ჯეიმს ფოსიჯი
როდესაც ფროიდმა სიზმარს „არაცნობიერისკენ მიმავალი სამეფო გზა“ უწოდა, მან სიზმარი, როგორც არაცნობიერისკენ მიმავალი პირველადი გზა შეაფასა. მან დაინახა არაცნობიერი, როგორც ინსტინქტური ენერგიების წყარო – დაპრესილი განსატვირთად და ცნობიერიდან გადმოსული ფანტაზიების და მოგონებების კონტეინერად. ფროიდის მიერ დინამიური არაცნობიერის ცნების შემოტანა ხსნის ადამიანში არსებულ ირაციონალობას. ის კოპერნიკის და დარვინის თეორიებთან ერთად ერთ-ერთ დიდ მეცნიერულ აღმოჩენად განიხილება, რომელმაც ადამიანი გარკვეული სიმაღლიდან ძირს დაანარცხა.
საუკუნის დასაწყისში ფროიდმა გამოაქვეყნა თავისი მონუმენტური ნაშრომი სიზმრებზე – ნაშრომი, რომლის შესახებაც მან თქვა, ამგვარი ინსაიტი მხოლოდ ერთხელ მოდისო (Jones, 1953, p. 350 ). აღსანიშნავია, რომ სიზმრის ფორმირების და ინტერპრეტაციის კლასიკური მოდელი შედარებით უცვლელი დარჩა (Curtis & Sachs, 1976). სტრუქტურული მოდელის შემდეგი განაცხადით (Freud, 1923; Arlow & Brenner, 1964) ხაზი გაესვა სიზმრის ფორმირებაში სამივე ფსიქიკური სააგენტოს მონაწილეობას, როგორიცაა ეგო, სუპერეგო და იდი. თუმცა სიზმრისთვის პირველად მამოძრავებელ ძალად, ენერგიად რჩება სურვილი, რომელიც წარმოადგენს ინსტიქტურ დრაივს. ეს დრაივი ინფანტილურია. ის ეძებს დაკმაყოფილებას ადამიანის მთელი სიცოცხლის მანძილზე (Altman, 1969). კლასიკური მოდელის დამატებითი გამასხვავებელი ნიშნები არის ის, რომ დაცვები (ანუ შენიღბვა) სიზმრის ფორმირებას მუდამტან ახლავს და შედეგად იძლევა მანიფესტურ-ლატენტურ შინაარსობრივ სხვაობებს. სიზმრები შინაგანად რეპრესირებული პროდუქციაა (Arlow & Brenner, 1964; Blanck & Blanck, 1974). ეს ნიშნავს, რომ ისინი შეიცავენ ფუნქციონირების პრიმიტიულ მოდუსებს, რაც გამორიცხავს უფრო ფართო და გართულებულ კოგნიციას. მიუხედავად იმისა, რომ კლასიკური გაგებით სიზმრის კლინიკური ინტერპრეტაცია უფრო ფოკუსირდება ლატენტურ სისტემათშორის კონფლიქტზე ვიდრე უბრალოდ ლატენტურ სურვილზე, ვერცერთ სიზმარს სრულ ანალიზს ვერ ჩავუტრებთ ბავშვობისდროინდელი სექსუალური და აგრესიული სურვილების გამოვლენის გარეშე.
კლასიკური ფსიქოანალიზის მიღმა წარმოიშვა ფსიქოანალიტიკური მოდელების ნაირსახეობა. დაწყებული იუნგის ადრეული მიდგომით(1916), ადლერით(1936), ფრომით (1951) და ფრენჩით და ფრომით(1964). აღმოცენდა სიზმრის ინეტროპრეტაციის პროგრესული, პრობლემის გადამჭრელი და რასაც მე „თვით-გამართლებას“ ვუწოდებ (განსაკუთრებით იუნგთან) ასპექტები. ობიექტზე დამოკიდებულების თეორიაში ფაირბაირნმა აღნიშნა, რომ „სიზმარი წარმოადგენს ენდოფსიქიკური სიტუაციების რეპრეზენტაციას, რაც სიზმრის მნახველს ერთ ადგილას აფიქსირებს (ფიქსაციის მომენტი) და ის ცდილობს, გასცდეს ამ სიტუაციას“. (quoted in Padel, 1978, p. 133). მეს ფსიქოლოგიის მიხედვით, კოჰუტი(1977) ამბობს, რომ როდესაც მეს ეშინია, რომ არ დაიშალოს ან ფრაგმენტაცია არ განიცადოს, სიზმრის ფუნქციას მეს აღდგენა წარმადგენს- რასაც ის „მე-მდგომარეობის“ სიზმრებს უწოდებს. „ ამ ფორმულირებაში იგულისხმება გამოცდილებაში მყოფი კოგნიტური ფუნქციონირება, ხოლო დაცვითი ოპერაციების ყოვლისმომცველობა მცირდება.
ფსიქოანალიზის მიღმა, გაჩნდა ძილისა და სიზმრის ფსიქოფიზიოლოგიის, სიზმრის შინაარსის კვლევისა და შემეცნების თეორიები. ძილის REM ფაზისა და სიზმრის შინაარსის კვლევა ზოგადად გვთავაზობს, რომ REM-ი და სიზმრის მენტალობა (აზროვნება) ინტეგრალურ, გამამთლიანებელ როლს თამაშობს აფექტის რეგულაციაში, მეხსიერების გამთლიანებაში, ინფორმაციის გადამუშავებაში და სტრესთან ადაპტაციაში (Hartmann, 1973; Fiss, 1986; Levin, 1990; Greenberg & Perlman, 1993; Kramer, 1993). კვლევა მხარს უჭერს სიზმრის ხედვას,როგორც რთულ მენტალურ პროცესს, რომელიც პირველად ადაპტაციურ ფუნქციას ასრულებს. შესაბამისად, კოგნიტური ფსიქოლოგია ნათელს ხდის, რომ არაცნობიერის ხედვა უფრო ზუსტია არა როგორც მთლიანობისა ან ადგილისა, რომელიც შეიცავს ენერგიას და დრაივებს, რომლებიც განმუხტვას ლამობენ, არამედ როგორც კოგნიციის ასპექტისა, რომელიც გაცნობიერების დონეს ეხება. ყველა ცნობიერი და არცნობიერი აქტივობის ცენტრალური ფუნქცია არის ინფორმაციის გადამუშავება. ამ განვითარებების საფუძველზე ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ ფროიდის აფორიზმი, „სიზმრები არაცნობიერისკენ მიმავალი სამეფო გზაა“ ასეთი დებულებით: „სიზმარი არაცნობიერი მენტალობის სამეფო გამოხატულებაა“.
თეორიული ცვლილებების ბაზაზე რომლებიც თავს იჩენს ფსიქოანალიზში, აგრეთვე REM-ში და სიზმრის შინაარსის კვლევაში, მე პირველად წარვადგინე სიზმრების გადასინჯული ფსიქოანალიტიკური მოდელი. ჩემი პრინციპული მიზანია ამ მოდელის თეორიული და კრიტიკული მნიშვნელობის შემდგომი ჩვენება და განვითარება ფსიქოანალიტიკურ თეორიაში, სიზმრის კვლევასა და კოგნიტურ ფსიქოლოგიაში არსებული უკანასკნელი მიღწევების გათვალისწინებით. მე მივმართავ ამ მოდელს, როგორც სიზმრის ორგნიზაციულ მოდელს, რადგან პროცესის არსსა და სიზმრის ფუნქციას მონაცემთა ორგანიზება წარმოადგენს. ამ ნაშრომში თავდაპირველად განვიხილავ მენტალობის ორმაგ მოდუსს, მერე ყურეადღებას მივმართავ სიზმრის ფუნქციაზე კლინიკური ილუსტრაციებით, ბოლოს კი ჩამოვაყალიბებ სიზმრის გაგებისა და მასზე მუშაობის ტექნიკურ პრინციპებს.
მენტაციის ორგვარი მეთოდი
ფროიდმა აღმოაჩინა (1900), რომ სიზმრებში მანიფესტირებული არაცნობიერი პროცესები და სიმპტომთა ფორმირება წარიმართებოდა მენტალური ორგანიზების მეთოდით, რომელიც განსხვავდებოდა ცნობიერი, რაციონალური აზროვნებისგან. ამ პროცესებს მან შესაბამისად პირველადი და მეორადი პროცესები უწოდა. იმ დროს გავრცელებული აქცენტით ჰიდრავლიკაზე, ფროიდმა ეს ორი მეთოდი ერთმანეთისგან ენერგიის თეორიაზე დაყრდნობით განასხვავა. პირველადი პროცესი ენერგიისგან განმუხტვის იმ მეთოდს მიმართავს, როდესაც სიამოვნების პრინციპიდან გამომდინარე, ცვალებადი კატექსისი მყისიერ განტვირთვას მოითხოვს. მეორად პროცესში კი ენერგია შეკავებულია და მისი განმუხტვა რეალობის პრინციპის შესაბამისად შეფერხებულია. სწორედ ამ ენერგიაზე დაფუძნებულმა განსაზღვრებამ შეუქმნა საფუძველი შეხედულებას, რომ პირველადი პროცესი სამუდამოდ პრიმიტიული და უცვლელი რჩება.
არლოუმ და ბრენერმა (1964) გადასინჯეს ცნებები და შემოგვთავაზეს, რომ პირველადი და მეორადი პროცესები ორი პოლარობაა, რომლებიც განსაზღვრავენ ენერგეტიკულ უწყვეტობას და რომ იდეაცია ან სრულად თავისუფალია ან შებოჭილი. სხვა ავტორებმა, რომლებმაც თანდათან გაანთავისუფლეს ეს ცნებები ენერგიაზე დაფუძნებული განსაზღვებისგან, პირველადი პროცესის რეკონცეპტუალიზაცია მოახდინეს და თქვეს, რომ ეს არის კოგნიციის ფორმა, რომელიც ემსახურება ინტეგრაციისა და სინთეზის საბოლოო ორგანიზაციის ფუნქციას (Holt, 1967; Noy, 1969, 1979),, რაც იმას ნიშნავს, რომ აღქმით-შემეცნებით-აფექტური მონაცემები ორგანიზებას ექვემდებარებიან. ფროიდის თეორიაში წინააღმდეგობების მისამართით მე დავწერე:
„მაშინ, როდესაც ფროიდის ეკონომიურ განსაზღვრებას პირველადი პროცესის შესახებ …ლოგიკურად მივყავართ „დუღილის პროცესში მყოფი აგზნების“ სურათამდე, კონდენსაციის პრინციპი, ადგილის შეცვლა და სიმბოლიზაცია (მიუხედავად მათი შედარებითი სიბლანტისა) გულსიხმობს ორგანიზაციას და სტრუქტურას. მართლაც, პირველადი პროცესის ეკონომიური განსაზღვება უპირისპირდება ფროიდის დიდ აღმოჩენას იმის შესახებ, რომ სიზმრები და პათოლოგიური კოგნიციის ფორმები… ორგანიზებული, სტუქტურირებული და აზრის მატარებელი არიან (Fosshage, 1983, p. 646)
რამდენადაც პირველადი პროცესი, მეორადი პროცესის მსგავსად, დანახულია, როგორც მაორგანიზებელ-მასინთეზებელი ფუნქცია, ისმის კითხვა მისი განვითარების შესახებ. ნოი(1969, 1979 პირველი იყო, ვინც შემოგვთავაზა, რომ პირველადი პროცესი, მეორადის მსგავსად, განვითარდა ადამიანის მთელი სიცოცხლის სირთულეების გავლით. თუმცა, ნოი ამ ორ მეთოდს ასხვავებს და ამბობს, რომ პირველადი პროცესი შინაგან წუხილებს უმკლავდება მეორადი კი გარეგანს. ჩემი აზრით, ეს არის კონცეპტუალიზაცია, რომელიც ემპირიულად ღირებული არ უნდა ჩანდეს. ამ თეორიული ცვლილებების მხარდასაჭერად, ამ ორი პროცესს მე ხელახალი განსაზღრება მივეცი.
პირვველადი პროცესი არის მენტალური ფუნქციონირების მეთოდი, რომელიც ზოგადი ინტეგრაციული და სინთეზური ფუნქციის განსახორციელებლად ვიზუალურ და სხვა მძაფრი აფექტური შეფერილობის სენსორულ ხატებს იყენებს. მეორადი პროცესი, თავის მხრივ, წარმოადგენს კონცეპტუალურ და ლოგიკურ მეთოდს რომელიც (იგივე) ინტეგრაციული და სინთეზური ფუნქციის სამსახურში ლინგვისტურ სიმბოლოებს იყენებს. ეს ორი პროცესი შეიძლება აღიწეროს, როგორც ერთმანეთისგან განსხვავებული, მაგრამ კომპლემენტარული მეთოდები (პრაქტიკული ცხოვრების) გაგებაში, პასუხის გაცემასა და ორგანიზაციაში. ორივე პროცესი ოპერატიულია და მთელს მენტალურ აქტივობაში კომპლემეტარულადაა ჩაქსოვილი. (იგულისმება კოგნიცია სიფხიზლესა და ძილში), მაგრამ მათი პროპორციული ბალანსი შეიძლება ცვალებადობდეს მომენტიდან მომეტამდე და პიროვნებიდან პიროვნებამდე (Fosshage, 1983, p. 649).
ამ პირველადი პროცესის კონცეპტუალიზაციის ფარგლებში სიმბოლიზაციისა და კონდენსაციის პრინციპები დანახულია როგორც პროცესები, რომლებიც აგროვებენ (ორგანიზებას უკეთებენ) აღქმით-კოგნიტურ-აფექტურ მონაცემებს (მიმიდინარე პერცეფციის, მოგონებების და ფანტაზიების ჩათვლით). მათ შეიძლება ხელი შეუწყონ ან არ შეუწყონ დაცვით ფუნქცის.
კოგნიტური მეცნიერება კვლავ გავლენას ახდენდა ფსიქოანალიზზე და კოგნიციის სხვადასხვა მეთოდებს გვთავაზობდა (Erdelyi, 1984; Horowitz, 1988; Power & Brewin, 1991). მაგალითად, ჰოროვიცმა წარმოადგინა სამნაწილიანი დანაყოფი, რომელიც შედგებოდა დადგენილი მეთოდისგან (გამომხატველი რეაქციები), ხატის მეთოდისგან და ლექსიკური მეთოდისგან. პაივიოს ნაშრომზე დაყრდნობით (1986, 1991), ბუკიმ(1985) განაცხადა,რომ ინფორმაციის გადამუშავებისთვის ვერბალური და არავერბალური კოდები მომდინარეობენ ვერბალური და არავერბალური მომარაგებიდან. არავერბალური კოდი ეყრდნობა სენსორულ არხს და „ემოცია სავარაუდოდ ამ სისტემას უნდა უკავშირდებოდეს“(p. 584). არც კოდია უკეთესი და ამიტომ ისინი კომბინაციას ქმნიან „მიმართვის პროცესის“ მეშვეობით ახალი ორგანიზების შესაქმნელად. ბუკი (1994) ახლა მრავლობით კოდებს ასახელებს. ის განასხვავებს არავერბალურ სისტემაში ინფორმაციის გადამუშავების სიმბოლურ და არასიმბოლურ ფორმატებს.
კოგნიტური ფსიქოლოგიის წარმომადგენლებმა შექმნეს მნიშვნელოვანი თეორია და კოგნიტური ფუნქციონირების განსხვავებული მეთოდების გამომუშავების მიზნით კვლევა ჩაატარეს (Epstein, 1994, for an excellent review). ზოგიერთი მკვლევარი სამ მეთოდს გვთავაზობს, მკვლევართა უმრავლესობა კი ინფორმაციის გადამუშავების ორგვარ მეთოდს განსაზღვრავს. მაგალითად, ეფშტეინი, თავის კოგნიტურ-გამოცდილებით მე-თეორიაში ერთმანეთისგან განასხვავებს გამოცდილებით და რაციონალურ (გონისმიერ) გადამუშავებას. გამოცდილებითი სისტემა, მიუხედავად იმისა, რომ ის არავერბალურია, გამოცდილებას ეფუძნება და ამდენად მას ფართო გაგება აქვს. „მაღალი რიგის ორგანიზმები გამოცდილების ეფექტურ ორგანიზებას ახდენენ (ქმნიან სქემებს) და თავიანთ ქცევას წარსული გამოცდილებით, სწავლის საფუძველზე მიმართავენ. ამ სისტემის მუშაობის მანერა (პირველადის) ძალიან განსხვავდება სისტემისგან, რომელიც გაცილებით უფრო გვიან განვითარდა და რომელიც აბსტრაქტულ პრობლემებს სიმბოლოების და ლოგიკური დასკვნების გამოყენებით გადაჭრის“(p. 714). ვიმეორებ, რომ ემოციები გამოცდილებით სისტემასთან უფრო არიან დაკავშირებული.
კოგნიტური ფსიქოლოგია აქამდეა მიდრეკილი, დაადასტუროს ფროიდის საწყისი ჰიპოთეზა მენტაციის ორი განხვავებული მეთოდის შესახებ. თანამედროვე თეორია და კვლევები არ ეთანხმება ფროიდს შემდეგში: ეს ორი მეთოდი განხვავებული წესებით ოპერირებს, და ენერგიისგან განტვირთვის ფუნქციას კი არ ემსახურებიან, არამედ ზოგად ინტეგრაციულ (გამაერთიანებელ) და სინთეზურ ფუნქციას ასრულებენ. უფო მეტიც, ეს მეთოდები სამუდამოდ უცვლელი და პრიმიტიული არ რჩება, არამედ ვითარდება და თანდათნ რთულდება. გადამუშავების ორგვარი მეთოდის ფუნქციის შედარებით ეს ახალი გაგება სიზმრის ფორმირების და ფუნქციონირების ღრმა მნიშვნელობას შეიცავს. იმ შეხედულების საპირისპიროდ, რომ პირველადი პროცესი, მაგალითად, ახდენს სურვილის ჰალუცინატორულ ასრულებას, რათა ჩაახშოს ინფანტილური იძულება, მონაცემები მიგვითითებენ მენტაციის მეთოდზე, რომელიც ასრულებს ინტეგრაციულ-მაორგანიზებელ ფუნქციას. სურვილის შესრულება ერთი მაორგანიზებელი პროცესია, რომელიც შეიძლება იყოს დაცვითი და მარეგულირებელი(Fosshage, 1983, 1987b). რამდენადაც მენტაციის პირველადი და მეორადი მეთოდები ერთ ზოგად ფუნქციას ემსახურება, პირველადი პროცესი (წარმოდგენითი მენტაცია ანუ არავერბალური მეთოდი) შესაბამისად დანახულია როგორც აფექტებთან (ემოციასთან) დაკავშირებული ფენომენი. წარმოდგენითი მენტაცია, ამდენად, უფრო მძლავრადაა ჩართული აფექტურ (ემოციურ) ცხოვრებაში (ეს უკავშირდება მონაემებს, რომ წარმოდგენებით დომინირებული REM-ის სიზმრები ემოციურად უფრო ინტენსიურ ხასიათს ატარებს).
ძილის ფუნქცია
პირველადი პროცესის, როგორც სიზმრის მენტაციის პრინციპული მეთოდის რეკონცეპტუალიზაციაზ ,დაყრდნობით (განსაკუთრებით REM-ის სიზმრებში) მე განვაცხადე, რომ „სიზმრის ფუნქცია არის ფსიქიკური პროცესების განვითარება, შენარჩუნება (რეგულირება) და როცა ეს საჭიროა, მათი აღდგენა…და (ფსიქლოგიური) ორგანიზება” (1983, p. 657). სიზმრის, ისევე, როგორც სიფხიზლის მენტაცია, ზოდაგ მაორგანიზებელ ფუნქციას ასრულებს და რანჟირებს (განლაგდება) ელემენტარული კოგნიციიდან – მაგალითად მოვლენის მომეტალური გამეორებიდან – მენტაციის ყველაზე მაღალი სირთულის ფორმებამდე, როგორიცაა პრობლემის რთული ემოციური და ინტელექტუალური გადაჭრა.
სხვები დამოუკიდებლად მივიდნენ მსგავს ფორმულირებამდე. ეტვუდი და სტოლოროუ( 1984) სიზმარს „ფსიქოლოგიური სტრუქტურის მცველებად“ მოიაზრებენ(p. 103). REM-ისა და სიზმრის შინაარსის კვლევების საფუძველზე გრინბეგრი(1987) და მისი კოლეგები(Greenberg & Perlman, 1993) სიზმრის ფუნქციად აღიქვამენ „მიმდინარე გამოცდილებისა და წარსულის მოგონებების ინტეგრირებულ ინფორმაციას რთული ქცევითი ამოცანების მაორგანიზებელი სქემების შექმნის მიზნით(p. 3). თეორეტიკოსების ერთი ნაწილი, მაგალითად, ულმანი(1969), ბრეგერი (1977), და ჰარტმანი(1995) ხაზს უსვამენ სიზმრის ადაპტაციურ ფუნქციას. კრამერი(1993) ფართოდ იკვლევდა სიზმრის, როგორც გუნების მარეგულირებლის ფუნქციას. ფისმა(1986, 1989), ჩემს ფორმულირებებთან დამთხვევით, შემოგვთავაზა, რომ სიზმარი ხელს უწყობს მეს განვითარებას, შენარჩუნებას და აღდგენას. ნეიროფიზიოლოგიური თვალსაზრისით, ვინსონმა(1985) აღწერა ტვინის სტრუქტურების ევოლუციური განვითარება. ის ისევე მიიჩნევდა, რომ სიზმარს ინტეგრაციის ფუნქცია აქვს, რაც ინფორმაციის სისტემურ გადამუშავებას წარმოადგენს.
უფრო ახლოს შევხედოთ ამ ფუნქციებს REM-ის, NREM-ის, სიზმრის შინაარსის კვლევისა და კლინიკური ნაშრომების ზოგიერთი მონაცემის განხილვით.
განმავითარებელი ფუნქცია
სიზმრის მენტაცია, სიფხიზლის მენტაციის მსგავსად, ახდენს ინფორმაციის გადამუშავებას და ხელს უწყობს „ფსიქოლოგიური სტრუქტურის განვითარებას ახლად აღმოცენებული ფსიქიკური კონფიგურაციების განმტკიცების გზით“ (Fosshage, 1983, p. 658).
განვითარების ხელშეწყობის მხრივ, თავს იჩენს ახალი აღქმითი წახნაგები და ქცევის ახალი გზები წარმოსახვით გამოიხატება. აღმოცენდება ახალი მე, ობიექტის ახალი გამოსახულებები (სქემები) და ურთიერთობების ახალი სცენარები. სიზმრის მენტაციას, ამასთან ერთად, შეუძლია გააგრძელოს კონფლიქტის გადაჭრის არაცნობიერი და ცნობიერი ფხიზელი მცდელობები წინა მდგომარეობის აღდგენის, დაცვითი პროცესების გამოყენების ან ახალი ორგანიზაციის შექმნის საშუალებით.
ამის მსგავსად, ინფორმაციის გადამუშავების მოდელის დამცველებმა შემოგვთავაზეს დებულება, რომ „სიზმარი ემსახურება აღმოცენებული მასალის აფექტურ ინტეგრაციას მეხსიერების მსგავს მასალასთან დამაკმაყოფილებელი გამკლავების შესაძლებლობის მხრივ უკვე გამოცდილ სისტემებში“ (Breger, 1977, p. 24) და რომ ახალი აღქმები და გამოცდილება თანხვედრაშია მუდმივ მოგონებებთან და გადაწყვეტებთან და „მუდმივად გადააჯგუფებს და ამდიდრებს პერმანენტული მოგონებების ასოციაციურ სტრუქტურას“ (Palombo, 1978, p. 468). გრინბერგმა და პერლმანმა (1975, 1993) ხაზი გაუსვეს სიზმრის, როგორც პრობლემის გადაჭრის ფუნქციას. კრამერმა აღნიშნა (1993) სიზმრის პრობლემის გადაჭრის და აკომოდაციის (პიაჟეს გაგებით) ფუნქცია. ჰარტმანმა (1995) აღწერა სიზმრის „კვაზი-თერაპიული“ ფუნქცია. რა კვლევითი მონაცემები უჭერს მხარს აზრს სიზმრის განმავითარებელი ფუნქციის შესახებ? ტვინის აქტივობა ძილის REM ფაზის განმავლობაში შედარებით მომატებულია და როგორც კვლევა ადასტურებს, მის მძიმე სამუშაოზე მიგვითითებს (რომ ის მძიმე საქმეს აკეთებს). სწავლა და პრობლემის გადაჭრა ის ასპექტებია, რასაც მე ვუწოდებ სიზმრის განმავითარებელ ფუნქციას. არაერთი კვლევა ცხოველებზე და ადამიანებზე გვიჩვენებს, რომ ძილის REM ფაზა იზრდება, როდესაც უცნობი ამოცანა გვაქვს შესასწავლი(Fiss, 1990; Greenberg & Perlman, 1993). ამ ფაზის ხანგრძლივობა სწორხაზოვნადაა დაკავშირებული ახლის სწავლასთან. მაგალითად, უცხო ენის ინტენსიური კურსის დროს ის სტუდენტები, რომელთაც ძილის REM ფაზა გაუხანრგძლივდათ, ენის შესწავლაში უკეთეს შედეგებს უჩვენებდნენ, ხოლო ისინი, ვისმა REM-მმაც არ მოიმატა, არ უჩვენებდნენ ენის შესწავლის გაზრდილ შედეგებს (DeKoninck et al., 1977). ამ ფაზის გაზრდა გამოჩნდა ლაბირინთის სწავლისას(Lucero, 1970), პრიზმების გადაბრუნებისას(Zimmerman, Stoyva & Metcalf, 1970), შემაცბუნებელი ამოცანების დაძლევისას(Lewin & Gombosh, 1972) და ტრავმულ გამოცდილებასთან გამკლავებისას (ნათელია, რომ ეს ფაზა სწავლას და პრობლემის გადაჭრას უწყობს ხელს და დროდადრო შეიძლება არსებით როლსაც თამაშობდეს ახლის შესწავლასა და პრობლემის გადაჭრაში).
იმის საჩვენებლად, რომ სიზმარი და ძილის REM ფაზა ნამდვილად უწყობს ხელს მეხსიერების გაძლიერებას, ფისმა, კრემერმა და ლიჩმანმა (1977) წარმოადგინეს ცოცხალი ისტორია. მათ აღმოაჩინეს, რომ სუბიეტის მიერ სიზმარში ინკორპორირებული ისტორია მის გხსენებას აადვილებს და დაასკვნეს, რომ სიზმარი მეხსიერების განმტკიცებას უწყობს ხელს(Fiss, 1986).
ძილის REM ფაზაში წარმოსახვითი მენტაციის გაბატნებული მეთოდი აფექტურად უფრო დატვირთულია, ხოლო NREM-ის ფაზის სიზმრების გაბატონებული მეთოდი მეორადი პროცესია. გასაკვირვი არაა, რომ სიზმარზე ორიენტირებული კვლევა უფრო მნიშვნელოვან როლს თამაშობს ემოციით დატვირთულ მასალასთან გამკლავებაში. როდესაც პაციენტს ავაჯიშებენ, ყურადღება მიაქციოს REM-ის ფაზის სიზმრებს, ისინი მეტ პროგრესს უჩვენებენ და უფრო დიდხანს არიან ჩართული, ვიდრე პაციენტები NREM-ი ფაზის დროს (განსაკუთრებით, წარმოდგენით წარმართულ სიზმარზე ფოკუსირებული კვლევა ფსიქონალიზში). ამის მსგავსად, ფისმა და ლიჩმანმა(1976) აღმოაჩინეს, რომ REM -ზე ფოკუსირებული სიზმრები, NREM-თან შედარებით, უკეთეს შედეგს იძლევიან სიმპტომის მოხსნისა და გაცნობიერებულობის მხრივ.
კვლევის მიმოხილვის შემდეგ ლევინი (1990) დაასკვნის: “ზოგადად, ექსპერიმენტულმა მონაცემებმა უჩვენა, რომ REM-ის ფაზა და განსაკუთრებით ამ ფაზის სიზმრები, გამოიყენება აფექტურად დატვირთული, ჩვეულებრივ, კონფლიქტური და ნეგატიური ხასიათის ინფორმაციის გაერთიანების, ინტეგრაციისა და გადამუშავებისთვის. მეტიც, გაზრდილი REM-ი და სიზმრები უკავშირდება ფანტაზიის ეფექტურად გამოყენების უნარს, იაზროვნო დივერგენტულად (შემოქმედებითად) და ჰოლისტურად გადაჭრა პრობლემა(p. 37)“. თავისი ნაშრომის შეჯამებისას კრამერი(1993) აღნიშნავს: „წარმატებული სიზმრები ღამის ძილის 60%-ს შეადგენს. ისინი ღამის განმავლობაში აღძრული პროგრესული თანმიმდევრობითა და ფიგურატიული ფორმით მიმდინარე პრობლემის გადაჭრის პროცესის შედეგია“(p. 187). კვლევა ემხრობა შეხედულებას, რომ REM-ის ძილი და სიზმრები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ფსიქოლოგიური სტრუტურის განვითარებაში.
ნეიროფიზიოლოგიური კვლევების აღმოჩენების განზოგადებით, რომ REM-ის ფაზა სიცოცხლის განმავლობაში რაოდენობრივ კლებას განიცდის, მაიზნერი (1968) და ბრეგერი (1977) მიიჩნევენ, რომ სიზმარი ხელს უწყობს ნერვული სისტემის სტრუქტურიზაციას(Fosshage, 1983). მოგვიანებით, რაიზერმა(1990) ჩამოაყალიბა,თუ როგორ ქმნის სიზმარი „მეხსიერების საკვანძო ხატებს და ქსელებს“ ანუ „ნერვულ ქსელებს“, რაც ნეიროფიზიოლოგიური აღწერაა იმისა, რაც მე აღვწერე, როგორც ფსიქოლოგიური სტრუქტურის განვითარება.
სიზმრის მენტაციის განმავითარებელი ფუნქციის კლინიკურ მტკიცებულებას ვპოულობთ, როდესაც სიზმარში პირველად იჩენს თავს ახალი ფსიქოლოგიური კონფიგურაცია ან ცვლილება და მას სიფხიზლის მენტაციაში ვერ ვნახულობთ (დეტალური კლინიკური ილუსტრაციებისთვის ნახეთ Fosshage, 1987a, 1989). მაგალითად, პაციენტი შეიძლება ნახულობს სიზმარს, სადაც ის პირველად აცხადებს, რომ ის თავისი მკაცრი და კრიტიკული მამაა. ახალი კონფიგურაციის აღმოცენება სიზმარში გვთავაზობს (გვეუბნება), რომ პიროვნება სიზმრის მენტაციაში ან ახდენს გარღვევას ან უკიდურეს შემთხვევაში წინ მიყავს განვითარება. (წინა ნაშრომში 1988, მე ხელახალი ინტერპრეტაცია გავუკეთე პაციენტის სიზმარს, რომელიც მოგვაწოდა რ. გრინსონმა და სადაც პაციენტი ერთ ძლიერ კონფლიქტს ფორმას უცვლის იმისათვის, რომ თავი დააღწიოს დეპრესიულ მდგომარეობას).
კრეატიული გარღვევების მომენტები მოითხოვს შემდგომ მენტალურ მცდელობებს დამატებითი ფსიქოლოგიური რეორგანიზაციისთვის. ანალიტიკოსმა უნდა ხაზი გაუსვას სიზმრის ახალ ხატებსა და დინამიკას მისი შემდგომი განმტკიცების მიზნით. ქვევით მე აღვწერ ორ კლინიკურ ილუსტრაციას სიზმრებისა, რომლებიც განვითარების ფუნქციას და მათი კლინიკური მიზნით გამოყენებას ემსახურება.
კლინიკური ილუსტრაცია
ფსიქოანალიტიკური მკურნალობის მიზნით 50 წელს გადაცილებულმა ქალმა მომმართა. ის არისტოკრატული წარმოშობისა იყო, გონიერი და ჩამოყალიბებული პიროვნება, გამომცემელი. ის უაღრესად თავშეკავებული იყო მანერებში და ცხოვრების წესითაც ამ მხრივ გამოირჩეოდა. მას არასოდეს ჰქონია ინტიმური, სექსუალური ცხოვრება. მკურნალობიდან დაახლოებით 3 თვის შემდეგ მან პატარა სიზმარი მომითხრო: ის მართავს თავის წითელ „პორშეს“ წრიულ გზაზე. როცა მან წითელი „პორშე“ ახსენა, მე სახეზე სპონტანურად გაკვირვება გამომეხატა. მან ჯერ ის მითხრა, როგორ კარგად გრძნობდა თავს სიზმარში, შმდეგ კი ჩემი გაკვირვება აღნიშნა და მკითხა: “რა მანქანას არჩევდით, რომ მემართა?“ პასუხი მაშინვე მომივიდა თავში. იმისთვის, რომ ჩემი თავის და პაციენტიც მომემზადებინა პასუხისთვის, ვკითხე: “ნამდვილად გინდათ, იცოდეთ?“ მან უშიშრად მიპასუხა, კიო. ვუთხარი, “ედსელს“-მეთქი. მას ეს არ მოეწონა, მაგრამ პასუხი მიიღო. შემდგომ დისკუსიაში ჩვენ ნათელი გავხადეთ, რომ „ედსელი“ მოდიდან გამოსული, შემბოჭავი ადგილია, სადაც ის იმყოფება. წითელი „პორშე“ კი მისი ცოცხალი, სპორტული მხარეა. მე აღვნიშნე კონტრასტი მისი გამოცდილების შებოჭილ ასპექტს, რომელიც წინა პლანზე იყო სიფხიზლეში და სიზმარში აღმოცენებულ მის სპორტულ, ცოცხალ მხარეს შორის. ამის შემდეგ პორშე გადაიქცა საწყისი, სასურველი ტრანსფორმაციის პოტენციურ სიმბოლოდ და მკურნალობის ზოგად გზამკვლევად. სავსებით წარმატებული ანალიზის 5 წლის თავზე უკვე სრულიად გასაგები იყო, თუ რატომ მაჩუქა პაციენტმა სამახსოვროდ პორშეს მოდელი – მისთვის ჩემი სპონტანური პასუხის გაზიარებამ მისი სიფხიზლეზე უფრო იმოქმედა, ვიდრე ძილისაზე და ამ ორი მდგომარეობის კონტრასტმა ორივეს გაგვაგებინა პაციენტის სურვილი, განევითარებინა თავისი ცოცხალი, სპორტული მე.
კლინიკური ილუსტრაცია
მეორე კლინიკური მაგალითი გვიჩვენებს პაციენტის პიროვნებაში ანალიტიკოსის მიმართ დამოკიდებულების მნიშვნელოვან ცვლილებას, რომელიც პირველად სიზმარში გაჩნდა. პაციენტი ახალგაზრდა ექიმი იყო. თავის საქმეში კომპეტენტური, ის ამავე დროს მომქანცველ უქეიფობას და უმოქმედობას განიცდიდა. გარდა ამისა, მას სირთულეები ჰქონდა შესაფერისი მეგობარი ქალის მონახვაშიც. მან გამოსცოცხლებლად აღმოსავლური პრაქტიკის რამდენიმე მეთოდი სცადა. შემდეგ მისმა მეგობარმა, ჩემმა ყოფილმა სტუდენტმა გადაჭრით ურჩია, ჩემთან მოსულიყო. ფსიქოანალიზსა და ფსიქოთერაპიაზე სკეპტიკური შეხედულების მიუხედავად, მეგობრის დაჟინებული რეკომენდაციის შედეგად, მან გადაწყვიტა, ეცადა – ბოლოს და ბოლოს რას კარგავდა? მას მიაჩნდა, რომ ფსიქოანალიზი არ მუშაობს და ამიტომაც თავიდან აღმიქვა თაღლითად, რომელსაც არ უნდა ენდო. ერთხელაც, მკურნალობის სამი თვის თავზე მან ჩემს შესახებ აღნიშნა, რომ ვარ სოლიდური, ცოლიანი კაცი და მაქვს სახლი (ერთხელ მე ის სახლის ოფისშიც მივიღე). ის რაც მან ჩემს შესახებ აღნიშნა, ცხოვრების ის ასპექტები იყო, რაც მას აკლდა და სურდა, რომ ჰქონოდა.
ამ პაციენტმა მოყვა სიზმარი: „ეს მოხდა თქვენი სახლის გზაზე. ვიღაც ახალგაზრდა კაცი თქვენს სარდაფში ჩადიოდა და რატომღაც, ეს მკურნალობის ფორმას წარმოადგენდა. მე მას ვუთხარი, რომ ბედმა გაუღიმა, რომ თქვენ შეგხვდათ – თქვენ ხართ სამართლიანი, საიმედო, პატიოსანი და არა თაღლითი. შემდეგ მე მას ვუჩვენე სახლი, სადაც გავიზარდე. მე ამ სახლს ვყიდდი. თითქოს მეც თქვენს სახლში გადმოსვლას ვაპირებდი .“
ჩვენ ორივე ჩვენდა გასაოცრად მივხვდით, თუ რა ცვლილება მოჰქონდა ამ სიზმარს ჩემი, როგორც ანალიტიკოსის აღქმაში. ვკითხე, შეესატყვიებოდა თუ არა სიზმარი სიფხიზლის რომელიმე აზრს ჩემსა და ჩვენი ურთიერთობების შესახებ. პაუზის გარეშე მან დარწმუნებით მიპასუხა, არაო. მითხრა, რომ სიზმარში ის ჩემთან საცხოვრებლად გადმოსვლას აპირებდა, მაგრამ სიფხიზლეში ის მხოლოდ აცნობიერებდა თავის ეჭვებს ჩემს შესახებ. მე აღვნიშნე, რომ თავის სიზმარში ის მე და ჩვენს ურთიერთობას სრულიად განხვავებულად ხდავდა.
სიზმარმა და გადამუშავებულმა მასალამ აჩვენა, რომ აღმოცენდა ანალიტიკოსის და სიზმრის მნახველთან მისი ურთიერთობის ახალი ხატები, რომლებიც საოცარ კონტრასტში აღმოჩნდა სიფხიზლის ცნობიერ პერცეპტებთან. სიზმრისა და სიფხიზლის მდგომარეობები ორ განხვავებულ მე-მდგომარეობად უნდა განვიხილოთ (სიტყვა სიტყვით, გონების განსხვავებულ მდგომარეობებად). ამ მაგალითში, ეს მდგომარეობები სრულიად შეუსაბამო იყო. სიფხიზლეში პაციენტი ანალიტიკოსის მიმართ ტიპიურ უნდობლობას გამოხატავდა. მანამდე პაციენტმა მხოლოდ ერთხელ მიანიშნა იდეალიზებული მე-ობიექტის ტრანსფერზე, რაც სავარაუდოდ საფუძველი იყო იმისთვის, რომ მკურნალობის სურვილი გასჩენოდა და ჩემთან დარჩენილიყო.იოლად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ თერაპიულ ურთიერთობას ხელი ჩემმა ახალმა აღქმამ შეუწყო. სიზმარში მან შესძლო დაენახა უფრო სრულად და განსაზღვრულად, რომ იდეალიზებულ „სხვასთან“ ერთად, ანალიტიკოსი არის სანდო, განვითარების მხრივ საჭირო გამოცდილება. პაციენტი სიზმარში თვალს უსწორებს და განამტკიცებს ამ ახალ აღქმას. სიზმრისა და სიფხიზლის მდგომარეობების შედარებამ და ემოციურად ურთიერთდაკავშირებამ გააადვილა სიზმარში აღმოცენებული განმავითარებელი ცვლილებების ინტეგრაციის პროცესი.
შენარჩუნების (ან რეგულაციის) და აღდგენის ფუნქციები
სიზმარი, სიფხიზლის მენტაციის მსგავსად, შეიძლება ემსახურებოდეს მიმდინარე ფსიქიკური კონფიგურაციისა და პროცესების „შენარჩუნებას, რეგულირებას და აღდგენას” (Fosshage, 1983, p. 262), თვით-შეფასების რეგულირებისა და შენარჩუნების ჩათვლით („მე-მდგომარობის სიზმრები“), აგრეთვე მიკუთვნებულობის, სექსუალური, სიმპათია-ანტიპათიის დადგენას (Lichtenberg, Lachmann & Fosshage, 1992, 1996). შენარჩუნება და აღდგენა მჭიდროდ დაკავშირებული ფუნქციებია და მათი ერთმანეთისგან განსხვავება ყოველთვის არა არის შესაძლებელი. მაშინ, როცა შენარჩუნება ეხება ქცევის ფსიქოლოგიური სტრუქტურის მოდულაციას და გაგრძელებას, აღდგენა ფსიქოლოგიური დიზორგანიზაციის უფრო მძაფრ მდგომარობებს ეხება.
სიზმრის მენტაციაში, სიფხიზლის მენტაციის მსგავსად, ჩვენ ვიყენებთ (და გამოვავლენთ) ჩვენი გამოცდილების ორგანიზების პირველად პატერნებს (სქემებისა და მაორგანიზებელი პატერნების სანახავად მიმართეთ see Piaget, 1954; Wachtel, 1980; Atwood & Stolorow, 1984). მეს, სხვისი და მე-და- სხვისი ხატები ძალიან ჩახლართულადაა გამოსახული. სიზმარი, სიფხიზლის მსგავსად, ამ პატერნების შენარჩუნებას და ტრანსფორმაციას ემსახურება.
აფექტის რეგულაცია შენარჩუნებისა და რესტავრაციის სიზმარში ცენტრალური მნიშვნელობის მატარებელია. როდესაც ჩვენ მაგალითად, არასაკმარისად გამოვხატეთ ჩვენი სიბრაზე და სიძულვილი დღის განმავლობაში აღქმული შიშის გამო, ჩვენ შეიძლება „სიტუაციის გამოსწორება“ ჩვენს სიზმრებში ვცადოთ – მცდელობა, დავარეგულიროთ აფექტი და აღვადგინოთ მეს წონასწორობა.
თუმცა, ფსიქოლოგიური სტრუქტურის აღდგენა ყოველთვის „სიჯანსაღის“ მდგომარეობისკენ არ ისწრაფვის. ადამიანმა სიზმარში, ისევე, როგორც სიფხიზლეში შეიძლება დაამყაროს და გაამაგროს ნაცნობი, მაგრამ უფრო პრობლემური „მენტალური კომპლექტი“ (მაორგანიზებელი პატერნი) მაგალითად, პიროვნების წარმატება შეიძლება განცდილი იყოს, წარსულზე დაყრდნობით, როგორც საშიშროების მომტანი სხვებისთვის და შესაბამისად, სასურველ მე-ობიექტთან კავშირისთვისაც. სიზმარი შეიძლება ემსახურებოდეს მეს უფრო ნაცნობი, შფოთვის ნაკლებად წარმომშობი უარყოფითი შეხედულების თავიდან გაცხადებას, როგორც არაადექვატური მე-ობიექტის და მცირე ფსიქოლოგიური წონასწორობის აღდგენითი კავშირი. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ამოვიცნოთ ეს შემთხვევა სიზმრის მნახველისთვის დამახასიათებელიიმ მე-შეხედულების გაგების საშუალებით, რაც დღის მანძილზე მომხდარ ამბებთან კავშირშია და რამაც სიზმარში მომხდარი გამოიწვია. ზევით აღნიშნულ ექიმის სიზმარში, მაგალითად, სიზმრისა და სიფხიზლის მენტაციის როლები შეუსაბამო იყო. როდესაც პაციენტის სიზმარში ანალიტიკოსის, როგორც სანდო ადამიანის ხატი აღმოცენდა (განმავითარებელი ნდობა), პაციენტმა სწრაფად დააბრუნა ანალიტიკოსის, როგორც არასანდოს სიფხიზლის ხატი (უფრო ნაცნობი სტრუქტურის აღდგენა).
რა წარმოადგენს სიზმრის რეგულატორული ფუნქციის კვლევით მტკიცებულებას? დადგენილია, რომ REM ფაზის დეპრივაცია იწვევს საპირისპირო, რიკოშეტის ეფექტს, რაც ნიშნავს, რომ REM-ის ხანგრძლივობა კომპენსატორულად იზრდება, როგორც კი ამის შესაძლებლობა ჩნდება. რიკოშეტის ეფექტი აღნიშნავს, რომ არსებობს ნეიროფიზიოლოგიური მოთხოვნილება ძილის REM-ის ფაზისა. კვლევებმა ზოგადად აჩვენა, რომ REM-ის დეპრივაცია მოქმედებს გუნებაზე და ფსიქოლოგიურ სტრუქტურაზეც. მაგალითად, REM-ის დეპრივაცია ასუსტებს ხანგრძლივ მეხსიერებას ემოციურად დატვირთული და დასაძლევი მასალის ჩართვით (Greenberg, Perlman, Schwartz & Grossman, 1983). ასუსტებს ასევე სტრესულ სტიმულთან გამკლავების შესძლებლობას (Grieser, Greenberg & Harrison, 1972). თუმცა, REM-ის დეპრივაციის კვლევები უჩვენებს, რომ არსებობს მასზე პასუხის შედარებით ინდივიდუალური ვარიაციები (Cartwright, Monroe & Palmer, 1967). ეს ვარიაბილობა შეიძლება უკავშირდებოდეს აღმოჩენას, რომლის მიხედვითაც ზოგიერთ პიროვნებაში ამ ფაზის დეპრივაცია იწვევს წარმოსახვითი ცხოვრების კომპენსატორულ გაზრდას (Cartwright & Retzel, 1972) და აგრეთვე იზრდება NREM-ის ფაზა (Webb & Cartwright, 1978; Ellman, 1985). ამის ასახსნელად ელმანმა (1985) შემოგვთავაზა მოსაზრება, რომ მექანიზმები, რომლებიც REM-ს ამოქმედებს სპეციფიურად მხოლოდ ძილისთვის არ ახასიათებს – ისინი თავს იჩენს 24 საათის განმავლობაში. ვებმა და კართრაითმა (1978) REM-ის და NREM-ის დეპრივაციის შედარების კვლევაში დაასკვნეს, რომ „REM-ის დეპრივაცია იწვევს სიფხიზლეში წარმოდგენილი მასალის უფრო ფართო ვარიაციას, ვიდრე იგივე მოცულობის NREM ძილის შეფერხება (p. 243). ზოგადი მონაცემები აღნიშნავს, რომ REM-ის ძილი და REM-ის მსგავსი აქტივობა არსებითია ნეიროფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური წონასწორობის შესანარჩუნებლად .
პირდაპირ სიზმრებზე ფოკუსირებული კვლევა ასევე ავლენს მათ მარეგულირებელ და აღმდგენ ფუნქციებს. სიზმრები ხშირად შეიცავს დღის უფრო ინტენსიურ ემოციურ გამოცდილებას(Piccione, Jacobs, Kramer & Roth, 1977). ეს აგრეთვე ეხება ძილის წინ გაჩენილ აზრებსაც (Piccione et al., 1977); Kramer, Moshiri & Scharf, 1982). კვლევების ერთი რიგი იყენებს „შთანთქმის პარადიგმას“ (Fiss, 1986), რომლის მიხედვითაც ძილისწინა სტიმულები სიზმარზე გავლენას ახდენენ. სიზმრის შთანთქმის ეფექტი გამოკვლეულია. კლასიკურ კვლევაში (Cohen & Cox, 1975) ცდის პირებს ეძლევათ წარუმატებლობის სტრესული გამოცდილება უშუალოდ ძილის წინ. ცდისპირები, რომლებმაც წარუმატებლობის განცდა სიზმარში „შთანთქეს“, მეორე დღეს თავს უკეთ გრძნობდნენ და უფრო მეტად გამოთქვამდნენ სურვილს, თვალი გაესწორებინათ წარუმატებელი ამოცანისთვის, ვიდრე ისინი, ვინც სიზმარში წარუმატებლობის სტრესი არ გამოსცადა. რადგან სიზმრის თემატური სტრუქტურა არ შემოწმებულა, უფრო სავარაუდოა, რომ სიზმარი ეხმარებოდა მნახველს, თუ არ აღედგინა, ხელი მაინც შეეწყო თვით-შეფასებისა და პოტენციური ოსტატობის ერთგვარი გრძნობის გაჩენისთვის, რაც საშუალებას მისცემდა მას, მეორე დღეს კიდევ ერთხელ ეცადა ამოცანის დაძლევა.
კლინიკური ილუსტრაცია
კოჰუტმა (1977) აღწერა,„მე-მდგომარეობის სიზმარი“ (Ornstein, 1987), სადაც მოცემულია – მეს დანაწევრების ან დაშლის საშიშროების ფონზე – მეს პოზიტიური, გამაერთიანებელი გაგების აღდგენის მცდელობა. ამ ტიპის სიზმრის საკმაოდ საინტერესო მაგალითია ფროიდის(1900) ირმას სიზმარი. ამ სიზმარში ბიძგის მიმცემი მოვლენების გამოკვეთისას („დღის მემკვიდრეობა“), ფროიდმა გაიხსენა თავისი განაწყენება კოლეგაზე, რომელმაც ფროიდი ავადმყოფის მკურნალობასთან დაკავშირებით გააკრიტიკა. კოლეგამ პაციენტი ზაფხულის შევბულების დროს ნახა და უარყოფითად შეაფასა მისი მდგომარეობა, რაც, ცხადია, მკურნალობასთან დაკავშირებულ კრიტიკასაც გულისხმობდა.
იმავე ღამეს, სიზმარში ფროიდმა სცადა, აღედგინა თავისი თვით-შეფასება კოლეგას კრიტიკის საპასუხოდ მისი აგრესიული დისკრედიტაციის საშუალებით. საინტერესოა, რომ ამ მაგალითში ფროიდი გადაიხარა სიზმრის მისეული მოდელიდან, რადგან მან აღარ ეძება (აღარ მოინდომა) ინფანტილური ლიბიდონალური ან აგრესიული სურვილების ხაზგასმა და გაიგო სიზმარი, როგორც თავისი თვით-პატივისცემის აღდგენის მცდელობა.
სიზმრების ფუნქციური ქმედითობა
სიზმარში ფსიქოლოგიური სტრუქტურის განვითარების, შევარჩუნებისა და და აღდგენის ფუნქციის ეფექტურობა, ისევე, როგორც სიფხიზლის მენტაციისას, ცვალებადობს. ემოციები ცენტრალურ როლს ასრულებს სიზმრის ან სიზმრის სცენარის ეფექტურობის შეფასებაში. მაგალითად, კოშმარული სიზმარი ავლენს შესამჩნევად წარუმატებელ მცდელობას, გაუმკლავდე მაღალი შფოთვის წარმომქმნელ სტიმულს ან კონფლიქტს.
ამასთან, შეიძლება კონფლიქტი სიზმრის მნახველის მოტივაციურ მიზნებს შორისაც გაჩნდეს. მაგალითად, განმავითარებელი მცდელობები, რომ შეცვალო, შეიძლება პირდაპირ კონფლიქტში აღმოჩნდეს მცდელობებთან, რომ შეინარჩუნო არსებული ფსიქოლოგიური სტრუქტურა. მაგალითად მოვიყვანოთ სიზმრის მნახველი, რომელიც უბრუნდება მისთვის ნაცნობ და ჩვეულ მაზოჰისტურ მდგომარეობას, მაგრამ ეს მას მნიშვნელოვან ფასად უჯდება სიცოცხლისუნარიანობისა და მეს პოზიტიური განცდის თვალსაზრისით.
სიზმრის შინაარსი
ფროიდის მანიფესტურ-ლატენტური შინაარსის გამიჯვნა, რაც ცენტრალურია მის სიზმრის მოდელში, ეყრდნობოდა დრაივის (მოთხოვნილების) თეორიას, რომელშიც ლატენტურ დრაივ იმპულსებს ანუ ინფანტილურ სურვილების სახე უნდა ეცვალათ და ტრანსფორმირებულიყვნენ მანიფესტურ სიზმრად იმისათვის, რომ დაეცვათ ძილი. ფროიდის დებულება, რომ ყველა სიზმარი შეიცავს მის საფუძვლად მყოფი ლატენტური შინაარსის დაცვით (სახეცვლილ) ტრანსფორმაციას კლასიკური მოდელისთვის უნიკალურ ფენომენს წარმოადგენს და ამით განსხვავდება სიზმრის ყველა სხვა მოდელისგან. მას შემდეგ, რაც ენერგიის თეორიას თავი აარიდეს, თეორიულად სიზმრის ფორმირებაში დაცვების ყოვლისმყოფელობის აღიარება აუცილებლობას აღარ წარმოადგენს (Fosshage, 1983, 1987b). ჩემი აზრით, სიზმრები უფრო პირდაპირ ავლენენ მნახველის მყისიერ წუხილებს აფექტის, მეტაფორების და თემების საშუალების. ფრომი ლაპარაკობს სიმბოლურ (დავიწყებულ) ენაზე (1951) არა ისეთზე, რომელიც სახეს იცვლის, არამედ ენაზე, რომელზეც „ჩვენ გამოვხტავთ შინაგან გამოცდილებას თითქოს ეს სენსორული გამოცდილება იყოს“(p. 12). ფრენჩისა(1964) და ფრომის პრობლემის გადაჭრის მცდელობები, ფეარბაირნის (1944) ობიექტთან ურთიერთობის პროცესები, კოჰუტის(1977) თვით-შეფასების რეგულირება, ერიკსონის (1954) გამოცდილებისა და თხრობის (გადმოცემის) ინდივიდუალიზებული ეგო მეთოდი, და განვითარების, ორგანიზების და რეგულირების პროცესები, რომლებზეც მე ვლაპარაკობ, ყველაფერი ეს სიზმარ\სი პირდაპირ (მანიფესტურად) დაკვირვებად ფენომენებად განიხილება, (Fosshage, 1983).
სიზმრის მენტაცია ფსიქოლოგიურ სტრუქტურაზე მეს მთლიანობის შენარჩუნების მოთხოვნილების არსებობითა და განმავითარებელი მცდელობებით მუშაობს – განავითარებს, არეგულირებს და აღადგენს მას. დაცვითი სტრუქტურები კი მეს მთლიანობის პროტექციის მხოლოდ ერთ მიმართულებას წარმოადგენენ (Lichtenberg, Lachmann & Fosshage, 1992, 1996). დაცვა სიზმარში იმისთვის არსებობს, რომ რაღაც არ გვინდა (Lichtenberg, Lachmann & Fosshage, 1992, 1996). თუმცა ეს არ მოითხოვს ლატენტური შინაარსის მანიფესტურ შინაარსად ტრანსფორმირებას ან სახეცვლილებას. ამის ნაცვლად, სურვილის არარსებობა პირდაპირ სიზმრის სცენარში იჩენს თავს.
შესაბამისად, მე მივმართავ თავად სიზმრის შინაარსს (Fosshage, 1983, 1987a,b). მე არ ვუჭერ მხარს დიფერენცირებას ლატენტურ და მანიფესტურ შინაარსებს შორის, რადგან ეს გაყოფა სიზმრის ფორმირებაში ტრანსფორმირებასა და სახეცვლილებას ვარაუდობს. მანიფესტურ-ლატენტური განსხვავებისთვის თავის არიდებით და იმის მტკიცებით, რომ სიზმრის შინაარსი პირდაპირი გაცხადებაა, მე არ გახვევთ თავზე დებულებას, რომ სიზმრის მნიშვნელობა დაუბრკოლებლად აშკარაა (თუმცა დროდადრო ასეც არის). სიზმრის მეტაფორული ბუნება უფრო ხშირად, ვიდრე არა, მოითხოვს, რომ ხატების, თემების, აფექტების (ემოციების) და შესაბამისი სცენარების მნიშვნელობას ნათელი ანალიტიკური ძიებით და სიზმრის მნახველის ასოციაციებითა და სირთულეებით მოეფინოს. არსებითი განსხვავება კლასიკურ მოდელთან ის არის, რომ მე არ მიმაჩნია, რომ ხატების შერჩევა ხდება სახეცვლილების მიზნით და ამიტომ ისინი სხვა ხატებად ტრანსფორმირდებიან. ამის ნაცვლად, მე ვგრძნობ, რომ სიზმრის მნახველი შეარჩევს ხატებს წარმოსახვით აზროვნებაში მათი გამომხმობი ძალისა და ფაქტობრივი გამოსადეგობის გამო, ისე, როგორც ფხიზელი ადამიანი შეარჩევს სიტყვებს შემდგომი აზროვნებისა და კომუნიკაციისთვის.
სიზმრის შინაარსი, რომც არ იქნას სახეცვლილი, როგორც მე ამას გთავაზობთ, ხშირად გაგებისთვის ისედაც რთული და მოუხელთებელია. მისი მოუხელთებლობა დაკავშირებულია ფაქტორთა მრავალფეროვნებასთან, როგორიც არის: სიზმრის გახსენების სირთულე, სიზმრის მენტაციის თავისთავადი ბუნდოვანება, მისი მეტაფორული ბუნება (Ullman, 1969), სიფხიზლის რაკურსიდან ხატების აზრის გაგების სირთულე და რთულად გასაგები სუბიექტშორისი ურთიერთობის კონტექსტსი.
სიზმრის შინაარსის დაცვითი ტრანსფორმირების დებულების არმიღება სიზმრის გაგებისა და მასზე მუშაობის მხრივ მნიშვნელოვან შედეგს იძლევა. ჩემი აზრით, სიზმრის ხატების, როგორც სახეცვლილი ჩანაცვლებების ხედვის ნაცვლად, ისინი შეირჩევა, როგორც საუკეთესო, სიზმრის მნახველისთვის იმ მომენტში ხელმისაწვდომი წარმოსახვითი ენა თავისი ფიქრების გამოსახატავად და და გასაადვილებლად.
სიზმრის თემებისა და მეტაფორების გაგება მოითხოვს: სიზმრის მნახველისგან სიზმრისეული გამოცდილების განზოგადებას, ასოციაციებსა და რეზონანსს სიზმრის ემოციებთან, ხოლო ანალიტიკოსისგან – მოცემული სიზმრის სიფხიზლესთან შესაძლო კავშირის შესახებ გამოკითხვას. შესაბამისად, სიზმრის ხატები კლინიკურ შეაფსებას მოითხოვს – რატომ ჩნდებიან და არა რატომ იმალებიან ისინი მეტაფორულად და თემატურად. ამის ხაზგასმით, ის, თუ რას ატარებს სიზმრის ყოველი ხატი, უკეთ შეიძლება გავიგოთ იმის მიხედვით, როგორც ის სიზმრის სცენარის კონტექსტშია გამოყენებული. მაგალითად, „მე“ სიზმარში ამ სიზმრის მნახველს წარმოადგენს. ობიექტის ხატები წარმოადგენს მნახველის ხატებს სხვების შესახებ. იმას თუ არ ვივარაუდებთ, რომ ეს ობიექტის ხატები მნახველის „მეს“ პროექციებია, ჩვენ ხელი მიგვიწვდება „სხვის“ ხატზე სიზმარში, მე-და-სხვის ურთიერთობის ხატებზეც და ამასთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან პატერნებზე. თუმცა, ძიებამ შეიძლება გამოავლინოს რომ სიზმრის მნახველის ეს ასპექტები სხვებზეა პროეცირებული. იმ ზოგადი ვარაუდის თავიდან არიდებით, რომ ობიექტის წარმოდგენები თვით-წარმოდგენებია (სახეცვლილების ყოვლისმომცველი ვარაუდის საფუძველზე), ჩვენ შევძლებთ პაციენტის სხვებთან ურთიერთობის პატერნებისა და აგრეთვე მეს სხვებზე პროეცირებული ასპექტების ნათელყოფას.
დებულება, რომ სიზმრის შინაარსი პირდაპირ ვლინდება მისი მეტაფორული და თემატური სტრუქტურით(Fosshage, 1987a), სიზმრის შინაარსის კვლევების შედეგებითაა ზოგადად განმტკიცებული. კვლევების ერთმა რიგმა აჩვენა, რომ ემოციურად სტიმულირებული და აზრის მატარებელი გამოცდილებები პირდაპირ შთაინთქმება სიზმრების ე.წ. მანიფესტურ შინაარსში (e.g., Witkin, 1969; Breger, Hunter & Lane, 1971; Greenberg & Perlman, 1975; Piccione et al., 1977; Kramer, Moshiri & Scharf, 1982). ისმის კითხვა, არის თუ არა ეს გამოცდილებები „დღის მემკვიდრეობა“, შერჩეული სახეცვლილების მიზნით და სხვადასხვა ლატენტური შინაარსების გამოსახატავად თუ ისინი გამოხატავენ ადამიანის ფაქტიურ წუხილების გამოხატულებაა, რომლებსაც მსგავსების საფუძველზე პირველადი კონფლიქტური თემების აქტივაციის გზით პოტენციის მოპოვება შეუძლიათ? გარდა ამისა, ხომ არ წარმოადგენენ ისინი სიზმრის მნახველის მაორგანიზებელ პატერნებს? ზემოთაღნიშნული მკვლევარები სიზმარს ხედავენ, როგორც ადამიანის პირველადი წუხილების უფრო პირდაპირ გამოვლენას. ლევინი(1990) უფრო დამაჯერებელ მონაცემებს გვთავაზობს – ის მიუთითებს კვლევებზე, რომელთა მიხედვითაც დეპრესიული ადამიანების სიზმრებში პირდაპირ არის განსახიერებული მაზოჰიზმის, უსუსურობისა და სხვაზე დამოკიდებულების უპირატესობა. ბოლო დროის კვლევაში ფირთმა და მისმა კოლეგებმა (1986) აღმოაჩინეს, რომ მათ, ვინც თვითმკვლელობა სცადა და მოძალადე პაციენტებს, რომლებსაც თვითმკვლელობის იდეა არ გააჩნდათ თავიანთ სიზმრებში სიკვდილის შინაარსის ერთნაირად მაღალი მონაცემი აღენიშნებოდათ და ორივე ბევრად სჭარბობდა იმ მძაფრად დეპრესიული პაციენტების მონაცემებს, ვისაც სუიციდის მცდელობა არ ჰქონია. (მე ვეჭვობ, რომ სიზმრების თემატური სტრუქტურა -მაგალითად, სადაც ჩართულია სიკვდილი – შეიძლება პირველ ორ ჯგუფსაც განასხვავებს ერთმაეთისგან. სწორი იქნება, თუ დავასკვნით, რომ პიროვნების ხასიათობრივი ასპექტები პირდაპირ გამოისახება სიზმარში.
სიზმრის მნიშვნელობა
როდესაც სიზმრის და სიფხიზლის მენტაციებს, როგორც მაორგანიზებელ პროცესებს განვიხილავთ, ადვილად დავასკვნით, რომ სიზმრის მენტაციის მნიშვნელობა სიზმრის მნახველისთვის იმის მიხედვით ცვალებადობს, თუ რა ვიცით სიფხიზლის მენტაციის შესახებ. სიზმარი, მაგალითად, შეიძლება იყოს შედარებით მარტივი აზრი – მაგალითად, გაზონის გათიბვა, ნაშრომის დასრულება ან სხვა დღის სამუშაოს შესრულება – განსაკუთრებული შემდგომი მნიშვნელობისა და მნახველის განწყობილებისთვის მინიმალური დატვირთვის მქონე. ან კიდევ, სიზმარი შეიძლება იყოს მარტივი, როგორც ეს ერიკსონის (1954) პაციენტის სიზმარია მდინარე ‘სენას“ შესახებ და იყოს ძალიან მნიშვნელოვანი. სიზმარმა შეიძლება მოახდინოს მნახველის ცხოვრების მიმოხილვითი გადმოცემა , თემატური ტრავმის, კონფლიქტების, ცვლილებების და იმ მიმდინარე მდგომარეობების ჩათვლით, რაც ნიშვნელოვნად ზემოქმედებს სიზმარზე. (მაგალითებისთვის მიმართეთ სიზმარს ამ სტატიაში, pp. 453-454, and see Fosshage, 1989).
კვლევა იზიარებს შეხედულებას, რომ სიზმრების მნიშვნელობა ცვალებადობს. უფრო წარმოდგენითად დომინანტური REM -ის ფაზის სიზმრები ტიპიურად მეტ ემოციურად დატვირთულ სცენარებს შეიცავს, ვიდრე მეორადი პროცესით დომინირებული NREM -ის სიზმრები, რომლებიც უფრო ახლო შესაბამისობაში არიან სიფხიზლის მეორადი პროცესების სახესთან. კვლევამ უჩვენა, რომ REM -ის სიზმრები გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი არიან, ვიდრე NREM-ის სიზმრები მეხსიერების გამთლიანებაში და ემოციურ საკითხებთან გამკლავებაში და რომ სიზმრების ეფექტი (ზეგავლენა) სიფხიზლის აზრებსა და გრძნობებზე ცვალებადობს (Kuiken & Sikora, 1993).
მოსაზრება იმის შესახებ, რომ სიზმრების თავიანთი მნშვნელობით ერთმანეთისგან განსხვავდება, რადიკალური განსვლაა კლასიკური მოდელისგან, რომელშიც ნავარაუდევია, რომ ღრმა ლატენტური მნიშვნელობა ყოველთვის არსებობს. კლინიკურად ეს ათავისუფლებს ანალიტიკოსს და პაციენტს დამტვირთავი და ხშირად წარუმატებლობის აღმძვრელი (მომტანი) პროგრამისგან, რომ ყოველ სიზმარში მნიშვნელოვანი ლატენტური აზრი უნდა იპოვნონ. პაციენტი ანალიტიკოსს მოუყვება სიზმარს და ეცოდინება, რომ ანალიტიკოსი სიზმარს მნივნელობას მიანიჭებს და დაამატებს კომენტარს, რომ სიზმარი ნაკლებ მნიშვნელოვანი ჩანდა. ამ დროს პაციენტი შეიძლება ჯერ არც კი აცნობიერებს სიზმრის მნიშვნელობას. იმ დებულების მიღება, რომ სიზმრები თავისი მნიშვნელობის მიხედვით ვარირებს, იცავს ანალიტიკოსსა და პაციენტს სიზმრის მნიშვნელობის ფრუსტრაციული, უნაყოფო და ინტელექტუალიზებული ძიებისგან.
სიზმრის სისუფთავე
სიზმარს ცვალებადობა ახასიათებს პრეზენტაციისა და მნიშვნელობის სისუფთავის მიხედვითაც. შეიძლება, სიზმრის მწვავე ხატებმა და სცენარმა განსხვავებული რწმენის ანალიტიკოსებში მაინც ერთნაირი გაგება აღძრას (Fosshage & Loew, 1987); სხვა სიზმრები გაურკვეველია და აზრის ასაწყობად შედარებით მეტ ძალისხმევას მოითხოვს.
ტრადიციულად, სისუფთავის ნაკლებობა სიზმრებში დაცვითი აქტივობის პროდუქციად განიხილება. კლინიკურად, (ჩვენი) ამოცანა დაფარული ლატენტური მნიშვნელობის, დაცვის უკან მოტოვება იყო. სტრუქტურული მოდელის მხრივ (პერსპექტივის თვალსაზრისით) სიზმრის ბუნდოვანება (გაურკვევლობა) შეიძლება იყოს დაცვითი პროცესების ან თავად მენტაციური პროცესის ამრეკლავი ისევე, როგორც სიფხიზლის მენტაციაში, როდესაც ახალი აზრი ან ფორმულირება გაფორმებას იწყებს, მისი ახალი სტატუსი ცხადი მისსავე გაურკვევლობაში ხდება. იმისი ცნობა, რომ სიზმრის გაურკვევლობა არასაკმარისად ფორმულირებული აზრების (ფიქრების) ასახვას წარმოადგენდეს, საშუალებას აძლევს ანალიტიკოსს გააცნობიეროს მისი ბუნდოვანება (გაურკვევლობა) და დაელოდოს მის უკეთ გამოჩენას, ვიდრე ჩაებას მისი ლატენტური მნიშვნელობის მაფრუსტრირებელ და ხშირად ინტელექტუალიზებულ ძიებაში.
სიზმრის მნახველის შესაძლებლობები
ორგანიზაციული მოდელი ამაღლებს ჩვენს გაცნობიერებულობას იმის შესახებ, რომ ადამიანები ერთმანეთისგან განსხვავდებიან თავიანთი წარმოსახვის შესაძლებლობებით და მეორადი-პროცესის აზროვნებით.ეს შესაძლებლობები, როგორც ჩანს, ზემოქმედებს არა მხოლოდ სიფხიზლის მენტაციის ეფექტურობასა და სირთულეზე არამედ სიზმარზეც. EEG კვლევამ (Moffit et al., 1982) სიზმრის კარგად გადმომცემ და ცუდად გადმომცემ ჯგუფებზე აღმოაჩინა, რომ მნიშვნელოვანი ცვლილება ტვინის ელექტრულ აქტივობაში თავს იჩენს მაშინ, როდესაც სიზმრის ცუდად გადმომცემები გააღვიძეს ძილის REM ფაზაში, მაშინ როცა ტვინის აქტივობის მცირე შეფერხება დაფიქსირდა, როდესაც იგივე ფაზაში სიზმრის კარგად გადმომცემებს აღვიძებდნენ. სიზმრის კარგად გამხსენებლებისთვის უფრო დიდია უწყვეტობა (კონტინიუმი) REM -ის ფაზასა და სიფხიზლის მენტაციას შორის, რაც მათ სიზმრის უკეთ გახსენების საშუალებას აძლევს. ცუდად აღმდგენებისთვის კი მეტია უწყვეტობის დარღვევა. მაშინ, როდესაც ადამიანებს შეიძლება ვასწავლოთ მეტ-ნაკლებად თავიანთი სიზმრების დახსომება, ეს ნეიროფიზიოლოგიური პატერნები უდაოდ ზემოქმედებს როგორც ჩვენს შესაძლებლობებზე, დავიმახსოვროთ სიზმარი, ისე სწავლის ეფექტურობაზე. ტრადიციული ფსიქოანალიტიკური გაგება, რომ სიზმრის ძნელად აღდგენა წინააღმდეგობის ფორმას წარმოადგენს, სერიოზულ გადახედვას საჭიროებს, რამდენადაც სიზმრის ცუდად აღდგენა შეიძლება იყოს ნეიროფიზიოლოგიური მოვლენა და მენტაციის სტილი. სიზმრის ნახვისა და დახსომების შესაძლებლობების გაცნობიერება კიდევ ერთხელ აძლევს თავისუფლებას ანალიტიკოსს, პატივი სცეს პიროვნებას და არ ჩაერთოს წინააღმდეგობის ანალიზის დაუნდობელ დევნაში, რამაც ადვილად შეიძლება პაციენტში არაადექვატურობის გრძნობა გამოიწვიოს.
სიზმარზე მუშაობის ტექნიკური პრინციპები
ბოლო ათწლეულების განმავლობაში, პოზიტივისტური მეცნიერებიდან რელატივისტურზე გადასვლამ ფსიქოანალიზზე მნიშვნელოვანი ზემოქმედება მოახდინა. ახლა ჩვენ ანალიტიკურ სიტუაციას ვუყურებთ, როგორც სუბიექტთაშორის (Stolorow, Brandchaft & Atwood, 1987) ან კავშირების სფეროს (Greenberg & Mitchell, 1983; Mitchell, 1988), სადაც ანალიტიკოსი და პაციენტი ჩართული არიან ურთიერთფორმირების ინტერაქტიურ სისტემაში. ამდენად, ანალიტიკური ინტერაქცია ზეგავლენას ახდენს სიზმრის მისაწვდომობაზე (არაცნობიერი-ცნობიერი ბარიერი), რა სიზმრებს უყვება პაციენტი ანალიტიკოსს და როგორ უყვება მათ. გარდა ამისა, ანალიტიკოსი და პაციენტი ერთად მუშაობენ და სიზმრების გაგებას ერთად აყალიბებენ. როგორ შეუძლიათ ანალიტიკოსსა და პაციენტს გამოიძიონ სიზმარი ამ ახალი კონცეპტუალიზაციით, რათა გაიგონ სიზმრის მნახველის წუხილები და სიზმრის ყველაზე სწორ მნიშვნელობას ჩაწვდნენ? სხვა სიტყვებით, როგორ შეგვიძლია ჩვენ სიზმრის გამოცდილების ზეგავლენის გაძლიერება მისი მნიშვნელობის გაგების ერთად აწყობისას? სიზმრის ორგანიზაციული მოდელის ფარგლებში მიღებული ტექნიკური პრინციპები, რომლებსაც ქვემოთ შემოგთავაზებთ, ანალიტიკურ არენაზე სიზმრის გამოკვლევისა და გაგების გზამკვლევად უნდა მივიჩნიოთ.
სიზმრის ოგრანიზაციულ მოდელში სიზმარი დანახულია, როგორც აფექტურ-კოგნიტური მაორგანიზებელი გამოცდილება, რომელიც გაგრძელებაა, თუმცა ხშირად აბნეული ფორმით, სიზმრის წინამორბედი სიფხიზლის მდგომარეობებისა. შესაბამისად, ჩვენი კლინიკური მცდელობა იმაში მდგომარობს, რომ რამდენადაც ეს შესაძლებელია, სუფთად და სრულად გავხადოთ ნათელი პაციენტის სიზმრის გამოცდილება. პირველი ტექნიკური პრინციპი არის რამდენადაც შეიძლება ახლოს მოვუსმინოთ პაციენტის გამოცდილებას სიზმრის შიგნით (აღქმის ემპათიური მეთოდის გამოყენება Kohut, 1959; Fosshage, 1995). ანალიტიკური გამოკითხვა თავიდან მიზნად ისახავს გააფართოვოს (შეავსოს) სიზმრის მნახველის გამოცდილება სიზმრის შიგნით – ეს არის მეორე ტექნიკური პრინციპი. მაგალითად, რას გრძნობდით, როდესაც ესა და ეს მოხდა სიზმარში? (see Bonime, 1962,აფექტებზე აქცენტი). რას გამოცდიდით? (ისეთი ზოგადი კითხვები – როგორიცაა „რას უკავშირებთ ამ სიზმარს?“ – ძალიან ღია შეკითხვად ჩანს და ხშირად ხელს უწყობს სიზმრისადმი უემოციო, ინტელექტუალიზებულ მიდგომას).
პაციენტის ემპათიური მოსმენის კომბინაცია სიზმრის გამოცდილების შესახებ გამოკითხვასთან ხელს უწყობს პაციენტის ჩართვას და ნანახ სიზმართან მის ემციურ დაკავშირებას. ეს მისი მნიშვნელობის გაგების პროცესს აფართოვებს. სიზმრის გამოცდილებაზე ძალიან ახლოს ფოკუსირება შეიძლება დაუპირისპირდეს პაციენტის მიერ სიზმრის ინტერპრეტაციას, რაც შეიძლება მკვეთრად შეუსაბამო იყოს სიზმრის მეტაფორულ და თემატურ სტრუქტურასთან. თავის მხრივ, ემპათიური გამოკითხვა სიზმრის გამოცდილებას მნიშვნელობას ანიჭებს, ზრდის პაციენტის რწმენას თავისი სიზმრის გამოცდილების სასიცოცხლო მნიშვნელობის შესახებ.
სიზმრის, როგორც გამომვლენელი ორგანიზაციული პროცესის დანახვა ანალიტიკოსსა და პაციენტს აყენებს მდგომარეობაში, როცა მათ სჯერათ სიზმრის სახეების, მისი მეტაფორებისა და თემების, რომლებთანაც პირდაპირი კომუნიკაცია შესაძლებელია. მესამე ტექნიკური პრინციპი არის ის, რომ სიზმრის სახეების თარგმნა კი არა, მათი მეტაფორული და თემატური შინაარსის გაგებაა საჭირო.
ტრადიციული ანალიტიკური ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ გაარკვიო „მანიფესტური“ სახეების მნიშვნელობა კონკრეტული სიზმრის ელემენტებთან „თავისუფალი“ ასოციაციების გზით. სიზმრის ელემენტებთან ასოციაციის მოთხოვნა (ა,ბ,გ და ბოლომდე) მხოლოდ ევრისტიკული იქნება, თუ სიზმარს შევხედავთ, როგორც სავსეს თავისუფლად დაკავშირებული ელემენტებით, რომლებიც ერთდროულად მალავენ და გამოხატავენ კიდეც რაღაც თავის ქვევით არსებულს. სიზმრები, ჩემი შეხედულებით, სინთეზური მენტაციური მცდელობებია და არ შედგება თავისუფლად დაკავშირებული ელემენტებისაგან. ანალიტიკოსის თხოვნით სიზმრის კონტექსტიდან ამოღებული ასოციაციები სიზმრის ცალკეულ ელემენტებთან, ჩემი მსჯელობით, ადვილად დაანაწევრებს სიზმრის გამოცდილებას, დაარღვევს სიზმრის სცენარის მთლიანობას (კოჰერენტულობას) და დაგვაშორებს თავად სიზმრის სახეებისგან.
როდესაც სიზმარი განიხილება, როგორც ინტეგრაციული და სინთეზური მენტალური პროცესი, ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ უფრო სრულად ნათელვყოთ – სიზმრის მნახველის ასოციაციებისა და სირთულეების გზით – ხატის კერძო მნიშვნელობა, როგორც ეს სიზმრის კონტექსტის შიგნითაა გამოყენებული. ყოველი ხატი როგორც სიტყვა წინადადებაში და ხატების მონაცვლეობა წინადადებებისა და თავების მსგავსია და მოთხრობას წარმოადგენს. სიფხიზლეში სიზმრის ხატის მნიშვნელობის განზოგადება – მაგალითად, კონკრეტული ადამიანის ხატისა – აადვილებს გაგებას. თუმცა, ხატის გაგება სრულად მხოლოდ ისე შეიძლება, როგორც ის სიზმრის კონტექსტშია გამოყენებული, რადგან კონტექსტი აძლევს ფორმას მის მნიშვნელობას.
მაშინ, როდესაც ბევრი სიზმრის ხატის მნიშვნელობა ნათელია სიზმრის მთლიანი დრამის შიგნით, ზოგიერთი ხატი მოითხოვს თავისი მნიშვნელობის განზოგადებას. რატომაა, რომ სიზმრის მნახველი ირჩევს ამა თუ იმ ხატს ან ადამიანს? რა მნიშვნელობას ატარებს მნახველისთვის მისი აღწერის გამოცდილება ან რაიმე მოვლენა სიზმარში? სიზმრის ხატის მსგავსება ან განსხვავება სიფხიზლის ხედვასთან ასევე მნიშვნელობის მატარებელია. მაგალითად, რომელიმე ადამიანის ჩვეულმა აღქმამ სიზმარში შეიძლება ცვლილება განიცადოს. პაციენტის სპონტანური ასოციაციები და სიზმრის ხატებთან უფრო მეტად ფოკუსირებული ასოციაციები უფრო აკონკრეტებს სიზმრის მრავალფეროვან მნიშვნელობებს (Whitmont, 1978; Whitmont & Perera, 1990; Fosshage, 1987b).
გამოკითხვა უფრო ფოკუსირდება სიზმარში ნანახ იმ ადამიანებზე და ხატებზე, რომლებიც ნათელყოფას მოითხოვს. შესაძლებელია ობიექტზე დამოკიდებული თემების, მეს, სხვების და მე-და- სხვების ემოციურად დატვირთული ხატების იდენტიფიცირებაც. ზოგადად დრამას თავიდან ბოლომდე უზარმაზარი კომუნიკაციური ძალა გააჩნია სიზმრის მნახველის სიღრმისეული ბრძოლებსა და ძალისხმევებზე. მას შემდეგ, რაც სიზმრის მნახველის სცენარები იდენტიფიცირებულია, ანალიტიკურ ამოცანა გადაინაცვლებს იმის იდენტიფიცირებაზე (თუ ის ბუდოვანია), თუ სად, როდის, და თუ აღმოცენებულა საერთოდ ეს თემები სიფხიზლეში. მეოთხე პრინციპია ის, რომ მას მერე, რაც სიზმრის გამოცდილება დამუშავდა, საჭიროა მისი დაკავშირება სიფხიზლის ცხოვრებასთან. სიზმრის გამოცდილების დამუშავება და მისი დაკავშირება სიფხიზლესთან ხშირად ერთდროულ პროცესებს წარმოადგენს. ზოგჯერ კი ისინი განცალკევებულად წარიმართება.
სიზმრის და მისი ფუნქციის გაგება ჩვეულებრივ, მისი ფხიზელი კონტექსტის განხილვასაც მოითხოვს. მაგალითად, პოზიტიური სიზმარი, რომელიც ადასტურებს მისი მნახველის ინტელექტუალურ შესაძლებლობებს უნდა ფუნციონირებდეს ფხიზელი გრძნობების შემდგომი განმტკიცებისთვის ან ხელი უნდა შეუწყოს აღდგენის ფუნქციას საკუთარ თავთან ეჭვების შმთხვევაში. სიფხიზლისა და სიზმრის მენტაციების კონგრუენტულობა და არაკონგრუენტულობა (შეთავსებითობა და არაშეთავსებითობა) ხელს უწყობს პაციენტის წუხილების გაგებისათვის დამატებითი ძალების მობილიზებას. არაკონგრუენტულობა სიფხილისა და სიზმრის მდგომარეობებს შორის შეიძლება განსხვავებულ მნიშვნელობებს ატარებდეს. მაგალითად, პაციენტი, რომელიც უფრო მშვიდად და ნდობით გრძნობს თავს ფხიზელ ცხოვრებაში, სიზმარში შეიძლება ისევ შფოთვის მდგომარეობას დაუბრუნდეს ან პირიქით. ან შეიძლება პაციენტმა მოიფიქროს რაიმეს გადაწყვეტის ახალი კუთხე სიზმარში, ისე, რომ ფხიზელ ცხოვრებაში არ უფიქრია და ეს ხელს შეუწყობს განმავითარებელ მცდელობებს. ექიმის ზემოთ მოყვანილ სიზმარში ანალიტიკოსი გამოსახული იყო მის ფხიზელ აღქმასთან საკმაოდ შეუთავსებელ მანერაში, რაც ამ შემთხვევაში აღნიშნავდა განმავითარებელ ცვლილებას და ანალიტიკოსთან იდეალიზებული მე-ობიექტის კავშირის ფორმირებას. სიფხიზლისა და სიზმრის მგომარეობების შესატყვისობის შეფასებამ და ორივე სტატუსის ანალიტიკურ პროცესში ფოკუსირებამ შეიძლება გაზარდოს პიროვნების მენტალური მცდელობების გაგება და ინტეგრაცია.
ზოგიერთი სიზმრის მნიშვნელობა სრულიად ნათელია მისი მნახველისთვის, მაგრამ სიზმარი ხშირად მოითხოვს დამატებით გამოკითხვას მისი გაგებისთვის. ბოლო შემთხვევაში სიზმრის ინტერპრეტაცია, მეხუთე ტექნიკური პრინციპი პაციენტისა და ანალიტიკოსის მიერ განსხვავებულად ფორმირდება. მანიფესტური შინაარსის ტრადიციული თარგმნა ლატენტურ შინაარსად კარს უღებს ინტერპრეტაციებს, რომლებიც უფრო ადვილად გადაიხრებიან სიზმრის მეტაფორული და თემატური შინაარსიდან და ზრდიან ანალიტიკოსის პოტენციურ ზეგავლენას. სიზმრის მნახველის გამოცდილების ემპათიური მოსმენის გაიდლაინები და სიზმრის თემატური და მეტაფორული სტრუქტურის ხედვა, როგორც გამოვლენადისა (რომელსაც თარგმნა არ სჭირდება) არის პაციენტის ზეგავლენის მაქსიმალური გაზრდის მეთოდები სიზმრის ერთად აგებული გაგებისა (ინტერპრეტაციის) და სიზმრის მნახველის მენტაციური მცდელობების პროცესში.
რაც შეეხება სიზმრისა და გადატანის (ტრანსფერის) მიმართებას. დებულებამ, რომ პაციენტის ყველა კომუნიკაცია ტრანსფერს ექვემდებარება აღძრა გაბატონებული იდეა, რომ ყოველი სიზმარი, სადაც ანალიტიკოსთან კომუნიკაციას აქვს ადგილი, ტრანსფერს შეიცავს. მანიფესტურ-ლატენტური შინაარსის განცალკევება სიზმრის სახეების თარგმნის საშუალებას იძლევა, რაც, თავის მხრივ საშუალებას აძლევს ანალიტიკოსს და ფსიქოანალიტიკოს ფსიქოთერაპევტს, გადათარგმნოს სიზმრის მონაცემები, როგორც სახეცვლილი ტრანსფერული ჩანართები. ამ თარგმანმა შეიძლება ამოწიოს (მიიერთოს) ელემენტები, რომლებიც ანალიტიკურ ურთიერთობაში ცოცხალია ან არ არის ცოცხალი. გაგება, შეცბუნება, თანხმობა, ანტიპათია ყველა შესაძლო შედეგია, რომელიც აქედან გამომდინარეობს.
რას გულისხმობს სიზმრის ოგრანიზაციული მოდელი ტრანსფერში? ანალიტიკოსისთვის მოყოლილი ყველა სიზმარი გადატანის მნიშვნელობას ატარებს; ან სიზმრის შინაარსია მისაღები ან სიზმართან კომუნიკაციის პროცესი ატარებს პირველად მნიშვნელობას ანალიტიკური ურთიერთობისათვის (შინაარსისა და პროცესის გასარჩევად, ჩემი აზრით, არსებითია, ტრანსფერის ბუნების გაგება see Fosshage, 1994). ტრადიციული ტენდენცია იმის ვარაუდისა, რომ სიზმრის შინაარსი ტრანსფერისთვის ვარგისია, ადვილად გადაიტანს პაციენტის ყურადღებას სიზმრის გამოცდილებიდან. უფრო მეტიც, როდესაც სიზმარში განმეორებადი კავშირის პატერნი ანალიტიკურ ურთიერთობაში აქტიური არ არის ან აქტიურია სადღაც სხვაგან, მისი ინტერპრეტირება, როგორც მოქმედისა ანალიტიკურ ურთიერთობაში პატერნის გაძლიერებას უფრო იწვევს, ვიდრე მის თანდათან შეჩერებას. შესაბამისად, როგორც მეექვსე ტექნიკური პრინციპი: მე არასოდეს ვვარაუდობ, რომ სიზმრის შინაარსი პირდაპირ უკავშირდება ტრანსფერს, სანამ ანალიტიკოსი არ გამოჩნდება სიზმარში ან სიზმრის მნახველს არ გაუჩნდება პირდაპირი ასოციაცია ანალიტიკოსთან. სხვაგვარად, სიზმრის ანალიტიკოსისთვის მოყოლის პროცესი, სიზმრის შინაარსის მაგივრად ტრანსფერულ მნიშვნელობას ატარებს.
სიზმრის ანალიზის დროს სიზმარში კავშირის პატერნის აღმოცენება პირველად იდენტიფიცირდება და შემდგომ პაციენტი მას თავისი ფხიზელ ცხოვრებას უკავშირებს. თუ ანალიტიკოსი გრძნობს, რომ ეს პატერნი თავს იჩენს აგრეთვე ანალიტიკურ ურთიერთობაშიც, მიუხედავად იმისა, ახსენა ის პაციენტმა თუ არა, ანალიტიკოსმა შეიძლება მარტივად იკითხოს: „საინტერესოა, აქაც თუ გამოცდი იგივეს?“ ამგვარად, გადატანას სიზმრის სახის გადათარგმნისა და პაციენტის გამოცდილების შემცირების გარეშეც შეიძლება მივმართოთ იმ ანალიტიკური ურთიერთობის გარეთ, რომელშიც ეს კონკრეტული დამოკიდებულებითი პატერნი აღმოცენდა.
პირველადი პროცესის ფროიდისეული კონცეპტუალიზაციამ, როგორც სამუდამოდ პრიმიტიულმა და სიზმრის წარმოშობმა, საფუძველი დაუდო დებულებას, რომ სიზმრის ანალიზმა შეიძლება ძალიან აფორიაქებული პაციენტის შემდგომი დეკომპენსირება მოახდინოს, რაც შესაბამისად, თავიდან უნდა იქნას აცილებული, რომ სიზმარზე მუშაობამ შეიძლება ძირი გამოუთხაროს ეგო ფუნციონირებას და დააბრუნოს პაციენტი პრიმიტიულ, პოტენციურად ქაოტურ, პირველადი პროცესის მასალაში. საზღვრის გასავლებად, ბლანქი და ბლანქი (1974) გვთავაზობენ, რომ ანალიტიკოსი არ ეცადოს id-ის იმპულსების გახსნას, არამედ „მაღლა“ უნდა გაუკეთოს ინტერპრეტაცია და ეგოს წუხილებზე გაამახვილოს ყურადღება. ამის საწინააღდეგოდ, როცა ვხედავთ სიზმრის მენტაციას, რომელიც ემსახურება ზოგად მაორგანიზებელი და სინთეზური ფუნციის შესრულებას, როგორც ამას მეშვიდე ტექნიკური პრინციპი გვეუბნება, ნებისმიერი პაციენტის სიზმრები შეიძლება გამოვიყენოთ ანალიზში და ფსიოანალიტიკურ ფსიქოთერაპიაში მიუხედავად დარღვევის რაგვარობისა. კლინიკური მონაცემები მტკიცედ უჭერს მხარს, როგორც ეს წინათაც აღვნიშნე, რომ:
„პაციენტის სიზმრები მიდრეკილია, იყოს მომენტალურად და ქრონიკულად ისევე ქაოტური, ფრაგმენტული, ბუნდოვანი, ან კონფლიქტური, როგორც პაციენტის ფხიზელი მენტაცია. რადგან ორივე სიფხიზლის და სიზმრის მენტაცია ხელს უწყობს მაორგანიზებელ ფუნქციას, ვერცერთი ვერ შეუწყობს ხელს მომენტალურ ორგანიზაციულ ნათელყოფას მეორესთან შედარებით. (ანუ არცერთი არ არის ამ უნარის მატარებელი). და რადგანაც სიზმრის მენტაცია მარტო უმკლავდება სუბიექტურ წუხილებს მოქმედების მოდულირების მოთხოვნის გარეშე, ის ითვლება უპირატესობის მქონედ შინაგან ორგანიზააციულ მცდელობებში. მწვავედ დაავადებული პაციენტის სიზმრებზე სიღრმისეულ მუშაობაზე უარის თქმა ძარცვავს პაციენტს და ამ კრიტიკულად გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ორგანიზაციული პროცესის ანალიზსაც. დიდი დარღვევების პერიოდში სიზმრები ჩვეულებრივ, უფრო ფრაგმენტული და დეზორგანიზებული ხდება (სიფხიზლის მენტაციის მსგავსად) ისევე, როგორც ურთიერთობების მდგომარეობები, რომლებიც მიმართვას, გაგებას და მოგვარებას მოითხოვს და არა მათთავიდან აცილებას“(Fosshage, 1987, p. 307) .
კლინიკური გაიდლაინების შესაჯამებლად, რომლებიც ოგრანიზაციული მოდელიდან გამომდინარეობს, პირველი ამოცანა სიზმართან მიახლოვებისას არის სიზმრის შიგნით მნახველის გამოცდილების ნათელყოფა და მისი გამარტივება. სიზმრის მოვლენები უნდა იქნას მოყოლილი; თუმცა სიზმრის მნახველის გამოცდილება ხშირად ბუნდოვანია ან პაციენტი სიზმარს სიფხიზლის კუთხით მიუდგა. ზოგადი კითხვები – როგორიცაა „რას უკავშირებთ სიზმარს?“ – ღიაა და ხშირად ხელს უწყობს სიზმრისადმი უემოციო, ინტელექტუალიზებულ მიდგომას. პაციენტის სიზმარში ხელახალი შესვლისა და ანალიტიკოსის შესვლის ხელშესაწყობად გამოკითხვამ ასეთი ფორმა შეიძლება მიიღოს: „რას გამოცდიდით, როცა სიზმარში ეს მოხდა?“ „რას გრძნობდით, როდესაც ეს მოხდა?“ ანალიტიკოსის გამოკითხვა, რჩება რა სიზმრის მნახველის გამოცდილებასთან ახლოს, ემოციურად თავიდან უკავშირებს პაციენტს მის გამოცდილებასთან სიზმრის გაგების მიზნით.
გამოკითხვა უფრო ფოკუსირდება სიზმრის იმ პიროვნებებზე, ხატებზე და მოვლენებზე, რომლებსაც ნათელყოფა ესაჭიროება მათი მნიშვნელობის ამოკრეფის მიზნით. შესაძლებელია მოვახდინოთ ობიექტთან კავშირის, თემების, მეს, სხვის, მე-და-სხვის აფექტურად დატვირთული ხატების იდენტიფიცირება. ზოგადად დრამას თავიდან ბოლომდე უზარმაზარი კომუნიკაციური ძალაუფლება გააჩნია სიზმრის მნახველის სიღრმისეული ბრძოლებსა და ძალისხმევებზე. მას შემდეგ, რაც სიზმრის მნახველის სცენარები იდენტიფიცირებულია, ანალიტიკური ამოცანა გადაინაცვლებს იმის იდენტიფიცირებაზე (თუ ის ბუდოვანია), თუ სად, როდის, და თუ აღმოცენებულა საერთოდ ეს თემები სიფხიზლეში. სიზმრის ფუნქცია ხშირად შეიძლება გაგებული იქნას, როგორც გვერდიგვერდ მიმდინარე სიფხიზლისა და სიზმრის მდგომარეობები. როდესაც, სიზმარი მაგალითად, უხვად გამოხატავს წარმატებისა და ეფექტურობის განწყობილებას, ის შეიძლება ან ასახავდეს სიფხიზლის მიმდინარე მდგომარეობას და ემსახურებოდეს მის შემდგომ განმტკიცებას ან შეიძლება ემსახურებოდეს თვით-შეფასების აღდგენას სიფხიზლეში წაგების სამარცხვინო მდგომარეობის საპირისპიროდ.
ეს ფენომენოლოგიურად განმარტებული მიდგომა დამატებით ღირებულებას აძლევს სიზმრის მნახველის გამოცდილებას და ზრდის მის რწმენას სიზმრის მნიშვნელობის შესახებ. სიზმრის ხატები არ არის თარგმნილი, როგორც დაცვითი ჩართვები, არამედ სიზმრის დრამის სტრუქტურის შიგნით ფასდება მათი კომუნიკატორული ღირებულების მიხდვით. უფრო მნიშვნელოვანია, რომ მნახველმა დიწყოს და გააგრძელოს თხრობა თავისი გამოცდილების შესახებ, ვიდრე ის, რაც ტრადიციულად სიზმრის გაგების მიზნით ანალიტიკოსის ინტერპრეტაციის პროდუქტი იყო. ყველაფერი ეს ხელს უწყობს საკუთარ თავთან შეთანხმებულობას.
დასკვნა
ყოველივე ზემოთ თქმული სიზმრის მენტაციისა და მისი გამორჩეული მნიშვნელობის შესახებ ჩვენი ფსიქიკური ცხოვრების განვითარებასა და რეგულირებაში – მნიშვნელობა, რომელიც არაერთი მიართულებით უსწრებს იმას, რასაც ფროიდი ეთანხმებოდა – ჩვენი საკუთარი თავისა და ცხოვრების ხელმისაწვდომი და განმწმენდი ხედვა, ჩვენს სიზმრებში მოიპოვება და მისი სრულად დაფასებას ამგვარი სიზმრის მოსმენა წარმოადგენს. დასკვნის სახით, მე წარმოგიდგენთ სიზმარს, რომელიც სიზმრის მნახველის შინაგანი მდგომარეობის ცვლილებას გამოხატავს.
ქალი, იმ დროისთვის 39 წლის. როდესაც მან სიზმარი ნახა, ძალიან ნათელი და მდიდარი წარმოსახვის მქონე იყო. ის აღიზარდა, როგორც სამაგალითო ბავშვი და თავისი ემოციური ცხოვრების დიდი ნაწილის გაყინვა მოუწია მისი უაღრესად წარმატებული და ინტრუზიული მშობლების მოთხოვნების საპასუხოდ, რომლებსაც ცხოვრების პროგრამა ჰქონდათ მისთვის შმუშავებული. გრძნობების გაყინვა იმ ინციდენტების საპასუხოდაც მოხდა, რომლებიც უკავშირდებოდა მის ძმას და მეზობელს – მათ გოგონაზე სექსუალურად იძალადეს. ქალი მისივე თხოვნით, ინტენსიური პარანოიდული შიშებისა და თვითმკვლელობის სურვილის მდგომარეობაში ერთი თვით საავადმყოფოში მოათავსეს. მას სურდა, თავის ტერორს (შიშებს) უფრო უსაფრთხო გარემოცვაში გამკლავებოდა. სიზმარი წარმოდგენილი იქნა სამ ნაწილად:
I. „სოფელი, დიდი, ქვევით დახრილი ტერიტორიით. დახრა არ არის ციცაბო. ის თანდათანობით და გრაციოზულად იხრება და ძალიან ქალურია. ზამთარია. მე ვუყურებ ზემოდან სოფელს, როგორც სატრენინგო კომპლექტს მოდელებისთვის. სახლები კონებადაა განლაგებული, თოვლში ერთად მოკალათებულან. მე მათ სახურევებს ვხედავ. სახურავები ძველი ტყავის წიგნებივით გამოიყურება, ყველა სახლზე დამჯდარი. სოფელში გადის მატარებლის გზა. ის აერთიანებს სოფელს, ერთ მთლიანად გადააქცევს. ვხედავ მწვანე ფიჭვის ტყეებს, მთავარ ქუჩებს, ცენტრალურ მოედნებს, თოვლში დამალულ სოფლის გზებს. სიმშვიდეა, სიწყნარე, სასიამოვნოა.
მე ვიცი, რომ სოფელი მე ვარ, სოფელზე ლივლივიც მე ვარ. ეს ჩემი თავის ლანდშაფტია“.
II. „შიშის გრძნობა. სავსე ვარ ტერორის გრძნობით, რომელმაც მე საავადმყოფოში მომახვედრა. ის უზარმაზარია, დაუძლეველი. ეს ყველაფერი ჩემს თავსაა, მემას ვგრძნობ ჩემს კანზე და ჩემს შიგნითაც. შიშისგან პარალიზებული ვარ. ეს ძველი, ნაცნობი შიშია. სოფელი გაქრობის მოძრაობის მდგომარეობაშია. ის გაყინული და უძრავია. არაფერი არ იძვრის. მე, რომელიც სოფელშია წყვეტს გრძნობას. მე მაქვს ნაცნობი შეგრძნება შიშისა, რომელსაც სრული უგრძნობელობა მოყვება“.
III. „დრო გავიდა, როგორც რიპ ვან ვინკლის მოთხრობაში. ოცი წლის გრძნობა მიმდინარეობს (თუმცა ვიცი, რომ მეტი გავიდა). სოფელი დარჩა გაქრობის მოძრაობის მდგომარეობაში. მთელი ეს დრო გრძნობების გარეშე ვცხოვრობდი. დნობა იწყება. სოფელი გამოცოცხლებას იწყებს. კოტეჯები იგივე ადგილზეა, მაგრამ ისეთი განცდაა, თითქოს ისინი გადაადგილეს. მატარებლის გზების კავშირი სოფელთან და კოტეჯებთან ისევე გამიყურება, როცა ზემოდან ვუყურებ, მაგრამ მე, რომელიც ლანდშაფტის შიგნითაა, სხვანაირად გრძნობს. დეზორიენტირებული ვარ, მაგრამ არ მეშინია. მადლიერი ვარ რომ გაყინული ძილი დამთავრდა. ყინულის ლოლოები დნება კოტეჯებზე. სინათლე ლანდაფტზე სხვადასხვა დახრილობით ეფინება. სიზმრის ბოლოს მარტო ვარ ლანდფტზე, ზემოდან აღარ დავცქერი მას. უცნობ მიწაზე მივიკვლევ გზას. დათბობამ თოვლის ქვეშიდან მიწის ბებკები გამოაჩინა. ლანდშაფტი ისეთი სუფთა აღარ არის, როგორიც სიზმრის დასაწყისში იყო (როდესაც ის მოდელი იყო, სამაგალითო ბავშვი), მაგრამ მე მასში ჩამჯდარს ვგრძნობ თავს. ის ბევრად უფრო რეალური და სიცოცხლით სავსეა“.
ეს სიზმარი გველაპარაკება. ის გვიყვება მოქმედი ფსიქილოგიური ტრანსფორმაციის შესახებ. რიპ-ვან-ვინკლის ოცწლიანი ძილი დაიწყო, როდესაც სიზმრის მნახველი 19 წლის იყო; მოზრდილობის დასაწყისი, როგორც მან გვითხრა, და როცა ის თავის ყოფილ ქმარს შეხვდა. აღზრდილი, როგორც სამაგალითო ბავშვი, ის ნაზი და მშვიდი იყო, მაგრამ „ზამთარში“ ყოფნისა და საკუთარი გამოცდილებისგან შორს ყოფნის ფასად („ მე ვიცი, რომ სოფელი ვარ და ზემოდან ლივლივიცმე ვარ“). ანალიზის დროს პაციენტმა დაიწყო გრძნობებთან, მოულოდნელ ტერორთან ხელახალი კავშირის დამყარება და მათზე წერტილის დასმა გაყინა. თანდათან მან დაიწყო გაგება და მუშაობა შიშზე, მან დაიწყო დნობა, რათა უფრო სრულად ყოფილიყო თავისი გამოცდილების „შიგნით“ და უფრო ცოცხალი გამხდარიყო. სიზმრის მნახველს შეუძლია პიკანტური სიზმრის წარმოსახვითი გრძნობების, თვითმდგომარეობების და და ტრანსფორმაციის დაჭერა. მას შეუძლია გაითვალისწინოს და განამტკიცოს ეს შინაგანი ცვლილებები.
ლიტერატურა:
Adler, A. (1936). On the interpretation of dreams. International Journal of Individual Psychology, 2:3-16.
Altman, L. (1969). The dream in psychoanalysis. New York: International Universities Press.
Arlow, J. A. & Brenner, C. (1964). Psychoanalytic concepts and the structural theory. Madison, CT: International Universities Press.
Atwood, G. & Stolorow, R. (1984). Structures of Subjectivity. Hillsdale, NJ: The Analytic Press.
Blanck, G. & Blanck, R. (1974). Ego psychology: Theory and practice. New York: Columbia University Press.
Berger, L. (1977). Function of dreams. Journal of Abnormal Psychology, 72:1-28.
Berger, L., Hunter, I. & Lane, R. W. (1971). The effects of stress on dreams. Psychological Issues, Monogr. 27, 7. New York: International Universities Press.
Bucci, W. (1985). Dual coding: A cognitive model in psychoanalytic research.J. Am. Psychoanal. Assoc., 33:571-607.[→]
Bucci, W. (1994). The multiple code theory and the psychoanalytic process: A framework
– 454 –
Bonime, W. (1962). The clinical use of dreams. New York: Basic Books.
Cartwright, R. D., Monroe, L. J. & Palmer, C. (1967). Individual differences in response to REM deprivation. Archives of General Psychiatry, 16:297-303.
Cartwright, R. D., & Retzel, R. (1972). Effects of dream loss on waking behaviors. Archives of General Psychiatry, 27:277-280.
Cartwright, R. D., Tipton, L. W. & Wicklund, J. (1980). Focusing on dreams: A preparation program for psychotherapy. Archives of General Psychiatry, 37:275-277.
Cohen, D. & Cox, C. (1975). Neuroticism in the sleep laboratory: Implications for representational and adaptive properties of dreaming. Journal of Abnormal Psychology, 84:91-108.
Curtis, H. & Sachs, D. (1976). Dialogue on “The changing use of dreams in psychoanalytic practice.” Int. J. Psychoanal., 57:343-354.[→]
De Koninck, J., Proulx, G., King, W. & Poitras, L. (1977). Intensive language learning and REM sleep: Further results. Sleep Research, 7:146.
Ellman, S. (1985). Toward a psychoanalytic theory of drive: REM sleep, a CNS self-stimulation system. Clinical Psychology Review, 5:185-198.
Epstein, S. (1994). Integration of the cognitive and the psychodynamic unconscious. American Psychologist, 8:709-724.
Erdelyi, M. H. (1984). Psychoanalysis: Freud’s cognitive psychology. New York: Freeman.
Erikson, E. (1954). The dream specimen of psychoanalysis. J. Am. Psychoanal. Assoc.: 2:5-56.[→]
Fairbairn, W. R. D. (1944). Endopsychic structure considered in terms of object-relationships. In: Psychoanalytic studies of the personality. Boston: Routledge & Kegan Paul, pp. 82-136.[→]
Firth, S. J., Blouin, J., Natarajan, C. & Bouin, A. (1986). A comparison of the manifest content in dreams of suicidal, depressed and violent patients. Canadian Journal of Psychiatry, 31:48-53.
Fiss, H. (1986). An empirical foundation for a self psychology of dreaming. Journal of Mind and Behavior, 7:161-191.
Fiss, H. (1989). An experimental self psychology of dreaming: Clinical and theoretical applications. In: Dimensions of self experience, progress in self psychology, Vol. 5, ed. A. Goldberg. Hillsdale, NJ: The Analytic Press, pp. 13-24.[→]
Fiss, H. (1990). Experimental strategies for the study of the function of dreaming. In: The mind in sleep: Psychology and psychophysiology, ed. S. Ellman. New York: John Wiley and Sons.
Fiss, H. (1993). The “royal road” to the unconsious revisited: A signal detection model of dream function. In: The functions of dreaming, ed. A. Moffitt, M. Kramer & R. Hoffmann. Albany, NY: State University of New York Press. pp. 381-418.
Fiss, H., Kremer, E. & Litchman, J. (1977). The mnemonic function of dreaming. Presented at meeting of Association for the Psychophysiological Study of Sleep, Houston, TX.
Fiss, H. & Litchman, J. (1976). Dream enhancement: An experimental approach to the adaptive function of deams. Presented at meeting of the Association for the Psycho-physiological Study of Sleep, Cincinnati, OH.
Fosshage, J. (1983). The psychological function of dreams: A revised psychoanalytic perspective. Psychoanalysis and Contemporary Thought, 6:641-669.
Fosshage, J. (1987a). New vistas on dream interpretation. In: Dreams in new perspective: The royal road revisited, ed. M. Glucksman. New York: Human Sciences Press.
Fosshage, J. (1987b). A revised psychoanalytic approach. In: Dream interpretation: A comparative
– 455 –
Fosshage, J. (1988). Dream interpretation revisited. In: Frontiers in self psychology, progress in self psychology, Vol 3, ed. A. Goldberg. Hillsdale, NJ: The Analytic Press, pp. 161-175.[→]
Fosshage, J. (1989). The developmental function of dreaming mentation: Clinical implications. Reply In: Dimensions of self experience, progress in self psychology, Vol. 5, ed. A. Goldberg. Hillsdale, NJ: The Analytic Press, pp. 3-11; 45-50.[→]
Fosshage, J. (1994). Toward reconceptualizing transference: Theoretical and clinical considerations.Int. J. Psychoanal., 75:265-280.[→]
Fosshage, J. (1995). Countertransference as the analyst’s experience of the analysand: The influence of listening perspectives. Psychoanalytic Psychology 12:375-391.[→]
Fosshage, J. & Loew, C., (eds.) (1987). Dream interpretation: A comparative study, revised edition. Costa Mesa, CA: PMA Publications.
French, T. & Fromm, E. (1964). Dream interpretation: A new approach. New York: Basic Books.
Freud, S. (1900). The Interpretation of Dreams. Standard Edition, 4,5.
Freud, S. (1923). Remarks on the theory and practice of dream interpretation. Standard Edition, 19:109-121.
Fromm, E. (1951). The forgotten language. New York: Grove Press.
Greenberg J. & Mitchell, S. (1983). Object relations in psychoanalytic theory. Cambridge, MA: Harvard University Press.
Greenberg, R. (1987). The dream problem and the problem in dreams. In: Dreams in new perspective: The royal road revisited, ed. M. Glucksman & S. Warner. New York: Human Sciences Press, pp. 45-58.
Greenberg, R. & Perlman, C. (1975). REM sleep and the anlytic process: A psycho-physiologic bridge.Psychoanal. Q., 44:392-403.[→]
Greenberg, R. & Perlman, C. (1993). An integrated approach to dream theory: Contributions from sleep research and clinical practice. In: The functions of dreaming, ed. A. Moffitt, M. Kramer & R. Hoffmann. Albany, NY: State University of New York Press, pp. 363-380.
Greenberg, R., Perlman, C., Schwartz, W. R. & Grossman, H. Y. (1983). Memory, emotion and REM adaptiation to stress. Psychosomatic Medicine, 34:257-262.
Greenberg, R., Pillard, R. & Perlman, C. (1972). The effect of dream (stage REM) deprivation on adaptation to stress. Psychosomatic Medicine, 34:257-262.
Grieser, C., Greenberg, R. & Harrison, R. H. (1972). The adaptive function of sleep: The differential effects of sleep and dreaming on recall. Journal of Abnormal Psychology, 80:289-296.
Hartmann, E. (1973). The functions of sleep. New Haven, CT: Yale University Press.
Hartmann, E. (1995). Making connections in a safe place: Is dreaming psychotherapy? Dreaming, 5(4):213-228.
Holt, R. R. (1967). The development of the primary process: A structural view. In: Motives and thought: Psychoanalytic essays in honor of David Rapaport, ed. R. R. Holt. Psychological Issues, Monogr. 18/19. Madison, CT: International Universities Press, 1964, pp. 113-141.
Horowitz, M. J. (1988). Introduction to psychodynamics. New York: Basic Books.
Jones, E. (1953). The life and work of Sigmund Freud. New York: Basic Books.[→]
Jones, R. M. (1970). The new psychology of dreaming. New York: Grune & Stratton.
Jung, C. G. (1916). General aspects of dream psychology. In: The structure and dynamics of the psyche: Collected works, Vol. 8. New York: Pantheon Books, 1960, pp. 237-280.
Kohut, H. (1959). Introspection, empathy and psychoanalysis.J. Am. Psychoanal. Assoc., 7:459-483.[→]
– 456 –
Kohut, H. (1977). Restoration of the self. New York: International Universities Press.
Kramer, M. (1993). The selective mood regulatory function of dreaming: An update and revision. In: The functions of dreaming, ed. A. Moffitt, M. Kramer, & R. Hoffmann. Albany, NY: State University of New York Press.
Kramer, M., Moshiri, A. & Scharf, M. (1982). The organization of mental content in and between the waking and dream state. Sleep Research, 11:106.
Kuiken, D. & Sikora, S. (1993). The impact of dreams on waking thoughts and feelings. In: The functions of dreaming, ed. A. Moffitt, M. Kramer & R. Hoffmann. Albany, NY: State University of New York Press, pp. 419-476.
Lansky, M. (1992) Essential papers on dreams. New York: New York University Press.
Lewin, I. & Gombosh, D. (1972). Increase in REM time as a function of the need for divergent thinking. Report to the First European Congress of Sleep Research, Basel, Switzerland.
Levin, R. (1990). Psychoanalytic theories on the function of dreaming: A review of the empirical dream research. In: Empirical studies of psychoanalytic theories, Vol. 3, ed. J Masling. Hillsdale, NJ: The Analytic Press, pp. 1-54.
Lichtenberg, J., Lachmann, F. & Fosshage, J. (1992). Self and motivational systems: Toward a theory of technique. Hillsdale, NJ: The Analytic Press.
Lichtenberg, J., Lachmann, F. & Fosshage, J. (1996). The clinical exchange: Technique derived from self and motivational systems. Hillsdale, NJ: The Analytic Press.
Lucero, M. A. (1970). Lengthening of REM sleep duration consecutive to learning in the rat. Brain Research, 20:319-322.
Meissner, W. (1968). Dreaming as process.Int. J. Psychoanal., 49:63-79.[→]
Miller, J. P. (1985). How Kohut actually worked. In: Progress in self psychology, Vol. I, ed. A. Goldberg. New York: Guilford Press, pp. 13-30.[→]
Mitchell, S. (1988). Relational concepts of psychoanalysis. Cambridge, MA: Harvard University Press.
Moffitt, A., Hoffman, R., Wells, R., Armitage, R., Pigeau, R. & Shearer, J. (1982). Individual differences among pre- and post-awakening EEG correlates of dream reports following arousals from different stages of sleep. The Psychiatric Journal of the University of Ottawa, 7:111-125.
Noy, P. (1969). A revision of the psychoanalytic theory of the primary process.Int. J. Psychoanal., 50:155-178.[→]
Noy, P. (1979). The psychoanalytic theory of cognitive development. The Psychoanalytic study of the Child, 34:169-216. New Haven, CT: Yale University Press.[→]
Ornstein, P. (1987). On the self-state dreams in the psychoanalytic treatment process. In: The interpretation of dreams in clinical work, ed. A. Rothstein. Madison, CT: International Universities Press, pp. 87-104.
Padel, J. (1978). Object relational approach. In: Dream interpretation: A comparative study, ed. J. Fosshage & C. Loew. New York: Spectrum, pp. 125-148.
Palombo, S. (1978). The adaptive function of dreams. Psychoanalysis and Contemporary Thought, 1:443-476.
Paivio, A. (1986). Mental representations: A dual-coding approach. New York: Oxford University Press.
Paivio, A. (1991). Dual coding theory: Retrospect and current status. Canadian Journal of Psychology, 45, 255-287.
Piaget, J. (1954). The construction of reality in the child. New York: Basic Books.
Piccione, P., Jacobs, G., Kramer, M. & Roth, T. (1977). The relationship between daily activities, emotions and dream content. Sleep Research, 6:133.
– 457 –
Power, M. & Brewin, C.R. (1991). From Freud to cognitive science: A contemporary account of the unconscious. British Journal of Clinical Psychology, 30:1-22.
Reiser, M. (1990). Memory in mind and brain. New York: Basic Books.
Schur, M. (1966). Some additional ‘day residues’ of “the specimen dream of psychanalysis.” In: Essays in bonor of Heinz Hartmann, ed. R. M. Lowenstein, L. M. Newman & X.X. Schurr. New York: International Universities Press.
Stolorow, R. & Atwood, G. (1982). Psychoanalytic phenomenology of the dream. The Annual of Psychoanalysis, 10:205-220. New York: International Universities Press.[→]
Stolorow, R., Branchaft, B. & Atwood, G. (1987). Psychoanalytic treatment: An intersubjective approach. Hillsdale, NJ: The Analytic Press.
Ullman, M. (1969). Dreaming as metaphor in motion. Archives of General Psychiatry, 21:696-703.
Wachtel, P. F. (1980). Transference, schema and assimilation: The relevance of Piaget to the psychoanalytic theory of transference. The Annual of Psychoanalysis, 8:59-76. New York: International Universities Press.[→]
Waldhorn, H. (1967). Indications for psychoanalysis: The place of the dream in clinical psychoanalysis (Monograph II of the Kris Study Group of the New York Psychoanalytic Institute), ed. E. D. Joseph. New York: International Universities Press.
Webb, W. B. & Cartwright, R. D. (1978). Sleep and dreams. Annual Review of Psychology, 29:223-252.
Whitmont, E. (1978). Jungian approach. In: Dream interpretation: A comparative study, ed. J. Fosshage & C. Loew. New York: PMA Publishing, pp. 53-78.
Whitmont, E. & Perera, S. (1990). Dreams: A portal to the source. New York: Routledge.
Winson, J. (1985). Brain and psyche. Garden City, NY: Anchor Press/Doubleday.
Witkin, H. A. (1969). Influencing dream content. In: Dream psychology and the new biology of dreaming, ed. M. Kramer. Springfield, IL: Charles C. Thomas, pp. 285-343.
Zimmerman, W., Stoyva, J. & Metcalf, D. (1970). Distorted visual feedback and augmented REM sleep. Psychophysiology, 7:298.