ღონისძიებები

რენე რუსიონის სემინარი – ნარცისული პათოლოგიის მელანქოლიური ბირთვი

რენე რუსიონი საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური ასოციაციის ტრენინგ ანალიტიკოსი, პარიზის ფსიქოანალიტიკური საზოგადოების ტიტულარული წევრია. მისმა ნაშრომებმა დიდი წვლილი შეიტანა თანამედროვე ფსიქოანალიტიკური აზრის განვითარებაში, განსაკუთრებით, ნარცისული პათოლოგიების შესწავლის კუთხით. რუსიონის მოხსენების თემა:ნარცისული პათოლოგიის მელანქოლიური ბირთვი, დაკავშირებული პირველადი ნარცისიზმის მარცხთან.

ირმა ბრენმან პიკის სემინარი – თერაპიული ტექნიკის ზოგიერთი საკითხი

ირმა ბრენმან პიკის პირადი ისტორია მჭიდროდაა დაკავშირებული ფსიქოანალიზის ისტორიასთან. ის ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოანალიტიკოსი, ბრიტანეთის ფსიქოანალიტიკური საზოგადოების  ექსპრეზიდენტი და საერთაშორისოდ აღიარებული სუპერვიზორია. სემინარი შეეხება თერაპიული ტექნიკის საკითხებს: თერაპევტის უკუგადატანის გამოყენების ტექნიკა; ტრავმის სახეები; პირადულსა და სოციალურს შორის. ცუდი თერაპიით მიღებული “სიამოვნება”.