IPA საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური ასოციაცია
წინასიტყვა
“არ არსებობს სიყვარულისაგან გულგატეხილ ქალზე უფრო შურისმაძიებელი გული,”
ევრიპიდე
კონფერენციის მიზანია, წარმოაჩინოს თანამედროვე ქალის ფსიქიკის ყველაზე სიღრმისეული ფენები ოჯახთან, შვილებთან, სიყვარულთან, სამშობლოსთან და მოვალეობებთან მისი დამოკიდებულების შესწავლის მიზნით. კონფერენციაზე ეს საკითხი განიხილება უძველესი სამყაროს კულტურული ფენომენის, ოქროს საწმისის მითის პერსონაჟის, მედეას სახის არაცნობიერი განზომილებების კვლევების საფუძველზე.
არგონავტების მოგზაურობა კოლხეთში ერთ – ერთი უძველესი მითია. მისი განვითარება და სახეცვლილება ასახავს დასავლური ცივილიზაციის დრამატულ ძვრებს რწმენის, ძალაუფლებისა და კულტურის სფეროში ბერძნული მითოლოგიის უძველესი ფენებიდან დღემდე.
ევრიპიდეს ტრაგედიის დამსახურებით, მედეა მხატვრული ლიტერატურის ყველაზე ტრაგიკულ და, ამავე დროს, პოპულარულ პერსონაჟად იქცა, რომელსაც შვილებისა და ძმის მკვლელობა მიეწერება. ფაქტობრივად, დასავლური კულტურისთვის მედეას სახე წარმოადგენს აკუმულირებულ მეტაფორას ქალის შესახებ.
სიყვარული და პოლიტიკა, მოვალეობა და ფიცის გატეხა, ეჭვიანობა და შურისძიება, დედობა, ქალთა უფლებები ქორწინებასა და საზოგადოებაში, ბავშვების ბედი გაცილებულ ოჯახებში, დამოკიდებულება და დამოუკიდებლობა, სიამაყე და მრისხანება – ყველა ეს ადამიანური ვნება ასახულია მედეას სახეში. მედეა მრავალი პოეტის, მწერლის, მუსიკოსისა და მკვლევარის შთაგონების წყარო გახდა. რასაკვირველია, ამ მხრივ ფსიქოანალიტიკური კვლევებისათვისაც ფართო ასპარეზი იშლება.
მითი ყოველთვის წარმოადგენდა მძლავრ საშუალებას ყოვლისმომცველი არაცნობიერის პროექციებისათვის. ოქროს საწმისის მითის ეპიკური ისტორიის კვლევას ბერძნული რელიგიის გარიჟრაჟისკენ მივყავართ. ბერძნებისთვის კოლხეთი, შავი ზღვის აღმოსავლეთით მდებარე ბარბაროსთა სამეფო, სამყაროს კიდეს წარმოადგენდა, სადაც ისინი უძველესი რელიგიური შეხედულებების პროექციას ახდენდნენ. მედეას მითი წარმოადგენს ელინური სამყაროს მიერ უარყოფილი, განდევნილი არქაული ფანტაზიებისა და ველური ვნებების სამყოფელს. მედეა, როგორც მითოლოგიური გმირი, უნივერსალური და მრავალსახეობრივი არქეტიპული სიმბოლოა; ამიტომ გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ მისი მრავალფუნქციონალურობისა და მნიშვნელობის დამსახურებით, მედეას სახე – სახე ყოვლისშემძლე ოიდიპოსამდელი დიდი დედისა – განდევნილი სახით არსებობს თითოეული ქალის არაცნობიერში.
ამ გაგებით, მედეას მითი ჩვენი საერთო ინტელექტუალური, კულტურული და სიმბოლურ მემკვიდრეობის ნაწილია.
კონფერენციის პარტნიორები არიან:
IPA საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური ასოციაციის
კომიტეტი – ქალები და ფსიქოანალიზი
საქართველოს ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპის საზოგადოება
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
პ რ ო გ რ ა მ ა
ხუთშაბათი, 18 ოქტომბერი, 2018
16.00-17.30 აუდიტ.107 წინასაკონფერენციო ვორკშოფი
გილა ოფერი (ისრაელი), “დედის კანონი”
18.00-19.30 აუდიტ.101 კლინიკური სუპერვიზიები- სუპერვიზორი
აუდიტ.107 გერტრაუდ შლეზინგერი კიპ (გერმანია) და
იაპ უბელსი ( ნიდერლანდები)
პარასკევი, 19 ოქტომბერი, 2018
სააქტო დარბაზი (მე-2 სართული)
08.30 | რეგისტრაცია |
09.00–09.30
დილის სესიის თავმჯდომარე- ევა რეიხელი (გერმანია)
|
კონფერენციის გახსნა, მისასალმებელი სიტყვა: გიორგი შარვაშიძე- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი თამარ გაგოშიძე, თსუ ფსიქოლოგიის ფაკულტეტის დეკანი; ხათუნა ივანიშვილი, საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური ასოციაციის წევრი (საქართველო). გერტრუდა შლეზინგერ-კიპი (გერმანია), ქრისტინა საოტინი (იტალია) – შესავალი სიტყვა.მარია კალასი და მედეა – ნაწყვეტები პაზოლინის ფილმიდან. |
09.30–10.30 | მარიან ლეიზინგერ-ბოჰლებერი (გერმანია): მედეა – შესწორებული ვერსია ევროპის ლტოლვილთა კრიზისის დროს. |
10.30–11:30 | ხათუნა ივანიშვილი (საქართველო): მედეა – წარმომავლობა. |
11.30–12.00 | შესვენება, ყავა |
12.00–13.00 | როზელა ვალდრე (იტალია): ფსიქოანალიტიკური ხედვა ქალისა და ძალაუფლების შესახებ თანამედროვე მხატვრულ ლიტერატურაში: ბოროტება, მსხვერპლი და წყვილი. |
13.00–14.00 | შესვენება, ლანჩი |
პარალელური ვორკშოფები 14.00–15.30
14:00 – 15:30 | |
ვორკშოფი 1 | ტატიანა პუშკარიოვა (უკრაინა): დღენაკლული ახალშობილები, ბავშვისა და მშობლის ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპია.
თავმჯდომარე: მარიანა ლეიზინგერ-ბოჰლებერი (გერმანია) |
ვორკშოფი 2 | პაოლა ვიზიელა (იტალია): ხელოვნური პროკრექცია და ჰომოსექსუალი აღმზრდელი.
თავმჯდომარე: ქრისტინა საოტინი (იტალია) |
ვორკშოფი 3 | ჯოუნს დე ლუკა (იტალია): მედეას მითი: “უწყვეტი კავშირიდან” წარმოუდგენელ ფიქრებამდე და მათ კლინიკურ შედეგებამდე. |
ვორკშოფი 4 | მაია კირჩხელი (ბრიტანეთი): მედეას ორი სახე – ისრიდან დაშნამდე.
თავმჯდომარე: ენდელ ტალვიკი (ესტონეთი) |
15.30–16.00 | შესვენება, ყავა |
16.00–18.00 | მხატვრული ფილმის ჩვენება და განხილვა; “ნამე”, რეჟისორი ზაზა ხალვაში. მომხსენებლები ტატიანა გრაჩოვა (რუსეთი), ევა რეიხელი ( გერმანია), ზაზა ხალვაში |
შაბათი, 20 ოქტომბერი, 2018
სააქტო დარბაზი
დილის სესიის თავმჯდომარე: გერტრაუდ შლეზინგერი – კიპ
09.30–10.30 | ენდელ ტალვიკი (ესტონეთი): მედეა და კირკე: FEMMES FATALES ძველ საბერძნეთში. |
10.30–11.30 | რუსუდან ცანავა (საქართველო): მედეა 21-ე საუკუნეში: სიმბოლო და ნარატივი |
11.30–12:00 | შესვენება, ყავა |
12.00–13.00 | ელიზაბეტ სკალე (ავსტრია): მედეა: ქალური რისხვის შიში |
13.00–14.00 | შესვენება, ლანჩი |
პარალელური ვორკშოფები
14.00–15.30 | |
ვორკშოფი 5 | დიანა პიპინაშვილი (საქართველო):მედეა: ქალურობა და შემოქმედებითი ძალების განლევისა თუ მცდარად გამოყენებასთან ასოცირებული ასპექტები. თავმჯდომარე-ევა რეიხელი ( გერმანია) |
ვორკშოპი 6 | გამზე ოზჩულუმეზი (თურქეთი): მედეა და ლედი მაკბეტი თავმჯდომარე: მაია კირჩხელი ( დიდი ბრიტანეთი)თავმჯდომარე: მაია კირჩხელი ( დიდი ბრიტანეთი) |
ვორკშოფი 7 | ჯააპ უბელსი (ნიდერლანდები): ქალურობა- მამაკაცურობა: არაცნობიერი, იდეოლოგია და პოსტმდერნიზმი
თავმჯდომარე: კრისტა ჰაკი (გერმანია) |
ვორკშოფი 8 | ეკატერინა კალმიკოვა (რუსეთი): გამოუსწორებელი ზიანი
თავმჯდომარე: ანდრეას ბილგერი (გერმანია) |
15.30–16.00 | შესვენება, ყავა |
16.00–17.00 | ანდრეას ბილგერი (გერმანია): ცოცხალი ხელოვნება და მედეა (პროექტი ხელოვანთან ერთად) |
17.00–18.00 | პლენარული სხდომა, დასკვნა, პერსპექტივები |
კვირა , 21ოქტომბერი – ექსკურსია უფლისციხეში ( დაწვრილებით იხ. ქვემოთ)
* კონფერენციის საფასურში შედის სამჯერადი კვება: ორი ყავის შესვენება და ლანჩი, ასევე დაბეჭდილი საკონფერენციო მასალები.
სასუპერვიზიო ჯგუფები ხუთშაბათი, 18 ოქტომბერი, 2018, 17:00 – 20:00 სასუპერვიზიო ჯგუფებში მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით მიმართეთ: iv_khatuna@yahoo.com
საორგანიზაციო კომიტეტი:
გერტრუდა შლეგინგერ – კიპი
ხათუნა ივანიშვილი
ევა მარია რეიხელი
ქრისტინა საოტინი
საკონტაქტო პირები:
gertraud.schlesinger-kipp@dpv-mail.de
iv_khatuna@yahoo.com
მობ.: +995 599 942 212
საკონფერენციო გადასახადი საქართველოს მოქალაქეებისთვის:
20 სექტემბრამდე | 160 ლარი |
20 სექტემბრის შემდეგ | 200 ლარი |
სტუდენტები
20 სექტემბრამდე | 80 ლარი |
20 სექტემბრის შემდეგ | 120 ლარი |
კონფერენციის საფასურის გადახდა :
გთხოვთ, თქვენი სტატუსის შესაბამისად გადაიხადოთ თანხა (სტუდენტი, არასტუდენტი)
თიბისი ბანკის ანგარიშზე:
SWIPT: TBCBGE 22
IBAN: GE88TB7124736020100006
(გადახდისას აღნიშნეთ, თუ ვის ურიცხავთ თანხას: “საქართველოს ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის საზოგადოება”; დანიშნულებაში ჩაწერეთ კონფერენციის დასახელება: “მედეა” და მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი.)
კონფერენციის ჩატარების ადგილი:
ექსკურსია უფლისციხეში
კვირას, 21ოქტომბერს, მსურველებისათვის ჩატარდება ექსკურსია უფლისციხეში. შეკრება დილის 10 საათზე. შეკრების ადგილი მოგვიანებით გამოცხადდება. ექსკურსიის საფასური ცალკეა გადასახდელი და ღირს 50 ლარი. ამ საფასურში შედის პიკნიკი მტკვრს ნაპირზე, მგზავნობის მომსახურება, მუზეუმის ბილეთის ფული და ექსკურსიამძღოლის მომსახურება.
უფლისციხე — კლდეში ნაკვეთი ქალაქი, კავკასიის ერთ-ერთი უძველესი დასახლება და საქალაქო ცენტრია. იგი მდებარეობს ქ. გორის აღმოსავლეთით მე-10 კმ-ზე, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირას. წერილობით წყაროებში პირველად VII საუკუნეში იხსენიება.უფლისციხის ხუროთმოძღვრული კომპლექსი ძველი წელთაღრიცხვით I ათასწლეულის I ნახევრიდან იქმნებოდა, რომლის ძირითადი ნაწილი უმთავრესად გამოკვეთილია ადრინდელი ანტიკური (ძველი წელთაღრიცხვით VI-IV საუკუნეები) ხანაში. გვხვდება შუა საუკუნის კლდეში ნაკვეთი კომპლექსი. უფლისციხე წარმოადგენდა მნიშვნელოვან რელიგიურ, პოლიტიკურ და კულტურულ ცენტრს ელინისტურ და გვიანდელ ანტიკურ პერიოდებში