ირმა ბრენმან პიკის შესახებ
ირმა ბრენმან პიკის პირადი ისტორია მჭიდროდაა დაკავშირებული ფსიქოანალიზის ისტორიასთან. ის ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოანალიტიკოსი, ბრიტანეთის ფსიქოანალიტიკური საზოგადოების ექსპრეზიდენტი და საერთაშორისოდ აღიარებული სუპერვიზორია.
1956-1960 წლებში პიკი ბავშვთა თერაპიას დაეუფლა და სწავლა ანალიტიკური მიმართულებით განაგრძო. მის მასწავლებელთა შორის ისეთი გავლენიანი ფსიქოანალიტიკოსები მოხვდნენ, როგორებიც მელანი კლაინი, ვილფრედ ბიონი და ჰერბერტ როზენფელდი იყვნენ.
ირმა ბრენმან პიკმა ფსიქოანალიტიკურ საზოგადოებაში სახელი შესანიშნავი კლინიკური ინტუიციით, პაცენტებთან სიღრმისეული მუშაობითა და თერაპიული მასალის განმაცვიფრებული სიცხადით აღწერის უნარით გაითქვა .
“ მუშაობა უკუგადატანასთან“ (1985) მისი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაშრომია. პიკის აზრით, უკუგადატანაზე განსაკუთრებული ფოკუსი შესაძლებელს ხდის პაციენტის უმთავრესი საჭიროების, რომ გაუგონ, გააზრებას და ამ საჭიროებაზე შესაბამის რეაგირებას. ამავდროულად, ირმა ბრენმან პიკი ხშირად უსვამს ხაზს კლიენტის ორი ხელით დაჭერის აუცილებლობას, აუცილებლობას მის მოწყვლადობასთან ერთად, გააზრებული იქნეს დესტრუქციულობაც – პიკი ერთ-ერთი ბოლოა იმ კლაინიანელებს შორის, ვინც მუდამ ითვალისწინებს ადამიანის დესტრუქციულ ბუნებას.
ირმა ბრენმან პიკმა სხვადასხვა პერიოდში გამოაქვეყნა ნაშრომები:
„კომუნიკაციის მარცხი; ბავშვის აღმოჩენა ზრდასრულის ანალიზში“ (1985);
“მამაკაცის სექსუალობა, განვითარების შემაფერხებელი ძალების კლინიკური გამოკვლევა“ (1985);
“მუშაობა უკუგადატანასთან“ (1985);
“ადრეული ობექტური ურთერთობების გამოვლინება ფსიქოანალიტიკურ მოწყობაში/სეტინგში“ (1992);
“ზრუნვა- ნამდვილი თუ წარმოსახვითი?” (1995).