ტომას ოგდენი
( 1994)
Int. J. Psycho-Anal., 75:3-19.
ამ წერილში მე წარმოგიდგენთ კლინიკურ მასალას ორი ანალიზიდან, რათა გიჩვენოთ გზა, რომლითაც სუბიექტივობისა და ინტერსუბიექტივობის ურთიერთქმედება გავლენას ახდენს ფსიქოანალიზის პრაქტიკაზე და ასევე გზა, რომლითაც წარმოიქმნება კლინიკური თეორია. როგორც ნახავთ, მე სუბიექტივობისა და ინტერსუბიექტივობის დიალექტიკურ მოძრაობას განვიხილავ როგორც ფსიქოანალიზის ცენტრალურ კლინიკურ ფაქტს, რომლის აღწერასაც ყველა სხვა კლინიკური ანალიტიკური აზრი ცდილობს კიდევ უფრო მსაზღვრელი და მაწარმოებელი ტერმინებით.
კლეინისა და ვინიკოტის ნაშრომებში გამომუშავებულმა ანალიტიკური სუბიექტის ცნებამ თანდათანობით ყურადღება გაამახვილა სუბიექტისა და ობიექტის ურთიერთდამოკიდებულებაზე (Ogden, 1992b). სამართლიანი იქნებოდა იმის თქმა, რომ თანამედროვე ანალიტიკური აზრი იმ წერტილს უახლოვდება, სადაც ანალიტიკოსი და ანალიზირებული უკვე აღარ განიხილება , როგორც ორი განცალკევებული სუბიექტი, რომლებიც ერთმანეთისათვის ობიექტებს წარმოადგენენ. იმ პოზიციის ნიშნული, რომლის თანახმადაც ანალიტიკოსი პაციენტის პროექციების სუფთა დაფაა, თანამედროვე ანალიტიკური პროცესების კონცეფციაში განუწყვეტლად ქვევით მიემართება .
ფსიქოანალიზმა ბოლო ორმოცდაათი წლის მანძილზე შეცვალა თავისი შეხედულება საკუთარ მეთოდებზე. ახლა ფართოდ განიხილება, რომ განმარტებები უნდა გაკეთდეს არა პაციენტის ინტრაფსიქიკურთან მიმართებაში, არამედ პაციენტისა და ანალიტიკოსის ინტერაქციის ინტრაფსიქიკურ დონეზე (O’Shaughnessy, 1983, p. 281).[1]
ანალიტიკური ინტერსუბიექტურობის ჩემეული გაგება ძირითად მახვილს მის დიალექტიკურ ბუნებაზე აკეთებს (Ogden, 1979), (1982), (1985), (1986), (1988), (1989). ეს გაგება წარმოადგენს ვინიკოტის იდეის განვითარებასა და გაფართოებას, რომელიც თვლის, რომ “ არა არსებობს ბუნებაში ისეთი რამ, როგორც ბავშვი”(დედის ზრუნვის გარეშე) Winnicott, 1960, p. 39, fn.) მე მწამს, რომ ანალიტიკურ კონტექსტში არ არსებობს ისეთი რამ, როგორც ცალკე ანალიზირებული ანალიტიკოსთან ურთიერთობის გარეშე, და არ არსებობს ანალიტიკოსი ანალიზირებულთან ურთიერთობის გარეთ. მე მჯერა, რომ ვინიკოტის ზემოხსენებული დებულება გამიზნულად არასრულია. მან იგულსხმა, რომ იდეა –არ არსებობს ბავშვი, როგორ ასეთი, ხუმრობით ჰიპერბოლურია და წარმოადგენს უფრო დიდი პარადოქსული დებულების ერთ ელემენტს. სხვა პერსპექტივიდან (პარადოქსის მეორე ბოლოდან) სრულიად ნათელია, რომ არსებობს ბავშვიც და დედაც, როგორც განცალკევებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური არსებები. დედა– ბავშვის ერთობა თანაარსებობს დედისა და ბავშვის ერთმანეთისგან განცალკევებულობის დინამიურ დაძაბულობაში.
ამის მსგავსად, ანალიტიკოსისა და ანალიზირებულის ინტერსუბიექტიურობა თანაარსებობს დინამიურ დაძაბულობაში ანალიტიკოსთან და ანალიზირებულთან, როგორც განცალკევებულ ინდივიდუუმებთან საკუთარი ფიქრებით, განცდებით, შეგრძნებებით , საერთო რეალობით, ფსიქოლოგიური იდენტურობითა და ასე შემდეგ. არც დედა–ბავშვისა და არც ანალიტიკოს–ანალიზირებულის ინტერსუბიექტურობა (როგორც განცალკევებული ფსიქოლოგიური არსებებისა) არსებობს წმინდა ფორმით. ინტერსუბიექტულიც და ინდივიდუალურად სუბიექტურიც ორივე სათითაოდ წარმოქმნის, უარყოფს და იცავს მეორეს (see Ogden, 1992b, “დიალექტიკური თითოობისა და ორობის შესახებ ადრეულ განვითარებასა და ანალიტიკურ ურთიერთობებში” ). ორივე შემთხვევაში, დედისა და ბავშვის და ანალიტიკოსისა და ანალიზირებულის ურთიერთობისას მთავარი ამოცანაა არ გავხლიჩოთ ის ელემენტები, რისგანაც იგება ურთიერთობა იმ მიზნით, რომ განვსაზღვროთ, თუ რა თვისებები ახასიათებს თითოეულ შემადგენელ წევრს. პირიქით, სუბიექტისა და ობიექტის ურთერთდამოკიდებულების თვალსაზრისიდან გამომდინარე, ანალიტიკური ამოცანა შეიცავს ცდას, რაც შეიძლება სრულად აღიწეროს ინდივიდუალური სუბიექტივობისა და ინტერსუბიექტივობის ურთიერთქმედების სპეციფიური ბუნება.
მოცემულ სტატიაში მე ვეცდები კვალში მივყვე ზოგიერთ დეტალს ანალიტიკოსისა და ანალიზირებულის ინტერსუბიექტივობის შიგნითა და გარეთ ერთდროულად; ამას მე ვუწოდე “ანალიტიკური მესამე”. ეს მესამე სუბიექტივობა, ანუ ინტერსუბიექტური ანალიტიკური მესამე (გრინის ( 1975) “ანალიტიკური ობიექტი”)– წარმოადგენს ანალიტიკოსისა და ანალიზირებულის განცალკევებული სუბიექტურობის უნიკალური დიალექტიკის წარმონაქმნს ანალიტიკურ სეტინგში/ წყობაში .[2] მე წარმოგიდგენთ ორი ანალიზის ნაწყვეტს, სადაც გამოკვეთილია ანალიტიკური მესამის შემადგენელი სუბიექტივობების დინამიური ურთიერთქმედების განსხვავებულ ანალიზის პირველი ფრაგმენტი ფოკუსირებულია გონების მუშაობის ზოგადი ფონის ყველაზე უფრო მიწიერი, ყოველდღიური ასპექტების მნიშვნელობაზე (რომელიც პაციენტისათვის არა დამახასიათებელი, არა მისეული ჩანს), რაც ემსახურება გადატანა –უკუგადატანის ამოცნობასა და მასთან მიმართებას. მეორე კლინიკური შემთხვევა საშუალებას გვაძლევს განვიხილოთ მაგალითი, რომელშიც ანალიტიკური მესამე ანალიტიკოსისა და ანალიზირებულის მიერ განიცდება უმეტესად სომატური დელუზიის სახით და სხეულებრივი შეგრძნებებისა და სხეულთან დაკავშირებული ფანტაზიების სხვა ფორმებით. მე განვიხილავ, თუ როგორ იცვლება ანალიტიკოსის ამოცანა გამოიყენოს ვერბალური სიმბოლოები, რათა ილაპარაკოს იმ ხმით, რომელიც ცხოვრობს ინტერსუბიექტურ ანალიტიკურ მესამეში, და თუ როგორაა შესაძლებელი ამაზე საუბარი მისივე საკუთარი ხმით, თითქოს ანალიტიკოსი იყოს ანალიზირებული (რომელიც ასევე წარმოადგენს მესამის განცდის ნაწილს)
ბატონ ლ–სთან სამი წელია ვმუშაობ. მასთან ამასწინანდელი შეხვედრისას ჩემი თავი დავიჭირე შემდეგ ფაქტზე: მე ვუყურებდი ჩემი სკამის გვერდით მაგიდაზე დადებულ კონვერტს. წინა კვირის, ან ბოლო 10 დღის განმავლობაში ამ კონვერტს ვიყენებდი ჩემი ავტომოპასუხიდან ტელეფონის ნომრების გადმოსაწერად, იქ ვინიშნავდი იდეებს იმ ჯგუფისათვის, რომელსაც ვასწავლიდი, ვიწერდი იმ მოვლენებს, რასაც უნდა დავსწრებოდი და ვაკეთებდი სხვა შენიშვნებსა და ჩანაწერებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს კონვერტი გარკვეულწილად წარმოადგენდა მთელი კვირის სამოქმედო გეგმას, აქამდე არ შემიმჩნევია მის მარჯვენა ქვედა კუთხეში მოთავსებული ვერტიკალური ხაზები. ეს ალბათ იმის მიმანიშნებელი იყო, რომ ეს წერილი წარმოადგენდა საფორტო სპამის ნაწილს. მე იმედგაცრუების განსაკუთრებულმა განცდამ მომიცვა; წერილი, რომელიც ამ კონვერტით მივიღე, იტალიელი კოლეგის გამოგზავნილი იყო. ის მწერდა იმ საკითხის ირგვლივ, რაც მისთვის ფრიად დელიკატურ თემას წარმოადგენდა და მთხოვდა, ეს ამბავი მხოლოდ ჩვენს შორის დარჩენილიყო. შემდეგ მე შევხედე წერილის შტამპს და პირველად შევამჩნიე შემდეგი დეტალები– შტამპი არ იყო გაუქმებული და სამიდან ერთ–ერთზე ეწერა სიტყვები, რისი წაკითხვაც, ჩემდა გასაკვირად, შევძელი. მე წავიკითხე “ვოლფგანდ ამადეუს მოცარტი” და რაღაც დროის შემდეგ მივხვდი, რომ ეს სიტყვები წარმოადგენდა ჩემთვის ნაცნობ სახელს და იტალიურადაც “იგივე” იყო, რაც ინგლისურად.
როცა ამ ფიქრებიდან გამოვერკვიე, დავფიქრდი, თუ რა კავშირი შეიძლება ჰქონოდა ყოველივეს ამასა ანალიზის მიმდინარეობასთან იმ წუთებში. როცა ვცადე ეს ფსიქოლოგიურ ასპექტში გადამეტანა, ვიგრძენი დაძაბული ბრძოლა რეპრესიის წინააღმდეგ, რომლის მსგავსიც განვიცადე გაღვიძებისას, როცა ბუნდოვანი სიზმრის გახსენებას ვცდილობდი. ადრეულ წლებში მე გვერდით გადავდებდი “ყურადღების ამ ლაფსუსებს” და გავაგრძელებდი იმაზე ფიქრს, თუ რა აზრი ჰქონდა პაციენტის მონათხრობს. თუმცა ზემოთ აღწერილი ფიქრებიდან დაბრუნების შემდეგ მე ცოტა ავცდი მისი აზრების მდინარებას.
ვიგრძენი , რომ ეჭვი შემეპარა კონფიდენციალობის სურვილის გულწრფელობაში, რასაც წერილის ავტორი მთხოვდა. ჩემი ელვისებული ფიქრი, რომ ეს წერილი სპამის ნაწილს წარმოადგენდა, ასახავდა იმ განცდას, რომ მე მასულელებდნენ. თავი მიამიტ და მიმნდობ ადამიანად ვიგრძენი, რომელიც მზადაა დაიჯეროს, რომ განსაკუთრებული საიდუმლო გაანდეს. მე მქონდა რამოდენიმე ფრაგმენტული ასოციაცია, რომელიც შეიცავდა საფოსტო ტომრის წარმოდგენას–ტომარა სავსე იყო ბეჭდიანი წერილებით, რომლებიც არ გააუქმეს; ასევე წარმვიდგინე ობობას კვერცხების ბუდე, შარლოტას ბადე, შარლოტას წერილი აბლაბუდაზე, ვირთხა ტემპლტონი და უმანკო ვილბური. როგორც ჩანს, ზედაპირულად ამ ფიქრთაგან არც ერთი არ უკავშირდებოდა იმას, რაც იმ წუთში ხდებოდა ჩემსა და ბ–ნ ლ–ს შორის. მე მქონდა განცდა , რომ ვმოძრაობდი ანალიტიკურ უკუგადატანაში იმ მიმართულებით, საითკენაც მიბიძგებდნენ.
მე ვუსმენსი ბ–ნ ლ–ს, დიდი არასაშემოსავლო საწარმოს 45 წლის დირექტორს, რომელიც საუბრობდა მისთვის დამახასიათებელი, ძალიან ნაცნობი მანერით–მისი ხმა დაღლილად და უიმედოდ ჟღერდა და ქანცგაცლილი მილასლასებდა “თავისუფალი ასოციაციების” პროდუცირებისაკენ. ანალიზის მთელ მანძილზე ბ–ნი ლ შეუპოვრად იბრძოდა, რომ თავი დაეღწია უდიდესი ემოციური გაუცხოებისაგან საკუთარი თავისა და სხვების მიმართ. ის აღწერდა, თუ როგორ მივიდა მანქანით იმ სახლში, სადაც ცხოვრობდა და არ ჰქონდა უნარი ეგრძნო, რომ ეს მისი სახლი იყო. როცა შიგ შევიდა, მას შეეგება ქალი და ოთხი ბავშვი, რომლებიც იქ ცხოვრობდნენ, მაგრამ ის ვერ გრზნობდა მათ როგორც ცოლსა და შვილებს. “ეს არის ჩემი შეგრძნება–რომ მე არ ვარ სურათზე, როცა მე იქ ვარ. იმ წამს შეუსაბამობის განცდა წარმოშობს განცალკევებულად ყოფნის განცდას , რასაც მოყვება მარტოობის განცდა.” მე ვეცადე განმეხილა ის აზრი, რომ იქნებ მე მისგან გასულელებულად ვგრძნობ თავს და მოტყუებული ვარ მისი ჩემთან საუბრის მცდელობის მოჩვენებითი გულასხდილობით. მაგრამ ეს იდეა ცარიელი მეჩვენა. მე გამახსენდა ფრუსტრაცია ბ–ნ ლ–ს ხმაში; ის იმეორებდა და იმეორებდა იგივეს – მან იცოდა, რომ რაღაც უნდა ეგრძნო, მაგრამ არ ჰქონდა გასაღები იმისათვის, რომ ეს მოეხერხებინა.
პაციენტს ხშირად ესიზმრებოდა პარალიზირებული ადამიანები, პატიმრები და მუნჯები. ერთ –ერთ ბოლო სიზმარში მან დიდი წვალების შემდეგ მოახერხა ქვის გატეხვა, რომ მასში მოთავსებული იეროგლიფები ( ძველი ნამარხის მსგავსი) ენახა. მისი თავდაპირველი სიხარული განელდა იმის აღმოჩენის შემდეგ, რომ არ შეეძლო დაწერილის შინაარსის მცირე ნაწილის გაგებაც კი. სიზმარში მისი აღმოჩენით გამოწვეული უეცარი სიხარული საბოლოო ჯამში შეიცვალა სიცარიელის მტკივნეული განცდით, რამაც ღრმა სასოწარკვეთილებაში ჩააგდო. გაღვიძებისას სასოწარკვეთილების ეს განცდაც თითქმის წაიშალა და ჩემთვის სიზმრის სახეების უსიცოცხლო “მოხსენებად” (და არა მონაყოლად) გადაიქცა . სიზმარიც, მისი სხვა განცდების მსგავსად, გადაიქცა სტერილურ მოგონებად და არა ცოცხალ განცდად.
მე ვიფიქრე, რომ შესაძლოა იმ საათში ჩემი საკუთარი განცდა წარმოადგენდა პროექციული იდენტიფიკაციის ფორმას, სადაც მე ვმონაწილეობდი პაციენტის სასოწარკვეთლების განცდაში, როგორც უუნარო მისი შინაგანი ცხოვრების აღქმისა, რაც გადაულახავ ბარიერად აღიქმებოდა. ამ ფორმულირებას რაციონალური აზრი კი ჰქონდა, მაგრამ კლიშესავით გამოიყურებოდა და ემოციურად ცარიელი იყო. შემდეგ მე წამომივიდა რიგი ნარცისული მეტოქეობრივი ფიქრები, რომელიც ეხებოდა პროფესიულ საკითხებს და რომელმაც დამაფიქრებელი ხასიათი მიიღო. ეს ფიქრები არასასიამოვნოდ შეწყდა იმის გახსენებით, რომ ექვს საათამდე უნდა მომესწრო ჩემი მანქანის გამოყვანა სახელოსნოდან, თორემ ზუსტად 6.00–ზე სახელოსნო დაიკეტებოდა. ბოლო სეანსი 5.50 – ზე უნდა დავამთავრო, რომ შანსი მქონდეს ღია გარაჟს მივუსწრო. მე ნათლად წარმომიდგა ჩემი თავი– დახურული გარაჟის კართან ვდგავარ და ჩემს უკან კი ხმაურიანი მოძრაობაა. მე ვიგრძენი მზარდი უიმედობა და ბრაზი (ისევე როგორც სინანული), რომ გარაჟის მეპატრონე კარს ზუსტად 6.00 –ზე ჩაკეტავდა იმის მიუხედავად, რომ მე წლების მანძილზე მისი ერთგული მომხმარებელი ვიყავი და, თანაც, მან მშვენივრად იცოდა , თუ როგორ მჭირდებოდა მანქანა. ამ წარმოდგენილ განცდაში იყო სიცარიელისა და იზოლაციის ღრმა გრძნობა, ასევე ტროტუარის მყიფე ფაქტურის ცხადი ფიზიკური შეგრძნება, გამონაბოლქვის მყრალი სუნი და გარაჟის ჭუჭყიანი შუშის კარის ქვიშისებრი სიგლუვე.
მართალია, იმ მომენტში მე ბოლომდე ვერ აღვიქვამდი, მაგრამ რეტროსპექტულად უკეთ ვხედავ, რომ სრულიად შეპყრობილი ვიყავი სახეთა და განცდათა რიგით, რომლებიც ჩემი მეტოქეობრივი წარმოდგენებით დაიწყო და დამთავრდა ჩემი ბოლო პაციენტის ანალიტიკური საათის წარმოდგენით და გარაჟს მეპატრონის მიერ ჩაკეტილი კარით.
როცა უფრო ჩავუკვირდი ბ–ნ ლ–ს თხრობას , გამიჭირდა მოცემულ მომენტში მის მიერ მოყოლილი ამბების ერთმანეთთან დაკავშირება – მისი ცოლის სამსახურის საქმეებში ჩაფლულობა და გადაღლილობის განცდა, რომელიც დღის ბოლოს ეუფლებოდა მას და მის ცოლს; ცვლილებები მისი ცოლის ძმის ფინანსებში და მისი გარდაუვალი გაკოტრება; ამბავი, ძუნძულით სირბილის დროს რომ შეემთხვა– როცა პაციენტი ჩათრეული იქნა მის ახლოს რისკიანად მიმავალი მოტოციკლისტის საგზაო შემთხვევაში… მე შემეძლო მეფიქრა სათითაოდ ყველა ამ იმიჯის სიმბოლურ კავშირზე იმ თემებთან, რომლებზეც მანამდე ვსაუბრობდით , იმ დისტანცირების ჩათვლით, რითიც, როგორც ჩანს, გაჟღენთილი იყო ყველაფერი, რაზეც მესაუბრებოდა. მიუხედავად ამისა, მე გადავწყვიტე არ ჩავრეულიყავი, რადგანაც ისეთი განცდა მქონდა, რომ ამ სახის განმარტებით მხოლოდ გავიმეორებდი ჩემს თავს და მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ვიტყოდი რამეს, რომ ჩემი თავისთვის მეთქვა, რომ რაღაც მაინც ხომ ვთქვი.
მანამდე, შეხვედრის მსვლელობისას, ჩემს ოფისში ტელეფონმა დარეკა და ავტომმოპასუხემ საუბრის ჩაწერისას ორჯერ გაჩხაკუნა. მე არმიფიქრია ცნობიერად იმაზე, თუ ვინ მირეკავდა, მაგრამ საათს კი შევხედე რომ გამეგო, თუ რამდენი ხნის შემდეგ ვნახავდი ჩანაწერს. როდესაც წარმოვიდგინე ახალი ხმის ჟღერადობა ჩამწერზე, სიმშვიდე ვიგრძენი; კონკრეტულად რაიმე კარგი ამბის მოსმენა კი არ მინდოდა – მსურდა მომესმინა ხალისიანი, სუფთა ხმა. ფანტაზიას ახლდა შეგრძნება – მე შემეძლო გრილი ნიავი მეგრძნო სახეზე და ფილტვებში, რაც გაანელებდა გადახუთული გაუნიავებელი ოთახის უძრავ სიცხეს. მე გამახსენდა ახალი შტამპები კონვერტზე– სუფთა, ხასხასა, გაუქმების ნიშნებით დაფარული – აპარატის შეუბრალებელი ნაჭდევის მოუცილებელი კვალით.
მე ისევ შევხედე კონვერტს და შევამჩნიე ის, რაც მხოლოდ არაცნობიერად ვიცოდი– ჩემი სახელი და გვარი ხელით იყო დაწერილი– არც კომპიუტერით, არც საბეჭდი მანქანით, არც მარკირებით. მე თითქმის გახარებული ვიყავი იმ “პიროვნული დაფასებით”, რითიც ჩემი სახელი იყო “ ნახსენები”. მე თითქმის მესმოდა თითოეული ასოს არაზუსტი მოხაზულობა – თუ როგორ იყო “ტ” აცდენილი მისთვის განსაზღვრულ ზომას. ამას ვგრძნობდი, როგორც ადამიანის ხმას აქცენტითა და თავისებური გამოთქმით, რომელიც სახელით მომმართავდა. ამ ფიქრებმა და განცდებმა, ასევე ამ ფანტაზიებთან დაკავშირებულმა შეგრძნებებმა გამახსენა ის, რაზეც პაციენტი თვეების წინ მელაპარაკებოდა, მაგრამ ახლა არ იყო ნახსენები. მან მითხრა, რომ ჩემთან უფრო ახლოს მაშინ გრძნობდა თავს, როდესაც შეცდომებს ვუშვებდი, როცა არასწორად ვიქცეოდი და არა როცა სწორ რამეს ვეუბნებოდი . თვეები დამჭირდა იმისათვის, რომ სრულად ჩავწვდომოდი ამ სიტყვების მნიშვნელობას. შეხვედრის ამ მომენტში მე წარმოვიდგინე ის სასოწარკვეთილება, რასაც ადრე განვიცდიდი და პაციენტის გიჟური ძიება რაიმე ადამიანურისა და პიროვნულისა ჩვენს ერთობლივ მუშაობაში. მე თანდათან ვიგრძენი ის პანიკური სასოწარკვეთილება და ბრაზი, რაც ასოცირებული იყო იმ გამუდმებულ შეჯახებსთან, როცა ჩნდებოდა რაიმე ადამიანური, მაგრამ აღიქმებოდა როგორც მექანიკური და უპიროვნო.
მე გამახსენდა, თუ როგორ უწოდა ლ–მ დედამისს “მკვდარი ტვინი”. პ–მა ვერ გაიხსენა ვერც ერთი შემთხვევა, როცა დედამისი ბრაზს ან რაიმე სახის ძლიერ განცდას გამოეხატავდა. ის მთლიანად იყო ჩაფლული ოჯახურ საქმიაობაში და “სრულიად უგემურ მზარეულობაში”. ემოციური სირთულეები, ჩვეულებრივ, სიტლანქეს ეჯახებოდა ხოლმე; მაგალითად, როცა 6 წლის პ–ტი ყოველღამე იტანჯებოდა შიშით, რომ მისი ლოგინის ქვეშ რაღაც არსებები ბინადრობდნენ, დედა ეუბნებოდა, რომ იქ საშიში არაფერი იყო. ანალიზში ეს ცნება გახდა წინააღმდეგობისა სიმბოლო ერთი მხრივ, მისი სიტყვების სისწორესა და, მეორე მხრივ, დედის უუნარობას შორის, დაენახა ბავშვის შინაგანი სამყარო (იყო რაღაც, რისიც ბავშვს ეშინოდა და რის გაცნობიერებაზე, გაიგივებაზე და თუნდაც დაინტერესებაზე, დედამისი უარს აცხადებდა).
ბ–ნ ლ–ს ფიქრთა ჯაჭვი მოიცავდა გამოფიტულობის იდეას, მისი ცოლისძმის გაკოტრებასა და პოტენციურად სერიოზულ და დაბედისწერო საგზაო შემთხვევას; ახლა მე დამკრა თავში, რომ ეს იყო მისი არაცნობიერი ცდა, ესაუბრა ჩემთან იმ ახლად ჩასახულ განცდაზე, რომ ანალიზი იყო გამოფიტული, გაკოტრებული და მომაკვდავი. ის განიცდიდა რუდიმენტულ განცდას, რომ ჩვენ ვერ ვლაპარაკობდით იმდაგვარად, რომ მას თავი ეგრძნო, როგორც ცოცხალს. უფრო მეტიც–მისთვის შეუძლებელი იყო ვყოფილიყავი მასთან უფრო მეტი, ვიდრე მექანიკური ისევე, როგორც მას არ შეეძლო ჩემთან ყოფილიყო ადამიანური.
მე ვუთხარი პაციენტს, რომ მისთვის ჩვენი ერთად გატარებული დრო იყო უსიხარულო სავალდებულო სავარჯიშო, როგორც ქარხნის სამუშაო, სადაც ტაბელზე უნდა დააფიქსირო მოსვლა და წასვლა. ამას რომ ვამბობდი, ვიგრძენი, თითქოს მას დროდადრო ისეთი განცდა ჰქონდა, რომ ჩემთან ერთად დროში უიმედოდ იყო გაჭედილი და რომ გრძნობდა, თუ როგორ იხრჩობოდა იმით, რაც ვითომ ჰაერი უნდა ყოფილიყო და ფაქტიურად ვაკუუმი იყო.
ბ–ნ ლ–ს ხმა უფრო ხმამაღლი და სავსე გაუხდა, რაც აქამდე არასოდეს მსმენია და მითხრ: ” კი, მე ღამე ღია ფანჯრებში მძინავს, დახრჩობის მეშინია. ხშირად შეშინებულს გამღვიძებია, რომ ვიღაცას ჩემი დახრჩობა უნდა; თითქოს ცელოფანი უნდა დაჩამომაცვან თავზე ”… პ–ტმა გააგრძელა, რომ როცა ჩემს ოთახში შემოდიოდა, ყოველთვის გრძობდა ზედმეტ სიცხეს და ჰაერი შემაშფოთებელ უძრაობას. მან თქვა, რომ არაერთხელ უფიქრია ეთხოვა გათბობის დაწევა ან ფანჯრის გაღება, მაგრამ არ იყო დარწმუნებული, რომ მანამდეც ჰქონდა ასეთი განცდა. მან თქვა, თუ რა ძნელია ხედავდეს, რა ცოტას დანახვის უფლებას აძლევს ის საკუთარ თავს საკუთარი შინაგანი მდგომარეობის შესახებ, იმდენად, რომ არ იცის, ოთახი ზედმეტად თბილი ეჩვენება თუ არა. დარჩენილი 15 წუთის განმავლობაში ბ–ნი ლ დუმდა. ამ სიგრძე პაუზა მანამდე არასოდეს წარმოქმნილა ანალიზში. ამ სიჩუმის განმავლობაში მე არ მქონდია განცდა, რომ რაიმეზე უნდა მელაპარაკა. ფაქტიურად, იყო ნდობისა და შვების განცდა და დიდი განცდა იმისაგან განთავისუფლებისა, რასაც ახლა ვუწოდებდი “შეშფოთებულ ფიქრებს”, ასე ხშირად რომ ავსებდა ხოლმე ოთახს. მე გავაცნობიერე, თუ როგორი უზარმაზარი ენერგიით ვცდილობდით მე და ბ–ნი ლ დაგვეცვა ანალიზი სასოწარკვეთილებში ჩავარდნისაგან–მე წარმოვიდგინე ორივე ჩვენთაგანი წარსულში–როცა ტაგანწირვით ვცდილობდით ჰაერში გაგვეჩერებია გასაბერი ბურთი ერთმანეთისკენ გადასროლის საშუალებით. საათის ბოლოს ძილი მომერია და ვიბრძოდი რომ არ ჩამძინებოდა.
პაციენტმა შემდეგი სეანსი სიზმრის მოყოლით დაიწყო; ამ სიზმარმა გათენებისას გამოაღვიძა. სიზმარში ის წყალქვეშ იყო და სხვა სრულიად შიშველ ადანიანებსაც ხედავდა. მან შეამჩნია, რომ თითონაც შიშველი იყო, მაგრამ არ ცხვენოდა. ის სუნთქვას იკავებდა და პანიკამ მოიცვა, რომ თუ ვეღარ შეიკავებდა. დაიხრჩობოდა. ერთ–ერთმა იმ კაცთაგან, რომელიც აშკარად სუნთქავდა წყლის ქვეშ, უთხრა, რომ მასაც შეეძლო ესუნთქა. მან ძალიან ფრთხილად ჩაისუნთქა და დარწმუნდა, რომ სუნთქვა შეეძლო. სცენა შეიცვალა, თუმცა ის კიდევ წყლის ქვეშ იყო; მწარედ ტიროდა და უღრმეს მწუხარებას განიცდიდა. მეგობარი, ვის სახესაც ვერ ხედავდა, ესაუბრებოდა მას. ბ–მა ლ–მ თქვა, რომ მადლიერებას განიცდიდა მეგობრის მიმართ, რადგანაც ის არ ცდილობდა მის დაწყნარებას ან გამხიარულებას.
პ–მა მითხრა, რომ როცა გაიღვიძა, ტირილის ზღვარზე იყო. მან თქვა , რომ საწოლიდან ადგა, რადგან მხოლოდ ის უნდოდა, რომ ეგრძნო რასაც გრძნობდა, თუმცა არ იცოდა , რის გამო იყო ნაღვლიანი. ბ–მა ლ–მ აღნიშნა თავისი ჩვეულება, გადაეტანა მწუხარების განცდა შიშის განცდაში სამსახურის საქმეების გამო, ან ენერვიულა იმაზე ჰქონდა თუ არა საკმარისი ფული ბანკში, ან სხვა საკითხებზე….
დისკუსია
წინამდებარე მაგალითი არ იყო მოყვანილი ანალიზის წყალგამყოფის საჩვენებელად; ეს არის ცდა სუბიექტურობისა და ობიექტურობის დიალექტიკური მოძრაობის თვალის მიდევნებისა ანლიტიკურ წყობაში. მე ვეცადე შეძლებისდაგვარად ამეწერა იმ გზის ნაწილი, რომლის თანახმადაც ჩემი გამოცდილება, როგორც ანალიტიკოსისა ( ჩემი გონების წმინდა ხატოვანი და ხშირად უკიდურესად მიწიერი წარმოდგენის ჩათვლით) გააზრებული იქნა ანალიტიკოსისა და ანალიზირებულის მიერ შექმნილი ინტერსუბიექტიური განცდების ხაზით. არც ერთი ფიქრი, წარმოდგენა ან შეგრძნება არ იქნება იგივე ანალიტიკოსისა და ანალიზირებულის მიერ შექმნილი ინტერსუბიექტიურობის კონტექსტის გარეთ .
დისკუსიას ასე დავიწყებდი: კარგად მაქვს გაცნობიერებული, რომ კლინიკური მასალის წარმოდგენის მოცემული ფორმა ცოტა უცნაურად გამოიყურება იქიდან გამომდინარე, რომ თითქმის არ ვიძლევი ინფორმაციას ბ–ნ ლ–ს შესახებ პრეზენტაციის ბოლო ნაწილის გარდა. ეს იმ მიზნით გავაკეთე, რომ შეძლებისდაგვარად მეჩვენებინა ის განცდა, თუ დროდადრო როგორ შორს იყო ჩემი ცნობიერი ფიქრებისა და განცდებისაგან ბ–ნი ლ. ჩემი ყურადღება სრულიადაც არ იყო ფოკუსირებული ბ–ნ ლ–ზე ამ ოცნებებისგანმავლობაში (მე ვიყენებ ბიონის ტერმინს reverie “ჩაფიქრება”, “ოცნება”, რათა ყურადღება გავამახვილო არა მართო იმ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, რომელშიც ნათლად აისახება ანალიტიკოსის მიერ ანალიზირებულის აქტიური განცდა, არამედ ფსიქოლოგიურ მდგომარეობათა იმ ჭრელ კოლექციაზე, რომელიც ასახავს ანალიტიკოსის ნარცისულ თვითჩაღრმავებას, ობსესიური ტიპის ფიქრებს, ფანტაზირებას და ა/შ.)
კლინიკური მასალის განხილვას რომ მივუბრუნდეთ, კონვერტთან მიმართებაში ჩემი განცდa (ანალიტიკურ კონტექსტში) იმით დაიწყო, რომ მე შევამჩნიე კონვერტი, რომელიც კვირების განმავლობაში იმ ადგილზე იდო და იმ მომენტში გაცოცხლდა როგორც ფსიქოლოგიური მოვლენა, როგორც ფსიქოლოგიური აზრის მატარებელი, რაც მანამდე არ იყო. ამ ახალ აზრებს არ განვიხილავ როგორც რეპრესიის გაძლიერების შედეგს; ჩემთვის ეს მოვლენა არის იმ ფაქტის ასახვა, რომ ახალი სუბიექტი ( ანალიტიკური მესამე) გამომუშავდა ჩემსა და ბ–ნ ლ–ს მიერ(შორის), რაც დასრულდა კონვერტის, როგორც ანალიტიკური ობიექტის, წარმოქმნით ( ბიონი 1962); გრინი ( 1975). როცა ეს “ახალი სუბიექტი” შევამჩნიე მაგიდაზე, მან იმდენად ეგო სინტონური ჩამითრია, რომ საერთოდ ვერ გავაცნობიერე. მე გამაოცა ავტომატური შტამპით დარტყმულმა ბეჭედმა, რომელიც მანამდე ასევე არ არსებობდა ( ჩემთვის): ეს ნაჭდევები მე პირველად აღვიქვი იმ მნიშვნელობის კონტექსტში, რომელიც კავშირში იყო იმედგაცრუებასთან, რომ პერსონალურად მე არ მომმართეს.
არგაუქმებული ბეჭდებიც ამის მსგავსად “ წარმოიშვა” და ადგილი დაიკავა გამომუშავებულ ინტერსუბიექტურ გამოცდილებაში. გაუცხოებისა და განცალკევების განცდა იქამდე მივიდა, რომ მოცარტის სახელი ძლივს ვიცანი, როგორც “საერთო ენის” ნაწილი.
დეტალი, რომელიც განმარტებას საჭიროებს, არის ფრაგმენტულ ასოციაციათა წყება, რომლებიც დაკავშირებულია შარლოტას ბადესთან. მიუხედავად იმისა, რომ ეს ფიქრები ჩემთვის უაღრესად პირადული და უნიკალურია, ისინიც ახლებური კუთხით წარმოჩინდა ანალიტიკურ მესამესთან კავშირში. ცნობიერად ვიცოდი, რომ შარლოტას ბადე ჩემთვის დიდად მნისვნელოვანი იყო, მაგრამ ამ წიგნის გარკვეული მნიშვნელობა არა მარტო რეპრესირებული იყო , არამედ მანამდე არასდროს განმიცდია იმდაგვარად, როგორც მოცემული სეანსის დროს. ამ შეხვედრის შემდეგ კვირები გავიდა სანამ მივხვდებოდი, რომ შარლოტას ბადე ჩემთვის მარტოობის განცდასთან იყო გაიგივებული. მე პირველად გავიაზრე (მომდევნო კვირებში), რომ ეს წიგნი რამდენჯერმე წავიკითხე ბავშვობაში უკიდურესი მარტოობის ჟამს, და რომ მე ჩემს თავს ვაიგივებდი ვილბურთან, როგორც მიუღებელ და განკიცხულ არსებასთან. შარლოტას ბადესათან დაკავშირებულ ამ ასოციაციებს (უმთავრესად არაცნობიერს) მე არ განვიხილავ როგორც რეპრესირებულ მოგონებებათა გახსენებას; ისინი წარმოიშვნენ იმ განცდის შედეგად (ანალიტიკური ინეტერსუბიექტივობის შიგნით და მისი გავლით), რომელის მანამდე არ არსებობდა იმ ფორმით, როგორითაც ახლა გახდა წარმოდგენილი. ანალიტიკური განცდის ეს კონცეფცია ამ წერილში ცენტრალურია: ანალიტიკური განცდა არსებობს წარსულისა და აწმყოს ზღვარზე და მოიცავს წარსულს, განახლებულს ( ორივესათვის –ანალიტიკოსისა და ანალიზირებულისათვის) იმ განცდის მეშვეობით, რაც გამომუშავდება ანალიტიკოსსა და ანალიზირებულს შორის (ანუ ანალიტიკურ მესამეში). ყოველთვის, როცა კი ჩემი ცნობიერი ყურადღება გადადიოდა “ჩემი საკუთარი” ოცნებიდან იმაზე, თუ რას ამბობდა პაციენტი, როგორ ამბობდა და როგორ ურთიერთობდა ჩემთან, მე აღარ ვუბრუნდებოდა იმავე ადგილს, რომელიც რამდენიმე წუთის წინ მქონდა დატოვებული; ფიქრები ყოველ ჯერზე იცვლებოდა , ზოგჯერ მხოლოდ უმნიშვნელოდ. ის, რაც ზემოთ აღწერილი ოცნების პროცესში ხდებოდა, სრულიადაც არაა დაკავშირებული ჯადოქრობასთნ ან მისტიკურთან. ის, რაც ხდებოდა, ფაქტიურად იყო ისევე ჩვეულებრივი, უშუალო და მიწიერი, დასაკვირვებლად სრულიად მოუხერხებელი ისევე, როგორც ანალიტიკური მოვლენა. როდესაც მე გადავერთე ბ–ნ ლ –ზე კონვერტთან დაკავშირებული ფიქრებისა და განცდების მთელი სერიის შემდეგ, უფრო მეტად ვიგრძენი მისი გაცხდების შიზოიდური ბუნება და ორივე ჩვენთაგანის ამაო ცდა, რომ ერთობლივად შეგვექმნა რაიმე რეალური. მე კიდევ უფრო დავრწმუნდი, რომ მისი თავნებობა ასოცირდებოდა მის წარმოდგენასთან საკუთარი ადგილის შესახებ ოჯახსა და სამყაროში, ისევე როგორც სიცარიელის განცდა ასოცირდებოდა ჩემს ცდასთან ვყოფილიყავი მისთვის ანალიტიკოსი.
ამის შემდეგ ისევ ჩამითრია ჩემს თავთან დაკავშირებული ფიქრებისა და განცდების მეორე წყებამ (მივყვებოდი რა ოდენ ნაწილობრივ დამაკმაყოფილებელ ცდას განმეჭვრიტა ჩემი და პაციენტის სასოეწარკვეთილება პროექციული იდენტიფიკაციის კუთხით )[3]. ფიქრებიდან გამომარკვია გარაჟის დაკეტვასთან დაკავშირებულმა შემაშფოთებელმა ფანტაზიამ, განცდამ და სურვილმა “თავის დროზე” დამესრულებინა ანალიტიკური საათი. ჩემი მანქანა მთელი დღე იდგა გარაჟში, მაგრამ მხოლოდ ბ–ნ ლ–ს სეანსის იმ მომენტში გადაიქცა ის ანალიტიკურ ობიექტად. ფიქრი, რომელიც მოიცავდა გარაჟის დაკეტვას, იმ მომენტში წარმოიშვა არა იზოლაციაში, არამედ ინტერსუბიექტურ განცდაში ჩემი მონაწილეობის შედეგად. მანქანასთან და გარაჟთან დაკავშირებული ფიქრები და განცდები არ გამჩენია სხვა ანალიტიკური სეანსის მსვლელობისას მთელი დღის განმავლობაში.
გარაჟის დაკეტვისა და სეანსის ”დროზე”დამთავრების ფანტაზიებში განცდა შეეჯახა ჩემი და სხვების უძრავ მექანიკურ უგრძნობელობას და სიმაგრის ( ტროტუარი, შუშა და ქვიშა) და მოგუდვის ( მყრალი გამონაბოლქვი) ფანტაზიებში ჩაქსოვილი, რამდენიმე სახით განმეორდა. ამ ფანტაზიებმა ჩემში გამოიწვია განგაშისა და გადაუდებელი საჭიროების განცდა, რომელთა უგულებელყოფა უფრო და უფრო მიჭირდა( წარსულში მე მშვენივრად ვიცილებდი ამ ფანტაზიებსა და განცდებს როგორც ანალიზისათვის უმნიშვნელოს.
ბ–ნ ლ– მოსმენას რომ დავუბრუნდეთ, მე ჯერ კიდევ საკმაოდ არეული ვიყავი და ძლიერ ცდუნებას განვიცდიდი რაიმე მეთქვა ჩემი უძლურების განცდის გასაფანტად. ამ დროს იგივე მოვლენამ, როგორსაც მანამდეც “ჰქონდა ადგილი” (ტელეფონის ზარი, რომელიც ავტომატმა ჩაიწერა) პირველად გაიჟღერა, როგორც ანალიტიკურმა მოვლენამ (ეს ნიშნავს, რომ ამ მოვლენამ მნიშვნელობა შეიძინა გამომუშავებულ ინტერსუბიექტურ კონტექსტში). ახლა ავტომატზე ჩაწერილი “ხმა” იმედს იძლეოდა, რომ იქნებოდა იმ ადამიანის ხმა, ვინც მიცნობდა და ვინც პირადად მომმართავდა. თავისუფლად სუნთქვისა და დახრჩობის ფიზიკური შეგრძნება იმ მომენტში არსებითი მნიშვნელობის მზარდი მატარებელი
კონვერტი გადაიქცა იმისგან განსხვავებულ ობიექტად (ანალიტიკურ), რაც მანამდე იყო; ახლა ის იყო განსხვავებული, პიროვნული ხმის წარმოდგენის მატარებელი ( ხელით დაწერილი მისამართი არასწორი “ტ”–თი). ანალიტიკურ მესამეში ამ განცდების კრებით ეფექტს მივყავართ იმ რაღაცის ტრანსფორმაციისკენ პაციენტში, რაზედაც მან თვეებით ადრე განმიცხადა, რომ მაშინ უფრო იყო ჩემთან ახლოს, როცა მე შეცდომებს ვუშვებდი. პაციენტის ამ განცხადებამ ახალი მნიშვნელობა შეიძინა; უფრო ზუსტად, ეს გახსენებული განცხადება ახლა ჩემთვის ახალი განცხადება იყო და ამ გაგებით/მნიშვნელობით პირველად გაიჟღერა.
სეანსის ამ მომენტიდან მე შევძელი გამომეყენებინა მეტყველება და ჩემთვის ამეხსნა სხვა პიროვნებისა და ჩემი თავის ასპექტთან კონფრონტაციის შედეგად გამოწვეული განცდა, რაც შემაშფოთებლად და გამოუსწორებლად არაჰუმანურად შეიგრძნობოდა. თემები, რაზეც ბ–ნი ლ საუბრობდა , ახლა ჩემთვის დაკავშირებული გახდა, რასაც ადრე ვერ ვახერხებდი: ჩემი აზრით, თემები ერთიანდებოდა იმ იდეაში, რომ ბ–ნი ლ მე და ჩემთან საუბრებს აღიქვამდა, როგორც გაკოტრებასა და სიკვდილს. და ისევ :ეს ძველი გადაიქცა ახალ ანალიტიკურ ობიექტად, რომელსაც მე ახლებურად შევხედე. მე ვეცადე პაციენტს დავლაპარაკებოდა ამ განცდის შესახებ და ანალიზის არაჰუმანურობასა და მექანიკურობაზე. სანამ ამ ინტერვენციას გავაკეთებდი, ცნობიერად არ ვგეგმავდი ჩემი სათქმელის ასახსნელად მექანიზმებზე ფანტაზიის გამოყენებას (ქარხანა და დროის აღრიცხვა). არაცნობიერად მე ვხატავდი ჩემს ფიქრებს სეანსის მექანიკურ ( საათით განსაზღვრულ) დაბოლოებაზე და გარაჟის დაკეტვაზე. ჩემს “ არჩევანში” მე ვხედავ იმ გზის არეკლვას, როდესაც ვლაპარაკობდი ანალიტიკური მესამის არცნობიერი განცდიდან (ჩემი და ბ–ნ ლ–ს მიერ გამომუშავებული არაცნობიერი ინტერსუბიექტიურობა). ამავე დროს მე ვლაპარაკობდი ანალიტიკურ მესამეზე მის გარედან (როგორც ანალიტიკოსი); მე ისევ გავაგრძელე პაციენტთან დაუგეგმავად საუბარი ვაკუუმის ოთახზე ( მეორე მანქანა), სადაც თუკი იყო რაიმე მაცოცხლებელი აირის მსგავსი, ეს იყო სიცარიელე (აქ მე არაცნობიერად დავხატე გამონაბოლქვით სავსე ჰაერი გარაჟს გარეთ და სუფთა ჰაერი, ასოცირებული ავტომოპასუხის ფანტაზიასთან)[4].
ბ–ნ ლ–ს პასუხი ჩემს ინტერვენციაზე შეიცავდა ხმის სისავსეს, რაც გამოხატავდა სუნთქვის სისავსეს. ადამიანურობისაგან მოწყვეტილობის მისი ცნობიერი და არაცნობიერი განცდები გამოიხატებოდა მოგუდვით და მკვლელი დედა ანლიტიკოსის სახით (თავზე ცელოფანი, რაც არ აძლევდა საშუალებას სრულად ესუნთქა მაცოცხლებელი ჰაერი).
საათის ბოლოს ჩამოვარდნილი სიჩუმე თავისთავად ახალი ანალიტიკური მოვლენა იყო და ასახავდა ნდობას; ეს საკმაოდ კონტრასტულად გამოიყურებოდა ცელოფნით დახრჩობის ძალადობრივი სურათისაგან ან საკონსულტაციო ოთახში დახშული ჰაერით მოგუდვისაგან. ამ სიჩუმის განმავლობაში ავღნიშნავ ჩემი განცდების კიდევ ორი დამატებით მნიშვნელოვან ასპექტს: ჰაერში გაჩერებული გასაბერი ბურთის ხატება, რომელიც გამალებით გადაისროლება ჩემსა და ბ–ნ ლ–ს შორის, და ძილქუშის განცდა. იმის მიუხედავად, რომ მე საკმაოდ მშვიდად ვგრძნობდი თავს ამ სიჩუმის დროს ( რაც ნაწილობრივ ჩათვლემის სურვილით გამოიხატა), ამავე დროს, ამ სიჩუმეში იყო რაღაც ელემენტი, რომელიც მეხის შორეული გრუხუნად აღიქმებოდა(რაც, რეტროსპექტულად, ბრაზის შეტევაა ).
მე მხოლოდ მოკლედ მომივიხილავ სიზმარს, რომლითაც ბ–მა ლ-მ მეორე სეანსი დაიწყო.
ეს სიზმარი მესმის, როგორც წინა სეანსის გამოძახილი და ასევე როგორც გადატანა –უკუგადატანის ასპექტის უფრო მკვეთრი გამოხატვა, რომელშიც ბ–ნ ლ–ს შიში მისი ბრაზის აფექტი და ჩემს მიმართ მისი ჰომოსექსუალური განცდები გადაინაცვლებს მთავარ შიშებად (მე უფრო ადრეც მქონდა ამაზე მინიშნება, მაგრამ ვერ გამოვიყენე ანალიტიკურ ობიექტად –მანქანების ღმუილი ჩემს უკან და ფანტაზია გარაჟის შესახებ). სიზმრის პირველ ნაწილში პაციენტი წყალქვეშაა სხვა შიშველ ადამიანებთან ერთად იმ კაცის ჩათვლით, რომელმაც უთხრა, რომ შიში მიუხადავად, მას სუნთქვა შეეძლო. როცა მან ჩაისუნთქა, ძნელად დაიჯერა, რომ ეს შეეძლო. სიზმრის მეორე ნაწილში ის მწუხარებისაგან ქვითინებდა და კაცი , ვისი სახეც ვერ გაიხსენა, მასთან იდგა და არ ანუგეშებდა. ეს სიზმარი წარმოადგენს ჩემთვის ბ–ნ ლ–ს იმ განცდის გამოხატულებას, რომ წინა სეანსზე ორივემ თანაბრად დავიწყეთ რაღაც მნიშვნელოვანის გაგება მისი არაცნობიერი (“წყალქვეშა”) ცხოვრების შესახებ და მე არ მეშინოდა რომ მისი იზოლაცია , გარიყულობა ,ნაღველი და ამაოება წამლეკავდა( ჩაძირვა) და არც მისი მეშინოდა. შედეგად მან გაბედა თავისთვის გაცოცხლების ნება დაერთო ( ჩაესუნთქა, რისიც მანამდე ეშინოდა (სიცარიელე, ვაკუუმ–მკერდი/ანალიტიკოსი). დამატებით, სიზმარში პაციენტი არ თვლიდა, რომ ნამდვილად ცოცხალი იყო, რადგან ძლივს იჯერებდა, რომ სუნთქვა შეეძლო. სიზმრის მეორე ნაწილში ის ნათლად გამოხატულია მწუხარების განცდის უნარის მომატება იმგვარად, საკუთრი თავისა და ჩემგან ნაკლებად გათიშულია. სიზმარი პაციენტის მადლიერებას გამოხატავს ჩემს მიმართ იმის გამო, რომ არ გავძარცვე იმ განცდებისაგან, რისი შეგრძნებაც მან დაიწყო, ანუ არ გავაწყვეტინე სიჩუმე წინა საათის ბოლოს განმარტებებით ან თუნდაც რაიმე ცდით გამეფანტა მწუხარების მისი მწუხარების განცდა ჩემი სიტყვებითა და იდეებით. მე ვიგრძენი ისიც, რომ მადლიერების გარდა ( ყოყმანთან ერთად) ბ–ნი ლ ჩემს მიმართ ამ მოვლენებთან დაკავშირებულ ნაკლებად გაცნობიერებულ ამბივალენტურობას განიცდიდა. მე ნაწილობრივ ამაღელვა მის მიერ ჩემი ჩაძირვის შესაძლებლობამ წინა საათის ბოლოს, რაც ნაწილობრივ არეკლავს ჩემს ჩაკეტილობას. გასაბერი ბურთის(მკერდი) გადასროლის ფანტაზია შეიძლება იყოს ბრაზი, რომლის არიდებაც უნდათ. მოვლენების შემდგომმაი განვითარებამ ანალიზში უფრო და უფრო დამარწმუნა, რომ სიზმარში ნანახი კაცის უსახ(ურ)ობა იყო პაციენტის (დედის ტრანსფერი) ბრაზი ჩემზე, რომ მოუხელთებელი, ამიტომ – უფორმო და აღუწერელი ვარ (ის ასეთად თვლის საკუთრ თავს). In addition, on a more deeply unconscious level, the patient’s being invited by the naked man to breathe in the water reflected what I felt to be an intensification of Mr L’s unconscious feeling that I was seducing him into being alive in the room with me in a way that often stirred homosexual anxiety (represented by the naked man’s encouraging Mr L to take the shared fluid into his mouth). The sexual anxiety reflected in this dream was not interpreted until much later in the analysis.
ეს იდეა გაჩნდა ანალიზის შემდგომ პერიოდში, როცა ბ–ნმა ლ–მ პირდაპირ გამიბრაზდა იმის გამო, რომ ” არც არაფერი ვარ”. დამატებით, უფრო ღრმა არაცნობიერ დონეზე, შიშველი კაცის მიერ პაციენტის მიპატიჟება წყალში სასუნთქავად ასახავდა იმას, რაც მე ვიგრძენი, როგორც ბ–ნ ლ–ს იმ არაცნობიერი განცდის გაძლიერება, რომ მე ვაცდუნებდი გაცოცხლებულიყო ოთახში ჩემთან ერთად , რაც ხშირად მის ჰომოსექსუალურ შიშებს წამოშლიდა ( რაც წარმოდგენილი იყო შიშველი კაცის შეთავაზებით, პირით შეესუნთქა ზიარი სითხე). ამ სიზმარში ასახული სექსუალური შიში ბევრად გვიან იქნა განმარტებული ანალიზში.
ზოგი დამატებითი კომენტარი
ზემოთ აღწერილ კლინიკურ ნაწილში ჩემმა გონებამ უბრალო შემთხვევითობის გამო არ “იმოგზაურა” და ყურადღება შეაჩერა ტელეფონის ნომრებიან კონვერტზე დარტყმულ ბეჭდებზე. თითონ ეს კონვერტიც, ადრე აღწერილი დამატებითი მნიშვნელობით, ასევე წარმოადგენდა ჩემს პირად დისკურსს, პირად მიმოწერას, რომელიც სხვისთვის არ იყო განკუთვნლი; მასზე დაწერილი იყო შენიშვნები, სადაც მე ვსაუბრობდი ჩემი ცხოვრების დეტალების შესახებ. ანალიტიკოსის გონების მუშაობა ანალიზის პროცესში მსგავსი გაუაზრებელი “ბუნებრივობებით’, უაღრესად პირადი და უხერხულობამდე მიწიერი ცხოვრებისეული ასპექტებით, იშვიათად განიხილება კოლეგებთან, უფრო ნაკლებად იწერება და ქვეყნდება ანალიტიკურ კვლევებში. პირადისა და ყოველდღიურის მსგავსი ასპექტების ჩავლება და ოცნებებში ჩაღრმავებისაგან გამოცალკევება საკმაო ძალისხმევას მოითხოვს . ერთმანეთს უნდა ვესაუბროთ, თუ რა გზით ხდება განცდის ამ ასპექტების იმგვარი ტრანსფორმირება, რომ ის გადაიქცევა ანალიტიკური სუბიექტების ურთიერთობის გამოვლინებად.
პიროვნული (ინდივიდუალურად სუბიექტური) აღარაა უბრალოდ ისევ ის, რაც იყო ანალიტიკური მესამის წარმოშობამდე და არც მთლიანად განსხვავებულია იმისგან, რაც მანამდე იყო. მე მჯერა, რომ ანალიტიკოსის ფსიქოლოგიური ცხოვრების ძირითადი განზომილება პაციენტთან ერთად საკონსულტაციო ოთახში ღებულობს მის ყოველდღიურ ცხოვრებასთან დაკავშირებულ დეტალებზე აგებული ფანტაზიის სახეს ( რაც ზოგჯერ მისთვის ნარცისული მნიშვნელობის მატარებელია). ამ კლინიკური დისკუსიის პროცესში მე ვეცადე იმ ფიქრების დემონსტრირება მომეხდინა, რომლების არაა უბრალოდ უყურადღებობის, ნარცისული თვითჭვრეტის, მოუგვარებელი ემოციური კონფლიქტისა და მსგავსის ანარეკლი; ეს ფსიქოლოგიური აქტივობა წარმოადგენს სიმბოლურ და პროტოსიმბოლურ ( შეგრძნებებზე დაფუძნებულ) ფორმებს, მიცემულს ანალიზირებულის ჩამოუყალიბებელი ( რა ხშირად არ განცდილი) განცდისათვის, როცა ისინი იღებენ ანალიტიკური წყვილის ინტერსუბიექტურობის ( ანუ ანალიტიკურ მესამის)ფორმას.
ფსიქოლოგიური აქტივობის ეს ფორმა ხშირად განიხილება როგორც ის, რასაც ანალიტიკოსმა უნდა აუაროს, გვერდით გადადოს, გადალახოს, და ა.შ. რომ იყოს ემოციურად აქ მყოფი და, ამავე დროს, ყურადღებიანი ანალიზირებულის მიმართ. მე ვთვლი, რომ იმ შეხედულებას ანალიტიკოსის განცდაზე, რომელიც კლინიკური ფაქტის კატეგორიას უგულებელყოფს, მიყავს ანალიტიკოსი იქით, რომ დიდად შეამციროს ანალიზირებულთან განცდილი შეგრძნებების მნიშვნელობა. მე ვგრძნობ, რომ პრინციპული ფაქტორი, რომელსაც წვლილი შეაქვს ამ დიდი რაოდენობის ანალიტიკური მასალის დაუფასებლობაში არის ფაქტი, რომ ეს გაცნობიერება ქარმოადგენს თვითშეფასების შემაშფოთებელ ფორმას.
გადატანა –უკუგადატანის ამ ასპექტის ანალიზი მოითხოვს იმ გზის გადამოწმებას, რომლითაც ჩვენ ველაპარაკებით და რასაც ჩვენ ველაპარაკებით საკუთარ თავის პიროვნულ, შედარებით დაუცველ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში. მოცემულ მდგომარეობაში ცნობიერისა და არაცნობიერის დიალექტიკური ურთიერთობა იმდაგვარად იცვლება, რაც გვაგონებს სიზმრის მდგომარეობას. ამგვარი თვითგაცნობიერებით ჩვენ ვეხებით პირადულობის ძირეულ შინაგან სიწმინდეს, და, შესაბამისად, ჩვენი სიჯანსაღის ერთ–ერთ ქვაკუთხედს. ჩვენ ვაბიჯებთ წმინდა მიწაზე, პიროვნული განმარტოების იმ ტერიტორიაზე, სადაც დიდწილად, ჩვენ სუბიექტურ ობიექტებს ვეკონტაქტებით ( ვინიკოტი 1963) ( ასევე იხ, ოგდენი1991).
ეს კომუნიკაცია ( მსგავსად ჩემი შენიშვნებისა კონვერტზე) არანაერი მნიშვნელობის მატარებელი არაა არც სხვისთვის და არც იმ ჩვენი ნაწილისათვის, რომელიც მდებარეობს ამ განუზომლად პირადულ/მიწიერი დაშული სივრცის გარეთ ( ვინიკოტი 1963 გვ.184). გადატანა –უკუგადატანის ამ სფეროს განცდა ძალზე პიროვნულია; ის ისე გამჯდარია ანალიტიკოსის ხასიათის სტრუქტურაში, რომ უდიდეს ფსიქოლოგიურ ძალისხმევას მოითხოვს იმდაგვარად შევიდეთ ჩვენს თავთან დისკუსიაში, რომ შევძლოთ ამოვიცნოთ, რომ პიროვნულის ეს ასპექტიც კი შეიცვალა ჩვენი განცდით ანალიტიკური მესამეში ან მის გარეშე . თუკი ჩვენ ვართ ანალიტიკოსები, ამ სიტყვის ძირეული გაგებით, ჩვენ უნდა ვეცადოთ ცნობიერად შემოვიტანოთ ანალიზში ჩვენი პიროვნების ეს ასპექტიც კი იმისათვის, რომ შევძლოთ ანალიტიკური პროცესის გაძღოლა.
ფსიქო–სომა და ანალიტიკური მესამე
ამ სტატიის მომდევნო ნაწილში მე წარმოგიდგენთ ანალიტიკურ ურთიერთობას, სადაც ანალიტიკოსის მიერ განცდილი სომატური ჰალუცინაცია/ დელუზია დაკავშირებულია სხეულებრივ შეგრძნებათა ჯგუფთან და სხეულთან დაკავშირებულ ფანტაზიებთან, რომელსაც შეიგრძნობს ანალიზირებული; სწორედ ეს შეადგენს მთავარ მედიუმს, რომლის საშუალებითაც განიცდება, გაიგება და განიმარტება ანალიტიკური მესამე. როგორც ნათელი გახდება, ანალიზის ამ ფაზის გავლა დამოკიდებულია ანალიტიკოსის უნარზე ამოიცნოს და გამოიყენოს ძირითადად სხეულებრივი შეგრძნებების ფორმით გამოხატული ინტერსუბიექტიური კლინიკური ფაქტები.
კლინიკური თვალსაჩინოება: გამყიდველი /”ჩამშვები” გული
მოცემულ კლინიკურ მაგალითში მე აღვწერ მოვლენათა რიგს, რომელთაც ადგილი ჰქონდათ ქ–ნ ბ–ს, 42 წლის გათხოვილი იურისტის, ორი ლატენტური ასაკის შვილის დედის, ანალიზის მესამე წელს. პაციენტმა ანალიზი დაიწყო ორივე ჩვენთაგანისათვის გაურკვეველი მიზეზების გამო; მას ჰქონდა თავისი ცხოვრებით უკმაყოფილების შეგრძნება მიუხედავად იმისა, რომ “არაჩვეულებრივი “ ოჯახი ჰქონდა და სამსახურშიც წარმატებული იყო. მან მითხრა, რომ არასოდეს იფიქრებდა, “თუ მისი ბოლო ანალიტიკოსის კაბინეტი იქნებოდა;” “ მე ისეთი განცდა მაქვს, თითქოს ვუდი ალენის ფილმიდან გადმოვედი”.
ანალიზის პირველი წელიწად–ნახევრის განმავლობაში ჩემთვის გამოცანად რჩებოდა, თუ რატომ მოდიოდა ქ–ნი ბ ყოველდღიურ შეხვედრებზე; მე ყოველ ჯერზე გაკვირვებული ვრჩებოდი, როცა ის ჩემს ოფისში ჩნდებოდა. პაციენტი არასდროს აცდენდა, იშვიათად აგვიანებდა და, ფაქტიურად, ისე ადრე მოდიოდა, რომ თითქმის ყოველთვის ასწრებდა ჩემი ოფისის კუთვნილი ტუალეტის გამოყენებას .
ქ–ნი ბ ლაპარაკობდა ორგანიზებული, ცოტა ობსესიური, მაგრამ ჩაფიქრებული მანერით; მას ყოველთვის ჰქონდა განსახილველად მნიშვნელოვანი თემები დედამისის ეჭვიანობის ჩათვლით, თუკი პაციენტის მამა მცირეოდენ ყურადღებას გამოიჩენდა ამ უკანასკნელის მიმართ. ქ–ნი ბ გრძნობდა, რომ ამასთან იყო დაკავშირებული მის უუნარობა რამე ესწავლა ( მიეღო) მასზე გამოცდილი ქალი თანამშრომლებისაგან. ამის მიუხადავად, მისი ანალიტიკური მუშაობა ზედაპირული იყო; რაც დრო გადიოდა, მას სულ უფრო და უფრო უჭირდა სალაპარაკო თემების გამონახვა. პაციენტი ლაპარაკობდა თავის განცდაზე– დიდი სურვილის მიუხედავად, რომ “აქ ყოფილიყო”, მთლიანად არ მონაწილეობდა ჩვენს შეხვედრებზე.
ანალიზის მეორე წლის ბოლოს სიჩუმე უფრო და უფრო ხშირი და შედარებით ხანგრძლივი გახდა, ხშირად 15–20 წუთს გრძელდებოდა ( პირველ წელს იშვიათად ჩუმდებოდა). მე ვეცადე მესაუბრა იმაზე, თუ რას გრძნობდა იგი ამ სიჩუმის დროს. მან მითხრა, რომ ამით ძალიან შეწუხებული იყო, მაგრამ თავს ვერ ერეოდა. მე ჩემი აზრი შევთავაზე ამ სიჩუმის კავშირისა გადატანასათან –რომ, შესაძლოა, გადატანა–უკუგადატანასთან დაკავშირებული რაიმე განცდა სდევდა ამ სიჩუმის დაწყებას, ან, შესაძლოა, რაიმე წინა შეხვედრიდან დაგვრჩა გადაუმუშავებელი. მაგრამ ამ განმარტებებმა სიტუაცია ვერ შეცვალა.
ქ–ნი ბ მებოდიშებოდა ამდაგვარი მდგომარეობის გამო და წუხდა, რომ მღალატობდა. თვეები გავიდა და მწუხარებისა და სასოწარკვეთის განცდა სიჩუმის გამო სულ მატულობდა. ამას დაემატა სახის გამომეტყველება, სიარულის მანერა, ხმის ტონი და ა.შ. დამატებით მან დაიწყო ხელების გრეხა და თითების მტვრევა ისე, რომ სეანსის ბოლოს ხელები დაწითლებული ჰქონდა. მე შევამჩნიე, რომ ანალიზის ამ პერიოდის განმავლობაში ჩემი ფანტაზიები იშვიათი და გაფანტული გახდა. ასევე შევამნიე, რომ უფრო ნაკლები სიახლოვის განცდა მქონდა ქ–ნ ბ– სთან, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო. ერთ დილას, როცა ჩემი ოფისისკენ მივემართებოდი, გუნებაში ჩამოვთვალე ის ხალხი, ვისაც იმ დღეს უნდა შევხვედროდი და დამავიწყდა ქ–ნ ბ–ს სახელი. მე რაციონალიზირება გავუკეთე ამ დავიწყებას, რომ მხოლოდ მისი გვარი მქონდა ჩაწერილი და არასოდეს მივმართავდი სახელით–არც მას დაუსახელებია როდესმე თავისი სახელი საკუთარ თავზე საუბრისას სხვა პ–ის მსგავსად. მე თავი წარმოვიდგინე დედად, რომელიც თავის ბავშვს ვერ არქმევს სახელს მისი დაბადების მიმართ ამბივალენტური განცდების გამო. ქ–მი ბ ძალიან ცოტას ყვებოდა თავისი ბავშვობისა და მშობლების შესახებ. მან მითხრა, რომ მისთვის საშინლად მნიშვნელოვანი იყო ისე მოეყოლა ჩემთვის თავისი მშობლების შესახებ, რომ ეს ყოფილიყო “უტყუარი და ზუსტი”; მან მითხრა, რომ მაშინ მომიყვებოდა მათ შესახებ, როცა ამის მოსაყოლ “ზუსტ სიტყვებს და სწორ გზას” იპოვიდა. ამ პერიოდის განმავლობაში მე ჩამომიყალიბდა მდგომარეობა, რასაც მსუბუქ სურდოს დავარქმევდი; თუმცა ყველა პაციენტთან დანიშნული შეხვედრის ჩატარება შემეძლო. მომდევნო კვირების განმავლობაში მე შევამჩნიე, რომ ფიზიკურად სუსტად ვგრძნობდი თავს და ქ–ნ ბ–სთან შეხვედრებისას თითქოს მქონდა სისუსტის, გულისრევისა და თავბრუსხვევის შეგრძნებები. მე თავს ვგრძნობდი, როგორც ძალიან მოხუცებული კაცი, მაგრამ მიზეზს ვერ ვხვდებოდი; მე მომწონდა ჩემი ასეთი მდგომარეობა და, ამავე დროს, საშინლად აღშფოთებული ვიყავი ამის გამო. მე არ მახსოვდა მსგავსი განცდები და ფიზიკური შეგრძნებები დღის სხვა მონაკვეთის განმავლობაში. ჩავთვალე, რომ ეს ასახავდა იმ ფაქტს, რომ ქ–ნი ბ განსაკუთრებით მწურავდა და რომ სიჩუმის ხანგრძლივი პერიოდები მეტ საშუალებას მაძლევდა ჩემს შეგრძნებებს დავკვირებოდი. რეტროსპექტრულად შემიძლია გავიხსენო, რომ ამ პერიოდში მქონდა დიფუზური შფოთვა ქ–ნ ბ–ს საათის დროს. მაგრამ იმ დროისათვის მე მხოლოდ ქვეცნობიერად ვაფიქსირებდი ამ შიშს და ძნელად შემეძლო მისი გამოყოფა ფიზიკური შეგრძნებებისაგან. მისი სეანსების წინ ყოველთვის რაღაც საქმეს გამოვიჩენდი ხოლმე ( ტელეფონზე რეკვა, ქაღალდების დახარისხება…) ისე, რომ ქ–ნ ბ–ს მოსვლისას 1 წუთით ან მეტად ვაგვიანებდი მასთან შეხვედრაზე. ისე ჩანდა, თითოს ქ–ნი ბ ყოველი საათის ბოლოს დაჟინებით მიყურებდა. მე რომ ვკითხე ამის შესახებ, მან ბოდიში მომიხადა და მითხრა, რომ თითონ ვერ ამჩნევდა, ისე უნებურად გამოსდიოდა ეს. პ–ის ასოციაციების შინაარსს ჰქონდა სტერილური, დიდად გაკონტროლებული განცდები, გამახვილებული სამსახურეობრივ პრობლემებზე და მის წუხილზე შვილების ემოციურ პრობლემებთან დაკავშირებით. უფროსი შვილი კონსულტაციისათვის ფსიქიატრთან მიიყვანა, რადგან განიცდიდა, რომ მას სკოლაში კონცენტრირება არ შეეძლო. მე ვუთხარი, რომ, შესაძლოა, თავის დედობის უნარისა და ხარისხის გამო წუხდა ისევე, როგორც წუხდა, თუ როგორი პაციენტი იყო თავად (ეს განმარტება ნაწილობრივ სწორი იყო, მაგრამ მარცხი განიცადა ამ საათის ძირითად შიშთან დაკავშირებით, რადგანაც, როგორც უკვე ვთქვი, არაცნობიერად თავს ვიცავდი ამ შიშის დანახვისაგან). მალე ამ განმარტების შემდეგ მე ვიგრძენი, რომ მწყუროდა და სკამიდან გადავიხარე ჭიქის ასაღებად, რომ მომესვა; ჭიქა სკამის გვერდით იატაკზე იდგა ( ეს მანამდეც ხშირად გამიკეთებია ქ–ნ ბ– ს სეანსების დროს, ისევე როგორც სხვა პაციენტებთან). ქ–ნი ბ მკვეთრად შეინძრა ტახტზე და ჩემს დასანახავად მოტრილდა; მის სახეზე პანიკა იყო გამოხატული. მან მითხრა: “უკაცრავად, მე არ ვიცოდი, რა მოგივიდათ”. მხოლოდ იმ წუთის დაძაბულობით– რაღაც კატასტროფა ხომ არ მომივიდა– შევიგრძენი მე ის ტერორი, რომელსაც აქამდე ვატარებდი. მე დავინახე ის შიში, რომელიც მქონდა რაღაც პერიოდის განმავლობაში (უმეტესად არაცნობიერი და პრიმიტიულად სიმბოლიზირებული) და ძრწოლა ქ–ნ ბ–სთან შეხვედრის გამო (როცა ფეხს ვითრევდი მისი სეანსის დაწყებამდე); ეს პირდაპირ იყო დაკავშირებული არაცნობიერ ფანტაზიასთან, რომ ჩემი სომატური სიმპტომები – სისუსტე, გულისრევა და თავბრუსხვევა ქ–ნი ბ–ს მიერ იყო გამოწვეული და რომ ის მე მკლავდა. ახლა მივხვდი, რომ რამდენიმე კვირის განმავლობაში ემოციურად შეპყრობილი ვყავდი რწმენას ( სხეულებრივ შეგრძნებას გადინი; 1982. 143), რომ ძალიან ავად ვიყავი, შეიძლება ტვინის სიმსივნეც მქონდა და მეშინოდა, რომ ვკვდებოდი. შეხვედრის იმ წუთებში, როგორც კი ამ ფიქრებისა და განცდების გაგება დავუკავშირე ანალიტიკური პროცესის გადატანა –უკუგადატანის არეკლვას, უეცარი შვება დამეუფლა. პ–ის პანიკურ შემობრუნებაზე საპასუხოთ ვუთხარი, რომ მისი აზრით, მე რაღაც საშინელება მჭირდა და შეიძლება მომკვდარიყავი კიდეც. მან მიპასუხა, რომ შეიძლება ეს სიგიჟეს გავდა, მაგრამ, როდესაც მან გაიგონა თუ როგორ გადავიხარე სკამიდან, იფიქრა, რომ გულის შეტევა დამემართა. მან დასძინა, რომ გარკვეული დროის განმავლობაში მე ფერგამკრთალი ვეჩვენებოდი, მაგრამ არ უნდოდა ჩემთვის გული ეტკინა და ამის კითხვით დავეღონებინე. ქ–ნ ბ–ს უნარი, ამდაგვარად დამლაპარაკებოდა თავის განცდებსა და ფანტაზიებზე, არეკლავდა მასში დაწყებულ მნიშვნელოვან ფსიქოლოგიურ ცვლილებებს .
მისი საუბრისას აზრად მომივიდა, რომ ეს მე უნდა ვენახე ექიმს და არა მისი უფროსი შვილი. მივხვდი, რომ ის განმარტება, ადრე რომ მივეცი მის კარგ დედობაზე დაეჭვების შესახებ, არასწორი იყო; პ–ის შიში, რომლის გაზიარებაც ჩემთვის უნდოდა, შეეხებოდა რაღაც კატასტროფულს, რაც ჩვენს შორის შეიძლება მომხდარიყო ( რომელიმე ჩვენთაგანი მოეკლა) და რომ უნდა გვეპოვა მესამე პირი (აქ არმყოფი მამა), ეს უბედურება რომ აგვეცილებინა თავიდან. ქ–ნ ბ–ს საათების დროს მე ხშირად ვტრიალებდი სკამზე, მაგრამ მხოლოდ ზემოთ აღწერილი მომენტის დროს ჰქონდა მას ასეთი რეაქცია ჩემს მოძრაობაზე, რადგან ჩემი ხმაური გადაიქცა “ანალიტიკური ობიექტის” ხმაურად (ინტერსუბიექტიურობით გენერირებული ანალიტიკური გაგება), რაც მანამდე არ არსებობდა. ჩემი და პაციენტის, როგორც ცალკე ინდივიდების, ფიქრის უნარი გაერთიანებულ იქნა საერთო არაცნობიერი ფანტაზიის–სომატური ჰალუცუნაციის ინტენსივობის შედეგად, რომელშიც ორივე ჩვენთაგანი ავიბურდეთ. არაცნობიერი ფანტაზია არეკლავდა ქ–ნ ბ–ს შინაგან ობიექტთა მიმართ დიდად კონფლიქტურ არაცნობიერ განწყობას, რომელიც თავიდან ანალიზში გაჩნდა სომატური დელუზიის ფორმით –სხეულთან დაკავშირებული ბოდვითი შიშებით ( ჩემი სხეულის შესახებ) და მისი საკუთარი შეგრძნებითი განცდით (ხელების მტვრევით).
მე ვუთხარი ქ–ნ ბ–ს, რომ მას მხოლოდ ჩემი სიკვდილის შიში კი არ ჰქონდა, არამედ მას ეგონა, რომ თავად ის იქნებოდა ამის პირდაპირი და უშუალო მიზეზი. მე ვუთხარი, რომ ისევე, როგორც თავისი შვილის განადგურების უნარი ჰქონდა განცდაში, რის გამოც ექიმთან წაიყვანა გასასინჯად, ის ასევე შიშობდა, რომ მეც ავად გამხადა და შეიძლებოდა მოვმკვდარიყავი. ამის თქმაზე ხელების მტვრება და თითების ტკაცუნი შემცირდა. მე მივხვდი, რომ, რადგანაც ქ–ნი ბ ხელის მოძრაობას ვერბალური გამონათქვამების თანმხლებად იყენებდა, მე არ მინახავს მისი ხელების დამოუკიდებელი მოქმედება ( ანუ მათ არც აქნევდა, არც ერთმანეთს ეხებოდა). პაციენტმა მითხრა, რომ რასაც ჩვენ მის შესახებ ვლაპარაკობდით , სიმართლეს ჰგავდა და მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ის განიცდიდა , რომ დაავიწყდებოდა ყველაფერი, რაც შეხვედრის დრომ მოხდა. ქ–ნ ბ–ს ბოლო წინადადებამ გამახსენა, როგორ ვერ ვიხსენებდი მის სახელს და ასევე ჩემი ფანტაზია იმ დედის შესახებ, რომელსაც შვილისათვის სახელის დარქმევა არ უნდა. ეხლა ვიგრძენი, რომ ჩემი ამბივალენტურობა ბ–ს სახელის გახსენებისას, ისევე, როგორც ბ–ს ამბივალენტურობა, რომ დაავიწყდებოდა ყველაფერი რაც სეანსზე ითქვა, დაკავშირებული იყო შიშთან, რომელიც ორივეს გვაერთიანებდა; ეს შიში მას არ აძლევდა დაბადების საშუალებას (ანუ რომ ყოფილიყო ნამდვილად ცოცხალი და იქ მყოფი). ანალიზში ეს გამოიწვევევდა ორივე ჩვენთაგანისათვის სერიოზულ საფრთხეს. მე ვგრძნობდი, რომ ჩვენ გვქონდა არაცნობიერი ფანტაზია ( ძირითადად სხეულებრივი განცდის შედეგად წარმოქმნილი), რომ ანალიზში მისი სიცოცხლესთან დაბრუნება (დაბადება) ავად გამხდიდა და შეიძლება მოვეკალი. ორივე ჩვენთაგანის გადასარჩენად ყველა ღონე უნდა გვეხმარა , რათა ეს დაბადება თავიდან აგვეცილებინა. მე ვუთხარი ქ–ნ ბ–ს, რომ ახლა უკეთ ვგრძნობდი , რომ მისი მხრიდან ყოველგვარი მცდელობის მიუხედავდად რატომ ვერ გრძნობდა თავს ჩემთან ერთად აქ მყოფად და რატომ ვერ ფიქრობდა ამის შესახებ. მე ვუთხარი, რომ ჩემი აზრით, ის ცდილობდა სიჩუმით უჩინარი დარჩენილიყო და რომ ცდილობდა ამგვარად დავეცავი ავად გახდომისაგან.
მან მიპასუხა, რომ ის გრძნობდა, რომ სულ მებოდიშებოდა და რომ ერთხელაც ყელში ამოუვიდა ეს განცდები, მაგრამ არ მითხრა. ის წუხდა რომ “ამ ამბავში “ გაეხვია ( ანალიზში) და ცდილობდა ეს “ისე ამოეშალა, რომ თითქოს არც არასოდეს ყოფილა”. მან დასძინა, რომ მისი აზრით, ასე მეც უკეთ ვიქნებოდი და ალბათ ვნანობ, მის ანალიზზე რომ დავთანხმდი. მან თქვა, რომ მსგავსი განცდა რაც თავი ახსოვს სულ ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ დედამისი ხშირად უყვებოდა, თუ როგორ ააღელვა მასზე ფეხმძიმობამ და როგორ მოუთმენლად ელოდებოდა ქალიშვილის დაბადებას, ქ–ნი ბ დარწმუნებული იყო, რომ ის იყო “შეცდომა” და დედამისს სულაც არ უნდოდა შვილები. ბ–ს ყველა სათამაშო დედმისს მის ოთახში ჰქონდა შენახული, რათა არ შეწუხებულიყო მამა, “სერიოზული აკადემიკოსი”, და ხელი არ შეშლოდა კითხვაში ან მუსიკის მოსმენაში…
ქ–ნ ბ–ს ქცევა ანალიზში, როგორც ჩანს, არეკლავდა უდიდეს სურვილს, მოქცეულიყო ”როგორც დიდი” და “ჩემს სახლში “ ემოციური არევ–დარევა არ შემოეტანა ”ირაციონალური და ბავშვური ფიქრების აქეთ–იქით მიმოსროლით“. მე გამახსენდა არარეალურობის და იქ არ ყოფნის შეგრძნება, რასაც ჩემს ოფისში განიცდიდა (რომ ვუდი ალენის ფილმიდან გადმოვიდა) . ქ–ნი ბ გახლეჩილი იყო სურვილს შორის– ჩემგან დახმარება ეთხოვა და შიშს შორის, რომ მისი პრეტენზიების წარდგენა ჩემდამი, ჩემს გვერდით ადგილის დაკავება გამომოფიტავდა და მომკლავდა. მე მივხვდი, თუ საიდან მოდიოდა ჩემი ფანტაზია ტვინის სიმსივნის შესახებ, როგორც არეკლვა მისი შიშებისა; არსებობის აღიარება იყო ზრდა, ის იყო მშიერი, გაუმაძღარი, ეგოისტი და დესტრუქციულად იმ ადგილის დაკავება უნდოდა, რაც მისი არ იყო.
როდესაც თავისი მშობლების სახლის შესახებ მომიყვა, ქ–ნმა ბ–მ გაიმეორა თავისი წუხილი, რომ ის წარმომიდგენდა მისი მშობლების ( განსაკუთრებით დედის) არაზუსტ სურათს, რის გამოც კარგად ვერ მიჩვენებდა, თუ როგორი იყო დედამისი. ამის მიუხხედავად პაციენტმა დასძინა, რომ ამის თქმა უფრო ჩვეულების შედეგი იყო, ვიდრე სინამდვილე. ამ საუბრების დროს ანალიზში მე პირველად ვიგრძენი, რომ ოთახში იყო ორი ერთმანეთთან მოსაუბრე ადამიანი. მე მომეჩვენა, რომ არა მარტო ქ–ნი ბ საუბრობდა უფრო სრულად, როგორც ადამიანი, მაგრამ მეც ვგრძნობდი, რომ უფრო შემეძლო ფიქრი, განცდა და შეგრძნებების აღქმა იმგვარად, რომ მქონდა რეალურობის და სპონტანურობის განცდა, რაც ადრე ამ მქონია ამ ანალიზში. რეტროსპექტულად, ჩემი ანალიტიკური მუშაობა ქ–ნ ბ–სთან ამ მომენტამდე მაგრძნობინებდა ხოლმე ძალიან ძლიერ დამავალდებულებელ იდენტიფიკაციას ჩემს საკუთარ ანალიტიკოსთან ( “ მოხუცი კაცი”). მე არა მარტო იმ ფრაზებს ვიყენებდი, რასაც ის ხმარობდა ხოლმე, არამედ დროდადრო იმ ინტონაციით ვსაუბრობდი, რომელიც მას მაგონებდა. მხოლოდ ანალიზში ზემოთ აღწერილი ცვლილების შემდეგ დავაფიქსირე ეს ყოველივე. ჩემი გამოცდილება ზემოხსენებულ ანალიტიკურ ფაზეში “მიბიძგებდა,“ რომ განმეცადა არაცნობიერი ფანტაზია, რომ ჩემი სრული რეალიზება როგორც ანალიტიკოსისა შესაძლოა მომხდარიყო მხოლოდ ჩემი მეორე ნაწილის სიკვდილის ხარჯზე (შინაგანი ობიექტის მამა–ანალიტიკოსის სიკვდილი). სიამოვნების და კომფორტის განცდა, დაკავშირებული ჩემს ფანტაზიასთან, რომ მოხუცი ვიყავი, დაკავშირებული იყო ერთდროულად დაცულობით, რადგანაც ჩემი ანალიტიკოს/მამის მსგავსი ვიყავი და სურვილთან, რომ მისგან განვთავისუფლებულიყავი(ფანტაზიაში მომეკლა). ეს ბოლო სურვილი ატარებდა შიშს, რომ ამ პროცესში მე არ მომკვდარიყავი. ქ–ნ ბ–სთან დაკავშირებული განცდა ჩემი ფიქრების, განცდებისა და შეგრძნებების ჩათვლით, შედგებოდა სეპარაციისა და გლოვის განსაკუთრებული ფორმისაგან, რისი უნარიც მე ამ დრომდე არ მქონდა.
დასკვნითი შენიშვნები ანალიტიკური მესამის შესახებ
დასასრულს, მე ვეცდები დავუკავშირო ერთმანეთს იდეები ანალიტიკური მესამის ცნების შესახებ, რომლებიც ამ ორი ანალიზის მაგალითით გარკვეულად, თუ გაურკვევლად განვავითარეთ.
ანალიტიკური პროცესი ასახავს სამი სუბიექტიურობის ურთიერთობას; ანალიტიკოსის, ანალიირებულის და ანალიტიკური მესამის. ანალიტიკური მესამე წარმოადგენს ანალიტიკოსისა და ანალიზირებულის ქმნილებას და ამავე დროს ანალიტიკოსი და ანალიზირებული წარმოშობილი არიან ანალიტიკური მესამისაგან ( არაა არც ანლიტიკოსი, არც ანალიზირებული, არც ანალიზი ამ მესამის არყოფნისას). რადგანაც ანალიტიკური მესამე ანალიტიკოსისა და ანალიზირებულის მიერ განიცდება მისი პირადი სისტემის კონტექსტში, პიროვნული ისტორიის, ფსიქოსომატური სტრუქტურის და ა.შ. მიხედვით, მესამის განცდა (თუმცა ერთობლივად წარმოქმნილი) იდენტური არაა თითოეული წევრისათვის. უფრო მეტიც, ანალიტიკური მესამე არის ასიმეტრიული კონსტრუქცია, რადგანაც ის არის წარმოქმნილი ანალიტიკური წყობის/სეტინგის კონტექსტში, რომელიც მძლავრად განისაზღვრება ანალიტიკოსისა და ანალიზირებულის როლთა ურთიერთობით.
შედეგად, ანალიტიკოსის არაცნობიერი განცდა პრივილეგირებულია გარკვეულწილად, ანუ ეს არის წარსული და აწმყო განცდა ანალიზირებულისა, რაც ანალიზის წყვილის მიერ მიღებულია პრინციპულ სუბიექტად ( მაგრამ არა ექსკლუსიურ) ანალიზის პროცესში. ანალიტიკოსის განცდა ანალიტიკური მესამის შიგნით ან მის გარეთ პირველადად გადამუშავდება, როგორც საშუალება ანალიზირებულის ცნობიერი და არაცნობიერი განცდების გასაგებად(ანალიტიკოსი და ანალიზირბული არ არიან დაკავებული ურთიერთ ანალიზის დემოკრატიულ პროცესით).
ანალიტიკური მესამის ცნება გვაძლევს იდეების ჩარჩოს ობიექტის და სუბიექტის ურთიერთდამოკიდებულების შესახებ, გადატანა –უკუგადატანის შესახებ, რაც თან სდევს ანალიტიკოსის ცდას ახლოს მიუახლოვდეს, ნათლად ხედავდეს უამრავ ინტერსუბიექტურ კლინიკურ ფაქტს, იქნება ეს მისი გონებაში ჩაღრმავებული მოგზაურობა, სხეულებრივი შეგრძნებები, რომლებსაც, როგორც ჩანს, კავშირი არა აქვს ანალიზირებულთან ან რაიმე სხვა “ანალიტიკრი ობიექტთან”, რომელიც ინტერსუბიექტიურადაა შემუშავებული ანალიტიკური წყვილის მიერ.
[1] ანალიტიკური პროცესის ინტერსუბიექტიური გაგების შესახებ არსებული ლიტერატურის მოიმოხილვა და გადატანისა და უკუგადატანის ურთიერთქმედების ბუნების გაგება მოცემული სტატიის საზღვრებს სცილდება. ნაწილობრივი ჩამონათვალი ანალიტიკური დიალოგის ამ ასპექტების კვლევისა შემდეგია: : Atwood & Stolorow (1984), Balint (1968), Bion (1952), (1959), (1962), Blechner (1992), Bollas (1987), Boyer (1961), (1983), (1992), Coltart (1986), Ferenczi (1920), Gabbard (1991), Giovacchini (1979), Green (1975), Grinberg (1962), Grotstein (1981), Heimann (1950), Hoffman (1992), Jacobs (1991), Joseph (1982), Kernberg (1976), Khan (1974), Klein (1946), (1935), Kohut (1977), Little (1951), McDougall (1978), McLaughlin (1991), Meltzer (1966), Milner (1969), Mitchell (1988), Money-Kyrle (1956), O’Shaughnessy (1983), Racker (1952), (1968), D. Rosenfeld (1992), H. Rosenfeld (1952), (1965), (1971), Sandler (1976), გადატანა–უკუგადატანის შეახებ ამ საფუძვლიანი ლიტერატურის მიმოხილვა იხილეთ Scharff (1992), Searles (1979), Segal (1981), Tansey & Burke (1989), Viderman (1979), and Winnicott (1947), (1951). გადატანისა და უკუგადატანის შესახებ ამ დიდზალი ლიტერატურის უხალესი მოიმოხილვა იხილეთ Boyer (1993) და Etchegoyen (1991).
[2] თუმცა, მოხერხებულობისათვის მე მას დროდადრო ვუწოდებ “ინტერსუბიექტურ ანალიტიკურ მესამეს” “ანალიტიკურ მესამეს”, ან, მარტივად, მესამეს; ეს კონცეპცია არ უნდა აგვერიოს ოიდიპურ /სიმბოლურ მესამეში (ლაკანის (1953) ‘მამის სახელი”). უკანასკნელი კონცეფცია მიეკუთვნება “საშუალო ტერმინს”, რაც
დგას სიმბოლოსა და სიმბოლიზებულს შორის, თავის თავსა და თავის უშუალო სასიცოცხლო გამოცდილებას შორის, წარმოშობს რა სივრცეს, რომელშიც განმარტება, თვით–წარმოდგენა, სუბიექტის სიმბოლიზირება არის წარმოქმნილი. ადრეული განვითარების ტერმინებით რომ ვთქვათ, ესაა მამა ( მამა დედა–ში, ოგდენი 19870 ) რომელიც შედის სღმოჩნდება დედასა და ბავშვს შორის ( ან ,უფრო ზუსტად, დედა–ბავშვს შორის ). ეს წარმოშობს ფსიქოლოგიურ სივრცეს, რომელშიც გამომუშავდება დეპრესიული პოზიცია და წარმოიშვება ოიდიპური სამკუთხედი
[3] მე მჯერა, რომ ჩემს მიერ აღწერილი განცდების ასპექტი შეიძლება გაგებულ იქნას პროექციული იდენტიფიკაციის კუთხით, მაგრამ ის საშუალება, რა გზითაც ის იქნა გადამუშავებული, იმ ადგილას როცა ის გაჩნდა, უმეტესწილად ინტელექტუალიზირებულ დაცვას ემსახურებოდა
[4] ეს არაპირდაპირი გზით მოხდა ( უფლების მიცემა საკუთარ თავის თვისუფლად დამეხატა პაციენთთან ურთიერთობის ჩემი არაცნობიერი განცდა ჩემი ინტერვენციის შედგენისას) რომ მე ვუთხარი პაციენტს ანალიტიკური მესამის ჩემი განცდის შესახებ . უკუგადატანის ამ არაპირდაპირ კომუნიკაციას წვილილი შეაქვს ანალიტიკური განცდის სპონტანურობაში , სიცოცხლეში და რეალურობაში