ იყო.
აქ ჩვენ გვაინტერესებს თუ საიდან გაჩნდა ეს ციფრები დამალული ფიქრების მასალაში და როგორია მისი გარდაქმნის განცდა.სინამდვილეში ელიზას რძალმა რამდენიმე დღით ადრე საჩუქრად მიიღო 150 ლ.თავისი ქმრისაგან და მან იყიდა ყელსაბამი.აღვნიშნოთ,რომ 150 არის ასჯერ მეტი,1ლ და 50 ზე.ციფრი სამისთვის არის მხოლოდ ის კავშირი,რომ ელიზას რძალი სამი თით პატარაა იმ ქალბატონზე,რომელსაც ესიზმრა ეს სიზმარი.
წამოქმნილი სიტუაცია სიზმარში არის ერთი პატარა ამბის ამსახველი,რომლის გამოც მისი ქმარი ხშირად დასცინოდა;ერთხელ ეს ქალბატონი ძლიან ჩქარობდა ბილეთების ყოდვას ერთ-ერთ წარმოდგენაზე.როდესაც ის მივიდა თეატრში ,პარტერის ნახევარი ჯერ კიდევ ცარიელი იყო,აქედან გამომდინარე სულაც არ იყო საჭირო ასეთი აჩქარება ბილეთის ყიდვის გამო.არც იმ სიზმრის მცირე ფაქტი არ უნდა დავტოვოთ უყურადღებოდ,რომ ორ ადამიანს უნდა სამი ბილეთის ყიდვა.დამალული ფიქრი აქ ასეთია:”სისულელე იყო ასე ადრე გათხოვება,რატომ ვჩქარობდი ასე,ელიზას მაგალითზე მე ვრწმუნდები,რომ ყოველთვის შევძლებდი ასჯერ უკეთესი ქმრის პოვნას ცოტა რომ დამეცადა,ჩემი ქონების პატრონი სამ ასეთ ქმარს ვიყიდდი”
სინამდვილეში სიზმრის მუსაობა პირველ რიგში გვაცნობს მხოლოდ ერთ ფსიქიკურ პროცესს მთელი ჯგუფიდან რის საფუძველზეც წარმოიქნება ისტერიული სიმპტომები:შიში,სულელური იდეები და ა.შ.
შესქელება და გადანაცვლება არის დამახასიათებელი ამ პროცესებისთვისაც და სრული წარმოდეგნა რჩება სიზმრის მუშაობისთავისებურ მახასიათებლად
თუ ეს ახსნა სიზმრის ნახვას აყენებს ავადმყოფი ფსიქიკის შექმნასთან ახლოს,მაშინ მითუმეტეს უფრო მნიშვნელოვანია ჩვენთვის იმის გაგება თუ რა არსებული პირობები წარმოქმნის ისეთ პროცესებს,როგორც სიზმარი.
სიზმრის მუსაობის ცალკეულ ფუნქციებს შორის ყველაზე საოცარია გადანაცვლება,რომელიც არის პრობლემის ცენტრალური პუნქტი.ამ საკითხის გამოკვლევის დროს ჩვენ ვიგებთ,რომ გადანაცვლების არსებობა წმინდა ფსიქიკური მომენტებით არის განსაზღვრული.არსებობს მოტივების მსგავსი რამ.იმისთვის რომ აღმოვაჩინოთ ეს მოტივირება აუცილებელია შეფასდეს ის ფაქტები,რომლებიც წინ გვიდგება სიზმრების ნახვის ანალიზის დროს.აქედან გამომდინარე გამომაქვს დასკვნა,რომ სიზმარი უნდა იყოს ბუნდოვანი იმისთვის,რომ არ გამოაშკარავდეს აკრძალული მალული ფიქრები.
მე ვეცდები სიზმრის ანალიზისთვის არჩეულ მაგალითზე ვკითხო ჩმს თავს რა დამალული ფიქრია ის,რომელიც გამომჟღავნდა ამ სიზმარში ირიბი ხედვით და რომელმაც ჩემი მხრიდან გამოიწვია მკვეთრი წინააღმდეგობა.მე ვიხსენებ იმ მოგზაურობას ეტლით ჩემს ერთ-ერთ ოჯახის წევრთან ერთად,შემდგომ სიზმრის ახსნამ მიმიყვანა ამ აზრამდე “მე მინდოდა გამომეცადა ერთხელ მაინც ისეთი სიყვარული,რომელიც ჩემთვის არაფრად არ ღირს.ამ სიყვარულს რეალობასი დავახარჯე უამრავი ფული.ამ კავშირში მე ვერ ვიშორებ იმ აზრს რომ ის დახარჯული ფული მენანება და მხოლოდ მაშინ ვუტყდები ჩემ თავს იმაშ რომ სიზმარში მინდა ისეთი სიყვარული,რომელიც ჩემგამ არ მოითხოვს არანაირ ხარჯებს.და მაინც,მე მაქვს უფლება ჩემ თავს ვუთხრა,რომ მე არცერთი წამი არ ვორჭოფობდი ამ ფულის დახარჯვაზე.ანუ უკურეაქციამ არ მიაღწია ჩემ გონებას რარაც მიზეზების გამო.თუმცა ეს უკვე საკითხია,რომელსაც მივყავართ სულ სხვა მხარეს და ჩემთვის ცნობილი პასუხი ეკუთვნის სულ სხვა მოსაზრებების კავშირს.
სხვისი სიზმრის ანალიზის დროს მე მივალ იგივე დასკვნამდე,მაგრამ მოსაზრებები რომლებსაც ამ შემთხვევაში ჩემი დასკვნები ეფუძვნება იქნება სხვაგვარი.
მაგრამ თუ საქმე გვაქვს ნერვული დაავადებების მქონე პიროვნებასთან,განდევნილი ფიქრის აღიარება არის მისთვის აუცილებელი პირობა მისი მალული სიზმრის და ავადმყოფი პიროვნების სიმპტომების კავშირის გამო.
გასაგებ და გათავისებული სიზმრების შეასახებ ჩვენ გავიგეთ,რომ ისინი წარმოადგენენ გამხელილი სურვილების ახდენას,ანუ სიზმრის ნახვის სიტუაცია წარმოადგენს ახდენილი სურვილის,გონებისთვის ნაცნობს,მაგრამ რეალობაში აუხდენელს.ბუნდოვან და არეულ სიზმრებში ანალიზი აღმოაჩენს ანალოგიურს.სიზმრის ნახვის სიტუაცია ისევდაისევ გამოხატავს ახდენილ სურვილს,რომელიც გამოედინება მალული ფიქრებიდან.ამასთანავე ის წარმოდგენილია უცნობ მდგომარეობაში,ამიტომ მხოლოდ ანალიზს შუძლია მისი გახსნა.აქედან გამომდინარე სიზმრების ნახვის ფორმულა ასეთია:სიზმარი არის მალული განდევნილი ფიქრების ასრულების არსი.აღსანიშნავია ხალხში მოდებული სიზმრების ახსნა, როგორც წინასწარმეტყველება.სინამდვილეში კი სიზმარში მჟღავნდება ის მომავალი კიარა,რომელიც უნდა დადგეს,არამედ ის მომავალი,რომელიც ჩვენ გვსურს.
არსებობს სურვილების ახდენის სამი ტიპის სიზმარი.პირველ რიგში სიზმრები,რომლებიც წარმოადგენენ არაგანდევნილ სურვილებს,გახსნილ ხედვას.ესეთებია ინფანტილური ტიპის სიზმრები,რომლებიც უფრო ხშირად გვხვდება უფროსებში.მეორე რიგში სიზმრები,რომლებიც გამოხატავენ განდევნილი სურვილების მალულ ხედვას.ასეთია ჩვენი სიზმრების უმრავლესობა,რომლის გაგებისთვის აუცილებელია ანალიზი,მესამე რიგში სიზმრები განდევნილი სურვილებით,მაგრამ არასაკმარისი შენიღბვით,ამ სიზმრებს ყოველთვის თან ახლავს შიში,რომელიც წყვეტს სიზმარს.აქ შიში წარსდგება ირიბი ,დამახინჯებული სიზმრების მაგივრად.შეიძლება ადვილად დავამტკიცოთ,რომ წარმოდგენა,რომელიც იწვევს ჩვენში შიშს,ოდესღაც იყო ჩვენი სურვილი შემგომში განდევნილი.
იმის გამო,რომ ფილოსოფოსებს დღემდე არ ქონიათ ამ საკითხზე მუშაობის საშუალება (ფსიქოლოგიური განდევნის საკითხზე) შგვიძლია მივცეთ თვს უფლება რომ ჩამოვაყალიბოთ სიზმრის ჩამოყალიბების როცესის წარმოდგენა.ჩვენი აზრით,ადამიანის სულიერ აპარატში არსებობს ორი აზრთა ჩმოყალიბების ინსტანცია,რომლიდანაც მეორე ფლობს იმ უპირატესობას,რომ მისი პროდუქტები აღწევენ გონების სფეროში.პირველი ინსტანციის ქმედება კი უგოპნოა და აღწევს გონებას მეორე ინსტანციის მეშვეობით.ამ ორი ინსტანციის ზღვარზე არსებობს ცენზურა,რომრლიც უშვებს მხოლოდ იმას,რაც აწყობს დანარჩენს კი აკავებს.ის რაც არის შეჩერებული ცენზურით,იმყოფება განდევნის მდგომარეობაში ნაცნობ პირობებში ,რომლიდანაც ერთ-ერთი არის სიზმარი.ძალების შეფარდება ორ ინსტანციას შორის იცვლება ისე,რომ რაც უკვე განდევნილია ვეღარ შეკავდება.სიზმრებში ეს ხდებს ცენზურის მოდუნების შედეგად,რომლის გამოც განდევნილი იღებს გონების სფეროში გზის გაკვალვის შსაძლებლობას.იქიდან გამომდინარე,რომ ცენზურა არასოდეს არ იკვეცება,უბრალოდ სუსტდება.ის კმაყოფილდება სიზმრის ისეთი ცვლილებებით,რომლებიც არბილებენ არასასიამოვნო გარემოცვას.ის,რაც ამ შემთხვევაში ხდება გაცნობიერებული,არის კომპრომისი ამ ორ ინსტანციას შორის.განდევნა, ცენზურის შესუსტება და კომპრომისის წარმოშობა- ესეთია მთავარი სიზმრების წარმოქმნის და სხვა ფსიქოპატიური წარმოდგენის სქემა.ორივე შემთხვევაში კომპრომისის წარმოშობის დროს ჩვენ ვხედავთ შესქელებას,გადანაცვლებას და წარმოიქმნება ზედაპირული ასოციაციები,რომლებიც ჩვენთვის ნაცნობია სიზმრებთან მუშობიდან გამომდინარე.
გამოღვიძებისას ცენზურა მალე აღდგენს თავის ძალებს და შეუძლია წაართვას ყველაფერი რაც ქონდა დაკარგული თავის სისუსტის პერიოდში,სიზმრის დავიწყება მთლიანად ან ნაწილობრივ ითხოვს ზუსტად ასეთ ახსნას,ეს გამომდინარეობს ბევრჯერ დამტკიცებული გამოცდილებიდან.სიზმრის მოყოლის,მისი ანალიზის დროს ხშირად ხდება ისე,რომ მონაკვეთი,რომელიც დავიწყებულად ითვლება,უცებ ამოტივტივდება მეხსიერებაში.ეს მონაკვეთი გვაძლევს სიზმრის ახსნის საუკეთესო და უახლოეს გზას.შესაძლოა იმიტომაც იყო ეს მონაკვეთი დავიწყებული.
სიზმარი, ან ფსიქიკის შესაბამისი ცვლილება სიზმარში, რაც არ უნდა იყოს იგი, განაპირობებს დაძინების გადაწყვეტილებას, რომელიც ეკისრება ბავშვს ძალით ან ნებით დაღლილობის გამო. ძილი მოდის მხოლოდ გარე გამღიზიანებლების აღმოფხვრის შემდეგ, რომლებსაც შეუძლია ფსიქიკის წინაშე ძილის ნაცვლად დააყენოს სხვა ამოცანები.. სიზმარი მიიღება ნდობით, რაც ჩვენ მოგვევლინება მხედველობითი ასახვით. ბავშვი კი ჯერ არ ფლობს ამ შესაძლებლობას,რომელიც ვითარდება მოგვიანებით, დარაც განასხვავებს ჰალუცინაციას და ფანტაზიისაგან. უფროსებს შუძლიათ ამის განსხვავება. უფროსებში იშვიათად გვხვდება სურვილის ახდენა პირდაპირი ფსიქიკური გზით. ყველა ნორმალურად მოაზროვნეს უვითარდება ფსიქიკური მასალის დიფერენციაცია, რომელიც ბავშვებში არ არის განვითარებული. წარმოიშვება ფსიქიკური ინსტანცია, რომელსაც სულიერ მოძრაობაზე აქვს ძალა აღებული. ბავშვის ემოციების ნაწილი იდევნება ახალი ინსტანციით, ამიტომ ყველა ფიქრი, გამოსული ამ ემოციიდან, იმყოფება განდევნის მდგომარეობაში.
მე არ ვამტკიცებ, რომ განვიხილე სიზმრის ყველა პრობლემა და ამოვწურე ეს საკითხი, მაგრამ აქ აღვნიშნავ იმას, თუ რა მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ სიზმრის არსის გასაგებად. არაცნობიერი, დაფარული ფიქრების საკითხი და მათი ურთიერთობა ცნობიერებასთან უკავშირდება ფსიქოლოგიასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებს. მათი გადაწყვეტა უნდა გადავდოთ იმ დრომდე, სანამ ანალიზის მეშვეობით შესაძლებელი გახდება ავადმყოფი ფსიქიკის, უფრო ზუსტად კი, ისტერიული სიმპტომების წამომავლობის გაგება.