ფსიქოანალიზი და ფსიქოანალიტიკური თერაპია

ფსიქოანალიზი წარმოადგენს საკმაოდ შედეგიან ფსიქოლოგიურ მკურნალობას. ფსიქოანალიზი საგრძნობლად ამცირებს ფსიქიკურ ტანჯვას და აჯანსაღებს ფსიქიკას, სხეულს, ავითარებს ჯანსაღ ხედვას, რის შედეგადაც გამომუშავდება ცხოვრების სიკეთეების შერგებისა და მათით ტკბობის უნარი.

ზოგჯერ ემოციები ისე გადაგვავსებენ ხოლმე, რომ ამის შედეგად წარმოქმნილ ფსიქიკურ პრობლემებს დამოუკიდებლად ვეღარ ვუმკლავდებით. ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპია გვეხმარება, უკეთ შევიცნოთ ჩვენი შინაგანი სამყარო და ამ გზით დავძლიოთ ეს სირთულეები.

სხვა თერაპიებისაგან განსხვავებით, ფსიქოანალიზი თავად პიროვნებას ცვლის, ფსიქოანალიტიკური მკურნალობის დროს ადამიანი რეგულარულად ხვდება ფსიქოანალიტიკოსს სეანსებზე, რომლებიც 50 წუთი გრძელდება. ეს მყარი და კონფიდენციალური სტრუქტურა საშუალებას აძლევს ანალიზირებულს და ანალიტიკოსს, გაარკვიონ, თუ რა ხდება ფსიქიკის უფრო ღრმა ფენებში და დაუკავშირდნენ ამ სიღრმეებს. ფსიქოანალიტიკური მკურნალობა მოითხოვს დროს, ყურადღებასა და ფიქრს, რის შედეგადაც შესაძლებელი ხდება მდგრადი და აუთენტური ცვლილებების მიღწევა მაშინაც კი, როდესაც მკურნალობის დროს საკმაოდ ძლიერ ემოციურ სირთულეებს ვუპირისპირდებით.

თქვენ შეგიძლიათ წაიკითხოთ ფსიქოანალიტიკური მკურნალობის ეფექტურობის შესახებ აქ ფსიქოანალიზური ფსიქოთერაპიის მტკიცებულებათა ბაზა

ფსიქოანალიზს საფუძვლად უდევს მიგნება, რომ ჩვენი კომპლექსები და არაცნობიერი ემოციური ცხოვრება ადამიანის ფსიქიკის გაუცნობიერებელ და მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. ზოგჯერ ჩვენ ვერ ვხვდებით, რომ ჩვენი შეხედულეები და ის რიდი, რომელიც სამყაროს მიმართ გვაქვს ცხოვრებისეულ გზაზე, მყარად გამჯდარი და ავტომატურია. ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ ჩვენდაუნებულად ვიმეორებთ დესტრუქციულ ქცევას, რომელიც კვლავ და კვლავ გვაბრუნებს არაჯანსაღ ცხოვრების წესსა და ურთიერთობებში, ამუხრუჭებს ჩვენს ემოციურ, შემოქმედებით და პროფესიულ განვითარებას.

ფსიქოანალიტიკური ტექნიკის ძირითადი არსი ის არის, რომ იგი ეხმარება ადამიანს თავისუფალ ასოცირებაში, განუმარტავს თავის ასოციაციებს და დაანახებს მას იმ შინაგან წინააღმდეგობებს, რომლებიც ხელს უშლიან მას ასოციაციების წარმოქმნაში. ამასთანავე, ფსიქოანალიტიკოსი განუმარტავს ანალიზირებულს საკუთარ გრძნობებსა და დამოკიდებულებას ანალიტიკოსის მიმართ.

ფროიდიანული ფსიქოანალიზი არის ნევროზთა მკურნალობის ფორმა, რომელიც შექმნა ზიგმუნდ ფროიდმა 1890 წელს და რომელიც შემდგომ განავითარეს მისმა მიმდევრებმა. ფსიქოანალიზის მთავარი განმსაზღვრელი ხაზია:

თავისუფალი ასოციაციები, რომელმაც ჰიპნოზი შეცვალა, განმარტებები, რომელმაც შეცვალა შთაგონება და გადატანა.

მისი მთავარი კონცეფციებია:

არაცნობიერი ფსიქიკური აქტივობის იდეა, რომელიც არ არის გაცნობიერებული პიროვნებისათვის, მაგრამ მეტ-ნაკლებად გავლენას ახდენს მის ქცევაზე

წინააღმდეგობა – ცნება, რომელიც უკავშირდება ცნობიერების წინააღმდეგობას, რომ არაცნობიერი განცდები და ფანტაზიები შემოვიდეს ცნობიერებაში; ეს პროცესი რეგულირდრბა დაცვების საშუალებით. იხილე დაცვითი მექანიზმები.

გადატანა – არის ზ. ფროიდის მიერ აღმოჩენილი არაცნობიერი პროცესი, რომ სუბიექტსა და მის ახლანდელ ობიექტების ურითიერთობაზე არაცნობიერად ზემოქმედებას ახდენს ბავშვობისდროინდელ ობიექტებთან ურთერთობა; პაციენტის ურთიერთობა ანალიტიკოსთან იმეორებს მის ბავშვურ დამოკიდებულებას მშობლებთან. გადატანას ყველა სახის ფსიქოთერაპია იყენებს, მაგრამ მხოლოდ ფსიქოანალიზი და ფსიქოანალიტიკურად ორიენტირებული ფსიქოთერაპიები აცნობიერებიებენ ამას პაციენტს. ამ გზით ხდება ანალიზირებულის გამოყვანა ერთი და იგივე, მცდარი ურთერთობების ვიწრო ჩარჩოებიდან; ყოველივე ამის შედეგად, ანალიზირებულს საშუალება ეძლევა, თანდათან მიიღოს უფრო მომწიფებული და დამოუკიდებელი ინტრაპერსონალური და ინტერპერსონალური გადაწყვეტილებანი.

 

რით განსხვავდება ერთმანეთისაგან ფსიქოანალიზი და ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპია

ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის პროცესი ეხმარება ადამიანს, შეიცნოს საკუთარი პრობლემები, რომლებიც უარყოფით გავლენას ახდენენ აწმყო და წარსულ ურთერთობებზე, რათა მოაგვაროს ისინი თავისი შინაგანი სამყაროს შეცნობის გზით. ამ მკურნალობის შედეგად, მცირდება სიმპტომთა სიმწვავე, განგაში კლებულობს და ქრება.

ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის როლი მნიშვნელოვანია ფსიქიკური ჯანმრთელობის მძიმე პრობლემების მქონე პაციენტების შემთხვევაშიც. ეს თერაპია იმ ადამიანებსაც შველის, ვისაც ცხოვრების საზრისი დაკარგული აქვს, ან ვისაც მოთხოვნილება აქვს, რომ ცსოვრებისაგან მეტი დაკმაყოფილების მიღება შეძლოს.

თერაპიის მნიშვნელოვანი და არსებითი მხარე პაციენტისა და ფსიქოთერაპევტის ურთიერთობაა. თერაპევტი წარმოადგენს სანდო თერაპიის გარანტს, რომელიც პატივს სცემს პაციენტის პირადულობას, ხელს უწყობს თერაპიული პროცესის ჩამოყალიბებას და განვითარებას. ადამიანი ფიქრისა და აზროვნების საშუალებით ახდენს საკუთარი ფსიქიკის არაცნობიერ პატერნებზე დაკვირვებას და, ამ გზით, შინაგანი სამყაროს შეცნობას. ამ პროცესების საშუალებით, არაცნობიერი კომპლექსები თანდათან ცნობიერ დონეზე ამოდის. შედეგად, პიროვნებას უვითარდება მათი გაგებისა და შეცვლის უნარი.

რადგანაც ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპია ფსიქოანალიტიკურ სფეროს განეკუთვნება და ფსიქოანალიზის თეორიულ და ტექნიკურ ჩარჩოებშია მოქცეული,

ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპია ეფუძნება ფსიქოანალიზის თეორიასა და პრაქტიკას, მაგრამ უფრო ხანმოკლეა, ვიდრე ფსიქოანალიზი. ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპია ფოკუსიებულია სიმპტომებზე. ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპევტი უფრო აქტიურია, უფრო ემპათიური. ფსიქოანალიტიკოსის მუშაობა მიმართულია იქით, რომ ანალიზირებული მეტად ჩაიძიროს რეგრესში და ამის მეშვეობით ფსიქიკის ყველაზე ღრმა ფენებთან წვდომა გახდეს შესაძლებელი. ამ მიზნით, ფსიქოანალიტიკოსი უფრო ხშირად დუმს სეანსის დროს; ამით იგი ხელს უწყობს რეგრესიას და ანალიზირებულის ასოციაციებს მხოლოდ მაშინ განმარტავს, როდესაც ჩათვლის, რომ ეს განმარტება ინსაიტს გამოიწვევს.

ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის მიზანია, დაეხმაროს მძიმე პათოლოგიების მქონე ადამიანებს, შეცვალონ ღრმად ფესვგადგმული კომპლექსები, რომლებიც არაცნობიერად ზემოქმედებენ მათზე და იწვევენ გადაულახავ სირთულეებს ემოციურ და ურთიერთობების სფეროში.

საჭიროების შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ პირდაპირ მიმართოთ ფსიქოანალიტიკოსს და თხოვოთ მასთან შეხვედრა კონსულტაციის მიზნით. კონსულტაციის შედეგად ფსიქოანალიტიკოსი გეტყვით, თანახმაა თუ არა თქვენს სამკურნალოდ, თუ თავის კოლეგასთან მისვლას გირჩევთ. საკითხი იმის შესახებ, თუ რამდენად შეესაბამება ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპია კონკრეტულ პიროვნებას, სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული სასარგებლო იქნება, მსურველმა გაიაროს ერთი ან რამოდენიმე კონსულტაცია გამოცდილ ფსიქოთერაპევტთან, სანამ გადაწყვეტდეს, შეეწყობა თუ არა მას, როგორ პიროვნებას. ზოგჯერ მკურნალობა შედარებით ხანმოკლეა, მაგრამ ფსიქონალიტიკური ფსიქოთერაპიის შემთხვევაში, მკურნალობა შედარებით ხანგრძლივია.