მარიანე ბოჰლებერ-ლეიზინგერის და ვერნერ ბოჰლებერის სემინარი

მოხსენების თემები – მარიანე ლეიზინგერ-ბოჰლებერის მოხსენები:
“ტრავმა და  განსახიერებული  მოგონებები. ფსიქოანალიტიკური მოსაზრებანი”; ვერნერ ბოჰლებერი:ტრავმირებული პაციენტების მკურნალობის ახლებური გზები.

    სემინარი ტარდება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის მხარდაჭერით

 

 

მარიანე ლეიზინგერ-ბოჰლებერი

მარიანე ლეიზინგერ-ბოჰლებერი გერმანიის ფსიქოანალიტიკური ასოციაციის ტრეინინგ ანალიტიკოსი,  ზიგმუნდ ფროიდის სახელობის ფრანკფურტის ინსიტუტის დირექტორი, შვეიცარიის ფსიქოანალიტიკური საზოგადოების წევრი, საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური ასოციაციის კვლევების კომიტეტის ვიცე თავმჯდომარე,  ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მოწვეული პროფესორი, კასელის უნივერსიტეტის სრული პროფესორი და  ნეირო ფსიქოანალიზის საზოგადოების  „ქმედითი ჯგუფის“   წევრია.  მისი ინტერესების  სფეროს  წარმოადგენს კლინიკური და ემპირიული კვლევა  ფსიქოანალიზში.

მარიანე ლეიზინგერ-ბოჰლებერის მოხსენების თემა:

ტრავმა და  განსახიერებული  მოგონებები. ფსიქოანალიტიკური მოსაზრებანი*

მოხსენების თემა ეხმიანება 2015 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომს „სხეულის  აღმოჩენა გონებაში: განხორციელებული/განსხეულებული მოგონებები, ტრავმა, და დეპრესია“ 

 

 

 

ვერნერ ბოჰლებერი

ვერნერ ბოჰლებერი ფილოსოფიის დოქტორი, სუპერვიზორი, ტრენინგ ანალიტიკოსი, გერმანიის ფსიქოანალიტიკური ასოციაციის ექს-პრეზიდენტი და გერმანული ფსიქოანალიტიკური ჟურნალის, „ფსიქეს“ რედაქტორია. მისი კვლევის საგანს კი ფსიქოანალიზის თეორია და ისტორია, მოზარდობა და იდენტობა, ნაციონალ სოციალისტური წარსული, ქსენოფობია და ანტისემიტიზმი, ტრავმა, ტერორიზმი წარმოადგენს. ბოჰლებერი საკუთარ ნაშრომებში აღწერს ტრავმის ტრანსგენერაციულ გადაცემაზე ომის დროს დაბადებულ ბავშვებში; გვიჩვენებს, თუ როგორ რეაგირებს ფსიქოანალიზი ინდივიდუალიზაციის და დემოკრატიზაციის პროცესებზე დასავლურ საზოგადოებებში. იგი ხაზს უსვამს მის უნარს, ახსნას ანტისემიტიზმი, ნაციონალიზმი, რელიგიური ფუნდამენტალიზმი, თუ საიდან ჩნდება სამყაროში ძალადობა, ქსენოფობია და ტერორიზმი.

ვერნერ ბოჰლებერი მოხსენების თემა:

ტრავმირებული პაციენტების მკურნალობის ახლებური გზები.

 

 

 

სემინარის გეგმა:

მისამართი:

ილია ჭავჭავაძის გამზირი 1, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პირველი კორპუსი, აუდიტორია № .107


პარასკევი, 19 ივნისი

 

9:00 – 9:50    რეგისტრაცია
9:50 – 10:00    სემინარის გახსნა, მისალმება
10:00 – 11:30    მარიანე ლეიზინგერ ბოჰლებერი: ტრავმა და   განსახიერებული  მოგონებები. ფსიქოანალიტიკური მოსაზრებანი
11:30 – 12:00 ყავის შესვენება
12:00 – 13:00 დისკუსია ლექციის ირგვლივ
13:00 – 14:00 ლანჩი
14:00 – 15:30 კლინიკური სემინარი პარალელურ ჯგუფებში
15:30 – 16:00 ყავის შესვენება
16:00 – 17:30 კლინიკური სემინარი პარალელურ ჯგუფებში

შაბათი, 20 ივნისი

 

10:00 – 11:30    ვერნერ ბოჰლებერი: ტრავმირებული პაციენტების მკურნალობის ახლებური  გზები
11:30 – 12:00 ყავის შესვენება
12:00 – 13:00 დისკუსია ლექციის ირგვლივ
13:00 – 14:00 ლანჩი
14:00 – 15:30 კლინიკური სემინარი პარალელურ ჯგუფებში
15:30 – 16:00 ყავის შესვენება
16:00 – 17:30 კლინიკური სემინარი პარალელურ ჯგუფებში

 

საქართველოს ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის საზოგადოება სემინარის მონაწილეებზე გასცემს მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატებს მარიანე ლეიზინგერ-ბოჰლებერისა და ვერნერ ბოჰლებერის ხელმოწერით.

გაითვალისწინეთ:

  • სემინარის ენა ინგლისურია, პარალელური თარგმანით ქართულ ენაზე.
  • მონაწილეებს დაურიგდებათ ქართულად ნათარგმნი სალექციო მასალები .

სემინარზე დასწრების მსურველებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა და მონაწილეობის საფასური უნდა გადარიცხონ საქართველოს ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის საზოგადოების ანგარიშზე.

5 ივნისამდე:

სემინარზე დასწრების საფასურია 140 ლარი, სტუდენტებზე ვრცელდება სპეციალური ფასდაკლება და სემინარზე დასწრების ღირებულება განისაზღვრება 90 ლარით.

5 ივნისის შემდეგ:

სემინარზე დასწრების საფასურია 200 ლარი, სტუდენტებზე ვრცელდება სპეციალური ფასდაკლება და სემინარზე დასწრების ღირებულება განისაზღვრება 120 ლარით.

* კონფერენციის საფასურში შედის სამჯერადი კვება: ორი ყავის შესვენება და ლანჩი, ასევე დაბეჭდილი საკონფერენციო მასალები.

 

მარიანე ბოჰლებერ-ლეიზინგერის და ვერნერ ბოჰლებერის სემინარი