რენე რუსიონის შესახებ

რენე რუსიონის შესახებ

რენე რუსიონი საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური  ასოციაციის ტრენინგ ანალიტიკოსი,  პარიზის ფსიქოანალიტიკური საზოგადოების ტიტულარული წევრი, ლუმიერი  ლიონი 2-ის  უნივერისტეტის კლინიკური ფსიქოლოგიის დეპარტამენტის დირექტორი და  ლიონის ფსიქოანალიზის ჯგუფის პრეზიდენტია.

რენე რუსიონის  ნაშრომებმა განსაკუთრებული   წვლილი შეიტანა თანამედროვე ფსიქოანალიტიკური აზრის განვითარებაში, განსაკუთრებით, ნარცისული პათოლოგიების შესწავლის კუთხით. ნარცისული პრობლემატიკის მისეული ხედვა  გვაძლევს   დამატებით მოდელს ფროიდის  თეორიისათვის. რუსიონის მიხედვით,  ნარცისიზმი წარმოადგენს დაცვით ორგანიზაციას იმ პირველადი ტრავმატიზაციის აფექტების წინააღმდეგ, რომლებიც გახლეჩას იწვენენ. იგი ნარცისიზმს განიხილავს დეფიციტურობის კუთხით. რუსიონის მიხედვით, პათოლოგიური ნარცისიზმი უკავშირდება „აგონიას”- რეპრეზენტაციების აგების უნარის მარცხს,  რაც გამოიხატება დიფერენციაციის არარსებობით, მესა და არა მეს აღრევით.

რენე რუსიონს მიღებული აქვს ჯილდოები:

1992 –  მორის ბუვეს პრიზი ნაშრომისათვის „ფსიქოანალიზის მოსაზღვრე სიტუაციები”;

2016 –  სიგურნის პრემია   ფსიქოანალიზში შეტანილი წვლილისათვის;

რენე რუსიონმა სხვადასხვა პერიოდში გამოაქვეყნა ნაშრომები:

„პარადოქსები და მოსაზღვრე სიტუაციები ფსიქოანალიზში“ (1991);

„ფსიქოანალიზის ლოგიკა და არქეოლოგია“  (1995);

„აგონია, გახლეჩა და სიმბოლიზაცია“ (1995);

„გარდამავალი, სექსუალური და  რეფლექსიური“ (2002);

„ობიექტის დაბადება“ (2010);

„პრიმიტიული აგონია და სიმბოლიზაცია“ (2011);

„კლინიკური პრაქტიკის სახელმძღვანელო ფსიქოლოგიასა და ფსიქოპათოლოგიაში“ (2012) .

აუდიოლექციები ფრანგულ ენაზე:

 

 

რენე რუსიონის შესახებ