გერტრაუდ შლეზინგერი-კიპ

ბავშვობა ომისა და სოციალ ნაციონალიზმის დროს იხსენებენ გერმანელი ფსიქოანალიტიკოსები

 

1 შესავალი

ფსიქოანალიტიკოსებიიმ პროფესიის წარმომადგენლები არიან, რომელიც  პროფესიული მიზეზების წყალობით მძლავრად არეკლავს პირად ისტორიას. მათ შეიძლება ეწოდოთ „ხსოვნის სპეციალისტები“. სწორედ აქედან გამომდინარე  გამიჩნდა იდეა, რომ ომგამოვლილი ბავშვობის მქონე ფსიქოანალიტიკოსებიექსპერტების როლში გამომეკითხა. „ომისდროინდელი ბავშვები, რომლებიც დღეს საკმაოდ ასაკოვანნი არიან, …ხშირად აქვეყნებენ თავისი  ბავშვობის  საოცარ ამბებს – თუ რა შეემთხვათ თავშესაფრებში და გაქცევისას. მან, ვინც კარგად უწყის მეხსიერების მიერ დაგებული მახეების არსებობა  და წარმოდგენა აქვს იმ არაცნობიერი პროცესების შესახებ, რომლებიც გადაწერენ  და ცვლიან ხოლმე მოგონებებს, იცის, თუ როგორ ფრთხილად უნდა მოეკიდოს ხელშეუხებელ, გულუბრყვილო მეხსიერებას. უნარი იმისა, რომ სანდოდ შევიდეს წარმოდგენის ბავშვურ ჰორიზონტებში და წარსულის  საერთო ღირებულებებში მხოლოდ იმას აქვს,  ვისაც კონტროლირებულიწარმოდგენების უნარი გააჩნია და,   ამასთანავე,ისტორიის საკმაო ცოდნა მოეპოვება.“კონტროლირებული გააზრებისუნარი და ისტორიის ცოდნა ფსიქოანალიტიკოსების უმრავლესობას გააჩნია.

ამასთანავე, ფსიქოანალიზში ბავშვობა მომავალი ცხოვრების საფუძვლადაა მიღებული. ფსიქოანალიტიკოსთა ფიქრებიდა პროფესიული განსჯა, შესაძლოა, ცნობიერად მათ ისტორიას ეხმაურებოდესდა, შესაბამისად,  სხვებისთვისაც და ხსოვნის კულტურისათვისაც   მნიშვნელოვანია   ისტორიის არა-თავსმოხვეული( არა პოლიტიკური) კუთხით დანახვა .

მე რაც შემეხება, გავაცნობიერე, რომ ჩემზე უფროსი ქალი და მამაკაცი კოლეგები, ჩემი ტრენინგ ანალიტიკოსი და სუპერვიზორები იმ თაობას მიეკუთვნებიან, ვინც ომამდე ან ომის დროს დაიბადა ან იზრდებოდა. მანამდე მე მხოლოდ ცოტა რამ მქონდა გაგონილი მათი შთაბეჭდილებებიდანომისა და ნაციონალ სოციალიზმის შესახებ და ანალიტიკოსად გახდომის მათი მოტივაცია.

შესაბამისად, ამ ნაშრომის მიზანია, რომ ომის თაობის ბავშვებმა  თქვან თავისისათქმელი,დაიკმაყოფილონ  ადრეული ასაკის განცდების  გამოთქმის მოთხოვნილება და გაცნობიერონ  ყოველივე იმის მნიშვნელობა, რაც  დუმილის საფარველით იყო დაფარული მათი ბავშვობის  თავისებურების  გამო. ბოჰლებერის  (2002) თანახმად,  მატრავმირებელი სიტუაციისადმი    მიზეზ -შედეგობრივი   გააზრებული დამოკიდებულება  გამომუშავდება  მხოლოდ გარკვეული ტრავმატული ისტორიული სიტუაციის მქონე საზოგადოების მიერ.

 

2 მეთოდი

ჩემი კვლევის პროექტი

ამ პროექტში- „ბავშვობა ომისა და სოციალ ნაციონალიზმის დროს, იხსენებენ გერმანელი ფსიქოანალიტიკოსები“(Schlesinger-Kipp 2012),ქალ და მამაკაც  ანალიტიკოსებს ვეკითხებოდი მათი ბავშვობის მოგონებების შესახებ. მედამახსოვრების პიროვნულ პროცესსკულტურული მეხსიერების ნაწილადგანვიხილავ. ჩემს მიერ შედგენილი კითხვარის საშუალებით მე მივმართე გერმანიის ფსიქოანალიტიკური საზოგადოებების  380 ფსიქოანალიტიკოსს, რომლებიც 1930 და 1945 წლებს შორის  დაიბადნენ. 198-მა მათაგნმა კითხვარები უკან დამიბრუნა. აქედან 48% ქალი იყო. გამოკითხულთა 60%-მა თავი ტრავმირებულად იგრძნო, რაც მოსალოდნელზე მეტი რაოდენობაა.თითქმის ერთი მესამედი დღესაც განიცდის ომისდროინდელი ბავშვობის  ამბებს. ეს ამბები მათ ბავშვობის სხვადასხვა ასაკში შეემთხვათ;შესაბამისად, შესაძლებელია გამოკვლეულ იქნას ბავშვობის სხვადასხვა ეტაპზე სტრესის გავლენა უნარების განვითარებაზე. განსხვავებაა ასევე ქალთა და მამაკაცთა მოგონებებსა და განცდებში, რაზეც ქვევით ვისაუბრებ.

კითხვართან ერთად დავაგზავნე წერილი, სადაც ვეკითხებოდი, უნდოდათ თუ არა რომ გამომეკითხა. 105 რესპოდენტმა დადებითად მიპასუხა. მე შევადგინე 5 ასაკობრივი ჯგუფი, თითოეულიდან შემთხვევითი შერჩევით   ავარჩიე  თითო ქალი და მამაკაცი; სულ შევადგინე 10 ინტენსიური ინტერვიუ, რათა მივახლოვებოდი „ნარატიულ სიმართლეს“. ამ სტატიაში მოყვანილი მაგალითები ამ გამოკითხვიდანაა მოყვანილი.

ხანგრძლივი დისკუსიის შედეგად მე შევარჩიე   ინდივიდუალური შემთხვევების ინტენსიური შესწავლის  მეთოდი, რათა ამ თაობისთვის მიმეცა ხმა, რომ  ელაპარაკათ და პირადად  გამოეხატათ თავისი  შეხედულებები. ჩემს მიერ გამოკითხული ადამიანები ანალიტიკოსები არიან,ადამიანები, რომლებმაც ინტენსიურად გადაამუშავეს საკუთარი ცხოვრებისეული ამბები პირადი ანალიზის პროცესში. ჩემი განსაკუთრებული ინტერესის საგანი იყო მათი პირადი დამოკიდებულება საკუთარი ისტორიებისადმი.  ეს გამოკითხვები მსგავსია ექსპერტ ინტერვიუსი, რომლებიც ხშირად იყო გამოყენებული თანამედროვე კვლევების დროს. სოციალური მეცნიერების სხვა მეთოდებისაგან განსხვავებით აქ მნიშვნელოვანი იყო გამოკითხულების   მიმართ ინტერვიუერის დამოკიდებულება. გამომცდელის ნეიტრალობის ილუზია ყავლგასულია, თუ მხედველობაში მივიღებთ ნაციონალ სოციალიზმის ზემოქმედებას ყველა ჩვენთაგანზე. გამოკითხულები უბრუნდებოდნენ თავიანთ ამბებს, რომლებიც ისტორიის წიაღში იშვნენ და მათი აღმოჩენაჩვენს,  ან ჩვენი მშობლების ისტორიაშიც შეიძლება. თითოეული გამოკითხულის შემთხვევაში მე ვეცადე თვალი მიმედევნა იმ კვალისთვის, რომელიც დრომ დაამჩნია ყოფილ ბავშვებს; ეს კვალი ხშირად ჰგავს ნაკვალევს თოვლში, არყოფნის ყოფნას, როცა ადამიანი უკვე წასულია, მაგრამ მისი კვალის პოვნა ისევ შეიძლება. ამას მე „კვალზე შედგომა“ დავარქვი.შესაბამისად, არაფერი, ანუ ის,   რაც ართქმულა, არ შეიძლება ისტორია იყოს; ის ყოველთვის უბრუნდება ხოლმე თავის ადგილს, რათა მიაგნოს თავის გზას უკან, ისტორიაში, როცა ტრავმული კვალი დაკარგულია. არ არსებობს წარსულიდან აწმყოში გადასვლა, როცა უბედურების გავლენით დროგაჩერებულია. არსებობენ პრევერბალური, არა სიტყვიერი მანიშნებლები,  მშობლების მიერ გადატანილი  ომის განცდების მიკროელემენტები, რომლებიც, რასაკვირველია,  მასიური ტრავმატიზმის გამომწვევი არაა,  მაგრამ  იმ ოჯახებში, სადაც მშობლების უთქმელი წარსული ბავშვებისთვისაწმყოდ გადაიქცა, ურთიერთობები განსაკუთრებით მყიფეა. შესაბამისად, მათ ვერ მოახერხეს გადაეხარშათ მწუხარება და შეექმნათ პირადი  სივრცე“ (Weinböck 2009, Psyche page 484. )გამოკითვის დროს სიტყვები და სიმბოლოები ჩნდებოდნენ სრულიად განსხვავებულ მოგონებებში როგორც“black boots”; თითქოს ინტერვიუ და ტექსტები  ერთმანეთს ეხმიანებოდნენ, ეპასუხებოდნენ,რასაც კრისტევა „ინტერსექსუალობას“უწოდებს.  ტექსტები ერთმანეთისაგან ძალიან განსხვავებული იყო, მაგრამ ისინი ისტორიის ერთ პერიოდს აღწერდნენ, ერთ ენაზე იყო დაწერილი  და ფსიქოანალიტიკოსების მიერ ამ ამბების გაგების ფონი ერთნაირი იყო, რადგანაც მათ აქვთ ერთნაირი სიმბოლური ჰორიზონტი, სიტყვების გამოყენების საერთო იდეა. მე, როგორც ინტერვიუერი,ყოველგვარი წინასწარი განზრახვის გარეშე ვეხებოდი ინტერსექსუალობას. ენა მრავალგანზომილებიანია და, შესაბამისად, გარკვეული სიტყვები იძლევიანბიძგს,  იწვევენ მოგონებებს და  სიმბოლურ კარს აღებენ(Warsitz 2006).

 

ინტერვიუს შედეგები

როგორც გამოკითხვათა „ინტერსექსუალობის“ შემთხვევაში, მხოლოდ მუშაობის პროცესში მივხვდი, რომ საქმე მაქვს უფრო დამახსოვრების პროცესის აღწერასთან და ბავშვური განცდების მიერ გამოწვეულ შედეგზე, ვიდრე ისეთ შინაარსებთან, როგორიცაა „ ღამის დაბომბვა“, „გაქცევა და გადასახლება“. ეს კატეგორიები შინაარსთან მიმართებაში წარმოადგენენ ფიქსირებულ მომენტს (განსაკუთრებით კითხვარისათვის). თუმცა მათი მნიშვნელობა ნათელი ხდება მხოლოდ ინტერვიუს დამუშავებისას, როცა ჩნდება  პიროვნული ისტორიის  კავშირი კოლექტიურ ისტორიასთან.

ნაციონალ სოციალიზმის დროინდელი განათლების სისტემის უმთავრესი პრინციპი, რასაც მე აღვწერ იოჰანა ჰაარერის ძალიან პოპულარული სახელმძღვანელოს მიხედვით, ხშირად დრამატულ გავლენას ახდენდა დამახსოვრების პროცესზე, დავიწყებასა და ტრავმულ განცდებზე.

 

განათლება ნაციონალ სოციალიზმის დროს

დოქტორ იოჰანა ჰაარერის ძალზე გავლენიანი წიგნი „ გერმანელი დედა და მისი პირმშო „( 1934) აღწერს ნაციონალ სოციალისტური განათლების ყველაზე მნიშვნელოვან პრინციპებს (Chamberlain 1997).-ახალშობილის დედასთან განშორება უნდა მოხდეს რაც შეიძლება ადრე: დიდისიყვარული ანებივრებს. ახალშობილი უნდა დატოვონ მარტო დაბადებიდან პირველი 24 საათის განმავლობაში  და დედას მხოლოდ  საჭმელად უნდა მიუყვანონ. ბავშვის მოვლა უნდა მოხდეს 20 წუთის განმავლობაში და შემდეგ კვებამდე ბავშვი ცალკე ოთხში უნდა დატოვონ.მთავარი პრინციპია, ზედმეტად არ გაართოთ ბავშვი, მან ღამით უნდა იტიროს და ამ დროს დედამ უნდა გაუძლოს დანაშაულის განცდას. ამდაგვარად, რამდენიმე ღამის შემდეგ ბავშვი მიხვდება, რომ ტირილი არ შველის.(Chamberlain 1997.65).

– ენასთან მიმართება: დედა ბავშვს უნდა ელაპარაკოს დიდების ენით,  ბავშვის ენას სულ თავიდანვე უნდა ერიდოს. ბრძანება და მორჩილება განათლების ადრეული ელემენტია: „ რატომ უნდა გავაკეთო?“- იმიტომ,  რომ უნდაისწავლო დაჯერება“. ასეთ  მიმართვას თან უნდა ახლდეს სილის გაატყაპუნება, ბავშვმაუნდა დაუძახოს ‘დედა“, და არა „დედიკო“ ან „დე’(ibid. 44)..

-სისუფთავის დასწავლა:“ უსუფთაო, ცუდის სუნის მქონე და თავისი ექსკრემენტებით დასვრილი ბავშვი ეწინააღმდეგება ჩვენი მთავრობის სამოქალაქო პოლიტიკის მიზნებს“. ბავშვის ნებისმიერი გამონაყოფი უნდა აღიქმებოდეს როგორც გულისამრევი და საძაგელი(ibid. 51).

– უნდა ებრძოლო ბავშვის უარყოფით თვისებებს, რადგანაც მას უნდა გარემოზე გავლენის მოხდენა ; დედამ ყოველდღიური ბრძოლა უნდა გამოუცხადოს „ტირანის“სიხარბეს, ცელქობას  და აგრესიულ საქციელს. ჭამის დროს ბავშვი მაგრად უნდა ეჭიროთ, რათა  მორჩილება გაძლიერდეს. ჰიტლერის თქმით, „ თითოეული ბავშვი ომია“(ibid. 107).

ეს მხოლოდ ავტორიტარული განათლების გამო არ ხდებოდა; ამ ყოველივეს მიზანი იყო გამოეყვანათ არამიჯაჭვული და, ჩვენი თვალსაზრისით, მძიმედ დაავადებული   სპეციალური ტიპაჟი რასიული კორპუსისა. ნაციონალ სოციალიზმის იდეის მიხედვით: საკრალური რასიული ტიპი „ეშმაკს განდევნის“.

ამ ყოველივეს უნდა შეემცირებინა ბავშვის ყველა სხვა უნარის  შესაძლო განვითარება.10 წლის ასაკში ბავშვი შედიოდა  გერმანელი ახალგაზრდობის ნც განათლების ინსტიტუტშიან გერმანელ გოგონათა ლიგაში, ამის შემდეგ კი ქალთა ნაციონალ სოციალისტურ ლიგაში. მიზანი იყო გაეზარდათ ერთგვაროვანი,  უნიფორმიანი  მასა(ibid. 161).

თუნდაც ბევრ დედას არ შეესრულებინა ჰაარერის ეს წესები, ისინი მაინც იდეალური იყო;  თუ დედას არ შეეძლო ბავშვის ტირილისმოთმენა, ამას სისუსტედ თვლიდა. ნაციონალ სოციალისტური პროპაგანდა არაცნობიერად ეფექტური იყო.მესამე რეიხის პერიოდში ბევრ ტრადიციული ღირებულების მატარებელოჯახს ადრიდანვე აცილებდნენ ერთმანეთს, რათა არ ყოფილიყო ოჯახური იდენტიფიკაცია.მშობლების გაუფასურება ხდებოდა„ფიურერის“ იდეალიზაციის ფონზე,   მისთვის თავგაწირვისსურვილს  ყველანაირად    ხელი ეწყობოდა.

ინგებორგი (იხ. ზემოთ) იხსენებს სკოლის პერიოდს: ყველა მასწავლებელი შერჩეული იყო, მე მყავდა მოხუცი და კარგი მასწავლებელი. მაგრამ მორჩილება, სიმაღლის მიხედვით ხაზზე რაც შეიძლება  სწრაფად დადგომა საშინლად მაღიზიანებდა“.

ის ფიქრობდა იმაზე,  რაც  შესაძლოა დასმენაიყო:“ მე უნდა მოვახსენო ეს, ან რამე მსგავსი“- ეს გამუდმებულ საფრთხედ აღიქმებოდა. „მე სულ ვფრთხილობდი, როცასხვა ბავშვების დაბადების დღეზე მივდიოდი.  იქ ყოველთვის მეკითხებოდნენ, თუ რაზე საუბრობდბდნენ მშობლები.  იქ არ იყო თავისუფალი თამაში ,  ყოველთვის იყვნენ უფროსები , რომლებიც გვაკვირდებოდნენ, შევჭამეთ თუ არა ყველაფერი, ხომ არ ვიყავით განებივრებულები.

ქალები ნაციონალ სოციალისტური ლიგიდან მოდიოდნენ ხოლმე სახლში და გვამოწმებდნენ; ძირითადად აინტერესებდათ, გვქონდა თუ არა ცალკე საწოლი. მე შემომრჩა იმდროინდელი კითხვარები. გვეკითხებოდნენ ჯანმრთელობის, და-ძმის, წარმატებების, ავადმყოფობის შესახებ.   ყველაფერი მნიშვნელოვანი იყო; მგონი, მოღუნული ფეზები რომ მქონოდა, ისიც მნიშვნელოვანი იქნებოდა. მე ვიცოდი, რომ ყოველ წუთში შეიძლება გარიყული აღმოვჩენილიყავი ჩემი ქერა თმისა და ცისფერი თვალების მიუხედავად. მე ვიყავი ანემიური, ფერმკრთალი და სუსტი ბავშვი. არ ვიყავი სანიმუშოდ ჯანმრთელი  გერმანელი გოგო, როგორად ყოფნაც მომეთხოვებოდა. მაშინ  მე არაფერი ვიცოდი ევთანაზიის შესახებ, მაგრამ სულ მქონდა იმის განცდა, რომ შეიძლება გავენადგურებინე. ეს არ იყო რამე კონკრეტული ცოდნა, უფრო განცდის დონეზე იყო.

ინგებორგი აღწერს,თუ როგორ გადაიტანა დრეზდენის დაბომბვა  საშიში მანძილიდან 7 წლის ასაკში:  ბევრი განგაში იყო და არაფერი ხდებოდა. მაგრამ საბოლოოს ეს მოხდა. 1945 წლის 13 თებერვალს მე შევძრწუნდი.ჩვენ დრეზდენის გარეუბანში ვიყავით,  მაგრამ მაინც ძალიან ახლოს იყო. საყოველთაო უბედურება, ჯოჯოხეთური ხმაური  და გრგვინვა, დედამიწა ზანზარებდა. მე შეშინებული ვიყავი და დედაჩემიც შეშინებული  იყო. მერე ყველაფერი გათავდა და აღარაფერი ხდებოდა. შემდეგი შეტევა 2 საათის შემდეგ დაიწყო. მე მეგონა , ეს არ შეიძლება მართალი ყოფილიყო. მე გავიყინე, ქვად გადავიქეცი. კიდევ იყო იმ დღეს მესამე შეტევა,  რომელიც აღარ მახსოვს. ისგაქრა, მეხსიერებაში არ შემომრჩა, ალბათმეტის გაძლება აღარ შემეძლო,  7 წლისა და ნახევრის ვიყავი. მეორე შეტევის შემდეგ მე და დედაჩემი აივანზე გავედით . მთელი სამყარო ალში იყო, ჩვენს უკან კი არაფერი იყო. ძალიან საშიში იყო,  ადამიანები არსად იყვნენ, თითქოს აღარ დარჩა არც ერთი ადამიანი, მხოლოდ ბუნების გამანადგურებელი ძალა. მე ვიცოდი, რომ ბომბები თვიმფრინავიდან გადმოყარეს, მაგრამ ეს უფრო მეტი იყო, ვიდრე მე შემეძლო გამეგო. იყო ერთი მომენტი, როცა მე დედასთან ახლოს ვიყავი და ვგრძნობდი, თუ შიშისგან როგორ კანკალებდა.  რაღაც მომენტში ეს დამამშვიდებელი იყო- ჩვენ ორნი აივანზე, შიშით გათანგულები.

ამისშემდეგ პირველი მოგონება იყო მატარებელი“Elendszug” (საცოდაობის მატარებელი), რომელსაც გადარჩენილები გადაყავდა. სახლი იმ ლიანდაგის ახლოს მდებარეობდა, საიდანაც დრეზდენიდან გამომავალი მატარებელი გადიოდა. ყველანი მოვიდნენ, დაჭრილები იყვნენ, ცუდად გადახვეული ჭრილობებით,  ტიროდნენ, ზოგი მოყავდათ. ჩემს მოგონებაში ისინი არ ლაპარაკობდნენ, მხოლოდ ნაბიჯების ხმა ისმოდა. არ ვიცი, სწორად მახსოვს თუ არა. მაგრამ მე წავიკითხე კლემპერერი,  რომელიც ამ ამბების მომსწრე იყო, და ისიც აღწერდა საოცარ სიჩუმეს, არც ერთი სიტყვა არ თქმულა, ყველა გაქვავებული იყო შიშისაგან.

აქამდე მეგონა, რომჩემი ყველაზე საშინელი მოგონება ეს მატარებელი იყო.მე ვიდექი გასასვლელში სრულიად დაუზიანებელი , ფანჯარასთან, რომელიც ისევ მთელი იყო, ხოლო ყველა სხვა ფანჯარა დაზიანებული, უძლურებას  და  თანაგრძნობას ვგრძნობდი.ისეთი განცდა მქონდა, რომ ეს არ უნდა ყოფილიყო. მე ყოველთვის მეგონა, რომ ეს იყო უსაშინლესი მოგონება, სანამ დანიშნულების ადგილამდე  მივედით. მაგრამ ეხლა ვხვდები,  რომ ეს ასე არაა, რადგანაც მაშინ გრძნობები დამიბრუნდა. უარესი მაშინ იყო, როცა მე ვგრძნობდი, რომ  ქვისგან ვიყავი გაკეთებული. ცუდი განცდები, თანაგრძნობა, დანაშაულის განცდა იმის გამო, რომ მე არაფერი მომივიდა, თან მდევდა. მე ისევ შემიძლია ამის დანახვა, მესმის ყველა იმ საცოდავი ადამიანის ხმა. მანამდე რაღაც არაადამიანური მოხდა და ახლა  უფრო ადამიანები არიან,    რომლებიც არაადამიანობისაგან  იტანჯებიან;  იყო კავშირი, რომ ეს ადამიანებმა გააკეთეს და  ციდან არ ჩამოვარდნილა. ასე შემზარავი და დამთრგუნავი შეიძლება იყოს განცდა,  რომელიც ართქმულა, არ სიმბოლიზირებულა და არ დამახსოვრებულა ბავშვის მიერ დედასთან „სამახსოვრო საუბრებში“ (Welzer 2002). შესაბამისად, ეს განცდები   ბავშვის სხეულშია ჩაბეჭდილი, თუ იმდენად არადიფერენცირებულია,რომ მოხდეს მისი დამახსოვრება კოგნიტური სახით. „ გერმანელი ბავშვი“ არ უნდა ტიროდეს, მაგრამ მან უნდა მოახერხოს ადრეული ასაკიდანვეგაუმკლავდეს  სასიკვდილო საფრთხეს.

 

Après-coupპოსტ ფაქტუმ

ის რაც გვახსოვს,ასახავს  მეხსიერების იმდროიმდელ მდგომარეობასთან  სრულ შესაბამისობას -ჩემს პროექტში ეს  ეხება  ბავშვობის მოგონებებს  ომის დროს. ყველა  მოსაუბრე მეუბნებოდა,  რომ ჩემთან ომის მოგონებეზე მიზანმიმართული  საუბარი განსხვავდებოდამათი ანალიზის პროცესში ამოტივტივებული უამრავი მოგონებისაგან. ყველა აღნიშნავდა  მოყოლილის შინაარსის მნიშვნელობას. დამატებითი, გამოკითხვითი სახის   ურთიერთობის მნიშვნელობა ხშირად იყო პირდაპირ ნახსენები, თითქოს ერთხელ მაინც გაჩნდა შესაძლებლობა‘დედისთვის’მოეყოლათ ,თუ რა საშინელი იყო ყოველივე, და იგრძნეს  შიში, რომ  ძალიან დიდი სიმძიმე დამადეს. ხშირად უჩნდებოდათ  ჩემზე,როგორც დედაზე, ზრუნვის სურვილი (მიუხედავად იმისა, რომ ჩემგან გამოკითხულ ადამიანთა უმრავლესობა თვლიდა, რომ მათი შემდგომი თაობის წარმომადგენელი ვიყავი)

ჩემი მოსაუბრეების მოგონენებთან მიმართებში მე   განსხვავებულად  გამოვიყენებ ფსიქოანალიტიკურ ტერმინს „après-coup”. ნაციონალ სოციალიზმის დანაშაულებების აღიარება მიეკუთხვნება ომისდროინდელი ბავშვების უფრო მოზრდილობის პერიოდს ;შეიძლება გაჩნდეს კითხვა,  თუ როგორ შეიძლება ამან  წარსულის მოგონება რეტროსპექტულადშეცვალოს. ომის დროინდელი საშინელი ამბები არ შეიძლება  დამთრგუნავი ყოფილიყო ნაციონალ სოციალიზმის  გაბატონებული იდეოლოგიისა და მკაცრი სუპერეგო აღზრდის გამო. შემდგომში, უფრო გვიან, ნაციონალსოციალიზმის პერიოდის დესტრუქციული, გამანადგურებელი  პოლიტიკისა და, შესაბამისად, „კოლექტიური დანაშაულის“ გაცნობიერებამ  შეამცირა ბავშვობისდროინდელი პირადი შეგრძნებების მნიშვნელობა.ფიქრები იმის შესახებ, რომ მშობლები შესაძლოა ნაცისტების თანამშრომლები ან მიმდევრები ყოფილიყვნენ, რაზეც მშობლების თაობა დუმილს ამჯობინებდა, მხოლოდ უფრო გვიან გაჩნდა.

მე კიდევ ერთხელ მინდა ამის ილუსტრირება გამოკითხვიდან მიღებული ინფორმაციის საშუალებით:

ჰორსტი, დაბადებული 1932, რომელიც თავს ტრავმირებულად არ თვლის,ყვება უცნაურ ამბავს. რომელიც ბავშვობაში გადახდათავს -ში. ისთითქოს  კოშკზე იყოასული და ქვემოთ გზას, ხეივანსა და დიდბაღს უყურებდა.  ზევიდან ხედავდა დაძონძილი ადამიანების უსასრულო რიგს. სინამდვილეში ის ალბათ  უფრო ახლო მანძილიდან ხედავდა ამას, მაგრამ მეხსიერებაში ძალიან შორს იყო. მან მხოლოდ მოგვიანებით გაიგო, რომ ეს ადგილი  პ-ს ებრაელების შეკრების პუნქტიიყო, საიდანაც მათი დეპორტაცია ხდებოდა. მე აღვნიშნე, რომ შესაძლოა მან ეს მატარებელიც ნახა. ჰორსტმა უცებ მიპასუხა „ალბათ“. მერე უფრო მძიმედ და ფიქრიანად დაამატა: „ჰო“.

ეს, შესაძლოა, ყოფილიყო მისი მეხსიერების ცდა, სივრცეში დისტანცირება მოეხდინა,   რათა უკეთ გამკლავებოდა  მოგონების  სინამდვილეს,  რომლის  შემზარავი სისასტიკე  მხოლოდ რეტროსპექტულად გახდა ცხადად აღქმული.

ჰორსტი:მახსოვს ერთი ამბავი პ-დან: მე გზასთან ვიდექიგადაბმულიჯაჭვებისღობესთან, ჩემი მეგობარი ბაღში იყო. მე მას ველაპარაკებოდი , როცა ჩამოიარა დაქორწინებულმა წყვილმა გერმანულ ნაგაზთან ერთად. მე მოვტრიალდი, ძაღლი მოულოდნელობისაგან შეშინდა და დუნდულაზე მიკბინა. როგორც ჩანს, ხმამაღლა დავიყვირე. მძღოლი, რომელიც სს-ის ოფიცერი იყო, გამოიქცა და  გამვლელებს დაუყვირა:“ შეჩერდით სადაც დგეხართ , თორემ  თქვენს ძაღლს მოვკლავ“. ისინი გაჩერდნენ, ე.წ. ეთნიკური გერმანელები იყვნენ და ბოდიშის მოხდით თქვეს:“ მე  ეს პოლონელი ბავშვი მეგონა “

ესმოგონება მნიშვნელოვანია „après-coup” -ს გათვალისწინებით. შესაძლოა მოგონებაში მამის გავლენიანმა მძღოლმა დაიცვა და ეს დადებითი იყო. ასევე დაამახსოვრდა -„ჩვენ პოლონელი ბავშვი გვეგონა“ და ამან მოიტანა შიში,   რომელმაც  მეხსიერებააავსო: „ პოლონელი ბავშვის კბენადაშვებულია?“  „ მე რომ პოლონელი ბავშვი ვყოფილიყავი, მაშინ ისინი მე მომკლავდნენ?“ „ მე რომ ასეთ გამხდარ წვრილფეხა ბავშვად დავრჩე, გადავიქცევი თუ არა პოლონელ ბავშვად და მერე მე მომკლავენ?“

ჰორსტი, როგორც მხატვარი,დაჯილდოვებულია მოგონებების  ცალკე სურათებად შეგრძნების უნარით, რომლებიც მხოლოდ ოდნავ  ტრანსფორმირდნენ იდეოლოგიურადდა რომლებიც, მიუხედავად ამისა,  ძრწოლისა და დანაშაულის განცდის   სიმბოლოაშემდგომი ადაპტაციის მეშვეობით.

თეზისები (ლიტერატურიდან)  და დისკუსიები მათ ირგვლივ ( კითხვარისა და ინტერვიუს დახმარებით)

დასკვნის სახით  მე განვიხილავ 4 თეზისს, რომლებიც მოვიპოვე ლიტერატურიდან კითხვარების უამრავ მასალაზე და ხარისხიან ინტერვიუებზე დაყრდნობით.

დიაგრამა 1, ასაკობრივი ჯგუფების გადანაწილება

დიაგრამა 2. სქესი

დიაგრამა 3

4.1 დამახინჯებული ბავშვობა, ტრავმატიზმი და ომი.

პირველი თეზისის განხილვამ ტრავმატიზმისა და ბავშვობაში დაზიანების თვალსაზრისით გვიჩვენა, რომ დანაკარგი, ზიანი და ტრავმატიზმიბევრად უფრო მაღლია, ვიდრე ლიტერატურაშია აღწერილი. ასევე უფრო მეტი ბავშვი დაზიანდა უშუალოდ ომის მოვლენებისაგან.

გამოკითხულთა ნახევარზე მეტი თვლის, რომ  ომის დროსბავშვობაში ტრავმირებული იყო. რადებოლდი წერს, რომ ბავშვების თითქმის 1/3  დაზიანებული ან მძიმედ ვნებული იყომთელი შემდგომი ცხოვრების მანძილზე. დანარჩენებმა მოახერხეს  მეტ- ნაკლები  სტაბილურობა შეენარჩუნებინათ ომის შემდგომი დამცველი ფაქტორების  მეშვეობითდა ოჯახის დახმარებით. მხოლოდ შედარებით ნაკლებმა დაკარგა მამა ( 8%). ბევრმა მოახერხა ტრენინგ ანალიზის პროცესში    გამკლავებოდა  ამ ტკივილიან მოგონებებს  და შედარებით მშვიდად განეგრძო ცხოვრება შუა ხნის ასაკში.

ამ საკითხთან დაკავშირებით  ინგებორგი ამბობს: “ მე ვგრძნობდი, რომ ავად ვიყავი, დიდი დეპრესია მქონდა და გარკვეული დრო კლინიკაში გავატარე წარმატების გარეშე. შემდეგ ანალიზი დავიწყე და ამან შვება მომიტანა. მე შევეხე ისეთ დამოკიდებულებას, როგორიცაა  „ ორივე და“     ან… ან“ – ის ნაცვლად., რაც  ორ მხარეს, ამბივალენტობასგულისხმობს. ამან  ძალიან მიშველა , რადგან მივხვდი, რომ შემეძლო ასე მეფიქრა და მემოქმედა.  გამიჩნდა იმის ცოდნა, რომ არსებობს არა მარტო გაუფასურება და იდეალიზაცია, როგორც ჩემს სახლში ხდებოდა. ამ პირველი ანალიზის განმავლობაში  მე მივხვდი, რომ ყველა ადამიანს აქვს კარგი და ცუდი მხარე.მოგვიანებით, მისი ტრენინგ ანალიზის პროცესში , ყველაფერმაიცვალა  სახე -ომმა, ომის შემდგომმა  პერიოდმა  და იმის გაგებამ , თუ როგორ   ცხოვრობდნენ ნაცისტი მშობლები. ის ამბავი , რომ     მე ფსიქონალიზში მოვედი პირადი პრობლემის გამო, წარმოადგენდა გარდამტეხ მომენტს; მე აღმოვაჩინე ის, რამაც სრულიად შეცვალა ჩემი შეხედულება ცხოვრებისა  და საკუთარი თავის შესახებ. მე შემეძლო შემეხედა რაიმე მოვლენისათვის ერთზე მეტი კუთხიდან, მიმეღო გადაწყვეტილებები,  გამომეტანადასკვნები.  მე 30 წლის ვიყავი…( მისი შემდგომი პირადი ანალიზი) იყო ხანგრძლივი და მძიმე,მან ბევრი რამ  თქვა ომის განცდებზე-ის ,რაც არასოდეს უთქვამს…საოცარია, როგორ შეუძლია ზოგიერთს ამის იგნორირება. მე ვიცნობდი იმათ, ვინც უცებ გადაიქცა  თავისებურ ებრაელად  … არაა ადვილი გყავდეს ნაცისტი მშობლებიდა აღიარო იდენტიფიკაცია სიძულვილთან და ძალადობასთან“.

 

4.2ომის ზეგავლენა ფსიქიკაზე ბავშვობისასაკში :სეპარაცია,  ომისდროინდელი განცდები , დამცავი  ფაქტორებისხვადასხვა ასაკობრივჯგუფში

მეორე თეზისი ეხება ომის მოვლენების შედეგებს სხვადასხვა ასაკის ბავშვებში (1930 წლიდან 1945 წლებში  დაბადებულები). კითხვარისა და და ინტერვიუს მიერ მოწოდებული მასალებისსაშუალებით შესაძლებელია დეტალურად ვილაპარაკოთ ზემოქმედების გზებზე  და სხვადასხვა უნარების განვითარებაზე  ბავშვობის სხვადასხვა ფაზაში.

 

დიაგრამა4. ტრავმული გამოცდილება

ყველაზე უფროსები ( ომის პერიოდში  15 წლამდე) მოესწრნენმამასთან ოჯახურცხოვრებას და ომის შემდეგაც მზრუნველ ოჯახებშიცხოვრობდნენ . უკვე ომის დროს  მათ  ჰქონდათ ამაზე საუბრისა   და ფიქრის უნარი, რისი წყალობითაც უკეთ შეეძლოთ განცდებთან გამკლავება.  საშუალო ასაკის ჯგუფი( 1934-1939 დაბ.) განსაკუთრებით დაზარალდა დანაკარგისაგან, ომისაგან,  ტრავმატიზმისა და სეპარაციისაგან.სკოლის უმცროსი  კლასები   ნაციონალ სოციალიზმის პერიოდს დაემთხვა;  ისინი ომსხშირად წარმოიდგენდნენ – ცნობიერად თუ არაცნობიერად- როგორც დასჯას მათი ბავშვური სურვილებისა და სისუსტის გამო.  ნათლად ჩანს, რომ ბავშვური ნარატივი- ომი  არის პირადად  მისი დასჯა-შესაძლოა გაცნობიერდეს და შეიცვალოს  (როგორც   არასწორადგაგებული),თუ მის   ტანჯვასსხვა გონიერი ადამიანი   გაიგებს და  მას ახალ გაგებას  მისცემს.

ტრავმატული ამბავიახსოვნთ, მაგრამ ამ მოგონებების თანამდევი განცდები ვერ სახელდება. ყველაზე ახალგაზრდა ჯგუფი( 1940- 1945) განსაკუთრებით დამოკიდებული  აღმოჩნდადედების  უნარზე, გამკლავებოდნენ ტკივილსა და შიშს. ამავე დროს, ხშირად მათ დედის განცდებისათვის უნდა თანაეგრძნოთ ( სხვა  მიჯაჭვული ფიგურები  იშვიათადაა ნახსენები)

მე შევჩერდები 1934-1936 წწ დაბადებულთა ჯგუფზე, რადგანაც აქ თითქმის ყველა კითხვაზეყველაზე  ემოციური პასუხები იყო გაცემული.

 

1934 და 1936 წწ(3 -11 წლის) დაბადებული ჯგუფი

 

  • ფროიდის თანახმად, ამ წლებში დაბადებული ბავშვებიშეიძლება კლასიფიცირებულ იქნან, როგორც შეფასების უნარიანი,საკუთარი აზრის მქონე ბავშვები, რომლებსაც გარდატეხის ასაკში შეუძლიათ ლტოლვებით განპირობებულისურვლების რეგულაცია. გასაოცარია, რომ თითქმის ყველა მათგანი თითქმის ყველა კითხვაზე პასუხისას აღნიშნავდა უმძიმესი ტვირთის განცდას (  მომდევნო 1937 და  1939ჯგუფთან მონაცვლეობით).
  • 86% გამოიარა დაბომბვები, 81% დაბლა მფრინავი ავიაციის შტურმი, 50% იტანჯებოდა შიმშლისაგან, 72% სიღარიბისა და სიცივისაგან ომის შემდეგ.
  • 68%- მა კითხვაზე მატრავმირებელი განცდების შესახებ უპასუხა – დიახ,
  • 46% არ ჰქონდა განცდა, რომ  მზრუნველ ოჯახებში იზრდებოდნენ  ( ყველაზე მაღალი მაჩვენებელი) და 73% ვერ შეძლო ესაუბრა მათი მშობლების თავს გადამხდარ  საშინელ ამბებზე. . 68%  -მა ადრეული ბავშვობიდანვე თავის თავზე აიღო პასუხისმგებლობა.
  • Diagram 5 დაცული
  • 46% დღემდე თვლის თავს დაზიანებულად ( ამკითხვაზე ყველაზე მეტი პროცენტი)
  • Diagram 6 დაზიანებული

ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე, ამ ასაკის ბავშვებს  გააჩნდათ მეტ- ნაკლებად სტაბილური სამკუთხედის შექმნის  უნარი, რადგანაც მოესწრნენ  და  ისევ  ახსოვდათ დედისა და მამის წყვილის არსებობა .  ამის მიუხედავად, დაწყებული ომი, შესაძლოა, განიხილებოდა როგორც დასჯა მათ არაცნობიერი სურვილების გამო და აყალიბებდა  უკიდურესად ამკრძალავ სუპერეგოს. დედას   უნდა  ეტვირთა  ყველა სოციალური როლი მამის დიდი ხნით არყოფნის გამო.  მამა უფრო მათი ფანტაზიის პერსონაჟიიყო,  ვიდრე რეალურად არსებული პიროვნებადა ძალიან დიდი ალბათობით „ ტრიადული კონფლიქტი“ (Reiche 2000, page 41) ანუოიდიპური დრამა,მათ გადაუჭრელი რჩებოდათ.  .

ოჯახების გახლეჩა და მშობლების გაკარგვა დიდ ტრავმას  იწვევდა. ჩემს მიერ შემთხვევით შერჩეულ   გამოკითხულთა შორის  შესაძლოა არსებობდა „ განვითარების უნარების ტრავმული გადახვევა/ დევიაცია (Fischer, Riedesser 1999, page 249)  ასაკისათვის შესაბამისი  გამკლავების უნარების არქონით. უეცარი ელდა დანაკარგის გამო იწვევდა ბავშვის ტკივილით გადავსებას, როცა ის ჯერ კიდევ ცდილობდა გაერკვია  ყოველივე თავის შინაგან კოსმოსში.  მას არ შეეძლო ტკივილის სიმბოლური გამოხატვა  დაიძულებული იყო  ნაადრევად დიდივით  მოქცეულიყო. არ ვიცი,დამთხვევაა თუ არა, მაგრამ ორივე  რესპონდენტი ყველაზე მძიმე დანაკარგით, რომლებიცმზრუნველ ოჯახებში არ გაზრდილან (ნაციონალ სოციალისტების და შემდგომში ომის მიერ მათი ოჯახების განადგურების გამო), ამ ჯგუფს მიეკუთვნებოდა.მე ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს.

 

მადელეინი, დაბადებული 1934 (იხ თავი 8.3.3.):

საყვარელი მამინაცვლის წამებისა და მკვლელობის მერე( 1944) მადელეინს  გაუჩნდაგანცდა, რომ დედაზე უნდა ეზრუნა.

ის იხსენებს:

მადელეინი, რომელიც დაიბადა მხასიობი ქალისაგან 1934 წელს ბერლინში, კარგავს თავის საყვარელ მამას, მამიკოს,  დედის მეორე ქმარს. ის ნაცისტებმა მოკლეს იმის მერე, რაც თეატრი წაართვეს და ოჯახი პრაღაში გაიქცა. იქ დაიბადა მადელეინის უმცროსი და. მადელეინი იხსენებს: „ პრაღაში მქონდაგანცდა, რომ დედაჩემზე მე უნდა მეზრუნა. დღეს, როცამის დღიურებს  ვკითხულობ, ვხვდები, თუ რატომ მქონდა ეს განცდა. დედაჩემი წერდა , რომ თვითმკვლელობაზე ფიქრისაგან მხოლოდ შვილების ბედზე ფიქრი აჩერებდა. 10 წლის ასაკში გამუდმებით ვგრძნობდი:  ყურადღება რომ მომედუნებინა-რაღაც მოხდებოდა. დღიური აღწერს დედაჩემის ცხოვრებას. ეს იმაზეა, თუ როგორ გახდა დედაჩემის ცხოვრება ჩემი ცხოვრება.

როცა  ბერლინში დავბრუნდით, მე სულ რიგში ვიდექი ჩემს პატარა დასთან ერთად, ვაჭმევდი, ვბანდი მას და წყალს ჩაიდნით ვათბობდი. დედაჩემი არასდროს არ იყო სახლში, ის  იატაკქვეშ  წავიდა. ბერლინის მაცხოვრებლები სანიმუშო ხალხია-  ვიღაცყოველთვის მეხმარებოდა,  საბავშვო ეტლი ტროტუარზე  რომ უნდა ამეტანა ხოლმე.    ეს საკითხი არ მაშინებდა- მამიკო მკვდარი იყო და ამაზე უარესიაღარაფერი დამემუქრებოდა.ზოგჯერ თავშესაფარში სს-ს ხალხთან ერთად ვიჯექით. დედაჩემი დიდი საფრთხის ქვეშ იყო, ის  მხოლოს მამაჩემის გამო გახდაპარტიზანი.

მე განწყობილი ვიყავი იმისათვის,რომ გამეზარდა მისი შვილი და მიმეცა დედისთვის იატაკქვეშ მუშაობის  საშუალება.ჩვენ ამაზე არასოდეს გვილაპარაკია. მას ეს დიდი ტკივილს  და ტანჯვას აყენებდა.“ 

 

ალექსანდრე_ დაბ.1936, იხ გვ 8.3.4.), მისი ოჯახიც ომმა დაანგრია.

1945-ში დედამისი იძულებული იყო ბრატისლავადან გაქცეულიყო ალექსანდრეს 18 წლის უფროს დასთან და ორ უმცროსს ვაჟთან ერთად.  მათ დრეზდენამდე მიაღწიეს, სადაც სხვის ოჯახში ცხოვრობდნენ. ერთ ღამეს დედამ სცადა  თავისი  დედის გამოყვანა დრეზდენიდან. იმ ღამეს დრეზდენი იბომბებოდა და  დედა და ბებია დაიღუპნენ. მამის მშობლებიც დაიხოცნენ გაქცევის დროს.მამა საბჭოთა ჯარმა ტყვედ ჩაიგდო და 1950 წლამდე ციხეში ყავდათ. ორივე მშობელი ნაციონალ სოციალისტური პარტიის წევრი იყო.

ალექსანდრე: „მე არასოდეს მიფიქრია იმ ტკივილიან წარსულზე,  რაცცხოვრებაშიშემემთხვდა. მე უფრო  მეგონა, რომ   ტკივილი ეხებოდა მხოლოდ ჩემი მშობლების გაქრობას , როცა 8 წლისა ვიყავი, ან სადღაც 10. ჩემთვის და ჩემი და-ძმებისათვის ჩვენი მშობლების სიკვდილი  არასოდეს იყო  რეალობა ,რადგან ისინი მხოლოდ წავიდნენ და აღარ დაბრუნებულან, სადღაც  სხვაგან გარდაიცვალნენ. არ იყო მათთან გამომშვიდობებისა  და  გლოვის საშუალება .   ალექსანდრეს ინტერესი ფსიქოლოგიით  და ფსიქოანალიზით  იმით იყო განპირობებული, რომ მას უნდოდა  მწუხარება    მოეცილებინა.. .„მოგვიანებით მე მივხვდი. რომ სახლის ასე მოულოდნელად დატოვებამ და ამით  გამოიწვეულმა  ცვლილებებმა  გადამავსო  და ამის ატანა აღარ შემეძლო.“

ალექსანდრეს და 21 წლისა იყო, როცა მამა დააპატიმრეს. მან გადაწყვიტა  ძმებთან ერთადაეწყო ცხოვრება.  „მაგრამ 1947 წლის ბოლოს მას ფული გაუთავდა. ღამით ოთხი ბიჭი კონტრაბანდულად გადაგვაპარა საზღვარზე. ჩვენ ოთხნითავშესაფარში დავრჩით და ნახევარი წლიდან 4 წლამდე ვიცხოვრეთ იქ. ჩემს უმცროს ძმას საშუალება მისცეს ჩემთან ერთად ეცხოვრა ბავშვთა სახლში, მე  სამი წლის ბავშვის ლოგინის თავზე მეძინა.  როგორც ჩანს,დიაკონესას კარგად ესმოდა ჩვენი მდგომარეობა. ამ გადასახედიდან, ცხოვრების პირველი 8 წელი ბრატისლავაში სამოთხესავით  ჩანდა“- ..ამის შემდეგ თითქოს ცხოვრების ამ ნაწილს ფარდა ისე ჩამოეფარა,  რომ მათი ცხოვრების ნაწილად აღარ აღიქმებოდა. ეს,როგორც ჩანს, გამოწვეული იყო მკვეთრი დასასრულით.

მოხსენებაშიაღწერილი იყოტრავმული სიტუაცია, მაგრამ არ იყო ლაპარაკი განცდებზე. სხვა, მეორე ადამიანის მიერ ტრავმის გაცნობიერების გარეშე ძნელია   საკუთარი განცდებისგაცნობიერებაც.  ამ ასაკში შიში და სხვა პრობლემები აღიქმებოდა, როგორც საკუთარი მარცხი და არა როგორც    განვითარების ამოცანების“გადამეტებული მოთხოვნებისა“  და მარტო დარჩენის შედეგი.

სხვა ასაკობრივი ჯგუფის  თავისებური   ტვირთი და მიღებული ზიანიც მსგავსი სახით განიხილება

 

4.3 ომის განსხვავებული ზემოქმედება და მამის არყოფნის შედეგი გოგონებისა და ბიჭებისათვის.

თუ   ამ აღმზრდელობით  იდეებს ქალიშვილებს მოვარგებთ, შეიძლება ითქვას, რომ დედები მათ „საკუთარი მე- სა და სხეულის ნაწილად“  აღიქვამენ (Mertens 1994, 93)და მათ უფრო ნაკლები აგრესიისადა ინიციატივის გამოვლენის საშუალებას აძლევენ, ვიდრევაჟიშვილებს. „ ქალიშვილიდედას წარმოიდგენს  როგორც აგრესიულს, შემომჭრელს,მაკონტროლირებელს,   ის ეხმარება ქალიშვილს, რომ გაუმკლავდეს მის რეაქტიულად განვითარებულ აგრესიულ სურვილებს(…) .  ამის შედეგია აგრესიის შეკავება,  რომელიც შემდგომში შებრუნდება  საკუთარი თავისკენ“(Mertens 1994, 94). ნაც.სოციალისტური განათლება დამანგრეველი იყო. ბიჭებს ფანტაზიაში  სიდიადეთან გაიგივების  საშუალება  ეძლეოდათ,რაც მამურ -მამაკაცურ განწყობას აყალიბებს და საკუთარი უნარების ზეშეფასებას უწყობს ხელს . ამას გარდა, ხდებოდა დედისგან  დაშორება, რაც გენდერული განსხვავებების აღმოჩენით იყო განპირობებული, და რაც ასევე აძლიერებს ავტონომიურ განვითარებას და ბიჭებს აგრესიის გამოხატვის საშუალებას აძლევს (Mertens 1994, 101). დედასთან  გამორჩეული სიახლოვე მამის ომში ყოფნის დროს  განსხვავებული შედეგების მქონე იყო  ბავშვის სქესიდან გამომდინარე. რადგანაც ამ  თაობის ბავშვების დედები 1 მსოფლიო ომის დროინდელი ბავშვებიიყვნენ, მამის არყოფნის   შედეგი შესაძლოა, დედებისაგან იყო გადაცემული  [1] .

მადელეინის მსგავსად, იძულებითი, ნაადრევი ავტონომიის მქონე ქალიშვილებს, რომლებიც დედასთან მიჯაჭვულები იყვნენ, შესაძლოა განევითარებინათ დედაზე ზრუნვის ძლიერი სურვილი და დაეთრგუნათ საკუთარი სურვილების ჩამოყალიბება,  რაც აუცილებელია სეპარაციისათვის. ისინი ნაკლებად ემპათიურები იყვნენ საკუთარი მოთხოვნილებების მიმართ.

 

ნაციონალ სოციალიზმის დროს დაბადებულ ქალ და მამაკაც ფსიქოანალიტიკოსთა გამოკითხვის შედეგები

(N=200)

 

ზოგადად, გოგოებს უფრო შეუძლიათ და მიდრეკილი არიან აგრესიის შეკავებისაკენ  ბიჭებთან შედარებით მათი  თავისებური სოციალიზაციის გამო, დედასთან განსხვავებული დამოკიდებულების გამო და იმ შიშის გამოც, რომელიც ომის დროს გადაიტანეს. მოგვიანებით ქალებს, როგორც ჩანს, უფრო შეუძლიათ ილაპარაკონ თავის შიშზე , გადატანილ ტკივილებზე და ნაკლებად- ძალაუფლებაზე, აგრესიაზე და დედების ნაციონალ სოციალისტურ იდენტიფიკაციაზე.

ომის დროს მამების არყოფნამ და დედებთან სიახლოვემშედეგად  სქესებს შორისგაუცხოება

გამოიწვია.

 

  • ქალები უფრო ხშირად არიან დიდი ქალაქებიდან, ვიდრე კაცები ( 53% -40%)
  • ომმა ქალები უფრო ხშირად დააცილა დედებს, ვიდრე კაცები (25% vs. 15%).
  • ქალთა მშობლები უფრო ხშირად იყვნენ გაცილებული ( 14% – 2%)
  • ქალები უფრო ხშირად იყვნენ ევაკუირებულები( 47% – 32%)
  • მათ უფრო ახსოვთ დაბომბვა, დაბლა მფრინავი ავიაციის შეტევები, სიღარიბე და ავადმყოფობა, ვიდრე კაცებს;
  • ისინიუფრო ხშირად აღწერენ ბავშვურ ტრავმატულ გამოცდილებას, ვიდრე კაცები( 71% -57%)
  • მათი დედები უფრო ხშირად იყვნენ უმაღლესი განათლებით და ნაკლებად -დიასახლისები, ვიდრე მამაკაცებისა.
  • საერთო ჯამში, გამოკითხული ქალები და კაცები ამ ჯგუფში ხშირად იყვნენ გაცილებულები
  • თვითშეფასებისას ქალები უფრო დაზიანებულად თვლიან თავს ომისაგან, ვიდრე კაცები.
  • ქალები ხშირად არ იზრდებოდნენ მზრუნველ ოჯახებში (30%-53%)
  • ისინი უფრო ნაკლებად ანაცვლებდნენ მამას დედით ( 29%-44%) მაშინ, როცა უფრო ხშირად გრძნობდნენ  ნაადრევი  პასუხისმგებლობის განცდას. (66% -44%)
  • 57% ქალებისა ვერ ელაპარაკებოდა თავის მშობლებს ომის საშინელ განცდებზე ( შედ-37 % კაცები)

 

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ გამოკითხული მამაკაცები დღესდღეობით უფრო განიცდიან ომისდროინდელ ტრავმას, ვიდრე ქალები( 29% შედ 26, 3%) .  შესაძლოა  იმიტომ,    რომ, ქალების აზრით, ისინი გაუმკლავდნენ  ბავშვობისდროინდელ ტკივილებს  (31%)პირადი ანალიზის პროცესში, რასაც  მამაკაცების 47 % უარყოფს.

ის ფაქტი, რომ ქალებს  ანალიზი დაეხმარა,იმით აიხსნება, რომ მათ აანალიზირებდნენ დაახლ.  მათივე ასაკის ანალიტიკოსები.    კაცების შემთხვევაში მათი ტრენინგ ანალიტიკოსი 10 წლით უფროსი მაინც იყო (კაცების 44%  ქალების 35%). მეორე მსოფლიო ომის ახალგაზრდა ჯარისკაცებიიგივე  თაობას მიეკუთვნებიან, რომელსაც 10 წლით უფროსიტრენინგ  ანალიტიკოსები.   აქედან გამომდინარე ჩნდება აზრი,  რომ ეს თაობა უფრო ნაკლებად  მგრძნობიარეა  ომის ბავშვების  პრობლემების მიმართ. ტრენინგ ანალიტიკოსების სქესს ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ ჰქონდა.

 

გამოკითხული ქალი ანლიტიკოსები უფრო ხშირად იხსენებენ ისეთ ამბებს,  როგორიცაა- დაბომბვა, დაბლა მფრინავი ავიაციის შეტევები, სიღარიბე და მძიმე დაავადებანი, ანუ -ტრავმატულ მოვლენებს ( 71%vs. 57%კაცები). ჩნდება კითხვა -რის გამოა ეს განსხვავებები:დედასთან ადრეული განშორების გამო? ქალები ნაკლებად უარყოფენ ტრავმულ მოგონებებს? ქალები თავის ბავშვობას ატარებდნენ დიდ ქალაქებში- იქ უფრო საშიში სიტუაცია იყო?….  დედები გოგოებს უფრო ხშირად ტოვებდნენ, რადგანაც თვლიდნენ, რომ მათ მეტი პასუხისმგებლობის განცდა ჰქონდათ, ვიდრე ბიჭებს?გოგოები,  შესაძლოა, ომს და სეპარაციას აღიქვამენ დასჯადდედის ჩამოცილების ოიდიპური სურვილების გამო?

კითხვარებში პასუხად ქალები წერენ თავის შიშზე ბუნკერში და თავშესაფარში,მამის არყოფნაზე , ომის შედეგადოჯახის გახლეჩაზე,დედისშინაგან დაკარგვაზე  და, საერთოდ, ტრავმირებული მშობლების  განცდაზე. ამავე დროს, სხვა ადამიანების ტანჯვა- ებრაელების, იძულებითი მუშების,  პატიმრების…აღმჩნდა, რომ ქალებში უფრო მეტ სტრესს იწვევს, ვიდრე კაცებში.

მეორე  მსოფლიო ომისდროინდელის დედები, რომლებიც პირველი  მსოფლიო ომის დროსმამის გარეშე იზრდებოდნენ, მიწებებულიიყვნენ ქალიშვილებზე, რომლებსაც  იგივე განცდების გამოვლა უწევდათ.  შესაბამისად, გოგოებმა  თავისებურად „მემკვიდრეობით „ მიიღეს ტრავმები შიშის , უსუსურობის  განცდისა და განგაშის  ჩათვლით.

accompanied by images of “strange incidents (…) where women fainted, which showed the daughters quite plainly how the female body is especially exposed in spite of the simultaneous capability of the mother to live which resulted in a puzzling ambivalent tie to the mother” (Roberts 1994, 132).

მარგარეტი 1930 წელს დაიბადა .ომის დროს დედა  ავადმყოფობით გარდაეცვალა . დრო და დრო ის გარბოდა ხოლმე ოჯახიდან, სადაც ოთხი დიდან უფროსი იყო. ომის შემდეგ დები მამას შეუერთდნენ,   მაგრამ მალე ის დააპატიმრეს და მარგარეტი დებთან ერთად ისევ მარტო დარჩა. „ მე დავკარგე ის, ვისაც დავეყრდობოდი,ვინც მჭირდებოდა; უფროსებს  თავისი პრობლემები აქვთ-მოთხოვნილება, რომ ვინმეს დაეყრდნო,შიშშილი, ეგზისტენციალური შიში, სადარდებელი……ეს განცდები რჩება. თუ მე ერთხელ მაინც სპონტანურად მოვიქცეოდი,   მეშინოდა ,ყურადღების ცენტრში არ მოვქცეულიყავი.  ესეთი განცდები მქონდა გარდატეხის ასაკშიც,ეს ცუდად მოქმედებდა ჩემზე. ზოგჯერ გოგოები სასოწარკვეთილებაში ვარდებიან; მაგრამ როცა  გვერდით უფროსი არაა, რომელიც გეტყვის:„ნუ გეშინია ყველაფერი კარგად იქნება!“….- არავინ იყო ამის მთქმელი. ჩვენ ,უფროს გოგოებს, უნდა  გვეშრომა.

1944/1945-ში მარგარეტმა უმოკლეს პერიოდშიდაკარგა დედა, ბებია და ბაბუა, დროებით მამაც, სახლი და ყველაფერი,რაც გააჩნდათ, რაც მისთვის ნაცნობი იყო. ამ დანაკარგმა მას დიდი  კვალიდაამჩნია. ეს ისეთი დანაკარგი იყო, რომ  გამუდმებით ჭირდებოდა ურთიერთობების მოგვარება. მიუხედავად დანაკარგისა,მან არ ინდომა შვილები. მოგვიანებით მარგარეტმა შექმნა მტკიცე და დაცული ოჯახი. მას სჭირდებოდა უსაფრთხოების და კავშირის განცდა, ის , რომ ყველაფერი შეიძლება კარგად იყოს, მისი ცხოვრებაც და მისი სამსახურიც. ამასთანავე,  ძალიან გახარებული იყო,  რომ ქორწინებაში იპოვა დაცული  გარემო  მძიმე ბავშვობის შემდეგ.

…ოგდენის თანახმად,  (Ogden 1995) „ოიდიპურ კომპლექსში შესვლამდე  ბიჭები  გვიჩვენებენ გადასვლის იგივე ფაზას, რასაც  გოგოები.  განსხვავება ისაა, რომ ოიდიპური დედა იგივეა და არაა იგივე“    (Ogden 1995, page 144).  პრე- ოიდიპურ დედათან სიახლოვე დადედა, როგორც ოიდიპური სიყვარულის ობიექტი, წარმოადგენს ტიპიურ მარცხს მამაკაცის განვითარებაში.

ოიდიპურ დედათან ურთიერთობაში შესვლა იწვევს დიდ შიშებს, რადგანაც ის მსგავსია ყოვლისშემძლე პრე- ოიდიპური დედისა.  არსებობს საფრთხე იმისა, რომ განსხვავებულად ყოფნის ტრავმატული აღმოჩენის შემდეგ „ოიდიპური რომანი განიცდება, როგორც   პრე-ოიდიპური დედის აჩრდილის მიერ დათრგუნული ” (Ogden 1995, page 150). ბიჭის იდენტიფიკაცია მამასთან და მამის იდეალიზაცია ჩვეულებრივ ყალიბდება ქალთან, დედასთან  ურთიერთობის შედეგადშინაგანი საკუთარი მამის სახით.  დედასაც უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ მისცესთავს შესაძლებლობა გამოყენებული იყოს აქტუალური მამისკენგადასვლისათვის.  „ სელფის კოლაფსის“ განცდა ჩნდება მაშინ, როცა“ დედა ძალიან დაძაბულია“  (Ogden 1995, page 156).

დედასთან ყოვლისშემძლე ერთობის (დიადის) ფანტაზიამ შეიძლება გამოიწვიოს დისოციაციის პრობლემები მესამე მხარისარარსებობის გამო. ჩემი აზრით, ეს უპირველეს ყოვლისა ნიშნავს იმას, რომ მამისშინაგანი ფუნქცია  და კაციდედის შიგნით თანხვდება?,  [In my opinion this first of all means that the inner function of the father and the man inside the mother matter, again referring to the absence of the fathers in the described cases].რაც კავშირშია მამის არყოფნასთან ზემოთ აღწერილ  შემთხვევებში. თუ დედა თავად კრიზისშია, ფსიქიკური სიახლოვე პრე-ოიდიპურ და ოიდიპურ დედასთან უსაზღვროა. იდენტიფიკაცია არმყოფ მამასთან, რომელიც  მაინცარსებობს დედის შიგნით, საშუალებას აძლევს ბიჭს თავის ფანტაზიაში მაქსიმალურად მოიგერიოს შიშები  და გახდეს დედის ჩანაცვლებული პარტნიორი.  მაგრამ დიდად ყოფნის ეს ფანტაზია იწვევს მეტოქეობას  მამის დაბრუნების შემთხვევაში, განსაკუთრებით მოგვიანებითaprès-coup, როცა ხდება ემოციური გააზრება  მისი  შესაძლო თანამზრახველობისა ნაციონალ სოციალიზმის პირობებში. როცა ვაჟები ახდენენ იდენტიფიკაციას თავის მამებთან, სწორედ ესგააზრება აზიანებს მათ მამაკაცურ იდენტობას.

 

ჯენი აღწერს  თავის უცნობის მამის დაბრუნებას და დედასთან ურთიერთობას: შესაძლოა,  მამის არყოფნა  ბიჭზე დედის საშუალებითმოქმედებს. უცნობი აღიქმება, როგორც უცხოპლანეტელი, შემოჭრილი ქარებთან ერთად.

ჯინი იხსენებს(3 წლის), თუ როგორ იჯდა და თამაშობდა ბაღში კარის უკან, მზეში . ძალიან მაღალი შავი კაცი- ანუ კაცი გრძელ მუქ საზღვაო კიტელში, იდგა კართან და ამბობდა: ჯინ, მამაშენი მოვიდა“. ჯინმა უპასუხა“ შენ არა ხარ მამაჩემი“.  ის გულისხმობს, რომ მანამდე  არ უოცნებია   მამაზე.

ჯინის მშობლები შედარებით ხანშიშესულები იყვნენ, ის „ღვთის საჩუქარი„ იყო. ხუთნახევარი წლით უფროსი დის დაბადების შემდეგ დედას სირთულეები ჰქონდა და ექიმებმა ურჩიეს აღარ გაეჩინა შვილი. დედამისი 40 წლის იყო,  როცა ომის დროს ჯინი გააჩინა. მე ვკითხე , დედისგანთუ ჰქონდა გაგონილი , რომ „ღვთის წყალობაა“. ჯინმა ამოიოხრა და მითხრა, რომ დედამისი მას აღმერთებდა. მე ვკითხე, თუ იყო რაიმე მიზემი, რომ მამის დაბრუნება მისთვის სამოთხიდან გაძევების ტოლფასი ყოფილიყო. ჯინმა მიპასუხა, რომ ამის შემდეგ იოდიპურობა თავის დაზე გადაიტანა და ისინი ერთად ბანაობდნენ ხოლმე. როცა ჯინი 6 წლის იყო, ვერ ხვდებოდა,თუ რატომ აღარ აძლევდნენ თავის დასთან ბანაობის  უფლებას. ის ხუთნახევარი წლით უფროსია-ეს იყო საიდუმლო, დაფარული .

ვერნერი  გმირობასთან გაიგივებას შიშისაგანდაცვად მიიჩნევს; ის აღწერს მის დაცვით ფუნქციასაც:მამამისმა, ვინც გადაარჩინა  სისხლისმიერი ძმობით „ვენიდან ვენაში“ და რომელიც სცემდა და ამით აძალებდა მამაკაცობას,  დიდი     სატანჯველის წინაშე დააყენა- ის არ უნდა გამხდარიყო მამამისნაირი, და, მეორე მხრივ,  მისნაირი  უნდა გამხდარიყო. ფსიქოანალიზი იძლევა საშუალებას  გამოსავალიიპოვო ამ სიტუაციიდან, და ამას ნაწილ -ნაწილ აკეთებს.ამ პრობლემის  მიუხედავად, ვერნერმა რამდენიმე დადებითი მამა იპოვა ფსიქოანალიზში.

ამ საუბრების დროს ვერნერი ყოველთვის შიშობდა,  რომ ომი უნდააღქმულიყო  როგორც ცუდი, მაგრამ მისთვის  ასე არ იყო.  ეხლაც სიამოვნებს  სადგურების ქაოსისგახსენება, მაგალითად, ღამის მატარებელზე დაჯდომა, ერთიდა იგივე გზა ევაკუაციისას და უკან სახლისაკენ. ის ვერ აცნობიერებდა სინამდვილეს, არსებულ რეალურ საფრთხეს. ეს გზა, ანუ ჰეროიზაცია(„ჰეროიზაციის გარკვეული განწყობა ჩემში დღემდე შენარჩუნებულია, ზოგჯერ მოიმატებს ხოლმე, ზოგჯერ კლებულობს „)  დაცვის სახით მოქმედებს და  შიშთან გამკლავებაში ეხმარება. მეორე მხრივ, ის უბიძგებს ადამიანს ჩაერთოს უიმედო ბრძოლაში, როგორც სისხლის გადაცემა მამიდან შვილზე,რომელსაც მაინც ვერ დაიმსგავსებ.

გოგონების მიერ ომისგამოშიშის  უფრო ინტენსიური განცდა   და უფრო ზუსტი მოგონებები, რაც ხშირად დაკავშირებულია პასუხისმგებლობის ადრეულად აღებაზე, შეიძლება გაგებულ იქნას, როგორც დედასთან იდენტიფიცირება ომის ფონზე.  შიშისა და გაჭირვების დროს დედა ხდებოდა ერთადერთი მნიშვნელოვანი სხვა,  როცა მამა არ იყო (ოჯახის სხვა წევრები იშვიათად იყო ნახსენები) . ამგვარად, ტრავმების ხსოვნა ქალებისთვის უფრო ადვილად მისაწვდომი აღმოჩნდა, ვიდრე კაცებისათვის.

იოდიპური სიყვარულის აუცილებელი გადაცემა მამაზე მასიურად  იყოდარღვეული  მისი არყოფნის გამო და განიცდებოდა, როგორც დანაშაული. ეს გასაკუთრებით ეხება გოგოებს, რომლების დაიბადნენ 1936-1943 წწ. განვითარების ამ სტადიაზე ბიჭებმა შესძლესფანტაზიურიგაიგივება მოეხდინათ მამების გმირულ იდეალთან   და, შესაბამისად, შესძლესდედებისათვის მამის შემცვლელის როლში  თავისწარმოდგენა. ამგვარი გაიგივება  მათ იცავდაყოვლისმომცველი შიშისაგან, მაგრამ შემდგომში, შესაძლოა, გამოეწვია მძიმე ბრძოლა მამისაგან განცალკევებისათვის ( სეპარაცია). ამ თაობის ქალებიიბრძოდნენ უფრო თავისი საკუთარი გზის პოვნისა და დედისაგან გამოყოფისათვის.

 

  1. მოტივაცია ფსიქოანალიზისათვის

ჩემი შეხედულებით,    მეოთხე თეზისისათვის მოტივაციაეს იყო- იქონია თუ არა ომის ამბებმა გავლენა ფსიქოანალიტიკოსად გახდომისგადაწყვეტილებაზე.  ხშირად ბავშვებმა ომი პრევერბალურ  ასაკში გაიარეს – როცა  ისეთი პატარები იყვნენ, რომ ვერ ახერხებდნენ ჩასწვდომოდნენ, ან თუნდაც დაკვირვებოდნენ  განცდებს. ეს დასკვნა დამტკიცდა გამოკითხულთა პასუხებით.

 

დიაგრამა 13

მოულოდნელად,  გამოკითხულთაგანბევრმააღნიშნა, რომ მათი პირადი ფსიქოანალიზის პროცესში ნაკლები მნიშვნელობა ენიჭებოდა გარე რეალობას, ისტორიულ სინამდვილეს. ამის ახსნა მდგომარეობს ოიდიპალურობის  ძალიან„ ფროიდიანულ“  განმარტებაში; 1. ადრეული და უადრესი ბავშვობის სიღრმეებში ჩაწვდომა მხოლოდ თანდათანობით ხდება,   და2.ტრავმის თეორიის არასრულყოფილება.თუმცა,შეიძლება  ამ კონტექსტშივე  იქნას განხილულიკოლექტიური დაცვისა და ისტორიული მომენტების ფსიქოლოგიზაციის  ტენდენცია პირად ფსიქოანალიზში.

შესაძლებელია ისიც, რომ კითხვარში ანალიტიკოსად გახდომის მოტივაციისთეზისი მოტივირებული იყო ასევე ჩემი საკუთრი განცდით  და ფსიქოანალიზის აღმოჩენით. ჩემი ფსიქოანალიზის მასწავლებლები სწორედ ის ადამიანები იყვნენ, ვინც ომიანობაში გაიზარდა.   ისინი მასწავლიდნენ  სხვადასხვა პერსპექტივებს და  რეალური მოვლენებისდა ადრეული ურთიერთობებისგაგებას.  იყვნენ რა გარდასული ომის ბავშვები, ისინი არ გაურბოდნენ თავის კონფლიქრებს მამებთან; მათ შეცვალეს ფსიქოანალიზი ომის შემდგომ გერმანიაში და უფრო ადამიანური და  ნაღდიგახადეს.

 

მარგარეტს არ ასვენებდნენ მოგონებები,ისინიგამუდმებითმოდიოდნენარსაიდან. მაგალითად, მას ახსენდებოდა მამა, რომელმაც გაქცევისას უმცროსი დაჩააბარა  და უთხრა: “კარგად მიხედე ბარბარას“. ბარბარას სახე , რომელიც მას სულ თან  სდევდა, ასახავდა მარგარეტის შინაგან მდგომარეობას.  მარგარეტი სხვების მიმართ უფრო ყურადღებიანი იყო , ვიდრე საკუთარი თავის მიმართ, რაც ხშირია ომგამოვლილ ბავშვებში. ყუთებიდა ჩემოდნები, რომლებიც სულ თან დაჰქონდა ბუნკერებში დაბომბვის დროს,  უფრო დათრგულულობის განცდას იწვევს მასში, ვიდრე იმ განცდებს,რომლებიც დაბომბვების დროს ჰქონდა. მარგარეტი დღესაც დათრგუნულია,  მაგრამცდილობს კვლავ და კვლავ გაუმკლავდეს„ მძიმე სუპერ -ეგოს” ახალ გამოწვევებს. ის თვლის, რომ ძლიერება ნიშნავს ყველაფრის გაძლებას და რომ ის სხვაზე გამბედავია. ეს დაკავშირებულიაგანცდასთან, რომ  უცნაური, არასასურველი ადამიანია და,შესაძლოა, არც  აქვს არსებობის უფლება. ის თვლის, რომ ფსიქიკური შედეგები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე  თითოეული იმ შემთხვევის მოგონება , სადაც ის დაითრგუნა. აქვს კი მას უფლება აღმოჩნდეს ყურადღების ცენტრში და მოყვეს თავისი თავგადასავალი? კბილზე ენის დაჭერის ენის განცდა დღესაც ძლიერია, ყველაფერი დანაშაულის განცდით არის დამძიმებული, ყველაფერი ცუდადაა. ეს განცდაც ახდენს   გავლენას მის სამუშაოზე; ის ცდილობს არ მიაქციოს ყურადღება თავის თავს, თუმცა პასუხისმგებლობასარ გაურბის.

როცა  ვეკითხები,   ულაპარაკია თუ  არა  ნაცისტურ დროზე,კონკრეტულად მის ამ ორმაგ დანაშაულზე და ტანჯვაზე თავის სხვადასხვა ანალიზებში, ის მპასუხობს, რომთქმის გარეშეერჩივნა.პერფორმანსზე ორიენტირებულ განათლებას რამდენჯერმე  გადაურჩენია იგიდა წინ წაუწევია;  „სიმტკიცის გამოჩენა“…მე ვეუბნები: ეს ნიშნავს, რომ თქვენ არ აპირებთ აჩვენოთ ის ტკივილი, რომელიც ძალიან ღრმადაა“. არა,მასსაკუთარი თავისთვის  გამოწერილი აქვს კვირაში ოთხჯერადი ანალიზი ერთ უფრო ხანშიშესულ ანალიტიკოსთან. ის აკეთებს დიფერენცირებას კომპულსიურ ნევროზსადა ისტერიას შორის, ის უფრო ისტერიულია. მაგრამ ბოლოს და ბოლოს მან შესძლო გამოეხატა იმედგაცრულება და ზიზღი დედამისის მიმართ. თითქმის ყველაფერი, რასაც ის აკეთებდა, გლოვა იყო. სიზმრებში ეხლაც რუსები დასდევენ. ადრე სამოგზაუროდ რომ მიდიოდა , ყველაფერი უნდა დაელაგებინა, რადგანწარმოიდგენდა რომ   შეიძლება ვერ დაბრუნებულიყო და მაშინ ყველაყველაფერს ნახავდა. ანალიზის შემდეგ ეს ჩვევა შეწყდა. ის გაიზარდა ძლიერი სუპერ-ეგოთი; ეს კი ადამიანს არ აძლევს საშუალებას მხიარული და მშვიდი იყოს. მისმა ტრენინგ ანალიტიკოსაც კი უთხრა ერთხელ, რომ ის სრულიად მარტოა. ეს მისთვის მთავარი აღიარება იყო..

ბევრი სხვაცაა,  მაგალითად, ბირგიტი, დაბადებული 1940. მისი მამა მუშაობდა როგორც  Waffen SS in Theresienstadt ტერეზინში და დედამისი დარდის, დანაშაულისა და დეპრესიისაგან  გარდაიცვალა, როცა ბირგიტი 14 წლის იყო. ის ყვება:

„მე ძალიან მადლიერი ვარ ჩემიპირადი ანალიტიკოსისა. იმედი მაქვს,არ თვლით, რომ ამას იდეალიზაციის გამო ვამბობ;ბევრს ვეკამათებოდი ხოლმე.  ძალიან მადლიერი ვარ მისი,  რომ  ყველაფერი აიტანა, მე და ჩემს  ამბებს განუზომელი ზრუნვით უდგებოდა. ანალიტიკოსმა ჩემი სიცოცხლე გადაარჩინა, მე დანამდვილებით შემიძლია ეს ვთქვა.“ ბირგიტი ტირის. მას არ უნდა ამაზე საუბარი, მაგრამ შეიძლება დღეს აქ არ მჯდარიყო თავის ოჯახთან ერთად, ანალიზი რომ არ გაევლო.  ერთხელ ის  პირველი შვილიშვილის აკვანთან იდგა. მოულოდნელად წარმოდგენებიმოაწვა-თითქოს  ბავშვების თავის ქალებს კედელს ანარცხებნენ. ის პანიკამ აიტანა და  თავის ანალიტიკოსსდაურეკა. ანალიტიკოსმა   გამოთქმის საშუალება მისცა; მას ტერეზინი მოუვიდა თავში.მე ვკითხე:  ანალიტიკოსმა აღადგინაწარსულთან კავშირი?“  „წარსულის მაგივრად მხოლოდ აუწერელი ძრწოლაა. ერთხელ მე მივედი სეანსზე და სანამ მივდიოდიჩემს გზაზე, მავზოლეუმს გავუარე. მაგრამ მე ამის თქმა ვერ შევძელი, ყველაფერს სიკვდილის სუნი უდიოდა. ანალიტიკოსს  არ დაუკავშირებია ეს პირდაპირ ჩემი ოჯახის ისტორიასთან, მხოლოდ საშუალება მომცა, რომ მეარსება.“

 

5 დასკვნა.

გამოკითხულმა პარტნიორებმა მასწავლეს, თუ როგორ შეიძლება იმუშაო ომგამოვლილი ბავშვობის მოგონებებზე და  გერმანელებისთვის მნიშვნელოვანი სხვა,  მსხვერპლისთემაზე შეუხებლად.. ომის საშინელებები სხეულში აღიბეჭდა. ჰეროიკულ  კერპებთან ადრეული ავტონომიური გაიგივება წარმოადგენდა გმირული  გამკლავების  ცდას.  რამდენადაც გერმანელთა დანაშაული  ნაციონალ სოციალიზმის და ომის დროს  უფრო და უფრო ნათელი ხდებოდა, ბავშვობის იმდროინდელი მოგონებები რეტროსპექტულად კვლავ და კვლავ ადაპტირდებოდა ახალ ნარატიულ სინამდვილეთან. ასე რომ, ბავშვების მეხსიერების პროცესმა  ორჯერ განიცადა  ფსიქო-ისტორიული გავლენა- მაშინ, როცა ეს განცდა ჩამოყალიბდა და შემდეგ- ზრდასრულობაში.

ჩემი კვლევის მიზანი იყო ხელი შეწყობოდა ხსოვნის  კულტურას ფსიქოანალიზში და ომის თაობას შესაძლებლობა მისცემოდა  ეთქვა თავისი სათქმელი.როდესაც ჩემს ხელთ აღმოჩნდა  100 თანხმობა ინტერვიუზე, ნათელი გახდადუმილის სიღრმეში დაფარული წარსულში განცდილის გაცნობიერების მაღალი მოთხოვნილება. ამიტომაცამ პროექტმა შესაძლოა უბიძგოს  შემდგომ კვლევებს. …

რადგანაც ჩვენ ფსიქოანალიტიკურ ინსტიტუტში ვართ, მე ვისურვებდი, რომ ეს შრომა დამემთავრებინა ინგებორგის სიტყვებით ფსიქოანალიტიკური საზოგადოებისათვისამ პროექტის მნიშვნელობისშესახებ.   ინგებორგის აზრით, ყოველთვის არის დაპირისპირება ანალიტიკურ საზოგადოებაში, ტრეინინგ აანლიტიკოსები კამათობენ ერთმანეთთან დაეს შემდგომ თაობასგადაეცემა. .. არსებობს კონფლიქტი კლეინიანელებსა და სხვებს შორის.მაგრამ ის ფიქრობს, რომ ეს გამართლებაა. ის ფიქრობს, რომ  მაშინ იქნებოდა   სავალდებულო ან… ან,ზუსტად  ისევე როგორც ნაცისტების დროს. რაღაც კარგი ყველა მიდგომაში შეიძლება ინახოს, მაგრამ ის გულისხმობს ცდას,დაამკვიდრო რაღაცა შედეგების მიუხედავად, როგორც ძალადობის აქტი, რომელიც კავშირშია ამ ან..ან“ -თან ან სწორთან და არასწორთან. ანალიზში ეს არაა დაშვებული. არსებობს საგნები, რომელიც ნამდვილად მცდარია, ისევე როგორც ლიმიტის გადალახვა, მაგრამ ის სკოლები, რომლების ერთმანეთს ებრძვიან ამის მსგავსად, ამას აკეთებენ იმიტომ, რომ ადამიანს ყოველთვის სჭირდება მოწინააღმდეგე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

[1]სამწუხაროდ მე არ მაქვს მეტი ინფორმავია ტრანსგენერაციული ტრავმის შესხებ

1 და 2 მსოფლიო ომების დროს, რადგანაც ბებია- ბაბუაზე კითხვები გასაკვირად ცოტა მონაწილემ შეავცო. ის ფაქტი, რომ გამოკითხულ ანალიტიკოსებიდან ძალიან ცოტამ იცოდა თავისი წინაპრების ამბებისა და ბედის შესახებ, გვიჩვენებს თაობათა შორის ურთიერთობას. ა

 

გერტრაუდ შლეზინგერი-კიპ