ლტოლვების ფსიქოანალიტიკური თეორიის მიმდინარე სტატუსი
ალან კომპტონი
Psychoanalytic Quarterly, LII, 1983
1 ლტოლვების კონცეფცია, კლასიფიკაცია და განვითარება
ეს სტატია დაწვრილებით შეისწავლის ფროიდის ლტოლვათა ფსიქოანალიტიკური თეორიის ევოლუციას, თანამედროვე და უახლეს მიმართელებებს
ნებისმიერი სერიოზული ფსიქოლოგია გვერდს ვერ აუვლის ისეთი საკითხებს, როგორიცაა სხეულის, გონებისა და გარემოს ურთიერთ ზემოქმედება. ინსტინქტური ლტოლვების თეორია ფსიქოანალიზში ისტორიულად ამ ურთერთქმედების კონცეპტუალიზაციის პირველ მცდელობას წარმოდგენს. უფრო მოგვიანებით მე ფსიქოლოგიამ შემოიტანა კონცეფციათა მწყობრი ნაკრები, რომელიც გონება- სხეული- გარენო-ს ურთიერთობას არეგულერებდა.
დღესდღეობით ინსტინქტურ ლტოლვათა კონცეფცია კვლავ რჩება ფსიქოანალიზის ერთ-ერთ ყოვლისმომცველ ცნებად. ის ავტორებიც კი, რომლებიც ფსიქოანალიტიკურ ლიტერატურაში ლტოლვების თეორიის მიმართ ძალიან კრიტიკულად არიან განწყობილნი, პრაქტიკულად, ნებისმიერ ფსიქოანალიტიკულ წერილში იყენებენ ან ეყრდნობიან ინსტინქტური ლტოლვების რომელიმე ასპექტს. ამ საყოველთაო მოხმარების მიუხედავად -ან, შესაძლოა, სწორედ ამის შედეგადაც – ძალიან ნაკლებია იმის მცდელობა, რომ ლტოლვების თეორია მთლიანობაში დაკვირვებით იქნას შესხავლილი, აღიწეროს მისი განვითარება, შეჯამებულ იქნას ცვლილებები, გარკვეულ იქნას ლტოლვების თეორიის სხვდასხვა ნაწილების ურთიერთმიმართება. სტანდარტულ შენიშვნად რჩეება ბიბრინგის (1936) მიერ განხილული ფროიდის ნაშრომი ( იხ, ასევე არლოუ- 1959, ბრენერი 1955, 1982, ფენიხელი 1943, ნუნბერგი 1956 ვაელდერი 1960):
ამ კვლევის მიზანია, თვალი გავადევნოთ ინსტინქტური ლტოლვების ფსიქოანალიტიკური თეორიის განითარებას ბოლო ორმოცი წლის განმავლობაში. იმის აღნიშვნა, რომ ფსიქოანალიტიკური ლტოლვების სტრუქტურული თეორიის სამი ფაზა, გარკვეულწილად, შეუთავსებელია ერთმანეთთან, მოგვცემს ამ პოსტფროიდის ფროიდისშემდგომი განვითარების ახსნას. რამდენად შეიცვალა თავად ლტოლვის ცნება? რამდენად მოგვარდა ან შემცირდა რომელიმე ის პრობლემა, რომელიც თავიდანვე იყო ფროიდის ლტოლვების თეორიაში? რამდენად გაიზარდა ან გართულდა რომელიმე მათგანი? რა სირთულეები ან უპირატესობანი გამოიკვეთა ფსიქოანალიტიკური ლტოლვების თეორიაში?
ჩემი მიზანი არ არის ინსტინქტური ლტოლვების შესახებ გვიანდელი ლიტერატურის საფუძვლიანი შესწავლა. ამ და მომდევნო სტატიაში, რომელიც ამას მოყვება, მე ვცდილობ ფოკუსირება მოვახდინო ლტოლვების თეორიის მიმდინარე საკითხებზე. მოცემულ წერილში შემდეგი მიყოლებით ვიმსჯელებ შემდეგ საკითხებზე: 1) ინსტინქტურ ლტოლვათა ცნება; 2) ინსტინქტურ ლტოლვათა კლასიფიკაცია აგრესიის თეორიის ჩათვლით და 3) ლტოლვათა განვითარება
1 ინსტინქტურ ლტოლვათა ცნება
ფროიდის მიერ ინსტინქტურ ლტოლვათა ყველაზე ფართო განმარტება (1905,) გვ 168) ასეთია: ლტოლვა არის იმ ძალის, ზეწოლის ან მოთხოვნის „ფსიქიკური წარმომადგენელი“, რომელიც სხეულში წამოიქმნება ორგანოს აღგზნების შედეგად. მისი მიზანი არის აღგზნების შემცირება ორგანოში. ინსტინქტური ლტოლვა არის მოსაზღვრე ცნება, რომელიც უნდა გავიგოთ, როგორც სხეულის მოთხოვნა გონების მიმართ და რომელსაც თავისთავად ღირებულება არ გააჩნია ინ
ინსტინქტურ ლტოლვათა ცნებაში, რომელთან ერთადაც იზრდებოდა ფსიქოანალიზი, სხეული ხაზგასმით ცენტრალურია.
ამას გარდა, ფროიდმა ივარაუდა (igi5a, გვ. 122-123), რომ ნებისმიერი ინსტინქტური ლტოლვა შეიძლება დახასიათდეს მისი წყაროს, მიზნის ობიექტის მიხედვით და დასძინა, (გვ 123,), რომ წყაროს ზუსტი მისამართის ცოდნა არ არის აუცილებელი ფსიქოლოგიური კვლევისათვის და რომ, ფაქტიურად, ის ფსიქოლოგიის სფეროს მიღმაა. ამით ფროიდმა ღიად აღიარა ფსიქოანალიზში არსებული პრობლემა: დაკვირვების მონაცემები, პირველ რიგში, ფსიქოლოგიურია; ძირითად კონცეფციას ცენტრალურად სომატური ამოსავალი აქვს; გონება -სხეულის ცნებებში თანდაყოლილი ორაზროვნებაა.
ინსტ ლტოლვათა ყველაზე ძირეული საკითხები ფროიდის ამ დებულებების მიხედვით შეიძლება განვიხილოთ. ამ საკითხების ჩამონათვალში აუცილებლად უნდა შევიტანო ადამიანის ფსიქოლოგიის ყველაზე ძირეული პრობლემები. ეს აუცილებლობა ასახავს ლტოლვათა ფსიქოანალიტიკური კონცეფციის ბუნებას.
1) რა დამოკიდებულებაა ლტოლვას, როგორც ცნებასა და როგორც დაკვირვების მონაცემებს შორის?
2) იმ არეალში, სადაც სხეული, გონება და გარემო ერთმაენთთან დაკავშირებულია, როგორ უნდა მოგვარდეს კონცეპტუალური ხარვეზები და შეუსაბამობები? თეორიული კონსტრუქციების ფორმულირებისას ხომ არ ითხოვს ფსიქოანალიზის დაკვირვების მონაცემთა ბუნება სომატური ამოსავლის ( რეფერენტის) უგულებელყოფას?
(3) როგორ უნდა გავითვალისწინოთ გონების ონტოგენური წარმომავლობა ლტოლვების თეორიის კონტექსტში?
(4) შეიძლება თყ არა ისეთი მნიშვნელოვანი ჰიპოთზების შექმნა, რომლებიც გააერთიანებდნენ როგორც ძალის, ასევე მნიშვნელობის აღმნიშვნელ ტერმინებს?
(5) როგორ მიმართებაშია ფსიქოანალიზის ინსტინქტურ ლტოლვათა თეორია ინსტინქტთა ბიოლოგიურ კონცეფციასთან?
(6) თუ ვინმე ეთანხმება და იღებს ფსიქიკური სისტემის კონსტრუქციებს, ამით იგი ლტოლვებს ერთ-ერთ სისტემას უთანაბრებს; ამ შემთხვევაში ლტოლვები თეორიულად უნდა იქნას განხილული სისტემებს შორის ურთიერთქმედების თვალსაზრისით. რამდენად წარმატებით ვაკეთებთ ამას?
პირველი საკითხის გაგება დანარჩენი საკითხების გაგების წინაპირობაა. რა დამოკიდებულებაშია ლტოლვის ცნება დაკვირვების მონაცემებთან? მოცემულ მომენტში მე ვისარგებლებ ფროიდის 1920 წლამდელი ფორმულირებით, რომელშიც მას სექსუალობა მოყვანილი აქვს ლტოლვის მაგალითად. მოგვიანებით ამის მოდიფიცირება ხდება, რაც აუცილებლად მოითხოვა მე – იგი – ზემე მოდელისა და აგრესიის შემოტანამ. ამ საკითხს, შესაძლოა, კლინიკურად ან თეორიულად მივუდგეთ; სხვადასხვა შემთხვევაში მსჯელობა განსხვავებულია.
კლინიკური მიდგომა. როგორც ფროიდმა აღნიშნა (1915 ), ფსიქოლოგიის პირველადი მონაცემები წარმოგვიდგენს ცნობიერების მდგომარეობას: ფიქრებს, იდეებს, გრძნობებს, წარმოდგენებს ( შეგრძნებების ჩათვლით), განცდას მეტ- ნაკლები სიცხადით, ღირებულებით, სიძლიერით და ასე შემდეგ. თუმცა, ფსიქოანალიზის მეთოდი არ არის ინტროსპექცია. ფსიქოანალიტიკური მეთოდი მომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სხვა ადამიანების ცნობიერება ისეთივეა, როგორც ჩვენი საკუთარი. მოცემული დასკვნის გათვალისწინებით და ფსიქიკაზე დაკვირვების ფსიქოანალიტიკურ მეთოდზე დაყრდნობით, ხარვეზები ცნობიერებაში აშკარაა. შემდეგ მეორე დასკვნას ვაკეთებთ: იქ უნდა მიმდინარეობდეს არაცნობიერი გონებრივი პროცესები; ჩვენ არ შეგვიძლია ვიცოდეთ და არც არაფერი ვიცით მათ შესახებ; მაგრამ ვამბობთ, რომ ისინი ისეთი ელემენტებისგან შედგება, რომ ცნობიერი თუ იქნებოდნენ, იქნებოდნენ აზრები, გრძნობები და შეგრძნებები. მეორე დასკვნის გამოყენებით ჩვენ “აღმოვაჩენთ” გონების გაუცნობიერებელი ნაწილისათვის დამახასიათებელ გარკვეული სახის პროცესებს და შინაარსებს (ესაა იმპულსები, სურვილები ან ფანტაზიები) სექსუალური ხასიათისა ან აგრესიულობისკენ მიდრეკილებით, რომელთა კვალს ბავშვობისკენ მივყავართ.. ახლა ამას ვიკითხავთ:: რა აძლევს ამ ელემენტებს აშკარა იმპულსებს? ჩვენი მესამე დასკვნა ისაა, რომ იმპულსი, გარკვეულწილად, კონკრეტული სომატური კავშირიდან/ბმიდან ან სომატური წყაროდან მომდინარეობს. ამრიგად, ინსტინქტური ლტოლვების ცნება კლინიკური მონაცემების შედეგად მიიღება სამი მკაფიო ნაბიჯის შედეგად. ქცევის გარკვეული ელემენტები, მათ შორის ფიზიკური ქცევა და ცნობიერი ცოდნა, როგორც მათ განმარტავენ, ნაწილობრივ აიხსნება როგორც ლტოლვათა წარმოებულის/დერივატების შედეგი. ამრიგად, ინსტინქტური ლტოლვა არის ამხსნელი კონსტრუქცია და დამოკიდებულია ინსტინქტური ფსიქიკური პროცესების არსებობის დაშვებაზე. ინსტინქტური ლტოლვა არასდროს განიხილება როგორც ქცევა და არც გამოვლინდება ცნობიერებაში. ცნობიერი ცოდნის მონაცემია აზრები, გრძნობები, აღქმები და მეტ-ნაკლებად გრძნობა, მაგრამ არა ლტოლვები.
თეორიული მიდგომა- ინსტინქტური ლტოლვა იმ სახით, რა სახითაც ისინი ფროიდმა განსაზღვრა, შესაძლოა, განვიხილოთ, როგორც სომატური მოთხოვნილების შედეგად წარმოქმნილი არაცნობიერი იმპულსი, რომელიც დაკმაყოფილებას ეძებს. ამ დაუკმაყოფილებელი იმპულსების წარმონაქმნები- ე.წ. ლტოლვების დერივატები- შესაძლოა, არაცნობიერი ფანტაზიის ფორმირებაში იქნან ჩართული და შემდგომი დერივატების სახით, გადაიქცნენ ცნობიერ იდეად, სურვილად, ფიქრად, განცდად. ამ კუთხით, ცნობიერების პირველადი მონაცემები შესაძლოა განვიხილოთ, როგორც დამოკიდებული ცვლადი, რომელიც ნაწილობრივ დეტერმინირებულია/განპირობებულია ლტოლვების დერივატებით და, საბოლოოდ, ლტოლვებით. ფსიქიკურ სისტემაში ლტოლვები მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელი ცვლადებია. აქ ისევ უნდა გავიმეოროთ, რომ ლტოლვებს პირდაპირ ვერ დააკვირდები. დებულება ლტოლვების შესახებ არ წარმოდგენს დებულებას ფიზიკური ან ფსიქიკური ქცევის შესახებ. ინსტინქტური ლტოლვა ამხსნელ კონსტრუქციას წარმოადგენს.
კითხვა: ფსიქოანალიზის დაკვირვებითი მონაცემების ბუნება და ამ მონაცემების კავშირი თეორიულ კონსტრუქციებთან გვაიძულებს თუ არა, რომ სომატური რეფერენტების/ამოსავლის გარეშე მოვახდინოთ ისეთი თეორიული კონსტრუქციების ფორმულირება, როგორიცაა ინსტინქტური ლტოლვები? უნდა შევქმნათ თუ არა ჩვენ ლტოლვის „წმინდა ფსიქოლოგური“ ცნება?
ბოლოხანს გამოიკვეთა ტენდენცია ლტოლვის წმინდა ფსიქოლოგიური კონცეფციისაკენ. მაგალითისთვის, ბრენერი ამბობს ( 1955), რომ ლტოლვა წარმოადგენს
გენეტიკურად დეტერმინირებულ ფსიქიკურ წარმონაქმს, რომელიც მოქმედებისას წარმოშობს ფსიქიკური აღგზნების მდგომარეობას … ან დაძაბულობას. ეს აღგზნება ან დაძაბულობა უბიძგებს ინდივიდს მოქმედებისაკენ…. მოქმედებამ უნდა გამოიწვიოს რაღაც, რასაც ჩვენ შეიძლება ვუწოდოთ ან აგზნების ან დაძაბულობის შეწყვეტა, ან დაკმაყოფილება ( გვ 17)
ლტოლვა არ მოიცავს მოტორულ რეაქციას, იგი არის მხოლოდ სტიმულის საპასუხო ცენტრალური აღგზნების მდგომარეობა ( გვ( 16)
ამ განმარტებაში არ არის გამორიცხული გონებისა და სხეულის ურთიერთკავშირი, თუმცა აქ ეს ელემენტი ბევრად უფრო ნაკლებად შეინიშნება, ვიდრე ფროიდისეულ განსაზღვრებაში. უფრო გვიანდელ ნაშრომში ( 1982) ბრენერი განსაკუთრებით უსვამს ხაზს ფროიდის განსაზღვრების „სასაზღვრო“ ( ფსიქო -სომა იგულისხმება- მთარგ) ასპექტს ( ის ქვემოთ).
ლოვალდი ( 1971) რომელიც უპირატესობას აძლევს ტერმინს „ინსტინქტი“ და ინსტინქტს განიხილავს მოტივაციის კონცეფციის კონტექსტში, საკმაოდ წმინდა ფსიქოლოგიურია“
… ინსტინქტს მე განვიხილავ, როგორც ფსიქოანალიტიკურ ფსიქოლოგიურ ცნებას, რომელიც უნდა გავათავისუფლოთ ბიოლოგიური და ეთოლოგიური შინაარსებიდან (p. 105)
ინსტინქტი ფსიქოანალიზში წარმოდგენს …ფსიქიკურ ძალას ან სტიმულს… მოტივაციას…მოტივაციური სტიმულის ყველაზე პრიმიტიულ ელემენტს… რომელიც წარმოდგენს ფსიქიკური ცხოვრების ნაკადის შემადგენელს და არა ბიოლოგიურ სტიმულს, რომელიც ამ ნაკადზე ზემოქმედებს ( გვ 1-09)
ლოვალდი ხაზს უსვამს ფროიდის იმ ფრაზას, რომ „ინსტინქტი არის ფიზიოლოგიური სტიმულის ფსიქიკური წარმომადგენელი; რომ ორგანული სტიმულები კვებავენ წარმოდგენის უნარს, რომელიც შემდგომ განიხილება როგორც გონების განუყოფელი ნაწილი“ ( 107-108 გვ)
ლოვალდი, ცდილობს რა დარჩეს წმინდა ფსიქოლოგიური, გაიჭედა ლტოლვების ძირეული საკითხის მეჩეჩზე, ანუ გონების ონტოგენური წარმომავლობის პრობლემაზე. ეს პრობლემა, შესაძლოა, გრძივ ან განივ ჭრილში განვიხილოთ. გრძივ ჭრილში, ადამიანის ორგანიზმი ვითარდება განაყოფიერებული კვერცხუჯრედიდან ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად მომწიფებულ, ზრდასრულ ადამიანად და გადის უამრავ შუალედურ საფეხურს, რომლებიც შეიძლება სხვადასხვაგვარად დალაგდეს. მაგრამ როდის და როგორ შედის გონება განვითარების ამ თანამიმდევრობაში? განივი ჭრილის მიხედვით, ნებისმიერ მომენტში, განვითარების გარკვეული წერტილის შემდეგ, სომატური პროცესები ამა თუ იმ სახით აისახება ფსიქიკური პროცესების გარკვეულ ასპექტში. როგორც ბრენერი ამბობს, (1982) გონება ტვინის ფუნქციაა. მაგრამ როგორ ხდება ეს?
ჩვეულებრივ, ფსიქოანალიტიკურ ლიტერატურაში ეს კითხვები ღიად არ დაისმის, მაგრამ ეს სიჩუმე უკვე პასუხია და ბევრ უშედეგო კამათს ბადებს. ამ პოზიციის პირობები, ჩვეულებრივ, ასე განიმარტება -ჩვენი მეცნიერებისათვის „ფუნდამენტურად გაურკვეველი“, რაც ასე არ არის. ამის მაგალითებია: ფროიდისეული ფილოგენეტური დანალექები; შესაძლოა, ფროიდის ფსიქიკური ენერგიის კონცეფცია, ასევე, შთამომავლობით გადაცემული არაცნობიერი ფანტაზიები (იუნგი, კლაინი), რომლებიც დაბადებისას არსებობენ და ახდენენ ‘გონების ყველაზე უფრო ღრმა ფენის“ ფორმირებას; უცნაური სიტყვა „მენტალიზაცია“, რომელიც მოგვიანებით ჩნდება ლიტერატურაში, ისევე როგორც „ინტერნალიზაცია“ ხდება უფრო მეტად ცნობადი, ვიდრე პრობლემატური; ინტერნალიზირებული ობიექტური ურთიერთობანი (კერნბერგი 1979), ლოვალდის „რეპრეზენტაციის უნარი“ კიდევ სხვა მსგავსი, რომელიც კი არ აუმჯობესებს ფროიდის ცნებას ლტოლვების შესახებ, არამედ მხოლოდ ასამარებს გონების ონტოგენური წარმომავლობის საკითხს. ლოვალდის ფორმულირებით, გონება „წარმოდგენის სფეროს’ სინონიმია ან იმის წარმოდგენის უნარია, რომ ყველაფერი, მათ შორის ლტოლვებიც, შესაძლოა გახდეს „მენტალიზირებული“. თუკი ლტოლვა შემოდის გონებაში და მუშაობას მოითხოვს, წარმოდგენის სფერო მოეკუთვნება ლტოლვას და ქმნის წარმოდგენას. ორივე ეს ფორმულირება ბუნდოვანია და წინააღმდეგობრივი. ამ ვითარებაში კი ფროიდისეული ბუნდოვანება უფრო სასურველი ჩანს.
რაპაპორტი (1960) ცდილობდა, რომ ლტოლვა უფრო ფართო ცნებად ჩაესვა ‘მოტივაციის“ კონტექსტის ჩარჩოებში. იგი ამბობდა, რომ ყველა მოქმედება მიზეზ-შედეგობრივად დეტერმინირებულია, თუმცა ყველა მოქმედება არ არის მოტივირებული; ანუ მოტივი სხვა შემთხვევებისაგან უნდა გავარჩიოთ. სხვა შემთხვევები უნდა კლასიფიცირდეს როგორც ფიზიკური ( მექანიკური) სომატური, და სოციალური (გვ.862-863). მან მოტივაცია განსაზღვრა, როგორც აპეტიტის/მადის ძალა და არ გააიგივა სხვა კონკრეტულ ფიზიოლოგიურ პროცესთან, რომელსაც სუბიექტი შეიგრძნობს, როგორც აქტიურ სურვილს ან როგორც პასიურ ტანჯვას. ამოსავალი სიტყვა „აპეტიტი“ ხასიათდება სიცარიელით, ციკლურობით (რასაც მივყავართ მომხმარებლური აქტივობისაკენ), არჩევითობით და ჩანაცვლებადობით (გვ. 865), არჩევითობაში იგი გულისხმობს, რომ „ობიექტი განსაზღვრავს მოტივის ძალის მიმართულებას …. ზოგი ობიექტი განსაკუთრებით აუცილებელი პირობაა სადავო მოტივაციების ენერგიის განმუხტვისათვის ( 865). ეს განსაზღვრებები განკუთვნილია არამოტივაციური ფსიქიკური ძალების გასათვალისწინებლად, (და ამავე დროს წარმოადგენენ წმინდა ფსიქოლოგიური ტერმინების ნაკრებს ლტოლვის განსაზღვრებისათვის). მაგალითად, დაცვებს არ გააჩნიათ ობიექტი, არ არიან აპეტიტური და ამიტომ არ წარმოდგენენ მოტივებს
რაპაპორტმა აღიარა, რომ მან ინსტინქტურ ლტოლვებს ახალი სახელი მისცა- მოტივაციები( გვ. 866-867) . როგორც ჩანს, მას სურდა თავი აერიდებინა ულტოლვო მოტივაციისათვის და დაეშვა ქცევის არამოტივირებული დეტერმინანტები, ანუ მიზეზები.????? ამის შემდეგ მას ჰქონდა მცდელობა, გაეუმჯობესებინა ფროიდის ლტოლვათა თეორიის ცნება. სამწუხაროდ, ამასთან ერთად მას მცდელობა ჰქონდა, თავად ფროიდისთვის მიეწერა მის მიერ ჩამატებული გაუმჯობესება.
რაპოპორტი ამბობდა, რომ წყაროებზე მსჯელობას მივყავართ „პრიმიტიული პერიფერისტის შთაბეჭდილებამდე“ (გვ. 880) და ამით ცდილობდა ეჩვენებინა, რომ ფროიდის ლტოლვების თეორია წმინდა ფსიქოლოგიურია (გვ. 879-880) – რაც ასე არ არის ფროიდის თეორიის ევოლუციის არც ერთ ეტაპზე. თუკი სომატური წყაროები თეორიაში არ უნდა განიხილებოდეს, მაშინ რა ვუყოთ, მაგალითად, სომატურ ცვლილებებს სექსუალური დაკმაყოფილებისას? რაპაპორტი ამბობს:
“ ინსტინქტური ლტოლვის პირდაპირი გამოვლინება არის იმგვარი ქცევა, რომლის დასრულებაზე დაკვირვება შესაძელებელია. ინსტინქტური ლტოლვის სხვა ეფექტებს უნდა დაერქვას ინსტინქტურ ლტოლვების წარმოდგენლები ( ან რეპრეზენტაციები) გვ 881)
როგორც ჩანს, ამ ბოლო დასკვნაში რაპაპორტს გაუჭირდა ლტოლვის ცნების ურთიერთმიმართება დაკვირვების მონაცემებთან და გონება-სხეულის კონცეპტუალურ წინააღმდეგობასთან/ შეუსაბამობასთან. (ფიზიკური და გონებრივი) ქცევის მიზეზებად მან დაასახელა მოტივაციები, რომლებიც განსაზღვრა, როგორც აპეტიტური ძალები, ხოლო ეს უკანასკნელი არ არის დაკავშირებული რომელიმე კონკრეტულ ფიზიოლოგიურ პროცესთან. აპეტიტურ ძალებს შორის- იდეაში, მხოლოდ შემდეგია ინსტინქტური ლტოლვები; რაპაპორტმა უბრალოდ სიტყვები გადაანაცვლა. ინსტინქტურ ლტოლვებს გააჩნია ფსიქიკური აფექტები, რომლებიც იწოდება „ ლტოლვების წარმომადგენლებად“ და სხვა აფექტები, სახელად „ პირდაპირი გამოვლინებანი“, რომლებიც მოქმედებებია, რომლებიც სრულდება და მათზე დაკვირვება შესაძლებელია“ – იგულისხმება ფიზილოგიური პროცესები. რაპაპორტმა, იდეაში, განმეორებით შემოიტანა და დაასამარა ორმნიშვნელოვანება, რომლის მოცილებასაც ასე ცდილობდა, და, სამაგიეროდ, დაამატა /შემოიტანა ლტოლვათა პირდაპირი გამოვლინებანი, რითაც წინააღმდეგობაში მოვიდა ფროიდთან და სხვა ანალიტიკოსებთან.
უფრო მოგვიანებით სტოლერმაც (1979} წმინდა ფსიქოლოგიური თეორია შემოგვთავაზა, ამ შემთხვევაში სექსუალურობა ან, უფრო ზუსტად, სექსუალური აღგზნება. თავის მსჯელობაში სექსუალური აღგზნების გამომუშავების შესახებ მან ‘ გვერდზე გაწია“ სპეციალური ფიზიოლოგიური ფაქტორები და სხეულის ნაწილების პირდაპირი სტიმულირება ( გვ 607) მოგვიანებით მან დაწერა, რომ „ ჩვენ ვერასდროს მივიღებთ შედეგს ფსიქიკური ენერგიის ფსევდოანალიზით (მეტაფიზიკით); ფსიქოანალიზი ეს არის საზრისის ძებნა, შესწავლა“ ( 193). თავის მოზრდილ და ღირებულ მოხსენებაში სტოლერმა აღნიშნა სექსუალური ფანცაზიების, იგივე „სცენარების“ როლი პაციენტის ეროტიკულ ცხოვრებაში, სადაც ცდილობდა შეემცირებინა ფსიქოანალიტიკური თეორიის „მეტაფორული გამოყენება“ ( ძირითადად ფსიქიკურ ენერგიასთან მიმართებაში). თუმცა, მან ისიც თქვა, რომ ლორწოვანი მემბრანების ბუნებაა „პოტენციურად დაიმუხტოს“ იმ ფორმის სიამოვნებად, რასაც ჩვენ ეროტიკას ვეძახით. შეგრძნებების ხარისხი ფიზიოლოგიური წარმომავლობისაა და ამის უარყოფა რთულია“ 107) სტოლერი, როგორც ჩანს, გონებისა და სხეულის ორბუნებოვანების იმავე დილემის წინაშე აღმოჩნდა, რომელიც ახალი მეტაფორით – “დამუხტვის პოტენციალით“ შენიღბა. ამ მხრივ, სტოლერის ნაშრომები იმ ავტორების მსგავსია, რომლებიც ცდილობენ არათეორეტიკული მიდგომები გამოყენონ: აუღიარებელი თეორიული სიახლე ფორმულირებად გვევლინება, ინიღბება რა აღწერად ან მეტაფორად; თუმცა დაკვირვება ააშკარავებს, რომ ეს ფორმულირება უტევს ლტოლვათა თეორიის ამა თუ იმ ძირეულ დებულებას.
გ კლაინი ( 1976 1976 ბ) და გილი თავის გვიანდელ ნაშრომებში (1976), ასევე ჰოლიც (1967 ,1976), სხვების მსგავსად, ცდილობდნენ შეემუშავებინათ სექსუალურობის ან ზოგადად ლტოლვების წმინდა ფსიქოლოგიური თეორიები და საერთოდ გამოეყვანათ ფსიქოანალიტიკური თეორია ფსიქიკური ენერგიის კონცეფციიდან.
ბრენერი (1982) ცდილობდა ისეთი მიმართულებით განევითარებინა თავისი იდეები, რომ ამ სირთულეებისთვის თავი დაეღწია . იგი იმ პოზიციას ემხრობოდა, რომ ფსიქოანალიზის წონა, ანუ კლინიკური და ფსიქოლოგიური მტკიცებულებები იმის დამადასტურებელია, რომ ლიბიდო და აგრესია ფსიქიკურ ცხოვრებაში არსებული მამოძრავებელი ძალებია. თუმცა იგივეს ვერ ვიტყვით მის გონებასა და სხეულს შორის ლტოლვების სასაზღვრო კონცეფციაზე.
მთელი ფსიქოლოგია ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონირებას წარმოდგენს. სხეულსა და გონებას შორის ზღვარი არ არსებობს ….- გონება არის ტვინის ფუნქციონირების ასპექტი…. რადგანაც მთელი გონებრივი ფუნქციონირება სომატურია, არ არის აუცილებელი, ხოლო ზოგ შემთხვევაში მცდარის კია ფსიქოლოგიური ფენომენის ერთ ჯგუფი მეორესაგან იმიტომ გამოვყოთ, რომ მათ სომატური ბუნების იარლიყი მივაწებოთ (გვ19-20).
მაშინ რა ურთიერთობაა ლიბიდოსა და ეროგენულ ზონებს შორის?
თუმცა, ლიბიდოსთან მიმართებაში მნიშვნელოვანია ხასი გავუსვათ, რომ ლიბიდო მჭიდროდ არის დაკავშირებული იმასთან, რასაც ფროიდი ეროგენულ ზონებს უწოდებს, ასევე სხვადასხვა სექსუალურ მეტაბოლიტებთან… ამისდა მიუხედავად, უნდა გამეოროთ, რომ არ არსებობს იმის მტკიცე დამადასტურებელი, რომ ეროგენული ზონები ნამდვილად წარმოადგენენ ლიბიდური სურვილების წყაროს. რასაკვირველია, ამა თუ იმ სახის სურვილის დაკმაყოფილება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მრავალ ფაქტორზე, რომელთა შორის არის ეროგენული ზონების სტიმულირება…. თუმცა მსგავსი სტიმულირება, ჰორმონები და ა.შ. არ წარმოდგენს ლიბიდოს წყაროს…. ლიბიდო, ისევე როგორც სხვა ფსიქიკური ფენომენი აგრესიის ჩათვლით, წარმოიქმნება ტვინის ფუნქციიდან. ის, რასაც ჩვენ გონებას ვუწოდებთ, არის ტვინის ფუნქციონირების ერთ- ერთი თვისება, ( გვ 24)
რას გვაძლევს ეს ჩვენ? რასაკვირველია, აქ ამოღებულია წარმოდგენა რაღაც განსაკუთრებულ აღგზნებაზე, რომელიც რაღაცნაირად გადაეცემა ეროგენული ზონებიდან ცნობიერებას, რის წინააღმდეგაც მე არაერთხელ გამილაშქრავს (კომპტონი, 1981 ა 1981b). სრულიად დამაკმაყოფილებელია ამჟამად არსებობის უფლება მივცეთ იმ აზრს, რომ ეროგენული ზონების ფსიქიკურ ძალებთან ურთიერთობა ნეიროფიზიოლოგიას ეხება და ნეიროჰორმონალური ურთიერთზემოქმედების შესწავლის საკითხია. ან, ბოლოს და ბოლოს, ამაზე მეტის თქმა შეუძლებელია. ნებისმიერ შემთხვევაში, ბრენერს არ დაუწყია იმდაგვარი ფრაზების გამოგონება, რომელიც მთავარ პრობლემას გადაფარავდა. იგი რჩებოდა მის მიერ განმარტებული ლტოლვის, როგორც ფსიქიკური აღგზნების წყაროს განმარტების ჩარჩოში. მან მოგვცა ნათელი სომატური მიმართება, როდესაც თქვა, რომ გონება ცერებრალური ფუნქციონირების ასპექტიაო.
თუმცა, ჩვენ აქვე შეგვიძლია იგივე კითხვა დავსვათ: მოითხოვს კი ფსიქოანლიზის მონაცემთა ბუნება ინსტინქტული ლტოლვის ცნების აუცილებლად წმინდა ფსიქოლოგიურ ფორმულირებას? ფროიდის ლტოლვათა ცნების არსს წარმოადგენს ის, რომ გარკვეული ფსიქოლოგიური პროცესები, რომლებიც იწყება, ან შესაძლოა დაიწყოს ცენტრალური ნერვული სისტემის გარეთ, გარკვეულწილად უკავშირდებიან ფსიქოლოგიურ ფენომენებს, რომელიც, რასაკვირველია, ცენტრალური ნერვული სისტემის სტრუქტურებსა და ბილიკების საშუალებით ხორციელდება. რადგან აქ სექსუალობაზეა საუბარი, სწორედ ის არის გასათვალისწინებელი განსაკუთრებულად ლტოლვო-ბისათვის. თუ ჩვენ გავაქრობთ ამ ურთიერკავშირს, როგორც გამაერთიანებელ ფაქტორს ლტოლვების ამხსნელ კონსტრუქციაში, რაღაც განსაკუთრებულად ძირეული დაიკარგება.
აქამდე მე იმ ნაშრომებს აღვნიშნავდი, რომლებმაც ჩემს მიერ ზემოთ ჩამოთვილილი სამი ძირეული საკითხის ფარგლებში შეიტანა წვლილი ლტოლვების თეორიის ფსიქოანალიტიკურ კონცეფციაში. ესენია – ცნებისა და მონაცემის დამოკიდებულება, სხეულის-გონების-გარემოს ურთიერთდამოკიდებულება და გონების ონტოგენური წარმომავლოს პრობლემა. ყველა ეს ძირეული საკითხი შესაძლოა ჩანდეს, როგორც ერთი ყოვლისმომცველი პრობლემის წახნაგები. თუმცა რიკერი (1970) არ ჩაღრმავებია ინსტინქტური ლტოლვების ცნებას და ამ პრობლემას სრულიად სხვა კუთხით უდგებოდა, ჩემი აზრით, მან ნათლად დაინახა კიდევ ერთ ასპექტი, როდესაც თქვა:
როგორია წარმოდგენის ან იდეის სტატუსი/ადგილი ინსტინქტის ცნებასთან, ინსტინქტის მიზანთან და აფექტთან მიმართებაში? როგორ შეიძ₾ება ეკონომიკური ახსნა ჩაერთოს განმარტებაში, როცა მნიშვნელობას განვმარტავთ? ან … და პირიქით, როგორ შეიძლება განმარტება გახდეს ეკონომიკური ახსნის ასპექტი? უფრო მარტივია უკან მივუბრუნდეთ აცდენას/შეუსაბამობას, ან ენერგიის ტერმინებში ახსნას, ან ფეომენოლოგიის ტერმინებში გაგებას. ეს იმის მიშანი იქნება, რომ ფროიდიზმი მხოლოდ ამ აცდენაზე უარის თქმის ხარჯზე არსებობს (გვ 66)
იგივე გაიმეორა მან 1977 წელს: „ მოკლედ რომ ვთქვა, პრაქტიკა გვიბიძგებს, რომ მნიშვნელობაზე და ძალაზე ერთ, ყოვლისმომცველ თეორიაში ვიმსჯელოთ (856). ფროიდის მიერ სხეულისა და გონების გაურკვევლობის/orazrovanebis დაჟინებული შემოთავაზება ასევე მიგვანიშნებს იმ საჭიროებაზე, რომ უნდა ვაღიაროთ მნიშვნელობისა და ძალის ერთიანობა.“
ინსტინქტული ლტოლვების წმინდა ფსიქოლოგიური ცნების ძიებისას ორი ფაქტორი აღვნიშნეთ: დაკვირვების მონაცემების ბუნებისადმი პატივისცემა და გონებისა და სხეულის პრობლემისათვის თავის არიდების უპირატესობა. რიკერის დაკვირვებებს ყურადღების ცენტრში მესამე ფაქტორი შემოაქვთ: ფსიქიკური ენერგიის ცნებით დაუკმაყოფილებლობის კავშირი ლტოლვის ცნების სომატური ასპექტით დაუკმაყოფილებლობასთან; რადგან ენერგია ის ერთ -ერთი მთავარი თემაა, რომელშიც ფროიდმა გონება- სხეულის საკითხის გაურკვევლობა/არაერთგვაროვნება მოათავსა. ფროიდისათვის ის იყო ასევე „გონების ამამუშავებელი“ ხელსაწყოც და, რიკერის თქმით, ძალისა და მნიშვნელობის ერთმანეთისაგან გათიშვის უარყოფაც. რადგანაც უკვე ბევრი რამ ითქვა ფსიქიკური ენერგიის ცნების ნაკლზე და მისი გამოიყენების შესაძლებლობაზე, ამ საკითხში მე ვეთანხმები ბრენერს (1980) :
…ამ თეორიაში უნდა არსებობდეს იმგვარი ცნების აღმნიშვნელი ტერმინი, რომლის უნარი გონებას აქტივობისკენ მიმართავდა – უნარი, რომლიც სიძლიერე ცვლადია. მნიშვნელობა არ აქვს იმას , თუ რა სახელს დავარქმევთ მას …. მხოლოდ სახელი „ლტოლვის“ ჩანაცვლება , მაგალითად, „მოტივაციით“, თეორიაში არაფერს შეცვლის, ამით თეორია არ გახდება არც „მეტად ფსიქოლოგიური“ და არც „ნაკლებად მექანიკური; არც მეტად ადამიანური, ვიდრე მანამდე იყო. გვ. 211)
აქ შეიძლება დავამატოთ, რომ უმჯობესი იქნებოდა, ემპირიულ ნიადაგზე არსებობდეს რაიმე, მეტ-ნაკლებად ამხსნელი .კონცეპტუალური მექანიზმი.
მსგავსი ტერმინოლოგიური პრობლემა გაჩნდა “Trieb”-ის, როგორც “ინსტინქტად” თუ როგორც “ინსტინქტურ ლტოლვად“ თარგმნისას.
ეს საკითხი, რასაკვირველია, უკავშირდება ინსტინქტური ლტოლვების ფსიქოანალიტიკური ცნების და ცხოველური ინსტინქტების ბიოლოგიური ვნების ურთიერთმიმრთებას. როდესაც ჰარტმანმა (1948) არჩია ტერმინი “instinctual drive./ინსტინქტური ლტოლვები, რათა ამით ხაზი გაესვა განსხვავებისთვის ამ ორ ცნებას შორის, მან ის მახასიათებლები ჩამოთვალა, რაც განასხვავებს ლტოლვებთან დაკავშირებულ ადამიანურ ქცევას ცხოველთა ინსტინქტური ქცევისაგან: გარე გამღიზიანებლისაგან შედარებითი დამოუკიდებლობა, რასაც მივყავართ უფრო მეტი მოქნილობისაკენ და ადაპტური ქცევისაკენ; შინაგან გამღიზიანებელზე პასუხის უფრო მრავალფეროვანი შესაძლებლობა; ასევე მამოძრაებელი ძალების მემკვიდრეობითობა (78-79). ამასთანავე, ბრენერი მკვეთრად აცალკევებს ინსტინქტსა და ლტოლვას, ცენტრალურ აღგზნებას ხაზგაზმით ახასიათებს როგორც ლტოლვას, მისი პლასტიურობის ხარისხს, როგორც მოტორულ პასუხს მე-ს ფუნქციების შუამავლობით (იხ.ასევე Waelder, 1969 გვ. 97-102).
ცხოველური ინსტინქტის ბიოლოგიურმა ცნებამაც განიცადა ცვლილება და დღეს სრულიად განსხვავდება ფროიდის დაძაბულობის შემცირების/ რეფლექური რკალის 1900 წლის მოდელისაგან. კაუფმანმა მაგალითად, წარმოადგინა ძალიან დამაჯერებელი არგუმენტები იმ იდეის სასარგებლოდ, რომ ცხოველთა ინსტინქტური ქცევა გადაწყდება უფრო გარკვეული სტიმულით- დამამთავრებელი სტიმულით- და არა ენერგიის განმუხტვით. ამის მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ ფრინველი, რომელიც ჩვეულებრივ 4 კვერცხს დებს, მაგრამ აგრძელებს კვერცხის დებას, თუ კვერცხებს ბუდიდან იმდაგვარად ამოაცლიან, რომ 4- ზე ნაკლები დარჩება. ამდაგვარი კვლევები სერიოხულ კითხვებს აჩენს ფსიქოანალიტიკური ლტოლვების თეორიაში იმისდა მიუხედავად, რომ ცნებების პირდაპირი გადმოტანა არ ხდება. თუ მივიღებთ „ფსიქიკური აღგზნების“ ისეთ ფრთხილ განმარტებას, როგორიც ბრენერისაა, რა ეფექტი ექნება კობერნეტიკული მოდელის გამოყენებას რეფლექსური თაღის/ განმუხტვის მოდელის ნაცვლად, როგორც ბაზისს რეფლექსური ლტოლვების ცნებისათვის? სხვა ადგილას მე ვწერდი (Compton, 198la), რომ ადრეული ფროიდის (1895a) „სექსუალურობის სქემატურ სურათს“ უფრო მეტი უკუკავშირი ჰქონდა, ვიდრე შემდგომ მისივე ლტოლვების თეორიას. ჰარტმანმა აღნიშნა, რომ, ისტორიულად, ფსიქოანალიზში მიზნებისა და ობიექტების შესწავლა უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ვიდრე წყაროების შესწავლა. ლტოლვების კიბერნეტიკულმა მოდელმა, შესაძლოა, ფსიქოლოგიური მახვილის გაძლიერების ამ ისტორიული ტრენდის უფრო დაბალანსებული აღიარება მოიპოვოს თეორიაში და, სამომავალოდ უფრო შემცირდეს მახვილის დასმა ლტოლვებისათვის დამახასიათებელ ენერგიებზე, ფსიქოლოგიური ფუნქციების სომატურისაგან ჩამოცილების აუცილებლობის გარეშე. თუმცა, ეს ადვილად შექმნის ახალ პრობლემებს.
ინსტინქტური ლტოლვების პრობლემის განხილვა მრავალ დამატებით საკითხს ბადებს ლტოლვების სტრუქტურულ პოზიციასთნ დაკავშირებით, რასაც შემდეგ ნაწილში განვიხილავთ. თუმცა, მე აქ არ ვაპირებ ავსხნა ის სერიოზული ფუნდამენტური საკითხები, რაც ინსტინქტთა ფსიქოანალიტიკურმა თეორიამ წამოაყენა და გარკვეულწილად ფოკუსში მოაქცია; ან თუნცდაც ავხსნა ნაკლებად ძირეული საკითხები, რომლებსაც მოგვიანებით შევეხებით.
ბრენერის, რაპოპორტის, ჰარტმანის, რიკერის და სხვათა ნაშრომები დაგვეხმარა გავრკვეულიყავით ფროიდის ლტოლვების თეორიის ზოგიერთ პრობლემაში იმისადა მიუხედავად, მივიჩნევთ თუ არა ამ ახსნებს სრულად მისაღებად. კვლად და კვლავ იმის განმეორება, რომ წმინდა ფსიქოლოგიური ლტოლვების თეორია, შესაძლოა, მოხსნის არსებულ სირთულეებს, მაცდუნებელია მეთოლოლოგიური თვალსაზრისით. მაგრამ ეს სხვა პრობლემებს წარმოქმნის და ფროიდის ლტოლვების ფუნდამენტურ ცნებას აზიანებს.
ისტორიულად და ახლაც, სხვადასხვაგვარი აქსიომატური პოზიცია არსებობს, რომლებიც ახლოსაა აქ მოყვანილ ფუნდამენტურ საკითხებთან. ასეთი პოზიცია არაფერს ცვლის და მხოლოდ არაპროდუქტიულ თეორიულ კამათს წარმოქმნის. ჩვენ სკეპტიციზმით უნდა მივუდგეთ იმ დასკვნებს ფუნდამენტური საკითხების ირგვლივ, რასაც ლტოლვათა თეორია სინათლის შექზე გამოიტანს, თუმცა, არ გვაქვს მიზეზი არ გამოვიყენოთ ნეიროფიზიოლოგიისა და ეტიოლოგიის თანამედროვე, უფრო ზუსტი და რთული მოდელები და არ დავნერგოთ ახალი ცნებები, რომლებიც გამომდინარეობს კიბერნეტიკიდან და ინფორმატიული თეორიიდან, ან თუნდაც სოციოლოგიიდან, რათა შევცვალოთ და გავაუმჯობესოთ ლტოლვების ფსქოანალიტიკური ნაგებობა. ამასთანავე, უნდა ვილტვოდეთ უფრო მეტი ჰომოლოგიისაკენ ქცევასთან დაკავშირებული სხვა სახის მიდგომების მონაცემებთან. მსგავსი მცდელობები უნდა განსხვავდებოდეს ძველი ტერმინების ახლით შეცვლისაგან მხოლოდ იმიტომ, რომ „უკეთ ჟღერს“, მაგრამ ამავე დროს, მიწაში მარხავს ფროიდის ლტოლვების თეორიის მიერ წამოჭრილ ადამიანის ფსიქოლოგიის ფუნდამენტურ საკითხებს.
I I: ინსტინქტური ლტოლვების კლასიფიკაცია
1920-ში ფროიდმა უარი თქვა თავის პირველ კლასიფიკაციაზე, სექსუალურ ლტოლვებსა და მე-ს ლტოლვებზე; თავიდან ფრთხილად, ხოლო თანდათან მეტი და მეტი დამაჯერებლობით წარმოადგინა სიცოცხლისა და სიკვდილის ინსტინქტები, როგორც ბიოლოგიური ძალების გამოვლინებანი. იგი არასდროს აღიარებდა სხვაგვარ აგრესიას, გარდა სიკვდილის ინსტინქტიდან გამომდინარე აგრესიისა. როგორც ბრენერმა გვიჩვენა, ფროიდი ამტკიცებდა აგრესიის ნაწილობრივ მაინც არაპირდაპირ/ დერივატიულ ხასიათს აგრესიის პირდაპირი სომატური წყაროსა და სიამოვნების პრინციპთან აგრესიის ნათლად გამოხატული ურთიერთობის არარსებობის გამო.
სიკვდილისა და სიცოცხლის ინსტინქტების ფროიდისეულმა განმარტებამ, რომელიც მოგვიანებით განმეორებითი აკვიატებისcompulsory repetition იდეას დაემყარა, უამრავი კამათი და წინააღმდეგობა გამოიწვია 1930 -ში და 1940 -ში. თუმცა ფროიდის სიცოცხლისა და სიკვდილის ლტოვები არ ყოფილა საბოლოოდ მიღებული ანალიტიკოსების მიერ, 1949 წლამდე არ არსებობდა თეორიული დებულება, რის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა დამოუკიდებელი აგრესიული ლტოლვის დასაბუთება. ჰარტმანმა, კრისმა და ლევერშტერნმა შემდგომში შეიმუშავეს აუცილებელი დებულებები და მათი შედეგები. ისინი მზად იყვნენ უარი ეთქვათ აგრესიის ხილულ წყაროებზე, რაც დაფუძნებული იყო ფსიქოანალიტიკურ კლინიკურ მონაცემებზე. მათ დაასკვნეს, რომ აგრესიული განმუხტვა თავისთავად შესაძლოა აღიქმებოდეს, როგორც სიამოვნება, რაც რეგულირდება სიამოვნების პრინციპით და სტიმულის შედეგად, ლიბიდო და აგრესია, შესაძლოა, მოქმედებდეს ზუსტად პარალელური სახით. ლიბიდური მიზნები ცვლადი და პლასტიურია; აგრესიის მიზანი უფრო რიგიდული ჩანს, მაგრამ აგრესიის მიზნის ცნება ბევრად ნაკლებად ნათელია. მათ შემოგვთავაზეს იდეა, რომ აგრესიისათვის დამახასიათებელი მიზანიცა და ობიექტიც, ორივე მოითხოვს უფრო განსხვავებულ მსჯელობას, ვიდრე ლიბიდოს შესატყვისი ასპექტები, უნდა იყოს დისკუსია მიზნის მოდიფიკაციის და ობიექტზე ზეგავლენის მოდიფიკაციის შესახებ. აგრესიული მიმართულებები, როგორც ამას ისინი გვთავაზობენ, შესაძლოა სუბლიმირდნენ ან მიზნის მიღწევა შეანელონ, როგორც სექსუალურმა ტენდენციებმა. განვითარების თვალსაზრისით, აგრესია მიყვება ლიბიდური განმუხტვის ნიმუშს – ანუ ფროიდის მიერ პოსტულირებული ლიბიდური ორგანიზაციების თანმიმდევრობა, შესაძლოა, განხილულ იქნას, როგორც ლიბიდურ/აგრესიული ლტოლვითი ორგანიზაცია.
ჰარტმანის, კრისის და ლოვენშტერნის ამ ნაშრომის დიდი გავლენის მიუხედავად, აგრესიისადმი, როგორც ინსტინქტური ლტოლვისადმი მიძღვნილი ბევრი საკითხი დღემდე გადასაჭრელი რჩება და ანალიტიკოსები ძველებურად ვერ განხმდებიან აგრესიის საკითხთან მიმართებაში; შტეინმა შემოგვთავაზა ანალიტიკოსების 4 ჯგუფი: 1. ვინც აღიარებს ფროიდის მიერ შემოტანილ სიკვდილის ინსტინქტს (Eissler, 1971; მ კლაინი, 1958; როზენფელდი 1971) , 2. ვინც თვლის, რომ აგრესიისა და სექსუალობის განხილვა შესაძლებელია პარალელურად (Brenner, 197la; Hartmann, Kris, and Loewenstein, 1949); 3. ვინც გამორიცხავს აგრესიის, როგორც ინსტინქტური ლტოლვის გაგებას და აგრესიას განიხილავს როგორც იმედგაცრუებისა და დაძაბულობის არასპეციფიურ შემცირებას ( Fenichel, 1945; Gillespie, 1971; Stone, 1971);, 4. ისინი, ვისაც ურჩევნია საერთოდ უარყოს ლტოლვების მოდელები.
აქ პრობლემები ბევრად მეტი და უფრო ფართოა, ვიდრე თავად აგრესიის კონცეფცია. ინსტინქტური ლტოლვის ჩვენეული განსაზღვრება გვიჩვენებს, თუ რა ფენომენი გვინდა ავხსნათ ლტოლვის კონსტრუქტით. ლტოლვის პრობლემა ისაა, რომ მას ძალიან ბევრი რამის ახსნა შეუძლია; მეორე ლტოლვა განსხვავებული ლტოლვა იქნება- და არის კიდეც- ის წარმოდგენილია, როგორც ახსნა ნებისმიერი ტიპის ქცევისა. ლტოლვათა რიცხვის მიმოხილვა მნიშვნელობას მაშინ იძენს, თუ თავად ცნებაა სასარგებლო და აზრიანი. ასეთივე მიმოხილვა სხვა მეცნიერებებში მიიღწევა ქცევის კლასიფიკაციით იმ ნიშნების მიხედვით, რომლებიც შემდგომში აიხსნება ლტოლვათა შესაბამისი კლასით. ლტოლვათა შერჩეული კლასები განსაზღვრავს დისკურსის მიმართულებას ინსტინქტური ლტოლვების ახსნისათვის. ამის შემდეგ, შესაძლოა, წარმოიქმნას კითხვები ცნებასთან, მეთოდთან ან კლასიფიკაციის ბაზისთან ან კლასიფიკატორული სქემის შინაარსთან მიმართებაში. ამ და ნებისმიერი სხვა საკითხების შესწავლამ, შესაძლოა, იმ დასკვნამდე მიგვიყვანოს, რომ ჩვენს მიერ დასახელებული საგნები ერთი და იგივეა, მაგრამ ისინი სულაც არაა ერთნაერი, ან ერთნაერია, მაგრამ არა ისე, როგორც ჩვენ გვგონია. ზოგადად მსგავსი მსჯელობა განისაზღვრება მიმდინარე კლასიფიკაციური სქემის შინაარსით დააქ მნიშვნელობას იძენს ისტორიული განზომილება. ისტორიულად, ფსიქოანალიზში ყოველთვის იყო ლტოლვების თანმიმდევრული კლასიფიკაცია, რომელიც ყოველთვის ორი ჯგუფისგან შედგებოდა. როდესაც დისკურსი შეიცავს მხოლოდ ორ კლასს, გარდაუვალია შეკითხვები ერთ-ერთი წევრის შესახებ, ასევე გარდაუვალია კითხვები კლასიფიკაციის სქემასთან დაკავშირებით და თავად კონცეფციის ირგვლივ. კითხვა, თუ როგორ უნდა გადავწყვიტოთ, თუ რამდენი ლტოლვა არსებობს, ორ დამატებით კითხვას წარმოქმნის: როგორ უნდა გადავწყვიტოთ, რომ ესა თუ ის მოცემული ფენომენი ნაწილობრივ ლტოლვის კონსტრუქციით განიმარტება? როგორ უნდა გადავწყვიტოთ, რომ მოცემულ ფენომენი, ან მის ახსნა ლტოლვის კონკრეტულ კონსტრუქციას უნდა მივაკუთვნოთ და არა სხვას?
არაერთი შემოთავაზება იყო, რომ ლტოლვის სხვაგვარი კლასიფიკაციის ან ინსტინქტებისათვის ბიოლოგიური გაგება დამატებინათ, ძირითადად შფოთვის ახსნასთან დაკავშირებით. მაგალითად, ბრუნსვიკმა (1954) შემოგვთავაზა ლიბიდური და აგრესიული ლტოლვებისათვის თავდაცვითი ლტოლვები დაგვემატებინა და მოგვეხდინა მათი ხელახალი კლასიფიკაცია სასიცოცხლო- ლიბიდურ და თავდაცვით -აგრესიულ ტიპებად. შურმა 1958 წელს შემოგვთავაზა საფრთხის თავიდან ამცილებელი ინსტინქტი (არა ლტოლვა), რომელიც ცხოველებთან და ადამიანებთან გვხვდება. ეს იდეა მან მოგვიანებით (1966) განავრცო. შური უკანდახევის ბიოლოგიულ ლოგიკურ რეაქციას ხსნიდა როგორც შფოთვით რეაქციას, ანუ თავდაცვას (გვ. 151-152). მისი აზრით, ინსტინქტური, ლიბიდური და აგრესიული ლტოლვები სიამოვნების პრინციპით რეგულირდება, ხოლო საფრთხისთვის თავის არიდების ინსტინქტი კი არა. უსიამოვნების პრინციპი უკავშირდება ტკივილის ან საფრთხის თავიდან აცილებას, როგორც თავისთავად ინსტინქტურ რეაქციას. რანგელი (Rangell 1955, გვ. 403-404; 1968, გვ. 398-399) და სტევარტი (Stewart 1967) გვთავაზობენ ინსტინქტური ფაქტორების გავლენას შფოთვის წარმომავლობაში. იგივე თქვა ფროიდმა „საკვანძო ნეირონების“ იდეაში, რომელიც ერთხელ გამოჩნდა მის პროექტში (1895b), მაგრამ მას შემდეგ აღარასოდეს. ნერვული სისტემის ეს ელემენტები შემოგვთავაზეს როგორ უსიამოვნების წარმომქმნელი, ანუ როგორც უარყოფითი იმპულსების წყარო იმის პარალელურად, რასაც ფროიდმა მოგვიანებით ლიბიდო უწოდა სექსუალობის და სიამოვნების სფეროში.
ლტოლვების ან ინსტინქტების შესახებ ეს ან სხვა, ალტერნატიული შეხედულებები შეიძლება უფრო გამოსადეგი იყოს, ვიდრე დღეს მათი მიუღებლობა.
ლიბიდურ / აგრესიული კლასიფიკაციის ფარგლებში, ამჟამინდელი პრობლემების უმეტესი ნაწილი აგრესიას უკავშირდება. შემდეგი საკითხები ეხება აგრესიის ცნებას, როგორც ინსტინქტურ ლტოლვას. რა დაკვირვების მონაცემებზე დაყრდნობით აიხსნება აგრესიული ლტოლვის ცნება? Რა ურთიერთობაა ამ მონაცემებსა და ახსნით კომსტრუქტს შორის? რამდენად და რა თვალსაზრისით განსხვავდება აგრესიის, როგორც ინსტინქტური ლტოლვის ცნება სხვა ან პარალელური ლიბიდური ლტოლვებისაგან? აგრესიული ლტოლვის, როგორც ამხსნელ კონსტრუქციის ლიბიდოსთან პარალელიზმი კითხვებს ბადებს წყაროს, იმპულსის, მიზნისა და ობიექტისათვის დამახასიათებელი ასპექტების გამოყენების თვალსაზრისით.
ალტერნატივის სახით, შეიძლება ეს საკითხი განვიხილოთ, როგორც ინსტინქტური ლტოლვების კონცეფციის შეცვლა აგრესიის საკითხთან მის მოსარგებად.
ლტოლვების ფსიქოანალიტიკური მოდელისთვის წყაროების და სადამკვირვებლო მონაცემების რელევანტურობა მჭიდრო კავშირშია. აგრესიისა და წყაროს განსახილველად, უნდა გაფართოვდეს ადრეული განცხადება მათი ურთიერთობის შესახებ.
არსებობს სხვადასხვაგვარი სხეულებრივი მოვლენები, რომლებიც შეიძლება ცნობიერების (სენსორული) მოქმედების საშუალებით და ცენტრალური ნერვული სისტემის გზით მეტ-ნაკლებად ადვილად გავაცნობიეროთ. სტიმული, რომელიც მომდინარეობს აფერენტულ /ცენტრისკენული ნერვული იმპულსების გააქტიურებით, შესაძლოა წარმოქმნას სხეულის გარეთ ან სხეულის შიგნით. ეს სენსორული იმპულსები ცნს–ის შესასვლელებში შეიცავენ სპეციფიკურ შეგრძნებებს და ზოგად შეგრძნებებს. თითოეული ეს სენსორული მოდალობა შეიძლება იყოს დაკავშირებული სპეციფიკური ორგანოების დაბოლოებებთან, სპეციფიკურ ნერვულ ბოჭკოებთან და კარგად გამოვლენილ გზებთან ზურგის და ტვინის ღეროს გავლით. ამ მოდალობების უმეტესობა ცნობილია ცნობიერი შეგრძნებების სახელით, რაც ასოცირდება დაკავშირებული ორგანოების დაბოლოებების სტიმულაციასთან.
გარდა ამისა, შეიძლება უფრო რთული სხეულებრივი შეგრძნებებიც იყოს ჩართული, რომლებიც, გარდა ორგანული და სენსორული ნერვებისა, შეიძლება უკავშირდებოდეს სპეციალურ ცენტრებს ცნს-ში. ესენია შიმშილი, წყურვილი, სუნთქვის საჭიროება, მთქნარების მოთხოვნილება, დაცემინების მოთხოვნილება, დეფეკაცია, სექსუალური შეგრძნებები და სხვები.
არაფერი ისე არ მოითხოვს უფრო კომპლექსურ ახსნას, ვიდრე სხეულებრივი შეგრძნებები და მათი შეცნობა. ყველა კომპლექსური სხეულებრივი შეგრძნება შეიძლება გაიზარდოს უსიამოვნების შეგრძნებამდე და სტრესამდე. უსიამოვნებს მოცილებას თან ახლავს შვების და სიამოვნების განცდა. უფრო მარტივი სხეულებრივი შეგრძნებებიც შეიძლება ასოცირდებოდეს სიამოვნების ან უსიამოვნების განცდებთან, რადგან სხეულებრივი შეგრძნებები მოითხოვს უფრო რთულ ნერვულ აპარატს და უფრო ფსიქოლოგიურ მოდელს, ვიდრე სენსორულ აღქმას.
შემდეგ მოქმედება შეიძლება განმეორდეს თავისთვის – ესე იგი, სიამოვნების შეგრძნებისთვის.
როგორც ჩანს, ქცევის ამგვარი ნაკრები იყო ჩართული ფროიდის სექსუალობის ადრეულ მოდელში და, როგორც ჩანს, შექმნა ერთი საფუძველი მისი კონცეფციებისათვის სექსუალური და მე -ლტოლვების შესახებ. აქტივობა გამოწვეულია სომატური ცვლილებებით და განისაზღვრება სომატური ცვლილებებითვე.
განვითარების თვალსაზრისით, შიმშილი, წყურვილი და გარკვეული სექსუალური თუ სენსუალური შეგრძნებები მოითხოვს პარტნიორს; სუნთქვის საჭიროება, მთქნარება, დაცემინება, დეფეკაცია და გარკვეული სხვა შეგრძნებები კი – არა.
სომატური დაძაბულობის/შვების შეგრძნებები და სუბიექტური უსიამოვნება / სიამოვნების არც ერთი ეს შეგრძნებება არ ეხება „აგრესიას“.
ამათგან არც ერთი არ არის ფსიქოანალიზის კლინიკური მონაცემი და არ არის დამოკიდებული ფსიქოანალიზის კონკრეტული მეთოდის გამოყენებაზე. სხეულის შეგრძნებები შეიძლება აღინიშნოს ანალიტიკურ სესიებში. ზოგადად, სხეულებრივი შეგრძნებები, რომლებიც აგრესიის გამოვლინებად აღიქმება, ჩვეულებრივ სომატური ცვლილებების წარმოდგენაა ბრძოლის / გაქცევისათვის ფიზიოლოგიური მზაობის თანმიმდევრობაში.
თუ დავიწყებთ ფსიქოანალიტიკური დაკვირვების მონაცემებით და დავსვამთ იგივე კითხვას, რაც ადრე დაგვისვამს – თუ რა კავშირია მოვლენასა და ცნებას შორის – ამჯერად, არის აგრესია ლტოლვა? -შესაძლებელია აზროვნების იგივე ხაზს გავყვეთ, დაწყებული შეგნებული გაცნობიერებიდან, ცნობიერი გამოცდილების მონაცემებიდან, გაუცნობიერებელი ფსიქიკური პროცესების შესახებ დასკვნიდან და ლტოლვო-ბის driven-ness ხასიათიდან. ამასთან, ჩვენ ვერ ვუპასუხებთ რაიმე კითხვას აგრესიული ძალების სტიმულირების შესახებ სომატურ ტერმინებში.
სექსუალობის შემთხვევაში სექსუალობის საბოლოო კრიტერიუმი (გონებრივი ან ფიზიკური)- ქცევა- არის სუბიექტური შეგრძნება სექსუალური განცდებისა და შეგრძნებებისა. ვინაიდან ფსიქოანალიზის მეთოდი არის არა ინტროსპექცია, არამედ ფსიქოანალიტიკური სიტუაცია, ამ კრიტერიუმის შესრულება შესაძლებელია იმ პირების მხოლოდ სიტყვიერი ანგარიშების საშუალებით და მათგან, ვისაც ამის სურვილი გააჩნია. პირდაპირი დაკვირვებისათვის სხვა კრიტერიუმებია აუცილებელი, როგორიცაა გენიტალიების ტიპიური ცვლილებები. გენიტალიების ან სხეულის სხვა ნაწილების რიტმული მანიპულაციები შეიძლება კრიტერიუმებად იყოს ან არ იყოს მიღებული (იხილეთ Galenson [1g71], ქვემოთ განხილულია).
ანალიზის დროს ჩვენ ჩვეულებრივ ვიყენებთ სხვა, ნაკლებად ერთმნიშვნელოვან კრიტერიუმებს. მოცემულ ქცევა მომხსენებელი პირის მიერ შეიძლება არ განიცდებოდეს როგორც სექსუალური, მაგრამ შეიძლება მისგან გამომდინარეობდეს ზოგიერთი იმპულსი ან ფანტაზია, რომელსაც საფუძვლად უდევს ბავშვების ან პერვერტების სექსუალური ქცევა, მაშინ ჩვენ მზად ვართ განვმარტოთ ეს ქცევა, როგორც სექსუალური და ვიმსჯელოთ ჩვენი განმარტების მართებულობაზე შედეგების მიხედვით.
აგრესიის შემთხვევაში, სიტუაცია ნაკლებად ნათელია. რისხვის, სიძულვილის, მტრობის, დესტრუქციის, შურის, შურისძიების, სისასტიკის და ა.შ. გრძნობები და წარმოდგენები იმავე გზითაა დამალული, როგორითაც სექსუალური იმპულსები; მათ შეიძლება განმარტება გაუკეთდეს და ისევე უნდა შევაფასოთ განმარტების შედეგები, როგორც სექსუალური გრძნობების შემთხვევაში. ეს არის ფსიქოანალიტიკური კლინიკური მტკიცებულება, რომელსაც ბრენერი საკმარისად თვლის იმისათვის, რომ ამტკიცოს აგრესიის, როგორც ლტოლვის ბუნება. აგრესიული ელემენტები (იდეები, გრძნობები, იმპულსები), როგორც ჩანს, ფსიქიკურად მსგავსია სექსუალური ელემენტებისა – ისინი განდევნილია და ფსიქიკური კონფლიქტის წყაროს წარმოდგენენ.
ამრიგად, ჩვენ მივედით იმ დასკვნამდე, რომ აგრესიის, როგორც ლტოლვის ფსიქოანალიტიკური კლინიკური მტკიცებულება ძალიან ჰგავს სექსუალური ლტოლვების არსებობის მტკიცებულებებს, მაშინ, როცა სექსუალობის არსებობის დამხმარე, ფიზიოლოგიური და უშუალო დაკვირვებით დანახული მტკიცებულებები აგრესიის შემთვევაში საერთოდ არ არსებობს. აგრესიულ ქცევასთან ასოცირებული სხეულებრივი ცვლილებები სინამდვილეში ისაა, რაც ბრძოლა/გაქცევის თანამდევი რეაქციები. აგრესიის სომატური მანიშნებლები მეორეხარისხოვანია. რეაგირება გარემოს სტიმულებზე უფრო მეორადი ხასიათისაა, ვიდრე ვიდრე პირველადი, რადგან სომატური სტიმულები შესაბამისი ობიექტის ძიებისკენაა (გარემო) მიმართული და ფიზიოლოგიურად მათი ზოგადი ხასიათი მოქმედებისათვის მზადებაა, განსხვავებით სექსუალური ქცევის დროს დანახული კონკრეტული ცვლილებებისა.
აგრესიასთან დაკავშირებული აღრევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო არის აგრესიული ქცევის -ფაქტობრივი ან გონებრივის- დიფერენცირების მარცხი აგრესიისაგან, როგორც ინსტინქტური ლტოლვისაგან და აგრესიისაგან, როგორც ლტოლვის მიღმა არსებული ჰიპოთეტური ენერგიისაგან. თუ მათ გულდასმით განვასხვავებთ, შეიძლება ასეთი კითხვა გაჩნდეს: აღწერილობით აგრესიული ყველა ქცევა ყოველთვის შეიცავს აგრესიული ლტოლვის გამოხატულებებს? – საყოველთაოდ გავრცელებული შეხედულებაა, რომ აგრესიული ლტოლვა მიზნად ისახავს ზოგადად აქტივობის/ მოქმედების გათვალისწინებას. მართალია, ასეთი მოსაზრება შეიძლება გამართლებული იყოს ან არ იყოს, მაგრამ ის წინააღმდეგობაში მოდის ლტოლვების ფსიქოანალიტიკურ თეორიასთან. ლტოლვის კონცეფცია თავისთავად გულისხმობს საქმიანობისკენ/მოქმედებისკენ ბიძგს.
როგორც ჩანს, ფართოდაა გავრცელებული შეთანხმება, რომ მოვლენები, რომელთაც ადვილად შეიძლება ვუწოდოთ აგრესიული- როგორც ზოგადი გაგებით, ასევე კლინიკურ სიტუაციებში, ადამიანურ ქცევაში მნიშვნელოვანია იმის მიუხედავად, არის თუ არა ეს აგრესია მიღებული, როგორც ინსტინქტური ლტოლვა. მარკოვიცის ( 1979 წ.) ”ინტერპერსონალური ქცევის ფენომენოლოგიური კლასიფიკაცია, რომელიც შეიძლება შეფასდეს როგორც აგრესიული,” ასეთია: ქმედებები მანამ არ არიან საზიანო, სანამ ისინი უპრობლემოდ მიიღებიან (თვითდამკვიდრება, დომინირება, ექსპლუატაცია); მტრობა, რომელიც იწვევს დაზიანებას ან განადგურებას (წინანაღმდეგობის გადალახვა, პანიკა, თავდაცვა); სიძულვილი- წმინდა ადამიანური თვისება; სადიზმი, ტკივილის მიყენება სექსუალური აღგზნების მისაღებად (გვ. 656).
იმის მიუხედავად, მისაღებია თუ არა მარკოვიცის კონკრეტული კლასიფიკაცია, როგორც ჩანს, ასეთი ფენომენოლოგიური დაჯგუფება აუცილებელი ნაბიჯია. მაგალითად, (ვილსონი, {E. 0. Wilson [ig75] გვთავაზობს ძალიან განსხვავებულ კლასიფიკაციურ სქემას). ფსიქოანალიტიკურ კლინიკურ სიტუაციაში დაფიქსირებული მოვლენა შეიძლება უფრო ნაყოფიერად გამოყენებულ იქნას როგორც საფუძველი. ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ვიკითხოთ: რა შეიძლება იყოდ თავისთავად ნაგულისხმევი კლასიფიცირების ამოსავლად?
დაკვირვების იმ მონაცემების მიმოხილვა, რომელზეც ვაფუძნებთ
აგრესიის ცნებას და ამ მონაცემების კონსტრუქცია ცხადყოფს, რომ აგრესია განსხვავდება ლიბიდური ლტოლვის კონცეფციისაგან და არ არის მისი პარალელური, რამდენადაც აქ წყაროა მნიშველოვანი. რა აზრის ვართ პარალელიზმზე იმპულსის, მიზნის, და ობიექტის თვალსაზრისით?
ლტოლვების იმპულსი დიდად არ განიხილება იმპულსის ტერმინებით.
თუმცა საქმიანობისკენ მამოტივირებელი იმპულსი, რომელიც აისახა
დაძაბულობისა და განმუხტვის სუბიექტურ განცდაში, ლტოლვების ცნების
წამყვანი კონცეფციაა. ა. ფროიდმა (1972, გვ. 164) მოიყვანა ”უტყუარი სტიმული, რომელიც თანდაყოლილია ნებისმიერ აგრესიულ ქცევაში: აშკარა შვება, რომელიც მის განმუხტვას მოსდევს; ასევე აშკარა დაძაბულობა და იმის პათოლოგიური შედეგები, როდესაც განმუხტვა დაბლოკილია.” ჩვენ მივუბრუნდებით აგრესიის ამ ასპექტს, როდესაც მივიღებთ ლტოლვების მიმართებას მარეგულირებელ პრინციპებთან როგორც ჩანს, აგრესიის კონცეფცია შეესაბამება სექსუალურობიდან გამომდინარე ინსტინქტური ლტოლვების მოდელს სტიმულთან მიმართებაში; აქ აგრესია ლიბიდოს პარალელურია.
რა არის აგრესიის მიზნები და ობიექტები? ანა ფროიდი ამ საკითხს განვითარების კუთხით განიხილავს და კითხვის ქვეშ აყენებს ფართოდ მიღებულ იდეას, რომ ”აგრესიული ლტოლვა თავად … … განიცდის ზედიზედ ხარისხობრივ ცვლილიებებს ”ორალურ, ანალურ, და ფალიკური სექსუალური ორგანიზაციების პარალელურად (1972, გვ. 164). მან აღნიშნა მთავარი განსხვავებები სექსუალობასა და აგრესიას შორის ორივე თვალსაზრისით –მიზნებისა და ობიექტებისა:
ბიოლოგიურად განსაზღვრული ლიბიდური მიზნები პირდაპირი ან სუბლიმირებული, ყოველვის დამახასიათებელია ლტოლვისათვის.
აგრესიას შეუძლია დაუკავშირდეს უცხო მიზნებსა და მიზეზებს, რაც მას ძალას აძლევს. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ცნობილია ინფანტილური სექსუალობის მონაცემებიდან. … … აგრესია ასევე ხელს უწყობს- კონსტრუქციულად ან დესტრუქციულად- ისეთი მიზნების მიღწევას, როგორიცაა. … … შურისძიება, ომი, პატივმოყვარეობა, პატიება, ოსტატობა. … … ანუ იმ მიზნების სამსახურშია, რომლებიც ნაკარნახევია მე-თი ან ზემე-თი (გვ. 165).
ბრენერი Brenner (197la) ასკვნის, რომ აგრესიული მიზნები არ შეიძლება განიხილებოდეს სექსუალური მიზნების მკაცრად პარალელურად. ”აგრესიული მიზნები განსხვავებულია გონებრივი განვითარების და გამოცდილების მიხედვით. როგორც ჩანს, ეს დაკავშირებული უნდა იყოს იმასთან, რაც ბავშვს ვნებს ან აშინებს ”(გვ. 141). ა. ფროიდმა (1972) ასევე აღნიშნა ცვლილება აგრესიის ინსტრუმენტებისა განვითარების კვალდაკვალ; ესენია: კბილები, ექსკრემენტები, პენისი; ხმა; პირი ფურთხებისთვის; ხელები, ფეხის კუნთი ზოგადად; იარაღები-დანები, ჯოხები, ბომბები, შხამები (გვ. 167). ჰარტმანის, კრისისა და ლოვენშტეინის იმ მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომ აგრესიის მიზნები უფრო შეზღუდული და ხისტია, ვიდრე სექსუალურობისა, შეიძლება ითქვას, რომ აგრესიის ინსტრუმენტალურობა უფრო მრავალმხრივი, პლასტიური ან ექსპანსიურია.
შეიძლება თუ არა აგრესიისთვის ლტოლვის ობიექტის კონცეფციის
იგივე გზით შემუშავება, როგორც სექსუალობისთვის?
ადრეულ ბავშვობაში სექსუალურობისა და აგრესიის განვითარება ობიექტების მიმართ პარალელურია, თუმცა, ამ ეტაპებისთვის, ჩვენი მონაცემები განსაკუთრებით სანდო არ არის. შპიცი (1953) ხაზს უსვამს აგრესიის როლს ობიექტებთან დაკავშირებაში. ა. ფროიდმა (1972) დაადასტურა, რომ სქესის და აგრესიის განვითარების ხაზები მნიშვნელოვან ცვლილებას განიცდის ჩვილობის შემდეგ; სიძულვილი, ბრაზი, წყენა და მსგავსი გრძნობები უფრო მჭიდრო კავშირშია კმაყოფილებისა და იმედგაცრუების გამოცდილებასთან, ვიდრე კონკრეტულ ობიექტთან: ”აგრესიისთვის არ არსებობს ობიექტიის ისეთივე მუდმივობა, როგორც ეს ლიბიდოს ახასიათებს”(გვ. 165).
შესაძლოა, უფრო შორს წავიდეთ ობიექტებთან დაკავშირებით ლიბიდოს და აგრესიას შორის განსხვავებების დაზუსტებაში. ფროიდის ადრეული შეხედულება ლტოლვებზე შეიცავს “სპეციფიკურ მოქმედებას” გარემოსთან (ობიექტთან) მიმართებაში დაძაბულობის განსამუხტად. ამ თვალსაზრისით, აგრესიისათვის სპეციფიკური ობიექტიც არ არის განსაზღვრული იმ გამონალისის გარდა, როცა არსებობს საპასუხო ბრაზი და, როგორც საპასუხო სურვილი სექსუალობის შემთხვევაში, ეს შეიძლება განვიხილოთ, როგორც ობიექტის დაძაბულობისგან განმმუხტავი ფაქტორი.
ლიბიდოს და აგრესიის ერთმანეთისგან წყაროს, მიზნებისა და ობიექტების თვალსაზრისით განსხვავებების გარდა, განსხვავებები არსებობს დაცვითი ოპერაციების შემთხვევაშიც. უარყოფა, განდევნა, რეაქციული ფორმირება, პროექცია, იდენტიფიკაცია, ობიექტიდან საკუთარი თავისკენ გაქცევა და პასიურის აქტიურად გადაქცევა თანაბრად ეფექტური ჩანს ყველა ლტოლვასთან მიმართებაში. ასე ჩანს, რომ იდენტიფიკაცია აგრესორთან, ობიექტის გადატანა ადამიანიდან ნივთზე ან ცხოველზე და აკვიატებულ ნევროზის ჩაქრობა მიმართული უნდა იყოს მხოლოდ აგრესიის წინააღმდეგ (A. Freud, 1972, გვ. 166).
სიცოცხლის და სიკვდილის ინსტინქტების საკითხის ირგვლივ მეცნიერულმა დაპირისპირებამ სამწუხარო შედეგი იქონია: სამოცი წლის შემდეგ მსგავსი მოვლენების კლინიკური შესწავლა და აგრესიის შესახებ კლინიკური ჰიპოთეზების ფორმულირება ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა. აგრესიასა და სექსუალობას შორის პარალელიზმი მაცდურად მოსახერხებელი. მაგრამ დაუდგენელი და შეუძლებელი საკითხია მრავალი თვალსაზრისით. აგრესია
გარკვეულწილად განსხვავებულ კონცეფციებს მაინც მოითხოვს; ინსტიქტური ლტოლვის ფსიქოანალიტიკური კონცეფცია მხოლოდ სექსუალობის შესახებ მონაცემების საფუძველზეა აგებული და მისმა გამოყენებამ აგრესიის შემთხვევაში შეზღუდა აგრესიაზე დაკვირვება, რაც არაპროდუქტიულ თეორიულ დავებს იწვევს. საფუძვლიანი კლინიკური კვლევები, რომლებიც გამომუშავებენ მინიმალური აბსტრაქციების მქონე ჰიპოთეზებს, ჯერ კიდევ იშვიათია (იხ. Parens, ig7ga).
სექსუალობის, როგორც თანდაყოლილი, სომატურად განსაზღვრული ფსიქიკური ძალის იდეა, დაძაბულობის დაგროვებისა და განმუხტვა / სიამოვნების რეჟიმებით, გამოიყენება განვითარების ყველა ფაზისთვის. აგრესიის ვითომდა პარალელიზმის იდეები მოიცავს კოგნიტურ შეფასებას ან თანდაყოლილ ცოდნას ობიექტებზე აგრესიული ზემოქმედების ეფექტისა,
ხოლო ეს ცნებები, ზოგადად, გამოუსადეგარია (იხ. ბრენერი) .of aggressive actions upon objects,
e როდესაც უფრო მეტი საფუძვლიანი გამოკვლევა გვექნება, შესაძლოა, აგრესია განვიხილოთ არა როგორც ლტოლვა. ჩვენ გვსურს ლტოლვის კონცეფციის შეცვლა, როგორც ბრენერს, რომელიც თავს უყრის მონაცემი აგრესიის შესახებ. არსებობს მთელი რიგი სხვა შესაძლებლობები. ლიბიდურ/ აგრესიული სამყაროს მიღება გარკვეულ სირთულეებს გადაფარავს. შეუსაბამობები ლიბიდურ და აგრესიულ ლტოლვათა კონცეფციებს შორის ხშირად უგულებელყოფილია. ლტოლვების განსხვავება/გარჩევა მათ უკან მდგომი ჰიპოთეტური ენერგიებისაგან ხშირად ბუნდოვანია ან არ არსებობს. იქმნება ცრუ შთაბეჭდილება პარალელური ბედისწერის მქონე ორი დ=ხარისხობრივი ძალის შესახებ. ალბათ აგრესია უნდა განიხილებოდეს, როგორც სხვა სახის ლტოლვა, რაც ნიშნავს, რომ ლტოლვების ფსიქოანალიტიკური თეორია ითხოვს მოდიფიკაციას იმისათვის რომ აგრესიაც მოიცვას.
III: ლტოლვათა განვითარება
ფსიქოანალიზი ყოველთვის იყო განვითარების ფსიქოლოგია არა
მხოლოდ განვითარების შესწავლისა და აღწერის მხრივ, არამედ
აგრეთვე შესწავლის და განვითარების გენეტიკური გაგებით – როგორც მიზეზის, წარმოშობის, ან, მოგვიანებით, განსაზღვრის, მომავალი ტრენდების შემზღუდველი და წარმომქმნელი ძალა (ჰარტმანი და კრისი, 1945). ანალიტიკური თეორია მიყვებოდა სისტემას, რომელიც სტანდარტული ჩანდა განვითარების ან ისტორიული თვლასაზრისით, რაც ნიშნავს პროცესის უწყვეტ დაყოფას დროის მსცლელობაში ფაზებად ან ეტაპებად, ან პერიოდებად. ფაზებს ირჩევს დამკვირვებელი, როგორც წესი ან ყოველთვის, ორი მიზნით -რომ ხაზი გაესვას განსხვავებებს დროის შერჩეულ ცვლადის განვითარებას; და დროის ცვლადი, ქრონოლოგია დაქვემდებარებულია განვითარების ცვლადს, ანუ სულაც არ არის აუცილებელი რომ ფაზა ყველა ინდივიდში ზუსტად იმავე ასაკში გამოვლინდეს.
კითხვები ჩნდება განვითარებადი ან გენეტიკური მიდგომებით
შემდეგ მიმართულებებზე: (1) ფაზის კონცეფციის გამოყენება-
როგორ უნდა გადაწყდეს, თუ რა ეტაპი რისგან უნდა შედგებოდეს ? (2) ფაზების თანმიმდევრობა (3) თითოეული ფაზის შინაარსი და (4)შერჩეული ცვლადის ურთიერთობა პიროვნების ან ქცევის თითოეული ფაზის სხვა ასპექტებთან.
ლტოლვების განვითარების გათვალისწინებით, ჩვენ ვცდილობთ
გაუმკლავდეთ დასკვნით ცვლადს, ანუ თეორიულ კონსტრუქტს, სირთულის კიდევ ერთი დამატებითი დონის პერსპექტივით და მეორე, დაშვების მიხედვით, რომ შეიძლება მოხდეს ფსიქოლოგიური რეგრესია, ასევე პროგრესი. ლტოლვის კონსტრუქტით ნაწილობრივ ახსნადი მოვლენები
შედარებულია სხვადასხვა ასაკში ,ხოლო ლტოლვის კონსტრუქცია იზოლირებულია, რაც აუცილებელია ასეთი შედარებისთვის. მეთოდოლოგიური სირთულე ჩნდება ბავშვებზე პირდაპირი დაკვირვებისას, განსხვავებით
ფსიქოანალიტიკური მეთოდისაგან, რაც უფრო დიდ როლს ასრულებს.
დასკვნების ინტეგრაციის პრობლემები წარმოიქმნება განსხვავებული მეთოდის და განსხვავებული სადამკვირვებლო ბაზის გამო.
ინსტინქტურ ლტოლვათ განვითარების თეორიის საკითხების
დიაპაზონი გაშლილია ფილოსოფიურიდან მეთოდოლოგიურამდე და პოლიტიკურამდე. კიდევ ერთხელ, ვაღიარებთ თუ არა გონების ონტოგენეტიკურ წარმოშობას? ფსიქოანალიტიკური კლინიკური მონაცემები განვითარების ძალიან ადრეულ ეტაპებზე საიმედო არ არის. ჩვენ უნდა მივმართოთ ახალშობილებზე და ბავშვებზე პირდაპირ დაკვირვებას, რათა შევქმნათ ან დავადასტუროთ ჰიპოთეზები ამ ფაზებში არსებულ ლტოლვებზე.
როგორ გავაერთიანოთ ის ჰიპოთეზები, რომლებიც გამომდინარეობს პირდაპირი დაკვირვებიდან და რომლებიც იქმნება ფსიქოანალიტიკური მეთოდის გამოყენებით? ეს საკითხი განსაკუთრებით ხაზს უსვამ კრიტერიუმების საკითხს როგორც პირდაპირი დაკვირვების, ასევე კლინიკური ფსიქოანალიტიკური მონაცემებისათვის. ლტოლვის განვითარების საკითხები გოგონების შემთვევაში და სექსუალური ფუნქცია ზრდასრულ ქალებშიც საკამათოა. შეიტანა რაიმე ცვლილებები კლინიკური ან პირდაპირი დაკვირვებით ჩატარებულმა ბოლო ნამუშევრებმა ლტოლვის განვითარების თეორიაში ქალებში?
ფროიდმა წარმოადგინა სექსუალური ლტოლვების განვითარების ფაზების თანმიმდევრობა, რომელთაგან თითოეულა გაბატონებული ეროგენული ზონისა და ობიექტისaდმი მიმართების მიხედვით აქვს დასახელება: ორალურ -კანიბალისტური, სადისტური-ანალური, ფალიკურ-ოიდიპალური და ლატენტური პერიოდის შემდეგ გენიტალური. განვითარების თითოეულ ამ
ეტაპზე სკოფოფილურ / ექსიბიონისტური და სადისტურ / მაზოხისტური
კომპონენტ-ლტოლვები, როგორც ჩანს, ორგანიზდებიან
გაბატონებული ზონისა და რეჟიმის შესაბამისად (იხ. Compton, 1981a, 1981b).
განვითარების თითოეული ეტაპი ასევე მოიცავს ბისექსუალურ ტენდენციებს,
მაგრამ ეს ფროიდის შემოქმედებაში მკაფიოდ არ ჩანს ვიდრე ფალიკურ-ოიდიპალურ ფაზამდე, რომელშიც დადებითი (ჰეტეროსექსუალური)
და უარყოფითი (ჰომოსექსუალური) ოიდიპალურობაა აღწერილი. ფროიდის მიერ აღწერილი “ჰომოსექსუალური ლიბიდოს” ბედი გენიტალურ ეტაპამდე ნაკლებად გასაგებია, მაგრამ ის “მე იდეალის” ფორმირებას უკავშირდებოდა.
.მიუხედავად იმისა, რომ სექსუალურ ლტოლვათა ორგანიზაციის ამ თანმიმდევრობის ძირითადი ელემენტები ფროიდის გვიანდელ ნაშრომებში მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, ლტოლვის იგი- მე-ზემე მოდელის დანერგვის შემდეგ საერთო ჯამში, განვითარება გარკვეულწილად განსხვავებულად განიხილებოდა ფსიქიკური აპარატის სტრუქტურულ დიფერენცირებასთან მიმართებაში. ეს აისახა არადიფერენცირებული ფაზის კონცეფციაში, რომელიც
ფროიდმა 1938 წელს შემოიტანა (იხ. ფროიდი, 1940) , ჰარტმანმა
(1939) და ჯაკობსონმა (1954, 1964) განავითარეს (იხ
Compton, 1983, გვ. 402-408). ჰიპოთეტური თვალსაზრისით, მე- იგი დიფერენცირების დაწყებისთანავე, ლტოლვის ცნება გამოიყენება და ლტოლვითი ორგანიზაციის განვითარების თანმიმდევრობა ხდება იგი-ს განვითარების ასპექტი. (კიდევ ერთხელ გავიხსენოთ რომ ეს ტერმინები აღნიშნავს ინდაგვარ თეორიულ კონსტრუქციებს, რომ ფენომენები უნდა აიხსნას კონსტრუქციების ურთიერთქმედების თვალსაზრისით).
არადიფერენცირებული ეტაპიდან ფსიქიკური სტრუქტურის და ფსიქიკური ძალებისკენ მიმავალი ნაბიჯები ლტოლვების სახით უკავშირდება “გონების დასაწყისის” განვითარებას, ძალიან აბსტრაქტული სახით. ფენომენის უფრო ახლო დანახვის მცდელობისას შური/ Schur (1g66), მიჰყვება რა თავის ადრინდელ იდეებს დესომატიზაციის შესახებ (ig55), გვთავაზობს, რომ ახალშობილის გონებრივი აპარატი ფუნქციონირებს რეფლექსური აპარატის მოდელის მიხედვით. შემდეგ ცვლილიება ან პროგრესი მომდინარეობს და ხდება გადასვლა რეფლექსიდან სურვილებზე. ეს არის სომატური მოთხოვნილებებიდან ინსტინქტური ლტოლვებზე გადასვლის მოდელი, როგორც სომატური წარმოშობის სტიმულების ფსიქიკური წარმოდგენები ეს გარდამავალი მოვლენები ასევე აღნიშნავს განვითარებას იგი- ს სტრუქტურის არადიფერენცირებული ეტაპიდან (და სავარაუდოდ, მე-ს ადრეული ფორმისაც).
მიუხედავად იმისა, რომ მეთოდოლოგიური და კონცეპტუალური პრობლემების გამო დაკვირვებების ინტეგრაცია ამ ჰიპოთეზებთან საშიშია, დაულინგის (1977) მუშაობამ საყლაპავის ატრეზიით დაავადებულ ახალშობილებთან აშკარად დაადასტურა შურის მიერ გამოქვეყნებული დაკვირვება განვითარების თანმიმდევრობაზე. ამ ჩვილებში გასტროსტომიამ დააცალკევა კვების საჭიროება და ორალური დაკმაყოფილების განცდა. განსაკუთრებით ერთ შემთხვევაში (გვ. 2 3 0 – 2 3 3), ძალიან ნათლად გამოჩნდა რეფლექსური წოვიდან და ყლაპვიდან მიზანმიმართულ, მოტივირებულ ორალურ მოთხოვნილებაზე გადასვლა.
ფსიქიკური სტრუქტურის განვითარების თანმიმდევრობა და ლიბიდური ორგანიზაციების თანმხლები და შემდგომი განვითარების დიფერენცირება ჩვეულებრივ განიხილება, როგორც გენეტიკურად კოდირებული პროგრამის შედეგი (Brenner, 1955, გვ. 17). განვითარებითი ცვლილებები
ლტოლვათა ორგანიზაციაში ფსიქოლოგიურ დონეზე აიხსნება, როგორც
ლიბიდოს ჩამოცილება ობიექტიდან და / ან დაკმაყოფილება და ახალი ობიექტის ან / და რეჟიმის კათექსისი (გვ. 28). დოულინგის და სხვების ნამუშევრები აშკარად მიუთითებს, რომ გენური პროგრამის გაშლა დამოკიდებულია გარემოსთან ურთიერთქმედების ზონალურ შესაძლებლობაზე. ლტოლვის კლასიკური თეორიის თვალსაზრისით, ეროგენური ზონის არსებობა და შესაფერისი ობიექტი ნაწილობრივ განსაზღვრავს ლტოლვის განვითარებას.
1949 წელს ჰარტმანის, კრისისა და ლოვენშტეინის მიერ გამოქვეყნებული პუბლიკაციის შემდეგ, რომელიც გვთავაზობს გარკვულ პარალელიზმს ლიბიდურ და აგრესიულ ლტოლვებს შორის, ფროიდის ლიბიდინალური ორგანიზაციების თანმიმდევრობა ზოგადად, მიღებული იქნა ლტოლვის ორგანიზაციების იმგვარ თანმიმდევრობად, რომ ყველა კომპონენტ- ლტოლვას აქვს აგრესიული და ლიბიდური ასპექტები. ის, რაც აგრესიის მამოძრავებელ მექანიზმებს ეხება, გაცილებით ნაკლებად გასაგებია. ზემოთ დავსვი რამდენიმე კითხვა პარალელიზმთან და ამ ჰიპოთეზების მხარდასაჭერად შეთავაზებული მონაცემებითნ დაკავშირებით.
ფროიდის იდეები ლტოლვის განვითარების შესახებ მნიშვნელოვნად შეიცვალა. ბევრი რამ ამ ცვლილიებებიდან დაკავშირებულია ბავშვებზე პირდაპირი დაკვირვების შედეგებზე. მალერმა (1966) აღნიშნა, რომ ბავშვის მიერ ანატომიური სექსუალური განსხვავებების აღმოჩენა გაცილებით ადრეულ ასაკში ხდება, ვიდრე ადრე იყო მიღებული -თოთხმეტიდან თექვსმეტ თვემდე. როიფი და გალენსონი ამ შემოთავაზებას მთელი რიგი კვლევებით, დაკვირვებით და გაფართოებული დაკვირვებით ადასტურებდნენ (Galenson, 1971; Galenson and Roiphe, i971, 1976, 1980; როიფი, 1968). მათ შემოგვთავაზეს “ადრეული გენიტალური ეტაპი”, ნორმალურიი განვითარების ნაწილი, დაწყებული თექვსმეტიდან ცხრამეტი თვემდე, რომლის დროსაც ”სასქესო ორგანოების ზონა ჩანს როგორც ენდოგენური სიამოვნების მკაფიო და დიფერენცირებული წყარო. . ” (1976, გვ. 54). ეს ადრეული გენიტალიების ფაზა ასოცირდება ანატომიური სექსუალური განსხვავებებთან და ”პრეოიდიპურ კასტრაციულ რეაქციასთან ”, რომელიც ერწყმის უფრო ადრეულ შიშს როგორც ობიექტური , ასევე ანალური დანაკარგისა და მოგვიანებით გავლენას ახდენს ფალიკურ- ოიდიპურ ფაზაზე, ისევე როგორც განვითარების სხვა ასპექტებზე. ცხადია, გოგოებსა და ბიჭებს განსხვავებული რეაქცია აქვთ ამ ადრე
გენიტალიების ფაზაზე და აჩვენებს მნიშვნელოვან განსხვავებებს შემდგომ
ფსიქოლოგიურ განვითარებაში.
ეს კვლევები კავშირშია ფროიდის ჰიპოთეზების ცვლილებასთან ქალის სექსუალურ განვითარების შესახებ. Ჩვენ ვხედავთ, რომ ფროიდი ბავშვობაში მამრობითი / მდედრობითის დიფერენცირების შესწავლას მხოლოდ 1925 წლის შემდეგ შეუდგა (თუმცა აშკარაა, რომ იცოდა ეს განსხვავებები ჩვილებში 1905 წელს [გვ. 188-1891) და ეს უკავშრდება ფალიკურ-ოიდიპალური ფაზის ჩართვას განვითარების თანამიმდევრობაში (Compton, 198id).
ფროიდის შეთავაზება სისტემურად არ ავრცობს მამრობითი / მდედრობითის დიფერენციაციის იდეას უფრო პატარა ასაკამდე ან განვითარების ფალიკურ-ოიდიპალურზე უფრო ადრეულ ფაზებამდე.
ფროიდის იდეებმა ქალის სექსუალური განვითარების და ფუნქციის შესახებ (1925, 1931, 1933) დაპირისპირება გამოიწვია (არცთუ უჩვეულო შედეგი ფროიდის იდეების შესახებ!) მათი წარმოდგენის დროიდანვე (Homey, 1923 წ. ჯონსი, 1927; მ. კლეინი,1928). ფალოცენტრული მიკერძოება ქალების მიმართ აუფასურებდა ფსიქოანალიტიკურ შეხედულებებს ქალის შესახებ, შემდეგ კი ინსტინქტური ლტოლვის თეორიისა და ზოგადად, ფსიქოანალიტიკური ფსიქოლოგიის წინააღმდეგ გავრცელდა. არსებული იდეა, რომ გოგონებმა თავიანთი განვითარების პროცესში უნდა შეიცვალონ პირველადი სიყვარულის ობიექტი დედიდან მამაზე, უნდა შეიცვალონ მათი ეროგენული ზონა კლიტორიდან საშოზე, და რომ მათ აქვთ კასტრაციის კომპლექსისადმიდა ოიდიპოსის კომპლექსისადმი განსხვავებული დამოკიდებულება, რა საკითხებს წამოჭრის? Პირველი, რომ გოგონები თავიდანვე არ განსხვავდებიან ბიჭებისგან? თუ ასეა, რა კავშირი აქვსინსტინქტური ლტოლვების განვითარებასთან გოგონებში პრეოდეპალურ წლებში? მეორე, ნამდვილად ხდება თუ არა “წამყვანი ზონის” ცვლილება კლიტორიდან საშოზე? არის თუ არა “ადრეული ვაგინალური ინფორმირებულობა” და, თუ ასეა, რა გავლენას ახდენს ეს წამყვანი ზონის ჰიპოთეზაზე? რა კავშირი აქვს “ორგაზმის ტიპებს ” ქალებში ამ წინადადებასთან? დაბოლოს, თუ სიყვარულის პირველადი ობიექტის ცვლილება ხდება, როგორ ხდება ეს?
ეს საკითხები ზოგადად, ლტოლვის განვითარების ფსიქოანალიტიკური თეორიის და, კერძოდ, გენიტალიების პრიმატისა და პრეოიდიპური განვითარების თეორიების კონტექსტში უნდა იქნას განხილული. ფროიდის 1905 წლის კონცეფციაში გენიტალიების პრიმატის შესახებ ძნელად გასაგები იყო ორგაზმის ადგილი. ინფანტილურიდან გენიტალურ სექსუალობაზე გადასვლა მოიცავდა: (1) გადასვლას აუტოეროტიზმიდან ობიექტზე მომართულ უპირატესობაზე; (2) ცალკეული ან თავისუფალი ლტოლვიდან ყველა წყაროს გადასვლა მთლიანად გენიტალურ აგზნებაზე (3) საწყისი ზოგადი სიამოვნების შეცვლა სექსუალურ მიზანზე, სასქესო ორგანოებისკენ; და (4) სექსუალური და აფექტური დინებების დშეერთება ერთი და იგივე სექსუალურ ობიექტსა და სექსუალურ მიზანზე (1905, გვ. 207).
ანალოგიურად, ფროიდის კონცეფცია პრეოიდიპალური განვითარების შესახებ იყო არა უბრალოდ სხვა სახელის დარქმევა ორალური და ანალური ფაზებისთვის. ეს ითვალისწინებს რეტროსპექტულ ხედვას ოიდიპოსის პოზიციიდან იმისკენ, რომ ლტოლვების ეს ნაკრები და ობიექტის ორიენტაცია წარმოიქმა სადისტურ-ანალიზური და ორალურ-კანიბალისტური ორგანიზაციების ფონზე და მე- ს განვითარების .
ფაზებს შეესაბამება.
განსხვავება ბიჭებისა და გოგონების განვითარებაში უფრო ნათელი გახდება პრეოიდიპალურ შეხედულებასთან მიმართებაში. ბიჭების შემთვევაში ასეთი
კითხვა ისმის: რას ნიშნავს დამოკიდებულების შეცვლა შეინარჩუნებულ პრეოიდიპალურ ობიექტთან, (დედა) ? ლოვენშტეინმა (1 935) და ლამპლ-დე გროტმა (1 946) უპასუხეს ამაზე, რომ ბიჭის შემთხვევაში ხდება პასიური ფალიკური მიზნებიდან აქტიურ ფალიკურ მიზნებისკენ გადასვლა. გოგონების შემთვევაში,როგორც ზემოთ იყო შემოთავაზებული, პრობლემები ვრცელდება განვითარების უფრო ადრეულ ფაზებზე.
1920-იანი წლებიდან არაერთი ავტორი (მაგალითად, ჰორნი, 1923; ჯონსი, 1933; ზილბოორგი, 944) კამათობს “პირველადი ქალურობის” საკითხზე, ჰორნის შემთხვევაში კი პირველად ჰეტეროსექსუალობაზე (როგორც ჩანს, სამართლიანია იმის თქმა, რომ ანალიტიკოსების უმეტესობისთვის ჰეტეროსექსუალობა კლასიკურადაც და თანამედროვე შეხედულებითაც არის წარმატება განვითარების კუთხით, როგორც ფსიქიკური დიფერენცირების პროდუქტი და არა მხოლოდ ფიზიოლოგია.) სტოლერმა (1968, 1973, 1975, 1976, 1979) ცოტა ხნის წინ განიხილა ქალის სქესობრივი განვითარების იგივე იდეა თავის კონცეფციაში ”ძირითადი სქესისი იდენტობა”, მამაკაცურობით მამაკაცებში და ქალურობით ქალებში (პირველადი ქალურობა), რომელიც წარმოდგენილია უწყვეტი განვითარების გათვალისწინებით პრენატალური ცხოვრებიდან. სტოლერმა ივარაუდა, რომ ეს სქესისი შეგრძნება დამოკიდებულია: ბიოლოგიურ ძალებზე, რომელიც ნაყოფის ტვინს აყალიბებს; სქესის დანიშნულებაზე დაბადებისთანავე; დედის დამოკიდებულებაზე ამ სქესის მიმართ: ადრეული პოსტნატალური პატერნების შედეგებზე; სხეულის მე-ს განვითარება, გენიტალური შეგრძნებების განსაკუთრებული განმსაზღვრელი ეფექტები და გონებრივი განვითარება.
აქ ორი საკითხია: პირველი ეხება განვითარების ადრეულ ფაზებს. როგორც სტოლერმა აღნიშნა, სექსუალობა არ არის იგივე, რაც სქესის განცდა და არც იგივეა, რაც ობიექტის არჩევანი. ინსტინქტური ლტოლვების კონსტრუქცია სხვა მიზნების გარდა, ხსნის სექსუალურობას და, ნაწილობრივ, ობიექტის არჩევანს. რა კავშირია ლტოლვის კონცეფციასა და სქესის გრძნობის კონცეფციას შორის? როგორც ჩანს, პრეგენიტალური წამყვანი ორგანიზაციები დიდად არ უკავშირდება ადრეულ სქესის განცდას. სქესის განცდა და ინსტიქტური, ლტოლვითი ურთიერთობა მხოლოდ მაშინ გაჩნდება, როდესაც ლტოლვითი ორგანიზაცია გადავა სასქესო ორგანოში- რაც ფალიკური ან ადრეული გენიტალური ეტაპია. Მეორე მხრივ, ადრეული ვაგინალური ინფორმირებულობა მიუთითებს არაცნობიერ წარმოდგენაზეც და საჭიროებს გოგონებში პრეგენიტალური ორგანიზაციის შესახებ ფროიდის კონცეფციების გარკვეულ მოდიფიკაციას, მსგავსი წარმოდგენების ჩათვლით. ამას შეიძლება ჰქონდეს, ან არ ჰქონდეს გავლენა ‘განვითარების ქალური ხაზის“ ჩამოყალიბებაზე, რაც ნიშნავს, რომ ლტოლვების ბედისწერა გოგონების და ბიჭების შემთხვევაში განსხვავებულია განვითარების ყველა ფაზაში .
ორივე სქესის მიერ ბავშვობაში ვაგინის არცოდნა ფროიდის ფალიკურ-ოიდიპალური ფაზის სურათის მნიშვნელოვანი ელემენტი იყო. თავის “კლოაკა1 თეორიაში” მ. ბონაპარტმა (1935) მიიღო ადრეული ვაგინალური ინფორმირებულობა, მაგრამ ეს დაუკავშირა რექტალურ და კლიტორულ არხების გადავსების შეგრძნებებს. გრინაკრმა (Greenacre (1950, 1953, 1958)
წარმოადგინა ფსიქოანალიტიკური კლინიკური მტკიცებულებები ვაგინალური ინფორმირებულობის შესახებ გოგონებში ადრეული ჩვილობიდან მოყოლებული. ასევე კესტენბერგმაც (1956 ა, 1956 ბ, 1968) წარმოადგინა ვაგინალური ადრეული ინფორმირებულობის მტკიცებულებები
და შემოგვთავაზა ამ გაცნობიერებულობის შორს მიმავალი გავლენა
ზრდასრული ქალის დედობრივ ქცევასა და სექსუალურ ფუნქციაზე. ფრაიბერგმა (1972) გააკეთა დაკვირვება იმავე თემაზე და დაამატა მასტურბაციული ორგაზმის შემთხვევები, ან მასთან ახლოს მდომი ქცევა
ოთხიდან ცხრა წლამდე ასაკის გოგონებში.
ადრეული ვაგინალური ცოდნა, ვაგინალური დაძაბულობის არაცნობიერი წარმოდგენით, გოგონების მასტურბაცია ლატენტურ პერიოდში და პრეპუბერტატული ორგაზმის მსგავსი რეაქციები, როგორც ჩანს, გვამცნობს ცვლილებების ან დამატებების საჭიროებას ფროიდის ქალის სექსუალური განვითარების ხედვაში.
საკითხთა მეორე ნაკრები უკავშირდება შემოთავაზებულ ცვლილებებს გოგონების სექსუალური განვითარების უფრო გვიანდელ ინფანტილურ ფაზებში, რაც არ ეფუძნება პირველადი ქალურობის კონცეფციას ან დაკვირვებას ადრეული ვაგინალური ინფორმირებულობის შესახებ.
გალენსონმა და როიფმა (1976) აღნიშნეს შემდეგი განსხვავებები ადრეულ გენიტალურ ფაზასთან და ბავშვის მიერ ანატომიური განსხვავებების აღმოჩენასთან დაკავშირებით. გოგონებში შეინიშნება გაზრდილი ინვესტიცია ფანტაზიურ ცხოვრებაში, ძირეული განწყობის შეცვლა, ცვლილება
მასტურბაციურ ქცევაში (ხელის მოშორებით) და შემობრუნება მამისკენ ”ახლებური, ეროტიული სახით, დედის ყურადღების ძიება მხოლოდ საჭიროების დროს. ” ამის საპირისპიროდ, ბიჭებმა აჩვენეს ხელით მასტურბაცია, ზოგადი მოტორული აქტივობის ზრდა და ნაკლები მიდრეკილება ფანტაზიური თამაშისა და გრაფიკული გამოსახულებისკენ (გვ. 49, 51). მათ დაასკვნეს: ”ჩვენ გვჯერა, რომ ფროიდის თავდაპირველი პოზიცია პენისის შურთან დაკავშირებით ნაწილობრივ სწორი იყო და რომ ქალის კასტრაციული კომპლექსი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქალის განვითარებაზე. ამასთან, ეს უფრო ადრე ხდება, ვიდრე იგი მოელოდა. . . და ისინი ქმნიან უკვე განვითარებად, თუმცა ჯერ ისევ ბუნდოვანი ქალურობის გრძნობას ”(გვ. 55).
გროსმანი და სტიუარტი (1 976) როგორც ჩანს, უახლოვდებიან იგივე მოსაზრებებს განვითარებაზე ზრდასრული ქალების ფსიქოანალიტიკური კლინიკური კვლევის თვალსაზრისით. მათ გამოყვეს პენისის შურის ორი ეტაპი. პირველი ჩნდება, როგორც ნარცისული ტრავმა, რომელიც შეიძლება მოგვარდეს და ხელი შეუწყოს ქალის განვითარებას, ან შურისგან გამოიწვიოს ნარცისული ხასიათის ტრავმები. მეორე ეტაპი არის ოიდიპალური კონფლიქტების მოგვარების რეგრესული მცდელობა.
დებატები გოგონებში წამყვანი ეროგენული ზონის ცვლილების შესახებ, როგორც ჩანს, არასწორია. პირველ რიგში, მონაცემები ბუნდოვანი იყო. გლენი და კაპლანი (1968) აღნიშნავენ, რომ ტერმინები “კლიტორული ორგაზმი” და “ვაგინალური ორგაზმი” განმარტების გარეშე გამოჩნდა ლიტერატურაში,
და შეიძლება ნიშნავდეს: (1) ადგილს, რომელიც სტიმულირებულია ორგაზმის მისაღებად; (2) ადგილს, რომელშიც ორგაზმი სუბიექტურად განიცდება;
(3) ადგილს, სადაც ფიზიოლოგიური ცვლილებები ხდება სასქესო ორგანოებში; და გვხვდება მრავალფეროვანი კომბინაციები. აქვე უნდა დავამატოთ, რომ ფროიდის თეორია არ მოიცავდა კლიტორული ან ვაგინალური ორგაზმის ტერმინებს, არამედ აღნიშნავდა ანატპმიური ორგანოს ლიბიდურ კათექსს (წარმოდგენებს) გოგონებში ფალიკურ-ოიდიპალური ფაზის განვითარების საკითხი ასე შეჯამდა: ” საკითხი, რომელიც საჭიროებს
შემოწმებას, შემდეგია- არის თუ არა ჰეტეროსექსუალური ობიექტის არჩევანი
ქალებში მიბმული “სექსუალურ ცხოვრებაში აქტიურ მიზნების” საპირისპირო რეაქციასთან “(გროსმანი, 1981).
არც თუ ნათელია ნარცისიზმის, მაზოხიზმისა და პასიურობის როლი ქალის განვითარებაში. ასევე მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა პირველადი ეროგენული ქალური მაზოხიზმი (იხ. Blum, 1976; Brenner, 1959).
თავის დროზე, მარგარეტ მალერის ცნობილმა და საყოველთაოდ აღიარებულმა ნაშრომმა საკმაო გავლენა მოახდინა ლტოლვათა განვითარების თეორიაზე. თუმცა, დღეისთვის ორი სრული ჰიპოთეზის ინტეგრაცია რთული და არადამაკმაყოფილებელი ჩანს ( თუმცა იხ. პარენსი). საბოლოო ჯამში, ფროიდის ინსინქტურ ლტოლვათა განვითარების ფაზები რჩება ლტოლვათა განვითარების საბაზისო ფსიქოანალიტიკურ თეორიად.
ლტოლვათა განვითარების ადრეულ ფაზებს ახლა განიხილავენ ფსიქიკური სტრუქტურის დიფერენცირების დაწყებასთან კავშირში. განვითარების ფაზები ახლა განიხილება უფრო როგორც ლტოლვითა ორგანიზაციები, ვიდრე ლიბიდური ორგანიზაციები. თუმცა ეს ფორმულირება ღიაა სერიოზული კითხვებისათვის. ბავშვის მიერ სქესთა შორის ანატომიური განსხვავებების აღმოჩენა აღიარებულია მნიშვნელოვნად ბევრად უფრო ადრეულ ასაკში. ლატენტურ პერიოდში სექსუალური ქცევა როგორც ბიჭებში, ასევე
გოგონებში უფრო ერთნაერია, ვიდრე ამას ფროიდი ფიქრობდა. ქალის სექსუალური განვითარების საკითხები საკამათო რჩება. ჯერ კიდევ გადასაჭრელი რჩება ბოლო პერიოდში ჩატარებული კვლევების დიდი ნაწილის გავლენა ინსტიქტური ლტოლვებზე და ლტოლვათა განვითარების ზოგად თეორიაზე.
შეჯამება
ფროიდის ინსტიქტური ლტოლვების თეორიის ევოლუცია ფსიქიკური აპარატის მოდელებთან ერთად, მჭოდროდ უკავშირდება ადამიანის ფსიქოლოგიის იმ ფუნდამენტურ საკითხებს, რასაც აქ ვუწოდეთ სხეული-გონება- გარემოს ურთიერთობის პრობლემები.
ინსტიქტური ლტოლვების კონცეფცია კვლავ ერთ-ერთია ფსიქოანალიზის ყველაზე ყოვლისმოცველი კონცეფციებიდან, რომელიც ბოლო რამდენიმე ათწლეულია უძლებს კრიტიკის ქარ-ცეცხლს, თუმცა ამასობაში მან დაკარგა ზოგიერთი პროცესის სიცხადე. მე ჩემოვთვალე და განვიხილე ინსტიქტური ლტოლვების კონცეფციის ძირითადი საკითხები: დაკვირვების მონაცემებისა და თეორიული კონსტრუქციების ურთიერთმიმართება ფსიქოლოგიაში: არის თუ არა ლტოლვების ჩვენეული კონსტრუქცია მხოლოდ ფსიქოლოგიური; გონების ონტოგენეტური წარმოშობის კონცეპტუალიზაციის პრობლემა; “ძალის-და-მნიშვნელობის კავშირის” საკითხები და ასევე ფსიქოანალიტიკური კონსტრუქციების ფსიქიკური ენერგიის პრობლემა; ჩვენეული ინსტინქტური მამოძრავებელი კონცეფციის კავშირი ზოგადად ინსტინქტების კონცეფციასთან. ამ ფუნდამენტურ საკითხებში, როგორც ჩანს, პროგრესს შეიძლება იყოს უფრო ზუსტი მოდელების გამოყენებით მივაღწიოთ.
ეს მოდელები უფრო ჰომოლოგიურია მოცემულ სფეროში დღევანდელ ცოდნასთან, ვიდრე ფროიდის ნერვული სისტემის რეფლექსური რკალის მოდელი, რათა ფსიქოანალიზის ფარგლებში შეიქმნას ლტოლვების უკეთესი კონსტრუქცია.
ინსტინქტური ლტოლვების კლასიფიკაცია კვლავ პრობლემად რჩება. კლინიკური აგრესია, როგორც ჩანს, კონფლიქტის ფაქტორია ისევე, როგორც სექსუალობა. აგრესიის სექსუალურობის (ყველა თვალსაზრისით) პარალელურ იდეად მიღების მიუხედავად, არსებობს ძირითადი შეუსაბამობები; ალბათ არ შეიძლება აგრესიის, როგორც ლტოლვის განხილვა; ალბათ ჩვენი წამყვანი კონსტრუქცია უნდა შეიცვალოს აგრესიის გათვალისწინებით. რა თქმა უნდა, ამ სფეროში დაპირისპირებამ ხელი შეუშალა კარგი კლინიკური კვლევების შექმნას, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელი იქნებოდა ჩვენი ცოდნის გაზრდა აგრესიისა და მისი ადგილის შესახებ ადამიანის ცხოვრებაში.
ლტოლვების განვითარების ფსიქოანალიტიკურმა თეორიამ ბოლო ორმოცი წლის განმავლობაში ალბათ ნაკლები ცვლილება განიცადა, ვიდრე ლტოლვების თეორიის სხვა ასპექტებმა, თუმცა ფრთხილმა, დაკვირვებულმა მუშაობამ შეცვალა ჩვენი შეხედულები სასქესო ორგანოების ასაკის მიხედვით აღქმის შესახებ, ასევე ქალის სექსუალური განვითარებისა და ფუნქციის შესახებ და ლატენტური პერიოდის შესახებ.
ეს არის პირველი ნაშრომის დასკვნა იმ ორიდან, რომლებშიც მე ვიკვლევ
ინსტინქტური ლტოლვების თეორიის განვითარებას ფსიქოანალიზში ფროიდის შემდგომ.
…….
თარგმანი
ხ.ივანიშვილი