BBC Broadcast Recording 1938
მე დავიწყე პროფესიული საქმიანობა, როგორც ნევროლოგმა,
რათა შვება მომეტანა ჩემი ნევროტიკი პაციენტებისათვის.
ჩემი ძველი მეგობრის გავლენით,
ასევე ჩემი საკუთარი მცდელობის შედეგად,
მე აღმოვაჩინე რამდენიმე მნიშვნელოვანი ახალი ფაქტი არაცნობიერის შესახებ
ფსიქიკურ ცხოვრებაში, ინსტინქტური მოთხოვნილებების მნიშვნელობა და ასე შემდეგ.
ამ აღმოჩენებზე დაფუძნდა ახალი მეცნიერება – ფსიქოანალიზი, რომელიც ფსიქოლოგიის ნაწილია
და ნევროზთა მკურნალობის ახალ მეთოდს წარმოადგენს.
მე დიდ ფასად დამიჯდა ამ წარმატების მიღწევა.
ადამიანებს არ სურდათ ერწმუნათ ჩემი ფაქტები და ჩემს თეორიებს ეჭვით უყურებდნენ.
წინააღმდეგობა ძლიერი და დაუნდობელი იყო.
საბოლოოდ, მე შევძელი მიმდევრების შეძენა და
საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური ასოციაციის ჩამოყალიბება.
მაგრამ ბრძოლა ჯერაც არ დამთავრებულა.
ჩემი სახელია – ზიგმუნდ ფროიდი