უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის მიხედვით, რომელიც ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მასობრივი საჯარო ღონისძიებების გაუქმებას ითვალისწინების, სემინარი გადაიდო განუსაზღვრელი ვადით
რენე რუსიონი საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური ასოციაციის ტრენინგ ანალიტიკოსი, პარიზის ფსიქოანალიტიკური საზოგადოების ტიტულარული წევრია. მისმა ნაშრომებმა დიდი წვლილი შეიტანა თანამედროვე ფსიქოანალიტიკური აზრის განვითარებაში, განსაკუთრებით, ნარცისული პათოლოგიების შესწავლის კუთხით.
რუსიონის მოხსენების თემა:ნარცისული პათოლოგიის მელანქოლიური ბირთვი, დაკავშირებული პირველადი ნარცისიზმის მარცხთან.
სემინარი ტარდება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის მხარდაჭერით
რენე რუსიონი
რენე რუსიონი საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური ასოციაციის ტრენინგ ანალიტიკოსი, პარიზის ფსიქოანალიტიკური საზოგადოების ტიტულარული წევრი, ლუმიერი ლიონი 2-ის უნივერისტეტის კლინიკური ფსიქოლოგიის დეპარტამენტის დირექტორი და ლიონის ფსიქოანალიზის ჯგუფის პრეზიდენტია. მისმა ნაშრომებმა განსაკუთრებული დიდი შეიტანა თანამედროვე ფსიქოანალიტიკური აზრის განვითარებაში, განსაკუთრებით, ნარცისული პათოლოგიების შესწავლის კუთხით.
რუსიონის მოხსენების თემა:
ნარცისული პათოლოგიის მელანქოლიური ბირთვი, დაკავშირებული პირველადი ნარცისიზმის მარცხთან.
თეზისები:
- მელანქოლიის ძირეული პრობლემა არის პირველადი ობიექტის მიმართ ნარცისული იმედგაცრუება. ამგვარი იმედგაცრუება სუბიექტში აყალიბებს აბურდულ ბირთვს, და მაშინ მელანქოლია დაკავშირებულია არა ობიექტის დაკარგვასთან, არამედ სუბიექტის, საკუთარი თავის დაკარგვასთან.
- როცა ფროიდი წერს, რომ ობიექტის ჩრდილი ეცემა მეს, მას მხედველობაში აქვს ის, რომ მე ასიმილირებას უკეთებს ყველაფერს, რაც მას ეხემა. მოცემულ შემთხვევაში, მე ვეღარ არჩევს, თუ რა არის მასში საკუთარი , და რა არის ჩრდილისგან
სემინარის გეგმა:
მისამართი:
ილია ჭავჭავაძის გამზირი 1, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პირველი კორპუსი, აუდიტორია № .107
შაბათი, 2 მაისი
9:00 – 9:50 | რეგისტრაცია |
9:50 – 10:00 | სემინარის გახსნა, მისალმება |
10:00 – 11:30 | I ლექცია – ნარცისული პათოლოგიის მელანქოლიური ბირთვი, დაკავშირებული პირველადი ნარცისიზმის მარცხთან. სიმბოლიზაციის მარცხი და მოსაზღვრე მდგომარეობების წარმომავლობა |
11:30 – 12:00 | ყავის შესვენება |
12:00 – 13:00 | დისკუსია ლექციის ირგვლივ |
13:00 – 14:00 | ლანჩი |
14:00 – 15:30 | კლინიკური სემინარი |
15:30 – 16:00 | ყავის შესვენება |
16:00 – 17:30 | კლინიკური სემინარი |
საქართველოს ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის საზოგადოება სემინარის მონაწილეებზე გასცემს მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატებს რენე რუსიონის ხელმოწერით.
გაითვალისწინეთ:
- სემინარის ენა ფრანგულია, პარალელური თარგმანით ქართულ ენაზე.
- მონაწილეებს დაურიგდებათ ქართულად ნათარგმნი სალექციო მასალები .
სემინარზე დასწრების მსურველებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა და მონაწილეობის საფასური უნდა გადარიცხონ საქართველოს ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის საზოგადოების ანგარიშზე.
5 აპრილამდე:
სემინარზე დასწრების საფასურია 70 ლარი, სტუდენტებზე ვრცელდება სპეციალური ფასდაკლება და სემინარზე დასწრების ღირებულება განისაზღვრება 50 ლარით.
5 აპრილის შემდეგ:
სემინარზე დასწრების საფასურია 130 ლარი, სტუდენტებზე ვრცელდება სპეციალური ფასდაკლება და სემინარზე დასწრების ღირებულება განისაზღვრება 80 ლარით.
* კონფერენციის საფასურში შედის სამჯერადი კვება: ორი ყავის შესვენება და ლანჩი, ასევე დაბეჭდილი საკონფერენციო მასალები.