ფსიქოლოგიური დახმარება მოსახლეობას Covid 19-ის პანდემიის პერიოდში

საქართველოს ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის საზოგადოება სრულად აცნობიერებს თავის წილ სოციალურ  პასუხისმგებლობას – გამოცდილი ფსიქოთერაპევტებისაგან შემდგარი ჩვენი გუნდი  მზადაა ნებისმიერ მსურველს უფასო ინდივიდუალური ფსიქოთერაპიული დახმარება გაუწიოს.

თუ ფიქრობთ, რომ მიმდინარე კრიზისით გამოწვეულ შფოთვასთან გასამკლავებლად ფსიქოთერაპევტთან გასაუბრება გჭირდებათ ონლაინ კონსულტაციის დასაჯავშნად კალენდარში მონიშნეთ თქვენთვის სასურველი დრო, შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა, შეიყვანეთ თქვენი სკაიპ ID და ჩვენი გუნდის წევრი თავად დაგიკავშირდებათ. 

გაითვალისწინეთ:

  • Covid 19-ის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, კვალიფიციური სამედიცინო დახმარების მისაღებად უნდა მიმართოთ გადაუდებელი დახმარების სამსახურს – 112.
  • დაავადების სიმპტომებთან, მის მიმდინარეობასა და სტატისტიკასთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში ეწვიეთ საქართველოს მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდს
  • stopcov.ge

 

ფსიქოთერაპევტის კონსულტაცია გრძელდება 40 წუთის განმავლობაში. სულ შესაძლებელია სამი ონლაინ შეხვედრის დაჯავშნა

 

სხვადასხვა კითხვაზე პასუხის მისაღებად მიმართეთ ჩვენი ორგანიზაციის ფსიქოლოგებს. 

ინსტრუცია:

კალენდარში მონიშნეთ სასურველი თარიღი, მარჯვნივ გახსნილ გრაფაში მონიშნეთ სასურველი დრო და დააწექით ღილაკს “Confirm”.

ველში “Name” შეიყვანეთ თქვენი სახელი, ხოლო ველში “Email” შეიყვანეთ თქვენი ელეტრონული ფოსტა, სრულყოფილად შეავსეთ კითხვარი და დააწექით ღილაკს “Schedule Event”.

დამატებით კითხვებით შეგიძლიათ მოგვმართოთ ელექტოფოსტის მისამართებზე: medeaconference@gmail.com ;  gppocovid19therapistbooking@gmail.com


ფსიქოთერაპევტის კონსულტაცია


კითხვა ფსიქოლოგს


დაუსვი კითხვა ფსიქოლოგს


დამატებით კითხვებით შეგიძლიათ მოგვმართოთ ელექტოფოსტის მისამართებზე: medeaconference@gmail.com; gppocovid19therapistbooking@gmail.com

ფსიქოლოგიური დახმარება მოსახლეობას Covid 19-ის პანდემიის პერიოდში