საქართველოს ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის საზოგადოება
ინფორმაცია სასწავლო პროგრამის შესახებ
2026 წლის მაისიდან 1 ოქტომბრამდე
საქართველოს ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის საზოგადოება აცხადებს ახალი სასწავლო ჯგუფების მიღებას ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის ოთხწლიან პროგრამებზე:
ზრდასრულთა
ინდივიდუალური ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპია
ბავშვთა და მოზარდთა
ინდივიდუალური ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპია
მიღების კრიტერიუმები :
სასწავლო პროგრამაში ჩართვის წინაპირობას წარმოადგენს ფსიქოლოგიის მაგისტრის , დოქტორის აკადემიური სტატუსი ან სამედიცინო განათლება ფსიქიატრიის განხრით .
პროგრამაში შეიძლება ჩაერთოს ასევე ბაკალავრი , რომელიც მაგისტრატურაში სწავლობს .
შესაძლოა , პროგრამაში ჩართვის მსურველს არ ჰქონდეს პირველადი ფსიქოლოგიური ან სამედიცინო განათლება , მაგრამ უნდა ჰქონდეს გავლილი ფსიქოლოგიისა და ფსიქოპათოლოგიის სპეცკურსები ( საუნივერსიტეტო ) და უნდა გაიაროს ფსიქიატრიული ( ერთწლიანი ) პრაქტიკა და ჰქონდეს შესაბამისი თეორიული და კლინიკური გამოცდილება .
სფფს სასწავლო პროგრამაში ჩართვის მსურველმა უნდა გამოგზავნოს:
აკადემიური განათლების დამადასტურებელი საბუთის ასლი , პირადობის ასლი , შევსებული სააპლიკაციო ფორმა , ავტობიოგრაფია და სამოტივაციო წერილი, ამის შემდეგ მსურველმა უნდა გაიაროს ინდივიდუალური გასაუბრება .
განაცხადებები მიიღება 1 ოქტომბრამდე. გასაუბრება ჩატარდება ოქტომბერში და დეკემბერში.
აპლიკაცია ფასიანია, აპლიკაციის საფასური 50 ლარი უნდა გადაირიცხოს სფფს ანგარიშზე:
თეორიული მეცადინეობები დაიწყება 2027 წლის იანვარში.
თეორიული პროგრამის შესახებ იხილეთ შემდეგი ნაწილი:
პირადი ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპია
პირადი ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპია უმნიშვნელოვანესი და გადამწყვეტი კომპონენტია ფსიქოთერაპევტად ჩამოყალიბებისათვის.
სფფს სასწავლო პროგრამის წევრმა უნდა გაიაროს პირადი ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპია ან ფსიქოანალიზი სფფს ტრენინგ ფსიქოანალიტიკოს ფსიქოთერაპევტთან არანაკლებ კვირაში ორჯერ , არანაკლებ 4 წლის განმავლობაში .
თითო სეანსის ხანგრძლივობა – 50 წუთი .
სასურველია ინდივიდუალური ფსიქოანალიზის ან ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის დაწყება თეორიულ სწავლების დაწყებამდე და მისი გაგრძელება მთელი სწავლების განმავლობაში .
შესაძლებელია , რომ კანდიდატმა პირადი ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპია გაიაროს სხვა კვალიფიცირებულ ტრანინგ ანალიტიკოსთან , მხოლოდ სფფს ტრენინგ კომიტეტთან შეთანხმებით .
კლინიკური მასალის სუპერვიზია
პირდი თერაპიის დაწყებიდან არანაკლებ ორი წის შემდეგ კანდიდატი წევრი ატარებს ანალიტიკურ თერაპიას სულ მცირე ორ პაციენტთან , გამოცდილი ტრენინგ სუპერვიზორის ზედამხედველობით.
მთლიანობაში ჩატარებული უნდა იყოს თერაპიის არანაკლებ 320 საათი .
კანდიდატი ერთ პაციენტთან მუშაობს 2-3 – ჯერ კვირაში , პირისპირ , მთლიანობაში არანაკლებ 200 საათს ( ორი წლის განმავლობაში) .
მეორე პაციენტთან მუშაობის მინიმალურ რაოდენობა უნდა იყოს 120 საათი , კვირაში ორჯერ ან სამჯერ , პირისპირ , ერთი წლის განმავლობაში .
ერთი შემთხვევა უნდა იყოს სუპერვიზირებული 80 – ჯერ , 2 წლის განმავლობაში , ინდივიდუალურად .
მეორე შემთხვევა შეიძლება მიმდინარეობდეს ერთი წლის განმავლობაში და უნდა იყოს ჩატარებული 40 სუპერვიზია .
ორივე თერაპიის საერთო სუპერვიზირებული საათების რაოდენობა უნდა იყოს არანაკლებ 200 საათისა ( ჯგუფური სუპერვიზიების ჩათვლით ).
ორივე შემთხვევას უნდა ჰქოვდეს სხვადასხვა სუპერვიზორი , ანუ მეთვალყურე .
ყველა შემთხვევა , რომელიც მზადდება საკვალიფიკაციო გამოცდისათვის , სუპერვიზირებული უნდა იყოს .
რეკომენდებულია , რომ თერაპიული შემთხვევის განხილვაში აღწერილი იყოს მკურნალობის დამასრულებელი ფაზა .
თეორიული სწავლება
სასწავლო პროგრამა ითვალისწინებს სემინარებს როგორც ფსიქოანალიზისა და ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის თეორიისა და ტექნიკის საკითებზე , ასევე კლინიკური შემთხვევების განხილვას .
საბოლოო გამოცდისას კანდიდატმა წერილობითი ფორმით უნდა წარადგინოს და დაიცვას ორი კლინიკური ნაშრომი , რომელშიც აღწერილი იქნება ორივე სუპერვიზირებული შემთხვევა .
კლინიკური გამოცდილება
სწავლის განმავლობაში კანდიდატებს შეხება უნდა ჰქონდეთ ფსიქიკური დარღვევების ფართო სპექტრთან , რათა მიიღონ კლინიკური გამოცდილება .
თითოეულ კანდიდატს უნდა ჰქოვდეს დამრიგებელი , ანუ მენტორი , რომელსაც თავად აირჩევს სასწავლო კომიტეტის წევრებიდან .
სასწავლო – კომიტეტი თვალყურს უნდა ადევნებდეს კანდიდატის შესაბამისობას და პროფესიულ წინსვლას მასწავლებლებისა და სუპერვიზორების ზეპირი ან წერილობითი დასახიათების საფუძველზე სწავლის განმავლობაში .
საქართველოს ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის საზოგადოების (სფფს) სასწავლო პროგრამა ეყრდნობა ევროპის ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის ფედერაციის სასწავლო სტანდარტს ფსიქოანალიტიკოსი ფსიქოთერაპევტის კვალიფიკაციის მოსაპოვებლად . სფფს იტოვებს უფლებას , დაამატოს საკუთარი მოთხოვნები საჭიროების მიხედვით .
სწავლების საფასური
სწავლების ჯამური ღირებულება დამოკიდებულია ტრენინგის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე:
- პირადი ფსიქოთერაპია 4 წლის განმავლობაში , კვირაში ორჯერ .
- ერთი სეანსის საფასური კი დგინდება კანდიდატისა და მისი ფსიქოთერაპევტის ურთიერთშეთანხმებით .
- 100 ინდივიდუალური სასუპერვიზიო საათი ორი წლის განმავლობაში , სუპერვიზიის საათის საფასური დგინდება სუპერვიზორთად ურთიერთშეთანხმებით.
- ჯგუფური თეორიული სემინარები , კვირაში ერთხელ .
- 1 წელიწადში 40 სემინარი; თითო სემინარი ღირს 50 ლარი.
სფფს სასწავლო პროგრამის თეორიული ნაწილი
პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაცია:
საქართველოს ფსიქოანალიტიკური საზოგადოება და საქართველოს ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის ( საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური ასოციაციის ტრენინგ ანალიტიკოსებთან პარტნიორობის / თანამშრომლობის ფორმატში )
პროგრამის დონე: დამატებითი პროფესიული / გაიცემა სერთიფიკატი
პროგრამის ხანგრძლივობა: 4 აკადემიური წელი
პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია, სტუდენტებს მიაწოდოს ფსიქოანალიზის თეორიული საფუძვლების , კლინიკური ტექნიკისა და პრაქტიკული აზროვნების სისტემური ცოდნა , რომელიც შეესაბამება ევროპის ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის სტანდარტებს და უზრუნველყოფს აკადემიურ და კლინიკურ კომპეტენციებს პროფესიული განვითარებისთვის .
სწავლების შედეგები
პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტი შეძლებს :
- ფსიქოანალიზის ძირითადი თეორიების ცოდნასა და კრიტიკულ გააზრებას
- ფსიქოანალიტიკური ტექნიკის გამოყენებას კლინიკურ კონტექსტში
- კლინიკური შემთხვევების ანალიზსა და პრეზენტაციას
- სიზმრების ფსიქოანალიტიკურ განმარტებას
- განვითარების თეორიების გამოყენებას ბავშვთა , მოზარდთა და მოზრდილთა ფსიქოანალიზში
- პროფესიული ეთიკისა და პასუხისმგებლობის დაცვას
სწავლების ფორმატი და მეთოდები
| კომპონენტი | აღწერა |
|---|---|
| სწავლების ფორმა | სემინარული, ძირითადად პირისპირ აუდიტორიაში. |
| სწავლების მეთოდები | ლექცია , დისკუსია , კლინიკური შემთხვევის განხილვა , ტექსტის ანალიზი |
| სემინარების სიხშირე | ყოველკვირეულად |
| დღე | პარასკევი |
| სწავლების ენა | ინგლისური / ქართული |
| სტუდენტის დატვირთვა | აუდიტორული და დამოუკიდებელი მუშაობა |
სასწავლო კომპონენტები
სავალდებულო მოდულები:
- ფსიქოანალიტიკური თეორია
- ფსიქოანალიტიკური ტექნიკა
- კლინიკური შემთხვევის შესწავლა
- სიზმრების ანალიზი
- განვითარების თეორიები
- სპეციალური თემატიკა
- ბავშვთა ფსიქოანალიზი
- მოზარდთა ფსიქოანალიზი
- ჩვილზე დაკვირვება
არჩევითი მოდულები:
შეირჩევა სტუდენტის ინტერესებისა და სწავლების კომიტეტის რეკომენდაციების საფუძველზე.
აკადემიური პერსონალი
| საკითხი | აღწერა |
|---|---|
| მასწავლებელთა რაოდენობა | 5 |
| შერჩევის წესი | სწავლების კომიტეტის მიერ |
| პასუხისმგებლობა | გადანაწილებულია |
| ხარისხის უზრუნველყოფა | სტუდენტების მიერ ყოველწლიური შეფასება |
I წელი – 72 საათი
| მოდული | საათები |
|---|---|
| თეორია | 16 |
| შემთხვევის შესწავლა | 16 |
| ტექნიკა | 16 |
| სიზმრების ანალიზი | 8 |
| განვითარების თეორიები | 16 |
II წელი – 72 საათი
| მოდული | საათები |
|---|---|
| თეორია | 16 |
| შემთხვევის შესწავლა | 16 |
| ტექნიკა | 16 |
| სიზმრების ანალიზი | 8 |
| სპეციალური თემატიკა | 16 |
III წელი – 80 საათი
| მოდული | საათები |
|---|---|
| თეორია | 16 |
| შემთხვევის შესწავლა | 16 |
| ტექნიკა | 16 |
| სპეციალური თემატიკა | 16 |
| ბავშვთა ფსიქოანალიზი | 16 |
IV წელი – 64 საათი
| მოდული | საათები |
|---|---|
| თეორია | 16 |
| შემთხვევის შესწავლა | 16 |
| ტექნიკა | 16 |
| მოზარდთა ფსიქოანალიზი | 16 |
შეფასების სისტემა
- სემინარებში აქტიური მონაწილეობა
- წერილობითი ნაშრომები
- კლინიკური შემთხვევის პრეზენტაცია
- შუალედური და საბოლოო შეფასება
სწავლების სტრუქტურა
სემინარები : სემინარები ჩატარდება ყოველ კვირას პარასკევს , დღის საათებში .
მასწავლებლები : სწავლების უფლება და პასუხისმგებლობა გადანაწილდება სულ ცოტა, 6 მასწავლებელს შორის . მასწავლებლების შერჩევა მოხდება სასწავლების კომიტეტის მიერ .
კანდიდატებს ყოველ წელს მოეთხოვებათ სემინარებისა და მასწავლებლების შეფასება .
თეორიული საათების განაწილება ოთხ წელიწადზე :
პირველი წელი (I):
- თეორია : 16 საათი
- შემთხვევის შესწავლა : 16 საათი
- ტექნიკა : 16 საათი
- სიზმრების ანალიზი : 8 საათი
- განვითარების თეორიები : 16 საათი
- სულ : 72 საათი
მეორე წელი (II):
- თეორია : 16 საათი
- შემთხვევის შესწავლა : 16 საათი
- ტექნიკა : 16 საათი
- სიზმრების ანალიზი : 8 საათი
- სპეციალური თემატიკა : 16 საათი
- სულ : 72 საათი
მესამე წელი (III):
- თეორია : 16 საათი
- შემთხვევის შესწავლა : 16 საათი
- ტექნიკა : 16 საათი
- სპეციალური თემატიკა : 16 საათი
- ბავშვთა ფსიქოანალიზი : 16 საათი
- სულ : 80 საათი
მეოთხე წელი (IV):
- თეორია : 16 საათი
- შემთხვევის შესწავლა : 16 საათი
- ტექნიკა : 16 საათი
- მოზარდთა ფსიქოანალიზი : 16 საათი
- სულ : 64 საათი
საერთო ჯამი ( ოთხი წლის განმავლობაში ):
- საათების რაოდენობა სემინარებზე : 304 საათი
- სტუდენტის სრული აკადემიური დატვირთვა : 608 საათი