ზრდასრულთა ინდივიდუალური ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის სექციის სწავლების კრიტერიუმები
1. სასწავლო პროგრამაში ჩართვის წინაპირობას წარმოადგენს აკადემიური სტატუსი (ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი) და შესაბამისი თეორიული და კლინიკური გამოცდილება. ორგანიზაციის სასწავლო ( ტრენინგ) კომიტეტი აფასებს, თუ რამდენად აკმაყოფილებს მსურველი სწავლების დასაწყებად საჭირო პირობებს.
2. საქართველოს ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის ორგანიზაციის სასწავლო პროგრამა ეყრდნობა ევროპის ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის ფედერაციის სასწავლო სტანდარტს ფსიქოანალიტიკოსი ფსიქოთერაპევტის კვალიფიკაციის მოსაპოვებლად. სფფს იტოვებს უფლებას, დაამატოს საკუთარი მოთხოვნები.
3. ზრდასრულთა ინდივიდუალური ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპევტის კვალიფიკაციის მისანიჭებლად საჭიროა შემდეგი კრიტერიუმების დაკმაყოფილება:
ფსიქოანალიტიკურ ფსიქოთერაპიის სწავლების ხანგრძლივობა არის სულ მცირე 4 წელი.
- პირადი ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპია
ასპირანტი წევრი გადის ფსიქოანალიტიკურ ფსიქოთერაპიას ან ფსიქოანალიზს ევროპული კვალიფიკაციის მქონე ტრენინგ ფსიქოანალიტიკოს ფსიქოთერაპევტთან არანაკლებ კვირაში ორჯერ, არანაკლებ 4 წლის განმავლობაში. სეანსის ხანგრძლივობა – 50 წუთი. სასურველია ინდივიდუალური ფსიქოანალიზის ან ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის დაწყება სწავლების დაწყებამდე და მისი გაგრძელება მთელი სწავლების განმავლობაში.
- სუპერვიზია
კანდიდატი წევრი ატარებს ანალიტიკურ თერაპიას სულ მცირე ორ პაციენტთან, მთლიანობაში ჩატარებული უნდა იყოს თერაპიის არანაკლებ 320 საათი. კანდიდატი ერთ პაციენტთან მუშაობს 2-3ჯერ კვირაში, პირისპირ, მთლიანობაში არანაკლებ 200 საათს. მეორე პაციენტთან მუშაობის მინიმალურ რაოდენობა უნდა იყოს 120 საათი, კვირაში ორჯერ ან სამჯერ, პირისპირ, ერთი წლის განმავლობაში. ორივე თერაპიის საერთო სუპერვიზირებული საათების რაოდენობა უნდა იყოს არანაკლებ 200 საათისა (ჯგუფური სულერვიზიების ჩათვლით). ერთი შემთხვევა უნდა იყოს სუპერვიზირებული 80 -ჯერ, 2 წლის განმავლობაში, ინდივიდუალურად. მეორე შემთხვევა შეიძლება მიმდინარეობდეს ერთი წლის განმავლობაში და უნდა იყოს ჩატარებული 40 სუპერვიზია. ორივე შემთხვევას უნდა ჰქოვდეს სხვადასხვა სუპერვიზორი, ანუ მეთვალყურე. ყველა შემთხვევა, რომელიც მზადდება საკვალიფიკაციო გამოცდისათვის, სუპერვიზირებული უნდა იყოს. რეკომენდებულია, რომ თერაპიული შემთხვევის განხილვაში აღწერილი იყოს მკურნალობის დამასრულებელი ფაზა.
- თეორიული სწავლება
სასწავლო პროგრამა ითვალისწინებს სემინარებს როგორც ფსიქოანალიზისა და ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის თეორიისა და ტექნიკის საკითებზე, ასევე კლინიკური შემთხვევების განხილვას. საერთო ჯამში, კანდიდატს მოეთხოვება თეორიული სწავლების სულ მცირე, 360 საათი.
საბოლოო გამოცდისას კანდიდატმა წერილობითი ფორმით უნდა წარადგინოს კლინიკური ნაშრომი, რომელშიც აღწერილი იქნება ორივე სუპერვიზირებული შემთხვევა.
კლინიკური გამოცდილება კვალიფიკაციამდე
სწავლის განმავლობაში კანდიდატებს შეხება უნდა ჰქონდეთ ფსიქიკური დარღვევების ფართო სპექტრთან, რათა მიიღონ კლინიკური გამოცდილება.
თითოეულ კანდიდატს უნდა ჰქოვდეს დამრიგებელი, ან დამკვაიანებელი, რომელსაც თავად აირჩევს სასწავლო კომიტეტის წევრებიდან. სასწავლო -კომიტეტი თვალყურს უნდა ადევნებდეს კანდიდატის შესაბამისობას და პროფესიულ წინსვლას მასწავლებლებისა და სუპერვიზორების ზეპირი ან წერილობითი დასახიათების საფუძველზე სწავლის განმავლობაში.
კვალიფიკაციის მინიჭება
საბოლოო კვალიფიკაციისათვის კანდიდატი სასწავლო კომიტეტს წარუდგენს კლინიკურ ნაშრომს, რომლის საკვალიფიკაციო შესაბამისობას ადგენს კომიტეტი.
საკვალიფიკაციო გამოცდისას კანდიდატმა წერილობითი ფორმით უნდა წარადგინოს კლინიკური ნაშრომი, რომელშიც აღწერილი იქნება ორი სუპერვიზირებული შემთხვევა.
კანდიდატის მიერ ზემოთ აღწერილი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში (წარმოდგენილი უნდა იყოს შესაბამისი დოკუმენტაცია) საქართველოს ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის საზოგადოება ნიშნავს საკვალიფიკაციო გამოცდას. რომელსაც ესწრებიან სასწავლო კომიტეტის წევრები, სასურველია ორგანიზაციის სხვა წევრების დასწრებაც. ზოგ შემთხვევაში, დაშვებულია სფა ან ეფფფ ტრენინგ ანალიტიკოსების დასწრებაც. ნაშრომს აფასებს ორი გამომცდელი.
წარმატებული დაცვის შემთხვევაში კანდიდატს მიენიჭება ევროპის ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის ფედერაციის მიერ აღიარებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერთიფიკატი.
ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის სექციის სწავლების კრიტერიუმები
1. სასწავლო პროგრამაში ჩართვის წინაპირობას წარმოადგენს აკადემიური სტატუსი (ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი) და შესაბამისი თეორიული და კლინიკური გამოცდილება. ორგანიზაციის სასწავლო ( ტრენინგ) კომიტეტი აფასებს, თუ რამდენად აკმაყოფილებს მსურველი სწავლების დასაწყებად საჭირო პირობებს.
2. საქართველოს ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის ორგანიზაციის სასწავლო პროგრამა ეყრდნობა ევროპის ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის ფედერაციის სასწავლო სტანდარტს ფსიქოანალიტიკოსი ფსიქოთერაპევტის კვალიფიკაციის მოსაპოვებლად. სფფს იტოვებს უფლებას, დაამატოს საკუთარი მოთხოვნები.
3. ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპევტის სწავლის ხანგრძლივობა არის 4 ან 5 წელი.
4. სასწავლო პროგრამა ითვალისწინებს სემინარებს როგორც ფსიქოანალიზისა და ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის თეორიისა და ტექნიკის საკითხებზე, ასევე კლინიკური შემთხვევების განხილვას სუპერვიზიის, ანუ ზედამხედველობის ქვეშ. როგორც თეორიულ სემინარები, ასევე კლინიკური შემთხვევების სუპერვიზია უნდა ჩაატარონ სფფს ტრენინგ ფსიქოანალიტიკოს ფსიქოთერაპევტმა. გამონაკლის სახით დაიშვებიან სფფს კურსდამთავრებული კანდიდატები, ასევე სფა და ეფფფ-ს ტრენინგ ანალიტიკოსები.
5. ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპევტის კვალიფიკაციის მისანიჭებლად საჭიროა შემდეგი კრიტერიუმების დაკმაყოფილება.
- პირადი ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპია
ასპირანტი წევრი გადის ფსიქოანალიტიკურ ფსიქოთერაპიას ან ფსიქოანალიზს ევროპული კვალიფიკაციის მქონე ტრენინგ ფსიქოანალიტიკოს ფსიქოთერაპევტთან არანაკლებ კვირაში ორჯერ- სამჯერ, არანაკლებ 4 წლის განმავლობაში. სეანსის ხანგრძლივობა – 50 წუთი. სასურველია ინდივიდუალური ფსიქოანალიზის ან ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის დაწყება სწავლების დაწყებამდე და მისი გაგრძელება მთელი სწავლების განმავლობაში.
- სუპერვიზია
კანდიდატი წევრი ატარებს ანალიტიკურ თერაპიას სამი სხვადასხვა ასაკის პაციენტთან (მცირე ასაკის ბავშვი, ლატენტურ პერიოდში მყოფი და მოზარდი, ორივე სქესის) სამივე შემთხვევა მთლიანობაში უნდა იყოს არანაკლებ 400 დან 480 საათამდე ინტენსიური ფსიქოთერაპია ( 2-3 ჯერ კვირაში). სამივე შემთხვევაში უნდა იყოს, ერთად აღებული, ინდივიდუალური სუპერვიზიის 120-160 საათი ასევე 3-6 არაინტენსიური ფსიქოთერაპიული შემთხვევის ჯგუფური სუპერვიზია ( 60-120) საათი.
- თეორიული სწავლება
სასწავლო პროგრამა ითვალისწინებს სემინარებს როგორც ფსიქოანალიზისა და ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის თეორიისა და ტექნიკის საკითხებზე, ასევე კლინიკური შემთხვევების განხილვას. საერთო ჯამში, კანდიდატს მოეთხოვება თეორიული სწავლების სულ მცირე, 360 საათი. მათ შორის ფსიქოანალიტიკურ თეორიას, განვითარების ფსიქოლოგიას, ფსიქოპათოლოგიას, ფსიქოანალიტიკურ კონცეფციებს და ტექნიკას.
ჩვილზე დაკვირვება.
40 საათი მცირე ჯგუფურ სემინარებში მუშაობა ( 1 წლის განმავლობაში). მოიცავს ყოველკვირეულ ფსიქოანალიტიკურ დაკვირვებას ჩვილზე დაბადებიდან 1,5 წლის ასაკამდე.
60 დან 120 საათი კლინიკური სემინარი მცირე ჯგუფებში, რომელიც მოიცავს მშობლებთან მუშაობას, არაინტენსიურ ფსიქოთერაპიას,
კლინიკური გამოცდილება კვალიფიკაციამდე
სწავლის განმავლობაში კანდიდატებს შეხება უნდა ჰქონდეთ ფსიქიკური დარღვევების ფართო სპექტრთან, რათა მიიღონ კლინიკური გამოცდილება.
თითოეულ კანდიდატს უნდა ჰყავდეს დამრიგებელი, ან დამკვალიანებელი, რომელსაც თავად აირჩევს სასწავლო კომიტეტის წევრებიდან. სასწავლო -კომიტეტი თვალყურს უნდა ადევნებდეს კანდიდატის შესაბამისობას და პროფესიულ წინსვლას მასწავლებლებისა და სუპერვიზორების ზეპირი ან წერილობითი დასახიათების საფუძველზე სწავლის განმავლობაში.
კვალიფიკაციის მინიჭება
საბოლოო კვალიფიკაციისათვის კანდიდატი სასწავლო კომიტეტს წარუდგენს კლინიკურ ნაშრომს, რომლის საკვალიფიკაციო შესაბამისობას ადგენს კომიტეტი.
საკვალიფიკაციო გამოცდისას კანდიდატმა წერილობითი ფორმით უნდა წარადგინოს კლინიკური ნაშრომი, რომელშიც აღწერილი იქნება სამი სუპერვიზირებული შემთხვევა.
კანდიდატის მიერ ზემოთ აღწერილი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში (წარმოდგენილი უნდა იყოს შესაბამისი დოკუმენტაცია) საქართველოს ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის საზოგადოება ნიშნავს საკვალიფიკაციო გამოცდას. რომელსაც ესწრებიან სასწავლო კომიტეტის წევრები, სასურველია ორგანიზაციის სხვა წევრების დასწრებაც. ზოგ შემთხვევაში, დაშვებულია სფა ან ეფფფ ტრენინგ ანალიტიკოსების დასწრებაც. ნაშრომს აფასებს ორი გამომცდელი.
წარმატებული დაცვის შემთხვევაში კანდიდატს მიენიჭება ევროპის ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის ფედერაციის მიერ აღიარებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერთიფიკატი.
In case the issue is more complex than what’s usual, then there may be a essay writing servvice certain level of difficulty in writing the article.