ჩარლზ ბრენერი
ფროიდმა დაიწყო თავისი პაციენტების ისტერიული სიმპტომებისგან განთავისუფლება. იგი ცდილობდა ჰიპნოზის საშუალებით მოეხდინა ამნეზიის, როგორც დაავადების პირველადი მიზეზების წარმომქმნელის, აღმოფხვრა. ამ პერიოდში იგი არ იყო დაინტერესებული პაციენტთა სიზმრებით . ისტერიის შესახებ მისი პირველი მოხსენება, კერძოდ, “სწავლება ისტერიის შესახებ”, რომელიც დაწერა ი. ბრეიერთან ერთად (J.Breuier, 1895), არ შეიცავს მასალებს სიზმრისა და მისი როლის შესახებ. მალე, როცა ფროიდმა ჰიპნოზზე უარი თქვა, მან დაიწყო საკუთარ და პაციენტების სიზმრებზე დაკვირვება.
1900 წელს ფროიდმა გამოსცა ნაშრომი “სიზმრების ახსნა “. ამ წიგნმა როგორც სამედიცინო, ასევე მეცნიერულ სფეროში თავიდან უმნიშვნელო ინტერესი გამოიწვია. 1905 წელს ფროიდის მიერ გამოქვეყნებულ იქნა დორას ავადმყოფობის ისტორია სახელწოდებით „ისტერიის ერთ-ერთი შემთხვევის ანალიზის ფრაგმენტი*“, რომელშიც ის ახდენდა ფსიქოანალიტიკურ მუშაობაში სიზმრის ანალიზის პრაქტიკული ღირებულებების ილუსტრაციას. სხვა ანალიტიკოსები მალე დარწმუნდნენ ფროიდის იდეის სისწორეში, რომელშიც ის ხაზგასმით აღნიშნავდა პაციენტის სიზმრის ანალიზის სარგებელს. ძალიან სწრაფად ფროიდისეულ ფსიქოანალიზში სიზმრის ანალიზის კლინიკური გამოყენება გახდა ერთ-ერთი ძირეული კრიტერიუმი. ბევრი ფსიქოანალიტიკოსი დღემდე ეყრდნობა ამ მოსაზრებას.
მიუხედავად იმისა, ღიად ვაღიარებთ თუ არა სიზმრებს და მათ ახსნას, მათ კვლავაც განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ჩვენს მეხსიერებაში – პროფესიულ მეხსიერებაში.
1961 წელს ედინბურგში, კონგრესსზე, სადაც მონაწილეობას იღებდნენ დოქტორი მ. ბალინტი და ანა ფროიდი, დისკუსიის დროს დოქტორმა ბალინტმა სთხოვა თავის კანდიდატებს, წარმოედგინათ მინიმუმ ერთი საკუთარი სიზმრის ანალიზი, მიუხედავად იმისა, თუ რამდენი ანალიტიკური სეანსი დასჭირდებოდა მას. იგი ამ მოთხოვნით უზრუნველყოფდა თავისი კანდიდატების ცოდნას არაცნობიერის შესახებ. ანა ფროიდი დიდი ენთუზიაზმით არ შეხვდა ამ მოთხოვნას და აღნიშნა, რომ მსგავსი პრაქტიკა შეიძლებოდა არასასურველი ყოფილიყო.
პროფესორი ხ. ცანი 1940 წელს ერთ -ერთ შეხვედრაზე აღნიშნავდა, რომ თავის პრაქტიკაში ერთი სიზმრის ანალიზს ორი ან უფრო მეტი სეანსის განმავლობაში აგრძელებდა. სესიის დასასრულს იგი პაციენტს ეუბნებოდა: კარგი, დღეს ჩვენ ყველაფერი ვერ გავაანალიზეთ ამ სიზმარში, შევეცადოთ ხვალ დავუთმოთ მას მეტი დრო.”
ფროიდის წიგნის “სიზმრების ახსნა ” მეშვიდე თავში, ფროიდმა (1900) შემოგვთავაზა თეორია ფსიქიკის ფუნქციონირების შესახებ, სადაც დამაკმაყოფილებლად განმარტა სიზმრის სხვადასხვა ფსიქოლოგიური გამოვლინება, მცდარი ნევროტული მოქმედებების ფორმირება და სიმწვავე . ფროიდი თვლიდა, რომ ეს ყველა ფსიქიკური გამოვლინება-როგორც ნორმალური, ასევე პათოლოგიური, შეიძლება ვივარაუდოთ, როგორც არაცნობიერის- ფსიქიკის უდიდესი ნაწილის- უპირატესობა. 1915 წელს გამოქვეყნდა მისი სტატია „არაცნობიერი“, სადაც ვრცლად იყო ეს საკითხი განხილული- მას ხშირად მოიხსენებენ როგორც „ტოპოგრაფიულ თეორიას“. ამის შემდეგ ფროიდმა საფუძვლიანად გადაამუშავა თავისი თეორიები ფსიქიკური აპარატისა და მისი ფუნქციონირების შესახებ . ამ შესწორებულ თეორიას ეწოდა „სტრუქტურული თეორია“.
ბრენერი არ გვთავაზობს დისკუსიებს ფროიდის თეორიების შესახებ. ის მიუთითებს მის და ორლოვის მიერ (1964), დაწერილ ნაშრომზე:
„ ფსიქოანალიტიკური კონცეფცია და სტრუქტურული თეორია“ , სადაც საუბრობს 50 წლის შემდეგ ფროიდის თეორიის განვითარებაზე. ბრენერი ამბობს:“ჩვენ სხვანაირად ვხედავთ სიმპტომებსა და განგაშს შორის ურთიერთობას. ამის გარდა ვეყრდნობით უფრო ზუსტ შეხედულებას კონფლიქტის როლის შესახებ ნევროტული სიმპტომების ფორმირებისას, სუპერეგოს დაცვებისა და ტენდენციების შესახებ. ასევე ხასიათის ნორმალური და ანომალიური შტრიხები.
ფაქტობრივად, ეს თეორიული პრობაცია გამოიწვია ახალი მონაცემების დაგროვებამ; გარდა ამისა, როგორც ცნობილია, ამ განხილვამ შესაძლებელი გახადა თეორიული გადასინჯვა.
ეს თავი გვთავაზობს განახლებულ თეორიას სიზმრის ფსიქოლოგიის შესახებ.
ახალი თეორია, ისევე როგორც ძველი, იწყება ვარაუდით სიზმრის ნახვის პროცესში ¬ამ დროს ზოგადი მშვიდი ძილის მიუხედავად გარკვეული ფსიქიკური ენერგია აქტიური რჩება. ანუ, სწორედ ეს ენერგია იწვევს სიზმრის ინიცირებას. ისინი, ან უფრო სწორად რომ ვთქვათ, მათთან დაკავშირებული ფსიქიკური წარმოდგენები წარმოადგენენ მიმდინარე სიზმრის ლატენტურ არსს. სიზმრის ლატენტურობა შესდგება იგი-ს ინსტიქტური დეპრივატორიდან და, მეორეს მხრივ, წინა დღის შთაბეჭდილებებისა და საზრუნავისაგან. ეს ვიცით, მაგრამ თუ ჩვენ თავს ვანებებთ სიზმრის ინიცირებას, მისი ლატენტური(ფარული) შინარსის გაგებას და მის ნაცვლად განვიხილავთ სიზმრის მუშაობას, ახალი თეორია მოგვცემს საშუალებას აღმოვაჩინოთ მნიშვნელოვანი განსხვავება წინამორბედი თეორიისაგან.
უფრო კონკრეტულად, ახალი თეორია ვარაუდობს, რომ სიზმრის ლატენტურ შინაარსთან დაკავშირებული ფსიქიკური ენერგია ააქტიურებს მესა და ზე მეს სხვადასხვა არაცნობიერ ფუნქციებს, ისევე, როგორცსიფხიზლის მდგომარეობაში. მეს ზოგიერთი ფუნქცია საჭიროებს ინსტიქტურ ენერგიას და მიმართულია დაკმაყოფილებისაკენ. ჩვენს მიერ დამცველობით ფუნქციებად წოდებული მეს სხვა ფუნქციები ეწინააღმდეგებიან ამ ინსტიქტურ ენერგიას, რითაც ასრულებენ ზე-მეს მოთხოვნას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სიზმარს ახასიათებს ინსტიქტების დაკმაყოფილება. ეს არის წარმოსახვითი დაკმაყოფილება, რასაც ფროიდმა „სურვილების ჰალუცინაციური დაკმაყოფილება „ უწოდა. მაგრამ ხანდახან შეიძლება შეგვხვდეს სომატური დაკმაყოფილების შემთხვევაც- სექსუალური ორგაზმის სახით.
გავაგრძელოთ სიზმრის მუშაობის აღწერილობა; ინსტიქტების ურთიერთქმედება (იგი), მეს ფუნქციები და ზემეს მოთხოვნები და აკრძალვები ყოველთვის არ არის ისე მარტივი, როგორც აღვწერეთ. მაგალითად, მეს დამცველობითი ფუნქცია შეიძლება მიმართული იყოს როგორც ზე მე-სმოთხოვნების, ასევე ინსტიქტების წინააღმდეგ. ასევე ზე მე-ს მოთხოვნებს შეუძლიათ იმოქმედონ იგის სადისტურ ან მაზოხისტურ იმპულსებთან ერთად.
ამიტომ ამ თეორიის თანახმად: სიზმრის მუშაობა შედგება იგი-ს, მე-სა და ზე მე-ს ურთიერთქმედებისაგან. ეს ურთიერთქმედება შეიძლება იყოს საკმაოდ მარტივი ან რთული; ნებისმიერ შემთხვევაში, მის საბოლოო შედეგად გვევლინება სიზმრის მანიფესტური (ცხადი) შინაარსი. ეს არის ის, რასაც ძილის მდგომარეობაში მყოფი ადამიანი ხედავს სიზმარში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სიფხიზლის პერიოდში ცნობიერი აზრები, იდეები, ფანტაზიებიც გვევლინებიან მეს კომპრომისის, თანამშრომლობის, ინსტიქტური ძალის, და ზე მეს მოთხოვნებისა და აკრძალვების საბოლოო შედეგად. ეს არის ის, რაც იგულისხმება „მრავალჯერადი ფუნქციონირების“ ტერმინის ქვეშ. ეს ტერმინი პირველმა ველდერომ შემოიღო (1936 წელს) .
ფროიდმა ადრევე აღმოაჩინა, რომ ისტერიული სიმპტომები ფაქტიურად წარმოადგენენ სექსუალური სურვილების დაკმაყოფილებასა და ამ დაკმაყოფილების გამო თვით დასჯას შორის კომპრომისს. თუმცა ის ფაქტი, რომ ტენდენცია, მოხდეს კომპრომისის ფორმირება იგის, მესა დაზე მეს შორის, ისევე დამახასიათებელია ნორმალური ფსიქიკური ფუნქციონირებისათვის, როგორც ნერვული სიმპტომისათვის. ცნობიერი ფანტაზია, აზრი, მოქმედება, მითუმეტეს სიმპტომი არ არსებობს სუფთა დამცველობითი, თვითდამსჯელი ან დამაკმაყოფილებელი სახით. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, მრავლობითი ფუნქციონირების პრინციპი ისეთივე ნამდვილია ძილის დროს, როგორც ფხიზელ მდგომარეობაში.მით უმეტეს, რომ სიზმარი არ გვევლინება იგის, მესა და ზე მეს ურთიერთობის საბოლოო შედეგად. სიზმარი ჩდება მაშინ, როცა ადამიანს ძინავს. როგორ უნდა გავიგოთ ეს განსხვავება?
ჩვენი პასუხი ასეთია: 1) ძილის დროს ხდება მეს მრავალი ფუნქციის რეგრესირება.
2) ანალოგიური რეგრესიული ცვლილებები გვხვდება სიზმარში ზე მეს ფუნქციონირებისას.
3) ინსტიქტური სურვილები და ფანტაზია, რომელიც იგი- დან მოდის, სიზმარში გაცილებით დიდ როლს თამაშობს, ვიდრე მღვიძარ მდგომარეობაში მყოფი ზრდასრული ადამიანის ფსიქიკური გამოვლინებების დროს.
თითოეული ეს ელემენტი სათითაოდ განვიხილოთ.
- სიზმრის დროს მე-ს ფუნქციების რეგრესიასთან დაკავშირებით
ჩვენ უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს არის ძილის მდგომარეობის შედეგი. მოდი განვიხილოთ, თუ როგორი რეგრესიული ცვალებადობა ახასიათებს მეს ფუნქციებს ძილის დროს.
ძილის დროს მეს ნებისმიერი რეგრესიული ცვალებადობისას, აუცილებლად უნდა ჩავრთოთ რეალობის ტესტირება, აზროვნების, ენის, უსაფრთხოება, ინტეგრაციის შესაძლებლობა, მგრძნობელობითი აღქმის და მოტორიკის რეგულაცია . ზოგიერთი მათგანი გადაიკვეთება, სხვები შეიძლება დაიყოს. ჩვენ დავიწყოთ რეალობის შესწავლით. ჩვენ გვაინტერესებს ასპექტები , რომელსაც აქვს უნარი გავარჩიოთ ერთმანეთისაგან ფაქტი და ფანტაზია. ზოგადად რომ ვთქვად, ადამიანს სიზმრის ნახვის პროცესში ეს არ შეუძლია.მისი უნარი განასხვაოს შინაგანი და გარეგანი სამყაროს გამაღიზიანებლები რეგრესირებას განიცდის ჩვილობის სტადიამდე. ჩვეულებრივ, ეს უნარი რჩება გვიან ბავშვობამდე,ანუ ბავშვის მიდრეკილება მიიღოს საკუთარი ფანტაზია რეალობად, უკიდურეს შემთხვევაში თამაშის დამთავრებამდე. ამ ტენდენციას შეიძ ლება ვუწოდოთ წარმოსახვითი მეგობარი. ძალიან ხშირად ბავშვებს თვეების და ხანდახან წლების განმავლობაში ჰყავთ წარმოსახვითი მეგობარი, ისეთი რეალური და ნამდვილი ბავშვისთვის, როგორც მის გარშემო რეალობა. ზრდასრული ადამიანის სიზმარში მანიფესტური შინაარსის ობიექტები ისეთივე რეალურია, როგორც ბავშვის მიერ შექმნილი. ძილის დროს რეალობის განცდა რეგრესირებულია ბავშვის ადრეული ასაკის სტადიამდე.
მას შემდეგ, რაც აზროვნება და მეტყველება ძალიან მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან, .მოხერხებული იქნება თუ ერთად განვიხილავთ მათ. არსებობს ძილის დროს ამ ფუნქციების უამრავი გამოვლინების მაგალითები. მაგალითად, მძინარე ადამიანი მიდრეკილია ბავშვივით ზროვნოს ჩვეულებრივი, ვიზუალური კონკრეტული სენსორული სურათებით, და არა სიტყვის შინაარსით, როგორც ეს ახასიათებს ზრდასრულების აზროვნებას. ეს რეგრესია განმარტავს იმას, რომ ოცნებების უმრავლესობა შედგება ვიზუალური ნიმუშებისგან. სიზმარი არის ის, რასაც მძინარე ადამიანი ხედავს ძილის დროს. ასევე რეგრესიულად უდგება მძინარე ადამიანი მეტყველებას, უკეთ რომ ვთქვათ, ძილში მყოფი ადამიანი აზროვნებს, როგორც ბავშვი. ფსიქოანალიტიკურ ლიტერატურაში მას „აზროვნების პირველად პროცესებს“ უწოდებენ და როგორც ფროიდი (1900) განმარტავდა, ამ მდგომარეობაში რეალისტური პოზიცია ან საერთოდ არ არსებობს , ან მნიშვნელოვნადაა დამანხინჯებული დროის, სივრცესა და სიკვდილთან მიმართებაში.
რეგრესიული ცვლილებების ხარჯზე ყველა ეს განსხვავებულობა შეიძლება მიეკუთვნოს ¬ მე-ს ფუნქციების ენისა და აზროვნების სხვადასხვა ასპექტებს. თითოეულ შემთხვევაში ვხედავთ, რომ ძილში მყოფის ფსიქიკა არის პრიმიტიული და ბავშვური. ძილის დროს ხდება მეს დამცველობითი ფუნქციის შესუსტება. ფროიდი ამ ფუნქციის შესუსტებას ძილის დროს უმოძრაო მდგომარეობას უკავშირებს.რადგანაც მოძრაობა შეუძლებელია- სურვილი აღარაა საშიში. ძილის დროს მეს დამცველობითი ფუნქციების შესუსტება ნაწილობრივ არის ნმეს დამცველობითი ფუნქციების ცვლილება. ძილის დროს მეს სენსორული აღქმა და მოტორული რეგულაციის ფუნქცია მნიშვნელოვნად, ძირეულად იცვლება. ამ ორი ფუნქციის შემთხვევაში ჩანს რეგრესიის შედეგი. დასაშვებია, რომ ისინი გამოწვეულია უფრო მეს კონკრეტული ფუნქციის შესუსტებით ან შეჩერებით, ვიდრე რეგრესიით, რომელიც დამახასიათებელია ჩვილობის ან ადრეული ბავშვობისათვის. ყოველ შემთხვევაში, მეს ამ კონკრეტული ფუნქციების ცვლილება ჩვენთვის უმნიშვნელო ინტერესს წარმოადგენს.
გარდა ამისა, ძილის დროს მოდუნებული და რეგრესირებული მეს ფუნქციას წარმოადგენს ერთი სიზმრიდან მეორე სიზმრამდე, ან ერთი სიზმრის რაღაც ნაწილიდან მეორე სიზმრის ნაწილამდე ხარისხის ვარირება. ამ ფაქტმა არ უნდა გამოიწვიოს ანალიტიკოსების გაკვირვება.
ზე მეს ფუნქცია სიზმრის დროს მიმდინარე რეგრესიული ცვლილებების მაჩვენებელია. თუმცა ზე მეს ფუნქციების რეგრესიამ ნაკლებად მიიქცია საერთო ყურადღება, ვიდრე მეს იმ ფუნქციებმა, როგორიცაა დაცვა, რეალობის ტესტირება. ზე მეს სიზმრის პროცესში მნიშვნელოვანი წვლილი აქვს. მაგალითად, როცა ლტოლვის დაკმაყოფილებას პირდაპირი ან სახეშეცვლილი ფანტაზია არ იწვევს , მაშინ ეს უ ფრო მეტად განგაშია, ვიდრე შიში. ის რაც სიფხიზლეში იწვევს დანაშაულის განცდას ან სინდისის ქენჯნას, ძილის დროს მიდრეკილია გამოიწვიოს შიში ან დასჯა ისევე, როგორც ეს ხდება ადრეულ ბავშვობაში, როდესაც ზე მე ჯერ არ არის ჩამოყალიბებული. ანალოგიურად, მძინარე ადამიანი წააგავს უფრო ბავშვს, ვიდრე ზრდასრულ ადამიანს სიფხიზლეში. ის ასევე მეტად მიდრეკილია მოახდინოს თავისი დანაშაულის იმპულსების სხვა ადამიანზე პროეცირება; ასევე მიდრეკილია მოახდინოს მაზოხისტური რეაგირებანი. ცხადია, რომ სიზმრის თითოეული ეს დახასიათება წარმოადგენს მძინარის პოზიციიდან რეგრესიას ზე მეს ფუნქციონირებისა და უფრო ღრმა ბავშვობის განვითარების სტადიისაკენ. საბოლოოდ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ინსტინქტური სურვილები ხშირად უფრო პირდაპირაა გამოხატული სიზმარში, ვიდრე ეს ნებადართულია ღვიძილის პერიოდში, რაც მიუთითებს ზე მეს დამცველობითი ფუნქციის შესუსტებაზე. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ზე მეს ფუნქციონირებასა და დამცველობითი ფუნქციის ფორმირებას შორის არის მჭიდრო კავშირი. ზე მეს , როგორც ფსიქიკის სისტემას, აქვს გამოწვევებისაგან და აღგზნებისაგან დაცვითი მხარდაჭერის ფუნქცია.
განვიხილოთ მესამე პუნქტი, კონკრეტულად ის ფაქტი,რომ იგიდან მომდინარე ინსტიქტური სურვილები და ფანტაზიები სიზმრის პროცესში უფრო დიდ როლს თამაშობს, ვიდრე ზრდასრული ადამიანის სხვა ფსიქიკური გამოვლინებისას სიფხიზლის დროს, რადგანაც ძილის დროს ფსიქიკური წარმოდგენები გარე რეალობისაგან თავისუფალია. ზოგადად რომ ვთქვათ, ერთადერთი, რასაც მნიშვნელობა აქვს ძილის დროს, ეს არის ჩვენი სურვილები და მოთხოვნილებები. ეს არის ერთ-ერთი იმ ასპექტთაგან, რომელიც ფროიდმა გამოყო, როგორც ძილის დროს ნარცისიზმის გაძლიერება. რადგანაც ინსტიქტური ფანტაზიები, რომლებიც შეადგენენ იგის ასპექტებს სიზმრის ლატენტური შინაარსში, თავისი შინაარსით ინფანტილურია, სავსებით გასაგებია, რომ ისინი სიზმარს ანიჭებენ ინფანტილურ ხასიათს.
ახლა შევეცდები გავშალო სიზმრის ფსიქოლოგიური თეორია. დავიწყებ გამეორებით; მიუხედავად ძილში ზოგადი სიმშვიდისა, გარკვეული ფსიქიკური ტენდენციები აქტიურნი რჩებიან. ისინი და მათთან დაკავშირებული ფსიქიკური პროცესები შეადგენენ სიზმრის ლატენტურ შინაარსს. ეს ლატენტური შინაარსი სათავეს იღებს ერთის მხრივ, იგის ინსტიქტებიდან , მეორე მხრივ , გასული დღის საზრუნავისა და შთაბეჭდილებებისაგან. სიზმრის საქმიანობა შედგება იგის , მეს და ზე მეს ურთიერთქმედებების იმ ტენდენციებისაგან, რომლებიც განიცდიან რეგრესს. ამის გარდ,ა სიზმრის მუშაობაში დიდ როლს თამაშობენ ფანტაზიის დამაკმაყოფილებელი სურვილები, მაშინ, როცა გარე რეალობა, რომლებსაც შეუძლიათ ერთმანეთი გააძლიერონ, შეუძლიათ იმოქმედონ ერთობლივად ან შეეწინააღმდეგონ ერთმანეთს. ასეთი ურთიერთობა გვევლინება ჩვეულებრივ მდგომარეობად სიფხიზლის პერიოდში. ძილის დროს მეს და ზე მეს სხვადასხვა ფუნქციები რეგრესიას განიცდიან. გარდა ამისა, ძილის დროს განსაკუთრებით დიდ როლს თამაშობს ფანტაზიის დამაკმაყოფილებელი ფუნქცია. ამ დროს წარმოდგენები გარე სინამდვილეზე თამაშობს უმნიშვნელო როლს. შედეგად სიზმრის დროს ადამიანის ფსიქიკური აქტივობა არის ინფანტილური. კონდენსაცია, გადაადგილება, მინიშნება, სიმბოლოები, კონკრეტული სურათ-ხატები, დროის იგნორირება, სივრცე და სიკვდილი- ერთი სიტყვით, სიზმრის მუშაობის ყველა განმასხვავებელი თვისება განპირობებულია მეს და ზე მეს ინფანტილური ხასიათითა და რეგრესიით, საიდანაც სათავეს იღებს სიზმარი. და, ბოლოს, ძილში ადამიანს აქვს რწმენა, რომ მისი სიზმარი არ არის ფანტაზია, რომ ის არის რეალობა.
ჩემი შემდეგი ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ განვსაზღვრო, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს წარმოდგენები (კონცეფციები)კლინიკური მუშაობისას. ჩემი აზრით, მათი მნიშვნელობა შეიძლება განვიხილოთ ორი მიმართულებით.1. სიზმრის ანალიზს შეუძლია მოგვცეს გაცილებით მეტი ვიდრე ძილში მყოფი ადამიანის არაცნობიერ, ბავშვურ, ინფანტილურ სურვილებს. 2. სიზმრის ანალიზი არ არის არაცნობიერის ფსიქიკური პროცესების კვლევის არც ისე მნიშვნელოვანი მეთოდი, როგორც ამას თვლის ზოგიერთი ფსიქოანალიტიკოსი.
ფროიდი მიუთითებდა სიზმარზე, როგორც სურვილების დაკმაყოფილების გზაზე. როცა სიზმარი განიხილება როგორც პირდაპირი გზა არაცნობიერისაკენ, მაშინ არაცნობიერის ქვეშ აუცილებლად იგულისხმება ჩახშული ინფანტილური სურვილები. რა შეიძლება ამას დაემატოს?
მაგალითისათვის განვიხილავ 35 წლის უცოლო მამაკაცის სიზმარს. რომელსაც დაესიზმრა, რომ ის სწრაფად ეშვებოდა მთის ფერდობზე ციგით. თავდაპირველად დაშვება სასიამოვნო იყო. მაგრამ მალე მას შეეშინდა, ის ძალიან სწრაფად მიჰქროდა. დამტვრევა გარდაუვალი იყო. მას არ გაუღვიძია, მაგრამ სიზმარი ან მისი მეხსიერება ამაზე შეჩერდა. აქ შეიძლება დავამატოთ , რომ პაციენტმა ფსიქოანალიტიკოსს მიმართა მისი ცხოვრებისეული მოვლენებისაგან დათრგუნულმა. რამდენიმე თვის ანალიზის შემდეგ ის გახდა ოპტიმისტური და მხიარული. აღნიშნულ სიზმრამდე ფსიქოანალიზის პროცესში მას დაეწყო მოგონებები და ფანტაზიები, რომლებიც მიუთითებდნენ კონფლიქტზე, რაც განპირობებული იყო დამაფრთხობელი ჰომოსექსუალური სურვილებით, რომელიც მჭიდროდ უკავშირდებოდა თავისი დის მიმართ შურს, დედასთან ხანგრძლივ განშორებას ადრეულ ბავშვობაში. ამ ისტორიების გახსენება მას ძალიან აღელვებდა, თუმცა ამას ვერ აცნობიერებდა. ასოციასიების დროს პაციენტი იხსენებდა სათხილამურო სპორტს და აღნიშნავდა, რომ ის იყო წარმატებული მოთხილამურე, რომელიც არასდროს არ დაცემულა. შემდეგ იხსენებს თავისი ექიმი მეგობრის ისტორიას: ერთხელ, როცა ის თხილამურებით დაეშვა მთის კალთაზე, დაეცა და ფეხი მოიტეხა. ის პატარა ბავშვივით იქცეოდა. თავად პაციენტს შერცხვებოდა ასეთი სისუსტის გამომჟღავნებისა. სხვა ასოციაციები უკავშირდებოდნენ ციგაზე მგზავრების განლაგებას. ყოველ მათგანს ეკავა მის უკან მჯდომის ფეხები. ორ გოგოს შორის ჯდომა იქნებოდა პაციენტისთვის სასიამოვნო, ხოლო თუკი მის წინ და მის უკან მამაკაცი იჯდებოდა, პაციენტი თავს უხერხულად იგრძნობდა.
მე ვფიქრობ, რომ პაციენტის სიზმრის ლატენტური შინაარსი გვევლინება მის არაცნობიერ ჰომოსექსუალურ სურვილად, რომელიც ჩაისახა ბავშვობაში და გამოვლინდა ტრანსფერში. მას უნდოდა რომ მე, მის უკან მჯდომი მამაკაცი შევსულიყავი მასთან სექსუალურ კონტაქტში, თუ ის იქნებოდა გოგო. აქვე მინდა ხაზი გავუსვა იმას, თუ რამდენად მრავლისმთქმელია სიზმარი. ჩვენ გავიგებთ, რომ ქალური სურვილები ტყუილად არ აღელვებენ პაციენტს . ის არის დაბნეული, მას აქვს პენისის დაკარგვის შიში. პირველ რიგში, პაციენტმა სათხილამურო გასეირნებისას მოახდინა თავისი სხეულის დაზიანებასთან დაკავშირებული მოლოდინების და თავისი ქალურობის განცდის პროეცირება მეგობარზე. მეორე მხრივ, მან ხაზი გაუსვა სპორტის მიმართ სიყვარულს. ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ორივე ეს სახასიათო თავისებურება გარკვეულ წილად ემსახურება ჰომოსექსუალური სურვილებისაგან დაცვით ფუნქიებს. რამდენიმე თვის შემდეგ, თავის მამაკაცურობაში დარწმუნებისათვის, მან მოსიჯა ძალები იმ სპორტში , რომელშიც არ ჰქონდა საკმარისი მომზადება. -ეს გვევლინება კონტრფობიური ქცევის ტიპიურ მაგალითად, რაც გვაძლევს საშუალებას არა მარტო განვსაზღვროთ არაცნობიერი ინფანტილური სურვილები, არამედ დავინახოთ არაცნობიერი კონფლიქტები.
ცხადია, რომ პაციენტის სიზმრის ანალიზიდან ჩვენ ვგებულობთ არა მარტო მის სურვილებს, არამედ მათ მიერ გამოწვეულ შიშებსაც. იმისათვის, რომ პაციენტებთან კლინიკური მუშაობის დროს მაქსიმალურად გამოვიყენოთ სიზმრის ანალიზი, მკაფიოდ უნდა გავაცნობიეროთ ეს ფაქტი. მე ვფიქრობ, ამ მაგალითში ყველაზე სასარგებლო იყო პაციენტისათვის იმის ახსნა, რომ მას ჰომოსექსუალობაზე მინიშნებები უფრო აღელვებდა, ვიდრე ამას აცნობიერებდა.
პაციენტს ჰქონდა არამარტო ჰომოსექსუალური შიშები, არამედ მას ჰქონდა ქალური ხასიათის სურვილები, რომ მისი ინტერესი საშიში სპორტის მიმართ იყო საპირისპირო შიში კასტრაციის მიმართ, რომელიც გამოწვეული იყო სურვილით- ყოფილიყო ქალივით სასურველი. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ სიზმრის ანალიზი გვეუბნება უფრო მეტს, ვიდრე მისი ინფანტილური სურვილები. ის ასევე გვიყვება ამ სურვილებთან დაკავშირებულ შიშზე( დანაშაულის განცდაზე) და დაცვებზე, რომელიც მიმართულია მათ წინააღმდეგ, რათა გაექცეს განგაშს. ასევე გვაძლევს ინფორმაციას ხასიათის შტრიხების დინამიკაზე.
ჩემი მეორე პუნქტი მდგომარეობს შემდეგში: ჩვენი თანამედროვე ფსიქოანალიტიკოსების გაგებით, სიზმრის ანალიზი არ გვევლინება ფსიქიკური პროცესების კვლევის ერთადერთ მნიშვნელოვან მეთოდად.
როცა პაციენტი ყვება თავის სიზმარს, მას ეკითხებიან სიზმართან დაკავშირებულ ასოციაციებზე. აქვე ავღნიშნავ,ისევე სარისკოა პაციენტის ასოციაციის გარეშე ნევროტული სიმპტომის განმარტება, როგორც სიზმრის ავტორის ასოციაციის გარეშე სიზმრის არაცნობიერი მნიშვნელობის განმარტება. ერთიც და მეორეც შეიძლება სწორად გაკეთდეს, თუ გვეცოდინება ფსიქოლოგიური კონტექსტის შესახებ რომელშიც წარმოიქმნა სიზმარი ამ სიმპტომი.
მაგალითად, ახალგაზრდა გათხოვილი ქალისაგან, რომელმაც მკურნალობა ორი თვის წინ დაიწყო, შევიტყვე, რომ ორი კვირით ადრე ბანკში თავი შეუძლოდ იგრძნო. ახლობელმა, რომელიც ბანკში მუშაობდა, სასადილოში მიიწვია. სასადილო მიწის ქვემოთ მდებარეობდა და უფანჯრო იყო. მან ვერ შეძლო გაჩერებულიყო ოთახში, რომელსაც მხოლოდ ერთი კარი ჰქონდა.
ქალმა თავადაც ვერ გაიგო, თუ რატომ აღელდა. ამ ისტორიის თხრობის დროს ის მიხვდა, რომ გაახსენდა კლაუსტროფობია, რომელიც დაუკავშირა მის დაბადებამდე გარდაცვლილ ჩვილ დას. გარდაცვლილი დის ფოტო ოთახში კედელზე ეკიდა მთელი მისი ბავშვობა. ის ხშირად გრძნობდა, რომ ადარებენ გარდაცვლილ დას არა მის სასარგებლოდ. თავდაპირველად მან ჩათვალა, რომ ეს იყო მისი ბრაზი გარდაცვლილი დის მიმართ. შემდეგ უარყო ეს აზრი, რადგანაც გაიხსენა, რომ მშობლებმა და არ დამარხეს, ის ინახებოდა საცავში, მიწის ზემოთ სარდაფში. ის ადგილი (სასადილო ოთახი) კი, სადაც მან განიცადა განგაში, იმყოფებოდა ბანკის საცავის გვერდით. პაციენტმა ასევე აღნიშნა, რომ მას ჰქონდა შიშები გვირაბში და ლიფტში ყოფნისას, თუ, რა თქმა, უნდა, არ არის გამოსვლის შესაძლებლობა, ან გვირაბში ჩერდება მოძრაობა, ან ლიფტი არ იღება სწრაფად.
ამ მაგალითით მინდა დავამტკიცო, რომ ასოციაცია ისეთივე მნიშვნელოვანია სიმპტომებთან მიმართებაში, როგორც ასოციაციები არაცნობიერი სიმპტომების გაგებისთვის. ჩემს მიერ წარმოდგენილი სიზმრის თეორია შეიძლება გავიგოთ როგორც იგის, მეს დაზე მეს ურთიერთმოქმედების შედეგი. სხვა სიტყვებით, სიზმარი არის მრავალმხრივ დეტერმინირებული. სიზმრის ფორმირების ასეთ გაგებას აქვს ორი გზა:
პირველი- სიზმრის ანალიზს მივყავართ არა მარტო არაცნობიერი ინფანტილური სურვილების გაგებამდე, რომელიც სიზმარში კმაყოფილდება ფანტაზიის საშუალებით. არამედ სხვა არაცნობიერი ფსიქიკური ფუნქციონირებით, ეს სურვილები გვევლინება შიშების, სინანულის, დაცვების, ხასიათის სიმპტომატიკის ნაწილებად.
მეორე მხრივ- თუმცა ანალიზი კლინიკურ მიმართებაში უფრო სასარგებლოა ვიდრე ამას თვლიან. შინაგანი კონფლიქტების ანალიზი იმდენად მნიშვნელოვანია , რომ ხშირ შემთხვევაში შეიძლება იყოს სასურველი გზა პაციენტის არაცნობიერი ფსიქიკის შინაგანი კონფლიქტების გაგებისათვის.