ეთიკა და პროფესიული სტანდარტები

საქართველოს ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის საზოგადოების
ეთიკის კოდექსი

შესავალი
საქართველოს ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის საზოგადოება აერთიანებს ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპევტებს და ფსიქოანალიტიკოსებს, შესაბამისად, ეს კოდექსი საერთოა ფსიქო ფსიქოანალიტიკოსი/ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპევტი/ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპევტისა და ფსიქოთერაპევტისათვის. ქვემოთ დასახე;ებული იქნება ან ორივე ერთად- ფსიქო ფსიქოანალიტიკოსი/ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპევტი/ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპევტი/ფსიქოთერაპევტი, ან ცალ ცალკე.

ფსიქოანალიზი წარმოადგენს მკურნალობის მეთოდს იმ ზრდასრულებისათვის, ბავშვებისა და მოზარდებისთვის, რომელთაც ემოციური დარღვევები და ფსიქიკური აშლილობა აღენიშნებათ. რადგან ფსიქოანალიზში ურთიერთობები პაციენტის პატივისცემას ემყარება, ამიტომ მკვეთრი ხაზი უნდა გავავლოთ პაციენტს, ფსიქოთერაპევტსა და პაციენტის ოჯახს შორის (განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პაციენტი ბავშვია). წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება საფრთხე შეექმნას მკურნალობის პროცესს, დაირღვეს მისი მიმდინარეობა ან ზიანი მიადგეს ორივე მხარეს. მუდმივი თვითშემოწმება და კოლეგებთან კონსულტაცია უზრუნველყოფს უსაფრთხო პირობებს როგორც პაციენტისთვის, ასევე თავად ფსიქოთერაპევტისათვის.

არც ერთი ეთიკური ნორმა არ შეიძლება იყოს ზოგადი და ვერ გასცემს პასუხს ყველა იმ ეთიკურ კითხვას, რომელიც ფსიქოანალიზის პრაქტიკის დროს წარმოიქმნება. ფსიქოანალიყიკოსის/ფსიქოთერაპევტის ჯანსაღი მოსაზრებები და პატიოსნება აუცილებელი პირობაა ეთიკის პრინციპების გატარებისათვის სხვადასხვა სიტუაციაში სხვადასხვა პირებთან მიმართებაში. ამ კოდექსის მთავარი მიზანია, უზრულველყოს ფსიქოთერაპევტის მოღვაწეობა ფსიქოანალიტიკური საქმინობის ყველა სფეროში და ხელი შეუწყოს ფსიქოანალიზის ეთიკის საკითხების დროულ და სრულ განხილვას კოლეგებთან და ეთიკის კომიტეტთან ერთად. ეს პრინციპები ავალდებულებს ფსიქოთერაპევტს იმოქმედოს ფსიქოანალიზის ეთიკური ნორმების შესაბამისად თავისი პროფესიული საქმიანობის მანძილზე და ხელი შეუწყოს კოლეგებისა და სტუდენტების ეთიკურ მოქმედებას.

 

ფსიქოანალიზის და ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის
ეთიკის ძირითადი პრინციპები

მოცემული კოდექსის მიზანია ყველა ფსიქოთერაპევტის ინფორმირება პროფესიური ეთიკის დაცვის აუცილებლოსთან დაკავშირებით ქცევის სპეციალური სტანდარტების საშუალებით; ასევე ორგანიზაციის წევრებისა და კანდიდატებისათვის ფსიქოანალიტიკური პრაქტიკის მიღებული ნორმებიდან გადახრის თავიდან აცილება. თუ ეჭვი გაჩნდა, რომ ფსიქოთერაპევტი არაეთიკურად იქცევა, აუცილებელია დროული ჩარევა. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ, როდესაც სახეზეა ეთიკური დარღვევა, საუკეთესო გამოსავალია ფსიქოთერაპევტის სასწრაფო კონსულტაცია კოლეგებთან. თუ საჭიროება მოითხოვს, შესწავლილ იქნას ფსიქოანალიზში ეთიკური დარღვევებისა და მათი აღმოფხვრის პროცედურები, მიმართეთ დებულებას “ფსიქოანალიზის პრინციპებისა და სტანდარტების უზრუნველყოფის მექანიზმი”.

არსებობს სიტუაციები, როდესაც ეთიკური პრინციპები ურთიერთსაწინააღმდეგოა და ართულებს სწორი მოქმედების არჩევას. ასეთ შემთხვევაში, ეთიკური მოთხოვნების გარკვევისას აუცილებელია ამოვიდეთ პაციენტის ინტერესებიდან. თუ პაციენტი ბავშვი ან მოზარდია, არსებობს ეთიკური ნორმები მშობლებთან ან აღმზრდელთან დაკავშირებით. ეს ნორმები იცვლება ზრდასთან ერთად. ეთიკური ვალდებულებები არსებობს ზოგადად პროფესიის მიმართ, სტუდენტების, კოლეგებისა და ასევე საზოგადოების მიმართ. ფსიქოანალიზის ეთიკური პრაქტიკა მოითხოვს, რომ ფსიქოანალიტიკოსმა/ფსიქოთერაპევტმა იცოდეს მოცემული პრიციპები და სტანდარტები, მუდმივად იკვლევდეს საკუთარ თავს, ეთიკური პრობლემების წარმოქმნისთავე გაიაროს კონსულტაცია კოლეგებთან და იღებდეს სწორ გადაწყვეტილებას კოლეგების ქმედებებთან დაკავშირებით.

 

ძირითადი სახელმძღვანელო პრინციპები
1. პროფესიული კომპეტენცია – ფსიქოანალიტიკოსს/ფსიქოთერაპევტს მხოლოდ კომპენტენტური პროფესიული დახმარების უფლება აქვს. იგი მუდამ უნდა აუმჯობესებდეს თავის ცოდნასა და პრაქტიკულ უნარებს. მისი ფსიქიკური დარღვევები და პირადი პრობლემები, რომელიც საფრთხეს უქმნის პროფესიულ საქმიანობას, გააზრებული და შესაბამისად გადამუშავებული უნდა ჰქონდეს.

2. პიროვნების პატივისცემა და დისკრიმინაციის არარსებობა – ფსიქოანალიტიკოსი /ფსიქოთერაპევტი უნდა მკურნალობდეს პაციენტებს და პატივისცემით და მზრუნველობით ახორციელებდეს სტუდენტებისა და კოლეგების სწავლებას. დისკრიმინაცია, დაკავშირებული ასაკთან, შრომის უუნარობასთან, სქესთან, რასასთან, რელიგიურ აღმსარებლობასთან, სექსუალურ ორიენტაციასთან ან სოციალურ-ეკონომიურ სტატუსთან, ეწინმააღმდეგება ფსიქოანალიზის ეთიკას.

3. ურთიერთშეთანხმება- ფსიქოანალიტიკოსსა/ფსიქოთერაპევტსა და პაციენტს შორის ურთიერთობა ემყარება ნდობას და ურთიერთშეთანხმებას. მკურნალობის დასაწყისში პაციენტს უნდა ეცნობოს ჩვენება ფსიქოანალიზის გამოყენებისა და მკურნალობის ალტერნატიური ფორმების შესახებ. ფსიქოთერაპევტმა ტაქტიანად უნდა მიაღწიოს პაციენტთან შეთანხმებას შეხვედრის დროზე, საფასურის ოდენობაზე და სხვა წესებსა და ვალდებულებებზე. მან გასაგებად უნდა აუხსნას [პაციენტს] რეალური და ფსიქოთერაპიული ურთიერთობების არსი. მათი ურთიერთობა გულახდილი უნდა იყოს. თუ პაციენტი ბავშვია, იგივე პრინციპებით მოქმედებენ, რასაც ემატება ბავშვის ასაკისა და მისი პიროვნებული განვითარების სტადიის გათვალისწინება, რომელიც მიუთითებს თერაპევტს, თუ რა დამატებითი შეთანხმება უნდა იქნას მიღწეული და ვისთან.

4. კონფიდენციალურობა- კონფიდენციალერობა პაციენტის ყველა გამონათქვამის მიმართ არის პაციენტის ძირითადი უფლება და ეს წარმოადგენს ეფექტური მკურნალობის განუყოფელ ნაწილს. Fფსიქოთერაპევტი უნდა მიმართავდეს ყველა გზას, რათა არ დაირღვეს კონფიდენციალურობა ახლანდელ ან ყოფილ პაციენტებთან მიმართებაში. ფსიქოთერაპევტს არა აქვს უფლება, იმსჯელოს კოლეგებთან თავისი დაკვირვებებისა და განმარტებების შესახებ კონსულტაციის, საგანმანათლებლო ან სამეცნიერო კონტექსტის მიღმა.

5. პატიოსნება- პატიოსნება ფსიქოანალიზში თერაპიული ურთიერთობის საფუძველია. ფსიქოანალიტიკოსი გულახდილად და ღიად უნდა ურთიერთობდეს პაციენტთან, მისი ოჯახის წევრებთან, სტუდენტებთან და კოლეგებთან. ფსიქო ფსიქოანალიტიკოსი/ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპევტი/ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპევტი აქტიურად უნდ ატარებდეს თვითმონიტორინგს იმ მიზნით, რომ მიაღწიოს გამჭირვალობას თერაპიულ და პროფესიულ ურთიერთობებში.

6.პაციენტის ექსპლუატაციის აკრძალვა – იმასთან დაკავშირებით რომ პაციენტი ადვილად ექცევა გავლენის ქვეშ, ფსიქოანალიტიკოსს/ფსიქოთერაპევტს ევალება ყველანაირი გზით თავიდან აიცილოს პაციენტის ექსპულატაცია და შეზღუდოს საკუთარი ინტერსები და სურვილები პაციენტთან დაკავშირებით. ფსიქოანალიტიკოსს, პაციენტს ან მის ოჯახის წევრებს შორის სექსუალური ურთიერთობა ძალიან დიდ ზიანს აყენებს თერაპიული პროცესის ორივე მხარეს და ეს სცილდება ეთიკურ ნორმებს.

7.სამეცნიერო ვალდებულება- ფსიქოანალიტიკოსი/ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპევტი ხელს უნდა უწყობდეს სამეცნიერო ცოდნის განვითარებას და სტუდენტებისა და კოლეგების საგანმანათლებლო დონის ამაღლებას. ფსიქოანალიტიკური კვლევები უნდა ჩატარდეს სამეცნიერო კვლევების საფუძველზე, შესაბამის თეორიულ წყაროებზე დაყრდნობით. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო კვლევის ობიექტის (ადამიანის) მიმართ და კლინიკური მასალის გამოყენებისას. სიფრთხილე ეხება პაციენტის უფლებების დაცვას

8. პროფესიული საზოგადოების და მთლიანად საზოგადოების დაცვა არაკომპეტენტურობისაგან – ფსიქო ფსიქოანალიტიკოსი/ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპევტი/ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპევტი უნდა იცავდეს პაციენტს იმ კოლეგებისგან, რომლებიც ცნობილნი არიან როგორვ არასრულად კომპეტენტური და შეუძლიათ ზიანი მიაყენონ პაციენტს. ფსიქოანალიტიკოსმა/ფსიქოანალიტიკურმა ფსიქოთერაპევტმა უნდა ურჩიოს ასეთ კოლეგებს, მიმართონ დახმარებას. ნებისმიერი ფსიქოანალიტიკოსი/ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპევტის არაეთიკური საქციელი უნდა მოხვდეს შესაბამის კომიტეტში ლოკალურ და ნაციონალურ დონეზე.

9. სოციალური პასუხისმგებლობა – ფსიქოთერაპევტი/ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპევტი ვალდებულია მოიქცეს სოციალური ორგანოების კანონების და მოთხოვნების შესაბამისად პაციენტისა და საზოგადოების ინტერესების დასაცავად. გათვალისწინებულია, რომ არსებობს სიტუაციები, როდესაც წესების მიმართ გაცნობიერებული დაუმორჩილებლობა ყველაზე ეთიკურ საქციელად ჩაითვლება. თუ პაციენტი, ან თუ ის ბავშვია, ამ შემთხვევაში მისი მშობლები ითხოვენ არაეთიკურ საქციელს ფსიქო ფსიქოანალიტიკოსი/ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპევტისგან, მან უარი უნდა თქვას. ფსიქოანალიტიკოსი/ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპევტი თავის დროს და ნიჭს უნდა იყენებდეს პაციენტისა და საზოგადოების სასარგებლოდ.

10. მთლიანობა – პროფესიულ ურთიერთობებში ფსიქოანალიტიკოსი/ფსიქოანალიტიკური უნდა იყოს ყურადღებიანი, პატიოსანი და ღია, იცავდეს თავისი პროფესიის ღირსებას და უნდა მიიღოს პროფესიით დაწესებული შეზღუდვანი. იგი პატივს უნდა სცემდეს თავის კოლეგებსა და მა კომპეტენციას.

 

ეთიკის სტანდარტები

I პროფესიული კომპეტენცია

1. ფსიქოანალიტიკოსი/ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპევტი თავისი პროფესიული კომპეტენციის ფარგლებში უნდა მოქმედებდეს, მან არ უნდა დაუშვას ისეთი ვალდებულებების აღება საკუთარ თავზე, რომლიც შესრულება არ ძალუძს.
2. ფსიქოანალიტიკოსი/Fფსიქოთერაპევტი უნდა მიყვებოდეს თეორიულ პრინციპებს, ასევე უნდა გადიოდეს კონსულტაციებს სხვა სპეციალისტებთან, როგორც ფსიქო ანალიტიკოსებთან, ასევე ფსიქოთერაპიის სხვა სპეციალისტებთან, მაგალითად ფსიქოფარმაკოლოგთან.
3. ღია პრეზენტაციებზე ფსიქოანალიტიკოსმა/ფსიქოთერაპევტმა ისეთი განცხადებები არ უნდა გააკეთოს, რაც მისი კომპეტენციის ფარგლებს სცილდება.
4. ფსიქოანალიტიკოსმა/ფსიქოანალიტიკურმა ფსიქოთერაპევტმა უნდა მიიღოს ზომები, რათა გამოასწოროს ნებისმიერი დარღვევა საკუთარ ანალიტიკურ მუშაობაში და ყველაფერი უნდა მოიმოქმედოს იმისათვის, რათა დაიცვას პაციენტი ამდაგვარი დარღვევისაგან.

II პიროვნების პატივისცემა და დისკრიმინაციის არარსებობა.

1. ფსიქოანალიტიკოსმა/ფსიქოანალიტიკურმა ფსიქოთერაპევტმა უნდა გამორიცხოს თერაპიაზე ისეთი ფაქტორების გავლენა, როგორიცაა: დისკრიმინაცია, დაკავშირებული ასაკთან, შრომის უუნარობასთან, სქესთან, რასასთან, რელიგიურ აღმსარებლობასთან, სექსუალურ ორიენტაციასთან ან სოციალურ-ეკონომიურ სტატუსთან.

2. ფსიქოანალიტიკოსმა/ფსიქოანალიტიკურმა ფსიქოთერაპევტმა უარი უნდა თქვას პოლიტიკურ მოძრაობაში მონაწილეობაზე, რომელიც ავიწროვებს ადამიანს ასაკის, შრომისუნარიანობის, სქესის, რასის, რელიგიური აღმსარებლობის, სექსუალური ორიენტაციის ან სოციალურ-ეკონომიური სტატუსის მხრივ.

III ურთიერთშეთანხმება

1. ფსიქოანალიტიკოსს/ფსიქოანალიტიკურ ფსიქოთერაპევტსა და პაციენტს შორის ურთიერთობა ხორციელდება ნებაყოფილობით საფუძველზე პაციენტსა, ან თუ პაციენტი ბავშვია, პაციენტის მშობელს/მზრუნველ პირსა და ანალიტიკოსს შორის.
2. ფსიქოანალიტიკოსისათვის/ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპევტისთვის არ არის ეთიკურად გამართლებული საქციელი, თუ ისარგებლებს გადატანის ურთიერთობებით პაციენტებთან, სტუდენტებთან ან სუპრვიზირებულებთან, ასევე ახლანდელი ან ყოფილი პაციეტების მხრიდან მისი დასაჩუქრების ხელშეწყობა. ამგვარი საქციელი არაეთიკურია ასევე არასრულწლოვანი პაციენტის მშობლების (ან მზრუნველის) მიმართაც.
3. ფსიქოანალიტიკოსისათვის ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპევტისათვის არაეთიკურია ფსიქოანალიტიკურ საზოგადოებაში თავისი მდგომარეობის, პროფესიული სტატუსის, ან პაციენტთან (მშობელთან, მზრუნველთან) სპეციფიური ურთიერთობების   გამოყენება მკურნალობის იძულების მიზნით.
4. თერაპიული კონტრაქტის ყველა ასპექტი განხილული უნდა იქნას პაციენტთან პირველი შეხვედრის დროს. გაცდენილი სეანსების გადახდის პოლიტიკა პაციენტს მანამდე უნდა ჰქონდეს გააზრებული, სანამ გაცდენილი სეანსის გადახდა მოუწევდეს. იმ შემთხვევაში, თუ მესამე მხარე იხდის, ეს საკითხიც განხილული და შეთანხმებული უნდა იქნას. თუ პაციენტი ბავშვია, მაშინ გაცდენილი სეანსის გადახდის საკითხი უნდა იქნას განხილული როგორც მშობლებთან, ასევე ბავშვთან, თუკი მისი ასაკი ამისთვის შესაფერისია.
5. შეღავათიანი გადასახადი არავითარ შემთხვევაში არ აძლევს უფლებას ფსიქოანალიტიკოსს/ფსიქოანალიტიკურ ფსიქოთერაპევტს, შეამხიროს ეთიკური მოთხოვნები მკურნალობის პროცესის მიმართ.
6. ფსიქოანალიტიკოსისათვის /ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპევტისთვის არ არის ეთიკური, ცალმხრივად შეწყვიტოს მკურალობა პაციენტთან ამ საკითხის საგანგებო განხილვის გარეშე, ხოლო თუ პაციენტი არასრულწლოვანია, მაშინ მის მშობელთან (ან მზრუნველ პირთან). მკურნალობის დასრულების შემდეგ უნდა ჩატარდეს კონსულტაცია შემდგომი მკურნალობის შესაძლებლობის შესახებ.

IV კონფიდენციალურობა

1. მთელი ინფორმაცია პაციენტის ცხოვრების თავისებურებების შესახებ, მისის სახელისა და მკურნალობის პროცესში გაგებული ფაქტების ჩათვლით, მკაცრად კონფიდენციალურია. ფსიქოანალიტიკოსი/ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპევტი წინ უნდა აღუდგეს კონფიდენციალური ინფორმაციის ნებიმიერ გამჟღავნებას, რის გამოც იგი პასუხს აგებს. ამას გარდა, ეთიკურად ითვლება, თუმცა არასავალდებულოდ, თუ ფსიქოანალიტიკოსი/ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპევტი უარყოფს სამართლებრივ, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ ნორმებს კონფიდენციალურობის შესანარჩუნებლად იმ შემთხვევაშიც კი, როცა თავად პაციენტი თანახმაა ინფორმაცია გაამჟღავნოს და მაგვარი ურის შედეგებზე აიღოს პასუხისმგებლობა..
2. ფსიქოანალიტიკოსმა არ უნდა გათქვას პაციენტთან დაკავშირებული კონფიდენციალური ინფორმაცია მესამე პირებთან, ვინც უშუალოდ არ არის ჩართული მკურნალობაში (მაგ. დაზღვევის წარმომადგენელი), პაციენტის ან მისი მშობლის ნებართვის გარეშე. თუმცა კონფიდენციალურობის დარღვევად არ ჩაითვლება ფსიქოანლაიტიკოს- კონსულტანტთან ინფორმაციია გაცვლა, რომელზაც ასევე ვრცელდება კონფიდენციალურობის პრინციპი.
3. თუ პაციენტი ბავშვია, ფსიქოანალიტიკოსი/ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპევტი უნდა ცდილობდეს კონფიდენციალურობის შემარჩუნებას მის მიმართ, როდესაც მის მშობლებს (მზრუნველ პირს) მკურნალობის პროცესის შესახებ ამცნობს. კონფიდენციალურობის შენარჩუნების შესაძლებლობა დამოკიდებულია პაციენტის ასაკზე, განვითარების სტადიაზე, კლინიკურ სურათზე და მოცემულ “პრინციპებზე”.
4. ფსიქოანალიტიკოსმა/ ფსიქოანალიტიკურმა ფსიქოთერაპევტმა უნდა იზრუნოს იმაზე, რომ პაციენტის ჩანაწერები და ფსიქოანალიზთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტები ისე იყოს შენახული, რომ პაციენტის კონფიდენციალურობა არ დაირღვეს.
5. ის სუპერვიზორები, კონსულტანტებიდა სტუდენტები, რომლებიც სუპერვიზიებში იღებენ მონაწილეობას, ასევე უნდა იცავდნენ კონფიდენციალურობის წესებს.
6. იმ შემთხვევაში, თუ ფსიქოთერაპევტი რომელიმე თერაპიული შემთხვევის მასალას გამოიყენებს კოლეგებთან საკონსულტაციოდ, სასწავლებლად ან სამეცნიერო მიზნით, პაციენტის პირადი მონაცემები უნდა შეიცვალოს ისე, რომ იგი ვერ იცნონ.
7. კანდიდატები, რომლებიც გადიან სასწავლო ტრენინგს, მკურნალობის დაწყებამდე აუცილებლად უნდა შეუთანხმდნენ პაციენტს მასზე კონფიდენციალური ინფორმაციის სასწავლო ჯგუფში გამჟღავნების შესახებ. ხოლო თუ პაციენტი არასრულწლოვანია, მაშინ მის მშობელთან (ან მზრუნველ პირთან) უნდა იქნას მოლაპარაკება, ასევე თავად ბავშვთან.

 

V პატიოსნება
1. კანდიდატები, რომლებიც გადიან სასწავლო ტრენინგს, მკურნალობის დაწყებამდე აუცილებლად უნდა შეუთანხმდნენ პაციენტს ამის შესახებ. თუ პაციენტი არასრულწლოვანია, ინფორმირებული უნდა იყოს მშობელი ან მეურვე.
2. ფსიქოანალიტიკოსმა/ფსიქოანალიტიკურმა ფსიქოთერაპევტმა გახსნილად უნდა განიხილოს მომავალ პაციენტთან ფსქოანალიტიკური მკურნალობის სარგებელი და სირთულე.
3. ფსიქოანალიტიკოსმა/ფსიქოანალიტიკურმა ფსიქოთერაპევტმა არ უნდა შეიყვანოს შეცდომაში პაციენტი, ასევე საზოგადოება ფსიქოანალიტიკური მკურნალობის შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელებით.

 

VI პაციენტის ექსპლუატაციის აკრძალვა
1. სექსუალური ურთიერთობები ფსიქოანალიტიკოსსა და პაციენტს (ყოფილ პაციენტს) შორის, არასრულწლოვანი პაციენტის მშობლებს (მეურვეს) ან მის ოჯახის წევრებს შორის, განურჩევლად იმისა, ინიცირებულია პაციენტის თუ ანალიტიკოსის მხრიდან, ცდება ფსიქოანალიზის ეთიკის ნორმებს. ასევე არ არის მისასალმებელი ფსიქოანალიტიკური მკურნალობისას ფიზიკური შეხება. თუ ადგილი აქვს ფიზიკურ შეხებას -სულერთია, ვისი მხრიდან არის ის ინიცირებული, ანალიტკოსის თუ პაციენტის, ეს უნდა იყოს სიგნალი თერაპევტისთვის, რომ სიტუაცია არასწორად არის გაგებული ანალიტიკოსის ან პაციენტის მხრიდან. ამ შემთხვევაში აუცილებელია დაფიქრება და შემდგომი მკურნალობისთვის კონსულტაციის გავლა. იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი ბავშვია, შეხება ფსიქოთერაპევტსა და პაციენტს შორის ხდება თამაშის დროს. თუ ბავშვი დესტრუქციულად მოქმედებს ან მისი საქციელი კონტროლიდან გამოდის, აუცილებელია მისი შეკავება. ასეთ სიტუაციაში შეიძლება სასარგებლო გამოდგეს ამ თემის განხილვა მშობლებთან ან მეურვესთან. თუ მსგავს სიტუაციებში თერაპევრი იგრძნობს განგაშს, მან კონსულტაცია უნდა ჩაიტაროს.
2. ქორწინება ფსიქოთერაპევტსა და პაციენტს (ყოფილ პაციენტს) შორის ან ფსიქოთერაპევტსა და პაციენტის მშობლებს (მეურვეს) შორის ცდება ეთიკის ჩარჩოებს
3. ფსიქოთერაპევტის მხრიდან არაეთიკურია პაციენტთან, მშობლებთან (მეურვესთან) ფინანსურ ურთიერთობაში ჩართვა, გარდა მკურნალობის ანაზღაურებისა, ასევე არაეთიკურია ფინანსური სარგებელის მიღების მიზნით პაციენტისგან (მისი მშობლებისაან) მიღებული ინფორმაციის გაცემა.
4. არაეთიკურია ფსიქოანალიტიკოსის/ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპევტის მხრიდან ვალად აიღოს ფული პაციენტისგან, მშობლისგან (მეურვისგან).  მას არა აქვს უფლება, გასცეს ინფორმაცია პაციენტებზე თავის ფინანსურ კრედიტორებთან.
5. თუ პაციენტს, მშობელს (მეურვეს) სურვილი აქვს ფსიქოანალიტიკურ ორგანიზაციას თანხა  აჩუქოს, ეს განხილული უნდა იქნას ფსიქოანალიტიკურ წრეში. თუ ამის შემდეგ ფულადი საჩუქარი მიღებული იქნა, ფსიქოანალიტიკოსმა/ფსიქოანალიტიკურმა ფსიქოთერაპევტმა თავი უნდა შეიკავოს ამ თანხის გამოყენებისაგან.
6. თუ პაციენტი მშობელი (მეურვე) აკეთებს ფინანსურ შემოწირულობას ან კრედიტს საკუთარი ფსიქოანალიტიკოსის /ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპევტის   (მისი ნაშრომის, ოჯახის) სასარგებლოდ, ასეთი შემოწირულობა ცდება ეთიკის ნორმებს.
7. ეთიკურია ფსიქოანალიტიკოსმა  მიიღოს ყოფილი პაციენტის სიკვდილის შემდეგ შემოწირულობა იმ პირობით, რომ ეს თანხა გადაირიცხება ორგანიზაციაში, რომლიდანაც ფსიქოანალიტიკოსი  ან მისი ოჯახი არ იღებენ პირად სარგებელს.
8. არაეთიკურია ფსიქოანალიტიკოსმა  გამოიყენოს თავისი პროფესიული სტატუსი, ურთიერთობები ან ხელმძღვანელის პოსტი ფინანსური შემოწირულობის, სექსუალური ურთიერთობების .ან განსაკუთრებულად ახლო ურთიერთობების ან სხვა სარგებელის მიღების მდცელობებისათვის ფსიქოანალიტიკურ ორგანიზაციებში, პაციენტთან, მშობელთან (მეურვესთან) სტუდენტებთან.

 

VII სამეცნიერო ვალდებულება
1. ფსიქოლოგმა უნდა დაიცვას სიფრთხილის ზომები პაციენტის კლინიკური მასალის გამოყენებისას. იმ შემთხვევაში, როცა პაციენტი ბავშვია, კონფიდენციალურობის უფლება ვრცელდება მშობლებზე (მეურვეზე). ფსიქოანალიტიკოსიA განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მიუდგეს პაციენტის ანალიზის მასალას და თერაპიის კურს, რომელიც იმ მომენტისთვის მიმდინარეობს.
2. არაეთიკურია ფსიქოანალიტიკოსის/ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპევტის   მხრიდან ისეთი პრეზენტაციები ან პუბლიკაციები, რომლებიც ფალსიფიცირებულ მასალაზეა დაფუძნებული. კლინიკური მასალა ისე უნდა იქნეს შეფუთული, რომ არ მოხდეს პაციენტის იდენტიფიკაცია.
3. ფსიქოანალიტიკოსი/ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპევტი ძალიან ფრთხილი უნდა იყოს კლინიკური მასალის შეცვლისას, რათა შეცდომაში არ შეიყვანოს კოლეგები და არ მოახდინოს საკუთარი სამეცნიერო დასკვნების ფალსიფიცირება.

 

VIII პროფესიული საზოგადოების და მთელი საზოგადოების დაცვა არაკომპეტენტურობისაგან
1. ფსიქოანალიტიკოსმა/ფსიქოანალიტიკურმა ფსიქოთერაპევტმა უნდა მიმართოს კონსულტაციას, როცა მკურნალობის ხანგრძლივ პროცესში ჩნდება ისეთი სიტუაცია, რომელშიც ფსიქოანალიტიკოსი/ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპევტი ან პაციენტი, ან ორივე ერთად, კარგავენ წონასწორობის შეგრძნებას. თუ პაციენტი ბავშვია, მაშინ ფსიქოანალიტიკოსი/ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპევტის მის მშობლებთან ურთიერთობამაც შეიძლება დაარღვიოს მისი წონასწორობა.
2. ფსიქოანალიტიკოსმა/ფსიქოანალიტიკურმა ფსიქოთერაპევტმა, რომელიც მძიმედ არის დაავადებული ან განკურნების პროცესშია, ან თუ მისი უნარები სხვადასხვა მიზეზებით არის დაქვეითებული, უნდა მიმართოს კონსულტაციისათვის კოლეგებს ან ექიმს ანალიტიკური სამუშაოსათვის არსებული უნარების შესაფასებლად.
3. იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი ან პაციენტის მშობელი, ან მისი კოლეგა თვლიან, რომ ანალიტიკოსს სჭირდება კონსულტაცია, ეს მოთხოვნა მიღებული და განხილული უნდა იქნას ფსიქოანალიტიკოსის/ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპევტის მხრიდან.
4, იმ შემთხვევაში, თუ ფსიქოანალიტიკოსი/ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპევტი ოფიციალურად არის ინფორმირებული ინსტიტუტის წარმომადგენლის ან პროფესიული საზოგადოების მიერ იმის შესახებ, რომ მისი კლინიკური აზროვნება და უნარები საჭირო კრიტერიუმებს არ შეესაბამება, მან მინიმუმ ორ კოლეგას მაინც უნდა მიმართოს კონსულტაციისათვის მისი მდგომარეობის შეფასებისთვის, რომელთაგანაც ერთ-ერთი შეიძლება იყოს ექიმი არა ფსიქოანალიტიკოსი/ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპევტი. თუ დარღვევები სახეზეა, შესაბამისი ზომები უნდა იქნეს მიღებული, რომ პაციენტს ზიანი არ მიადგეს.
5. ეთიკურია, კონსულტაცია გაეწიოს კოლეგის პაციენტს და პაციენტის მოთხოვნით ამ კონსულტაციის შესახებ არ ემცნოს კოლეგას, თუ პაციენტს ეს კონსულტაცია ესაჭიროება.
6. ეთიკა საშუალებას აძლევს ანალიტიკოს, ჩაერიოს მკურნალობის კურსში, თუ იგი ასკვნის (პირდაპირ ან არაპირდაპირ) პაციენტის კონსულტაციისას ან კოლეგის სუპერვიზიის შედეგად, რომ მისი კოლეგა არაეთიკურად იქცევა პაციენტთან, ან შეიძლება ზიანი მიაყენოს პაციენტს.
7.ეთიკურია, ფსიქოანალიტიკოსმა/ფსიქოანალიტიკურმა ფსიქოთერაპევტმა მიიღოს თავისი კოლეგის პაციენტი და უმკურნალოს მას იმ შემთხვევაში, თუ მესამე კოლეგასთან კონსულტაციამ აჩვენა, რომ ეს ზომები მიღებულია პაციენტის ინტერესებიდან გამომდინარე.
8. იმ შემთხვევაში, თუ ფსიქოანალიტიკოსმა/ფსიქოანალიტიკურმა ფსიქოთერაპევტმა იცის, რომ პაციენტმა შეიძლება ფიზიკური ზიანი მიაყენოს მესამე პირს, მან უნდა მიიღოს აუცილებელი ზომები, რათა აცნობოს მესამე მხარეს და თავიდან ააცილოს ზიანი. აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება დაირღვეს პაციენტის კონფიდენციალურობა, მაგრამ მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ეს საჭიროა ზიანის თავიდან ასაცილებლად. ასევეა პაციენტის პოტენციუირ სუიციდის შემთხვევაში.
9. თუ პაციენტი ბავშვია და ფსიქოანალიტიკოსი/ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპევტი აწყდება სერიოზული თვითდაზიანების ან სუიციდის პოტენციურ საფრთხეს, მან საჭირო ზომებს უნდა მიმართოს. ეს ზომები შეიძლება გახდეს ინფორმირების წყარო მშობლებისთვის  (მეურვესთვის), რამაც შეიძლება პაციენტის კონფიდენციალურობა დაარღვიოს. ასეთ ვითარებაში, კონფიდენციალურობის ნებისმიერი დარღვევა უნდა იყოს მინიმალური, რამდენადაც ეს აუცილებელი იქნება ბავშვისათვის საფრთხის ასაცილებლად.
10. როცა ფსიქოანალიტიკოსი/ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპევტი იგებს, რომ პაციენტის ცხოვრებაში ხდება ძალადობა, მას შეუძლია აცნობოს პაციენტის შეურაცხყოფის ფაქტების (ან პაციენტის მხრიდან სხვა პირის შეურაცხყოფის) შესახებ შესაბამის ორგანოებს. თუ პაციენტი ბავშვია, აუცილებელია, პაციენტის მშობლების (მეურვეების) საქმის კურსში ჩაყენება. ამ ვითარებაში, პაციენტის კონფიდენციალობის დარღვევა უნდა იყოს რაც შეიძლება მინიმალური. თუმცა, №9 პრინციპის შესაბამისად, ფსიქოანალიტიკოსმა/ფსიქოანალიტიკურმა ფსიქოთერაპევტმა შეიძლება არ განაცხადოს ძალადობის შესახებ შესაბამის ორგანოებში, თუ ეს მკურნალობის პროცესს და პაციენტს დააზიანებს. თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ ასეთ სიტუაციაში რთულია გადაწყვეტილების მიღება, ფსიქოანალიტიკოსს/ფსიქოანალიტიკურ ფსიქოთერაპევტს, რომელიც ბავშვზე ან მოზარდზე ძალადობის ფაქტის წინაშე დადგება, შეუძლია გააგრძელოს დეტალების გაგება ან შესაბამისი კონსულტაცია მიიღოს იმ მიზნით, რათა დასახოს მოქმედების მეტ-ნაკლებად ოპტიმალური სტრატეგია (სიტუაციიდან გამომდინარე).
11. ადგილობრივმა ფსიქოანალიტიკურმა ორგანიზაციებმა და დაწესებულებებმა უნდა აამაღლონ მისი წევრების კომპეტენცია და ორგანიზება გაუკეთონ კონფიდენციალურ გამოძიებას ეთიკის დარღვევების საპასუხოთ.

 

IX სოციალური პასუხისმგებლობა
1. ფსიქოანალიტიკოსმა/ფსიქოანალიტიკურმა ფსიქოთერაპევტმა ყოველმხრივ უნდა დაიცვას პაციენტის კონფიდენციალურობა: იურიდიული, სამოქალაქო, ადმინისტრაციული მხრიდან. მან უნდა იზრუნოს, რომ მისი ჩანაწერები არ ჩაუვარდეს მესამე პირს, ასევე დაიცვას ყველა ეთიკური კანონი პირადი ცხოვრების საიდუმლოების შენარჩუნებისათვის, რაც აუცილებელია ფსიქოანალიტიკური მკურნალობის დროს.
2. ფსიქოანალიტიკოსმა/ფსიქოანალიტიკურმა ფსიქოთერაპევტმა მხარი უნდა დაუჭიროს იმ კანონებს და სოციალურ პოლიტიკას, რომლებიც მოქმედებენ პაციენტის ინტერესებიდან და ფსიქოანალიზის/ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის ეთიკიდან გამომდინარე.
3. ფსიქოანალიტიკოსმა/ფსიქოანალიტიკურმა ფსიქოთერაპევტმა უნდა მოახმაროს თავისი დრო და შესაძლებლობები კონსულტაციურ და განმანათლებლურ საქმიანობას (საჭიროების შემთხვევაში, ანაზღაურების გარეშეც კი), რომლის ძირითადი მიზანია, გააუმჯობესოს ფსიქიკურად დაავადებული პაციენტის ცხოვრების ხარისხი.

 

X მთლიანობა
1. ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის საზოგადოების წევრები და წევრობის კანდიდატები უნდა იცნობდნენ პროფესიულ ეთიკურ სტანდარტებსა და პრინციპებს.
2. ფსიქოანალიტიკოსი/ფსიქოანალიტიკური ვადლდებულია მუდამ ცდილობდეს საკუთარ წარმოდგენებში, ღირებულებებში, საჭიროებებსა და სისუსტეებში გარკვევას. ის უნდა დააკვირდეს, თუ როგორ ახდენენ პირადი ინტერესები თერაპიულ პროცესებზე გავლენას.
3 ფსიქოანალიტიკოსი/ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპევტი ვალდებულია მონაწილოება მიიღოს ეთიკის ნორმათა დადგენის, კვლევისა და მასთან დაკავშირებული წესების აღსრულების პროცესში. ამ ღონისძიებებში არ ჩართვა ეთიკის ნორმათა დარღვევად მიიჩნევა.

 

ფსიქოანალიზის/ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის ეთიკური პრინციპებისა და სტანდარტების უზრუნველყოფის მექანიზმი

 

I. ეთიკის კომიტეტი წარმოადგენს სასწავლო კომიტეტისა და საორგანიზაციო კომიტეტის ერთობლივ საბჭოს ეთიკის საკითხებში.

ა) სტრუქტურა და დამიშნულება. ეთიკის კომიტეტი (შემდგომში “კომიტეტი”) შედგება 7 ადამიანისაგან: სახოგადოების თავმჯდომარე, სასწავლო კომიტეტის თავმჯდომარე, კომიტეტის მინიმუმ ერთი წევრი უნდა იყოს ბავშვთა ფსიქოანალიტიკოსი/ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპევტი. ამ კომიტეტის თითოეული წევრი უნდა მუშაობდეს 5 წლის განმავლობაში. ის, ვისი სამუშაო ვადა დასრულდება, ყოველ წელს უნდა შეიცვალოს ახალი წევრით.
სახოგადოების თავმჯდომარე და სასწავლო კომიტეტის თავმჯდომარე ერთობლივად ნიშნავენ კომიტეტის ერთ-ერთ წევრს ეთიკის კომიტეტის თავმჯდომარედ ორწლიანი ვადით. ვაკანსიის შემთხვევაში, კომიტეტი ერთად დაამტკიცებს დროზე ადრე განთავისუფლებულთა ადგილზე კომიტეტის წევრებს. იმ შემთხვევების განსახილველად, სადაც პაციენტი ბავშვია, სახოგადოების თავმჯდომარე და სასწავლო კომიტეტის თავმჯდომარე უზრუნველყოფენ კომიტეტში თუნდაც ერთი საბავშვო ფსიქოანალიტიკოსი/ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპევტის ყოფნას. თუ რომელიმე წევრის შეცვლა არ მოხერხდება, ის აგრძელებს თავის საქმიანობას კომიტეტში
ბ). მოვალეობები.

ეთიკის კომიტეტი :

1. პასუხისმგებელი უნდა იყოს ეთიკის სტანდარტებისა და პრინციპების ორგანიზაციაზე.
2. ვალდებულია ყურადღება მიაქციოს საჩივარს ისეთ შემთხვევაში, თუ ორგანიზაციის რომელიმე წევრმა დაარღვია ეთიკის პრინციპები. ასეთი შეფასებები საშუალებას აძლევს კომიტეტს, გადაწყვეტილება მიიღოს ამ პიროვნებისთვის ორგანიზაციის წევრობის შეწყვეტის შესახებ. ხოლო ადგილობრივი ჯგუფების შემთხვევაში, საჭიროებისამებრ გასცეს რეკომენტაციები.

 

II. პროცედურები არაეთიკური ქცევის შემთხვევებში
ა) რეკომენდაცია

1. შესაძლო არაეთიკური შემთხვევის შესახებ რეკომენდაციის მოთხოვნა გადაეგზავნება ეთიკის კომიტეტის თავმჯდომარეს. ასლები ასევე ეგზავნება სახოგადოების თავმჯდომარეს და პროფესიული სტანდარტების გამგეობის თავმჯდომარეს.
2. კომიტეტი განიხილავს თითეული წევრის მოსაზრებას და ამზადებს სარეკომენდაციო დასკვნას. მას შემდეგ რაც სარეკომენდაციო დასკვნას აღმასრულებელი კომიტეტი ან პროფესიული სტანდარტების გამგეობა დაადასტურებს ის ეგზავნებათ ფსიქოანალიტიკური ასოციაციის ყველა წევრს.

ბ) დარღვევის შესახებ ინფორმაციის შეგროვება და გადაწყვეტილების მიღება.

1. საჩივრები საზოგადოების წევრების მიერ ეთიკური დარღვევების შესახებ შეიძლება შეიცავდეს მონაცემებს უკანონო ქმედებებსა და საქმიანობაზე. ეწინააღმდეგებოდეს პროფესიული კანონმდებლობის წესებს, ასევე დაკარგული ან შეზღუდული ლიცენზიის შესახებ. ასოციაციამ უნდა მოითხოვოს გამოძიება ამის შესახებ. ეთიკის კომიტეტი განიხილავს საჩივარს, რათა დაადგინოს, თუ რა გზით იმოქმედოს-იმოქმედოს ფორმალური პროცედურების მიხედვით, თუ ჩაატაროს უფრო არაფორმალური ვიდრე დამსჯელობითი პროცედურები ორგანიზაციის წევრის განათლების დონის ამაღლების მიზნით და გამოიყენოს მის მიმართ კორექციული ზომები.
2. უნდა იქნას აღწერილი ნებისმიერი არაფორმალური მექანიზმი პრობლემის მოსაგვარებლად, რომლებიც მომჩივან მხარეს დააკმაყოფილებს, ასევე უნდა იქნეს აღწერილი ადრე გამოყენებული ნებისმიერი არაფორმალური პროცედურა, რომლის დახმარებით შესაძლებელია კონფლიქტის ალტერნატიული საშუალებებით უფრო ეფექტურად მოგვარება, ვიდრე ფორმალური პროცედურების მეშვეობით.

გ) პირველადი რეაქცია საჩივარზე.

1. ნებისმიერ მომჩივანს უნდა წარედგინოს არაეთიკურ ქცევებთან დაკავშირებით ჩატარებული სამუშაო პროცესის აღწერილობის ასლი. ასევე საზოგადოების მიერ მიღებული წესები.
2. მომჩივანი მხარე ინფორმირებული უნდა იქნეს იმის შესახებ, რომ ნებისმიერ საჩივარს მოეთხოვება ბრალდებული ფსიქოანალიტიკოსის/ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპევტის იდენტიფიკაცია, რომელიც წარმოდგენილი იქნება წერილობითი ფორმით და უნდა იყოს ბრალმდებელის მიერ ხელმოწერილი. საჩივარში ზუსტად უნდა იქნეს აღწერილი არაეთიკური ქცევების ფაქტები. თუ ეს შეუძლებელია, მაშინ მითითებულუნდა იქნას ის პრინციპები, რომლებიც დაირღვა. საჩივარს უნდა ახლდეს ხელმოწერილი თანხმობა, მომჩივანისათვის წარსადგენი მონაცემები და მასალები, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე.

დ) ბრალდებულისათვის შეტყობინება
კომიტეტმა უნდა შეატყობინოს ბრალდებულს საჩივრის შესახებ, წარუდგინოს მას საჩივრის ასლი და ბრალმდებლის მიერ მოწოდებული სხვა მასალები. ასევე არაეთიკურ ქცევასთან დაკავშირებული პროცედურების აღწერილობა.
ე) განსაზღვრა იმისა, საჭიროებს თუ არა საჩივარი სპეციალურ გამოძიებას კომიტეტი ადგენს, საჭიროა თუ არა დარღვევის გარემოებების დამატებითი გამოკვლევა. განსაზღვრავს,                  საჭიროა თუ არა საქმის განიხილვაში სალიცენზიო კომისის ჩართვა და გადაწყვეტილებას წერილობით აცნობებს დამრღვევ პირს. თუ საქმის განხილვა დამატებით კვლევას მოითხოვს, ინიშნება სპეციალური მოსმენა, რომელსაც ეთიკის კოდექსის დარღვევაში ბრალდებული პირიც ესწრება.

ბრალდებულს უფლება აქვს:

1. იცოდეს ბრალდების შინაარსი

2. ჰყავდეს ადვოკატი

3. დაესწროს სპეციალურ მოსმენას, დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია, დაკითხოს საქმის მოწმეები

4. მიიღოს შეტყობინება მინიმუმ 30 დღის განმავლობაში, იცოდეს მოსმენის გამართვის სავარაუდო დრო, თარიღი და ადგილმდებარეობა, გადაეცეს მოწმეთა სია, გარკვეული იყოს მოსმენის თითოელი წევრის უფლებამოსილებაში

5. მიიღოს თითოული მოსმენის ოქმი, წარადგინოს საკუთარი დასკვნა თითოეული მოსმენის ბოლოს

6. ჩაინიშნოს მოსმენის პროცესის დეტალები, ჰქონდეს ყოველი დოკუმენტის ასლი, უფლება აქვს, მიიღოს ეთიკის კომიტეტის მიერ გაცემული წერილობით საბოლოო გადაწყვეტილება და რეკომენდაციები, მათ შორის, გადაწყვეტილების მიზეზი. ბრალდებულმა უნდა იცოდეს, რომ შესაბამისი მონაცემები არ სცილდება მოსმენას და არ იქნება გაგზავნილი სასამართლოზე

7. წარადგინოს საქმის მასალებთან დაკავშირებული რელევანტური ინფორმაცია

8. უფლება აქვს, წერილობითმიიღოს საბოლოო გადაწყვეტილებაან რეკომენდაციები, თითოეული გადააწყვეტილება უნდა იყოს ახსნილი

 

ვ) ეთიკის კომიტეტის შედეგები

1. გამართლება; არაეთიკური ქცევის არარსებობისას ბრალდებულის უდანაშაულოდ ცნობა.

2. საჩივარის გაუქმება; საჩივარი იხსნება არაეთიკური ქცევის არარსებობის გამო,
ეს გადაწყვეტილება ვარაუდობს, რომ საჭიროა ახალი პროცედურები მომავალში ასეთი საჩივრების განსახილველად, ანუ არსებითად გადაწყვეტილება არ მიიღება სანდო მონაცემების ნაკლებობის გამო ან სხვა პროცედურული ხარვეზების არსებობის გამო.

3. აუცლებლობის შემთხვევაში, ასეთი საჩივრის გაუქმებას თან უნდა ახლდეს წერილი ფსიქოანალიტიკოსი/ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპევტის მიმართ, რომელიც იუწყება, რომ კითხვებს ბადებს ფსიქოანალიტიკოსი/ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპევტის ქცევა და ეძლევა რეკომენდაცია კონსულტირებისა და სუპერვიზიის საჭიროების შესახებ.

4. საყვედური

5. დროებითი გარიცხვა საზოგადოებიდან განსაზღვრული ვადით არაუმეტეს 3 წლისა.
სიიდან ამოღება. ორგანიზაცაში ხელახალი მიღება შეიძლება განიხილებოდეს გარიცხვიდან 5 წლის შემდეგ.

6. სრული გარიცხვა ორგანიზაციიდან.

ზ) ეთიკის კომიტეტის შემდგომი ქმედებები

1. ეთიკის კომიტეტი აგზავნის შემაჯამებელ გადაწყვეტილებას საზოგადოების თავმჯდომარესთან, რომელიც აცნობებს ბრალდებულს საქმის ვითარებას და გადაწყვეტილებას.
2. თუ ეთიკის კომიტეტმა ბრალდება უარყო, გააუქმა საჩივარი ან საყვედური, ბრალდებულს უნდა ეცნობოს ამ გადაწყვეტილების შესახებ. კომიტეტის გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
3. თუ ეთიკის კომიტეტის გადაწყვეტილებაში შედის ბრალდებულის დროებითი ან მუდმივი გარიცხვა, გადაწყვეტილება საბოლოო არ არის, რადგან ეს არ იქნება რატიფიცირებული აღმასრულებელი საბჭოს მიერ. შესაბამისად პროცედურების ნაწილი

 

V. კონფიდენციალურობა და ინფორმაციის გასაჯაროების პირობები:

არაეთიკურ ქცევაზე ყველა არსებული ჩანაწერი და მიღებული გადაწყვეტილება უნდა იყოს კონფიდენციალური. ინფორმაცია გასაჯაროვდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ:

1. რომელიმე წევრი ან არაწევრი პირი -კოსულტანტი მოითხოვს სხდომის დეტალების ცოდნას ანალოგიური პროცედურების დასაგეგმად.

2. ეთიკის კომიტეტს ჭირდება გადაწყვეტილების განხილვაში ჩართოს რომელიმე სახლემწიფო სტრუქტურა, ან უკვე გამოტანილი გადაწყვეტილება აცნობოს სახელმწიფო ორგანოებს.

3. თუ ეთიკური დარღვევის შინაარსიდან გამომდინარე, აუცილებელია საზოგადოებას ამ დარღვევის შესახებ ეცნობოს.
4. ეთიკის კომიტეტს შეუძლია, აცნობოს თავისი შეხედულებისამებრ გადაწყვეტილება ან გააუმჟღავნოს მოპოვებული მასალები ასოციაციიის წევრებს.
ეთიკის კომიტეტი მიაწვდის ინფორმაციას, არაეტიკური ქცევის ბრალდებით, მათ შორის ბრალდებულის სახელსა და გვარს იმ შემთხვევებში, როდესაც რომელიმე ამ კომიტეტების წევრი განცხადებას განიხილავს, რომელშიც სანქცირებული იყო არაეთიკური ქცევა. ეს ინფორმაცია უნდა წარედგინოს აღმასრულებელ ორგანოს.

5. ეთიკის კომიტეტმა საჭიროების შემთხვევაში შეიძლება გაამჟღავნოს ბრალდება არაეთიკურ ქცევაზე.

6. აღმასრულებელმა საბჭომ შეიძლება შეგვატყობინოს არაეთიკურობაზე, ორგანოებს ჩართული ლიცენზირების, პროფესიული და სხვა ორგანიზაციებთან ან სხვა თუ ასეთი ნაბიჯები აუცილებელია საზოგადოებისათვის.

 

VI. ბრალდებულის გადადგომა განხილვის მიმდინარეობისას

იმ შემთხვევბში, როცა პირს ბრალი ედება ეთიკის კოდექსის დარღვევაში და საქმის განხილვა ჯერ დასრულებული არაა, ეთიკის საბჭოს არ ეკისრება ვალდებულება დააკმაყოფილოს ამ პირის განცხადება გადადგომასთან დაკავშირებით. პირის გადადგომა საბჭოს არ ავალდებულებს საქმის განხილვის შეწყვეტას.

VII. ასოციაციაციის წევრები და ეთიკის საბჭო

თითოეული ფსიქოანალიტიკოსი/ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპევტი ვალდებულია იმოქმედოს ასოციაციის ინტერესებიდან გამომდინარე, ითანამშრომლოს ეთიკის საბჭოსთან და პატივი სცეს ეთიკის საბჭოს ან იმ პირთა გადაწყვეტილებას, რომლებიც ეთიკის საბჭომ საქმის განხილვაში ჩართო.