საქართველოს ფსიოქანალიტიკური ფსიქოთერაპიის საზოგადოება
საქართველოს ფსიქოანალიტიკური ფსქიოთერაპიის საზოგადოება სემინარზე იწვევს ბავშვებთან და ზრდასრულებთან მომუშავე ფსიქოთერაპევტებისათვის, ასევე ფსიქოლოგიისა და მედიცინის მიმართულების სტუდენტებს.სამი სასემინარო დღის განმავლობაში ნიდერლანდებიან მოწვეული ტრენინგ ფსიქოანალიტიკოსები და სუპერვიზორები, დოქტორი იაკობ უბელსი, დოქტორი ვოუტერ გომპერტსი და დოქტორი ლეონტინ ბრამეიერი წაიკითხავენ ლექციებს, ისაუბრებენ საკუთარ გამოცდილებებზე და ქართველი ფსიქოთერაპევტებისა და ფსიქოლოგებისთვის გამართავენ ჯგუფურ სუპერვიზიებს.
ასევე სტუმრად გვეყოლებიან საერთაშორისო ფსიქონალიტიკური ასოციაციის წევრი ანა კრავცოვა და სხვა უკრაინელი კოლეგები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ დისკუსიებში და წარმოადგენენ თავიანთ თვალსაზრისს ომის შედეგად ტრავმირებულ ბავშვებთან მუშაობის შესახებ.
სემინარის მონაწილეებს საშუალება ექნებათ დაესწრონ ჩვილებზე დაკვირვების ვორკშოპს, რომელსაც ლეონტინ ბრამეიერი წარუძღვება.
საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური ასოციაციის (IPA) პირდაპირი წევრი, საქართველოს ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის საზოგადოების ტრენინგ ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპევტი, ხათუნა ივანიშვილი დაინტერესებული პირებისთვის წარადგენს საქართველოს ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის საზოაგდოების სასწავლო პროგრამას.
სემინარზე წარმოდგენილი იქნება შემდეგი მოხსენებები:
იაკობ უბელსი „არარსებობის“ (სევდა, მწუხარება, გლოვა) იდენტობის აღწერა ტრავმირებული ბავშვის ფსიქოანალიტიკური მკურნალობისას“
მოხსენების განხილვა – ანა კრავცოვა (უკრაინა, ვიდეოჩართვა)
ვოუტერ გომპერტსი „როცა წარმომავლობა წინ წამოიწევს / ეთნიკურობის, გადატანა -უკუგადატანისა და ამოქმედების შესახებ ფსიქოანალიტიკურ სიტუაციაში“
მოხსენების განხილვა – ხათუნა ივანიშვილი (საქართველო)
ლეონტინ ბრამეიერი– ბავშვთა ანალიზი ომის დროს. ტრავმა და შინაგანი სამყარო
მოხსენების განხილვა –ნინო სესიაშვილი (საქართველო)
მომხსენებლების შესახებ
იაკობ უბელსი – ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიატრი; ჰოლანდიის ფსიქოანალიტიკური საზოგადოების ტრენინგ-ანალიტიკოსი და სუპერვიზორი; აღმოსავლური ევროპის ფსიქოანალიტიკური ინსტიტუტის წევრი; თეირანის ჰამ ავა ინსტიტუტის და ჩინურ-ამერიკული ალიანსის (CAPA) წევრი; არაერთი ფსიქოანალიტიკური ნაშრომის ავტორი.
ლეონტინ ბრამეიერი – საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური ასოციაციის (IPA) ტრენინგ-ანალიტიკოს და სუპერვიზორი; ჰოლანდიის ფსიქოანალიტიკური საზოგადოების წევრი. ბოლო წლების განმავლობაში ის დიდ დროს უთმობს ახალგაზრდა ოჯახებთან მუშაობას და ჩვილზე დაკვირვებას.
ვოუტერ გომპერტსი – კლინიკური ფსიქოლოგი და ფსიქოანალიტიკოსი; საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური ასოციაციის (IPA) ტრენინგ-ანალიტიკოსი და ჰოლანდიის ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის საზოგადოების სუპერვიზორი.
დისკუსანტები
ანა კრავცოვა:
ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოანალიტიკოსი (IPA, UPS), ტრენინგ-ფსიქოანალიტიკოსი და სუპერვიზორი, „ადრეული ინტერვენციის ინსტიტუტის“ განვითარების დირექტორი (ხარკოვი)
ხათუნა ივანიშვილი:
საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური ასოციაციის (IPA) პირდაპირი წევრი, საქართველოს ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის საზოგადოების ტრენინგ ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპევტი
ნინო სესიაშვილი:
საერთაშორისი ფსიქოანალიტიკური ასოციაციის (IPA) პირდაპირი წევრი,საქართველოს ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის საზოგადოების კოორდინატორი.
შეხვედრის ადგილი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის III კორპუსი
მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზირი N11
თარიღი: 6-8 ოქტომბერი, 2023
გაითვალისწინეთ
სემინარის ენა:
ქართული, ინგლისური პარალელური თაგმანით
სემინარის საფასური:
სემინარზე დასწრების ღირებულება შეადგენს – 285 ლარს. სტუდენტებისთვის – 220 ლარს
გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფრომა ⬇️
(გაითვალისწინეთ, რეგისტრაციის დასაწყებად აუცილებელია Gmail-ით ავტორიზაცია)
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით სემინარის ორგანიზატორს, დინა ანთელავას.
?: dina.antelava@gmail.com
?: 5 99 901965
სემინარის განრიგი
პარასკევი, 6 ოქტომბერი
14:30 – 15:00 | რეგისტრაცია |
15:00 – 15:30 | სემინარის გახსნა |
15:30 – 17:30 | მოხსენება ბავშვთა ანალიზი ომის პერიოდში. ტრავმა და შინაგანი სამყარო მომხსენებელი: ლეონტინ ბრამეიერი თავმჯდომარე – მეგი ქავთარაძე დისკუსანტი – ნინო სესიაშვილი |
17:30 – 18:00 | ყავის შესვენება |
18:00 – 19:00 | საერთო დისკუსია მოხსენების ირგვლივ |
19:00 – 19:15 | შესვენება |
19:15 – 20:45 | კლინიკური ჯგუფები: I ჯგუფი – კლინიკური შემთხვევის განხილვა ( ზრდასრულის შემთხვევა) II ჯგუფი – სახელოსნო /ვორკშოპი: ჩვილზე დაკვირვება III ჯგუფი – კლინიკური შემთხვევის განხილვა ( ბავშვის შემთხვევა) |
შაბათი, 7 ოქტომბერი
10:00 – 12:00 | მოხსენება “არარსებობის“ (სევდა, მწუხარება, გლოვა) იდენტობის აღწერა ტრავმირებული ბავშვის ფსიქოანალიტიკური მკურნალობიდან მომხსენებელი – იაკობ უბელსი თავმჯდომარე – თამარ აზმაიფარაშვილი დისკუსანტი – ანა კრავცოვა |
12:00 – 12:30 | ყავის შესვენება |
12:30 – 13:30 | დისკუსია აუდიტორიასთან მოდერატორი – თამარ აზმაიფარაშვილი |
13:30 – 14:30 | ლანჩი |
14:30 – 16:00 | კლინიკური ჯგუფები: I ჯგუფი სახელოსნო/ვორკშოპი ჩვილზე დაკვირვება II ჯგუფი კლინიკური შემთხვევის განხილვა (ბავშვის შემთხვევა) III ჯგუფი კლინიკური შემთხვევის განხილვა ( ზრდასრულის შემთხვევა) |
16:15 – 17:45 | საქართველოს ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის საზოგადოების სასწავლო პროგრამის პრეზენტაცია (ხათუნა ივანიშვილი, დიანა პიპინაშვილი, ნინო სესიაშვილი) |
კვირა, 8 ოქტომბერი
10:00 – 12:00 | მოხსენება მახვილი წარმომავლობაზე-ეთნიკური გადატანა – უკუგადატანისა და ამოქმედების შესახებ ფსიქოანალიტიკურ სიტუაციაში მომხსენებელი – ვოუტერ გომპერტსი თავმჯდომარე – ნონა ნაკაშიძე დისკუსანტი – ხათუნა ივანიშვილი |
12:00 -12:30 | ყავის შესვენება |
12:30 – 13:30 | საერთო დისკუსია მოდერატორი – ნონა ნაკაშიძე |
13:30 -14:30 | ლანჩი |
14:30 – 16:00 | კლინიკური ჯგუფები: I ჯგუფი კლინიკური შემთხვევის განხილვა ( ბავშვის შემთხვევა) II ჯგუფი კლინიკური შემთხვევის განხილვა (ზრდასრულის შემთხვევა) III ჯგუფი სახელოსნო/ვორკშოპი ჩვილზე დაკვირვება |
16:15 – 17:30 | მრგვალი მაგიდა “ბავშვთა ანალიზი ომის პერიოდში“ მონაწილეები: სპიკერები – მარია ბუდია (უკრაინა); ქრისტინა ხაჩატუროვა (უკრაინა); მარინა კუზნეცოვა (უკრაინა) მოდერატორი – ვოუტერ გომპერტსი |
17:30 – 18:00 | სემინარის დახურვა (მოდერატორი – თამარ კაპანაძე), სემინარზე მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატების გადაცემა |