იაპ უბელსი
შესავალი
სტატიის მიზანია სუბიექტივაციის კვლევა 10 -დან 13 წლამდე (უბელსი, 2009). „სუბიექტივაცია“ არის ფილოსოფიური და სოციოლოგიური ცნება(კონცეფცია) , რომელიც მეტაფსიქოლოგიურ და კლინიკურ ფსიქოანალიტიკურ აზროვნებაში დანერგილ იქნა კანის(1998) და კენედის(2000) მიერ. იგი შეეხება ცხოვრებისეული გამოცდილებისთვის სუბიექტური მნიშვნელობის მინიჭების მუდმივ(მთელი ცხოვრების მანძილზე) პროცესს.[1]
10-დან 13 წლამდე ადგილი აქვს მნიშვნელოვან, ფუნდამენტალურ ცვლილებებს , ეს არის „ლატენტურობიდან“ „ადრეულ სქესობრივ მომწიფებამდე“ გადასვლის პერიოდი . ძნელია ყოველი გადასვლის (ცვლილების) განსაზღვრა და ასევე ამ უკანასკნელისაც. ზოგადად იგი განიხილება , როგორც საკმაოდ მოულოდნელი, მკვეთრი დარღვევა. შესაძლებელია საქმე ეხება სუბიექტურ გამოცდილებას, მაგრამ უკვე პირველ ეაკულაციამდე ან მენსტრუაციამდე იწყება უამრავი ცვლილების პროცესი, მაგალითად, პროსტატის(წინამდებარე ჯირკვლის) ან საკვერცხეების ზრდა, ფიზიოლოგიური რიტმის ცვლილება – როგორც მადის , სხეულის ტემპერატურის, გულისცემის, რეაქციების სინათლესა და სიბნელეზე. ამ ფიზიოლოგიურ ცვლილებებს აქვს უკუჩვენებები (გავლენას ახდენს ) მრავალ ფსიქოლოგიურ ფენომენში, როგორიცაა სხეულის სქემა(აგებულება), რეალობის გამოცდა(რეალითიტესტინგი), თვითშეფასება. ფორმალურ-ოპერატიული აზროვნება უზრუნველყოფს ბავშვმა უკეთ აღიქვას რეალობა, როგორც სხეულზე, ისე გარე სამყაროზე. ადრეულ და „ჭეშმარიტ“ ლატენტურობაში გარეგნული რეალობის შესწავლისას(გამოკვლევისას) სხეულის განვითარება და შემეცნება ზრდის შესაძლებლობას მეტად გაუმკლავდეს რეალობას და გამოიყენოს იგი.
თუ დავაკვირდებით, „ლატენტურობა“ და „ სქესობრივი მომწიფება“ სხვადასხვა დონის ცნებებია. ცნება „ლატენტურობა“ მიუთითებს 6-დან 12 წლამდე ასაკის დამახასიათებელ ინტეგრაციაზე, რომელიც აღწერა სარნოფმა(1976 ) , როგორც ლატენტური მდგომარეობა იუბელსმა( 2011). ტერმინი „სქესობრივი მომწიფება“ მიანიშნებს ფიზიკურ მოწიფულობასა(ჩამოყალიბებას) და თანმხლებ ფსიქოლოგიურ აშლილობაზე(დარღვევაზე) ( გუტონი, 1998). ჩვეულებრივ, ეაკულაცია და მენსტრუაცია განხილულია , როგორც სქესობრივი მომწიფების დასაწყისი, მაგრამ ფუნდამენტალურად(საფუძვლიანად) ეს არის ხანგრძლივი მომწიფების (ჩამოყალიბების)პროცესის შედეგი (კესტენბერგი, 1980). იმისათვის რომ, თავიდან ავიცილოთ ეს არეულობა, ვამჯობინებ , გვიანი ლატენტურობა და სქესობრივი მომწიფება შევიტანოთ დიალექტურ კავშირში. ამ ასაკობრივ ჯგუფში გარკვეულ მომენტში ჭარბობს ლატენტურობის გარეგნული პროგნოზირება, როცა სხვა დროს სქესობრივი მომწიფების არეულობა და არაპროგნოზირება პრევალირებს(ჭარბობს).
კენედი (2000) მიუთითებს ენობრივ ნიუანსზე ” იყო სუბიექტი ” და “იყო ობიექტი”- ს შორის. ძირითადი არსი არის რეფლექტური პროცესი და “დამოუკიდებლობის (agency) განცდის ” გაღვივება, რომელიც გამოცდილებას სძენს მნიშვნელობას. “სუბიექტივაცია “განუყოფელი ნაწილია “სუბიექტად გახდომის” უწყვეტი პროცესის: ადამიანი, რომელიც აღიარებს(ცნობს) თავს, როგორც “მეს “, როგორც თავისებური(მისთვის დამახასიათებელი) პერსპექტივის მქონეს ; სუბიექტი არის აგენტი, რომელიც შეძლებს იყოს თვითშემფასებელი და სკუთარ თავზე და ზოგიერთ მის ქმედებებზე აიღოს პასუხისმგებლობა (Cavell, 2006, p.1).
გვიან ლატენტურ პერიოდში ბავშვები ეძებენ თავიანთ გზას ორ ან სამმაგ ურთიერთობებში – დამოკიდებულება(მიჯაჭვულობა) და თავისუფლება(ავტონომია) – ბიოლოგიური მომწიფებისა(ჩამოყალიბებისა) და ფსიქოლოგიური განვითარების კონტექსტში, ,დიფერენციაციისა და ინტერნალიზაციის პროცესში. ახლა ბავშვები მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამენ „დიდ“ სამყაროში. ყოველ ჯერზე განვითარების ამ გამოწვევებს წარმატებით ხვდებიან, საფუძველი ეყრება სუბიექტურობას და იდენტობას. ფანტაზიის ტიპურ კონსტრუქციებში – „ცემის “ ფანტაზიები დასჯაზე და” ოჯახური რომანზე” – ბავშვები ადგენენ არსით მეტნაკლებად გაცნობიერებულ ან გაუცნობიერებელ ამბებს(მოთხრობებს) , რომ განსაზღვრონ მათი აღქმა სამყაროზე, იმისათვის რომ ითამაშონ, როგორც მსახიობებმა მათივე დაწერილი სცენარით. ოიდიპალური თემები ხდება მეტად დიფერენცირებული და უკეთ ინტეგრირებული რეალობასთან, ხანდახან მუშაობის თანმდევ პროცესში აგრესიულად გათამაშებული. იმედგაცრუება გარდაუვალია. ზოგჯერ ბავშვები იმდენად მოულოდნელად, უხეშად უპირისპირდებიან რეალობას, რომ “არიან პატარები“, აღიქვამენ , როგორც მტკივნეულ სასჯელს, რაც ხშირად არცთუ მგრძნობიარე მშობლების მიერ ხდება. ეს „ოიდიპალური ცემა “ არის დარტყმა თვითშეფასებზე , მაგრამ ამ დროებით „ცემებს “ შეიძლება ჰქონდეს მიმზიდველი, საინტერესო თვისება (Novick & Novick, 1987). [2] ლატენტური პერიოდის განვითარების ეს პროცესი საფუძველს უყრის ოიდიპალური კონფლიქტის გამოყენებას შემდეგ ცხოვრებაში, დაწყებული მოზარდობიდან (Kestemberg, 1997; Loewald 1979). იმ შემთხვევაში, თუ ბავშვები არ გააგრძელებენ ამ ოიდიპალური ტრასფორმაციის პროცესს და ოიდიპურ ყოვლისშემძლეობას ლატენტურობის პერიოდში, ფსიქოლოგიური ცხოვრების ნებისმიერი სფეროსა და მიზეზის მიუხედავად , მათი სუბიექტურობის არსებითი ასპექტები ჩამორჩება(უკანდარჩება). და როცა განვითარების ეს ნაბიჯები გადადგმულია, ახალი(სიახლე ) არ იკავებს თავის შინაგან ადგილს : განვითარების ყოველ ნაბიჯს ახლავს დაბნეულობის გრძნობა, ფრაგმენტაცია, ერთიანობის ნაკლებობა და ხანდახან დესინტეგრაცია (knight,2005). ასეთ პერიოდში, ამას წინათ შეძენილი ფუნქციები, როგორც მენტალიზაციის უნარი , ყველაზე დაუცველია.
გვიან ლატენტურ პერიოდში ეს ემოციური ცვლილებები(ძვრები) სამყაროში „ყოფნის“ ახალ გზას უძღვება(ახალ მიმართულებას აძლევს).3 ლატენტურობის ფარული, ვივაციური ფანტაზიის სამყარო, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ლატენტური პერიოდის რეგულაციაში, უკვე აღარ არის „უდანაშაულო“ . ახლა სხეულისა და გონების ურთიერთობაში რაღაც ფუნდამენტალურ ცვლილებას იწყებს. ასე ვთქვათ, სხეული იმდენად სწრაფად ვითარდება, რამდენადაც შესაძლებელია გონება მიყვეს .
შიდა და გარე სამყაროს ცვალებადი გამოცდილება
10 წლის ასაკის შემდეგ , ბავშვი იწყებს აჯაყებას „პატარად ყოფნის“ წინააღმდეგ. ნაგულისხმევი შეთანხმება, რომ განვითარებისთვის დროა საჭირო, მშობლებსა და ბავშვებს შორის იცვლება სხვა შეთანხმებით, რომ მათ მიეცეთ მეტი დამოუკიდებლობა, აიღონ საკთარი პასუხისმგებლობები, იმ პირობით, რომ მათ შეუძლიათ დაეყრდნონ თავიანთ ოჯახებს , ან დაბრუნდნენ როცა ოჯახი მოითხოვს. დამოუკიდებლობის და ავტონომიის სუბიექტური გრძნობა სავალდებულოა განვითარების პროგრესისთვის (Lament, 2008). ავტონომია(თავისუფლება) ნიშნავს, რომ უნდა გაკეთდეს არჩევანი აქტიურობასა და პასიურობას შორის, გაზრდასა და პატარად დარჩენას შორის, და ეს პოზიციები ერთი მეორეს ხელს არ უშლის .
2ლამაზი მაგალითი ლატენტური ბავშვების მარტოობის შესახებ, ბრძოლა ყოვლისშემძლეობის , ამბივალენტურობის, დანაშაულის, თვითგვემის და დროებით ფრაგმენტაციის ნგრევით გვხვდება ხულიო კორტასარის პატარა მოთხრობაში “Bestiarium”(ისტორიები) (1951). დეიდასა და ბიძასთან შორეულ ფერმაში დარჩენილი ათი წლის იზაბელი დისტანციას იჭერს „პატარა“ ბავშვებთან. იგი იწყებს ფანტაზიორობას სექსუალურ ურთიერთობებზე მის გარშემომყოფ უფროს ახალგაზრდებთან. როცა გვიან საღამოს, ბიძასთან მიაქვს ჭიქა ლიმონათი, მკაცრად ეუბნება ,რომ უნდა დაწვეს თავის საწოლში. მოთხრობის დარჩენილი ნაწილში პოეტურად აღწერილია , როგორ ინგრევა ლატენტური პერიოდი. იზაბელი აღმაშფოთებელი ფანტაზიებით შეცბუნებულია , რომელშიც იგი რევანშზე მიდის (შურს იძიებს). ამავე დროს ნაბიჯი მოზარდობისკენ შეუქცევადია, მაგრამ ზრდის ტკივილი იმდენად ინტენსიურია, რომ იგი დროებით კარგავს მენტალიზაციის (ფსიქიკურ) უნარს (Shustorovich & Weinstein, 2010).
3Cahn (1998) აღწერს სუბიექტივაციას, როგორც “une manière d’être” (Lat.: Manus = hand). “Mettre la main la pate du Monde და de l’Objet ‘.’
Agency(დამოუკიდებლობა) ნიშნავს , რომ სხვადასხვა ახალ სიტუაციაში ჩასართველად ბავშვი საკმარისად არის საკუთარ თავში დარწმუნებული . მზარდი ფსიქოლოგიური ავტონომია(თავისუფლება) და agency(დამოუკიდებლობა) ეფუძნება ფიზიკურ, ნეიროცერებრალურ და კოგნიტურ განვითარებას4. შფოთვა , ნაღვლიანობა და გაურკვევლობა თავისი ბუნებით უკეთ მოსათმენი და ადვილად დასამახსოვრებელია . რეალობა მეტად შესწავლადი ხდება , მაგ. როცა შესაძლებელია , რომ ორი თვისება ლოგიკურად და მიზეზობრივად გავაერთიანოთ , ეს იგივე შემთხვევაა, როცა ბავშვი იწყებს ფუნქციური ბერკეტის გამოყენებას. გააზრება მიზეზობრივი კავშირებისა, შეიძლება ისეთივე დაუძლეველი( დიდი ) გამოცდილება იყოს ,რომ რაღაც დროის მანძილზე მხოლოდ ერთი შეხედულება არსებობდეს ; ფენომენი , რომელსაც კოგნიტური ფსიქოლოგების მიერ „ადრეული ზრდასრულობის კოგნიტური ეგოცენტრიზმი“ ეწოდა . აღქმა და დამუშავება დროის ცვლილებებისა : განსხვავება სივრცესა და დროს შორის უფრო ნათელი ხდება, წარმოდგენა , რომ დრო არის შეუქცევადი ძველი თაობის ახლით შეცვლას ნიშნავს. აწმყო, წარსული და მომავალი რეალურად აღქმულია. ეს კოგნიტური განვითარება თერთმეტი წლის ბავშვს საშუალებას აძლევს ცხადად გაიგოს რეალობის ცვლილება , გარდამავლობა და წარმავლობა , და ამით ითამაშოს(იხელმძღვანელოს). ამ ასაკის ბავშვები მიდიან თავიანთი გზით, ხედავენ , რომ მათი აზრები სამყაროზე იცვლება, რომ ასევე იცვლებიან მათი მშობლებიც , მაგრამ შეუძლიათ კვლავაც დაუბრუნდნენ . ამ გზით ისინი ავითარებენ ფანტაზიების სამფლობელოს მკვეთრად ცვალებადი სამყაროს შესახებ , რომელშიც ბოლოს და ბოლოს ყველაფერი ისევ ერთად იქნება , ახალი, კარგი წყობით. მზარდი უნარი სხვადასხვა თვალსაზრისით (კუთხით) შეისწავლოს და გაუმკლავდეს რეალობას, განამტკიცებს მენტალიზაციის უნარს და აწონდაწონის თუ რა არის მნიშვნელოვანი და რა ნაკლებად მნიშვნელოვანი.
ექსპერიმენტებითა და გამოცდილებით, ოიდიპალური ტრანგულაციები, შემოტანილია დიდ სოციალურ კონტექსტში. ეს პროცესი შესაძლებელია იყოს შეუფერხებელი,მაგრამ ასევე შეიძლება წარმოიშვას დიიდი პრობლემები . “ლატენტური იდენტობა” არის ზეწოლის(გავლენის) ქვეშ, როცა იდენტობის ახალი გრძნობა უშუალოდ მიუწვდომელია. ეს არის დიდი გაურკვევლობის პერიოდი, რომელშიც ბავშვები წონასწორობიდან ადვილად გამოდიან. განვითარების ყოველი ახალი საფეხური საინტერესო(ამაღელვებელი) თავგადასავალია და ასევე მძიმე განსაცდელი. მოულოდნელად ყოფილმა (ძველი) შიშებმა შეიძლება წინ გადმოინაცვლოს . იკარგება რეალობის კოგნიტური გაგების უნარი, მენტალიზაციის უნარი კლებულობს და ჭარბობს(ვრცელდება) ფსიქიკური ფუნქციონირების ექვივალენტური რეჟიმი.
მომდევმო კლინიკურ ვინიეტში ავხსნი , სწრაფად ცვალებადი სულიერი მდგოარეობის კონტექსტში , როგორ არის აზრები გენერირებული თერთმეტი წლის გოგონას ფსიქოანალიტიკური მკურნალობაში 5×7 . ეს სწრაფი ცვლილებები დამახასიათებელია ცხოვრების საფეხურისთვის(ეტაპისთვის) სწრაფი ფიზიკური , კოგნიტური, კოგნიტური და ემოციური განვითარებით , რომელშიც “ახალი მე“ მყიფეა(არამყარია). ისევე როგორც ადრეული განვითარებისას , ზემოქმედება სხვებთან ურთიერთობაში მეტად რეგულირებულია. სწორედ ამიტომ, ანალიტიკოსისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დარჩეს იმ მომენტის სულიერ მდგომარეობაში.5 სულიერი მდგომარეობა სწრაფად იცვლება დაწყებული ოცნებაში ჩაკეტვით ,(მთავარი პროცესის ენაზე ყველა სახის განცხადებებით ) ფხიზელ( ყუადღებით ) მდგომარეობამდე რეალობის კონტროლის მიზნით . მომდევნო ვინიეტში გაჩვენებთ, თუ როგორ ვცდილობ უპირველეს ყოვლისა თავიდან ავიცილო შემდგომი დისრეგულაცია. რამდენადაც შემიძლია ვცდილობ , მივყვე მიკის სულიერ მდგომარეობას , როცა მისი ყურადღება მიმართულია ემოციური ცხოვრების სხვადასხვა სფეროსა და დონეზე. რაღაც მომენტებში, გამოვიყენე შესაძლებლობა , რომ ხელი შევუწყო მის ინტეგრაციას რეალობასთან ფრთხილად დაპირისპირებით , ვცდილობ იგი სხვადასხვა საკითხებზე მსჯელობაში.
4კლასიკურ მოძრაობასა(drive) და ეგო ფსიქოლოგიაში კოგნიტური განვითარების ნიშანდობლივი ნაწილია ბიოლოგიური მომწიფება . ამ თვალსაზრისით კოგნიტური განვითარება არის პიროვნულობის და სოციალური განვითარების ერთ -ერთი გამოვლინება(მანიფესტაცია) და არა პირიქით.
5ლიტერატურაში მენტალიზაციის შესახებ “კონტიგენტის” კონცეფცია ( მოულოდნელი, გასაკვირი მოვლენების განმჭვრეტი და ამყოლი ) გამოიყენება თერაპევტთან ურთიერთობის განსასაზღვრად , რომელიც არის ფხიზლად და მზად , იმისათვის რომ კონტაქტში დარჩეს პაციენტის ალტერნატიულ სულიერ მდგომარეობასთან (მძინარე, მეოცნებე და ფხიზელი, ფხიზელი, ყურადღებიანი და საკუთარ თავში ჩაკეტილი, ფხიზელი და ყურადღებიანი გარეგნულ რეალობასთან კავშირში; აღელვებული ან გულნატკენი ). რეკომენდირებული სიფხიზლე , დაკვირვებული დამოკიდებულება ” მუდმივ მზადყოფნა“ არის საკმაოდ განსხვავებული, უფრო გავრცელებული ფსიქოანალიტიკოსის მშვიდი დაკვირვებული დამოკიდებულებისგან , სკამზე გადახრილი, თანაბარი ყურადღებით. თუმცა ზოგიერთი პაციენტის სულიერ მდგომარეობაში ეს უკანასკნელი შეიძლება ასევე ადეკვატური იყოს.
Mieke
დიდი ხნის განმავლობაში თერთმეტი წლის მიკი თავის მწუხარებას ნიღბავდა მუდმივი მოუსვენრობით, რაც ადრე ჰიპერაქტიურობად მიიჩნიეს. მამის მოულოდნელი გარდაცვალებიდან შვიდი წლის გასვლის შემდეგ, Mieke ისევე როგორც მისი დედა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში დეპრესიაში იყო. თუმცა ანალიზის ამ პერიოდში მიკის დეპრესია შემცირებას იწყებს . ეს ნათლად გამომჟღავნდა ბიძასთან ურთიერთობაში, რომელმაც გადაწყვიტა წლების განმავლობაში ჩაენაცვლებინა მამა. თუმცა უშედეგოდ, რადგან მიკი ახლოს არ უშვებდა მას, მაგრამ მისი დამოკიდებულება ბიძის მიმართ ნელ-ნელა იცვლება. ამ პერიოდში ანალიზის ერთ-ერთი მთავარი თემა არის ეს ცვლილება უფრო მოსიყვარულე ურთიერთობაში გადაზრდა ადამიანთან,რომელიც შეიძლებოდა მისი მამა ყოფილიყო.
მიკი სეანსს იწყებს მის ახალ ველოსიპედზე საუბრით. მამოწმებს, მახსოვს თუ არა ზუსტად, როგორ მივა ველოთი ახალ “დიდ ” (მეორადი) სკოლაში, ზაფხულის არდადეგების შემდეგ. როდესაც დაადასტურებს(დაამოწმებს ) , რომ ზოგიერთი დეტალი მართლაც არ ვიცი , სინანულით თავს გააქნევს . ” მართლა ძნელი დასამახსოვრებელია ” მეკითხება იგი. მიკი მეოცნებე მდგომარეობაში აგრძელებს , განცხადების წალუღლუღებით , რომ დაბადების დღე აგვისტოში აქვს . განცხადება გარკვევით ვერ გავიგე. ” თუკი დაბადების დღე აგვისტოში გაქვს ,მეორე დაბადების დღე ვერ გექნება მაისში “. [თვე, რომელშიც სეანსი გვქონდა. ] მიკი მეუბნება, რომ მისი ბიძა – რომლის მიმართაც ის უფრო მოსიყვარულე ხდება , როგორც ” მამის შემცვლელისადმი’ – დაბადების დღეს მომავალ კვირას აღნიშნავს და იგი აპირებს საჩუქრად უყიდოს წიგნი, მაგრამ არ იცის რომელი წიგნი შეარჩიოს. “იცით მერფის კანონი? “. დაბადების დღისთვის ეს წიგნი შესაფერისი საჩუქარი იქნება “, მეკითხება დაჟინებული მზერით. ბიძა დაბადების დღეს , რესტორანში, ოჯახთან ერთად აღნიშნავს, მაგრამ მან არ იცის, სად , რომელ რესტორანში. მიკის განცვიფრებული და შეცბუნებული ტონი აქვს. ვაანალიზებ, რომ ამ მეოცნებე მდგომარეობაში მისი სირცხვილი შეიძლება უფრო ასატანი(მოსათმენი) იყოს , სირცხვილი მის სათუთი გრძნობებსა და ძლიერ სურვილებზე , ასევე “ნამდვილი” მამის დაკარგვის გამო წარმოქმნილი მწუხარების გრძნობა . შემდეგ მიკი მოულოდნელად აფეთქდა: “რა გინდათ,რომ გაჩუქოთ დაბადების დღეზე? რომელ წიგნი გესიამოვნებათ ? როდესაც მეტყვით , გიყიდით დაბადების დღეზე , მიუხედავად იმისა, რომ თქვენ არაფერი გიჩუქნიათ , ” გაკვირვებული ვარ მისი ტონის უეცარი ცვლილებით , მეოცნებეობიდან სიფხიზლეში გადასვლით , მისი განზრახვის ცვლილებით ,საჩუქრის გაცემის სურვილით, საჩუქრის არ მიღების გამო შეურაცხყოფით (რადგან მისი დაბადების დღე იქნება ზაფხულის დასვენებისას აგვისტოში და არა მაისში ). ვეუბნები, რომ ახლა უკეთ გავიგე, თუ რას გულისხმობდა სეანსის დასაწყისში , რომ დაბადების დღე აგვისტოში აქვს და არა მაისში. ვცდილობ , ავსახო როგორ გრძნობს თავს შეურაცხყოფილად , იმის გამო რომ ზაფხულის არდადეგებისას აქვს დაბადების დღე , ყოველ წელს , ისევდაისევ , ზუსტად იმ თვეში, როცა უამრავი ადამიანი , მათ შორის მისი ანალიტიკოსი, არ არის. მიკი უკან იხევს, მეტად არ რეაგირებს , და ვერ ვგრძნობ კავშირს მის ფსიქიკურ მდგომარეობასთან. მაშინ კიდევ ერთხელ ვცდილობ, ამჯერად სინაზის და სირცხვილის გრძნობის ასახვით, ვუბრუნდები , თუ რა მშვენივრად გამოხატა თავისი ძვირფასი გრძნობები ბიძისთვის დაბადების დღის საჩუქრის ჩუქებით. ვუთხარი რომ, შეუძლია აჩვენოს თავისი ძვირფასი გრძნობები საჩუქრის გადაცემით და რომ ასევე შესაძლებელია ჰქონდეს მსგავსი გრძნობა ჩუქებით ან ჩუქების გარეშეც. ეს ადასტურებს , რომ მიკი რჩება შეურაცხყოფილად , რომ მას აქვს დაბადების დღე ზაფხულის დასვენების დროს ,როდესაც ყველა გასულია. დროებით ის უკან იხევს დისტანციური ძილიანობით, შემდეგ ის წამოხტება იმის ახსნით თუ ზუსტად სად არის წიგნების მაღაზია და როგორ მივა იქ ველოსიპედით . მე სათანადო ყურადღებას ვაქცევ ორიენტაციის უნარის ამ დემონსტრაციას . ეს არის მტკიცებულება მისი მზადყოფნისა დაიბრუნოს საკუთარი თავი და აღიდგინოს დამოუკიდებლობის განცდა. იგი აგრძელებს მტკიცებით, რომ თავად გადაიხდის ბიძის საჩუქრის საფასურს , როცა დედა ყოველთვის იხდის მისი უფროსი დის ნაცვლად ! მოგვიანებით, მიკი იჭერს ძალიან თავდაცვით დამოკიდებულებას, „ ვის აინტერესებს “, კვლავ თავდასხმა , როგორც საუკეთესო თავდაცვა. “დედაჩემი ყოველთვის იხდის ჩემი დის ნაცვლად, რომელიც უკვე დიდი ხანია მეორად(საშუალო) სკოლაშია. “და დედა ჯერ კიდევ ყიდულობს მის რვეულებს . ” ისევ სირცხვილი სუბსიდირებს შეურაცხყოფის გამო და დაუცველობის ფარული განცდით გაიმარჯვებს(და ამარცხებს) უფრო თბილ გრძნობებზე. ვცდილობ, აღვწერო გრძნობების უკანასკნელი კომპლექტი : ” ვფიქრობ , რომ ძალიან კარგია, როცა თავად არჩევ დაბადების დღის საჩუქარს ადამიანისთვის , რომელიც გიყვარს და ასევე თავად იხდი“. მიკი კი აგრძელებს უფროსი დისა და ძმის დამცირებას: შარშანდელი ზაფხულის განმავლობაში ისინი გამუდმებით ყბედობდნენ. მე დავიღალე მათი შემყურე , მათ კი გაჩერება არ შეეძლოთ .“ ახლა მიკი თავად არის უფროსი , მაგრამ ის ძალიან ფხიზლადაა , მას შეუძლია თავს მოშვების უფლება მისცეს :” ჩემი ბიძა ყოველთვის ძალიან კმაყოფილია ჩემი საჩუქრით. ” ვპასუხობ, რომ ჩემი აზრით რომ მას და მის ბიძას ნამდვილად შეუძლიათ ძალიან კარგად შეეწყონ ერთმანეთს , რაც მას ესიამოვნა. მიკი იწყებს ხითხითს , შემდეგ იგი ყურადღებით აკვირდება ჩემს სახეს და მიდის ტუალეტში. როდესაც ოთახში ბრუნდება , შემთხვევით რაღაცას დაიშავებს . შემდეგ კიდევ ერთხელ სიცილის განწყობაზე დგება, რომელიც ძნელია სწორად გაიგო. ვამბობ, რომ იგი დაშავდა , რაც სრულებით არ არის სასიამოვნო . (A 🙂 ‘ და ყველაფერი მოხდა იმ მომენტში , როცა ჩვენ ვსაუბრობდით როგორი მშვენიერია , რომ მას და მის ბიძას შეუძლიათ ასე კარგად შეეწყონ ერთმანეთს. ” მიკი ამაზე შემდეგნაირად რეაგირებს, ჩამოთვლის მთელ სიას თამაშებისა, რომლებიც მოსწონს, ფარული გზავნილით, რომ მას უნდა ჩემთან ერთად ითამაშოს ეს თამაშები. საკმაოდ მარტივი თამაშებია მცირეწლოვანი ბავშვებისთვის. მიკი მკაცრად აღნიშნავს თითოეული თამაშის წესებს. ერთ მომენტში იძულებით (ძალდატანებით) აღმიწერს წესებს , მეორე მომენტში კი, უფრო მზადაა მოლაპარაკებისთვის . საგნიდან საგანზე ხტის , მიყვება ყველა ტიპის საიდუმლოს, რომელსაც უზიარებს თავის მეგობარ გოგონას .
იმედგაცრუების ტონი შეესაბამება გაუთვალისწინებელ ტკივილს და იმედგაცრუებას. გარდა ამისა, განსაკუთრებული მწუხარება მიკის ცხოვრებაში , აგრეთვე ბრძოლის განუყოფელი ნაწილია ამ ასაკის ბავშვებში, რომ მოახდინონ ყველაფერ ახლის ინტეგრირება განვითარების ახალ საფეხურთან. მიკი მიისწრაფის ახალი სიტუაციებისკენ, რომლებიც აღვიძებს დამალულ(ერთი მეორეზე) რეაქციებს, და ხშირად ძნელი დასაკავშირებელია . არის ასევე იმედგაცრუება , თუ რამდენად შეუძლიათ დედას და ბიძას(და მის ანალიტიკოსს) დაეხმარონ. მიკის სურს შეცვალოს ურთიერთობა ბიძასთან ( და რა თქმა უნდა მის ანალიტიკოსთან), , რათა მისცეს ურთიერთობას ახალი ემოციური შინაარსი . მაგრამ როგორ? ამავე დროს, იგი ძალიან ბევრჯერ მიანიშნებს მის მარტოობასა და მწუხარებაზე , განსაკუთრებით ზაფხულის არდადეგებისას, რადგან მას აქვს დაბადების დღე , როდესაც არავინ არის “. როცა მეუბნება, თუ როგორი ამაყია , რომ მას შეუძლია აიტანოს მისი უფროსი ძმისა და დის ყბედობა , მალავს მის დაუცველობას და დამოკიდებულებას , მის სირცხვილს. ზოგჯერ ლატენტურობის სტრუქტურის ტიპიური ასპექტები პირველ ადგილზეა ,როგორც მაგალითად მისი სავალდებულოობისკენ ტენდენცია , თამაშის წესების მნიშვნელობა . ყურადღებით ვცდილობ ,ვიფიქრო, მასთან ერთად, მერფის კანონის მნიშვნელობაზე მის ცხოვრებაში, თუკი რაღაც ცუდი შეიძლება მოხდეს , უნდა მოხდეს კიდეც. ეს ეხება მის ცხოვრებას , რა თქმა უნდა . ” მერფის კანონზე“ დისკუსიის შემოტანით , ვიმედოვნებ , რომ შევინარჩუნო მისი მენტალიზაციის უნარი და ავამაღლო მისი თვითშეფასება, როგორც სცენარისტმა მისი ცხოვრების მეტნაკლებად ბედნიერი მომენტებისა.
სხეული და ფანტაზია
ლატენტური ბავშვების სხეული, შედგება ტანის, ხელების და ფეხებისგან. ადრეული სქესობრივი მომწიფებისას ბარძაყი ხდება მოშვებული(თავისუფალი) და მოქნილი, კიდურებს (გაისვრის) ყველა მიმართულებით. სხეულის ზომების, პროპორციების და კონტურების არასტაბილურობა ფსიქოლოგიურად აისახება სხეულის გამოსახულების ცვლილებით პროვოცირებულ შფოთვაში , ორგანოების ფუნქციებსა და შეზღუდვებში. ლატენტური პერიოდისას ფორმირებული სხეულის გამოსახულება(იმიჯი) ნაკლებად შეესაბამება სინამდვილეს- ფიზიკური ზრდის სწრაფ ცვლილებას , მზარდი და ძლიერი, საგანგაშო , გადაჭარბებული, მდგრადი(მაგარი) სექსუალობის მახასიათებლებს. დამოუკიდებლობის და სხეულზე კონტროლის განცდა საფრთხის ქვეშაა და ნაკლებად თანმიმდევრულია, როგორც ზოგჯერ ნაჩვენებია მტრულად განწყობილ ბავშვებში წინააღმდეგობის გრძნობით განვითარებადი მეორადი სექსუალური მახასიათებლებისადმი და სასირცხვილე ადგილების(pubic) თმისადმი . ადრეული სქესობრივი მომწიფების ფიზიკური ცვლილებების და სექსუალური ორგანოების ახალი ფუნქციონირება -პენისისა ან კლიტორის შეშუპება, სპერმის სადინარის ძლიერი პულსაცია , საშოს(ვაგინის) დასველება – იწვევს ძლიერი შეგრძნებებს , რომელიც სრულიად უცხო, , იდუმალი და საგანგაშოა. რატომ საგანგაშო ? იმის გამო, რომ სექსუალური გამოცდილება ჯერჯერობით არ არის წარმოდგენილი სექსუალობის ინფანტილურ ფორმაში, გაუცნობიერებელია(არაცნობიერია) ( Widlöcher , 2001). სექსუალური შეგრძნებები დაკავშირებულია ძალიან ადრეულ გრძნობადობასთან , რომელიც არ შეიძლება განვიხილოთ ჩვეულებრივი გზებით. ეს გამოცდილება უკავშირდება სირცხვილისა და დანაშაულის გრძნობას რაღაცის გამო , რაც გაუგებარია , რადგან არ არის წარმოდგენილი , და რომლისთვისაც არც ენა არსებობს. ამ ასაკის ბავშვებში ძალიან ძნელია რომ დაჯდე და გაიგო სირცხვილისა და დანაშაულის განცდის ეს შეგრძნებები, სავარაუდოდ, პასუხია სურვილისა და მრისხანების ჯერ ამოუცნობ(გაუკვალავ) გარემოში.
ფანტაზია, რომელსაც ჩვეულებრივ აქვს გარკვეული სადისტური ძილი ლატენტურ პერიოდში, ხდება მღელვარე და უფრო სასტიკი გვიან ლატენტურ პერიოდში. ზოგჯერ უფრო რეგრესიული ფანტაზიები სულიერად დაცემის შესახებ, უზარმაზარი დაბრკოლების წარმოშობა, პანიკა სხეულის ღირებული ნაწილის (პენისის) დაკარგვის გამო ან ფასეული ფუნქცია ( ბავშვების ყოლის უნარი ). თავდაცვის მექანიზმი არის ზეწოლის ქვეშ და გამოიცდება. ზოგჯერ ეს იმდენად სასტიკია , რომ ბავშვები არიან შეშფოთებულები და ლამის გაგიჟდნენ. სხვა დროს ტიპური დაცვის სტრუქტურა(მექანიზმი) ლატენტურ პერიოდში საჭიროა დაკვირევებულ იქნას სიზუსტისთვის(მოწესრიგებულობა) , სტაბილურობისთვის და ოიდიპოსამდელი დედის წარსადგენად (განსახილველად).6 ერთ მომენტში ჭარბობს არაპროგნოზირება ან შფოთვა, ისევე როგორც მღელვარება პირველ რიგში გაურკვეველის გამო, შფოთვა უკონტროლო , გენიტალური საფრთხეებისადმი. სხვა მომენტში, ბავშვები გაურბიან ამ საფრთხეებს უფრო კონტროლირებადი, ლატენტური სამყაროსკენ, ან პრეგენიტალური საფრთხეებით სავსე სამყაროსკენ. ბიჭების და გოგონების განვითარება ამ ეტაპზე უფრო განცალკევებული (გამოყოფილი) ხდება . ტიპური შიშებს(მღელვარების საგანი ) გოგონებში – შინაგანად დაზიანდნენ, და დაკარგონ ბავშვის ყოლის უნარი – აქვს სხვა შინაარსი, ვიდრე ტიპიურ შიშებს ამ ასაკის ბიჭებში ,- ამ შემაწუხებელ, უსიამოვნო , სულის შემხუთველ გარემოში მოხვედრა. მაგრამ, ფანტაზიები უფრო რეგრესიული შინაარსით შეიძლება იყოს სასარგებლო, რომ დაიბრუნოს გრძნობა სხეულის საკუთრების(ფლობის) შესახებ, რომ იგრძნოს სხეული და უშუალოდ ყურადღება მიმართოს გარე სამყაროსკენ . ზოგჯერ პატარა ნაბიჯებია გადადგმული მეტნაკლებად ” ჯიუტი’ შინაარსის მქონე ფანტაზიის სახით. მაგალითად, ფანტაზია დედის ფეხსაცმელების შესახებ, დის ქვედატანის ან „საიდუმლო ხვრელის“ შესახებ , რომელშიც შეიძლება სადიზმი აღმოცენდეს ( Wermer და Lewin , 1967). ბავშვები შეიძლება ძალიან შეშფოთებულნი და შერცხვენილნი იყვნენ თავიანთი ფანტაზიების გამო. ეშინიათ, რომ შედეგად ისინი მორალური წესრიგიდან გამომდინარე გაირიყებიან და ვერასდროს გახდებიან მოწიფული ადამიანები . ამ აღელვების ღრუბელში , საიდუმლო ფანტაზიები დაცულია „ცენტრალური მასტურბაციის ფანტაზიის“ მონახაზში , რომელიც შეიძლება გამოჩნდეს ამბებში, თამაშში, ქცევასა და ურთიერთობებში( laufer , 1976). მაგრამ ამ ფანტაზიების მნიშვნელობა ძირფესვიანად იცვლება პუბერტატული მომწიფებისას . “მასტურბაციული ფანტაზიის ნორმალიზაცია ‘( შაპირო , 2008) ხდება დიდი განვითარებადი გამოწვევა. პროცესი იწყება სექსუალური იდენტობის ფორმირებით , რომელიც არის სტაბილური და საკმარისად თანმიმდევრული ,რომ გაუძღვეს მოზარდების ჩამოყალიბებას სექსუალური განხილვის არენაზე . Laufer (1976), დაწერა ამ პროცესში სუპერეგოს მნიშვნელობაზე . ასევე ფანტაზიების სარგებლიანობა ინტერსუბიექტივირებულად შესწავლილია . მაგრამ ამ დროისათვის თორმეტი წლის ასაკის სექსუალობა მკვეთრად განსხვავდება ჩვიდმეტი წლის ასაკისგან.7
6გვიანი ლატენტურობის ფსიქოანალიტიკური მკურნალობის, ადრეული სქესობრივი მომწიფების ბავშვები აღგზნებულნი არიან , რომ მიუშვან მათი ლატენტური ორგანიზაცია და ამგვარად ფსიქოლოგიურ ნაბიჯებს მოზარდობისკენ ახლავს სირთულეები, ოიდიპოსამდელი პერიოდის დედაზე დამოკიდებულება და თანმდევი აგრესია , არის სარგებლობის მომტანი აქცენტი, ტრანსფერენსში მუშაობისთვის.
7Fonagy (2008) ლამაზად აღწერს მისს დიალოგს 17 წლის დენთან უბიწოების დაკარგვამდე ერთი დღით ადრე. დენი, სხვების სურვილისა და სიამოვნების მეშვეობით თავისი იდენტობის დადგენით, სხეულთან მოულოდნელად შეჯახებაში აკეთებს სექსუალობის შინაგან რეპრეზენტაციას.
ახალი კოგნიტური შესაძლებლობები აბალანსებს მღელვარებას ჩამოუყალიბებლობასა(უფორმობა) და სხეულის თავსებადობის დაკარგვას. მზარდი უნარი ამიცნო, გააერთიანო და განჭვრიტო ვარიაციული პოზიციების ცვლა, მთლიანობის და სხეულის ფორმის ცვლილებები , წონა, დრო და სივრცე, სთავაზობს “განკურნების(გამოჯანსაღების)” პერსპექტივას. ეს გვიჩვენებს, თუ როგორი განუყოფელია სხეული და გონება . შიშები, ფიზიკური სხეულის გავლენისა, უარყოფითად მოქმედებს სიღრმისა და სივრცის ფსიქოლოგიურ შემეცნებაზე. თუმცა, თუ გრძნობა “ერთიანობისა” ბევრად დამოკიდებულია შემეცნებაზე, შედეგი შეიძლება იყოს, ფიზიკური სხეულისადმი გაუცხოება , რასაც მოყვება “ფიქრის ყოვლისშემძლეობა”.
შემდეგ ორ ვინიეტში მოგიყვებით(მოგახსენებთ), ჩემს შეხვედრაზე(ნაცნობობაზე) 12 წლის გოგონასა და 13 წლის ბიჭთან, ხშირი ფსიქოანალიტიკური მკურნალობასა და ფსიქოანალიტიკური კონსულტაციებზე (რუჯერო, 2006). ჩემი მიზანია , გაჩვენოთ კლინიკური ილუსტრაცია ამ ასაკობრივი კატეგორიის ახალგაზრდების ფიზიკური და კოგნიტური დონეების ფუნქციონირება,და თუ როგორ,აისახება ფსიქიკურ ფუნქციონირებასა და ფანტაზიაზე. ანალიტიკოსთან ურთიერთობაში შემაშფოთებელი შეგრძნებები უშუალოდ ემოციურად გამოიხატება, ანალიტიკოსის დაჟინებული მზერა მუდმივად დაკვირვებაშია, იმისათვის რომ გავშიფროთ ანალიტიკოსის ფსიქიკური რეალობა . ამ ეტაპზე ფსიქოანალიზის მიზანი შეეხო უშუალოდ იმედის გრძნობის აღდგენას (დაბრუნება), იმედის, რომ ერთხელაც ყველა სწრაფი ცვლილება მიიღებს ახალ და სტაბილურ მნიშვნელობას, ისევე როგორც საკომუნიკაციო არხების აღდგენა , შინაგანად და გარეგნულად .
Anneke
როდესაც 12 წლის ანეკემ გაიგო , რომ მისი მეგობრის დედას სჭირდება საშვილოსნოს ქირურგიული ჩარევა , უნდოდა ყველაფერი ცოდნოდა და ესმოდა ძალიან ცოტა. “მათ უნდა ამოუღონ ერთგვარი რგოლი და შესაბამისად საშვილოსნო გაქრება. ყველა ქალს აქვს ეს რგოლი, მაგრამ საფრთხე ის არის,რომ როცა რგოლი ამოაქვთ, ნაწლავებიც ამოვარდება „. როგორც ყოველთვის , მე ვაფასებ მის ცნობისმოყვარეობას და ვეუბნები რომ ძალიან მნიშვნელოვანია ,იცოდეს და ესმოდეს , განსაკუთრებით ამ უცნაური , შემზარავი საგნების შესახებ, რომელიც ჩვენს სხეულში ხდება. და ყველა ეს გრძნობა მჭიდროდ უკავშირდება მძიმე შეგრძნებებს(განცდებს) [ შეადარეთ : ” InnerRaum Gefühle “, Freud, 1919] . ანეკე მეუბნება , რომ მე უნდა ავუხსნა, რადგან მეც ხომ ერთგვარი ექიმი ვარ. ვპასუხობ, შევეცდები დავეხმარო საკუთარი თავისა და გრძნობების გაგებაში, მაგრამ მაინტერესებს, რა უშლის ხელს ამ საკითხების შესახებ დაეკითხოს დედას. ვვარაუდობ, რომ დედაშენი მზად არის აგიხსნას მეტი იმის შესახებ, რომ „გახდე დიდი გოგო“. ანეკე იწყებს ყვირილს , რომ მას ეს საერთოდ არ მაინტერესებს . იგი განმარტავს , რომ მას უყვარს ციგურაობა, მაგრამ ჯერ კიდევ ძალიან პატარაა , საციგურაო მოედანზე მარტო წასასვლელად..
მომდევნო სეანსზე ანეკე სრულიად შეწუხებულია . დედას მოყავს მყვირალა, მტირალა გოგონა, რომელიც მრისხანედ ეპასუხება , ყვირის , რომ იგი არასოდეს დაბრუნდება , დასჭირდა კვირა ნახევარი ,რომ დაბრუნებულიყო, მაგრამ ერთი პირობით, რომ ჩვენ მხოლოდ ვითამაშებდით და მეტად არ დაველაპარაკებოდით ერთმანეთს.
მოგვიანებით ანეკე მიყვება, რომ ამ კვირაში თავად ჩაიტარა ოპერაცია. სტომატოლოგმა განაცხადა, რომ frenulum ( ზედა ტუჩი), ზედა ტუჩის ქვეშ ვიწრო ზოლი უნდა გაუჭრან. დედასთან ხანმოკლე კონსულტაციის შემდეგ ერთდოულად გადაწყვიტეს, ანეკესთვის თანხმობის კითხვის გარეშე. ანნეკე ცდილობს გამაოცოს „პრაქტიკული ხუმრობით“ სრულიად მოულოდნელად ის წევს თავის ზედა ტუჩს ჩემს წინ, და ყურადღებით აკვირდება ჩემს რეაქციას “გთხოვთ , შეხედეთ წითელ ხვრელს( ზედა ტუჩსა და წინა კბილებს შორის) თუ რა თქმა უნდა გამბედაობა გეყოფათ. მოგვიანებით, ანეკე მიყვება რომ გასულ ღამეს მას დაესიზმრა,რომ მამასთან ერთად ველოსიპედით სეირნობდა. მათ თავიანთ ველოსიპედები ხიდის მოაჯირთან დაამაგრეს მძიმე ჯაჭვის ჩამკეტებით. შემდეგ ჩამკეტი კი ხმამაღლა აფეთქდა. იგი თავის სიზმარს ხატავს , და მოყოლის პროცესში უფრო და უფრო აღგზნებული ხდება. მისი ნახატების სტრუქტურას გასდის წითელი ნაკაწრები, აფეთქებები და ბევრი წითელი ცეცხლი . ვაკეთებ კომენტარს რომ , რასაც ის ხატავს მამასთან ერთად ძალიან ლამაზად და მშვიდად იწყება ,და შემდეგ იწყება რაღაც, რომელიც არც ისე კარგია. “შეიძლება რაღაც არ გესმის ძალიან კარგად, და ალბათ ცოტათი გტკივა. შეიძლება სულელურად ჩანს, და როდესაც რაღაც სულელურია, შენ გირჩევნია ყველაფერი არივ -დარიო . ”
ეს სეანსი დაიწყო საკმაოდ დამაბნეველი და ჟრუანტელის მომგვრელი ქალის სხეულის შინაგანი აღწერით . შემდგომში, იგი მიყვება პირის ღრუში ოპერაციის შესახებ , რომელიც თვითონ გადაიტანა, როცა დედისა და სტომატოლოგის საფრთხის შემცველი შეთანხმების წინააღმდეგ არავინ დაიცვა და მისი ანალიტიკოსმაც კი არაფერი გააკეთა. ამ სეანსზე ანეკე Voyeur-ის პოზიციაში მაყენებს, რომელიც შოკში უნდა ჩავარდეს ამ ხვრელების და ღრმულების ჩვენების შემდეგ . მას შემდეგ რაც , მაჩვენა ექსკლუზიური, სათუთი კავშირი მამასთან , შიშით მოცული სიზმრები და შფოთვა იზრდება , თითქოს რაღაც უნდა აფეთქდეს. როცა იგი ხატავს თავისი ფანტაზიის ბოლტებს(bolts) .Knight (2005) თავის ნორმალური ლატენტურობის ხანგრძლივ სწავლებაში აღწერს , რომ იგი ხშირად აწყდება კონფაბულაციის ამ ფენომენს , პრაქტიკულ ხუმრობებს და სუიციდურ იდეებსაც კი გვიანი ლატენტურობის დროს.
Jan
მოულოდნელად ცამეტი წლის ჯანი, გიმნაზიის მეორე კლასის სტუდენტი, მეტად ღრმა დეპრესიულ ეპიზოდში გაიხლართა. სანამ მას პირველ ინტერვიუზე შევხვდი , ვნახე მისი სკოლის ჩანთა ჩემი ოფისის ჰოლში. ტუალეტის კარის გაღებამდე ჰაერში უკვე ტრიალებს დეფიკაციის სუნი. ჯანი ნერვიულად აღნიშნავს, რომ მას 5 წუთზე მეტი ხანი მოუწია ლოდინი მოსაცდელში. ის ელოდება რომ დაკარგული დრო ჩემს მიერ კომპენსირდება (ანაზღაურდება). მთხოვს სამ ჭიქა ძლიერ ყავას, რადგანაც სადღაც წაიკითხა რომ ბავშვთა ფსიქიატრები ყავას ბავშვებთან ერთად სვამენ . ხითხითით დასძენს, რომ ყავის მომზადება შევა ფსიქიატრის დროში და არა მისაში. შემდგომში კი ირწმუნება, რომ მხოლოდ ხუმრობს. ინტერნეტში მოიძია სწორი გზა თავისი სახლიდან ჩემს ოფისამდე ტრამვაით და მეტროთი, მისი მონდომება წარმატებით დასრულდა. თუმცა ჩემი ოფისის სამეზობლო მისთვის უცნაურად და შემზარავად გამოიყურება . თავი დაკარგულად იგრძნო . ახლა ჯანი ჩემს წინ ზის. შეურაცხყოფილი , დაბნეული , მაგრამ ასევე მზად , დახმარების მისაღებად. ის ჯერ კიდევ შეშინებულია დეპრესიით და იყენებს კონსულტაციას ,რომ გულიდან ამოიღოს შურისძიების სადისტური ფანტაზიები. ნელა, ნაწილ- ნაწილ , მეუბნება უსიამოვნო გამოცდილებაზე . საკლასო ოთახში, მის წინ მჯდომი გოგონა, სწორედ იმ ლამაზმა გოგომ, რომელსაც ფარულად აღმერთებს – დაამცირა, რომ უცნაური დიდი თავი აქვს. რამდენიმე წუთის შემდეგ, ბიჭმა, რომელიც მასზე ცოტათი უფროსია, ერთი კლასით მაღლა , ხალხში იტრაბახა თავის ასოზე , და დასძინა რომ ჯანი თავისას ალბათ არასდროს გამოიყენებს. ეს იყო საშინელი სამარცხვინო მარცხი. და ჯანი შერცხვენილი თავისი დაბალი ადგილით , ფრთხილად თავს არიდებს ამის შესახებ საუბარს.
ჯანის სექსუალობა ჯერ კიდევ არეულია. ის ძლიერ შეშინებულია , რომ მისი თავი მართლაც უცნაური და ძალიან დიდია, ისევე როგორც მისი ასო არის ძალიან პატარა ,და რომ ის ნამდვილად ვერასდროს შეძლებს მის გამოყენებას. ჯანი მიყვება საცოდავ ბიჭზე , რომელსაც კარიბჭის რგოლში ხელი მოუყოლეს და ძალიან შეშინდა რომ თითი მოეგლიჯებოდა. ჯანი ფიქრობს, რომ ისე მწარედ ოფლიანობს , ყველა გრძნობს მის სუნს. როცა ის ველოთი სწრაფად მიდის თავს მამაკაცად გრძნობს, მაგრამ კლასში დაბრუნებისას და განსაკუთრებით სკოლის ეზოში დარწმუნებულია, რომ მართლაც სხვა ბიჭებზე და გოგოებზე მეტად ოფლიანობს . ხანდახან მისი პერანგი და საცვალი მთლიანად სველია.
შესაბამისად, ვაქებ ჯანს, რომ ასე გულწრფელად მიყვება თუ რა აწუხებს. მკურნალობაში საუბრის გზით , ჯანი აღადგენს კომუნიკაციას გარე სამყაროსთან. არსებობს ნიშნები, რომ ჯანი განაახლებს ურთიერთობას მისი მშობლებთანაც, მაგრამ აგრეთვე აღადგენს კომუნიკაციას მის შიდა სამყაროსთან, საკუთარი გრძნობების ნაკლები შიშით და მენტალიზაციის უნარის აღდგენით. არის მეტი იმედი [ როგორც მთავარი ნდობის განუყოფელი ნაწილი ] რომ ის არ შევა ბუნდოვან, სადომაზოხისტურ სამყაროში დამცირების გაუთავებელი ცდით. მეტი რეალობა ნიშნავს მეტ შესაძლებლობებს ახალი შეხედულებების,თვალსაზრისის გაჩენისა და მეტი პერსპექტივისა. ჯანი როგორი არაპოპულარულიც არ უნდა იყოს სკოლაში, საბოლოოდ ცხოვრების სხვადასხვა სტადიაში ჯანისთვის არ იქნება რთული კვლავ აღდგენა. ის არც ისე ძლიერია ფეხბურთის თამაშში, მაგრამ ბრწყინვალეა ძიუდოში . ვამბობ, რომ მესმის მისი რეაქციიის , გოგოს წინაშე, რომელიც მას ასე ექცევა. ფარულად მიმაჩნია, რომ ჯანი შეიძლება ებრძვის ღრმა ოიდიპალურ პრობლემებს : სურვილი, იყო ტრამვირებული, ტენდენცია ხელი აიღოს ნორმალურ მეტოქეობასა და მაზოხისტური წარმოდგენაზე. სეანსის დაწყების მისეული გზით, ჩემთან გატოლებით (მე მედდრება), შესაძლებელია ნიშანი იყოს იმისა რომ ჯანი ადრეული მოზარდობის განვითარებადი ცლილებების გავლენის ქვეშაა.
დასკვნა
გვიანი ლატენტური და ადრეული სქესობრივი მომწიფების პროცესში სუბიექტივაციის პროცესი კრიზისს განიცდის, ამ სიტყვის ორივე მნიშვნელობით: დისრეგულაცია, როგორც პოტენციალით, შესაძლებლობით სავსე სიტუაციის,იმისათვის რომ გადადგა გადამწყვეტი ნაბიჯი . ძველი მნიშვნელობები მიდის, მაშინ როცა თავს იCენს გაუგებარი და დამაბნეველ მნიშვნელობების ახალი სამყაროს. ზოგჯერ ერთსადაიმავე დროს რამდენიმე მნიშვნელობა დროებით ეგოს ხლეჩს. იწყება მომავლის ხიდის შენება, მაგრამ მასზე ფეხის დადგმისას , უნდა მოაწესრიგო თუ რა მიეკუთვნება ლატენტურობას და რა სქესობრივ მომწიფებას, როგორც „მკურნალობის“ პირველი ნაბიჯები მოზარდებში შეიძლება უცნაური (თავისებური) აღმოჩნდეს . ისევე, როგორც ლატენტურობისას მენტალიზაციის უნარი არის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის განცდის საშუალება. ამ გზით ბავშვები იძენენ იდენტობას, რომელიც შეესაბამება მათ ასაკს და განვითარების ეტაპს, იდენტობას , რომელიც ეხმარება მათ, ჩაერთონ ახალ სიტუაციებში. ახალი გამოცდილება , ახალი მნიშვნელობები, ისევე, როგორც ძველის ტრანსფორმაცია : პროცესი, რომელიც აბსტრაქტული აზროვნების განვითარებით არსებობს . პროცესი, რომელშიც სიახლეს აღიქვამ უფრო ლოგიკურად და როგორც მთელს. ლატენტურობის ფარული ფანტაზიები მეტად აღარ არის დამაკმაყოფილებელი , მისი ფუნქცია, როგორც შიდა ბალანსის მარეგულირებელი, აშკარა სიმშვიდე და დამთმობილობა ” ლატენტური მდგომარეობის “, არ ჯდება ახალ სიტუაციაში. ახლა „გავრცობილი” ფსიქიკური რეალობა საჭიროებს კონფრონტაციაში შესწავლას ( Eiguer , 1996). რადგანაც ფსიქიკური რეალობა ყველგანაა , ადრეული პუბერტატული ბავშვები სხვების რეალობასთან დაპირისპირებაში ეძებენ ეფექტებს, ყველა მათი გარშემომყოფი ადამიანის თვალებში .
რეზიუმე:
გარდამავალი პერიოდი “გვიან ლატენტურობასა” და “ადრეულ სქესობრივი მომწიფებას” შორის , ხშირად განიხილება, როგორც საკმაოდ მოულოდნელი დარღვევა. თუმცა, უკვე პირველ ეაკულაციამდე ან მენსტრუაციამდე რამდენიმე წლით ადრე არსებობს უამრავი ფიზიკური და ნეირო კოგნიტური ცვლილებები ყველა სახის ფსიქოლოგიური შედეგებით. ფარული ფანტაზიორობა , რომელიც არეგულირებს “ლატენტურ მდგომარეობას” კარგავს თავის უდანაშაულობას და ხდება დამნაშავე. ფსიქიკური რეალობა აღქმულია გარე რეალობასა და ინტერ სუბიექტივაციურ შეჯახებებში. შედეგად შეიძლება თავი იცინოს მწვავე მოუწესრიგებლობამ და ემოციურმა ქმედებამ, როცა სხვა მომენტებში, ლატენტური მდგომარეობა ” პირველ ადგილზე რჩება. “გვიანი ლატენტურობა და ადრეული სქესობრივი მომწიფება დიალექტურად მიცნეულია, როგორც კრიზისი სუბიექტივაციაში.
ლიტერატურა:
Cahn, R. (1998). L’ adolescent dans la psychoanalyse. PUF, Paris
Cortázar, Julio (1951/1984). De verhalen van Julio Cortázar. Bestiarium. Meulenhoff, Amsterdam. Pp 124-5.
Eiguer, A. (1996). The status of psychic reality in adolescence(ფსიქიკური რეალობის სტატუსი(მდგომარეობა) მოზარდობისას). Int. J. Psychoanal. 77, 1169 – 1180.
Fonagy, P. (2008). A genuinely developmental theory of sexual enjoyment and its implications for psychoanalytic technique(თეორია სექსუალური სიამოვნების მიღების ჭეშმარიტად განვითარებაზე და მისი გავლენა ფსიქოანალიტიკურ ტექნიკისათვის). JAPA 56, 1, 11-36.
Freud, S. (1919). Das Unheimliche. Stud. Ausgabe IV: 242-274. S.Fischer, Frankfurt.
Gutton, P. (1998). The pubertal, its source and fate. In: Adolescence and Psychoanalysis (პუბერტატული, მისი წყარო და ბედი. In: მოზარდობა და ფსიქოანალიზი ). Ed. Marie Perret-Catipovic and François Ladame. Karnac Books, London. Ch. 8: Pp.133-148.
Kennedy, R.(2000). Becoming a subject: some theoretical and clinical issues (გახდე სუბიექტი: ზოგიერთი თეორიული და კლინიკური საკითხები). Int.J. Psychoanal. 81, 875-892.
Kestemberg, E. (1998). A note on the crisis of adolescence: from disappointment to conquest. In: Adolescence and Psychoanalysis (შენიშვნა მოზარდობის კრიზისზე : იმედგაცრუებიდან გამარჯვებამდე. In: მოზარდობა და ფსიქოანალიზი) . Ed. Marie Perret-Catipovic and François Ladame. Karnac Books, London. Ch. 6: Pp.103-111.
Kestenberg, J. (1980). Eleven, twelve, thirteen: Years of transition from the barenness of childhood to the fertility of adolescence. In the Course of Life (თერთმეტი, თორმეტი, ცამეტი: ბავშვობის უნაყოფობიდან მოზარდობის ნაყოფიერებაში გადასვლის წლები . სიცოცხლის მსვლელობისას). Ed. Greenspan, S.I. & Pollock, G.H., DHHS-publication, Maryland USA. Pp. 229-263.
Knight, R. (2005). The process of attachment and autonomy in latency: A longitudinal study of ten children( დამოკიდებულების და თავისუფლების პროცესი ლატენტურ პერიოდში: ათი ბავშვის ხანგრძლივი შესწავლა(კვლევა) ) . Ps.St. of the Child, 60, 178-212.
Lament, C. (2008). Transformation into adolescence(ტრანსფორმაცია მოზარდობისას). Ps.St.Ch. 63, 280-291.
Laufer, M. (1976). The central masturbation fantasy, the final sexual organization, and adolescence( ცენტრალური მასტურბაციის ფანტაზია, საბოლოო სექსუალური ორგანიზაცია, და მოზარდობა). Ps.St.Ch. 31, 297-316.
Loewald, H.W. (1979). The waning of the Oedipus Complex(ოიდიპოს კომპლექსის შესუსტება). JAPA 27, Pp751-775.
Novick, K.K. & J.Novick (1987). The essence of masochism(მაზოხიზმის არსი). Ps.St.Ch. 42, 353-384.
Ruggiero, I. (2006). Consultation in Adolescence(კონსულტაცია მოზარდობისას). Int. J. Psychoanal. 87, 2, 537-554.
Sarnoff, C.A. (1976). Latency(ლატენტურობა). Jason Aronson, NY.
Shapiro, Th. (2008). Masturbation, sexuality, and adaptation: normalization in adolescence(მასტურბაცია, სექსუალობა, და ადაპტაცია: ნორმალიზაცია მოზარდობისას). JAPA 56, 1, 123-146.
Shustorovich, E, & L. Weinstein (2010). Universal fantasy in latency: Separation, attachment and sexuality in Julio Cortázar’s Bestiary(უნივერსალური ფანტაზია ლატენტურობისას: განცალკევება(გამოყოფა), დამოკიდებულება და სექსუალობა ხულიო კორტასარის ბესტიარიაში. Int. J.of Psychoanalysis 91: 1465-1482.
Ubbels, J. (2009). Karakter, identiteit en subjectivering in de adolescentie [ Three core concepts of adolescence: Character, Identity and Subjectivation(მოზარდობის სამი ძირითადი ცნება : ხასიათი, იდენტობა და სუბიექტივაცია )]. Tijdschrift voor Psychoanalyse 15, 218 – 229.
Ubbels, J. (2011). Latentie, een ontwikkelingsstap naar subjectwording[ Latency, a developmental step towards becoming a subject( ლატენტურობა, სუბიექტად გახდომის განვითარების ნაბიჯი) ]. Tijdschrift voor Psychoanalyse 17, 2, 88-102.
Wermer, H. & Lewin, S. (1967). Masturbationfantasies: Their changes with growth and development(მასტურბაციული ფანტაზიები: მისი ცვლილება ზრდისა და განვითარებისას). Ps.St.Ch. 22, 315-328.
Widlöcher, D. (2001). Primary love and infantile sexuality: An eternal debate. In: Infantile sexuality and attachment(უმთავრესი სიყვარული და ინფანტილური სექსუალობა: მარადიული დებატები: In: ინფანტილური სექსუალობა და დამოკიდებულება . Ed.: Daniel Widlöcher. Other Press, NY. Pp 1-35.