ვინ ვართ

საქართველოს ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის საზოგადოება (სფფს) აერთიანებს ფსიქოანალიტიკოსებს და ფსიქოანალიტიკურ ფსიქოთერაპევტებს, რომელთა მიზანია, ადამიანებმა მიიღონ კვალიფიციური ფსიქოანალიტიკური და ფსიქოთერაპიული დახმარება.

საქართველოს ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის საზოგადოების მიზანია, დაიცვას ევროპის ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის ფედერაციის მიერ დაწესებული ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის სწავლების წესები და კრიტერიუმები.

ევროპის ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის ფედერაციის (ეფფფ) დირექტივა

საქართველოს ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის საზოგადოება (სფფს) 2007 წელს დაფუძნდა. ეს ორგანიზაცია ევროპის ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის ფედერაციის ( ეფფფ – www.efpp.org ) ასოცირებული წევრია. ეფფფ წარმოადგენს საერთაშორისო ქოლგა ორგანიზაციას, რომელიც აერთიანებს ფსიქოანალიტიკურ ფსიქოთერაპევტებს და მათ ნაციონალურ ორგანიზაციებს თითქმის ყველა ევროპულ და ზოგიერთ არაევროპულ ქვეყანაში.

საქართველოს ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის საზოგადოებაში გაერთიანებული არიან არა მხოლოდ ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპევტები, არამედ ფსიქოანალიტიკოსები, საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური ასოციაციის წევრები და კანდიდატები, რომლებიც ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის ტრენინგის გარდა, გადიან ან გაიარეს ტრენინგი საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური ასოციაციის სტანდარტების შესაბამისად აღმოსავლეთ ევროპის ფსიქოანალიზის ინსტიტუტში psy-epi.eu.

საქართველოს ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპის საზოგადოებას ამჟამად ორი სექცია აქვს – ზრდასრულთა სექცია და ბავშვთა სექცია.

სფფს სტრუქტურა

სწრაფი ბმულირა არის ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპია