Logo 1 Logo 2

საქართველოს ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის საზოგადოება

ინფორმაცია სასწავლო პროგრამის შესახებ

2026 წლის მაისიდან 1 ოქტომბრამდე

საქართველოს ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის საზოგადოება აცხადებს ახალი სასწავლო ჯგუფების მიღებას ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის ოთხწლიან პროგრამებზე:

ზრდასრულთა
ინდივიდუალური ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპია

ბავშვთა და მოზარდთა
ინდივიდუალური ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპია

მიღების კრიტერიუმები :

სასწავლო პროგრამაში ჩართვის წინაპირობას წარმოადგენს ფსიქოლოგიის მაგისტრის , დოქტორის აკადემიური სტატუსი ან სამედიცინო განათლება ფსიქიატრიის განხრით .

პროგრამაში შეიძლება ჩაერთოს ასევე ბაკალავრი , რომელიც მაგისტრატურაში სწავლობს .

შესაძლოა , პროგრამაში ჩართვის მსურველს არ ჰქონდეს პირველადი ფსიქოლოგიური ან სამედიცინო განათლება , მაგრამ უნდა ჰქონდეს გავლილი ფსიქოლოგიისა და ფსიქოპათოლოგიის სპეცკურსები ( საუნივერსიტეტო ) და უნდა გაიაროს ფსიქიატრიული ( ერთწლიანი ) პრაქტიკა და ჰქონდეს შესაბამისი თეორიული და კლინიკური გამოცდილება .

სფფს სასწავლო პროგრამაში ჩართვის მსურველმა უნდა გამოგზავნოს:

აკადემიური განათლების დამადასტურებელი საბუთის ასლი , პირადობის ასლი , შევსებული სააპლიკაციო ფორმა , ავტობიოგრაფია და სამოტივაციო წერილი, ამის შემდეგ მსურველმა უნდა გაიაროს ინდივიდუალური გასაუბრება .

განაცხადებები მიიღება 1 ოქტომბრამდე. გასაუბრება ჩატარდება ოქტომბერში და დეკემბერში.

აპლიკაცია ფასიანია, აპლიკაციის საფასური 50 ლარი უნდა გადაირიცხოს სფფს ანგარიშზე:

თეორიული მეცადინეობები დაიწყება 2027 წლის იანვარში.

თეორიული პროგრამის შესახებ იხილეთ შემდეგი ნაწილი:

ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის ოთხწლიანი სასწავლო პროგრამა

შედგება სამი კომპონენტისაგან:

პირადი ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპია

პირადი ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპია უმნიშვნელოვანესი და გადამწყვეტი კომპონენტია ფსიქოთერაპევტად ჩამოყალიბებისათვის.

სფფს სასწავლო პროგრამის წევრმა უნდა გაიაროს პირადი ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპია ან ფსიქოანალიზი სფფს ტრენინგ ფსიქოანალიტიკოს ფსიქოთერაპევტთან არანაკლებ კვირაში ორჯერ , არანაკლებ 4 წლის განმავლობაში .

თითო სეანსის ხანგრძლივობა – 50 წუთი .

სასურველია ინდივიდუალური ფსიქოანალიზის ან ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის დაწყება თეორიულ სწავლების დაწყებამდე და მისი გაგრძელება მთელი სწავლების განმავლობაში .

შესაძლებელია , რომ კანდიდატმა პირადი ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპია გაიაროს სხვა კვალიფიცირებულ ტრანინგ ანალიტიკოსთან , მხოლოდ სფფს ტრენინგ კომიტეტთან შეთანხმებით .

კლინიკური მასალის სუპერვიზია

პირდი თერაპიის დაწყებიდან არანაკლებ ორი წის შემდეგ კანდიდატი წევრი ატარებს ანალიტიკურ თერაპიას სულ მცირე ორ პაციენტთან , გამოცდილი ტრენინგ სუპერვიზორის ზედამხედველობით.

მთლიანობაში ჩატარებული უნდა იყოს თერაპიის არანაკლებ 320 საათი .

კანდიდატი ერთ პაციენტთან მუშაობს 2-3 – ჯერ კვირაში , პირისპირ , მთლიანობაში არანაკლებ 200 საათს ( ორი წლის განმავლობაში) .

მეორე პაციენტთან მუშაობის მინიმალურ რაოდენობა უნდა იყოს 120 საათი , კვირაში ორჯერ ან სამჯერ , პირისპირ , ერთი წლის განმავლობაში .

ერთი შემთხვევა უნდა იყოს სუპერვიზირებული 80 – ჯერ , 2 წლის განმავლობაში , ინდივიდუალურად .

მეორე შემთხვევა შეიძლება მიმდინარეობდეს ერთი წლის განმავლობაში და უნდა იყოს ჩატარებული 40 სუპერვიზია .

ორივე თერაპიის საერთო სუპერვიზირებული საათების რაოდენობა უნდა იყოს არანაკლებ 200 საათისა ( ჯგუფური სუპერვიზიების ჩათვლით ).

ორივე შემთხვევას უნდა ჰქოვდეს სხვადასხვა სუპერვიზორი , ანუ მეთვალყურე .

ყველა შემთხვევა , რომელიც მზადდება საკვალიფიკაციო გამოცდისათვის , სუპერვიზირებული უნდა იყოს .

რეკომენდებულია , რომ თერაპიული შემთხვევის განხილვაში აღწერილი იყოს მკურნალობის დამასრულებელი ფაზა .

თეორიული სწავლება

სასწავლო პროგრამა ითვალისწინებს სემინარებს როგორც ფსიქოანალიზისა და ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის თეორიისა და ტექნიკის საკითებზე , ასევე კლინიკური შემთხვევების განხილვას .

საერთო ჯამში, კანდიდატს მოეთხოვება თეორიული სწავლების სულ მცირე, 360 საათი.

საბოლოო გამოცდისას კანდიდატმა წერილობითი ფორმით უნდა წარადგინოს და დაიცვას ორი კლინიკური ნაშრომი , რომელშიც აღწერილი იქნება ორივე სუპერვიზირებული შემთხვევა .

კლინიკური გამოცდილება

სწავლის განმავლობაში კანდიდატებს შეხება უნდა ჰქონდეთ ფსიქიკური დარღვევების ფართო სპექტრთან , რათა მიიღონ კლინიკური გამოცდილება .

თითოეულ კანდიდატს უნდა ჰქოვდეს დამრიგებელი , ანუ მენტორი , რომელსაც თავად აირჩევს სასწავლო კომიტეტის წევრებიდან .

სასწავლო – კომიტეტი თვალყურს უნდა ადევნებდეს კანდიდატის შესაბამისობას და პროფესიულ წინსვლას მასწავლებლებისა და სუპერვიზორების ზეპირი ან წერილობითი დასახიათების საფუძველზე სწავლის განმავლობაში .

საქართველოს ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის საზოგადოების (სფფს) სასწავლო პროგრამა ეყრდნობა ევროპის ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის ფედერაციის სასწავლო სტანდარტს ფსიქოანალიტიკოსი ფსიქოთერაპევტის კვალიფიკაციის მოსაპოვებლად . სფფს იტოვებს უფლებას , დაამატოს საკუთარი მოთხოვნები საჭიროების მიხედვით .

სწავლების საფასური

სწავლების ჯამური ღირებულება დამოკიდებულია ტრენინგის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე:

  • პირადი ფსიქოთერაპია 4 წლის განმავლობაში , კვირაში ორჯერ .
  • ერთი სეანსის საფასური კი დგინდება კანდიდატისა და მისი ფსიქოთერაპევტის ურთიერთშეთანხმებით .
  • 100 ინდივიდუალური სასუპერვიზიო საათი ორი წლის განმავლობაში , სუპერვიზიის საათის საფასური დგინდება სუპერვიზორთად ურთიერთშეთანხმებით.
  • ჯგუფური თეორიული სემინარები , კვირაში ერთხელ .
  • 1 წელიწადში 40 სემინარი; თითო სემინარი ღირს 50 ლარი.

სფფს სასწავლო პროგრამის თეორიული ნაწილი

პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაცია:

საქართველოს ფსიქოანალიტიკური საზოგადოება და საქართველოს ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის ( საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური ასოციაციის ტრენინგ ანალიტიკოსებთან პარტნიორობის / თანამშრომლობის ფორმატში )

პროგრამის დონე: დამატებითი პროფესიული / გაიცემა სერთიფიკატი

პროგრამის ხანგრძლივობა: 4 აკადემიური წელი

პროგრამის მიზანი

პროგრამის მიზანია, სტუდენტებს მიაწოდოს ფსიქოანალიზის თეორიული საფუძვლების , კლინიკური ტექნიკისა და პრაქტიკული აზროვნების სისტემური ცოდნა , რომელიც შეესაბამება ევროპის ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის სტანდარტებს და უზრუნველყოფს აკადემიურ და კლინიკურ კომპეტენციებს პროფესიული განვითარებისთვის .

სწავლების შედეგები

პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტი შეძლებს :

  • ფსიქოანალიზის ძირითადი თეორიების ცოდნასა და კრიტიკულ გააზრებას
  • ფსიქოანალიტიკური ტექნიკის გამოყენებას კლინიკურ კონტექსტში
  • კლინიკური შემთხვევების ანალიზსა და პრეზენტაციას
  • სიზმრების ფსიქოანალიტიკურ განმარტებას
  • განვითარების თეორიების გამოყენებას ბავშვთა , მოზარდთა და მოზრდილთა ფსიქოანალიზში
  • პროფესიული ეთიკისა და პასუხისმგებლობის დაცვას

სწავლების ფორმატი და მეთოდები

კომპონენტი აღწერა
სწავლების ფორმა სემინარული, ძირითადად პირისპირ აუდიტორიაში.
სწავლების მეთოდები ლექცია , დისკუსია , კლინიკური შემთხვევის განხილვა , ტექსტის ანალიზი
სემინარების სიხშირე ყოველკვირეულად
დღე პარასკევი
სწავლების ენა ინგლისური / ქართული
სტუდენტის დატვირთვა აუდიტორული და დამოუკიდებელი მუშაობა

სასწავლო კომპონენტები

სავალდებულო მოდულები:

  • ფსიქოანალიტიკური თეორია
  • ფსიქოანალიტიკური ტექნიკა
  • კლინიკური შემთხვევის შესწავლა
  • სიზმრების ანალიზი
  • განვითარების თეორიები
  • სპეციალური თემატიკა
  • ბავშვთა ფსიქოანალიზი
  • მოზარდთა ფსიქოანალიზი
  • ჩვილზე დაკვირვება

არჩევითი მოდულები:
შეირჩევა სტუდენტის ინტერესებისა და სწავლების კომიტეტის რეკომენდაციების საფუძველზე.

აკადემიური პერსონალი

საკითხი აღწერა
მასწავლებელთა რაოდენობა 5
შერჩევის წესი სწავლების კომიტეტის მიერ
პასუხისმგებლობა გადანაწილებულია
ხარისხის უზრუნველყოფა სტუდენტების მიერ ყოველწლიური შეფასება

საათების განაწილება

I წელი – 72 საათი

მოდულისაათები
თეორია16
შემთხვევის შესწავლა16
ტექნიკა16
სიზმრების ანალიზი8
განვითარების თეორიები16

II წელი – 72 საათი

მოდულისაათები
თეორია16
შემთხვევის შესწავლა16
ტექნიკა16
სიზმრების ანალიზი8
სპეციალური თემატიკა16

III წელი – 80 საათი

მოდულისაათები
თეორია16
შემთხვევის შესწავლა16
ტექნიკა16
სპეციალური თემატიკა16
ბავშვთა ფსიქოანალიზი16

IV წელი – 64 საათი

მოდულისაათები
თეორია16
შემთხვევის შესწავლა16
ტექნიკა16
მოზარდთა ფსიქოანალიზი16

შეფასების სისტემა

  • სემინარებში აქტიური მონაწილეობა
  • წერილობითი ნაშრომები
  • კლინიკური შემთხვევის პრეზენტაცია
  • შუალედური და საბოლოო შეფასება

სწავლების სტრუქტურა

სემინარები : სემინარები ჩატარდება ყოველ კვირას პარასკევს , დღის საათებში .

მასწავლებლები : სწავლების უფლება და პასუხისმგებლობა გადანაწილდება სულ ცოტა, 6 მასწავლებელს შორის . მასწავლებლების შერჩევა მოხდება სასწავლების კომიტეტის მიერ .

კანდიდატებს ყოველ წელს მოეთხოვებათ სემინარებისა და მასწავლებლების შეფასება .

თეორიული საათების განაწილება ოთხ წელიწადზე :

პირველი წელი (I):

  • თეორია : 16 საათი
  • შემთხვევის შესწავლა : 16 საათი
  • ტექნიკა : 16 საათი
  • სიზმრების ანალიზი : 8 საათი
  • განვითარების თეორიები : 16 საათი
  • სულ : 72 საათი

მეორე წელი (II):

  • თეორია : 16 საათი
  • შემთხვევის შესწავლა : 16 საათი
  • ტექნიკა : 16 საათი
  • სიზმრების ანალიზი : 8 საათი
  • სპეციალური თემატიკა : 16 საათი
  • სულ : 72 საათი

მესამე წელი (III):

  • თეორია : 16 საათი
  • შემთხვევის შესწავლა : 16 საათი
  • ტექნიკა : 16 საათი
  • სპეციალური თემატიკა : 16 საათი
  • ბავშვთა ფსიქოანალიზი : 16 საათი
  • სულ : 80 საათი

მეოთხე წელი (IV):

  • თეორია : 16 საათი
  • შემთხვევის შესწავლა : 16 საათი
  • ტექნიკა : 16 საათი
  • მოზარდთა ფსიქოანალიზი : 16 საათი
  • სულ : 64 საათი

საერთო ჯამი ( ოთხი წლის განმავლობაში ):

  • საათების რაოდენობა სემინარებზე : 304 საათი
  • სტუდენტის სრული აკადემიური დატვირთვა : 608 საათი
“`
Tagged on: