საქართველოს ფსიქოანალიტიკური საზოგადოება
საქართველოს ფსიოქანალიტიკური ფსიქოთერაპიის საზოგადოება
სემინარის შესახებ:
ფროიდის მიერ აქტივობა/პასიურობის გენდერული, ბინარული აღქმის შეცვლას, ასევე ფემინურობა/პასიურობისა და მასკულინურობა/აქტივობის დაკავშირებას იგი მიჰყავს დასკვნამდე, რომ „ფემინურობის უარყოფა“ ფსიქიკური ცხოვრების საძირკველია. ამ იდეამ ნაყოფიერი ნიადაგი შექმნა ფემინისტური ფსიქოანალიტიკური კვლევებისთვის, რომლებიც მუდმივად აცოცხლებენ კითხვას ქალის სუბიექტურობის და ფსიქიკური ფემინურობის მნიშვნელობის შესახებ. ამ თეორიული წინსვლის მიუხედავად, დედის ფიგურა რჩება ცენტრალურ კომპლექსურ ქვაკუთხედად ფსიქოანალიზში ჩვილის შინაგან სამყაროში.
ლიზა ბარაიტსერი გვთავაზობს ფსიქოანალიტიკურ დებატებს ქალურობის გარშემო. მას ყურადღება გადააქვს პასიურობიდან „სიმშვიდეზე”, განიხილავს რა მას, როგორც დედობრივ დინამიკას, რომელიც განვითარებას უწყობს ხელს.
მოხსენებები :
• პასიურობა და გენდერი: ფსიქიკური ინერცია და დედობრივი სიმშვიდე
• დედისეული სიკვდილის ლტოლვა კლინიკაში: მძიმე დეპრესიის მქონე მამაკაცის შემთხვევა
მომხსენებლის შესახებ
ლიზა ბარაიტსერი არის ბრიტანეთის ფსიქოანალიტიკური საზოგადოების წევრი, ფსიქოსოციალური თეორიის პროფესორი ლონდონის ბირკბეკის უნივერსიტეტში, მას აქვს ფსიქოანალიტიკური პრაქტიკაში ლონდონში, გახლავთ ფსიქოანალიზის საერთაშორისო ჟურნალის სარედაქციო საბჭოს ყოფილი წევრი და ფსიქოანალიზის, კულტურის, საზოგადოების საერთაშორისო საბჭოს წევრი.
2013-2016 წლებში – ფსიქოანალიტიკური ჟურნალის Studies in Gender and Sexuality (ტეილორი და ფრენსის) თანარედაქტორი, ონლაინ ჟურნალის Studies in the Maternal (Open Library for the Humanities) დამფუძნებელი და თანარედაქტორი.
იგი არის ავტორი ჯილდოს მფლობელი მონოგრაფიისა, სახელწოდებით: “დედათა შეხვედრები: წყვეტის ეთიკა” (Routledge, 2009); ასევე არის რედაქტორი გამოსაცემად გამზადებული კრებულისა “შეუწყნარებლობა ქალურობის მიმართ” (Routledge, COWAP სერია). იგი წერს დედობის, ფსიქოანალიზის, დროებითობის, ზრუნვის, გენდერისა და ძალადობის შესახებ. მისი ბოლოდროინდელი ნაშრომები უკავშირდება „დედობრივი სიკვდილის ინსტინქტის “ კონცეფციის შემუშავებას, სადაც ავტორი ცდილობს შეისწავლოს თერაპიული ჩიხები და ლოდინის როლი ფსიქიკურ ცვლილებებში; ლიზა ბარაიტსერის ინტერესთა სფეროში შედის ასევე მიზოგინიის შესწავლა ფსიქოანალიტიკური პერსპექტივიდან.
საქართველოს ფსიქოანალიტიკური ფსქიოთერაპიის საზოგადოება სემინარზე იწვევს ფსიქოთერაპევტებს, კლინიკურ ფსიქოლოგებს, ასევე ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებს.
შეხვედრის ადგილი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის III კორპუსი, აუდიტორია 204
მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზირი N11
თარიღი: 22-23 თებერვალი, 2023
გაითვალისწინეთ
სემინარის ენა:
ინგლისური, პარალელური თაგმანით ქართულ ენაზე
სემინარის საფასური:
სემინარზე დასწრების ღირებულება შეადგენს – 190 ლარს.
* საფასურში შედის კვება შესვენებებზე, ქართულად თარგმნილი მოხსენებები და თარჯიმანი
დასწრებისთვის, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფრომა ⬇️
(გაითვალისწინეთ, რეგისტრაციის დასაწყებად აუცილებელია Gmail-ით ავტორიზაცია)
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით საორგინაზიცაო კომიტეტის წევრს, ნინო სესიაშვილს.
📧: ninosesiashvili@yahoo.com
სემინარის განრიგი
შაბათი, 22 თებერვალი
09:00 – 11:00 | სემინარის გახნა
მოხსენება „პასიურობაზე“ ქალურობასთან მიმართებაში |
11:00 – 11:30 | ყავის შესვენება |
11:30 – 12:30 |
დისკუსია ლექციის ირგვლივ |
12:30 – 13:30 | შესვენება |
13:30 – 15:00 | ჯგუფური სუპერვიზია |
კვირა, 23 თებერვალი
10:00 – 11:30 |
ლიზა ბრაისტერი – ” დედისეული სიკვდილის ლტოლვა და მასთან მიმართებაში ღრმად დეპრესიულ მამაკაცთან კლინიკური შემთხვევის განხილვა” |
11:30 – 12:00 | ყავის შესვენება |
12:00 – 13:00 | დისკუსია ლექციის ირგვლივ |
13:00 – 13:30 | შესვენება |
13:30 – 15:00 |
ჯგუფური სუპერვიზია |