მიშელ ვინსენტი
2012
დღესდღეობით გადატანას აღარ განიხილავენ ცალკე, უკუგადატანის გათვალისწინების გარეშე. ამასთან დაკავშირებით, ანდრე გრინთან (2002) ერთად განსაკუთრებული ყურადღება მივაქციეთ ანალიტიკურ ჩარჩოს: რა გამოცდილებას იღებენ პაციენტები, რა მნიშვნელობა ენიჭება ამ ჩარჩოში პაციენტს, ასევე ანალიტიკოსს?
ანალიტიკური ჩარჩო შექმნა ზ. ფროიდმა თავისივე კომფორტისათვის. პაციენტს სთავაზობენ ტაზტზე დაწოლას; ანალიტიკოსი მის თავთან ისე ჯდება, რომ პაციენტის მხედველობის არეში არ მოხვდეს . პაციენტთა სიზმრებისა და ისტერიების შესწავლამ ფროიდს აღმოაჩენინა ტრანსფერი, ანუ გადატანა შემდეგ ნევროზებში: ისტერია, ფობია, აკვიატებათა ნევროზი. მან აღმოაჩინა ინფანტილური სექსუალობისა და ბისექსუალობის მნიშვნელობა, ის, რომ სიყვარული და სიძულვული პასუხისმგებელია ადრეულ კონფლიქტებზე (აქ უნდა გავიხსენოთ აკრძალვისა და დედის ზრუნვის როლი პიროვნების სტრუქტურის ჩამოყალიბებაში, ასევე შეგვიძლია გავიხსენოთ ინცესტისა და აკრძალვების როლი), როცა პიროვნების სტრუქტურა განსხვავდება ტრანსფერული ნევროზის სტრუქტურისაგან.
ამ კონფლიქტის გასაგებად შეიძლება გამოვიყენოთ ჰიპოთეზა უარყოფითი ემოციის განდევნის შესახებ. ფროიდმა შემოგვთავაზა ქვეცნობიერის დახმარებით შეგვესწავლა ენის სიმბბოლიზმით განხორციელებული კავშირი ცნობიერისა და არაცნობიერს შორის. ხოლო სიზმრების შესწავლამ საშუალება მოგვცა გადავსულიყავით აღწერიდან თეორიაზე… ცოტა მოგვიანებით, როცა ფროიდმა (1914) განავრცო სიზმრის თეორია ნარციზისმის, როგორც ინსტინქტური ინვესტიციის შემოტანით, მან შემოიღო ცნება ძილის ნარცისიზმის შესახებ; ამის შემდეგ ძილი გაგებული იყო, როგორც ცვლილებები მე-ში; რომ ძილი არის ნარცისული რეგრესია, რომელიც სიფხიზლეში აუსრულებლად დარჩენილი სურვილების საწინააღმდეგოა. შესაბამისად, ამ შემთხვევაში სიზმარი აღარ განიხილება , როგორც სიფხიზლეში დაუკმაყოფილებელი სურვილების დაკმაყოფილების ცდა. სიზმარი “ემსახურება” მძინარის ნარცისიზმს; ნარსცისიზმი ფროიდის მიერ განიხილება მის ლიბიდურ ასპექტში.
მოგვიანებით თანამედროვე ანალიტიკოსები სიზმარს დაუკავშირებენ ნარცისიზმის სხვა ასპექტს – სიკვდილისკენ ლტოლვას (Tanatos) ( გრინი 1982; რეჰარდი 2004; როზენფელდი 1965). ამგვარად, სიზმრები უკავშირდება კონფლიქტებს, რომლებიც გამოწვეულია ინვესტირებული ობიექტისადმი წინააღმდეგობრივი, ამბივალენტური დამოკიდებულებით.
ჩვენ უნდა განვასხვავოთ შფოთის შემცველი სიზმრები, რომელიც შეესაბამება სიზმრების ფუნქციას– მცდელობას, დააკმაყოფილოს ინფანტილური სექსუალური სურვილები, კოშმარებისაგან, რომლებშიც ძილის დამცველობითი ფუნქცია გადავსების საფრთხის წინაშე დგება. კოშმარულ სიზმრებთან დაკავშირებით ანდრე გრინი (2002) ყურადღებას ამახვილებს ჩვეულებრივი ანალიტიკური ჩარჩოს ლიმიტებზე იმ მიზნით, რათა ხელი შეუწყოს ახალ გამოცდილებას.
* * * * * * * * * * * * * * *
მოზარდთა ფსიქოანალიტიკურმა მკურნალობამ საჭირო გახადა იმ კონფლიქტების შედეგების შესწავლა, რომლებსაც სპეციფიკური ხასიათი აქვს; სპეციფიკური იმ გაგებით, რომ ისინი დაკავშირებულია სხეულის ფიზიკურ ცვლილებებთან და სქესობრივი მომწიფების პერიოდთან. ეს სპეციფიკა ორი, ერთმანეთთან დაკავშირებული გარემოების შედეგია . ნათელია, რომ მოზარდობის წლები გარდაქმნის წლებია, რაც გარეგნულადაც ჩანს. ამასთანავე, ეს წლები წარმოადგენენ დამაკავშირებელ ხიდს ბავშვობასა (რომლისგანაც მათ აშორებთ ფროიდის (1905d) მიერ აღწერილი სექსუალური ლატენტურობა) და ზრდასრულობის პერიოდს შორის . ზრდასრულთა მკურნალობისას მოზარდობის წლები ნათლად წარმოჩინდება, როგორც ოიდიპოსის კომპლექსის მეორე ეტაპი, რომელიც ლიბიდური განვითარების ლატენტური პერიოდის საფუძველია. მაგრამ ზრდასრულთა მკურნალობა მოზარდი პერიოდის მხოლოდ შეზღუდულ სურათს გვაძლევს. ეს პერსპექტივა, ფროიდის მიერ გამოყენებული გეოლოგიური მეტაფორას თუ ვიხმართ, ” მოიჭყლიტება” ფენათა განლაგების სტრუქტურის ცვლილების კვალდაკვალ, რასაც შედეგად მოყვება ინფანტილური ორგანიზაციის ნერვოსტიკული ნაკეცების ფორმირების პრივილეგირება.
ფსიქოთერაპევტები, რომლებიც მოზარდებს მკურნალობენ, ფსიქოანალიზის ისტორიის მემკვიდრეები არიან. ასე რომ, მათ სამუშაოს ორმაგი დატვირთვა აქვს. შფოთვას, რომელიც საკმაოდ ფართო სპექტრის ასაკის მოზარდებს აიძულებს მიიღონ ანალიტიკური ფსიქოთერაპია, უკავშირებენ აქტუალურ შფოთვას, ხოლო დაცვით მექანიზმებს, რომლებიც ობიექტებთან ურთიერთქმედებას უპირისპირდება, პირად ისტორიას. ამასთანავე, არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ პუბერტატის ასაკის გარდაქმნები განვითარების ისტორიაში რევოლუციას ახდენს (Vincent M., 1964). ფროიდმა (1905d) აღწერა ამ ტრანსფორმაციის მთელი მნიშვნელობა, რომელსაც ვერ დავიყვანთ მხოლოდ ლიბიდური ? განვითარების ინფანტილურ ისტორიამდე. ფროიდი (1906a) ამ საკითხზე ნათლად საუბრობდა და ხაზს უსვამდა, რომ ბავშვობისა და ზრდასრულობის ნევროტიკულ სიმპტომებს შორის ადგილი აქვს მოზრდილის ფანტაზიებს, რომლებიც ზრდასრული ადამიანის ცხოვრებას მის ბავშურ განცდებთან აკავშირებს. მოზარდების მკურნალობამ საჭირო გახადა ამ რევოლუციური შედეგებისთვის ყურადღების მიქცევა, რომელიც მ. ლაუფერმა (1981) აღწერა განსაკუთრებულად რთული მოზარდებთან, და, რომელსაც, განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში, უწოდა განვითარების წყვეტა (breakdown), რაც ძირითადი ორიენტირი ხდება მკურნალობის პროცესში. ეს ორი ცნება ურთიერთგამომრიცხავი არ არის, მაგრამ გვაიძულებს გადავხედოთ მოზრდილობის ასაკის კრიზისის ცნებას.
საფრანგეთში პუბერტატის დროს წარმოქმნილი ტრანსფორმაციების მნიშვნელობა, პირველ რიგში, განიხილებოდა ნარციციზმის თვალსაზრისით, რომელიც დაკავშირებული იყო სიცოცხლის დასაწყისიდანვე ობიექტური ლიბიდოს განვითარებასთან, როგორც ბელა გრუნბერჟე (1977) და ანდრე გრინი (1982) აღნიშნავდნენ. მაგალითად, ელვინ კესტემბერგი (1962) ამტკიცებს, რომ ამ ასაკში ხდება ობიექტური ლიბიდოს და ნარცისული ლიბიდოს შერწყმა, რაც ხელს უწყობს მასიური გადატანის ჩამოყალიბებას. მშობლების იდეალიზაციის გადახედვის პარალელურად ხდება თვითშეფასების შემცირება და ასევე შიშის და სირცხვილის განცდა , რაც დაკავშირებულია მასტურბაციასთან. ამავე დროს, მოზარდმა იცის, რომ მისი გენეტალური ინსტრუმენტი არის აპარატი, რომელიც განსაზღვრავს სხვებთან ურთიერთობას. სერჟ ლებოვისი (1976) ხაზს უსვამდა კონფლიქტს ნარცისიზმსა და ნერვოტიზაციის მარცხს შორის და აჩვენებდა, რომ მოზარდი ისევ და ისევ იმეორებს შეცდომებს, რათა დაბრუნდეს ბავშურ სიტუაციაში, როცა მას სჯიდნენ მის ირგვლივ მყოფი ადამიანები. პრობლემის ამ ასპექტში გაგებას შეუძლია აღადგინოს მოზარდის თავმოყვარეობა, რაც ამ ასაკში ფსიქოთერაპიის მთავარი მიზანია. ხშირ შემთხვევაში ამისათვის საკმარისია მოკლევადიანი ფსიქოთერაპია. სტანდარტული მკურნალობა პიერ მალის (1964) მიხედვით იშვიათად გამოიყენება–მხოლოდ მძიმე ნერვოზის დროს. გადატანის ანალიზმა უნდა გაითვალისწინოს სუპერ-ეგოს პროექცია ანალიტიკოსზე და გამოიყენოს პოზიტიური თერაპიული დამოკიდებულება, რათა საკმაოდ ადრე მოახდინოს იმის ინტერპრეტირება ,რაზეც წერენ რენე დიატკინი და ჟანინ სიმონი (1966). სერგ ლებოვისი (1965) იძლევა მსგავს რეკომენდაციებს, ურჩევს რა თერაპევტს კეთილი ინებოს და თავის თავზე გადაიტანოს ეგო-იდეალი და ნაადრევად არ მოახდინოს სექსუალური სურვილების ოიდიპური ბუნების ინტერპრეტაცია.
მოსე ლაუფერი (1981) მოზარდი ასაკის პათოლოგიას აკავშირებს ფიზიკური მომწიფების პროცესში სხეულის ინტეგრაციის წყვეტასთან (breakdown) პუბერტატის ტრანფორმაციების შემდეგ. ეს წყვეტა შეიძლება მოხდეს როგორც პუბერტატის პერიოდში, ასევე უფრო გვიან, მოზარდობის პერიოდში. ის განსაკუთრებით მძიმეა მოზარდობის დასაწყის პერიოდში, რამდენადაც ყოველთვის დაკავშირებულია ინცესტურ ოიდიპურ სურვილთან. აშლილობანი, რომლებიც წარმოიქმნება უფრო გვიანი წყვეტით , შეიძლება გარდამავალი იყოს და განვითარების გაგრძელების ნიშნებთან ერთად თანაარსებობდეს. თერაპიის პროცესში განვითარებული გადატანა არა მარტო იმეორებს ხოლმე პიროვნების ბავშვური ისტორიის კონფლიქტს, არამედ, ამასთანავე, შეიცავს კონფლიქტის გაუაზრებელ, პათოლოგიურ გადაწყვეტილებას, რომელიც პუბერტატის ტრანსფორმაციის დროს ეწინააღმდეგება ოიდიპური პრობლემატიკის დაბრუნებას. მოზარდების მკურნალობა მიმართულია გადატანის ანალიზზე, როგორც ისტორიული, ასევე დინამიური თვალსაზრისით . მოზარდი თავის სექსუალურ პათოლოგიას ანალიტიკოსს უკავშირებს. ანალიტიკოსს მიეწერება მოზარდის მოქმედება და ფანტაზია, თვითონ მოზარდს თავი წარმოდგენილი ყავს არარაობად სოციალურ და სექსუალურ ჭრილში. ამის საწინააღმდეგოდ, დინამიკა, რომელიც სათავეს იღებს პუბერტატის ტრანფორმაციაში, მიმართულია სექსუალური სხეულის განადგურებისკენ და პრეოიდიპურ დედასთან ურთიერთობის დაბრუნებისკენ თავისივე სქესის ოიდიპურ მშობელთან იდენტიფიკაციის განადგურებით. მკურნალობის მიზნად ითვლება წყვეტის მნიშვნელობის რეკონსტრუქცია, რომელიც წარმოიქმნება ან პუბერტატის პერიოდში, ან მოგვიანებით, მოზარდობის ასაკში. ამასთანავე მიზანია ამ წყვეტის ინტეგრაცია პიროვნების ისტორიასთან.
კლინიკური შემთხვევა
მარი იყო თექვსმეტი წლის მოზარდი, როდესაც სკოლის ექიმის რჩევით ჩემთან მოვიდა კონსულტაციისათვის. ის ბრწყინვალე მოსწავლე იყო, მაგრამ ბოლო დროს სწავლას ძალიან მოუკლო. სკოლის პრობლემები დაემთხვა ოჯახურ პრობლემებს. მისი ბავშვობის დასასრულს მარის მშობლები გაიყარნენ . მარი და მისი სამი წლით უმცროსი ძმა დედასთან ცხოვრობდნენ. მოლაპარაკების თანახმად, ბავშვები ორ კვირაში ერთხელ შაბათ-კვირას და სკოლის არდადეგების ნახევარს მამასთან ატარებდნენ, რომელიც იმავე უბანში ცხოვრობდა. ეს გაცილება ბავშვებმა კარგად გადაიტანეს, სანამ დამატებითი ცვლილებები არ მოხდა: რამდენიმე თვის წინ მათმა დედამ მამაკაცი გაიცნო და მასთან ერთად ცხოვრება გადაწყვიტა. თან მარის უმცროსი ძმა წაიყვანა და გოგონა სახლში მარტო დატოვა. მარის ისეთი განცდა ჰქონდა, თითქოს მიწა ფეხებიდან ეცლებოდა. მას აღარ შეეძლო სწავლა და მისი სასკოლო შედეგები კატასტროფული გახდა. როდესაც მამამ ეს შენიშნა, იმდენად მკაცრი რეაგირება მოახდინა, რომ გოგონამ მის ნახვაზე უარი განაცხადა.
წინ წამოწეულმა ოჯახურმა პრობლემებმა ჩრდილში მოაქცია სხვა ისტორია. მარიმ გადაწყვიტა დაესრულებინა საკმაოდ თავისებური სასიყვარულო ურთიერთობები. ეს ბიჭი იყო მარის საუკეთესო მეგობრის შეყვარებული, ისინი ერთად დადიოდნენ, სანამ მარის მეგობარმა გოგონამ არ გადაწყვიტა, რომ სხვა უყვარდა. მარიმ დაინახა, რომ ბიჭი ძალიან მოწყენილი და საყვარელი იყო და გადაწყვიტა მისთვის ტკივილი შეემსუბუქებინა, მაგრამ ბიჭი მას თვითმკვლელობით დაემუქრა, თუ ის არ დათახმდებოდა მასთან სახლში მისვლაზე. გოგონამ ეს შანტაჟი აუტანლად მიიჩნია. მარიმ უარყო ეს ურთიერთობები და მტკივნეულ, დათრგუნულ მდგომარეობას დაუბრუნდა,თავის თავში ჩაიკეტა. ჯამში, მისი ოჯახური და პირადი მდგომარეობა არამდგრადი იყო. ნათლად ჩანდა, რომ პაციენტს ბევრი ჰქონდა ნაფიქრი ამ მტკივნეულ საკითხებზე და ღრმა დეპრესულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, საიდანაც კი ამოყვინთა, მაგრამ ბოლომდე ვერ პოულობდა გამოსავალს. რადგან გაზაფხულის ბოლო იყო, ზაფხულის არდადეგებთან დაკავშირებით დიდი ხნით მოგვიწევდა მკურნალობის შეწყვეტა;ამის გამო მე იძულებულიგავხდი მისთვის შემეთავაზებინა მხოლოდ რამოდენიმე ინტერვიუ და დისტანციური ინტერვიუები არდადგების დასრულებამდე.
ზაფხულის არდადეგების შემდეგ მარი ამბობდა, რომ თავს უკეთ გრძნობდა. ძლიერი შფოთვა მთლიანად მიაწერა თავის ახლად შეძენილი მეგობრებისა და ოჯახის წევრების წუხილს მისი მდგომარეობის შესახებ. მისი შფოთვის პროექციულმა ხასიათმა, რომელსაც მხოლოდ მის გარემოცვაზე სარკისებურად არეკლილს ხედავდა, ასევე საკუთრი თავის დიკრედიტაციამ ჩემთან ყოფნისას, მაიძულა მისთვის შემეთავაზებინა კვირაში სამჯერ შეხვედრა. ფსიქოანალიტიკური მკურნალობის ფრანგულ პროტოკოლში პაციენტი ტახტზე უნდა იწვეს და შეხვედრა უნდა გრძლდებოდეს მინიმუმ ორმოცდახუთი წუთი.
მარი ტახტზე ისე მოთავსდა, როგორც მე შევთავაზე. მე ავუხსენი ჩვენი მუშაობის წესები, შევთავაზე, რომ მოეყოლა ყველაფერი ისე, როგორც იყო სინამდვილეში, ზუსტად იმ სიტყვებით, რაც სპონტანურად მოუვიდოდა თავში. მარიმ აღნიშნა, რომ მწოლიარე პოზიციაში არის ძირითადად მაშინ, როდესაც კითხულობს. იგი ჩუმად იყო. მისმა სიჩუმემ დამაეჭვა რამდენად მიზანსეწოლილი იყო ამ ახალგაზრდა გოგონასათვის ტახტზე დაწოლის შეთავაზება, რასგან წინასწარმა ინტერვიუებმა დამანახა, თუ როგორ ცდილობდა ჩემს ცდუნებას რათა ჩემს პირდაპირ ( სავარძელში–მთარგ.)დაეკავებინა ადგილი. იყო კი ყველაფერი ისეთი უცოდველი, როგორც ეს დასაწყისში ჩანდა?– ეს ჩვენი საუბრების მსვლელობისას გაირკვევა. მარი ამბობდა, რომ მას არაფერი მოსდიოდა თავში, მაგრამ აღმოაჩინა რომ <<იგი>> ყველა მიმართულებით მიემართება და საბოლოოდ არაფრისკენ მიდის… როგორც არსად მიმავალი (გზააბნეული) ჯარი. ის ალბათ უნდა მოყვეს, რომ ის და მისი ძმა ფიქრობენ, რომ დედის ურთიერთობები მის ახალ მეგობარ მამაკაცთან ძალიან მოქმედებს მათ ცხოვრებაზე. აქედან გამომდინარე შაბათ-კვირა მთლიანად არაორგანიზებულია. ადრე მარი ორ კვირაში ერთხელ მიდიოდა მამასთან შაბათ-კვირას, მაგრამ მერე უარი განაცხადა ფოსტალიონის როლზე, რომ მამის კრიტიკა გადაეცა დედისათვის. ასე რომ, ჩემთან მისი სიჩუმე ემსახურებოდა დედის და მამის ნათელი ხატების შენარჩუნებას. შემდეგ თავისი ახალი ოჯახური სიტუაციის აღწერა სცადა . მისი მონათხრობი არეული და გაუგებარი იყო. შემდეგ შეხვედრაზე მე გადავწყვიტე დეტალურად გამერჩია ბოლო სეანსები: გოგონას ძალიან გაგრძელმა სიჩუმემ მიბიძგა გამეხსენებინა წინა კვირის ჩუმად გატარებული სეანსები და ასევე მისი კომენტარი, რომელიც მოკლე სასკოლო არდადეგებიდან დაბრუნების შემდეგ გააკეთა: << მაინც არაფერი გამოვა>>. მაშინ მე მას ვთხოვე, აეხსნა, თუ როგორ ატარებდა შაბათ-კვირას. შედეგად მომდევნო სეანსზე მას შეძლო თავისი აზრის ნათლად გამოხატვა. ბოლო საღამოს, რომელიც მარიმ მამასთან ერთად გაატარა, მამამ ძალიან ბევრი ცუდი თქვა დედაზე. არა მხოლოდ მშობლები, არამედ ოჯახის ყველა წევრი ახლა ერთმანეთის წინააღმდეგ გამართულ ომშია ჩართული. მაგრამ რაც არ უნდა მტკივნეული იყოს მისთვის მოსამართლის და მოწმის როლში ყოფნა, ყველაზე საშინელი მაინც დასვენების დღეებია; დასვენების დღეები, რომელსაც მარტოობაში, საწოლში ატარებს უნაყოფო ფიქრებთან ერთად. პირველი კვირების განმავლობაში მე აქტიურად ვცდილობდი დამედგინა და გამეცნო მისთვის ჩვენი სეანსების ჩარჩოები: გარე გარემოების მიუხედავად (ტელეფონის ზარი, რომელსაც არ ვპასუხობდი) ან შიდა გარემოების გამო ( როდესაც ის ფიქრობდა მიეტოვებინა თერაპია და ჩემი დრო ტყუილუბრალოდ არ გაეფლანგა). ამ სეანსებს ყველაზე კარგად ახასიათებს დ.ვ. ვინიკოტის (1960) მიერ აღწერილი ჰოლდინგი. ქვეცნობიერში კავშირების დადგენის პროცესი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება ტახტზე მწოლიარე პაციენტთან ვიზუალური კონტაქტის გაწყვეტისას. ამასთანავე, ეს პროცესი რთულად შეიძლება იყოს მობილიზებული მის მიერ, მასში და განსაკუთრებით ჩემზე მისი გადატანის საპასუხოდ. რეალობის ტესტირება ზოგჯერ დროებით ირღვეოდა. კარგად გატარებული დასვენების შემდეგ იგი გრძნობდა, რომ არ შეეძლო გაერჩია. თუ რა იყო სიმართლე და რა არა და აქტიურად იყენებდა ამასთან დაკავშირებულ ჩემს შესაძლებლობებს. ზუსტად ასეთ კონტექსტში ჩამოყალიბდა მარის სურათი– რომელშიც მარი კარს უკან რჩებოდა იმისთვის, რომ ოთახში წყვილი შემოეშვა… ეს იყო ის სივრცე, სადაც მისი ადგილი კითხვის ნიშნის ქვეშ იყო. ბოლოს და ბოლოს მისმა სიჩუმემ გადამაწყვეტინა ამეწერა მისთვის შემდეგი სურათი, რომელსაც არა ერთხელ დავკვირვებივარ: <<მას უნდა ჩემთან ურთიერთობა, რასაც ამტკიცებს მისი პუნქტუალურობა, მაგრამ ის თავის თავს კარს უკან ტოვებს და უფლებას აძლევს შემოვიდეს მას, ვინც მხოლოდ მოთავსდება აქ ჩემთან ერთად>>. მარის უკვირს, ეს თემა რომ წამოვწიე იმ დროს, როდესაც მას აწუხებს სკოლაში სწავლასთან დაკავშირებული პრობლემები, თუმცა ის არ თვლის მათ იმდენად საინტერესოდ რომ ჩემთან ერთად გაარჩიოს. ამ საცდელი პერიოდის ბოლოს თავისი სიჩუმის გამო გოგონას გადაწყვეტილი ქონდა მკურნალობის შეწყვეტა. მაგრამ მისი ხმის ტონი უცებ შეიცვალა, სიცილი დაიწყო და მითხრა, რომ მისმა მეგობარმა გოგონამ მგონი ამოისუნთქა, როდესაც ცოტა ხნის წინ გაიგო, რომ მარიმ მკურნალობა დაიწყო. წინა კვირების სიჩუმის მიზეზი იყო ქაოტური ნაკადი მის თავში, მაგრამ ბოლო რამდენიმე სეანსის განმავლობაში, საცდელი პერიოდის დასრულების მოახლოებასთან ერთად, მას უფრო და უფრო ეშინოდა, რომ მე შევწყვეტდი მკურნალობას. მიმდინარე ქაოსის გარდა, მისი შფოთვების ანალიზმა გამოავლინა უაღრესად ამბივალენტური რეპრეზენტაციები თვითოეულ მშობელთან დამოკიდებულებაში. მე მას ვუთხარი, რომ ის ჩემს წინაშე წარსდგება <<დედიკოსა>> და <<მამიკოს>> შორის შუაში გაყოფილი. მშობლების ასეთი ბავშვურად მოხსენიებამ მას აფიქრებინა, რომ უნდა გააკეთოს აჩევანი: <<დედიკო>> თუ <<მამიკო>>. მშობლების გაყრა მარის ლატენტური პერიოდის დასასრულს გახდა მის მიერ ობიექტის არჩევის ბლოკირების მიზეზი, რომელიც დარჩა იმ მდგომარეობაში, როდესაც მარი იყო ორწლინახევრის და მისი ძმა გაჩნდა.
გაზაფხულის არდადეგებზე მარი პარიზში მარტო დარჩა. დაბრუნებულმა დედამ, შეიძლება ითქვას, ეჭვიანობანარევი ხუმრობით უთხრა შვილს, რომ მას გაუმართლა, რადგან შეეძლო ეკეთებინა ის, რაც სურდა, როცა თავად არდადეგები მარის ძმასთან და მეგობარ მამაკაცთან ერთად გაატარა. იგი ისევე უმკლავდება დედასთან მეტოქეობას პროექციის მეშვეობით, როგორც იმ შფოთვას, რომ ჩემი და მისი ურთიერთობა შეწყდება: ყველაფერი კარგად იქნებოდა, დედა მას რომ არ ეპყრობოდეს, როგორც თავის მეტოქეს. ნელ-ნელა ჩვენ აღმოვჩნდით მშობლებთან მისი ურთიერთობის ისტორიის საუკეთესო რეპრეზენტაციის ფორმირების მოწმეები, რასაც თან ახლდა რეალურ ცხოვრებაში მათთან დაახლოება. ზუსტად აქ, ჩემთან ერთად ამოყვინთა ინფანტილურმა გრძნობამ, რომ მას არ შეუძლია ყავდეს შვილი, რომელსაც მისცემდა ყველაფერს რაც მას აკლია; თავის ფანტაზიებში მას უნდოდა ამ ბავშვის ადგილას ყოფნა.
ამ წლის ბოლოს მან გამოტოვა რამდენიმე სეანსი. მარის უნდოდა მიმხვდარიყო, შეძლებდა თუ არა ფსიქოანალიზის გარეშე ცხოვრებას. საკუთარი სიჩუმე მასში იწვევდა უძლურების გრძნობას, ეშინოდა, რომ ვერასდროს შეძლებდა მკურნალობის დასრულებას. ეს გრძნობა, რომელიც სეანსების მსვლელობაში აქტუალიზირდა, გადატანისას ( ტრანსფერში) წარმოადგენს ოიდიპურ ინფანტილურ სურვილს, და ეს სურვილი იწვევს ორმაგ ცენზურას (მომდინარეობს ეგო-იდეალისა და სუპერ-ეგოსგან), რაც ისევ გააქტიურდა პუბერტატის ტრანსფორმაციების შედეგად. თავისი სიჩუმით მარი ცდილობდა ჩემში გაეღვიძებინა ოიდიპური ეჭვიანობა და სადისტური რეაქციები მის ადრეულ შფოთვებზე საპასუხოდ. ასეთ შემთხვევაში, მისი სიჩუმით განადგურებულს და მის გამანადგურებელ მიდრეკილებებთან გარიგებით, მე შემეძლო დავთახმებულიყავი მკურნალობის დასრულებაზე. მე მას შევთავაზე მომავალ წელს გაგვეგრძელებინა მუშაობა იმავე პარამეტრებით, რაზეც ის დამთანხმდა. ამ წლის განმავლობაში მისი სიჩუმე ისევ და ისევ იწვევდა ჩემში სხვადასხვა შთაბეჭდილებას და წარმოდგენებს, რამაც საშუალება მომცა შემემუშავებინა განმარტებითი ფორმულირები .
გოგონა სკოლაში წარმატებული გახდა. ის ისევ მალავდა თავის მკურნალობი ამბავს, განსაკუთრებით ახალი მეგობრებისგან. ძალიან განიცდიდა, რომ რაიმე წამოცდენას არ გაეცა იგი და არ გაემჟღავნებინა ჩემთვის მისი სექსუალური ცხოვრების ახალი ეტაპი. ერთხელ მარი მომიყვა მისი ერთ–ერთი წამოცდენის შესახებ– თუ როგორ მოუყვა თავის მეგობარს, რომ დედას და მის მეგობარ მამაკაცს რესტორანში წასვლა შესთავაზა და ორივენი სახელებით მოიხსენია, ხოლო დედის მეგობარის სახელი შეცვალა მამის სახელით. მათ იცინეს ამ ამბავზე და მარიმ ამ წამოცდენის გაპარვაში ფსიქოანალიზი დაადანაშაულა. ამ ამბის მოყოლისას მან კიდევ ერთი შეცდომა დაუშვა–თავისი ახალი მეგობრის სახელი დედის მეგობრის სახელით შეცვალა. გოგონა განსაკუთრებით შეწუხებული იყო იმის გამო, რომ ვერ მოახერხა ყველაფერი ისე გაეკონტროლებინა, როგორც თავად სურდა. ყოველი შეტევა ჩემს წინააღმდეგ მასში აღძრავდა გრძნობას, რომ მე უკვე აღარ მინდოდა მის მიღება. აგრესიასთან ეს ქვეცნობიერი იდენტიფიკაცია იწვევდა იმას, რომ ის რამდენჯერმე შეგნებულად არ მოვიდა სეანსზე. ამ მოქმედებების (acting) განხილვისას მოზარდ გოგონას გაუჩნდა ქვეცნობიერი დანაშაულის შეგრძნება დედის მიმართ, რომლისაც მას ბავშვობიდან შურდა, განსაკუთრებით დის ( მესამე ბავშვი) დაბადების შემდეგ. ამ მოვლენამ ის ძალიან დაახლოვა მამასთან, რომელსაც ამავე დროს კიცხავდა დედის მიმართ იმ უსამართლო დამოკიდებულების გამო, რამაც ისინი, საბოლოოდ, გაყრამდე მიიყვანა. ახლა ის იყო ისეთივე ტირანი ჩემს მიმართ, როგორიც მამამისი დედის მიმართ, ამას ემატებოდა დედის მიმართ შურით გამოწვეული მტრული განწყობა.
სასწავლო წელი სრულდებოდა; მარის პრეტენზია, რომ არ სურდა ტახტზე წოლა, გამართლებული იყო იმით, რომ მე ვერ მიყურებდა. ჩემს მიმართ სადო–მაზოხისტული დამოკიდებულების განვითარებამ აჩვენა, რომ სურდა ჩემს სახეზე დაენახა მისი ტირანული დამოკიდებულებით გამოწვეული განცდა. შემდეგი წლის განმავლობაში ჩვენ შევძელით ლატერალური გადატანის საშუალებით გაგვეანალიზებინა მისი ჰომოსექსუალური ურთიერთობა საშუალო ასაკის ქალთან, რომელიც შეეწინააღმდეგა მის გადაწყვეტილებას ეცხოვრა თავის მეგობარ ბიჭთან ერთად. მარიმ თავისი გაიტანა და ამით ძლიერ გახარებული იყო. ეს მკურნალობა შედგება ორი პერიოდისაგან: პირველი ორი წელი, როდესაც ის ჩუმად იწვა ტახტზე და მესამე წელი, რომელიც გავატარეთ ერთმანეთის პირისპირ, რომლის დროსაც გოგონა ცდილობდა აენაზღაურებინა დანაკლისი, ამიტომ ამბობდა ყველაფერს, რაზეც ადრე ლაპარაკი არ შეეძლო.
მე ყურადღებით ვეკიდები ფროიდის ფიქრთა დინების მომიმოხვევას, კერძოდ, მის ნაშრომში ,,სევდა და მელანქოლია“ და ჩემა ზრდასრულმა და მოზარდმა პაციენტებმა მიბიძგეს, რომ გამჩენოდა ის კითხვები, რაც ასე კარგად მესმოდა მათი მოსმენისას (მაგალითად სევდა ტრაურის დროს) და ასევე იმაზე, თუ რისთვის უნდა ვიყო მზად, მაგრამ უსხლტებათ ჩემ პაციენტებს (როგორც მელაქოლიის ობიექტის ქვეცნობიერი დაკარგვა).
თექვსმეტი წლის ასაკში მარი იყო მოზარდი და მის სასკოლო წარუმატებლობა და დეპრესია ასახავს მისი ლიბიდოს გადასვლის კრიზისს ინფანტილურიდან გენეტალურ ორგანიზაციაზე. მკურნალობისას, რომელიც მიმდინარეობს ამ ტრანსფორმაციის პერიოდში, აუცილებლად გასათვალისწინებელია მომწიფების პროცესის დინამიკა, ასევე პათოლოგიური ფიქსაციის ნიშნები განვითარების პროცესში. ობიექტური ურთიერთობების ტრანსფორმაციის (ვინსენ.მ., 1982) და იდენტიფიკაციის პროცესების (ვინსენ.მ., 1986) შესწავლისას მოზარდობის ასაკში, მე მივედი აუცილებლობამდე დამეზუსტებინა სიყმაწვილის მოდელი, რომელიც ხსნის მოზარდის კრიზისს და რომელიც აღენიშნება სხვადასხვა ასაკის პაციენტებს, რომელთა კლინიკური მდგომარეობა ვარირებს ფროიდის მიერ აღწერილ ნერვოტულ დარღვევებიდან ნარცისულ ფსიქო–ნერვოზამდე. ანუ ნარცისულ დომინატის ტონალობის პათოლოგიები: პათოლოგიური დეპრესიები და ფსიქოზური მანიფესტაციები.
მოზარდობის პერიოდის სამი პოზიცია
პუბერტატის ქაოსი
პუბერტატის ტრანსფორმაცია ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ პროცესებს ეხება. ჩვენ სწორედ ეს უკანასკნელი გვაინტერესებს. შეისწავლის რა სექსუალური ცხოვრების ტრანსფორმაციებს ინფანტილურიდან მოზრდილ ფორმებამდე, ფროიდი მიუთითებს, რომ სექსუალური ლტოლვა, რომელიც მანამდე ძირითადად აუტოეროტიული იყო, თავისთვის სექსუალურ ობიექტს აღმოაჩენს. ამავე დროს სექსუალურობა პოულობს თავისთვის ახალ მიზანს, რომელიც შედგება გენიტალური შემოქმედების პროდუქტების გადაცემაში. სექსუალური აქტის განხორციელებისათვის აუცილებელი ენერგია სათავეს იღებს ინსტიქტების განვითარებიდან. აღგზნება, რომელიც დაკმაყოფილების მოლოდინს შეესაბამება, რუდიმენტულ დონეზე წარმოადგენს ინფანტილური სექსუალური სიამოვნების დაკმაყოფილებას. თანდათანობით სექსუალური ლტოლვა რეპროდუქციული ფუნქციის სამსახურში გადადის და მოზარდობის პერიოდის დამთავრების შემდეგ მოზრდილ ასაკში გადასვლა დაგვირგვინდება სურვილით, აჩუქოს სიცოცხლე ახალ ბავშვს; ეს სურვილი განსხვავდება ინფანტილურ ოიდიპურ ორგანიზაციასთან მჭიდროდ დაკავშირებულ მსგავსი სურვილებისაგან, ისევე, როგორც ნარცისული ბუნების მქონე მსგავს სურვილთან.
ლატენტური პერიოდის ბოლოს, რომელიც ბავშვობას ყრმობისგან გამოყოფს, გახლეჩვის შემცირება ხელს უწყობს ინსტიქტების ამოფრქვევას/გამოთავისუფლებას. ლიბიდოს განვითარების ინფანტილური სტრატიფიკაციის ქაოტური <<დაშლის>> შედეგად იქმნება განგაში. ტერმინს <<დაშლა>> მე აქ ვიყენებ შანდორ ფერენცის (1924) მიერ აღწერილი ეროტიზმების შეერთების საწინააღმდეგოდ, როდესაც მას უნდოდა აეხსნა ამფიმიქსის ცნება. ამფიტიქსი, ანუ ეროტიზმის წინარეგენეტალურ ფორმათა გაერთიანება, რომელიც ლიბიდოს განვითარებას უწყობს ხელს. ჩვენ ამას განვიხილავთ დეტალურად ცენტრალური ნარცისული პოზიციის აღწერისას მოზარდობის პერიოდში.
პუბერტატის პერიოდში სექსუალური აქტივობა ჯერ კიდევ წარმოდგენილია აუტოეროტიულად და სხვადასხვა ეროტიული ზონების ცვალებადობის დომინირებით. ამ აქტივობის გაძლიერება ნიშნავს ფსიქიური პუბერტატის არსებობას. ეროგენული ზონების გამოყენება იწყება ნორჩი მოზარდის დაძაბულობის გადალახვის რეგულაციისათვის, გამომდინარე როგორც შინაგანი, ასევე გარეგანი სამყაროსგან. ასეთია სხვადასხვა ინსტიქტების განვითარების შემადგენლები: ლიბიდო და აგრესია, რომლებიც ყოველთვის სხვადასხვანაირად აქტიურდებიან. ეს რეაქტივიზაცია იწვევს თავისთავად ოიდიპური ინფანტილური ორგანიზაციის <<დაშლას>>. პუბერტატში ფანტაზმების დამუშავებას განსაკუთრებით სერიოზული მნიშვნელობა აქვს. ეს ხაზგასმულია 1920 წელს ფროიდის (1905d) მიერ სექსუალურობის თეორიის სამი ნარკვევის განმეორებით გამოცემის დამატებაში: <<ეს ფანტაზმები პუბერტატის პერიოდში თამაშობენ დიდ როლს სხვადასხვა სისტემების გენეზისში და წარმოადგენენ მოსამზადებელ ეტაპს, ფორმას, რომელშიც განდევნილი ლიბიდოს სხვადასხვა შემადგენლები პოულობენ თავის დაკმაყოფილებას. ისინი აგრეთვე წარმოადგენენ ღამეული ფანტაზმების პროტოტიპს, რომლებიც აღიქმება სიზმრების ფორმით. პუბერტატის სექსუალურ ფანტაზმებს შორის არის ის, რაც დამახასიათებელია ყველა ადამიანისათვის, როგორიც არ უნდა იყოს მისი პიროვნული გამოცდილება. ამასთან კავშირში მინდა ვახსენო ხედვა, სადაც ბავშვი თავისთავს წარმოიდგენს, რომ ესწრება მშობლების აქტს, რომ საყვარელი ადამიანი აცდუნებს ადრეულ ბავშვობაში, რომ მას ემუქრება კასტრაცია, რომ მას შეუძლია ყველა ცდუნებას დაემალოს დედის საშოში ან, ბოლოს და ბოლოს, ის რასაც ეწოდება ოჯახური რომანი–როცა მოზარდი ქმნის ლეგენდას, რომელიც ეფუძვნება სხვაობას ოცნებებში წარმოდგენილ მშობლებსა და რეალურ მდგომარეობას შორის … სამართლიანი იქნებოდა გვეთქვა, რომ ოიდიპოსის კომპლექსი წარმოადგენს ყველა ნევროზების მუხტს… სწორედ ოიდიპოსის კომპლექსში ინფანტილური სექსუალურობა, რომელიც შემდგომში მოახდენს გადამწყვეტ ზემოქმედებას მოზრდილ სექსუალურობაზე, მიიღწევა თავისი კულმინაციით>>.
მარის მკურნალობის დასაწყისიდან რეგრესიამ, რომელსაც ანალიტიკური ჩარჩო უწყობს ხელს, გამოავლინა ორი დეზორიენტირებული “არმია”, დაკავშირებული 1.პირველადი სცენის წარმოდგენასთან, რომლის ჩრდილი გადაეფარა ყოველდღიური ცხოვრების მიმდინარე შეგრძნებების წარმოდგენას და 2) თერაპევტთან განვითარებულ დამოკიდებულებასთან, რაც საშუალებას იძლევა თანდათანობით შეზღუდოს იმ განგაშის ზემოქმედება, რომელიც გამომდინარეობს მისი ოიდიპური ობიექტებისკენ მიმართული სურვილებისაგან.
მოზარდობის ასაკის ცენტრალური ნარცისული პოზიცია
პუბერტატის ქაოსით დარღვეული ნორჩი მოზარდის მთლიანობა ხელახლა იწყებს აღდგენას. პუბერტატის შემდეგ ეროტიზმის პრეგენეტალური სახეობები თავს იყრის გენეტალიების ზონაში, რომელზედაც გადაიტანება ფალიკური პოზიცია, რომელიც ბავშვობის პერიოდის დასასრულის ოიდიპური ორგანიზაციის თანადროულია. ბავშვობის წლები ოიდიპულ ორგანიზაციისათვის წარმოადგენს განვითარების პირველ ეტაპს, ხოლო ყრმობის წლები– მეორეს. შ. ფერენცისზე (1924) უკეთ ალბათ არავის აღუწერია პუბერტატის პროცესები. ეს აღწერა მას ჩააგონა უნგრულ ენაზე თარგმნილმა “სამმა ნარკვევმა”, რომლის პუბლიკაცია მოხდა ორიგინალის გამოცემიდან ათი წლის შემდეგ. უნდა აღინიშნოს, რომ ამ წიგნის სრული სახელწოდება გერმანულიდან თარგმანში ასეთია – “გენეტალობის თეორიის ნარკვევი”, ხოლო უნგრულ ენაზე მისი ხმიანობა უფრო მრავლისმთქმელი და ასოციაციურია: ” კატასტროფები სექსუალური ცხოვრების ევოლუციაში.” ფერენციმ წინადადება წამოაყენა, რომ ეროტიზმის წინარეგენეტალური ფორმების გაერთიანების პროცესს „ამფიმიქსი“ ეწოდოს. ამ პროცესის მიზანია ლტოლვათა განვითარების დასრულება იმ მიზნებთან და ობიექტებთან მიმართებაში, რომლებიც სიამოვნების დაკმაყოფილებისათვისაა შესაფერისი. ის წერს: <<…ნარცისიზმის გამოყოფა აუტოეროტიზმისაგან გარეგნულადაც ადვილად შეიმჩნევა ეროტიზმების ამფიქსური ქვემოთ გადაადგილების შედეგად. თუ ჩვენ სერიოზულად მივიღებთ გენიტალური ფუნქციის პანგენეზის[1] იდეას, ჩვენ უნდა განვიხილოთ მამაკაცის სასქესო ორგანო როგორც მთელი ეგოს შემცირებული ორეული, ეროტიკული ეგოს განსახიერება და ამ გაორმაგებულ ეგო–ში ჩვენ ვხედავთ საკუთრი თავისადმი ნარცისული სიყვარულის საფუძვლებს>>.
ამ სახით ფერენცი ახდენს ნარცისულ ორგანიზაციის გადახედვას და დამატებას, რომელიც ფროიდის მიერ ზოგადად იქნა აღწერილი, როგორც გამომდინარე წინაამბივალენტური უობიექტო აუტოეროტიული სტადიიდან.
ინსტიქტური აქტივობა ამ პერიოდში იცვლება მშობლებთან ახალი დამოკიდებულების წყალობითაც. მოზარდი არ შეიძლება არ განიცდიდეს იმედგაცრუებას მშობლების მიმართ, რომელთა რეალური სახე უკვე არ იდეალიზდება იმ ხარისხით, როგორც ოიდიპური ფაზის ფალოსურ პერიოდში. ამ იმედგაცრუების ჩვეულებრივ შედეგს წარმოადგენს მოზარდის მიერ ლიბიდოს მობრუნება , რომელიც აქამდე დაკავშირებული იყო მშობლების იმაგოსთან, მისი ინვესტირება თავის ეგოში. ეს მეორე ნარცისული მოძრაობა ამფიქსიური ეროტიზმების შეერთებასთან ერთად ხელს უწყობს მოზარდობის ასაკის ცენტრალური ნარცისული პოზიციების ფორმირებას. ლიბიდოს მოცილება ძლიერდება ინცესტური სიახლოვის გაძლიერების საშიშროების გამოც.
მარის ბოლო ორი წლის მკურნალობამ გვიჩვენა, თუ რამდენად მძლავრადაა დაკავშირებული მისი დეპრესია ინტენსიურ სადისტურ ტენდებციებთან, რომელიც პუბერტატის პერიოდში გამოცოცხლდა. დედაზე გადატანის გახლეჩა გახდა ჰომოსექსუალური ეპიზოდის მიზეზი . სასიყვარულო ურთიერთობები ასაკით მასზე უფროს ქალთან, რომელიც გოგონას ძალზე უფრთხილდებოდა, გაგრძელდა იმ დრომდე, რაც მარიმ მოახერხა იმის შეცნობა, რომ სასიყვარულო გრძნობები ამ ქალისადმი, ისევე, როგორც როგორც მისი ტირანული დამოკიდებულებები ჩემს მიმართ, ეხებოდა ერთსა და იმავე ადამიანს – დედამისს. მარი ცდილობდა ხან დაახლოვებოდა ამ ქალს, ხან კი დაშორებოდა, როცა ეჭვობდა, რომ დედა მისი სასიყვარულო ცხოვრების წინააღმდეგი იყო.
ობიექტის მეორედ აღმოჩენა
რენე დიატკინი (1972) აღწერდა, რომ ობიექტის არჩევა მზადდება ბავშვობის დასაწყისიდან სასიამოვნო ან უსიამოვნო გამოცდილების საფუძველზე; მაგრამ ყოველთვის – აღნიშნავდა დიატკინი– თავის თავში შემცველი ობიექტისა– ნაწილობრივ ობიექტის (მკერდი) ან მთლიანი ობიექტის (დედა), რომელთა არარსებობა ხდება განგაშის წყარო, ხოლო არსებობა იწვევს ბავშვის მიერ სექსუალური ობიექტის არჩევას. მე მინდა ყურადღება მივაქციო ფროიდის მიერ 1905 წელს რედაქტირებულ სექსუალური თეორიის სამი ნარკვევის დამატებას, რომლის პუბლიკაციაც მოხდა ერთი წლის შემდეგ. ნაშრომში <<შეხედულებები სექსუალობის როლზე ნერვოზების ეტიმოლოგიაში>> ფროიდი (1906a) აღნიშნავს, რომ ისტერიული სიმპტომი არ შეიძლება განვიხილოთ როგორც მოგონებებიდან განდევნილი ბავშური სექსუალური გამოცდილების უშუალო წარმონაქმნი, რამდენადაც მოზრდილი ადამიანისა და ბავშვის მოგონებების სიმპტომებს შორის შეიძლება არსებობდეს ფანტაზმები ან მოგონებები პაციენტის მიერ პუბერტატის პერიოდში გადამუშავებული ბავშვობის მოგონებების საფუძველზე.
ნარცისიზმის ცნების შემოღება ნათელს ხდის ყრმობის მნიშვნელობას იმ გზაზე, რომელსაც მიყავს სექსუალურ ობიექტთან. ზ. ფროიდი (1914c) აღწერს ობიექტის არჩევის ოთხ გზას ნარცისიზმის ტიპებთან დაკავშირებით. პირველი სამი სახეობის შესახებ ხშირად ამბობენ: 1) სიყვარულია რასაც წარმოვადგენთ ჩვენ თვითონ 2) სიყვარულია ის რაც ვიყავით ადრე 3) სიყვარულია რაც ჩვენ გვინდა რომ ვიყოთ. მეოთხე ვარიანტს ხშირად ივიწყებენ, მაგრამ მგონი ის თამაშობს განსაკუთრებულ როლს მოზარდობის პერიოდის ბოლოს. ამ ტიპის ნარცისიზმის თანახმად ეს არის სიყვარული იმისა, რაც ადრე იყო „მე-ს“ ნაწილი, როგორც აღწერს მოზარდ გოგონებს ფროიდი. პუბერტატამდე ისინი გრძნობდნენ თავს მასკულინებად, მათ მომწიფებას თან ახლავს მენსტრუაცია და მეორადი სასქესო ნიშნების წარმოქმნა, რაც აჩქარებს მასკულინის განვითარებას. შემდგომ გოგონები ეძებენ მამაკაცის იდეალს, რომელსაც ისინი წარსულში თვითონ განასახიერებდნენ. ობიექტური დამოკიდებულების მსგავსი ცვლილებები შეიძლება შევნიშნოთ ყმაწვილებში. ეს გადატანა ობიექტური დამოკიდებულებისა შეესაბამება მერყეობას ეგოს ინტეგრაციისა და რეინტეგრაციას შორის, ეროტიზმის შერწყმასა და გაყრას შორის, ასევე ინსტინქტების აღრევასა და დაყოფას შორის. მოზარდობის პერიოდის ტრანსფორმაციებს მიეკუთნება პოსტამბივალენტური ობიექტური სიყვარულის გარდამავალი ორგანიზაციის როლი. ეს მეორადი ინსტროექციები, რომელიც წარმოიქმნება ოიდიპოსის კომპლექსის ჩაქრობისას, იწვევს წარმოსახვით ბავშვზე ფანტაზმების მეორად გენიტალურ გადამუშავებას .
მარი იყო ოცი წლის, როდესაც ჩვენ ერთად გადავწყვიტეთ დაგვემთავრებინა მისი მკურნალობა. მან სწავლა დაიწყო თავისი ინტერესების შესაბამისად, რამაც ხელი შეუწყო მისი ნიჭის განვითარებას, თუმცა ამას ხელი შეუშალა მისი მშობლების ისტორიამ, რომელიც არ შემოიფარგლა მათი გაყრით მარის ბავშვობის დასასრულს. გოგონა განთავისუფლდა იმ შეზღუდვებისგან, რომლებიც იწვევდნენ სასიყვარულო ისტორიების მისეული გამოცდილების განმეორებას. ამ პაციენტის გადატანის გაგების სირთულე წარმოადგენს ტრანფორმაციების შედეგს, რომლისთვისაც მზად უნდა იყო მთელი მოზარდობის პერიოდში და სირთულეებისა, რაც განპირობებულია ინფანტილური ოიდიპური ორგანიზაციით, პუბერტატის პრობლემატიკით გადმოყირავებულს, სპეციფიკურს მოზარდობის პერიოდისათვის. პირველი ორი წლის მკურნალობის დუმილის სეანსები ინტენსიურად იწვევდა ჩემ კონტრგადატანას: ზოგჯერ მტრობა, ზოგჯერ დანაშაულის განცდა დამოკიდებულებისათვის, რომელშიც იყო მოზარდობის პერიოდის მოდელისათვის ხიბლი, რომელიც ხდებოდა ამ პერიოდში სულ უფრო მეტად ნათელი. შესაძლებელი გახდა ამ მკურნალობის დროზე ადრე შეწყვეტის თავიდან აცილება. ტრანსფერული ისტორიის განვითარება გახდა ერთადერთი შესაძლებელი გზა, რითიც შეძლო ამ პაციენტმა მოზრდილი ქალის ცხოვრების ორგანიზება.
მოზარდი ასაკის კრიზისი
მოზარდი ასაკის კრიზისის განსაზღვრა წარმოადგენს მნიშვნელოვან პრობლემას კლინიკური სურათების მრავალსახეობისა და, ასევე, მოზარდების ფართო ასაკობრივი ჩარჩოს გამო. მკაცრად ფსიქოანალიტიკური აზროვნების განვითარება საფრანგეთში აქცენტს აკეთებს ფროიდის მეტაფსიქოლოგიის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე, ხოლო ინსტიქტური განვითარების თეორიის ჩარჩოებში – ნარცისიზმის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე.
აუცილებელია ხაზი გავუსვათ, რომ ფროიდს არ დაჭირვებია მისულიყო კრიზისის ცნების განსაზღვრამდე. პუბერტატში ტრანსფორმაციებისადმი მიძღვნილი ნაშრომის ტექსტში, 1905 წელს, მან ყურდღება გაამახვილა უფრო ფართო პრობლემატიკაზე, ვიდრე ამას ნაშრომის სათაური იძლეოდა. ის წერდა: <<კაცის სექსუალური მიზანი შედგება გენეტალური პროდუქტების გამოყოფაში. ახალი მიზანი ჰგავს სიამოვნების მიღების ძველ მიზანს და იმით ჰგავს, რომ მაქსიმალური სიამოვნება დაკავშირებულია სექსუალური პროცესის საბოლოო აქტთან. სექსუალური ლტოვა უკვე ჩამდგარია რეპროდუქციული ფუნქციის სამსახურში, ის ხდება, ასე ვთქვათ, ალტრუისტული>>. პირველი ფრაზა აშკარად მიუთითებს პუბერტატის ტრანსფორმაციაზე, რაც სექსუალური თეორიის სამი ნარკვევის თემა გახდა. მეორე ფრაზა შეესაბამება გენეტალიების პრიმატის ახალ აღმოჩენას და ობიექტის პოსტამბივალენტურ სიყვარულს. ვეყრდნობით რა ნარცისიზმის თეორიას, ჩვენ შეგვიძლია აღვწეროთ ამ ორ ფაზას შორის არსებული ნეიტრალური ნარცისული პოზიცია, აგრეთვე ცენტრალური დეპრესიული პოზიცია მოზრდობის ასაკში. კრიზისის გაგებას, რომელსაც ჩვენ ყველა ვიყენებთ, ხშირად აქვს მეტაფორული აზრი. კრიზისის მეტაფორული მნიშვნელობა შეიძლება უკეთ გავიგოთ, თუ მას განვიხილავთ შესაბამის ეკონომიურ ჩარჩოებში.
კრიზისის ეკონომიკური გაგება, გამოყენებული მხოლობით რიცხვში, გვაგზავნის სქემისკენ, სადაც კრიზისი მნიშვნელობას იძენს მხოლოდ ეკონომიკური ციკლის განხილვისას, სადაც კრიზისი ასრულებს აღმავალ ფაზას და წინ უსწრებს დეპრესიის ფაზას, ამთავრებს რა განახლების ციკლს. ამ პერსპექტივაში ზეწოლა კეთდება ეკონომიკურ მიდგომაზე. სიტყვა “კრიზისი” მრავლობით რიცხვში ასევე გამოიყენება ეკონომიკის სფეროში მომხდარის თანმიმდევრობით აღწერაში, ამ პერსპექტივაში აქცენტი კეთდება ისტორიულ მიდგომაზე.
როდესაც ჩვენ დღეს ყურადღებას ვაქცევთ მოზარდობის ასაკის კრიზისებს, ამით ვპასუხობთ კლინიკურ მოთხოვნილებებს. სამი პოზიციის აღწერა: პუბერტატის ქაოსი, ცენტრალური ნარცისული პოზიცია და ობიექტის განმეორებითი აღმოჩენა – საშუალებას გვაძლევს მოვახდინოთ იმ მოზარდების სირთულეების უფრო ზუსტი შეფასება, რომლებიც ჩვენთან კონსულტაციაზე მოდიან და ფსიქოანალიტიკურ მკურნალობას იწყებენ.
ეს კრიზისები შეიმჩნევა ამ სამი პოზიციის შეერთების წერტილში: ლატენტური პერიოდისა და პუბერტატის ქაოსს შორის, ქაოსსა და ცენტრალური ნარცისულ პოზიციას შორის, რომელიც ნიშნავს ბავშვობის უარყოფას, რეაქტივირებულს მოზარდობის ასაკის დასაწყისში. ამ სამი ზემოთ ჩამოთვლილი ეტაპებისათვის დამახასიათებელი ტრანსფორმაციები ხელს უწყობს ზრდასრულ ასაკში გადასვლას. თითოეული ამ შენაერთებიდან წარმოადგენს ძალიან მტკივნეულ ადგილს, რომელიც საშუალებას იძლევა მომავალში გამოვლენილ იქნას წინა ტრანსფორმაციების მნიშვნელოვანი შედეგები. კრიზისის ყველა სახეობა შეიძლება განვიხილოთ როგორც კრიზისის ვარიანტები, გამოწვეული პუბერტატის ტრანსფორმაციით და პუბერტატის ქაოსის პოზიციას შეუძლია ნათელი გახადოს, რომ ეს კრიზისი ვალდებული გამოწვეულია ინფანტილური ოიდიპოსის ორგანიზაციითა და მისი ადრეული ფესვებით. ამასთანავე, მოზარდობის ასაკში ტრანსფორმაციის ამა თუ იმ მომენტში შესაძლებელია მოხდეს წყვეტა ჩემს მიერ მითითებული შეერთების ადგილებში; ამ დროს ლიბიდოს ტრანსფორმაციის ორგანიზაციის პროცესი აღბეჭდავს თავის სპეციფიკურ ნიშნებს კლინიკურ სურათზე და მის საფუძველში ჩადებულ ფსიქოპატიაზე. მოზარდობის ასაკის თითოეულ პერიოდს აქვს თავისი კლინიკური სურათი და ხასიათდება ეკონომიკის თავისებური ტიპით. ამგვარად, კრიზისების ეკონიმიკური, დინამიური და ტიპიური ასპექტების განხილვა გვეხმარება მათ უკეთ გაგებაში.
დასასრულისთვის მინდა ხაზი გავუსვა: პაციენტთან ანალიტიკური მუშაობისათვის, რა ასაკისაც არ უნდა იყვნენ ისინი, დამჭირდა საკუთარი თავისათვის ჩამეტარებინა ანალიზი, რათა განმესაზღვრა არაცნობიერის და ბავშური სექსუალობის ნამდვილი მნიშვნელობა სხვებთანდა მათ შორის ჩემს პაციენტებთან დამოკიდებულებაში. მხოლოდ საკუთარი თავის ანალიზი გაძლევს საშუალებას აღმოჩინო ანალიტიკური ჩარჩოების მნიშვნელობა. შემდეგ გაჩნდა ინტერესი, რომ წარმედგინა ჩემი ნაშრომები სხვებისთვის, სუპერვიზორისათვის, რომლის გამოცდილებაც მისცა ჩემს ნამუშევარს მეტი დატვირთვა, გამეფართოვებინა მოსმენის უნარი და ერთნაირი ყურადღებით ვყოფილიყავი ყველაფრის მიმართ, რაც ითქმება და, ასევე, სიჩუმის მიმართ, რომელიც თავის წილ რეფლექსიას ითხოვს.
მოზარდთან მუშაობამ მაიძულა შემესწავლა ის რაც ჯერ იყო ბავშვობის ისტორია და მისი ტრანსფორმაცია ადამიანის სექსუალურობის განვითარებაში გენეტალური ფაზის დროს. ასე რომ, „მე-მ“ უნდა გადალახოს შიშები, რომლებიც გამომდინარეობენ მისი ინსტიქტებისა და სუპერ-ეგოს //იდეალური მე–ს მოთხოვნების კონფილქტებისგან. ასე რომ. მოზარდობის სამი პოზიციის აღწერა ეხება იმას რომ უფრო ნაყოფიერი გახდე იმ ძალების არსის გაგების მეშვეობით, რომლებიც გვამოძრავებენ პაციენტს და ჩვენ.
[1] პანგენეზისი–ჩ. დარვინის მიერ წამოყენებული ჰიპოთეზა ნიშნების მემკვიდრეობის შესახებ, რომლის თანახმად ორგანიზმის ყველა ქსოვილში არის სუბმიკროსკოპული გრანულები–გემულები, რომლებიც მემკვიდრეობით ნიშნებს ატარებენ სხეულის უკრედებიდან სქესობრივ უჯრდებში და ამით უზრულველყოფენ მიზანმიმართული (და არა შემთხვევითი) ცვლილებების შესაძლებლობას ცოცხალი ორგანიზმების ევოლუციის პროცესში. ” გენიტალური ცენტრის არსებობა დარვინის გაგებით პანგენეზისის მნიშვნელობისაა , ანუ ორგანიზმის თითოეულ ნაწილს შეაქვს თავის წვლილი სქესობრივ ფუნქციაში, ხოლო გენიტალიები უზრუნველყოფენ სიამოვნების პროდუქტების გამოყოფას ყველა ორგანოდან”( ფერენცი 111. “ცდა გენიტალიების თეორიის საფუძველზე”1924)– მთარგ, შენ.